მე ის აღმოვაჩინე [5]
გამთენიისას ჩაეძინა ბარბარეს.ფანჯრიდან მზის სხივები პიდაპირ ბარბარეს სახეზე ეფინებოდნენ.ბარბარემ მის მკერძე მწოლიარე ტიმოთეს დახედა და შეეცადა მისი მარწუხებიდან განთავისუფლებულიყო მაგრამ უშედეგოდ. -ტიმოთე!-ყურში ნაზად ჩასჩურჩულა ბარბარემ და ოდნავ უბიძგა მხარზე.რეაქცია ნული.-ტიმოთე!-უფრო ხმამაღლა ჩასძახა და ძლიერად უბიძგა მხარზე. -მაცადე ძილი!-ამოიზმუვლა და უკეთ მოკალათდა მის მკერდზე. -ტიმოთე ახლავე ადექი ან მე გამიშვი!-ამოიწუწუნა და სხეულის განძრევას შეეცადა მაგრამ რათ გინდა? ტიმოთეს სხეულში იყო გადახლართული და ყველა ნაწილაკი დაბუჟებული ჰქონდა. -შენი ხმა ნუ მესმის!-დაიღრინა და წელზე ხელები მძლავრად მოუჭირა.ბარბარე უკვე ძალიან გაბრაზდა და უეცრად ერთიიდეა მოუვიდა.იცოდა რომ ინანებდა მაგრამ ტიმოთესთან დანებებას არ აპირებდა.ცალი ხელი ძლივს ძლივობით ამოწია ერთი ხელი საბნიდან, რამოდენიმეჯერ გააქნია რომ დაბუჟებულობა ოდნავ გაექრო და როდესაც ხელში ძალა იგრძნო,ტიმოთეს,რა ძალი და ღონელ ჰქონდა მხარზე უბრწკინა.ტიმოთემ ერთი მწარედ ამოიგმინა და ხელის ზელვით მეორე მხარეს გადაწვა.ბარბარემაც დრო იხელთა და ფეხზე წამოხტა.სასწრაფოდ დაავლო პირსახოცს ხელი და სააბაზანოში სირბილით შევარდა.ტიმოთე მალე ბოლს გამოუშვებდა ცხვირიდან,ნერვებიც უმტყუვნებდა მალე და ბარბარესაც არ დაადგებოდა კარგი დღე... ბარბარე ცხელი წყლის ქვეშ დადგა და თვალები ნეტაებით დახუჭა.დროის შეგრძნება საერთოდ დაეკარგა.არც ფიქრობდა არც არაფერი უბრალოდ სიცივითა და ცხელი წყლით ნებივრობდა.რდესაც კარების ჩხაკუნის ხმა გაიგო სწრაფად დაჭყიტა თვალები და კარის ჩარჩოსტან მდგარ ტიმოთეს გახედა რომელიც ეშმაკური ღიმილით შეჰყურებდა თვალებგაფართოვებულ გოგონას. -ტიმოთე!გადი ახლავე!-დაიკივლა ბარბარემ და გვერდზე დადებული 'მაჩალკა' ტიმოთეს გაუქანა მაგრამ ნურას უკაცრავად! ტიმოთემ დაიჭირა მისკენ მიმართული "მაჩალკა",გვერდზე მიაგდო და ბარბარესკენ დაიძრა.ბარბარეს სხეული აუკანკალდა და ისტერიულად დაიწყო კივილი. -გაჩერდი!ტიმოთე!საზიზღარო!იდიოტო!გაეთრიე აქედან თორემ არ ვიცი რას გიზამ!-იკივლა როდესაც ტიმოთე საგრძნობლად მიუახლოვდა .ტიმოთემ ერთი აათვალიერა,ოდნავ დაიხარა და ნელა გასწორდა. -ტელეფონიც აქ დამრჩენია!-ამოილაპარაკა ტიმოთემ და გოგონას სახის დანახვისას ოდნავ ჩაეღიმა-მალე გამოდი თორემ ხომ ხედავ შემოსვლა არ მიჭირს!-ღიმილით მიუგო,თვალი ჩაუკრა და ნელი ნაბიჯებით გაუჩიარდა აბაზანიდან.ბარბარე კინაღამ აფეთქდა.სუ წითელი გახდა სახეზე,ხელი მაგრად მისცხო კედელს და ისე ეტკინა ერთი ღრმად ამოიგმინა.გამწარებულზე,იქვე დადებულ ლოსიონის ბოთლს დასწვდა და კარებს გაუქანა და ერთი ხმადაბლა დაიკივლა.კარს იქით კი მომღიმარი ტიმოთე იდგა რომელიც ბარბარეს რეაქციებზე კარგად ხალისობდა.სააბაზანოდან გამოსულ ბრბარეს ოთახში აღარ დახვდა ტიმოთე.იმის შიშით რომ შეიძლებოდა ნებისმიერ დროს შემოსულიყო ვაჟბატონი,სწრაფად ჩაიცვა,ლოგინი მიალაგა და დაბლა ჩავიდა ბავშვებთან.კიბის ბოლო საფეხურზე იდგა როდესაც დივანზე მჯდომ ტიმოთეს მოკრა თვალი რომელსაც მკერდზე "ლიკაჩო" ჰყადა მიხუტებული.ბარბარემ სიბრაზის ჩასახშობათ კიბის სახელურს მოუჭირა ხელი და სახეზე ალმური მოედო მას შემდეგ რაც ლიკაჩომ ტიმოთეს ყელში აკოცა.არ იცის ასეთი რეაქცია როდიდან აქვს ან რატომ აქვს მაგრამ გაკონტროლება რომ უჭირს აშკარაა.სწრაფად უკუაგდო სიბრაზე და ყველას მიესალმა.შემდეგ გემრიელად ისაუზმა,ყველაფრის მილაგებას რომ მირჩნენ წავიდნენ სვანეთის დასათვარიელებლად.ბარბარეს ისე მოეწონა ბუნება რომ არც ლიკაჩო და არც ტიმოთე აღარ ახსოვდა.ერეკლესტან ერთად დადიოდა ყველგან,ბევრი იცინეს,ბევრი ილაპარაკეს.ბარბარეს ხშირად უხტებოდა ლიკაჩო,ხან სურათის გადაღებას სთხოვდა ხან რას მოიგონებდა,ესეც ზრდილობიანად იშორებდა და გზას ნერვებ მოშლილი აგრძელებდა. საღამოს 8 საათზე დაბრუნდნენ სასტუმროში.ბარბარე ერეკლეს დაემშვიდობა და თავისი ოთახისკენ წავიდა როდესაც ლიკაჩო წამოეწია, გადაეღბა და "კევის ღლაჭუნით" დაიწყო ლაპარაკი. -მინდა რომ ოთახები გავცვალოთ!მე ტიმოთესთან,შენ ნინოსთან!თა ახლავე!-ბოღმიანი მზერა დაასო ბარბარეს და "კევა"ხელით გაწელა.ბარბარემ ირონულად გაიცინა ხელი "მეგობრულად" დაადო მხარზე და ყურთან ახლოს უჩურჩულა. -არა!-ღიმილით ჩსჩურჩულა და ნელი მოძრაობით აუარა გვერდი.ოთახში გაბრაზებული შევიდა და კარი მიაჯახუნა.ერთი ამოიზმუვლა და ტანსაცმელი გაიძრო,ლოგინში შეწვა და ეცადა დაეძინა.გაგიკვირდებათ და მართლაც მალე ჩაეძინა.ძილშიც კი იგრძნო ცხელი სხეულის შეხება და გაეღიმა.უკეთ მოკალათდა საწოლში და წყნარად გააგრძელა ძილი.გრძნობდა ზურგზე ცხელ თითებს და სიამოვნებისგან ირინდებოდა. დილით რომ გაეღვიძა ბარბარეს სირცხვილისგან აწითლდა.თავი ტიმოთეს გულზე ედო და ხელები მძლავრად ჰქონდა შემოხვეულ,ხოლო ტიმოთეს ბარბარეს წელზე ელაგა ხელები და ეშმაკური მზერით დაჰყურებდა უკვე გაღვიძებული.ბარბარე ცოტა შეიშმუშნა და ეცადა ხელი მოეშორებინა მაგრამ ტიმოთემ გააჩერა და თმებზე დაუწყო ფერება.ამასაც მეტი რა უნდოდა?გაინაბა და უკეთ მოკალათდა ტიმოთეს გულმკერდზე. -გავიგე გუშინ ლიკასთვის ოთახის გაცვლაზე უარი გითქვამს-მთქნარებას ამოაყოლა ტიმოთემ და ერთი "კარგად" გაიზმორა. -დიახაც!-გაჯგიმული დაეტანხმა და თავი მის მკერძე უკეთ მოაკალათა. -აჰამ და შეიძლება მიზეზი გავიგო?-ჩაიცინა და ცოტა ჩაფიქრებულმა დაუსვა კითხვა. -კი შემიძლია აგიხსნა მაგრამ არ ვთვლი თავს ვალდებულად!-სულერთიას ტონით ამოილაპარაკა და ერთი ღრმად დაამთქნარა. -არ გადამყლაპო!-გადაიხარხარა ტიმოთემ და თმებზე დაუწყო ფერება-მართლა მითხარი რა რატო არ გაუცვალე ოთახი-თხოვნა გარეული ტონით ჩაილაპარაკა ტიმოთემ და ჩაფიქრებულ ბარბარეს გახედა. -იმიტომ რომ მომწონს ეს ოთახი!-სწრაფად მოძებნა მიზეზი და დასაზასტურებლად თავი კიდევ ერთხელ დააქნია. -აჰამ..ანუ მხოლოდ ოთახი მოგწონს ხომ?-ჰკითხა გახალისებულმა და სიცილის შესაკავებლად ყველაზე ცუდი მოგონების გახსენებას შეეცადა -დიახაც.-დაუდასტურა ბარბარემ და თითები გულ-მკერდზე დაადო -კარგი,რადგან მხოლოდ ოთახი მოგწონს წავალ ეხლა ალბათ ლიკაჩო მელოდება უკვე-ჩუმად ჩაიღიმა,ზრდილობიანად გადააგდო ბარბარე თავისიდან ლოგინზე და შარვლის შეკვრით გავიდა ოთახიდან.ბარბარე?ჯერ კიდევ გაოცებული წამომჯდარიყო ლოგინზე და აცრემლებული გაჰყურებდა მიხურულ კარს.ასე იჯდა სადღაც 20 წუთი და ცრემლები უმოწყალოდ უსველებდნენ ღაწვებს.ცრმლების მოსაწმენდად წაიღო ხელი როდესაც ოთახის კარი გაიღო და ოთახში გაღიმებული ტიმოთე შემოვიდა.ღიმილი სახეზე შეეყინა როდესაც ბარბარეს სველი ღაწვები და ჩაწითლებული თვალები დაინახა.კისრის ძარღვები დაებერა,მუშტები შეკრა,საკუთარი თავისადმი სიბრაზის გრძნობა გაუჩნდა მაგრამ იმდენად მოსწონდა ბარბარეს აცრემლებული და ბრწყვიალა თვაელბი რომ რაღაც დოზით სიამოვნებდა კიდეც ბარბარეს ტირილიც.ბარბარემ როგორც კი შემოსული ტიმოთე დაიანახა სწრაფად წამოვარდა ფეხზე და საბანშემოხვეული გავარდა ოთახიდან,ისე რომ ტიმოთესტვის თვალი არ მოუშორებია.ოთახიდან გამოსული მაშინვე გეგას ოთახში წავიდა."უპარდონოდ" შეაღო კარები და მძინარე ერეკლეს დანახვისას ტირილი უფრო მოუნდა.თავთან დადგა და ფრთხილად დაუწყო შეღვიძება. -აუუ!ერეკლეე!გაიღვიძე გთხოოვ!-გეგამ ერთი ამოიზმუვლა.ჯერ ცალი თვალი გაახილა,მერე მეორე.როდესაც ბარბარე დაინახა დათუნიებიან პიჟამაში თან საბანმოხვეული,ოდნავ გაეღიმა მაგრამ როდესაც ბარბარეს სახე დაინახა ყველა ძარღვი დაეჭიმა და ლოგინზე სასწრაფოდ წამოჯდა. -მოდი აქ!რა მოხდა?-გვერდით დაიჯინა და მიიხუტა მომტირალი ბარბარე.ბარბარემ სლუკუნით მოუყვა ყველაფერი.ერეკლეს გაეღიმა ბარბარეს ბავშვურ საქციელზე,მაგრამ ბარბარეს წყენას არავის აპატიებდა. -ჩემთან გადმოგიყვან ოთახში!ნუღარ ტირი!მაგ ტიმოთეს კიდევ მე დაველაპარაკები ისე როგორც საჭიროა-დამრიგებლური ტონით გააფრთხილა და უკეთ მიიხუტა რომ გამთბარიყო.ჩამთბარ და დაღლილ ბარბარეს მალევე ჩაეძინა.ერეკლს კი არც დაუძინია.აბედნიერებდა ბარბარე მისი ბავშვური საქციელებით,უყვარდა და თაან ძალია.არასდროს ჰყოლია და .ზუსტად ბარბარემ შეუვსო დის დანაკლისი. ბარბარეს რომ გაეღვიძა 12 საათი იყო.ისევ ერეკლესთან ერთად იწვა.ერეკლეს არ ეძინა.ბარბარე აიჩოჩა და ლოყაზე აკოცა.მერე წამოდგა თავის საბანი კარგად შემოიხვია და ოთახისკენ წავიდა ნივთების წამოსაღებად მაგრამ იქ შესულს ყველაფერი დამტვრეული დახვდა.... *** გამიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.