ფიქტიური ქორწინება თავი 1
ახალ წელს ყველა ბედნიერი ხვდება ასე თუ ისე. ახალი იმედები, ახალი ოცნებები, მიზნები. ზოგი წონის დაკლებას ითხოვს 12 საათზე, ზოგი ახალ მანქანას, ზოგი სახლს. სათხოვარი უამრავია, მაგრამ მათ შორის ჩემი ყველაზე უცნაურია. სახლიდან გაქცევა მინდა!! ერთ დროს ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი, ახლა ყველაზე საძულველ ადგილად იქცა. ისე მესიკვდილებოდა იქ მისვლა სამსახურში გვიანობამდე ვმუშაობდი, თურმე ამასაც ჰქონია დადებითი მხარე. საახალწლოდ დამაწინაურეს და ხელფასი მომიმატეს. მაგრამ ეს ფაქტი ჩემ სულიერ და გონებრივ ფორიაქს ვერ ცვლიდა. ბოლო დროს აღმოსავლური კულტურის შესწავლით ვიყავი დაკავებული, ფენ-შუი დეტალურად შევისწავლე. ყველა წიგნში პირველი თავი შემომავალ და გამავალ ენერგიებზე იყო. ასეთი რამ ეწერა: „სიყვარულით შემომსვლელმაც კი შეიძლება თავდაყირა დააყენოს სახლში ყველაფერი, რადგან მისი სტიქია ვერ ეწყობა თქვენსას“, ამის არ მჯეროდა,მანამ სანამ ჩემმა სულელმა ძმამ თავისზე ბევრად სულელი ცოლი არ მოყვანა...მისი თქმით ყურებამდე იყვნენ ერთმანეთზე შეყვარებულები. მოსვლის დღიდანვე დაიწყო ბრძანებები. ეს არ მომწონს, ის გადავყაროთ, ავეჯი გამოვცვალოთ, ახალი მანქანა ვიყიდოთ, მიუხედავად იმისა რომ შეძლებული ოჯახი ვიყავით, მის პრეტენზიებზე სიარულს არ ვაპირებდით. არცერთი! ჩემი ძმის გარდა, მასი ხელფასი კი რომელიც არც თუ ისე ცოტა იყო, მის პრიკაზებს არ ყოფნიდა. მთელი საღამო ჩხუბობდა, ჯუჯღუნებდა. მე ძალიან მშვიდი ვარ ამიტომ ეს სიტუაცია, გაუთავებული წიოკი ძალიან მთრგუნავდა. მეოთხე თვეა გმირულად ვიტან ამ ყველაფერს, მაგრამ აღარ შემიძლია, ახალ წელს სწორედ ეს ჩავიფიქრე.. მე ანაბელ კანდელაკი ვარ.ყველა ანას მეძახის. საშუალო სიმაღლის, მუქი ლურჯი თვალებით, მოყავისფრო თმით და თხელი აღნაგობით. მიუხედავად იმისა რომ მამრობითი სქესის ყურადღებას ყოველთვის ვიქცევდი 24 წლის ისე გავხდი კაცი არ მომკარებია. ეს ფაქტი ბედნიერს ნამდვილად არ მხდიდა. არც უბედურს. არქიტექტორი ვიყავი,თურქულ ფირმაში. სამსახურით კმაყოფილი ვარ მაგრამ მაგისტრატურაზე ჩაბარება და ცოდნის გაღრმავება მაინც მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი. გამოცდისთვის მომზადებაც დაწყებული მქონდა. მინდოდა ამ წელს ბევრი რამ შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ დამიჯერეთ როცა სურვილს ვუთქვამდი, ამ ყველაფერს რაც მოხდა ვერ წარმოვიდგენდი..... -სად ხარ გოგო? ყველა შენ გელოდებით? ან ეს შენი დაქალები სად არიან. ჩემო საყვარელო ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებს. ხომ გახსოვს რომ ძველით ახალ-წელს სასტუმროს გახსნაა. 5 დღე დარჩა გოგო. დილიდანვე თავს მესხმოდა ანდრეა. საშინლად აუტანელი არსებაა. -რა განერვიულებს ყველაფერი მზადაა. შენ მხოლოდ ის დაგრჩენია სმოკინგი შეუკვეთო და გახსნის წვეულებაზე მოხვიდე. -სახუმაროდ მცალია ანაა? ქალი ხარ ეხლა შეენ? -ღმერთო ჩემო რა სჭირს იმ სასტუმროს ბოლოს რომ ვნახე ყველაფერი კარგად იყო. -ვესტიბულის მაგიდების დამზადებას ვერ ასწრებენ. -გუშინ დავრეკე და მითხრეს რომ დღეს მიიტანდნენ ადგილზე. -მერე აქამდე ვერ მითხარი გოგო? გამოსკდა გული. მე თვალები ავატრიალე და კაბინეტის კარი ცხვირწინ მივუჯახუნე. მასზე ხო არაფერი ჭრის. თავი შემოყო და გააგძელა შენ დაქალებს დაურეკე და უთხარი მალე მოვდნენ. კიდევ ერთი: არავითარი მოკლე კაბები! არავითარი! ამის თქმა და ნინოს და ლიკას შემოპრაკუნება ოფისში ერთი იყო. -სად ხართ გოგო? ტვინი გამიხვრიტა დილიდან. აღარ შემიძლია. -კაი დამშვიდდი. ხო ხედავ აქ ვართ. ერთ საათშია ჰო თათბირი. მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ჩემი გაციებული ყავა მოვსვი. -ფუუ რაა ეს? გაციებულა. -კაი ნუ ბურდღუნებ. კაფეტერიაში ჩავიდეთ და იქ დავლიოთ. ნინო და ლიკა ჩემი სტუდენტობის დაქალები იყვნენ. გაგვიმართალადა სამივემ ერთ კომპანიაში დავიწყეთ მუშაობა. თსავიდან სტაჟიორები ვიყავით, მაგრამ ერთი წლის თავზე სასტუმროს ტენდერი ჩვენმა პროექტმა მოიგო და დაგვაწინაურწს. ახლა კი ალბათ თურქეთში გადავიდოდით სამუშაოდ, მაგრამ მაინცდამაინც არამგონია ესეც წელს მომხდარიყო. -ისე იცი ეს ანდრეა ხანდახან მაგრად მეცოდება ხოლმე. დაახეთქა ლიკამ. -რატო?ინტერესით გადახედა ნინომ. -გოგო აბა ასეთი როგორაა. --მე საერთოდ გეი მეგონა თავიდან. -კაი ნინო რეებს იძახი. -კაი გოო აბა მოკლე კაბაზე გართულება რომელ კაცს აქვს.. ისე აანა შენც თუ მოგვაქცებ ყურადღებას კარგი იქნება. -რა დაგმართნია? მკითხა ლიკამ. - მგონი იმ ალქაჯს ჩემი და თავისი ოთახების გაერთიანება უნდა და ერთი მე სად უნდა წავიდე როგორ მაინტერესებს. -კარგი რაა ჰო იცი რო შენები არ მისცემენ უფლებას. დამამშვიდა ნინომ. -ისე დააკვირდი. აშკარად შენ რო გერჩის და არა დედაშენს. თქვა ლიკამ. -მეც ეგრე მგონია. უი მართლა დღეს საღამოს მაიასთან მივდივართ გუშინ დამირეკა, გავიდა არდადეგები, მეცადინეობა გავაგრძელოთო. სამივე დავიჯღანეთ, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. დღე იმაზე დამღლელი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. სახლში მისულს კი ჩემი ოთახიდან რამოდენიმე ნივთი გატანილი დამხვდა. პირველ სართულზე ჩავირბინე, ჩემ სახელოსნოში შევიხედე წიგნები გადალაგებული საღებავები ნახმარი და ფუნჯები ძირს მიყრილი დამხვდა. ჩემ რძალუკას ახალი ჰობი ქონდა. ხატვა! სამზარეულოს მივაშურე.ყველა იქ იყო. -ეხლა მასწავლებელთან მივდივარ და როცა დავბრუნდები ჩემი ნივთები თავის ადგილას დამხვდეს, წიგნები კი უკან თაროებზე. და კიდევ უკან მივბრუნდი ახალ საღებავებს მიყიდი. -კი კი აბა რა როგორც დამიბარებ. საშინლად გავბრაზდი, მაგრამ ახლა მისი დრო არ მქონდა გაკვეთილზე მაგვინდებოდა. პეკინის ქუჩა სირბილით გადავჭერი და სადარბაზოში შევვარდი. მეორე სართულზე სწრაფად ავირბინე. კართან ოდნავ შევყოვნდი , სუნთქვა წესრიგში მოვიყვანე და კარი შევაღე, მეგონა გაკვეთილი დაწყებული დამხვდებოდა,მაგრამ სულ სხვა სიტუაცია დამხვა. მაიას მაგიდა გაეშალა. ჩემი გოგოები მაგიდასთან იჯდნენ ვიღაც უცხო ბავშვებთან ერთად. სამი ბიჭი და ორი გოგონა იყო. ალბათ ახალი მოსწავლეები იყვნენ. მაიკომ ოთახში შემიპატიჟა და ვიღაც ტიპის გვერდით დამსვა. -მე აბელი მქვია. ყურთან ჩუმად მიჩურჩულა. ხავერდოვანმა ხმამ. ჩემს ხელს დაწვდა და ნაზად მაკოცა. მე გაოცებული ვიყავი, თან რა უცხო სახელი ჰქვია, თან სიკვდილამდე სიმპატიურია -მე ანა. ისეთი ნაზი ხმა ამოვუშვი ჩემი თავი ვერ ვიცანი. -ვინ არიან ესენი? ნინოს მივწერე. -მაიას ძველი მაგისტრატურის სტუდენტები არიან. ახალი-წლის მოსალოცად მოვიდნენ. ის საღამო კარგად გავატარეთ. ცოტა დავლიეთ, ბევრი ვიცინეთ. მაი ძალიან კარგი ადამიანი იყო. გამიმართლა ასეთი მეგობარი რომ ყავდა დედაჩემს. წასასვლელად ავიშალეთ. -ტაქსი გამოვიძახოთ რა. ვთქვი მე. -ჩვენ გაგიყვანთ. შემომთავაზა აბელმა -თქვენ ისედაც ბევრნი ხართ. -ორი მანქანით ვართ. გოგოებს ნიკა გაიყვანს. მე და გუგა თქვენ წაგიყვანთ. უარი არ მიიღება. ასე ვერ დაგტოვებთ ქუჩაში. გოგოებს გადავხედე. აშკარად თანახმა იყო ორივე. კიბე ჩავირბინეთ და მანქანაში მოვკალათდით. სამივმ ვუთხარით ჩვენ-ჩვენი მისამართი. მე ბებიაჩემთან მივდიოდი ამიტომ მისი მისამარეთი ვუთხარით, ნინო და ლიკა სწაფად დავაბინავეთ. გიგის სახლამდეს მალე მივედით. მე კი ვერაზე უნდა გავეყვანე. -წინ გადმოჯექი თორემ თავი ტაქსისტი მქონია. მომხიბლავად გამიღიმა ბიჭმა. წინააღმდეგობა არ გამიწევია. წინა სავარძელზე გადავედი. ჩუმად ვმგზავრობდით. მერე უცებ ლაპარაკი წამოიწყო. -რისთვის ემზადები? -მაგისტრატურაზე ჩასაბარებლად.მოკლედ მოვუჭერი. თავი ზემოთ არ ამიწევია ისე ვიპასუხე. პარალელურად მის იდეალურ თითებს შევავლე თვალი რომელიც მთელი ძალით ჩაფრენოდა, სიჩქარის გადართველს. ასე ლამაზი თითები არასოდეს მინახავს. პერანგი აკეცილი ჰქონდა. მანამდე ავაყოლე თვალი სანამ ნაჭერი დაფარავდა. ღმერთო ანა, რა გჭირს ამ კდემა გოგოს. ჩემს თავზე გამეღიმა. თავი ავწიე და პირდაპირ მის თვალებს შევეჩეხე. ნახევრად ჩაბნელებულ სალონშიც კი ელავდა, მისი ჭაობისფერი თვალები. ბიჭმა ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და ისევ გზას გაუსწორა თვალი. დარწმუნებული ვარ ლოყები უკვე გამიწითლდა. -მეც მაისთან ვემზადებოდი. მე და ბიჭებმა სორბონაში ჩავაბარეთ. ბიზნეს სკოლაში. ისე რამდენი წლის ხარ. უხერხულობის გასაფანტად იკითხა. მე კი ვგრძნობდი რომ ახალი უხერხულობა მელოდა წინ. ხმა არ მემორჩილებოდა. ღმერთო! ნეტა კატასავით არ ამოვიკნავლო და მეტი არაფერი მინდა. -24 ის შენ. ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა. -შენი აზრით. ისევ დაიკბინა ტუჩები. ღმერთო რას მეპრანჭება ერთი ვიცოდე რა. -ალბათ 30 ის. ახლა ძალიან სექსუალური ხმა აღმომხდა. -31ის. ღმერთო რა ბანალური დიალოგი გვაქვს. გაეცინა. მანქანა ჩემს კორპუსთან გააჩერა. ღვედი შევიხსენი და გადასვლა დავაპირე.-მოიცა. ასე უნდა წახვიდე? სავარძლის საზურგეს მიყრდნობოდა. -აბა როგორ? -კიდევ შევხვდებით? -კარად აბელ! ეს ვუთხარი, მანქანიდან გადმოვედი და სადარბაზოში მივიმალე. კიბით ავედი.მოიცადე ასე უპრობლემოდ როგორ მოაგნო. გამოცდილ ტაქსისტებსსაც კი უჭირთ ხოლმე. არც ნავიგაცია ჰქონდა.კარგი ანა მერე რა მოხდა. კარი ბებომ გამიღო. -ჩემო ლამაზო. სად იყავი ბე. -მაიასთან. სამეცადინოდ მაგრამ სტუმრები დაგვახვედრა და ცოტა დავლიეთ. ადგილი გამინთავისუფლა შიგნით რომ შევსულიყავი. - აქ რა ხდება? -არაფერი. ძველებურად. ბაბუაშენი ბათუმშია. -რაა? რა უნდა იქ? -პროექტი აქვს. ბათინკები სწრაფად გავიხადე, თბილ ჩუსტებში გავყავი ფეხი და ბებოს ავეკიდე უკან. -იცი ახალი მეზობელი გვყავს. -მართლა? ვინ არიან? -მარტოხელა კაცია, ორი შვილით.ერთი თვეა გადმოვიდნენ. ძალიან კარგები არიან. ბაბუაშენი რომ ჩამოვა გვინდა დავპატიჟოთ. ცოტა ხანს პაუზა გააკეთა. -შენ როგორ ხარ? -ბებო გთხოვ არ დამიწყო, შეყვარებული რატო არ გყავს ძალიან გთხოვ. -იცი რა კარგი შვილი ყავს. -შენ რა მაჭანკლობა დაიწყე? თვალები დავქაჩე მე. ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა ასეთ რამეებზე. ხო იცი რო ვერ ვიტან. -კარგი, კარგი. შენ ხო ვერ დაგელაპარაკება კაცი რაა. მე ცხვირი ავიბზუე. -იცი რა ვიფიქრე. - რა იფიქრე? -დედაშენმა მითხრა რომ, შენ და თათას ცუდი ურთიერთობა გაქვთ. ვიცი რომ არაა კარგი გოგო, მაგრამ ფაქტია რომ მარტო შენ გერჩის და მე და ბაბუაშენი ძალიან ვდარდობთ შენზე. სულ გაღიზიანებული დადიხარ ამ ბოლო დროს და იქნებ ცოტა ხანს აქ გადმოხვიდე ბებო საცხოვრებლად. მარტო ჩვენ სამნი ვიქნებით. დამშვიდდები დაწყნარდები. -ის მოვიდა და მე უნდა წავიდე სახლიდან?უკან დაბრუნება არ მომიწევს? ოღონს ჩემი ძმა იყოს კარგად და მე სად წავალ სულ არ აინტერესებს დედაჩემს. იმის მაგივრად რომ მათ მისცეს შენიშვნა, შენ გაწოდებს ესეთ აზრებს. თვალები ამიცრემლიანდა. მე ხომ ყოველთვის ზედმეტი ვარ. -ხომ იცი რომ ასე არაა. -შენთვის კი და მათთვის არა. წავედი დასაძინებლად.ფეხზე წამოვხტი, ყავას ხელი დავავლე და ოთახში შევედი. საწოლი გავშალე, ფილმი ჩავრთე და საბნის ქვეშ შევძვერი...ისე კი დავრჩებოდი აქ ერთი კვირით, დასვენება , მართლა მჭირდება. -გოგო რაო აბელიკომ? ჩატში ამოხტა წერილი.ნინა იყო. ლიკა: აუუ ჰოო რა გითხრა, ისე გიყურებდა მეგონა გზაში შეგჭამდა. ანა: ნუ სულელობთ არაფერი მსგავსი არ მომხდარა, არც მოხდება. ლიკა: ისე სამივე რა სიმპატიური იყო არააა? ნინა: კი, ანი ჯერ შენ მიაწექი აბელიკოს და მერე ჩვენ ვიცით. ისე დააკვირდი რა რითმულები ხართ. აბელი და ანაბელი. ანა: აუუ ნეტა არ ბოდიალობდი. ნინა: სხვა რითმებსაც კარგად ააწყობთ თქვენ. ანა: ძაან გარყვნილი აზრები მოგდის თავში და ჯობია დაიძინო. გოგოებს დავემშვიდობე. საწოლში კარგად მოვთავსდი და სიზმრების სამყაროში გადავედი.. დილით საწოლიდან გამოვძვერი. გარეთ წვიმდა. კარგად გავიზმორე და წამოვდექი. რა ბედნიერებაა რომ შაბათია და არსად არ მიწევს წასვლა. სამზარეულოში გავფრატუნდი. ქეთა რაღაცას დაფუსფუსებდა. -დილამშვიდობისა ბე. -გაიღვიძე? ყავა და ხაჭოს ნამცხვარი დამიდო წინ თვითო კი პალტო მოიცვა. -სად მიდიხარ? -საყიდლებზე. დღეს რაღაც გემრიელი მინდა გავაკეთო. ხორცის რულეტი სოკოთი და ქათმის ჩაშუშული.ღიძლის პუდინგი. -რამე ხდება? -შენ ხარ აქ და საღამოს ბაბუაც მოვა. და ახალი მეზობლებიც. -ნამგზავრი იქნება და სტუმრების თავი აქვს? -თვითონ მითხრა საყვარელო. -კარგი გაიხადე, მე წავალ მაღაზიაში. ცოდო ხარ ასეთ ამინდში. ოთახში შევბრუნდი. პრიალა ტყავის შარვალი თასმიანი შესაკრავით, თხელი ყელიანი მაისური და ლურჯი დუბლიონკა ჩავიცვი, თავზე ბერეტი ლამაზად დავიფარე და წასასვლელად გავემზადე. წვიმაში მივტყაპუნებდი ქოლგაც არ წამიღია. მარკეტში შევედი და ჯიბეში ჩაკუჭული სია ამოვაძრე. ბოსტნეული, ფარში და ქათამი ვიყიდე. ყველის ასარჩევად დავდექი დახლთან. სათითაოდ ვიღებდი სხვადასხვა სახეობას და ყურადღებით ვაკვირდებოდი. -რა ყურადღებიანი ხარ. ყურთან მიჩურულა ვიღაცამ.უბრალოდ ყველი ავიღე და გავეცალე. ღვინის დახლთან მივედი. -რომანტიულ ვახშამს ვის უმზადებ? ამდენი რამ არაა საჭირო მარტო შენც საკმარისი იქნები. -უკაცრავად მაგრამ... სიტყვა გამიწყდა. ჩემს წინ აბელი იდგა და ტუჩებს ილოკავდა. ისეთი წითელი და გემრიელი ტუჩები ჰქონდა... თავი გავაქნიე თითქოს ს აზრები მოვიშორე. მუხლამდე შორტი ეცვა. ბოტასები და ჭაობისფერი საწვიმარი. შავი თმა წვიმის წვეთებს დაეფარა. წვერი ძალიან უხდებოდა. რა ესაქმებოდა ასეთ კაცს ჩემთან? არა მახინჯი არ ვიყავი, მაგრამ ასეთი ტიპები ჩემზე მაგარ გოგოებს არჩევენ. ის კი ახლა ჩემ წინ დგას და ტუჩებს ილოკავს. რა თქმა უნდა, მე მისი სექს ინტერესი ვარ. ალბათ მკერდის ზომამ მოხიბლა. -რაო რისი თქმა გინდოდა? მისი ცხვირი ზუსტად ჩემი ცხვირის წინ აღმოჩნდა. გული ამიჩქარდა. ოღონდ ლოყები არ ამიწითლდეს. რომ არ გავწეულიყავი მაკოცებდა კიდეც. -შენ ყველას ვისაც სახლამდე მიიყვან ასე დასდევ კუდში. უკან ამედევნა. - დღის სინათლეზე და ფხიზელზე ბევრად ლამაზი ხარ. -რა გინდა? -შენთან მეგობრობა. უკვე სალაროსთან ვიდექი. მოლარეს თანხა მივაწოდე, პარკი უკვე მას ეჭირა ხელში. გარეთ გავედით. -როგორმე მეც მოვერეოდი. ვცადე ხელიდან გამომერთმია, მაგრამ ვერ მოვერიე. გვერდით მომყვებოდა. ჩუმად ვიარეთ კორპუსამდე. სადარბაზოსთან შედგა და პარკი გამომიწოდა. -კარგად ანაბელ. ყურში ჩამჩურჩულა და მანქანისკენ წავიდა. ასე მალე საიდან გაიგო ერთი, ჩემი სრული სახელი. ალბათ ყველაფერი იცის. საერთოდ არ მაინტერესებს კისერიც უტეხია, აქ მე მეპრანჭება წავა მერე ვინმე ვაკელ ნიაკოსთან და იმას სიყვარულს აუხსნის. ღმერთო ანა კანდელაკო, ეს რა დღე გაგითენდა სხვის ცხორებაზე , რომ ფიქრობ. მე და ბებო სამზარეულოში ვფუსფუსებდით. მე ასისტენტის როლი მოვირგე. ბოსტნეული დავჭერი ფარში გავამზადე. ბებია თავისი დაქალების შვილიშვილზე მიყვებოდა, როგორ კარგა ბიჭს გაყვა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან თანამედროვე ქალი იყო. მაინც აწუხებდა გაუთხოვარი ქალები. მეკი აგერ უკვე 24 წელი მისრულდებოდა და ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე პრინცი. სიმართლე ვთქვათ არც მიძებნია და უფრო მეტიც ფეხებზეც კი მეკიდა. რომ გავთხოვილიყავი, ალბათ ჩემი რძალი სიხარულით ცას ეწეოდა, ალბათ დედაჩემის რადგან როცა რძალი მე მხედავს ცუდადაა, ცუდადაა ჩემი ძმაც... ეჰ რეებზე ვფიქრობ ეს ახალგაზრდა გოგო თავი ჩემი მეზობელი, შინაბერა ლამზირა მგონი, რომელიც სულ რძლის გამწარებაზეა ორიენტირებული. ამის გახსენებაზე სიცილი წამსკდა, ბებიაჩემი გამოშტერებული მიყურებდა. კარზე ზარის დაწკარუნებამ მიხსნა. -ბაბუუ? უკვე ჩამოხვედი? -ჰო ბაბუ. უფფ რა გემრიელი სუნი ტრიალებს. ემზადებიან ჩემი გოგოები ჰო. კაცმა გულში ჩამიკრა. მერე მანტო გაიძრო და სამზარეულოსკენ წავიდა. -ქეთა რვაზე მოვა ის ხალხი ხომ მოასწრებთ ყველაფერს?ქეთიმ თავი დაუქნია და საქმეს მიუბრუნდა. -ისე გადმოსვლა მაინც გეცლიათ იმ ხალხისთვის რომ მივარდით. ბაბუაჩემმა სათვალის ზემოდან გადმომხედა. -უკვე ერთი თვეა ვეპატიჟები და მხოლოდ დღევანდელი დღე გამოვნახეთ ორივემ. ვიცი რომ არ ხარ დიდად სოციალური, მაგრამ გპირდები ესენი მოგეწონება. -იმედია. ბათუმში რა საქმე გქონდა. -სარფში რომ კლდეზე ძველი სასტუმროა ხო გახსოვს. მაგის რესტავრაციას იწყებენ ბაბუ და მეც აღმოვჩნდი იმ ჯგუფში. -ვა რა მაგარია. იმედია მთავარი არქიტექტორი შენ ხარ? კაცმა თავი დამიქნია და გაეღიმა ჩემს გამოხტომაზე. მე სამზარეულოში შევბრუნდი და ქალს მილაგებაში დავეხმარე. საღამოს შვიდი საათისთვი ყველაფერი წესრიგში იყო. მხოლოდ მე ვიყავი მოსაწესრიგებელი. აბაზანაში შევიკეტე. ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ დავდექი. წყლის ნაკადმა ჩემი დაღლილობაც თან წაიღო. თმა გავიშრე და ცხენის კუდივით შევიკარი. შინდისფერი ტყავის ტანზე მომდგარი შარვალი და შავი დაბალყელიან როლინგი ჩავიცვი. ტუჩსაცხის წასმა მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე. ტუჩზე რომ ორი ხალი მაქვს იმას ფარავდა. სასწაული არაა ხალი პირდაპირ ტუჩზე მაქვს არც ზემოთ არც ქვემოთ. ერთი ყვრიმალზე, ერთიც კი წარბს ზემოთ. ჩემი სახის თვალიერებას მოვრჩი. ბოტასი ამოვიცვი და მისაღებში გავედი. სტუმრების მოლოდინში მოუსვენრობა დამეწყო ყოველწამს საათს ვუყურებდი და აი ისიც კარზე ზარი დარეკეს. სამივე წამოვიშალეთ მე მისაღებში დავრჩი ისინი კი კარის გასაღებად წავიდნენ.ლაპარაკი მომესმა. მალე მისაღებში გადმოინაცვლეს. -ეს ანაა ჩემი შვილიშვილი. წარმოთქვა ბაბუაჩემმა. -მე გიორგი ვარ საყვარელო . ხელი ნაზად ჩამომართვა შუახნისძალიან სიმპატიურმა კაცმა. -მე ლუკა ვარ. უბრალოდ ეს მითხრა ახალგაზრდამ და მამამის გაყვა უკანა. და ბოლო ოღონდ ეს არა -მე კი ოჯახის ნაბოლარა. აბელი. ამჯერად ბიჭმა ხელის გულზე მაკოცა. მაგიდას მივუსხედით აბელი ჩემს პირდაპირ დაჯდა და ოთახის თვალიერებას მოყვა, ბოლოს ჩემზე გადმოვიდა. დიდხანს მაკვირდებოდა, მე თვალს ვარიდებდი. მისი თვალიერება რომ დამეწყო მერე ვერარ გავჩერდებოდი და თავს ისევ უხერხულ მდგომარეობაში ჩავიგდებდი, მე ნამდვილად არ მინდოდა ისე ეფიქრა თითქოს მასზე გავგიჟდი. არადა ალბათ რა პოპულარულია ქალებში. ჩემს თვალთახედვაში მხოლოდ მისი წითელი ტუჩები და ნატიფი ხელები იყო. დღეს სხვანაირი იყო, არც ირონიულად მიღიმოდა, არც ვნებარეული თვალებით მიყურებდა. პერიოდულად ნაზად გადმომხედავდა ხოლმე. -შენ რას საქმიანობ ანაა. მამამისის კითხვამ გამომაფხიზლა. მაგარია ახლა ყველას ყურადღება ჩემსკენაა. აბელი ისე მომაშტერდა თითქოს შანსი მიეცა რომ არავის დაძრახავს ამ ქმედებისთვის. -მე არქიტექტორი ვარ. კაპსულა კაპიტალში ვმუშაობ. -ბაბუაშნემა შენი ნახატი მაჩვენა. ძალიან ლამაზი იყო. მეც მიყვარს მხტვრობა. კლიმტი ჩემი საყვარელი მხატვარია. -სხვათაშორის ჩემიც... -მეც მინდა ნახატის ნახვა. წამოიყვირა აბელმა. მე სახტად დავრჩი. ბაბაუჩემმა მანიშნა გაყევიო, მაგრამ ჩემი ადომა და შუქის წასვლა ერთი იყო. მადლობა ღმერთო, ამას არასოდეს დაგივიწყებ. ადგილს დავუბრუნდით ორივე. -რა ცუდია იმედია აუცილებლად ვნახავ შენ შემოქმედებას. დამპალი ვითომ ძალიან აინტერესებდა. ბებიაჩემმა სანთლები მოძებნა და მაგიდის შუაგულში დადო. სინათლის ნაკლებობის გამო ის გააქტიურდა და უფრო დაკვირვებით მათალიერებდა. კიდევ კარგი მალე დავიშალეთ თორემ უკვე ყველაფერი მეწვოდა. თერთმეტ საათზე უკვე საწოლში ვიყავი. წიგნზე პატარა სანათი მივამაგრე და კითხვას შევუდექი. ელიფ შაფაქს ვკითხულობდი. „სიყვარულის ორმოცი წესი“ . ნეტავ აბელს თუ აქვს სიყვარულში წესები. უიმე ანა გეყოფა. რა სიყვარული. რა ეცოდინება მაგას საერთოს სიყვარულზე.ფიქრების გაფანტვა დავაპირე და მანაც არ დააყოვნა. „უკვე გძინავს“? -არა. ჯერ ვერ ვიძინებ. -ჩემზე ფიქრებს ვერ იშორებ ჰო.ღმერთო რა საზიზღარია. -ჩემი ნომერი საიდან გაიგე? -თბილისში რთული არაფერი და საერთოდაც აქამდეც ვიცოდი. -რააა? -ჰო რა გაიკვირვე? ერთი კვირის წინ დაგინახე ჩვენ კორპუსში და დავინტერესდი. მინდოდა გამეგო ტუჩზე ხალი მიხატული გაქვს თუ.. -ნამდვილია. ძილინებისა აბელ. -არ წახვიდე რაა.არაფერი ვუპასუხე. -ბელზ სად წახვედი?ტელეფონი საერთოდ გამოვრთე და დასაძინებლად გადავბრუნდი. ბავშვებო ეს ჩემი ახალი ისტორიაა, ძალიან გამიხარდება თუ წაიკითხავთ და მოგეონებათ, აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.