შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ და სად უნდა შეხვდეთ 2016 წელს და როგორ უნდა მორთოთ სახლი, რომ მაიმუნმა ბედნიერება მოგიტანოთ


2-12-2015, 11:00
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 725

ასტროლოგიის მიხედვით მაიმუნის არცერთ წელიწადს მშვიდად არ ჩაუვლია, ეს ცხოველი ხომ მოუსვენრობითა და ტემპერამენტით გამოირჩევა. გარდა ამისა წლევანდელი წლის სტიქია ცეცხლია და ეს წელიწადი სიურპრიზებითა და მოულოდნელობებით იქნება სავსე.

სად და როგორ შეხვდეთ ახალ 2016 წელს


სად შეხვდებით მოახლოებულ ახალ წელს ამას მნიშვნელობა არ აქვს. ადგილს ადამიანი ინდივიდუალურად ირჩევს. ზოგიერთს სახლში, ოჯახის გარემოცვაში ყოფნა ურჩევნია, ზოგი რესტორანში მაგიდას ჯავშნის, დანარჩენები კი ქალაქგარეთ, ხმაურიან გარემოცვაში ხვდება. მთავარია, დრო მხიარულად გაატაროთ, ხმაური და გართობა არ მოგაკლდეთ.

ახლობლებსა და მეგობრებს მოუმზადეთ საჩუქრები, რომლებიც თვალისმომჭრელად ნათელ ფერებში იქნება შეფუთული. ასე ხომ მათ კიდევ უფრო მეტად დააინტერესებთ, რა დევს ყუთში.

თუ კუნძულზე დასვენების სურვილი გაგიჩნდათ - შესანიშნავია! 2016 წელი ყველაზე ხელსაყრელი დროა ჩანაფიქრების ასახდენად. ახალი წლის წვეულების გასატარებლად კარგი არჩევანი იქნება სამთო-სათხილამურო კურორტიც.

გახსოვდეთ! სადაც არ უნდა შეხვდეთ ახალ 2016 წელს ბოლომდე იმხიარულეთ და გამოხატეთ თქვენი დაუოკებელი ემოციები. თუ კარგ განწყობას შეინარჩუნებთ, ბედნიერი წელიწადი გარანტირებული გაქვთ.

როგორ მოაწყოთ სახლი საახალწლოდ

საახალწლოდ სახლის მორთვისას არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დეკორაცია მაიმუნის მანერებს, ხასიათსა და გემოვნებას უნდა შეუსაბამოთ. როგორც იცით, მაიმუნი აქტიური, სიცოცხლისმოყვარული და ენრეგიული არსებაა, ამიტომ სახლი უნდა შეღებოთ რაც შეიძლება ღია და ფერადი ფერებით. შენობის გასაფორმებლად გამოიყენეთ წითელი ან იისფერი და იასამნისფერი. დაუშვებელია, შავი და ნაცრისფერი ფერების გამოყენება - ეს გააღიზიანებს და განარისხებს ცეცხლოვან, წითელ მაიმუნს.

მაიმუნს ძალიან უყვარს ნათელი და ბრჭყვიალა დეკორაცია, ამიტომ ფანჯარაზე, ნაძვის ხესა და კედლებზე აუცილებლად უნდა ჩამოკიდოთ მბზინავი, მოსართობი ზიზილ-პიპილოები. მაიმუნის გასამხიარულებლად შეგიძლიათ ჩამოკიდოთ გვირგვინებიც. დაე, თავი მაქსიმალურ კომფორტში იგრძნოს.

გამომდინარე იქედან, რომ 2016 წლის სიმბოლო ცეცხლია, ახალი წლის საღამოს აუცილებლად უნდა დაანთოთ სანთლები, აანთოთ ფანრები და ბუხარი. ეს ზღაპრულ ატმესფორს შექმნის და ამ ჯადუსნურ ღამეს სტუმრები სასწაულებსაც დაიჯერებენ.

ასევე კარგი იქნება ლანგარი ეგზოტიკური ხილით - ბანანი, ფორთოხალი, ანანასი, ქოქოსი. ეს ყველაფერი წლის დიასახლისს სასურველ გარემოს შეუქმნის და თავს საკუთარ სახლში აგრძნობინებს.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

გასათვალისწინებელი სიახლეა!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2  offline წევრი maridb

კარგი სიახლე ძალიან<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline წევრი meri89

საინტერესოა გავითვალისწინებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent