მოურჯულებელი თავი 6
ანასტასიამ სამივე მათგანი შეიყვანა თავის ოთახში, თვითონ სწრაფად გადაიღო ნაყინი ჭიქებში, წვენი ჩამოასხა, შოკოლადებიც დააწყო ლანგარზე და ოთახში შებრუნდა. -აბა, გისმენთ ქალბატონო ნინი, - მიმართა დას, როცა ყველას ჩამოურიგა ნაყინი და წვენი, ლანგარი მაგიდაზე დადო, თვითონ კი საწოლზე მოთავსდა და პირველი კოვზი ნაყინი გაიქანა ყბაში. -რაზე ამბობ? - ჰკითხა პირგამოტენილმა დამ. -რა ხდება შენსა და სანდროს შორის? ნინის ნაყინი გადასცდა და ხველა აუტყდა. გვანცამ სწრაფად გაუწოდა წვენი და გოგო მოასულიერა. -რა უნდა ხდებოდეს? - ანასტასიას მზერა დააიგნორა და ნაყინის ჭამა განაგრძო. -არა, ხედავ ქეთი? - ქალს გახედა და გაუღიმა, - ხედავ? ეს ცდილობს მომატყუოს, - მერე წამოდგა, ქეთის მუცელს მოეფერა და დაიჩურჩულა, - ნათლია, გესმის? ნინი ბებია ჩემს გასულელებას ცდილობს. -ბებიას მოგცემ მე შენ! - დაუყვირა დას და ბალიში გაუქანა. -მაშინ, მოყევი რა ხდება სინამდვილეში და შენთვისვე აჯობებს თუ არაფერს გამოტოვებ! - უთხრა ტასომ, გამოქანებული ბალიში დაიჭირა და საწოლზე ბალიშიანად დაბრუნდა. -რა გინდა, რომ იცოდე? - უცებ მოეშვა ნინი. -ყველაფერი, - უთხრა გოგომ და დას გახედა. -კარგი, მაგრამ, ჯერ მინდა, შემპირდე, რომ არ მეჩხუბები. -საჩხუბარი მექნება? -დიდი ალბათობით, კი. ვიცი, არ მოგეწონება, რაც გავაკეთეთ. -რაიო? - წამოიძახა აქამდე ჩუმად მყოფმა ქეთიმ. -მოიცადე, ქეთი, - გააჩერა ტასომ, - თუ გაგიჟებაა, სჯობს, მე გავგიჟდე. შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. გისმენთ, ნინი! -ჯანდაბას, მაინც აღარ შემიძლია ამის დამალვა, - ამოიოხრა გოგომ, - თითქოს ეს საიდუმლო მალე მიმაჭ....ტს მიწას და გამსრესს. მოკლედ, მე და სანდრო... - ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, წვენი მოსვა და გააგრძელა, - მე სანდროს ცოლი ვარ. -რა თქვი, გოგო? - წამოიყვირა ანასტასიამ და თავჩახრილ დას შეხედა. -ანასტასია, ჩუმად, - მიუთითა ქეთიმ ღია კარზე და მანაც სწრაფად მიხურა. -ნინი, - შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, - მითხარი, რომ მეღადავები და მხოლოდ ჩემს გასამასხარავებლად მოიგონე. -ანასტასია, შენი აზრით, მეხუმრება? - ჰკითხა გოგომ და თვალი თვალში გაუყარა, - ხო, მე და სანდრო დაქორწინებულები ვართ, მაგრამ ეს ამბავი ვაჟბატონმა არც კი იცის. -რას ბოდავ? მოვიდა, შენზე დაქორწინდა და ახლა ამბობ, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის? -მაცადე, მოგიყვები ყველაფერს. მოკლედ, წინა წელს, კლუბში წავედით. სადღაც ერთი თვე იყო გასული თქვენი ქორწილიდან, - გოგომ ქეთის გახედა, - იმ ღამით ძალიან დავთვერით. ბარმენმა რაღაც აბებიც კი მოგვცა, ყველამ დავლიეთ, გვანცას, ქეთის და ლაშას გარდა. მერე კი... მერე ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი. მხოლოდ ის ვიცი, რომ თავს ძალიან ბედნიერად და ლაღად ვგრძნობდი, მას შემდეგ რაც ანდრო წავიდა, - ნინიმ ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და გააგრძელა, - დილით სადღაც სასტუმროში გამეღვიძა. გვერდით სანდრო მეწვა. ორივენი შიშვლები ვიყავით. -და მე სად ვიყავი ამ დროს? - მწარედ ჩაილაპარაკა ტასომ და დას გახედა. -შენ საქართველოშიც კი არ ყოფილხარ მაგ დროს, - უპასუხა გვანცამ, - მახსოვს, წინა დღეს გაგაცილეთ იტალიაში რაღაც კონფერენციაზე. -გააგრძელე, - შედარებით მშვიდად უთხრა დას. -მოკლედ, პირველს მე გამეღვიძა. სწრაფად მოვწესრიგდი და მხოლოდ სახლში მისულმა ჩავიხედე ჩანთაში. იქ კი ქორწინების მოწმობა აღმოვაჩინე და ორივეს ბეჭდებიც ვიპოვე, - ნინი უცებ წამოდგა, ოთახიდან გავიდა და ხელში თავისი პატარა ჩანთით დაბრუნდა. ჩანთიდან ფურცელი და ორი ოქროს ბეჭედი ამოიღო და ანასტასიას გაუწოდა. -არ მჯერა, - ამოილაპარაკა ქეთიმ და ინტერესით დახედა ფურცელს. -მგონი, აჯობებს დაიჯერო, - უთხრა ნინიმ და სავარძელში ჩაჯდა, - თავიდან მეც არ მჯეროდა, მაგრამ იუსტიციაშიც გადავამოწმე. ნამდვილად ცოლ-ქმარი ვართ. -მოიცადე, წეღან თქვი, რომ სანდრომ არაფერი იცის, - თქვა უცებ გვანცამ, - თუ ცოლად მოგიყვანა, როგორ არაფერი იცის? -უბრალოდ აღარ ახსოვს. მე მხოლოდ მაგ საბუთით და ბეჭდებით გავიხსენე, ამასაც თუ გახსენება ჰქვია, მაგრამ, მთავარია ვიცი. იმ დღეს ორივე ისეთი ნასვამები ვიყავით, საერთოდ რამე რომ გვახსოვდეს, მადლობა უნდა ვთქვათ. -დარწმუნებული ხარ, რომ სანდრომ არაფერი იცის? - ჩაეკითხა ქეთი, რომელიც ჯერ კიდევ ქორწინების მოწმობას ჩაჰკირკიტებდა. -მთელი წელია სიტყვა არ დასცდენია ამის შესახებ, - მხრები აიჩეჩა გოგომ. -და რას აპირებ ახლა? - ხმა ამოიღო ტასომაც. -არ ვიცი, - ნინის თვალები აუწყლიანდა. ანასტასიას აღარ შეეძლო მკაცრი დის როლის შესრულება, როცა მისი საყვარელი პატარა დაიკო ტიროდა. მაშინვე ნინისთან გაჩნდა და გულში ძლიერად ჩაიკრა. -ჰეი, დამშვიდდი. არაფერია სანერვიულო. მე შენთან ვარ. ჩვენ ვართ შენთან. ერთად მოვაგვარებთ ამას. -როგორ? მივალთ და გამოვუცხადებთ, სანდრო ნინი შენი ცოლია და წაიყვანე, სახლში ვეღარ ვუძლებთ-თქო? - გახუმრება სცადა ნინიმ. -ნუ, მთლად მასეც არა, - უთხრა ტასომ და გაუღიმა, - რამეს მოვიფიქრებ. ხომ, მიცნობ, არა? -და რომ გაიგებს და გაყრა მოინდომოს? - გაანდო ყველაზე დიდი შიში გოგომ. -მოიცადე, - თქვა ქეთიმ, - შენ რა გინდა მასთან ერთად ყოფნა? -მინდა? - გაუკვირდა ნინის, - სიგიჟემდე მინდა, მაგრამ მისგან ვერ ვგრძნობ იმავეს. მთელი წელი იმიტომ არ ვიღებდი ხმას, რომ მინდოდა, სანდრო მოსულიყო და ერთხელ მაინც ეთქვა, რომ სულ ცოტათი მაინც მოვწონვარ. -მოსწონხარ? - გაიცინა ქეთიმ, - დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ კაცი შენზე გიჟდება. მას შემდეგ, რაც ამერიკაში დაბრუნდი, სანდრო ლაშასთან მოდიოდა და თითქმის აიძულებდა, რომ შენთან დაერეკა-ხოლმე. -რაა? - თავი წამოყო ნინიმ, - მაგიტო მირეკავდა ასე ხშირად ლაშა? მეც არ ვთქვი რა ეტაკა-მეთქი? -დიდი ხანია გიყვარს? - იკითხა ტასომ. -ალბათ. მახსოვს, ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი, როცა პირველად დავინახე და მომეწონა. მერე კი ანდრომ მოიყვანა ჩვენთან და თავისი ძმის სახელით გაგვაცნო. მეც რაღა მექნა? ხმას ვერ ვიღებდი. სანდროც არაფერს ამბობდა. მხოლოდ ისე მიყურებდა, როგროც ძმაკაცის უმცროს დას, რომელიც მხოლოდ დასავით უნდა გიყვარდეს. -ჩემი დატანჯული გოგო, - თავზე ხელი გადაუსვა ქეთიმ. -არ გეთანხმები, ნინი, - თქვა უცებ ტასომ და დას შეხედა, - შენზე დიდი დრო ბიჭებთან ერთად მე მაქვს გატარებული და სხვანაირად ვფიქრობ. ეს შენ გგონია, რომ სანდრო დასავით გიყურებდა, მაგრამ მასე არაა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაელაპარაკა ანდრეას შენზე. მე მხოლოდ ის გავიგონე, როგორ უთხრა, შენზე უკეთეს სიძეს ვერც ვინატრებდიო. ჩემნაირი რეაქცია კი არ ჰქონია. -რაა? - გაიკვირვა ნინიმ, - და აქამდე არაფერი მითხარი? -შენ მითხარი შენი გათხოვების ამბავი? - ცალი წარბი აზიდა და ისე გახედა ნინის. -კარგი, ხო, ბარი-ბარში ვართ, - თქვა გოგომ და მერე მოულოდნელად ტაში შემოჰკრა, - მოიცა, ანუ რა გინდა, თქვა, რომ სანდროს ვუყვარვარ? -აქამდე თუ ვერ მიხვდი მაგას, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. შენი აზრით, მართლა, იმ ყავის სერვიზის ჩუქების გამო ვაკოცნინე შენთვის? -ოხ, ანასტასია, შენ ვინც არ გიცნობს! - აკისკისდა ნინი და დას მოეხვია, - სანდროს ვუყვარვარ, ხალხოო! არ მჯერა. -და ახლა რას გააკეთებ? - იკითხა გვანცამ. -ხმას არ ამოვიღებ, სანამ თავისი ფეხით არ მოვა და არ მეტყვის, რომ ვუყვარვარ. -სულ გაგიჟდა, - ხელი ჩაიქნია ქეთიმ, - მაგდენ ხანს რომ მეცადა, ეს აქ ვერ იჯდებოდა, - და ხელი გამობერილ მუცელზე გადაისვა. -ქეთი, თუ შეიძლება, ნუ უბიძგებ ჩემს დას მაიმუნობისკენ! - შეუბღვირა ქალს ანასტასიამ. -მეე? - გაკვირვებული სახე მიიღო ქეთიმ, - როგორ გეკადრება. არაფრის დიდებით, - მერე კი ნინის გახედა და ჩურჩულით უთხრა, - მე შენკენ ვარ. -კარგი, - დაიწყო ისევ ტასომ, - რახან ჩემი დის ამბავი გავიგეთ, სანამ რაიმეს მოვიფიქრებ, მინდა, რომ მეორე ეჭვმიტანილზე გადავიდე, - თქვა და აფორაჯებულ გვანცას გახედა. -მოიცადეთ, - თქვა უცებ ქეთიმ, - გვანცა რა შუაშია? -ჰაჰ, - ჩაიცინა ნინიმ და დაქალის გვერდით დაჯდა, - ჩემი დაქალი არაფერ შუაშია. ყველაფერში დამნაშავე ნიკაა, როგორ შეიძლება ასეთი სიმპატიური და კარგი იყოს? -ნინი! - წამოიძახა გვანცამ და გაწითლდა. -რა? - გაიკვირვა გოგომ და გადაიკისკისა, - მე შენზე ვზრუნავ. ზედმეტი ლაპარაკისგან გიხსენი და არაფრის! -ნინი, შეეშვი ბავშვს და აცადე, იქნებ რისი თქმა უნდა? - შეეშველა ქეთი. -ჩემზე რომ გაიგეთ ყველაფერი, კარგი იყო? ახლა გვანცას დროა. -გვანცა, ნიკა მოგწონს? - საუბარში ჩაერია ტასო და გოგოს გახედა. გვანცამ მხოლოდ თავი დაუქნია და აწითლდა. -ვიცოდი რაა, - ტაში შემოჰკრა ტასომ, - ვხვდებოდი. როგორც კი ერთად დაგინახეთ, მაშინვე მივხვდი. თან ეს ნინის გველური გამოხტომები, ყველაფერზე ნიკას რომ ეძახდა, რაც კი შენ შეგეხებოდა. ნინიმ დას თვალი ჩაუკრა და რაღაც ანიშნა. ანასტასიამაც თავი დაუკრა, რომ მიხვდა და მერე დაელაპარაკებოდა. კაბინეტში კი ბიჭები ლეპტოპებთან ისხდნენ და მთელი მონდომებით მუშაობდნენ. მხოლოდ ორი დღის შემდეგ მოახერხეს რეზისგან „თავის დახსნა“, მაგრამ ახლა გოგოებს აღარ ეცალათ მათთვის. ნუ, ქეთი ისედაც სულ ან სამზარეულოში იყო, ან საძინებელში და მათთვის ნამდვილად არ სცხელოდა. აი, ტასოს კი იმ დღეს გოგოები აეყოლიებინა და ცხენებით სასეირნოდ წაიყვანა. ეზოდან გადიოდნენ, როცა ეზოში თამრო შემოვიდა პროდუქტებით ხელდამშვენებული, უკან კი ერთ-ერთი მოსამსახურე მოჰყვებოდა, ისიც პროდუქტებით დატვირთული. -გოგოებო, სადმე მიდიხართ? - ჰკითხა თამრომ და ჯერ თავის შვილიშვილებს გახედა, რომლებიც გვანცას ასწავლიდნენ ცხენზე სწორად დაჯდომას, შემდეგ კი სახლიდან გამომავალ ბიჭებს შეხედა. -კი, ბებო, - უთხრა ნინიმ და ახლა თვითონ მოთავსდა ცხენზე, ანასტასიას კი უკვე მოესწრო თავის შავ ბედაურზე შეჯდომა. -ანასტასია, - შეშფოთებით გახედა თამრომ, - ისევ მაგ ცხენზე ჯდები? კიდევ რომ გადმოგაგდოს? -დაშვიდდი, არაფერი მოხდება, ეს ორი დღეა ვწვრთნიდი და უკვე დამჯერი გახდა, - გოგომ სიყვარულით ჩამოუსვა ხელი ფაფარზე. -ბებო, შორს არ წახვიდეთ, რაღაც ეს დღეებია სახსრები მაწუხებს და ვგრძნობ, რომ ამინდი გაფუჭდება. მალე მობრუნდით. -სახსრების ტკივილი ამინდის ცვლილების კი არა რევმატიზმის ბრალია, ბე, - უთხრა ნინიმ, ცხენს დეზები შემოჰკრა და ეზოდან ჭენებით გავიდა. გავიდა და თან სანდროს მზერაც გაიყოლა. -ნუ ღელავ, ორივეს მივხედავ, - ბიჭების გასაგონად უფრო თქვა ტასომ, ვიდრე ბებიამისის დასამშვიდებლად და ისიც უკან მიჰყვა ეზოდან გასულ გოგონებს. თავიდან ნელა მიდიოდნე და გვანცას ჯირითს ასწავლიდნენ, მერე, ცოტა ალღო რომ აუღო, ჩორთით სიარულზე გადავიდნენ და ბოლოს უკვე მინდორზე ერთად დააჭენებდნენ ცხენებს. მალე ამინდი მართლა შეიცვალა, ქარი ამოვარდა და ცაზე ავისმომასწავებელი შავი ღრუბლები გამოჩნდა. -მგონი თამრო მართალი იყო, - შეშფოთებით ამოილაპარაკა ნინიმ და დას გახედა. ანასტასია კი მას სულაც არ აქცევდა ყურადღებას, ცხენზე დაძაბული იჯდა და ტყის ერთ-ერთ ყველაზე ახლოს მდებარე ნაწილს მისჩერებოდა. -ანასტასია, - დაუძახა ნინიმ და გვერდით ამოუდგა. გვანცაც ნელ-ნელა მიდიოდა მათკენ. -ნინი, - დაძაბული ხმით უთხრა გოგოს, ისე რომ თვალი არ მოუცილებია ტყისთვის, - გვანცა აქედან წაიყვანე, სწრაფად! ოღონდ ისე, რომ არ შეაშინო. მე ნუ დამელოდებით. -ანასტასია, რა... - გაოცდა ნინი, შემდეგ კი მანაც გაიხედა ტყის იმ ნაწილისკენ, საითაც ანასტასია იყურებოდა. -აღარ წავიდეთ? - იკითხა უკვე დების გვერდით დამდგარმა გვანცამ და მოიბუზა, - ცოტა არ იყოს, აცივდა, - და ქარისგან სახეზე გადმოყრილი ურჩი ქერა კულულები ხელით გადაიწია. -გინდა, შევეჯიბროთ, ვინ მიასწრებს სახლამდე? - დაქალისკენ არც კი გაუხედავს, ისე ჰკითხა ნინიმ. -რამე ხდება? - გაოცდა გვანცა, როცა ორივეს დაძაბულ სახეს მიაჩერდა. -არაფერი, - ნაძალადევად გაუღიმა ანასტასიამ და დას მზერით რაღაც ანიშნა. -აბა, შემეჯიბრები თუ აქვე დამნებდები? - კიდევ ერთხელ გამოიწვია დაქალი და ცხენი მოაბრუნა. გვანცა ვერაფერს ხვდებოდა. მანაც მოაბრუნა ცხენი და ნინის ამოუდგა. -სამ თვლაზე, - თქვა გოგომ და გვანცას ეშმაკური ღიმილით ჩაუკრა თვალი, - ერთიი... სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ გვანცამ ადგილს მოსწყვიტა ცხენი და ნინი გაკვირვებული დატოვა. -სულ წავიდა ხელიდან ეს გოგო, - ამოიბურტყუნა თავისთვის და თავი გადააქნია. -მგონი, თვითონ უთხარი, რომ ცოტა გაეშმაკებულიყო, - ჩაიცინა ანასტასიამ, - გირჩევნია, წახვიდე. -მე ვუთხარი, ნიკასთან გაეშმაკდი-თქო და არა ჩემთან. კარგი, მგონი, მართალი ხარ. ანა... - გოგომ ბოლოჯერ შეხედა დას, - მითხარი, რომ დაბრუნდები. ტასომ დასამშვიდებლად გაუღიმა, უმცროს დას შუბლზე აკოცა და უთხრა: -გვანცას მიხედე და უსაფრთხოდ მიდით სახლში. ნინიც წავიდა. ანასტასია კი ცხენიდან ჩამოხტა და ტყისკენ გაუძღვა ცხოველს. იმდენად მოიღრუბლა, რომ ჩამობნელებულიყო და მალე აღარაფრის გარჩევა იქნებოდა შესაძლებელი. ციდან ნელ-ნელა წვიმის სქელი წვეთებიც იწყებდნენ ცვენას. ანასტასია კი მშვიდად წელში გასწორებული მიაბიჯებდა ტყისკენ. -გირჩევნია, გამოჩნდე. ვიცი, რომ აქ ხარ, - დაიძახა გოგომ და ერთ-ერთ ხესთან გაჩერდა. -ოჰო, როგორი დაკვირვებული თვალი გქონია, - გაიცინა კაცმა და ერთ-ერთი ხის უკნიდან დამოვიდა. -შენი დამქაშებიც გამოიყვანე, ამდენი დრო არ მაქვს, - ყურადღება არ მიუქცევია კაცის კომენტარისთვის, ისე უპასუხა. -შენ აღარ ხუმრობ, ხომ იცი, - ისევ გაიცინა კაცმა და ზურგს უკან ვიღაცებს რაღაც ანიშნა. მალე ტყის სიბნელეს კიდევ 2 კაცი გამოეყო და მათ უფროსს ამოუდგნენ უკან. ანასტასია როგორც ამჩნევდა, სამივე მათგანი შეიარაღებული იყო. -აქ რა ჯანდაბას აკეთებთ? - იკითხა გოგომ და ხელები გულზე დაიკრიფა. -არ იცი? დავიჯერო, ვერ ხვდები? - კაცმა მისკენ გადმოდგა ნაბიჯი, ანასტასიას კი წარბიც არ შეუხრია. -ისევ იმ იდიოტმა გამოგგზავნათ თუ იპოვე მასზე უფრო ჭკვიანი პატრონი? -ნუთუ არ დაიღალე ამ მალვით, ანასტასია? - კაცმა მისი სახელი კბილებში გამოსცრა და ტასოს უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, - ხომ იცი, რომ მაინც მოგიწევს ჩვენთან ერთად წამოსვლა? -და რას გააკეთებთ, უარს თუ გეტყვით შემოთავაზებაზე? კაცმა გველურად ჩაიცინა და ბიჭებს ხელით ნიშანი მისცა. -არა და, როგორ მინდოდა, მთელი მიმეყვანე მასთან. არაუშავს, ჩალურჯებულ სახეზე არაფერს გვეტყვის. ის თქვენია ბიჭებო. ანასტასიამ მაშინვე მოიშორა ხელები გულიდან და მისკენ წამოსულ ტიპებს გახედა. ცდილობდა ისე დამდგარიყო, რომ ზურგიდან მაინც ყოფილიყო დაცული. ბიჭებიდან ერთ-ერთმა მაშინვე იარაღი მოიმარჯვა და გოგოს დაუმიზნა. ტასოსაც ეს უნდოდა. მაშინვე ეცა ხელში, გადაუგრიხა და ფეხი უკნიდან მუხლში ჩაარტყა. ბიჭი ტკივილსგან ოთხად მოიკეცა და ანასასიას მიმართულებით შეიგინა. გოგომ კი მეორე მათგანზე გაამახვილა ყურადღება. ორწუთიანი ბრძოლის შემდეგ ანასტასიას გახეთქილი ტუჩი ამშვენებდა, ხოლო მეორე ბიჭი გათიშული ეგდო ტკივილისგან აყვირებული ბიჭის გვერდით. ტასომ იარაღის კონდახი ჩაარტყა პირველ ბიჭს და ისიც გათიშა. -ილეთები დაგიხვეწავს, ტასო, - სიძულვილით წარმოთქვა კაცმა მისი სახელი და იარაღი პირდაპირ გულში დაუმიზნა, - ერთ ნაბიჯსაც გადმოდგამ და გესვრი. დააგდე იარაღი, სწრაფად! - დაიყვირა კაცმა და ჩაწითლებული თვალებით გახედა გოგოს. ტასომ ნელა დადო ბალახზე იარაღი და ხელებაწეული დადგა კაცის წინ. -ძალიან კარგი, მორჩილი უფრო საყვარელი ხარ, - გადაიხარხარა კაცმა. მერე კი სიბნელეს კიდევ ერთი კაცი გამოეყო და ტასოსკენ წავიდა. კაცმა ხელები ჩამოაწევინა და ზურგს უკან დაუჭირა. -როგორ ვერ მივხვდი, - ზიზღით თქვა ტასომ და მკვლელი თვალებით გახედა მის წინ მდგარ კაცს. -რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ არასდროს მენდო? - ჰკითხა კაცმა, თან იარაღს არ უშვებდა ხელს, - ისე, მხოლოდ ეს გამსკდარი ტუჩი არ კმარა. შენ ჩემი ბიჭები გათიშე. ნეტა რამეს მეტყვიან ფეხში რომ დაგჭრა ან... - კაცმა ლულით კეფა მოიქექა და ფიქრი განაგრძო, - ვითომ ორივე ხელის გამოყენება გჭირდება? -ხომ, იცი, მე თუ რამე მომივა, შენი პატრონი თუ არა, ჩემი გიპოვიან, თუნდაც ჯოჯოხეთში რომ იყო და მერე რაც მოგივა, შენს თავს დააბრალე. -ვინ მიპოვის? შენი ანდრიკო? რომელიც დიდი ხანია საფლავში წევს. თუ შენი რომელიმე ნაბი***რი მეგობარი? - კაცმა მკლავი აიკაპიწა და გოგოს ნაიარევი დაანახა, - აი, რა შეუძლიათ მათ. მხოლოდ წამება. ხოდა, ახლაც არაფერი დაშავდება, მე თუ ამოვიყრი ჯავრს და შენ გაწამებ. კაცმა გოგოს გაარტყა და მერე რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიწია. კარგად შეათვალიერა ტანზე გამოყვანილ შავ შარვალსა და მწვანე მაისურში მდგარი გოგო და დაფიქრდა. -არჩევანის უფლებას გაძლევ, - ირონიულად გაუცინა ტასოს, - ხელი თუ ფეხი? -წადი შენი, - უთხრა გოგომ და სახეში შეაფურთხა. -ახ, შე პატარა ბო*ო, - დაიყვირა კაცმა და იარაღის გასროლამ წვიმას გამოქცეული ფრინველების ტოტებიდან წამოშლა გამოიწვია. ტასომ მის უკან მდგომს ფეხზე ფეხი დაადგა, მისი დაბნეულობით ისარგებლა, ყბაში იდაყვი აარტყა და როცა იგრძნო, რომ კაცმა ოდნავ უშვა ხელი, მიტრიალდა და ფეხებს შორის ამოარტყა მუხლი. ეს იმდენად სწრაფად გააკეთა, რომ მეორემ აზრზე მოსვლა მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ შეძლო. ამ დროს კი ტასო უკვე ხეს ეფარებოდა. კაცმა რამდენჯერმე გაისროლა და ისიც ხეს ამოეფარა, რადგამ საპასუხოდ გოგომაც ესროლა. -ტასიკო, - ეძახდა კაცი და თან მჭიდს ამოწმებდა. -თუ ადამიანის მოტაცების ტრა*ი არ გაქვს, ამ საქმეს უნდა შეეშვა, - უთხრა გოგომ და კაცს ისე უცებ ჩაარტყა კონდახი, რომ მან მხოლოდ ამოიგმინა და გათიშული დაეცა ძირს. ანასტასიამ თვალი მოავლო გარემოს და მხოლოდ ახლაღა იგრძნო საშინელი ტკივილი და წვა მკლავის არეში. წვიმაც გახშირდა და უკვე კოკისპირულად ასხამდა. ანასტასიამ ცოტა ხანს უყურა 4 გათიშულ კაცს, შემდეგ კი იარაღი ქამარში ჩაიმაგრა, ძლივს მიათრია 2 ერთ ხესთან, ორიც მეორე ხესთან და ერტ-ერთის დახეული პერანგით ერთმანეთზე და ხეზე მიაბა. მერე მეორესაც შემოახია მაისური და მისი ნაკუწები პირში ჩასჩარა ოთხივეს. ერთ-ერთმა რომ ამოიზმუვლა, ტასო მისკენ მიბრუნდა და უკვე სრულიად გალუმპულმა სახეში ისეთი მუშტი გაუქანა, რომ კაცს წარბი გაუსკდა. -კარგად მომისმინე, - მკაცრად თქვა გოგომ, - აქედან თავს რომ დაიხსნი, შენს უფროსს გადაეცი, შემეშვას, თორემ, ანდროს საფლავს გეფიცებით, თავბედს ვაწყევლინებ! ტასომ იარაღები ერთ-ერთი ხის ფუღუროში შემალა და, მიუხედავად იმისა, რომ მკლავი ისე სტკიოდა, რომ ყვირილი უნდოდა, წელში გამართულმა განაგრძო სიარული. მისი ცხენი კარგა ხნის გაქცეული იყო. გოგომ ფიქრიანი მზერა მოავლო გარემოს. ამ მდგომარეობაში სახლში მისვლას ვერ მოასწრებდა, თან ასეთ წვიმაში. გოგომ აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი და ჯანმრთელი ხელი დაზიანებულ მკლავზე მოიხვია. მიბმულ კაცებს რომ დასცილდა კარგად, მხოლოდ მაშინ მისცა თავს წამოკვნესის და სისუსტის გამოვლინების საშუალება. გოგო ისევ ტყეში შევიდა. აქვე ახლოს პატარა ქოხი ეგულებოდა, სადაც, კიდევ კარგი, ამ 2 დღის განმავლობაში პროდუქტები, თავისი რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და შეშა მოიმარაგა. ანასტასია უკვე გაორებულად ხედავდა ყველაფერს, მაგრამ სიარულს მაინც არ წყევტდა. ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე სქელი ხის ძირას ჩაიკეცა და გონება დაკარგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.