ცხოვრება ახალგაზრდების წესებით [2]
-დემეტრე მაისურაზე სადაა?-კითხვაზე მეტად ბრძანებას გავდა ეს სიტყვები. -მე რა..? ვალდებული ვარ ანგარიში ჩაგაბარო?-ასეთ უხეშობაზე მეც უხეშობით ვუპასუხე. ბიჭი დაიძაბა და კიდევ უფრო მომიახლოვდა. ამ დროს კატომაც თავი წამოყო და გვერდით ამომიდგა. -რამე პრობლემა გაქვს?-მკაცრად შეხედა კატომ. აშკარად ყველაფერი რთულად განვითარდებოდა დემეტრე რომ არ შემობრუნებულიყო კლასში. -შეეშვი.-მისმა ბოხმა ხმამ სამივე ჩვენგანის ყურადღება მიიქცია. უცნობმა უხალისოდ მიაჩეჩა დემეტრეს პარკში გახვეული რაღაც. ამის დანახვაზე თვალები მოვჭუტე, შემდეგ კი გავაფართოვე და შეშინებულმა გავიფიქრე: "არა! ოღონდ ეს არა! ეს ის ვერ იქნება...ნარკოტიკები?!" უკვე გონებაში ვყვიროდი და თან პარკს თვალს არ ვაშორებდი. დემეტრეც თითქოს ფიქრებს მიმიხვდა და პარკი მერხზე დადო, რასაც უცნაური ჭახანი მოჰყვა. შევხტი. "ლითონი?! აუფ...მგონი ეს უარესია!". დემეტრემ ირონიულად ჩაიღიმა (ალბათ ყველაფერი სახეზე მეწერა), კლასში ბავშვები შეკრიბა და გამოაცხადა: -დღეს სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონებო სკოლის ახლომახლო არ გაჩერდეთ. არც პარკში და არც გარშემო. ბიჭებმა სიტუაცია კარგად იცით-თან პარკიდან რამოდენიმე კასტეტი ამოიღო.-დღეს ჩხუბს ვერ ავცდებით, ამიტომ მთელი სკოლა ემზადება ამისთვის. ბიჭები კლასიდან გავიდნენ, გოგოებიც ცოტა ხანში დაიფანტნენ. ზოგი შეყვარებულს გაეკიდა, ზოგი-ძმას და ა.შ. გაოგნებულმა კატომ გადმომილაპარაკა: -ოჰოო! დემე ნახე რა! უცებ არ დაეტყო ლიდერობა? -ესეიგი "დემე" ჰო?-გამეღიმა. -ოოო, კარგი რა! არ იეჭვიანო! დაქალს ბიჭს ხომ არ აგახევ?-თვალები ამითამაშა კატომ. გამწარებულმა მოხითხითე კატოს პენალი გავუქანე. ................................................................................................................................................................ შემდეგ დღეს ბიჭები დალურჯებულები მოვიდნენ სკოლაში, თუმცა მოწინააღმდეგეები სავარაუდოდ უარეს დღეში ჩააგდეს. კლასისკენ მივდიოდი, როცა დერეფნნის კუთხეში დემეტრეს და იმ "უცნობის" ლაპარაკი მომესმა. -ბიჭო, ის გოგო რომაა...შენი კლასელი, გუშინ რომ შელაპარაკებასავით მოგვივიდა....მოკლედ დამევასა რა!-გადაულაპარაკა ზემოთხსენებულმა უცნობმა, რომელიც ალბათ დემეტრეს ძმაკაცი იყო.-მე კედელს ავეკარი და მივაყურადე. -რომელი კლასელი?-დემეტრეს ხმაში ოდნავი დაძაბულობა შევნიშნე. -ქერა. -ჰოო...-მომეჩვენა, თითქოს დემეტრემ ამ სიტყვას სუნთქვა ამოაყოლა.-კარგი, გავედი მე და თუ რამე ეგ გოგო შენი იყოს. თავისუფალია. თუ არადა-იქნება.-ამაზე ორივე ძმაკაცს ჩაეღიმა. მე კი მათ დიალოგზე ირონიულად ჩავიფხუკუნე და გადავწყვიტე კატოსთვის არაფერი მეთქვა. ................................................................................................................................................................ -ამაშუკელი, სადაა დემეტრე? -სახელი მაქვს, ისე..-გაღიზიანებულმა წავიდუდღუნე. ვერ ვიტან როდესაც გვარით მომმართავენ. ზედმეტად...ოფიციალურად ჟღერს. -რაო? -არ ვიცითქო, მას. -ამაშუკელი, დაფასთან!-მკაცრად შემომხედა მასწავლებელმა. ამოვიოხრე და დაფისკენ გავემართე. ის იყო გაკვეთილის მოყოლა უნდა დამეწყო,რომ ფანჯრის ზემოდან რაღაც "ჩამოფრინდა". პირდაღებული მივაშტერდი ფანჯარას, წამებში რაფის ზემოთ დემეტრე გამოჩნდა და ღიმილით აიხედა ზემოთ. ჰომ...შატალო. დემეტრემ კლასში შემოიხედა და როცა დაფასთან გახევებული დამინახა საჩვენებელი თითი ტუჩებზე ღიმილით მიიდო. მეც მივუხვდი ჟესტს და ჩამეცინა. -დაიწყე.-მომხდარის გამო იმდენად ავირიე, რომ აზრს წესიერად ვერც ვაყალიბებდი, თუმცა მასწავლებელი ჟურნალში იქექებოდა, კლასიც არ იკლავდა თავს გაკვეთილში ჩართულობით, ამიტომ არავის შეუმჩნევია ჩემი ბოდიალი. დემეტრესაც თვალს არ ვაცილებდი. ისიც ჯიუტად ადგილიდან არ იძვროდა. ნეტავ, რა მნიშვნელობა ქონდა მეორე სართულიდან გადმოხტომას თუ ისევ კლასთან უნდა მდგარიყო? -კარგი, დაჯექი.-მასწავლებელმა ჟურნალი დახურა და ტონი დაურბილდა. დემეტრე რაფის ქვეშ გაუჩინარდა, მე კი ხითხითით გავემართე საკუთარი მერხისკენ. მეორე დღეს: -მარიი!! ადექი მალე! გაგვიანდება!-ჩემი ძმა ოთახში შემოვარდა. -მმმმმ....-ისე მეძინებოდა მოძრაობის თავიც არ მქონდა. -ადექი! თორემ ხომ გახსოვს ბოლოს როგორ გაგაღვიძე-თვალდახუჭულიც მივხვდი როგორ ჩაეღიმა გიგას. თუმცა ამაზე ფიქრის დრო სად მქონდა, როცა გამახსენდა ყინულიანი წყალი ლოგინში....ამ უსიამოვნების გახსენებამ ლოგინზე უცებვე წამომაჯინა. -კარგი ჰოო!-საათს გავხედე და შუბლზე ხელი შემოვირტყი. გიგა სიცილით გავიდა ოთახიდან. "დედა ალბათ უკვე სამსახურშია" გავიფიქრე. -აუ გიგაა!-სამზარეულოში ხალათით გავტანტალდი. -რა იყო?-მაცივრიდან თავი გამოყო გიგამ. -ხო იცი როგორ მიყვარხარ?-ღიმილი შემეპარა სახეზე.-სკოლაში მანქანით გამიყვანე რა! -კაი, მაგრამ კატო? ერთად არ მიდიხართ? -არ მობრძანდება პირველ გაკვეთილზე.-წუწუნის დაწყებას ვაპირებდი. -კარგი, მოემზადე.-შემაწყვეტინა უფროსმა ძამიკომ და ღიმილით მაკოცა თავზე. მხიარულად შევბრუნდი საძინებელში, მაღალწელიანი ჯინსი, მოკლემკლავიანი,თეთრი მაიკა და თეთრი ბოტასები ჩავიცვი, ჩანთას ხელი დავავლე და გიგას მანქანაში ჩავუხტი. დემეტრეს POV სკოლები წინ გიორგისთან, ირაკლისთან და თორნიკესთან ერთად ვიდექი. მათ დიდად არ ვუსმენდი, რადგან მთელი ყურადღება მარისკენ მქონდა მიპყრობილი, რომელიც იმ წამებში მანქანიდან გადმოდიოდა. ცალყბად ჩამეღიმა, თუმცა ეს ღიმილი სახეზე შემახმა, როცა მას გვერდით ვიღაც ტურიზმის ამოუდგა. ახალ მარის ჩაღიმების დრო დადგა. ბიჭს მოეხვია და ლოყაზე აკოცა, ბიჭმა კი თავზე აკოცა, რაღაც გადაულაპარაკა და მანქანისკენ გაბრუნდა. მომეჩვენა, თითქოს მარიმ თვალი ჩემკენ გამოაპარა, შემდეგ კი კმაყოფილი შევიდა სკოლაში. ნერვები მომეშალა და ძმაკაცებისკენ ყურდღების გადატანა ვცადე. მარის POV -კარგი, ახლა ის მითხარი, წეღან ვის აეჭვიანებდი?-თავზე კოცნის შემდეგ ჩურჩულით მკითხა გიგამ. -რა..?როგორ მიხვდი?!-სიცილით შევუბრუნე კითხვა. -ოოჰ მე შენი ძმა ვარ, მეზობელი კი არა.-გაეღიმა გიგას.-სახლში დაწვრილებით პასუხს დაველოდები.-თვალი ჩამიკრა, ორი ნაბიჯი უკან გადადგა და შემდეგ მანქანაში ჩაჯდა. -დამპალო! ეგრე არ... -მეც მიყვარხარ!-ღიმილით მომაძახა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. ................................................................................... მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც მოსწონს ეს ისტორია. ჩემი პირველი მოთხრობაა, ამიტომ გპირდებით, რომ ნელ-ნელა ყველაფერს დავხვეწავ. მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.