შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chrysler (სრულად)


13-04-2018, 16:29
ავტორი Marry Amm
ნანახია 15 102

პროლოგი
თვე ზუსტად არ მახსოვს, გაზაფხული იყო, ალბათ აპრილი, ნამდვილად, ჰაერში ყვავილების სასიამოვნო სუნი ტრიალებდა და თბილოდა, საიდანღაც ბავშვების ჟრიამულიც მესმოდა. ლურჯი ჟაკეტი მეცვა, გრძელი, გამომშრალ ასფალტს დავყურებდი, ყურსასმენები მეკეთა და ალან ვოლკერის ,,Faded-ს" ვუსმენდი. არ ვიცი რატომ გამოვედი იმ დღეს გარეთ ასე უბრალოდ, რატომ არ ჩავჯექი მანქანაში და ისე გადავწყვიტე მეგობართან მისვლა. თუმცა როგორ არ ვიცი, ეს ჩემი წინათგრძნობა იყო, წერა... უფრო სწორად დაწერილი... იქ, ზემოთ... ან ქვემოთ, (ვიცინი). რადგან აბიელი ყოველთვის ამ ორის გასაყარზე იდგა...
ეძღვნება მათ, ვისაც სჯერა, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, რომ მოსახდენი მაინც მოხდება, რომ ვერანაირი ძალა აღუდგება წინ დაწერილს და რომ ის უბრალოდ დაჯდება და დაწერს, - ,,ადამიანები, ვერ გაურბიან ბედისწერას!"


^ _ ^
მშობლების საძინებელში ვიდექი და ღიმილით დავყურებდი მამაჩემის მანქანის გასაღებს.
- რისი გეშინია, რაც ,,პედლებს" მიწვდი მას მერე საჭესთან ზიხარ! - განერვიულებული ჩანდა ,,მარცხენა", ხო, ასე დავარქვი ბავშვობაში, რადგან ბებიამ მითხრა მისი სახელი არ ახსენო თორემ მაშინვე გაიგონებს და გამოეღვიძება-ო, ის მუდამ შენს მარცხნივ დგას, ძალიან ახლოს, დიდი ძალა დაგჭირდება თქვენს შორის სიკეთის კედელი რომ აღმართო-ო. ხოდა მეც სულ ვცდილობდი არ დამეფრთხო მისი ცხელი სიზმრები... სამწუხაროდ ბებიაჩემს არასწორად ცოდნია, მას სულ ეღვიძა ჩემ მხარზე ჩამომჯდარს და სულ რაღაც მავნურს მიჩიჩიბებდა... ურჩი ბავშვი ვიყავი...
- რამე რომ მოხდეს მერე? ავარია, სამართალდამცავები, ჯარიმები. მოგკლავს გურამი! - მიხვდით ალბათ, ეს ,,მარჯვენა" იყო. მუდამ მიშლიდა ყველაფერ სასიამოვნოს და მშვიდობისკენ მომიწოდებდა, მისთვის რომ დამეჯერებინა, სახლიდან არ უნდა გამოვსულიყავი და სულ მუხლებზე დაჩოქილს მეტარებინა წუთისოფელი...
- რა უნდა მოხდეს? არაფერიც არ მოხდება, წავა და მოვა!
- წინაზე არ გახსოვს? მე ვეუბნებოდი არ გადამხტარიყო, შენ საპირისპიროს უმტკიცებდი, დაგიჯერა და ხელიც მოიტეხა!
- ეგ იმიტომ რომ არასწორი ადგილი შეარჩიეს იმ ბეყეებმა!
- ხომ არ ჯობს დავურეკო მამას და ვთხოვო? - ჩავერიე იმედით ნაკარნახევი.
- ეჰ, - თვალები აატრიალა ,,მარცხენამ". - არ გათხოვებს უმისოდ!
- იქნებ ათხოვოს?
- მორჩა, - ამოვიოხრე ბოლოს და ხელები განზე გავშალე. - უცებ მივალ კლინიკაში და მოვალ.
- არის! - თქვა მან.
- ქურდო... - დაიჩურჩულა ,,მარჯვენამ".
ეზოში მდგარ მანქანას რამდენიმე ფოტო გადავუღე ყველა მხრიდან, სავარძელი მოვირგე და ესეც ასე, ნორმალურად, ნელა მივდივარ. საცობებს გავცდი და როგორც იქნა დიღმის ტრასაზეც გავედი, ,,რა თავისუფლებაა აქ, ყველა მე მისწრებს, რა ჯანდაბაა". სიჩქარეს ოდნავ მოვუმატე, ტელეფონმა დარეკა.
- არ უპასუხო! - მაშინვე ამოქმედდა ,,მარჯვენა". მაგრამ მე ხომ არასდროს ვუსმენ მას?
- ხო დე! - ვუპასუხე ძაან ჩვეულებრივად.
- წახვედი სამსახურში?
- ხო, აი, ,,მარშუტკაში" ვზივარ. - ვიცრუე ურცხვად. თან უკანა ხედვის სარკეში გავიხედე, რაღაც რიგზე ვერ იყო, სიჩქარე ძალიან დავარდა და გაზს ტყუილად ვაწვებოდი.
- ჭამე რამე? ხაჭაპურები დავტოვე გუშინ, ნახე თუ ისევ კუჭგამხმარი მიდიხარ?
- ვჭამე, გავაცხელე. თქვენ როდის ბრუნდებით თბილისში? - მანქანა მარჯვნივ გადავაყენე, საშინლად გავნერვიულდი.
- ხვალ, დილით ჩამოვალთ გურამი ერთ დღეზე მეტ ხანს ვერ დატოვებს სამსახურს. ადრე ჩამოვალთ და მერეპირდაპირ იქ წავა. იცი რა ლამაზად ვაწყობ ყველაფერს? სულ ყვავილებით აჭრელდება აქაურობა მალე.
- ვიცი შენი ამბავი. წავედი დედა, დაგირეკავ საღამოს უნდა ჩავიდე.
- კაი მიდი, ჭკვიანად იცოდე.
- ჭკვიანად ვარ... - აპარატი გავთიშე და უდიერად მივაგდე. ,,ოღონდ საბურავი არა, ოღონდ არ გამეხეთქა..." ვფიქრობდი უაზროდ. მანქანას შემოვუარე და აი ისიც, მიღიმოდა დაფუშული და უარესად მამწარებდა. - ჯანდაბა, შენი დედაც, შენი დედაც! - ვიძახდი გაგულისებული. - ახლა რა ვქნა... რას აკეთებენ ამ დროს? - საბარგული ავხადე, თვალები გამიბრწყინდა ახალთახალი საბურავის დანახვაზე. - ,,დანკრატი!" - წამოვიძახე აღფრთოვანებით, ვერასდროს წარმოვიდგენდი ასე თუ გამიხარდებოდა ოდესმე მისი დანახვა. ახლა უნდა გამეხსენებინა ყველაფერი რაც ვიცოდი და არ გამეგონა. ბევრი ვიწვალე, საშინელი ძალა სჭირდებოდა მანქანის აღმა სვლას.
- ვიღაცას პრობლემები აქვს. - მომესმა ზურგსუკან მამაკაცის დამცინავი ბარიტონი. შუბლზე ჩამოყრილი ქერა თმა ჭუჭყიანი ხელებით გადავიწიე უკან და ხმის პატრონს დაბლიდან ავხედე. საშუალოზე ოდნავ მაღალი იყო, შავი თმა მზეზე ოდნავ წითელში გადასდიოდა, იგივე ემართებოდა წვერსაც. თან მუქმა და თან რიჟამ ცოტა დამაბნია, თვალები ალბათ მწვანე, ხო, ჭაობისფერი... და საოცრად ბევრი ჭორფლები ჰქონდა. როგორ მეცნობოდა... ვიღაცას გავდა... უსამართლობა ვიგრძენი, მე სულ ცოტა მათგანზეც თანახმა ვიყავი, მას კი იმდენი ჰქონდა... - მალე დაამთავრებ? - დაცინვა გაბრაზებაში გადაუვიდა.
- რას?
- ჩემ დათვალიერებას!
- რამდენი ჭორფლები გაქვს...
- ამ მზის გულზე მანქანის ,,პაკრიშკის" გამოცვლას ცდილობ ქერა და მხოლოდ იმას აქცევ ყურადღებას რომ ბევრი ჭორფლი მაქვს?
- უკვე დავაგვიანე და... რაღა აზრი აქვს.
- ხო საღამომდე იქნები აქ. მერე ევაკუატორს გამოიძახებ ალბათ. - არ ვიცი რატომ მიშლიდა ნერვებს.
- რადგან გოგო ვარ და თან ქერა, არ ნიშნავს რომ მანქანისთვის საბურავის გამოცვლა არ შემიძლია!
- კაი მიდი აბა, გიყურებ! - ხელები გადააჯვარედინა და გაიღიმა.
- ,,პრარაბი" არ მჭირდება! - გავაგრძელე ,,ბოლტების" დაშვება. ყურადღებას აღარ ვაქცევდი, ვიცოდი რომ იქ მედგა, მაგრამ განგებ არ გამიხედავს. ჩემდა გასაოცრად საბურავი ჯაჯგურით გამოვაძრე და ცოტა ხნით ძირს დამჯდარი მანქანას ზურგით მივეყუდე. - ვა, კიდე აქ ხართ ბოს?
- ამ სასიამოვნო სანახაობას ყველა კი ვერ ნახავს. თუ გინდა დაგეხმარები.
- არაა, რათ მინდა. - ხელი ავუქნიე და გადავხედე ბუღიან ტრასას. - ისე კარგად ვარ, ისე სასიამოვნოდ. არც მცხელა, არც მწყურია, დაღლილი საერთოდ არ ვარ.
- ქმარს რატომ არ ურეკავ, თუ საქმროს? - აი რაში ყოფილა საქმე, ნიშნობის ბეჭედზე დავიხედე, რომელიც არათითზე მიბრწყინავდა და უკვე წლებთან და ჩემთან ერთად იზრდებოდა. გამეღიმა.
- არ მინდა საქმეს მოვაცდინო.
- რა მზეუნველი ხარ.
- ნერვებს რატომ მიშლი?
- გიშლი? მეგონა გეხმარებოდი. - ისიც ძირს დაჯდა, ტელეფონი ურეკავდა, ერთი დახედა და ხმა გამოურთო.
- რით, ლაყბობით?
- დაუკრეფავში საშიშია გადასვლა. გამოდი მე მივხედავ!
ამჯერად მე ვუყურებდი როგორ აყენებდა საბურავს და მეღიმებოდა. თავი საშინლად გამიცხელდა, ხელებიც სულ ჭუჭყიანი მქონდა. ესეც შენი სამსახური... მე ხომ არც დამირეკავს... მანქანაში შევიხედე, ტელეფონს დავწვდი. ბევრი ურეკიათ. პირდაპირ ბიძაჩემს დავურეკე.
- რას შვები რეზი?
- საოპერაციოში ვარ მალე მითხარი.
- მისმინე ,,მარშუტკით" მოვდიოდი და საბურავი დაეშვა, - ჭორფლიანმა გაოცებით გამომხედა. - მალე შევაკეთებო და რაღაცეები ,,იტოკში" ჯერ კიდევ აქ ვარ...
- გააფრთხილე მაია?
- არა, პირდაპირ შენ დაგირეკე...
- დღეს მე ვეტყვი, მაგრამ შემდეგში პირდაპირ მას დაურეკავ, ისაა შენი განყოფილების უფროსი და არა მე! - გამითიშა გაბრაზებულმა.
- ქურდო! - გაიცინა ჭორფლიანმა. - ვის მოპარე მანქანა? არა , არა, - წამოდგა სიცილით. - არ მითხრა რომ შენ ქმარს!
- გრყოფა ამის ძახილი, გათხოვილი არ ვარ! - გავღიზიანდი გამოჭერილი. რატომ მომეჩვენა რომ პასუხი ესიამოვნა?
- მე მოვრჩი, - წინ ჩამოყრილი გრძელი თმა უკან გადაიწია ისევ და ხელები ერთმანეთს გააწმინდა. - სველი სალფეტკი გაქვს?
- არა...
- კაი, მე მოვიტან. - თვალი გავაყოლე, განიერ მხრებს პერანგზე მორგებული ჟილეტი ამშვენებდა, მანქანიდან შეკვრა გადმოიღო, თან ხსნიდა, თან უკვე ჩემსკენ მოდიოდა.
- მანქანაც შესაფერისი გყოლია!
- რაზე ამბობ?
- ჭორფლიანზე. - თვალით მის ,,კრაისლერზე" მივანიშნე და გამოწვდილი ხელსახოცები გამოვართვი.
- შენ კი სულაც არ გიხდება ,,კია". მართლა, ვისია?
- მამაჩემის... - ჩავიბურდღუნე წმენდას რომ მოვრჩი.
- არ იცის?
- არა.
- ოჰო, რისკიანი ყოფილხარ. შენ უფრო ,,ემ პიატი" დაგამშვენებდა. საქმრო თუ ვერ გიყიდის დამირეკე და მე მოგართმევ საქორწილო საჩუქრად. - იღიმოდა, თან ცუდად იღიმოდა და ჩემსკენ მოდიოდა.
- თვითონ ვიყიდი... - დავიჩურჩულე მისი სიახლოვით დაბნეულმა, ხელი სახესთან მომიტანა. - რას აკეთებ?
- ჭუჭყს გაცილებ. - შუბლზე დამისვა ხელსახოცი და ქვემოთ დაუყვა. თვალებში ავხედე. ხელი მომენტალურად გაუჩერდა, მანქანების უსაშველო შხუილი რომ არა მეგონებოდა დრო გაჩერდა და ყველაფერი გაიყინა-თქო. ,,ალბათ ასეთია მთვარის ზედაპირი" - გავიფიქრე მის თვალებში ჩაძირულმა, ხელმა სვლა გააგრძელა, ლოყას ბოლომდე ჩამოყვა და მომცილდა. ერთხანს ასე ვიდექით.
- შეხვედრამდე. - გამიღიმა ბოლოს.
- შეხვედრამდე... - გავიმეორე მოჯადოვეულმა.


^ - ^

მანქანა ფოტოების მიხედვით ზუსტად ისე გავაჩერე როგორც მამაჩემმა იცოდა, სავარძელიც გავასწორე და გასაღებიც ადგილს დავუბრუნე. ფარეხიდან ახალი საბურავი ავიღე და საბარგულში ჩავდე. ყველაფერი ისე იყო, როგორც დილას. თუმცა რაც არ უნდა ვთქვა სულ ჭორფლიანი მახსენდებოდა, მთელი დღის განმავლობაში ვიხსენებდი ჩვენს დიალოგს და მეღიმებოდა. გეგას არ დაურეკავს, არც მინდოდა დაერეკა, არა მანამდეც არ ვიყავი დიდად მოხიბლული მასთან ყოველდღიური ლაპარაკით მაგრამ ახლა უფრო მეტად აღარ მქონდა სურვილი... ეს პაწაწინა ბრილიანტიც პროპორციულად მაწუხებდა. ასეთი რამ მხოლოდ მე შეიძლებოდა დამმართნოდა. შუაგულ უდაბნოში დიდი ქარბუქი ტრიალებდა, ერთ მხარეს გეგას სილუეტი შევნიშნე და თავი ოდნავ დაცულად ვიგრძენი, მეორე მხარეს გახედილს ჭორფლიანი დამხვდა. ,,კრაისლერზე" მიყუდებულიყო და მიღიმოდა. მეც გამეცინა. ვიცინოდი იქამდე, სანამ ზურგს უკან ვიგრძენი, რომ ვიღაც მოდიოდა, ის მოდიოდა... ხელზე დავიხედე, ნიშნობის ბეჭედი მარწუხივით მიჭერდა. შევტრიალდი, მაგრამ სახე ვერ გავარჩიე, ქვიშა თვალებში მეყრებოდა, ჭორფლიანისკენ წავედი... იქ აღარ იდგა...
- მოვედით, გღვიძავს? - საწოლთან ჩამოჯდა ნატო. ოდნავ გავიღიმე და თავი დავაქნიე. - მომენატრე დედი. - დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
- ასე მალე?
- აბა რა!
- დედა... - ფართოდ გავახილე თვალები და ოდნავ წამოვჯექი. - როდის ჩამოვლენ ისინი?
- ვინ?
- დევდარიანები.
- რატომ მეკითხები? - შეცბა დედაჩემი.
- არ უნდა მაინტერესებდეს ეს ამბავი თუ რას ნიშნავს რატომ გეკითხები?
- მნიშვნელობა არ აქვს, არ ვიცი... წლისთავის მერე ალბათ...
- დედა...
- მარიამ გთხოვ...
- არ მინდა, რატომ არავის ესმის?
- მე მესმის, მაგრამ მეც ასე გავთხოვდი და ხომ ხედავ? მე და გურამს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, შენ გვყავხარ, ნიკუშა. ოდესმე უბედური ყოფილა ვინმე ჩვენს ოჯახში?
- არ ჰქონდათ უფლება ასე გადაეწყვიტათ ჩემი ბედი... ასე დაუსწრებლად, ასე უკითხავად...
- ხომ იცი როგორც მოხდა ეს ამბავი... შენ დაბადებულიც არ იყავი მაშინ.
- სხვანაირად ვერ დანათესავდებოდით? უბრალოდ მოვენათლე მათ ოჯახს და მორჩა!
- მაშინ ასეთი ნიშნობები ხშირი იყო მარიამ, თითქოს მოდაშიც კი გადაიზარდა...
- მაგრამ მე ხომ მაქვს უარის უფლება?
- რა თქმა უნდა, გაქვს... უბრალოდ ასე ჩვენ გვარებს შორის კარგი არაფერი მოხდება, შეიძლება სულაც დაივიწყონ ეს ამბავი მაგრამ... შენ თუ უარს იტყვი, ისინი შეურაცხყოფად მიიღებენ ამას.
- კარგი რა, მე ხომ სვანი არ ვარ, მერე რა მოხდა?
- მნიშვნელობა არ აქვს შენ ვინ ხარ. - გამიღიმა დედამ. - ჩამოვლენ, გაიცნობ, პატარა რომ იყავი, იყვნენ აქ. ალბათ არც გახსოვს.
- არა...
- ლამაზი ბავშვი იყო, მახსოვს. - სახე გაეხსნა მას.
- რა ერქვა?
- რა ერქვა... რა ერქვა... - თავდახრით დაუწყო მის სახელს ძებნა დედამ.
- როგორ ვერ დაიმახსოვრე?
- უცნაური სახელი ერქვა... რა ჯანდაბა დამემართა! - გაცხარდა ნატო.
- კაი, მერე კითხე მამას... ყავას მომიტან?
- სად, აქ? - წარბები აზიდა დედამ.
- ხო რა იყო. - გადავტრიალდი და ბალიშს ღიმილით მივეხუტე. - წლისთავი მალე იქნება, ეცადე გამანებივრო იქამდე.
- ანუ იმის თქმა გინდა რომ...
- ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ საშინლად მწყურია მდუღარე ყავა. - გავუღიმე ეშმაკურად.
- მაიმუნო. - წამოდგა დედა.
- ათქვიფე და ისე რა... ოღონდ კოვზით! - მივაძახე უკვე გასულს და თვალები მივნაბე. ისევ ჭორფლიანის მზერა... რა უნდა?

ყავას გემრიელად მივირთმევდი და სოციალურ ქსელებში სიახლეებს ვათვალიერებდი ამჯერად უფრო რთული სტუმარი რომ მეწვია.
- მარიამ...
- მშვიდობიანი დილა, მამა!
- მშვიდობიანი, მშვიდობიანი... - დაეჭვებით მიყურებდა, გულში რაღაცამ გამწიწკნა. - გუშინ ვინმემ წაიყვანა მანქანა?
- მანქანა? - გავიმეორე პასუხის ფიქრში, ვერ მივხვდი როგორ ,,დამწვა".
- ხო, ჩემი მანქანა!
- რა ვიცი... არა.
- როგორ - არა?
- აი ასე, არა. სახლი დავკეტე და გავედი... - კარგი მატყუარა კი ვიყავი, მაგრამ გაფითრებული სახე ვერაფრით გავასწორე.
- საკვირველ რამეს ამბობ, მანქანა იმიტომ დავტოვე რომ საბურავი დაშვებული იყო, უკვე მერამდენედ თან. მე კი გამოცვლის დრო არ მქონდა. ახლა უნდა გამეკეთებინა და აშკარად სხვა საბურავია დაყენებული.
- კაი რა... - საშინლად მომეშალა ნერვები ჩემ დაუდევრობაზე. - იქნებ არ იყო დაშვებული და მოგეჩვენა?
- მარიამ!
- ოო, მაშინ არ ვიცი. მაცადე დღის სასიამოვნოდ დაწყება რა!
- ნიკუშა ხომ არ მოსულა? - ისევ ეჭვით მკითხა მან.
- ნიკუშა, ხო ნიკუშა. ეგ იქნებოდა, გასაღებიც აქვს და ეტყობა წაიყვანა მანქანა, მერე მიხვდა რომ დაშვებული იყო და გამოცვალა! - აღტაცებულმა შევაწმინდე ხელები საკუთარ ძმას.
- ესეიგი ნიკუშა...
- ხო... ნიკუშა... - ტელეფონში ყურება გავაგრძელე უდარდელად.
- კაი, დავურეკავ.
- არა! - წამოვიყვირე უნებურად როცა ტელეფონი მოიმარჯვა. გურამმა გაოცებულმა შემომხედა. - ეძინება ახლა ხომ იცი... - გავაგრძელე ღიმილით. - მე დავურეკავ და გამოვლანძღავ მერე...
- შენ დაურეკავ...
- ჰო...
- კარგი... - აპარატი ჯიბეს დაუბრუნა მამამ და ამოვისუნთქე. - მალე გადიხარ?
- ხო, წამიყვან?
- კი, ოღონდ დაუჩქარე ნებივრობა. - შებრუნდა მამა.
- მალე ავდგები.
- მარიამ...
- რა?
- სხვა დროს, შეხედე წინასწარ საბურავებს, სანამ მანქანას გაიყვან! - არ მობრუნებულა, ვიცოდი იღიმოდა. უარყოფასაც რა აზრი ჰქონდა, პატარა ხომ არ იყო ამხელა კაცი მე რომ მომეტყუებინა. ჭარხალივით გამეღიმა.


^ _ ^
იმ საღამოს ჩვეულებრივ ხუთზე მოვრჩი მუშაობას, ნინა და ლანა უკვე კაფეში მელოდნენ. ნაინა და თუთა კი გზაში იყვნენ.
- სულ ასე იციან. - ჩხუბობდა ნინა. - მიედებიან, მოედებიან და ძლივს მობოდიალდებიან!
- აცადე ადამიანებს როგორც იქნა ერთად არიან!
- რო დავიშლებით მერე რათ მინდა მაგათი მოსვლა.
- მანქანა მინდა... - ამოვიოხრე ვიტრინებს იქით დანახულ ოთხთვალებზე და წვენი მოვხრუპე.
- აუუ! - მკლავზე ხელი მოიჭირა ლანამ. - ნუ სვავ მასე რამდენჯერ გთხოვე?
- ,,პრასწი".
- სულ ასე ამბობ!
- რა მანქანა გინდა? - დაინტერესდა ნინა.
- ,,ემ პიატი". - გამეღიმა ჭორფლიანზე.
- ოჰ, გემოვნება გაქვს მარა, ფული?
- ფულს რამდენი ხანია ვაგროვებ... გურამს უნდა ვუთხრა დამიმატოს...
- დაგიმატოს კი არა, რო გაიგებს ,,ბეემვე" გინდა, მაგასაც წაგართმევს, რაც შეგროვილი გაქვს.
- ჩემი საყვარელი დაქალი მუდამ ჩემს გამხნევებაშია! - შევუბღვირე ნინას. მიმტანმა ჩემი ბერძნული სალათი მოიტანა და ბრაზმაც უცებ გადამიარა.
- მე სიმართლეს ვამბობ. აუუ, ჯანაშიაზე გაიგე?
- არა. რა?
- ცოლი მოიყვანა! - გადაიხარხარა ლანამ.
- რა გაცინებთ მერე?
- შვილი ყავს იმ გოგოს. არა ლამაზი კია მარა...
- მერე რა რომ შვილი ყავს, პირველი შემთხვევაა?
- გოგო ჯანაშიამ მოიყვანა, ჯანაშიამ!
- გავიგე და მითუმეტეს. მაგას რომ ვინმე გაყვება საერთოდ ცხვარი უნდა დაკლას.
- ოო, ჯაში! ვერ ხარ შენ დღეს ხასიათზე!
- ცუდი სიზმარი ვნახე...
- გეტყობა. უეჭველი თხოვდებოდი არა? - გადაიკისკისა ნინამ.
- აბა ნიშნობის ბეჭედს ხომ არ შეიხორცებს. - სამივემ ხმის მიმართულებით გავიხედეთ. ნაინა, თუთა და... ჭორფლიანი, ჩემი ჭორფლიანი... ჩემი?
- შევიწროვდით გოგონებო, - ღიმილით მოგვმართა თუთამ. მე პირდაღებული ვუყურებდი მომღიმარს, მაგიდას მოუარა და პირდაპირ ჩემ წინ დაჯდა. - უი მარიამ, - შემამჩნია ბიჭმა. - შენ არ იცნობ, ახალი გვყავს სასტავში. ჩემი ბიძაშვილია. - ჭორფლიანზე მანიშნა მან და ნაინას გვერდით ჩამოჯდა. - ეს მარიამია ბიჭო.
- სასიამოვნოა მარიამ! - ხელი გამომიწოდა მან.
- ეს აბიელია, მისი გაზრდილი ვარ. - დაამატა სიცილით თუთამ.
ვის, ვის და გოგოებს არასდროს არაფერს ვატყუებდი. ახლა დავაპირე მაგრამ... არა ნინას მაინც არ გამოეპარებოდა ჩემი სახე, ალბათ ფერი არ მედო. ამიტომ უბრალოდ გავიღიმე და ხელი გავუწოდე.
- ჩემთვისაც, არ ვიცოდი აბიელი თუ გერქვა...
- იცნობთ? - არც ამოუხედავს, ვითომ სხვათაშორის იკითხა ნინამ.
- ხო, მაგარი ხელოსანია მარიამი, მანქანა თუ გამიფუჭდება, მასთან მივიყვან. - იცინოდა ჭორფლიანი. რა თქმა უნდა, ვერავინ მიუხვდა ხუმრობას და მალევე დასერიოზულდა. უხერხულად ვიჯექი, აბიელი დაჟინებით მიყურებდა. სხვა არავინ იღებდა ხმას, აშკარად ყველა მე მელოდა. რას აკეთებენ ასეთ დროს? წინ უგემრიელესი თუმცა ხელუხლებელი სალათი მედო, ფრთხილად დავწვდი ჩანგალს. საშინელებაა, რამ დამაკომპლექსა?
- ისე ჭამე როგორც სახლში. - მიჩურჩულა ,,მარცხენამ".
- სახლში ვიკინგივით ჭამს, პატარა ლუკმებით ჯობს! - აყვა ,,მარჯვენა".
- სხვა რომ იკიკნება იმას ვერ იტანს და თვითონ ჭამოს მოდელივით?
- აბა ხო არ გააქცევს ამ ხალხს?
- ისევ ჩხუბობენ... - ამოვიოხრე და მეგობრებს შევხედე რადგან ფიქრი ცოტა ხმამაღლა გამომივიდა და ამჯერად ერთი კი არა ხუთი წყვილი თვალის გაოცებული მზერა დავიმსახურე.
- რა? - წარბები ასწია ლანამ. რა უნდა მეპასუხა? ასეთ მძიმე სიტუაციაში კლინიკაშიც არ ვყოფილვარ არასდროს. ჩანგალს წვალება დავუწყე, ისინი ისევ მელოდნენ, თვალი მოვავლე, უხერხულად გავიღიმე.
- ფიქრს შევყევი... - ამოვთქვი როგორც იქნა.
- რა გჭირს დღეს?
- მძიმე დღე მქონდა და მშია, თქვენ კიდე დამაშტერდით.
- არა რაღაც გჭირს ნამდვილად! - არ თმობდა ნინა.
- ჰო? - გვერდულად ჩაიღიმა ჭორფლიანმა. - საინტერესოა, საქმრომ ხომ არ გააბრაზა?
- რას გადაეკიდე ჩემ საქმროს?
- მაინტერესებს, მისი გაცნობა მინდა.
- შენ ვინ უნდა გაგაცნოს, თვითონაც არ იცის ვის მიყვება. - უშნოდ იხუმრა ნაინამ.
- ამ თემაზე არ ვხუმრობ, - ვთქვი ძალიან სერიოზულად და ყველას მოვავლე თვალი.
- ანუ, ვერ გავიგე...
- და არც განვიხილავ! - შევაწყვეტინე ჭორფლიანს. ისევ ,,მარცხენას" დავუჯერე და ყველა გაკვირვებით უყურებდა ჩემ მადიან ჭამას.

^ _ ^
მძიმე პაციენტი გვყავდა, ანესთეზია გავუკეთე და წამლის მოქმედებას დაკვირვებით დაველოდე. დროდადრო თვალს ვაპარებდი მისი ფეხისკენ, ისე ჰქონდა დაჩეხილი, აქა-იქ ამოშვერილი ძვალი გულს მიწუხებდა. ტკივილისგან საწოლის კიდეებს ეჭიდებოდა ბიჭი და არაადამიანურად ღმუოდა. მალე დაწყნარდა, მოეშვა, სახე ნორმალური გაუხდა, გათეთრებული თითები მშვიდად გაშალა, უბრალოდ დახუჭა თვალები და თეთრ ბურუსში ჩაიძირა. კიდევ ერთხელ შევამოწმე ყველაფერი და ქირურგს დაწყების ნიშნად თავი დავუქნიე, მანაც მშვიდად მოიმარჯვა ხელსაწყოები და საქმეს შეუდგა. ვერაფრით შევეჩვიე ასეთ საშინელ სანახაობებს. მთელი ოპერაციის მანძილზე იქ ვიყავი და ვცდილობდი არ მეყურებინა როგორ აწყობდნენ ექიმები ძვლების ,,პაზლს".
პარასკევი იყო, ჩემი საყვარელი დღე. გამოვიცვალე და გარეთ გამოვედი. ტრადიციის მიხედვით ეს ის დღეა როცა ყველა ერთად ვიკრიბებით სადმე ან წყნარ, ან საშინლად ხმაურიან ადგილას, გააჩნია განწყობას. ყოველთვის ვურეკავდი გეგას და ერთად მივდიოდით, მაგრამ ახლა სულაც არ მინდოდა მისი წამოსვლა. სახლში შევიარე თუ არა ამ უკანასკნელმაც დარეკა.
- ხო გეგა.
- რას შვები?
- რავი, სახლში ვარ, შენ?
- მე ძმაკაცთან ვარ, მოვწესრიგდები და გამოგივლი. ვიმხობთ დღეს?
- არ ვიცი რა აქვთ მოფიქრებული...
- ჯერ არ დაგირეკავს გოგოებისთვის?
- არა...
- მოხდა რამე?
- არა, უბრალოდ, განწყობა არ მაქვს.
- ოო, როგორც ჩანს დღეს კენჭისყრა იქნება!

* * *
ნიკა ჯაშმა სწრაფად ჩაირბინა კიბეები და მანქანაში ჩახტა. თან ვიღაცას ურეკავდა.
- ხო ნიკუშ. - გაისმა ტელეფონში ახალგამოღვიძებული ხმა.
- გეძინა შეჩ*მა?
- ჰო, რომელი საათია?
- საღამოა უკვე, შეკარი ,,კუში"?
- ხო, ცოტა მაკლია რა...
- გაინძერი მერე რაღას ელოდები ტო, დღეს დიდი დღეა ხო იცი, ყველა ვალი უნდა ამოვიღო თორე ,,პიზ*ეცია" შე*ემა!
- ვდგები, ვდები! მარა... უეჭველი თემაა? ხო იცი თუ ვერ მოვიგეთ...
- მოვიგებთ დედას მოვუ**ნავთ!
- გამომივლი?
- მოვდივარ უკვე მალე ვიქნები სახლთან!


* * *
არჩევნებმა გადაწყვიტა რომ დღევანდელი გაჩერება ბარი იყო, მე როგორც ყოველთვის უმცირესობაში მოვყევი და უმრავლესობას დავნებდი. ყველაზე ამაღელვებელი ჩემთვის ის იყო რომ ჭორფლიანიც მოდიოდა, არავის უთქვამს, მაგრამ ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. სიამოვნებისგან გამეღიმა მის სახეზე გეგასთან ერთად შესული რომ დამინახა. ამდენის გადაკოცნა მეზარებოდა, უბრალოდ ხელი გავაქნიე მისალმების ნიშნად და ნინას გვერდით დავჯექი.
- გვაღირსეთ? - ტუჩი აიბზუა მან.
- წამწამები დაიკარი?
- მიხდება? - ააფახულა თვალები.
- კოშკელიშვილს გავხარ, სათვალეები გაკლია.
- ჩემი საყვარელი დაქალი! - აატრიალა თვალები და ტელეფონში ჩაძვრა.
- გეგუშ, რა ხდება მოყევი? - ლუდი მოსვა თუთამ.
- რა უნდა ხდებოდეს, ერთიდაიგივე. - ხელი აიქნია გეგამ, ახლაღა გავაანალიზე რომ ჭორფლიანი არ გაუცვნია, ანუ გამოდიოდა რომ...
- უი, გეგა. - დავიწყე ღიმილით, - სულ დაგვავიწყდა გაგვეცნო, ეს აბიელია, თუთას ბიძაშვილი.
- მე კი ვიცნობ მარა შენ როდის მოასწარი ეგ ამბავი?
- რამდენიმე დღის წინ... საიდან იცნობთ? - ალბათ გავიგებდი კიდეც თათა რომ არ მოქანებულიყო აქოშინებული, ყველას დაგვიარა და აბიელის გვერდით მოკალათდა.
- აბა რას შვებით, რატომ ხართ ჩუმად?
- შენზე ვჭორაობდით და რო დაგინახეთ გავჩუმდით. - გაიღიმა ნაინამ. გოგონამ ერთწამიანი ღიმილით დააჯილდოვა და ჩემს ჭორფლიანს მიუბრუნდა.
- შენ როდის აქეთაა ვერას აღარ კადრულობ?
- კაი რა თათა. - მობეზრებით უპასუხა და ლუდი მოსვა.
- ძაან გამოიწიე აქეთ და რა ხდება, გამოვტოვე რამე?
- ღმერთო, - შევძახე პათეთიკურად, - შენ ეგ როგორ დაგემართა?
- ოჰო, ვიღაც ცუდ ხასიათზეა, რა ხდება, დიდებულ მარიამ ჯაშსაც აქვს პრობლემები? - გაიცინა თათამ.
- და შენ ეგ ასე გიხარია?
- არა, არა, ოღონდ ჩემზე ნუ იყრი ახლა ჯავრს!
- შენზე? - გამეღიმა ირონიულად და თავი ოდნავ გვერდზე გადავხარე. - არწივი მატლებზე დროს არ კარგავს.
- როგორ მძულს ეგ შენი უადგილო ირონია!
- მე კიდევ ძალიან მიყვარს ეგ შენი უშნო პირდაპირობა. - ხელით მიმტანს ვუხმე და ისიც აქეთ დაიძრა. - სხვათაშორის, ეგ ერთადერთია, რის გამოც ახლა ჩემ სასტავთან ერთად ხარ.
- მარიამ გეყოფათ, სულ ასე რატომ ჭამთ ერთმანეთს?
- აბა ერთად ვერ ძოვენ და... - ჩაიცინა ლანამ. მიმტანმა პასუხი აღარ დამაცადა, სანდომიანი ღიმილით დამიდგა გვერდით და მშვიდად დამელოდა.
- იცი რა... ტეკილა მოიტანე, ოღონდ ბოთლით, კიდევ ბევრი ლიმონი და მარილი. ჭიქები ყველასთვის, წვენიც მინდა რამე... ნუ იყოს მიქსი და ეგეც დიდი ჭურჭლით. კიდევ ხილის ასორტი და... - მეგობრებს გადავხედე. გაკვირვებულები მიყურებდნენ. - მგონი მეტი არაფერი...
- მგონი მართლა ბევრი გამოვტოვე. - ამჯერად სერიოზული იყო თათა.
- მარტო შენ? - მისი მისამართით თქვა და დაეჭვებით გადმომხედა გეგამ.
- ტეკილა რომელი? - საჭირო დროს ჩაერია მიმტანი ბიჭი, ღიმილით ავხედე.
- ომეგა!
თვალი ჭორფლიანისკენ გამექცა, ჭიქას უყურებდა და ოდნავშესამჩნევად იღიმოდა. პირი ყურებამდე გამეხსნა. ისევ მე მიყურებდა ყველა... რა უნდათ?
პირველი სადღეგრძელო რა თქმა უნდა ექიმების იყო, იმიტომ რომ მე ვიყავი თამადა. მიუხედავად ბიჭების ურჩობისა, ლუდის მერე ,,ტეკილა" არ უნდოდათ, ეს ჭიქა ყველამ ბოლომდე დალია. მერე უკვე დაძალება აღარ დასჭირვებიათ, ამას მოყვა მოლარეების სადღეგრძელო ნინას თამადობით, მენეჯერებისა ნაინას განხრით, ,,კაი ბიჭებისა", საბანკო ოფიცრებისა და ჩვენი მიმტანებიც არ დაგვრჩენია უყურადღებოდ. ფაქტიურად ბარში ვიქეიფეთ. ცეკვა მოგვინდა, მაგრამ აქ შესაბამისი სიტუაცია არ იყო.
- გადავიდეთ რა კლუბში სადმე. - აზუზუნდა ნინა.
- კაი რა, მშვენიერი სიტუაციაა აქ. - ჩემსავით არ უყვარდა ხმაური ნაინას.
არჩევნები ისევ კლუბის სასარგებლოდ დასრულდა. საპირფარეშოში შევიარე, გამოსულს უკვე ყველა გადანაწილებული დამხვდა. გეგას ,,კუპე" ჰყავდა, თათა მისჯდომოდა გვერდით და ტვინს უჭამდა. აშკარად დაღვრემილი მიყურებდა. თუთას მანქანაში უკან ლანა და ნინა ისხდნენ, წინ კი ნაინა.
- აღარ ჯდები? - უკნიდან მომისიგნალა ,,კრაისლერმა". ოდნავ გაოცებული მივტრიალდი, ეს ხომ ზუსტად ის იყო, რაც მე მინდოდა? მაგრამ მაინც ვითომ არ მინდოდას სახით წავედი მისკენ და უკმაყოფილოდ დავჯექი.
- ღვედი შეიკარი!
- არაუშავს რომ მთვრალი ზიხარ საჭესთან?
- არაუშავს. - ნელა დაიძრა. რატომღაც მეგონა ერთიანად მოსწყდებოდა ადგილს. თუთას და გეგას მანქანები აღარ ჩანდა. ხმა არ ამომიღია სანამ საკმაოდ გავცდით ყველა შესაძლო კლუბის ვარიანტს.
- საით?
- სადმე...
- რას ნიშნავს სადმე? - აშკარად დამეტყო აღელვება.
- გიტაცებ!
- აბიელ მორჩი უშნო ხუმრობას, სად მივდივართ მეთქი?
- სვანეთში!
- სვანეთში რა მინდა?
- რანაირ კითხვებს სვავ, შენ არ ხარ ის, სვანს რომ მიყვება ცოლად?
- შენ რა იცი?
- მე ყველაფერი ვიცი.
- სულ, სულ ყველაფერი? - ცოტა ბავშვურად გამომივიდა, ალბათ მაგიტომაც გაიცინა.
- ყველაფერი, ყველაფერი. მარა ის ვერ გავიგე გეგასთან რა გინდა?
- რა უნდა მინდოდეს, ვმეგობრობთ...
- ისიც ასე ფიქრობს?
- ალბათ.
- ალბათ.... ცუდი სიტყვაა, - ალბათ. ცოტა საეჭვოც.
- აბიელ რა გინდა რატომ ერევი?
- მინდა და ვერევი.
- უფლება არ გაქვს!
- იმაზე მეტი უფლება მაქვს, ვიდრე შენ ფიქრობ ამას!
- მართლა? და ვინ მოგანიჭა? - ირონია გამეპარა ცოტა.
- შენ!
- მე?
- სიგარეტი არ გინდა? - ფანჯარას ჩაუწია და ასანთი მოიმარჯვა.
- აღარ ვეწევი...
- გაზრდილხარ!
- შენც შეამჩნიე? - ღიმილით მოუკიდა სიგარეტს.
- ესეიგი ექიმი ხარ? - თემიდან თემაზე გადადიოდა, მე შტერიც ისე გავერთე სულ დამავიწყდა სად მივდიოდით.
- ხო, - გავიჯგიმე სავარძელზე.
- მიმკურნალებთ ექიმო?
- მე ანესთეზიოლოგი ვარ და არა მკურნალი.
- მასე არ გამოვა.
- რატომ, ნემსის გეშინია?
- მაგის ყველას ეშინია. - მეგონა იხუმრა, მაგრამ რომ შევხედე ისეთი სერიოზული იყო გულიანად მოვრთე ხარხარი. - რა არის სასაცილო? - ეწყინა ჭორფლიანს.
- ნემსის გეშინია? - ცრემლებს ვიწმენდდი სახიდან.
- არ მეშინია, უბრალოდ უსიამოვნოა!
- ღმერთო, რა სასაცილოა!
- მაინტერესებს იქაც ასე გულიანად თუ იცინებ ხუთ კილომეტრზე არავინ რომ იქნება მგლების და დათვების გარდა!
- სად? - სწრაფად შევწყვიტე და დავსერიოზულდი.
- სვანეთში.
- სერიოზულად?! მგონია ხუმრობ!
- რატომ?
- იმიტომ, რომ დანიშნული ვარ!
- ვისზე?
- მე რა ვიცი ვისზე?
- საკვირველი ვინმე ხარ!
- მე დაბადებამდე დამნიშნეს... - ჩავილაპარაკე მოწყენით და მინის მიღმა მორბენალ ხეებს გავხედე.
- და*კიდე მერე.
- ვერ დავიკ*დებ... და მოაბრუნე მანქანა ახლავე.
- როგორც გინდა. - სვლა შეანელა, მოხვევის ნიშანთან მოაბრუნა მანქანა და ისევ თბილისისკენ დაიძრა. მეწყინა... საშინლად მეწყინა...


წლისთავი ახლოვდებოდა, ჩემი გულისცემაც ყოველდღე ერთით მეტი ხდებოდა. ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ უარი უნდა მეთქვა... საშინლად ვწუხდი ოჯახის გამო მაგრამ, როცა იქნება დაივიწყებდნენ ამ ამბავს, მე კი ისე ვიცხოვრებდი, როგორც მომინდებოდა. შვებულება კარგად დამემთხვა. ივლისი იყო, დამხრუკვლელად ცხელოდა. ჩანთა დივანზე მივაგდე და მივწექი. ჭორფლიანზე ვფიქრობდი, მას მერე აღარ მინახავს, უკვე მეორე პარასკევი გავიდა, ის კი არსად ჩანდა.
- მოხვედი დედა?
- აჰამ....
- აიღე შვებულება?
- აჰამ...
- ლაპარაკი გეზარება?
- აჰამ...
- მარიამ!
- მაცადე რა დედა ძალიან მცხელა, ვიწვი, დავიღალე და ლაპარაკის თავი არ მაქვს! - გავღიზიანდი ერთიანად.
- რამე მოხდა?
- ხო, მოხდა. ზეგ წლისთავია...
- მერე პირდაპირ კი არ მოვლენ იქიდან!
- არც დიდ ხანს დაიცდიან...
- რა გადაწყვიტე დედა?
- შენი დახმარება მჭირდება...
- რაში დედა?
- უნდა გამიგო იმ ბიჭის სახელი, ან ,,facebook-ი", კიდევ ნომერი და საერთოდ ყველაფერი რასაც მოახერხებ.
- და რათ გინდა, აქ არ მოვლენ?
- ხოდა სანამ მოვლენ, მე უნდა მივიდე მასთან.
- და რას ეტყვი?
- დავრლაპარაკები ადამიანურად, რომ არ მინდა გათხოვება და სხვა მიყვარს ან რამეს მოვატყუებ.
- და რო არ შეიცვალოს არაფერი?
- მაშინ ვეტყვი რომ თუ ცოლად მომიყვანს სიცოცხლეს გავუმწარებ.
- მარიამ!
- დედა გთხოვ, ოჯახის წინ უარი რომ გამოვუცხადო მართლა საშინელება იქნება, ცალკე მოვგვარდებით და აქ რომ მოვლენ უბრალოდ ორივე ვიტყვით რომ ჩვენ არ გვინდა ეს დებილობა!
- მამაშენი...
- მამა ვერაფერს გაიგებს ამის შესახებ.
- ვერ დავუმალავ მარიამ!
- მხოლოდ ერთხელ დედა, ჩემს გამო, ყველაფერი რომ დამთავრდება მერე სიცილით ვუთხრათ ერთად. მხოლოდ ახლა დამეხმარე გთხოვ... - თავი კალთაში ჩავუდე ნატოს. - მე ხომ დედას პატარა პრინცესა ვარ.
ღიმილით დამხედა ქალმა, მერე შუბლზე ძლიერად მაკოცა და თმა გამიშალა მოსაფერებლად...

საბჭო შეიკრიბა, ყველა მე მელოდებოდა, ამჯერად ნაინასთან იყვნენ სახლში. ჩემი ჭორფლიანიც იქ დამხვდა. საინტერესოა რაღა მაინცდამაინც ახლა გამოჩნდა?
- აბა რა ხდება მოყევი? - ვეღარ მოითმინა ნინამ. თან მანიკურს ისმევდა.
- გადაწყვეტილება მივიღე...
- თქვი და!
- არ ვთხოვდები...
- ღადაობ? უკვე კაბაც კი შევაკერინე ლელას! - შემიბღვირა ლანამ.
- ხოდა შენ ქორწილში ჩაიცვი ეგ კაბა!
- მერე შენები? - ჩამეკითხა თუთა. - ან ის ბიჭი...
- იმ ბიჭს მე დაველაპარაკები... სანამ ჩვენთან მოვლენ მანამდე ვნახავ და ავუხსნი რომ არ მინდა გათხოვება და მორჩეს ეს სულელური ტრადიცია...
- რომ არ დაგთანხმდეს მერე სად მიდიხარ პრინცესა? - დამცინავი ტონით მკითხა აბიელმა.
- მაშინ ვეტყვი რომ საშინლად გავამწარებ, რომ არც მეყვარება, არც საჭმელს გავუკეთებ, არც დავურეცხავ და საერთოდ არაფერს არ დავუჯერებ! - მე გამწარებული ვლაპარაკობდი, ისინი კი იცინოდნენ. - რა გაცინებთ? სერიოზულად ვამბობ, სიცოცხლეს გავუწამებ, ისე ვიზავ რომ თავისი ფეხით გამექცეს.
- გეყოფა, გეყოფა. - ხარხარებდა ჭორფლიანი. - შენს თავს შეხედე, ერთი ციდა ხარ, შენ ვის რა უნდა დაუშავო?
- არ მიცნობ და ნუ ამბობ!
- და რომ არ იცი ვინა? როგორ უნდა დაუკავშირდე? - ყველასთვის საინტერესო კითხვა დასვა ნაინამ.
- ნატოს ველოდები, წუთი-წუთზე მომწერს...
- მე მაინც ვფიქრობ არაფერი გამოგივა. - გულიანად იცინოდა აბიელი.
- შენთვის იფიქრე, ჩუმად. მე ნუ მიშლი ნერვებს უაზრო დასკვნებით.
- არადა, კაი ქორწილი კაიაა! - რაღაც სხვანაირად გაიცინა თუთამ და ჭორფლიანს გადახედა. თუმცა მათთვის აღარ მეცალა, ტელეფონის ეკრანმა გაანათა. დედა მწერდა. ,,აბიელ დევდარიანი", - წავიკითხე და რამდენიმე წამს გავშრი. დაბლა ნომერი იყო მითითებული.
- აბა, მოგწერეს? - უფრო მეტი ხალისი ეტყობოდა ჭორფლიანს.
- აბიელ...
- რა მოხდა მარიამ? - იღიმოდა, ძალიან ცუდად იღიმოდა, თითქოს ამით მეუბნებოდა, მე კითხვა ვიცი, შენ კი პასუხი-ო.
- რა გვარი ხარ? - ვიკითხე ვიღაცის ხმით.
- ჩემი გვარი არ იცი ამდენი ხანია? - დროს წელავდა და უფრო მამწარებდა. - არ გრცხვენია გოგო?
- აბიელ სერიოზულად გეკითხები, რა გვარი ხარ?! - ისევ დუმდა, მეტის მოთმენა აღარ შემეძლო მითითებული ნომერი ავკრიფე, რამდენიმე წამში ზარი გავიდა. მაგიდაზე უდიერად დაგდებული ჭორფლიანის ტელეფონიც იმ დროს აზუზუნდა და სუნთქვა შემეკრა.
- დევდარიანი!
ოთახში მზე უკანასკნელ სხივებს ღაფავდა, გამჭვირვალე ფარდის წითელ ფერს მეწამულად შეეღება კრემისფერი კედლები, უამრავი ავეჯი იდგა, მაგრამ მაინც, ამ სიტყვამ უდიდესი ექო გამოსცა....


რამდენიმე წამი უნდობლად ვუყურებდი ჭორფლიანს. აქამდე ,,დევდარიანს" რომ გავიგებდი რაღაცნაირად შიში მეპარეოდა. მოულოდნელობის, უცნაურობის, იდუმალების... ახლა კი... ახლა უარესად მცემდა თავზარს სახელი და გვარი, - აბიელ დევდარიანი, თითქოს ის არ იყო ჩემი ჭორფლიანი...
- იცოდი?
- თავიდანვე.
- საბურავს რომ ვხსნიდი მაშინაც იცოდი?
- ალბათ სანამ დაგინახავდი მანამდეც ვიცოდი. - როგორი კმაყოფილი იყო, როგორი მომღიმარი.
- რომ მიტაცებდი მაშინაც, არა?
- მე ყოველთვის ყველაფერი ვიცოდი.
- არა, არა... - ხელებში ჩავრგე ჩემი თავი. - არ მჯერა.
- რომ ვიცოდი თუ ჩემი ცოლი რომ უნდა გახდე?
- რა? - შეურაცხადად ამოვხედე ქვემოდან.
- აბა რა გგონია, იმით დამკერავ რომ საჭმელს არ მომართმევ ყოველ დილა?
- მე შენ ცხოვრებას გაგიმწარებ დევდარიანო! - ისევ სიცილით მოკვდა.
- გიხაროდეს ლანა, კაბა ტყუილად არ შეგიკერავს.
ახლაღა გადავხედე გოგოებს, ყველას სახეზე დიდი კითხვისნიშნები მიეკრათ.
- შანსი არაა გესმის? მე მაინც უარს ვიტყვი!
- შენ ხომ კარგად გესმის რომ მე უარყოფას არ ავიტან?
- მოგიწევს, ოჯახთან ერთად რომ მოხვალ, მე ამას ყველას გასაგონად ვიტყვი!
- ოჯახთან ერთად რომ მოვალ, შენ იტყვი, - თანახმა ვარ!
- მე ვიტყვი?
- აუცილებლად!
- არ ვიტყვი!
- იტყვი!
- არა!
- კი!
- კი!
- არა!
ყველას გაეცინა.
- წავედი მე...
- სად მიდიხარ?
- რა შენი საქმეა?
- ჩემი საცოლე ხარ, აბა ვისი საქმეა?
- არ ვარ!
- ხარ!
- აბიელ!
- მარიამ!

* * *
მთვარე საერთოდ არ ჩანდა, იმაზე მეტად ბნელოდა, ვიდრე ღამეს შეეძლო წარმოდგენა. ნიკამ ძლივს აათრია სხეული, დასისხლიანებული მიეყრდნო საკუთარი ბინის კარს და აკანკალებული ხელებით გასაღები გადაატრიალა. საათი ღამის პირველს უჩვენებდა. ფეხსაცმელები იქვე მიყარა, დივანზე მიეგდო და ტელეფონი მოიმარჯვა.
- ნიკა?
- მარიამ, სახლში ხარ?
- აბა სად ვიქნები ამ დროს, რა მოხდა?
- მომისმინე...
- ნიკა შესავლების გარეშე, ჩქარა მითხარი რა მოხდა!
- შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
- ახლა? - ხმა აუკანკალდა გოგონას.
- რამე აფთიაქის ყუთი თუ გვაქ წამოიღე და ჩქარა მოდი მარიამ...
- ღმერთო შენ მიშველე....
- დაწყნარდი და მალე მოდი სანამ ცოცხალი ვარ...


* * *
რამდენიმე წამი გაშეშებული ვიყავი, ყველაფერი წარმოვიდგინე იმის გარდა, რაც იქ დამხვდა. ჩემი ძმა დივანზე იწვა, სახე გაფითრებოდა, ტკივილისგან ოდნავ კვნესოდა. ცალი ხელი მუცელზე მიებჯინა და მძიმედ სუნთქავდა. მერე... მერე რაც მოხდა კარგად აღარ მახსოვს. ჩემში არავინ დარჩა, გარდა ექიმისა, რომელსაც ფიცი ჰქონდა დადებული და რომელმაც იცოდა თავის მოვალეობა. ყველაფერს ავტომატურად ვაკეთებდი, მაიკა გავუხიე, ჭრილობის დანახვაზე გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. ინსტიქტურად გადავისხი სპირტი ხელებზე... ჩემი ყურადღება ახლა მხოლოდ ღმერთს იყო მიპყრობილი და ძმის გადარჩენას ევედრებოდა. ფაქტიურად ოპერაციის გაკეთება მომიხდა, სახლში, პატარა აფთიაქის ყუთით, საკუთარი ძმისთვის და ვერაფრით წარმომედგინა თუ გადარჩებოდა. ანტიბიოტიკი ძლივს გადავაყლაპე, უამრავი სისხლი დაეკარგა, პარკები, რომლებიც ყოველი შემთხვევისთვის წამოვიღე სავსე იყო ათასნაირი გადასხმებითა და სისტემებით, გული ამიფართხალდა, სისხლის გადასხმის აპარატს რომ მოვკარი თვალი. ჩვენ ერთი ჯგუფი გვქონდა... ღმერთს ყვარებია ჩემი ძმა. ყველაფერი მოვამზადე, მის გვერდით დავიკავე ადგილი და სისხლმაც მაშინვე იწყო სვლა. ბევრი უნდა მიმეცა, რამდენსაც შევძლებდი, ყოველი შემთხვევისთვის ენის წვერი გავუსინჯე, ყველაფერი რიგზე იყო, თავი უკან გადავწიე, მოვეშვი... არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე. შემდეგ აპარატი გამოვაძრე და იქვე მაგიდაზე მივაგდე. ადგომა არ შემეძლო, ვიცოდი წავიქცეოდი, უბრალოდ პლედი გადავაფარე ნიკუშას, თავი მუხლებზე დავადე და ემოციებისგან დაცლილს ალბათ მალევე ჩამეძინა კიდეც... არ მახსოვს რა დამესიზმრა...
დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. დედა იყო. მაქსიმალურად ვეცადე ხმა ჩამეწმინდა.
- ხო დე.
- მარიამ სად ხარ? - ძალიან აღელვებული ჩანდა.
- დამავიწყდა გამეფრთხილებინე, ნინას დავპირდი ანალიზებზე გაგყვები თქო და ადრიანად გამოვედი სახლიდან...
- მე კიდე რა არ ვიფიქრე საწოლში რომ არ დამხვდი...
- ნუ გეშინია, არ გავიპარები.
- ძალიან შემეშინდა. საშინელი სიზმარი ვნახე თან წუხელ, ისედაც ცუდი წინათგრძნობით გამეღვიძა.
- ნუღა ნერვიულობ ხოდა, ყველაფერი კარგადაა...
- კაი, როდის მოხვალ?
- არ ვიცი, დაგირეკავ.
- კაი, ჭკვიანად მარიამ.
- ჭკვიანად ვარ...
აპარატი გავთიშე და ნიკას დავხედე, შუბლი გავუსინჯე, იწვოდა. მაშინვე წამოვხტი, სიცხის დამწევი მოვძებნე და წყლით ხელში დავადექი.
- ნიკა, ნიკა, წამალი უნდა დალიო გესმის? ნიკა...
- ჰმ...
- პირი გააღე...
- წყალი... - ამოიხრიალა საცოდავად.
- ხო, წყალი, ოღონდ ჯერ წამალი დალიე. - ტუჩებთან მივუტანე, დამჯერი აღმოჩნდა. მთელი ჭიქა ჩაცალა. - კიდევ გინდა? ნიკა! - ხმა აღარ გამცა.
რამდენიმე საათი გავიდა, ტემპერატურა დაეცა, ჭრილობა ახლიდან გადავუხვიე, სიწითლე არ შეინიშნებოდა და ცოტა დავწყნარდი. ახლა დრო იყო საჭირო. მოკუნტული ვიჯექი უეცრად კარზე ბრახუნი რომ ატყდა. შეშინებული წამოვჯექი. ბრახუნი განმეორდა. ფრთხილად მივეპარე კარს.
- ვინ არის? - გავძახე აქედან.
- ნიკუშას მეგობარი ვარ. - მომესმა გარედან. საკეტი გადავატრიალე და კარი გავაღე, თუმცა იმდენი შავებში ჩაცმული ახმახი დამხვდა იქ მაშინვე ვინანე, უკვე დასაკეტად მივაწექი რომელიღაცამ ფეხი რომ ჩადგა კარსა და ზღურბლს შორის და შემოსასვლელს ხელი ჰკრა. უკან ისეთი ძალით გადავვარდი, ცოტაც და წავიქცეოდი. დაახლოებით შვიდამდე დავითვალე ინსტიქტურად. მერვემ სწრაფად მიხურა კარი და საკეტი გადაატრიალა. დამფრთხალმა შევხედე და თვალები სიხარულისგან გამინათდა.
- აბიელ! - წამოვიყვირე მოულოდნელად და მოწყვეტით ჩავეხუტე ჭორფლიანს. - რა კარგია რომ აქ ხარ, კიდევ კარგი რომ აქ ხარ... - ვლუღლუღებდი ჩემთვის და გულში ვეკვროდი. - ჩემი ძმა, ის... მას არ ვიცი რა დაემართა... ვიღაცამ დაჭრა და... - ამის გახსენებაზე ნელ-ნელა ხელი შევუშვი. - წუხელ დამირეკა... - უკან უკან წავედი. - დაჭრილი იყო, ჭრილობა დავუმუშავე და. მოიცა მე... შენ... ის...
- ჩვენ, თქვენ, ისინი. - დაასრულა სიცილით ჩემს უკან მდგომმა, დანარჩენებიც მხიარულად აყვნენ. აბიელმა ერთი გადახედა და მათაც ნელ-ნელა შეწყვიტეს სიცილი.
- აბიელ რა ხდება?
- შენ მისი და ხარ არა?
- ხო... და ვარ... ეს ხომ ისედაც იცოდი...
- შენ ძმას ჩემი ვალი აქვს! - სიტყვებმა თავზარი დამცა. ის ნამდვილად ნიკუშაზე ლაპარაკობდა? ჩემ ძმაზე? ჩემ ნიკუშაზე? როგორ შეიძლებოდა მას ვინმეს ვალი ჰქონოდა...
- რა ვალი, რამდენი?
- საკმაოდ ბევრი, გუშინ უნდა მოეტანა, მაგრამ როგორც ხედავ მაინც მომიწია აქ მოსვლა!
- რამდენი აქვს?
- სამოცი ათასი. - ნიკუშას გაოცებულმა, სასოწარკვეთილმა გავხედე. მინდოდა რამე ეთქვა, მინდოდა ხმა ამოეღო, დავერწმუნებინე რომ ტყუილი იყო ეს ყველაფერი ან რაღაც შეცდომა, ის კი ისევ ისე იწვა როგორც დავტოვე, არაფერი ესმიდა, ან შეიძლება ესმოდა კიდეც მაგრამ სხეულს ძალას ვერ ატანდა. მისკენ წავედი, მაგრამ ახმახებმა გზა გადამიღობეს, მუდარით შევხედე აბიელს, მინდოდა რამე მაინც ამომეკითხა მის სახეში, მაგრამ ჩუმი, უმეტყველო თვალები ჰქონდა, ვერაფერს მივხვდი, ვერაფერი გავიგე... - წამოიყვანეთ!
- რა? სად? - ამიტანა კანკალმა და კაცებს გავხედე რომლებიც ნიკასკენ დაიძრნენ. - აბიელ, ხომ არ გაგიჟებულხარ, სად უნდა წაიყვანო ამხელა ჭრილობა აქვს, გუშინ გავკერე, გაეხსნება გესმის? ხელი არ ახლოთ! - ისეთი ხმით დავიღრიალე მეც კი შემეშინდა. ახმახებს მივვარდი, ერთს ძლიერად ვკარი ხელი და ნიკუშას გადავეფარე. - აბიელ... აბიელ გთხოვ დაფიქრდი, ნუთუ გული სულ არ გაქვს? როგორ შეგიძლია ასე მოექცე, როგორ უნდა მომექცე ასე მე? - ცრემლების შეკავება აღარც მიცდია, თბილმა სითხემ სწრაფად ჩაისრიალა ლოყაზე, მას მეორეც მიყვა...
- შენ? და ვინ ხარ შენ, რომ კარგ მოქცევას ელი ჩემგან?
- მე შენი საცოლე ვარ!
- მართლა? - ისევ ეს ირონიული ღიმილი. - შენ არ მიმტკიცებდი გუშინ - არ ვარო? სიცოცხლეს გაგიმწარებო? ცოლად არასდროს გამოგყვებიო? რა შეიცვალა დღეს?
- აბიელ...
- მიპასუხე რატომ უნდა გადავიდე ჩემს სიტყვას შენ გამო?
- ის ჩემი ძმაა, გესმის? ჩემი ძმა!
- ეგ ჩემს კითხვაზე პასუხი არ არის მარიამ!
- დრო მომეცი და მე დაგიბრუნებ მაგ ფულს...
- დრო გუშინ ამოიწურა, მან სიტყვა თქვა, მეც ჩემი ვთქვი. ჩვენს სამყაროში კი სიტყვები ძვირად ფასობს, შენ ძმას როგორც ხედავ სიცოცხლედ დაუჯდა!
- გთხოვ, სულ რამდენიმე დღე მომეცი და დაგიბრუნებ მაგ თანხას...
- უკვე გითხარი, ეგ ფული აქ აღარაფერ შუაშია, ახლავე რომ მომცე, მაინც ფეხებზე მკ*დია. ახლა ლაპარაკი უკვე სიცოცხლეზეა მარიამ... - ისევ გაიღიმა, თითქოს ამით რაღაცას მანიშნებდა, ჩემგან ელოდა მისი აზრის გაგრძელებას.
- გინდა გითხრა რომ... რომ... - არ მინდოდა დასრულება.
- თქვი, დაასრულე მარიამ!
- შენ გინდა რომ მე...
- ხო, შენ...
- გეყოფა... ნუ მტანჯავ, პირდაპირ მითხარი რა გინდა!
- შენი აზრით? - ჩემსკენ წამოვიდა, არა ეს არ იყო ჩემი ჭორფლიანი, ის ვიღაც სხვა იყო, ვისი სახელი და გვარიც ჩემში შიშს იწვევდა. ეს აბიელ დევდარიანი იყო... ჩემი ჭორფლიანი სულ სხვაა... ან უბრალოდ მე წარმომედგინა სხვად...
- ალბათ გინდა რომ თანხმობა განვაცხადო...
- კიდევ?
- კიდევ?
- მისი სიცოცხლე უბრალო თანხმობაში გინდა გაგიცვალო მარიამ?
- მე ყველაფერზე თანახმა ვარ... - ამოვთქვი ბოლოს და დივანზე დავეშვი. სახე ხელებში ჩავრგე, ცრემლებმა ისევ იწყეს სვლა.
- სულელი ხარ! - მიყვირა ,,მარცხენამ". - როგორ აძლევ უფლებას შენი ძმით მანიპულირებდეს, თავმოყვარეობა სად გაქვს? სად გაქრა შენი სიამაყე?
- რა დროს პრინციპებია, როცა საქმე მის ძმას ეხება? - შეუბღვირა ,,მარჯვენამ". - მისი სიცოცხლე ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია!
- მან წააგო, თქვა და არ აასრულა, სწორედ ესაა სამართალი, შენ რომ მუდამ ასე მოითხოვ, უპირო კაცის სიცოცხლეს რა აზრი აქვს? სწორადაც რომ სიკვდილის ღირსია, მარიამმა რატომ უნდა აგოს პასუხი მის ნაცვლად?
- მიტევებაზე რამე გსმენია? აბიელს არ აქვს უფლება სიცოცხლე წაართვას მას, ვისთვისაც თვითონ არ მიუცია! მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის, მარიამმა უნდა დაიცვას...
- გაიმეორე რა თქვი? - ფიქრები აბიელის ხმამ შემაწყვეტინა.
- ვთქვი რომ ყველაფერზე თანახმა ვარ... ნიკუშას შენთან საქმე აღარ ექნება, მე კი... მე... არ ვიცი, იმას ვიტყვი რაც შენ გინდა.
- იტყვი და გააკეთებ კიდევაც. - ჩემ წინ ჩაიმუხლა, ორი თითი ნიკაპის ქვეშ შემიცურა და თავი ამაწევინა რომ თვალებში ჩაეხედა. - ნათქვამი სიტყვა, უკან აღარ ბრუნდება, კარგად დაიმახსოვრე ეს მარიამ. ნათქვამი უნდა ასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთქმელი სამუდამოდ დუმდება!
ერთხანს დაფიქრებით მიყურა თვალებში, არ ვიცი იქ რა დაინახა, ალბათ მადლიერება, სიხარული, ბრაზი და ზიზღი ერთად. წარმომიდგენია რა საწყალი ვიყავი, ღმერთო როგორ მძულს ეს სიტყვა... ყველაზე საშინელი და საზიზღარია... ტუჩის კუთხე ჩატეხა, მძიმედ წამოდგა ფეხზე და თავისიანებს ანიშნა. - წავედით, შეთანხმება მიღწეულია.
- მერე ფული? - მოიქუფრა ერთ-ერთი მათგანი.
- იქნება!

კარის გახურვის ხმამ შემაკრთო, ოთახიც თითქოს უფრო განათდა. სივრცე საშინელი აურისგან გათავისუფლდა და მეც მოვეშვი, ერთიანად მომიდუნდა დაძაბული სხეული. მეგონა დიდი ომი გადავიტანე შავ სამყაროსთან. ჩემს მარცხნივ მდგომთან... მართლაც დიდი ძალა დამჭირდა მისი აზრების უარსაყოფად. პირველად დავუჯერე ,,მარჯვენას". ვნანობდი? - არა, რადგან ამჯერად საქმე სიცოცხლეს ეხებოდა, ჩემი სისხლის და ხორცის სიცოცხლეს. მნიშვნელობა არ ჰქონდა რა დააშავა, როგორი იყო, უშეცდომო არავინაა. უბრალოდ უნდა გვიყვარდეს და მივიღოთ ისინი, როგორებიც არიან... ადამიანები... დიდები თუ პატარები, უმცროსები თუ უფროსები... ,,უფროსები მართლაც უცნაური ხალხია". - ამომიტივტივდა გონებაში. ვაღმერთებდი ,,პატარა უფლისწულს" თავისი უმანკოებით, სიკეთითა და მზრუნველობით. მის გულში მხოლოდ ,,მარჯვენა" სუფევდა... რა იქნებოდა მისნაირი ყოფილიყო ყველა? სამყარო დღითიდღე ემსგავსებოდა საქმოსანს, უაზროდ იჯდა, თვლიდა და თვლიდა... მეფეს, რომელიც ვერ მართავდა, ლოთს, რომელსაც რცხვენოდა, პატივმოყვარეს, რომელიც მუდამ თაყვანისმცემელს ელოდა. ადამიანების ტვინი ბაობაბებს მოეცვა...


რამდენიმე დღე საოცარ ტყუილებში გავატარე, ნიკას მარტო ვერ დავტოვებდი, არც ის ვიცოდი ვისთვის რა მეთქვა. ამიტომაც ,,მარცხენა" საოცრად გააქტიურდა. ვიტყუებოდი და ვიტყუებოდი, ყველას ავურიე თავგზა. დედას, მამას, გოგოებს. ვინც კი მომიკითხა თითოეულმა განსხვავებული პასუხი მოისმინა. იმედი მქონდა ერთად არ შეიყრებოდნენ, უბრალოდ ვიჯექი და ვუვლიდი ჩემ ძმას. ნელ-ნელა უკეთესობა დაეტყო, ალაპარაკდა, მაგრამ დაჭრის თემას სულ გვერდს უვლიდა. ვერაფრით ვათქმევინე რა მოხდა.
ჭრილობა უკვე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. გადაადგილებაც შეეძლო.
- დღეს სახლში ვბრუნდები. - ვუთხარი ბოლო შემოწმების შემდეგ.
- დღეს?
- ხო, აბა რა გგონია, რამდენხანს დაიჯერებენ რომ ნინა ცუდად არის და ვერ გამოკეთდა ვერაფრით?
- ბაზარი არაა, წადი... ისედაც სიცოცხლით ვარ შენგან დავალებული. - მისმა სიტყვებმა ჭორფლიანი კვლავ გამახსენა და უსიამოვნო შეგრძნებებიც თან მოიყოლა.
- შენც უნდა წახვიდე.
- სად ტო?
- თურქეთში, ბევრი ვიფიქრე ამაზე და ყველაფერს ასე ჯობს.
- რა მინდა თურქეთში?
- რა გინდა კი არა, რა არ გინდა!
- რას გულისხმობ?
- იქ ვეღარ ითამაშებ.
- აუ მარიამ არ დაიწყო ახლა რა!
- რა არ დავიწყო ბიჭო, მეღადავები შენ? იცი შენ გამო რა დღეში ვარ?
- რა დღეში ხარ ვერ გავიგე, მოხდა რამე და არ ვიცი?
- ხო, მოხდა.
- აქ იყო ვინმე მოსული? - აშკარად დაეტყო აღელვება ნიკას.
- მნიშვნელობა აღარ აქვს, შენ არავინ აღარ დაგჭრის, აღარც ვინმეს ვალი გაქვს და საერთოდ, სუფთა ხარ!
- რას ნიშნავს მნიშვნელობა აღარ აქვს, როგორ არ აქვს, რა გააკეთე მარიამ? ვინ იყო მოსული? - ყბის კუნთები დაეჭიმა. მოჭუტული, ეჭვიანი თვალებით გააფთრებული მიყურებდა.
- შენ ვინ დაგჭრა?
- ეგ ჩემი საქმეა!
- ხოდა ესეც უკვე მხოლოდ ჩემი საქმეა. - ჩანთებს ხელი დავავლე და გასასვლელისკენ წავედი. - თუ გინდა მადლობა გადამიხადო ოდესმე, დამიჯერე და წადი... უბრალოდ ადექი და წადი...
- მარიამ...
- მშვიდობიანი დღე ნიკა!

ჩემ საწოლზე დავეშვი და მხოლოდ ახლა ვიგრძენი შვება, ლოდი, რომელიც ამდენი ხანი თურმე ზურგით დამქონდა ერთიანად მომეხსნა. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად იყო, ნიკა სიკ.ვდილს გადაურჩა, ყველა ტყუილი გრძელფეხებად დარჩა და სულშიც სიმშვიდემ დაისადგურა. მხოლოდ რაღაც, გულის ფსკერზე მოუსვენრად ტივტივებდა და ნერვებს მიშლიდა. აბა გამოიცანით რა იყო? - სიამაყე. სიკეთეს ბოლომდე მაინც ვერ ჩაეძირა... წლისთავი უკვე გასული იყო, შესაბამისად ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მსტუმრებოდა დევდარიანების ოჯახი, ყოველ დღე დაძაბული ვიღვიძებდი და აი, დადგა... მისაღებში ვიჯექი, კინოს ვუყურებდი და მიწისთხილს მივირთმევდი კარზე ზარის ხმა რომ გავიგე, ნელა წამოვდექი, ტელევიზორისთვის თვალი არ მომიშორებია. ჭამით წავედი კარისკენ და ავტომატურად გავაღე.
- გამარჯობა მარიამ! - მიღიმოდა შუა ხნის მამაკაცი, გვერდით აშკარად მეუღლე ედგა, ხელში დიდი ყუთი ეჭირა, სავარაუდოდ ნამცხვარი ან ტორტი იქნებოდა.
- გამარჯობა...
- შეიძლება? - დაამატა ქალმა კარში რომ გავხევდი.
- მობრძანდით... - ოდნავ გვერდზე გავდექი. მამაკამა ჩამიარა, ცოლიც მას მიყვა, უკვე უნდა დამეკეტა კარი ვიღაცამ რომ დაიჭირა, ნელი ნაბიჯებით გადმოვიდა ზღურბლს და ნიშნისმოგებით ჩამიცინა.
- როგორ ხარ ქერა?
- უკეთესად არც შეიძლება. - გავუღიმე მისივე ტონალობაში და კარი მივკეტე. მისაღებისკენ გავუძეხი. გული გამალებით მიცემდა. არ ვუარყოფ, მაინც ძალიან მსიამოვნებდა ჩემი ჭორფლიანის ჩემს სახლში ყოფნა. მის მშობლებს ხელით ვანიშნე დაბრძანდით თქო და ისინიც მაშინვე დაყვნენ ჩემს ნებას. ქალი ცოტა ეჭვით მიყურებდა.
- მარიამ.
- დიახ...
- მე ილონა ვარ, ალბათ მიხვდით ჩვენი ვიზიტის არსს.
- დიახ, რა თქმა უნდა. დედას მოვიყვან, უკანა ეზოშია...
- სანამ დედა მოვიდოდეს, დაჯექი თუ შეიძლება. - მითხრა უფროსმა დევდარიანმა. მივხვდი რომ პირისპირ ლაპარაკი უნდოდათ.
- კიბატონო, რაშია საქმე?
- მამა არ არის საჭირო არაფრის ახსნა. მარიამმა ისედაც იცის ყველაფერი და არამგონია უარზე იყოს ასეთ მომხიბვლელ პრინცს რომ მიყვება. - სამივეს გაეცინა.
- იცნობთ უკვე ერთმანეთს?
- რას გაუგებ ბედისწერას...
- რამდენი ხანია? - აღტაცებით კითხულობდა მამაკაცი.
- არც ისე დიდი ხანია. - კარის ხმაზე ყველა მივტრიალდით.
- თამაზ! - შესძახა მამაჩემმა და გახარებული წამოვიდა.
- გურამ, ჩემო ძმაო. - გადაეხვია ისიც მონატრებულად.
- რა დაგმართნია ეს ბიჭო ა? რა უყავი თმას? - პიჯაკი შეიხსნა მამაჩემმა და სავარძელზე ჩამოჯდა.
- წლებმა მიყვეს ეს ამბავი ჩემო გურამ, წლებმა და აი, ამათ! - ოჯახს სიცილით გადახედა კაცმა.
- შენ გენებში გაქვს რა ჩვენი ბრალია? - მოჩვენებითი წყენით თავი იმართლა ილონამ.
- სადაა მარიამ ნატალია?
- უკანა ეზოშია, არ იცი მისი ამბავი? ყვავილებს ვერ შორდება.
- დაუძახე მამა მიდი. ნიკუშაც მალე მოვა.
- ნიკუშა? - სავარაუდოდ გავფითრდი და აბიელს გადავხედე. უდარდელად გადაედო ფეხი-ფეხზე და ტელეფონს ჩაჰყურებდა.
- ხო, აბა. არ უნდა იცნობდეს ჩვენს უახლოეს ოჯახს? მალე დავმოყვრდებით და...
- წავალ, დედას მოვიყვან... - სასწრაფოდ წამოვდექი რამე რომ არ დამტყობოდა. ფიქრები ერთმანეთში გადამეხლართა. რა იქნებოდა ახლა? რა მოხდებოდა? ნიკუშა არასდროს იტყოდა რომ მან დაჭრა მაგრამ... არც მშვიდად დაჯდებოდა და დაელოდებოდა როდის გაყვებიდა მისი და მის მტერს ცოლად. არა, სულელი არცერთი არ იყო და მეც სწორად ეს მადარდებდა. ღია ომს არ გამართავდნენ...
- მარიამ, რა კარგია რომ ჩამოხვედი, მოდი ერთი ეს ქოთანი გადავდგათ, აქ მზე არ წვდება კარგად.
- რა დროს ყვავილია დედა... დევდარიანები მოვიდნენ...
- აქ არიან? - შეცბა ნატალია.
- ხო, მამაც მოვიდა, მისაღებში სხედან...
- ოხ, გურამ, ოხ გურამ! რატო არ გამაფრთხილა? - წინსაფარი და ხელთათმანები მოიშორა და უდიერად მიყარა. - ის ბიჭიც აქაა?
- აბიელი?
- ხო.
- კი აქაა.
- დამავიწყდა მეკითხა, - სახლს შემოვუარეთ და კართან გამაჩერა დედამ. - რა ქენი, ელაპარაკე?
- ხო, თურმე მანამდეც მილაპარაკია...
- იცნობდი ანუ?
- ხო დედა...
- მერე? - თვალები გაუბრწყინდა ქალს.
- მერე მალე გაგიფრინდება შენი პრინცესა. - გავუღიმე ეშმაკურად.
- მარიამ, რას ამბობ დედა. - აჟიტირდა ქალი. - ესეიგი თქვენ უკვე... ვაიმე ეს რა კარგი ამბავია... გულზე მომეშვა...
- რისი გეშინოდა?
- შენი ოფოფების! - ხელით კარისკენ მიბიძგა ნატომ. მხიარულად შევედით მისაღებში. აბიელს აშკარად გაუკვირდა. არ ვიცი რას ელოდა. ცხვირჩამოშვებული ხომ არ ვიჯდებოდი იქ? თან ერთადერთი სადარდებელი ახლა მხოლოდ ნიკუშა მყავდა. დანარჩენი... დანარჩენი ყველაფერი თითქოს ზუსტად ისე ხდებოდა, როგორც უნდა მომხდარიყო. სხვანაირად ვერც წარმომედგინა...
- მარიამ, გცნობიათ ერთმანეთი უკვე მამა, რატომ არ მითხარი?
- მე არ ვიცოდი აბიელის გვარი და დევდარიანის სახელი, შესაბამისად სათქმელი არც მქონდა...
- დიდი ხანია?
- ისე რა...
- და... - თვალებში ჭინკები აუთამაშდა ილონას. - სად გაიცანით ერთმანეთი? - მის სიტყვებზე ჭორფლიანმა ხმამაღლა გადაიხარხარა.
- მაგას ნუ იკითხავ დედა.
- აბიელ! - შევუღრინე როგორც კი მივხვდი მოყოლას აპირებდა.
- არა, არა, ეს რომ არ ვთქვა არ შემიძლია. - იცინოდა გულიანად. - მშვენიერი ხელოსანი გყოლიათ სახლში გურამი ბიძია.
- აბიელ გაჩუმდი!
- ისე ცვლის საბურავს მამა რომ ჟორესა მიმიქარავს. - მისი მხიარულება ყველას გადაედო, მამას გავხედე, იღიმოდა, ალბათ გაახსენდა ის დილა. - ცოტა დანკრატთან გაჭედა თორე, დანარჩენი იმენა ესმის, მისი საქმეა.
- მორჩი! - ვიცინოდი მეც.
- რო დავამთავრებთ ხო შეხედავ მერე ჩემს მანქანას? ხმა არ მომწონს რო დავდივარ. არა რო მოიცლი მერე გეუბნები. - დაამატა როცა მიხვდა არც ისე კარგი რამის თქმა მქონდა გადაწყვეტილი.
- კარგი აბიელ, კმარა. ახლა ცოტა საქმეზეც გადავიდეთ. - თამაზმა მინერალური სასმელი მოსვა და გურამს გადახედა. - მე მეგონა არ იცნობდნენ ერთმანეთს, ამიტომ ვფიქრობდი გაიწელებოდა ქორწილის ამბავი, მაგრამ რადგან ასეა საქმე, ამ ზაფხულსვე ხომ არ დაეწერათ ჯვარი?
- ამ ზაფხულს? - აღმომხდა ქორწილის ასეთი სიახლოვით დაზაფრულს. აბიელს გადავხედე, ტელეფონი საქმიანად ჩაიდო ჯიბეში და ღიმილით გადმომხედა.
- ხო, რატომ გავწელოთ?
- კი, მაგრამ...
- მგონი ერთ თვეში ყველაფერი მოესწრება. - ისე გადახედა მამაჩემს ჩემი პასუხი არც დაჭირვებია. - ძალიანაც ნუ მოიკლავთ ოღონდ თავს, უბრალო და ლამაზი ქორწილი იყოს მთავარია. ზედმეტი რაღაცეები არ დაგეგმოთ, მაინც ამოვშლით მე და მარიამი სიიდან.
- იქნებ მარიამს უნდა სხვანაირი ქორწილი? - ჩაერია ილონა.
- არ ვიცი, უნდა? - აბიელმა გადმომხედა და ყველა მას მიყვა. საშინლად მომეშალა ნერვები მასზე, ისე წყვეტდა ყველაფერს თითქოს თოჯინა მოყავდა ცოლად.
- რატომაც არა აბიელ? - გავუღიმე ეშმაკურად. - თუ სხვა დროსაც მექნება შანსი ჩემი ქორწილის დასაგეგმად?
- სხვა დრო არ იქნება! - გაბრაზება დაეტყო ხმაში.
- ხოდა ჩემი ქორწილი დიდებული იქნება, გასაოცარი და არა უბრალო!
- ჯანდაბას, - თვალები აატრიალა მან. - შეგიძლია ყველაფერი ისე დაგეგმო, როგორც მოგეხასიათება, ერთი კვირით ადრე მითხარით ოღონდ რა სად და რამდენი ჯდება.
- არა აბიელ შვილო, ქორწილის ხარჯებს ორივე მხარე თანაბრად დავფარავთ. - ჩაერია მამაჩემი.
- თუ არ გინდა გვაწყენინო გურამ, ეგ მეორედ აღარ თქვა. - გაუღიმა თამაზმა.
- რას ამბობთ კაცო, თქვენ ხომ არ გგონიათ ლაპარაკი პატარა თანხაზე იქნება?
- ხო, ნამდვილად არ იქნება. - ვუღიმოდი ჭორფლიანს.
- მთელი შენი არსებული და არ არსებული ფანტაზიაც რომ გამოიყენო ამ ქორწილისთვის, დამიჯერე მარიამ, ეს ჩემს ანგარიშს არც კი შეეტყობა. ამიტომ ტყუილად ნუ იწვალებ. - დამიწვრილა თვალები აბიელმა.
- მე მაინც ვცდი. - გაჯიუტებულ ბავშვს ვგავდი, რომლის მიზანიც მშობლებისთვის ბევრი ფულის დახარჯვას წარმოადგენდა. აბიელს გაეცინა. ზურგსუკან კარის ხმა გავიგე, მივხვდი რომ ნიკა მოვიდა... სუნთქვა გამიძნელდა, მაქსიმალური კონცენტრაციით ვაკვირდებოდი ჭორფლიანს, რომლის სახეზეც ერთი კუნთიც არ განძრეულა. მხოლოდ ხელის ჩამორთმევის დროს დავიჭირე სულ პატარა ირონია, არამარტო აბიელის, არამედ ნიკუშას სახეზეც, მაგრამ ეს ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა, ხელის გაშვებისთანავე გაქრა. მეც ისე ჩამეხუტა ძმა თითქოს ეს დღეები არც მენახა, რამდენიმე წამი ეჭვიც შემეპარა ჩემი გონების სიჯანსაღეში. ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა, გაცნობა, საუბარი, დამშვიდობება.
- მარიამ, - კარებში შედგა აბიელი. - საღამოს გამოგივლი, გაემზადე, ესე ცხრისთვის.
- რა ხდება?
- არაფერი, უკეთ მინდა გაგიცნო. - თვალი ჩამიკრა და ღიღინით წავიდა მანქანისკენ.
- ღმერთო, რა კარგი ბიჭია!
- ახლა არ დაიწყო დედა!
- რატომ? რა სახე, რა ტანი, რა მხრები... სიტყვა გინდა თუ პასუხი?
- გავიგეთ რომ მოგეწონა მაგრამ ეს ერთ თვეში ქორწილი რა უბედურებაა?
- მაგ ორ სიტყვას ერთად ნუ ამბობ!
- ვითომ რატომ? -ჩაიღიმა ,,მარცხენამ". - უხდება ქორწილს ჩაშლა...
რამდენიმე დღეში ნიკამ დატოვა თბილისი... არ ვიცი მართლა თურქეთში წავიდა თუ არა, უბრალოდ ჩაალაგა ბარგი და წავიდა... არაფერი დაუტოვებია... ერთი თბილი ზედაც კი... ყველაფერი წაიღო და წავიდა... თვალი ვერ მოვხუჭე იმ ღამეს, საშინლად წვიმდა... შხეფები აწყდებოდნენ ფანჯრის მინებს, წვეთებად გარდაიქმნებოდნენ და სწრაფად ფარავდნენ მანძილს ერთმანეთამდე, მერე კი... ერთ დიდ მთლინობას ქმნიდნენ. ჩაის ჭიქით ხელში ვიჯექი ფანჯრის რაფაზე და მშვიდად ვუყურებდი ამ უსასრულობას... ისინი მეხმარებოდნენ არ მეფიქრა არაფერზე, გამეთავისუფლებინა ჩემი გონება და უბრალოდ მიმეცა საშუალება გონებისთვის დაესვენა. შეტყობინება მომივიდა. აბიელი იყო.
- რატომ არ გძინავს? - დაეჭვებით გადავხედე გზას, რომელიც ჩემი ეზოს წინ გადიოდა. ვერაფერი გავარჩიე, მართლა ძალიან წვიმდა.
- არ მეძინება...
- გინდა, ჩამოდი და ვილაპარაკოთ.
- როდის აქეთა მეკითხები მე თუ მინდა?
- ხანდახან გამონაკლისებიც შეიძლება.
- ....
- ჩამოდი, ჩამოდი. სალაპარაკო მაქვს.
კიდევ ერთხელ გავიხედე გარეთ, უცნაური იყო, მაგრამ სწორად რომ ამ თავსხმაში გასვლა მინდოდა. როდინდელი ნაყიდი საწვიმარი ვიპოვე სათავსო გარდერობში. ყვითელი იყო, გამიხარდა. ბოტები ამოვიცვი და გარეთ გავედი. არ ციოდა, მაგრამ მაინც, სირბილით გადავკვეთე ეზო. ჭიშკარი გავაღე, რამდენიმე მეტრი გავიარე და მალევე შევამჩნიე შავი ,,კრაისლერი". სიმღერები ბოლო ხმაზე რომ აეწია. მძღოლის მხარეს მივედი, ფანჯარაზე დავაკაკუნე. მინა გაკვირვებულმა დაუშვა.
- ჩაჯექი, ნებართვას ელოდები? - დამიყვირა ისე რომ მუსიკისთვის ხმა არ დაუწევია.
- არ მინდა.
- რა?
- შენ გადმოდი. - ვყვიროდი მეც.
- სად, გოგო, ამ თავსხმაში?
- არ ცივა!
- მარიამ დაჯექი მანქანაში!
- არ მინდა!
- იცოდე გადმოვალ და ძალით ჩაგსვავ!
- მიდი! - გავუღიმე გამომწვევად და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან. გულწრფელად გაეცინა.
- იცოდე, შეწყალება აღარ იქნება!
- არც გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ! - სიტყვა დამთავრებულიც არ მქონდა, სწრაფად გააღო კარი და წამებში გადმოხტა. გიჟივით დავიკივლე და ჩქარა მოვკურცხლე იქიდან. უბრალოდ გავრბოდი ვერაფერს ვხედავდი, წვიმის წვეთები თვალებში მეცემოდა, მისი ნაბიჯების ხმა მესმოდა, გავიხედე, სიცილით მომსდევდა, საწვიმარი გავიხადე რომ ვიგრძენი მეწეოდა და ნახევრადშემობრუნებულმა ვესროლე, ჰაერშივე დაიჭირა, ახლა უფრო სწრაფად მორბოდა. არ ვიცოდი სადამდე გავექცეოდი, მაგრამ ეს არ იყო მთავარი... გიჟივით მეცინებოდა, გული გამალებით მიცემდა. სიხარულისგან თუ სირბილისგან არ ვიცი, მაგრამ როცა ხელში მწვდა და ჰაერში ამიტაცა... დიახ, მე ბედნიერი ვიყავი, ეს იყო ბედნიერება... სულმთლად გალუმპულები ვიყავით, ჩვენ იმ ორ წვეთს ვგავდით, ფანჯრის მინებზე რომ ჩამორბოდნენ და შესაფერის მომენტს ეძებდნენ სამუდამო შეერთებისა. ბედნიერება, სისრულეში ყოფილა... გაერთიანებაში... მარტო კაცი... არფერია.
- ახლა სად წახვალ ქერა? - მატრიალებდა ჰაერში და ისიც ჩემსავით იცინოდა. ვიცინოდით, ბევრს, გულიანად, გულწრფელად... სადღაც გაქრა ყველა წყენა, ყველა ადამიანი წარსულის გზას გაუყვა, ის ჭრილობაც, ცრემლებიც, ყველაფერი გაუფერულდა.
- ვინ გითხრა რომ წასვლა მინდა? - წინ ჩამოყრილი თმა უკან გადავუწიე და თვალებში შევხედე. აი, დრო ახლა მართლა გაჩერდა. სველ, ჭორფლიან კანზე ჩამოვუსვი თითები... სერიოზული სახით მიყურებდა. ტუჩებზე დავხედე, გაეღიმა...
რამდენჯერმე მგონი გაიელვა, მაგრამ მე ეს უკვე ვეღარ დავინახე. ალბათ იქვე გუბეში ჩემი საწვიმარიც ეგდებოდა, გარშემო მხოლოდ წვიმის და საიდანღაც ალან ვოლკერის ხმაც ისმოდა. ნამდვილად, ეს ,,კრაისლერი" იყო, ,,faded-ს" უკრავდა...

გამთენიისას დავწექი, თითქოს ველოდებოდი მზე როდის ამოიწვერებოდა. მშვიდად, ბავშვივით უშფოთველად მეძინა... ტუჩებზე მაშინაც ვგრძნობდი მის შეხებას...


სიცილით გამოვედი კაფიდან, ნინას დავემშვიდობე და უკვე ტაქსს ვათვალიერებდი მის მაგივრად ჭორფლიანმა პირდაპირ ფეხებთან რომ გამიჩერა მანქანა.
- გიჟი ხარ?
- ჩაჯექი! - არც გამოუხედავს ისე მითხრა. გული უსიამოვნოდ შემეკუმშა. თითქოს წინა ღამე არც ყოფილა.
- სად მივდივართ? - ვკითხე როცა სიჩქარეს უმატა.
- სადმე.
- აბიელ მოხდა რამე? - აუტანლად გადმომხედა და გაზს უფრო მიაწვა. - აბიელ მეტყვი თუ არა რა მოხდა?
- შენ არ იცი ხო, რა მოხდა?
- არა!
- შენ ყველაფერი კარგად იცი მარიამ, ჭკვიანი გოგო ხარ ამოფარებული სულელის ნიღაბს!
- ამას კომპლიმენტად მივიღებ, მაგრამ მაინც მაინტერესებს, რა მოხდა?
- იმეორე ახლა რა მოხდა, რა მოხდა! - მანქანა გადააყენა აბიელმა და თვალებში შემომხედა. - ესეიგი ესაა შენი გეგმა არა?
- ამოთქვი ბოლოსდაბოლოს რაზე ლაპარაკობ!
- კარგად იცი! - გამოსცრა კბილებში, საჭეს ხელი მაგრად მოუჭირა, ღრმად სუნთქავდა. - სადაა შენი ძმა?!
- ნიკუშა?
- სხვა ძმაც გყავს? ხო, ნიკუშა!
- წავიდა... ამიტომ ხარ გაბრაზებული?
- და რატომ წავიდა?
- მე ვთხოვე.
- და გგონია უკრაინაში ვერ მივაგნებ თუ დამჭირდა?
- უკრაინაში?
- გეყოფა თვალთმაქცობა!
- ნუ მიყვირი!
- რასაც მინდა იმას გიზავ! - შეურაცხყოფილმა შევხედე. - ხო, რა იყო, გგონია ვინმეს ავაგდებინებ თავს აბუჩად, მითუმეტეს შენ, გოგო?
- სახლში წამიყვანე!
- მე ჯერ არ დამიმთავრებია!
- არ მაინტერესებს, მე დავამთავრე შენთან ლაპარაკი. უნდობლობა არ დამიმსახურებია და მითუმეტეს შენგან არ ავიტან!
- შენ დაგავიწყდა ვისი ხარ?
- და მერე?
- დაგავიწყდა-მეთქი?
- კარგად მახსოვს ჩემი თითოეული სიტყვა დევდარიანო და წამიყვანე ახლა აქედან!
- გინდა თქვა რომ არ იცოდი უკრაინაში რომ იყო?
- არ ვიცოდი.
- აბა რა გეგონა, სად წავიდა?
- მე ვთხოვე თურქეთში წასულიყო, იქ ვეღარ ითამაშებდა.
- აი მე კი მგონია სულ სხვა მიზნით გაუშვი.
- არ ვაპირებ რამის მტკიცებას. სახლში მინდა აბიელ... ან შენ საერთოდ როგორ ლაპარაკობ მასზე როცა კინაღამ მოკალი? - გავცეცხლდი ერთიანად.
- მე მოვკალი?
- კინაღამ!
- შენ მართლა გგონია რომ მე დავჭერი შენი ძმა?
- არა, ძირს ეგდო დანა, ეს წაიქცა და ზედ წამოეგო!
- ახლა უკვე ეჭვი მეპარება რომ ჭკვიანი ხარ. - სიცილით მოუკიდა სიგარეტს და მინა დაუშვა.
- ანუ შენ არ დაგიჭრია?
- კი, როგორ არა, წინა ღამეს დანა გავუყარე, მეორე დღეს კი შესამოწმებლად მოვედი ჭრილობა ღრმა იყო თუ არა.
- არ მჯერა შენი!
- ჩემი თუ არ გჯერა, ლოგიკა არ გაქვს?
- წამიყვანე სახლში!
- ჯიუტი ჯაში! - გამილექსა ჭორფლიანმა და სიგარეტი მოისროლა.
მართალი იყო, ის რატომ მოვიდოდა მეორე დღეს სახლში როცა წინა დღეს იქ ჰყავდა? მართლა სულელი ხომ არ ვიყავი... ეს მანამდე რატომ არ მომივიდა თავში აზრად? მათი შეხვედრაც ისე ჩვეულებრივ მოხდა... აბიელი მკვლელი არ იყო, უფრო სწორად თითქმის მკვლელი... ამის გაფიქრებამ რამდენიმე წამით შვება მომგვარა. აბა ვინ დაჭრა ნიკუშა? ვერავინ წარმოვიდგინე. ის ყეყეჩიც რა ჯიუტად დუმდა. აქამდე მეგონა საფრთხეს მე ავარიდე... უკრაინაში რა ჯანდაბად წავიდა? ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. ნაინა იყო.
- ქალბატონო სად ხარ?
- სახლში, რა იყო?
- ყველაფერი ისეთი ძვირიანი შევუკვეთე რომ აბიელი გააფრენს პროსტა. - იცინოდა და ალბათ თმას იწვალებდა.
- ძაანაც ნუ ეცდები, მაინც მომავალი ქმარია და ისე ნუ იზავ თაფლობის თვე სვანეთში გავატარო სადმე მიყრუებულ სახლში და საჭმელი მენატრებოდეს.
- შენ არ მითხარი ყველაფერი ძვირიანი მინდაო?
- ხო, მაგრამ ოქროს ტორტს ნუ დადგავ!
- გამო რა ჩვენ კაფეში, ყველა აქაა.
- გეგაც მანდ არის? - ვიკითხე ვითომ ჩვეულებრივად.
- ხო, დღეს უკრაინაში მიდის და ვაცილებთ.
- უკრაინაში? - რატომღაც ძალიან გამიკვირდა. ნიკუშაც ხომ იქ იყო... - იქ რა უნდა?
- რავი ჩერეზ თავისი ბანკით მიდის რა, აგზავნიან. ჰა მოხვალ თუ დავიშალოთ? ნინა და ლანა უკვე გადიან.
- მოვალ...

გეგა იმაზე მეტად მოღრუბლული მეჩვენა ვიდრე ჩვეულებრივ იყო.
- რა გჭირს, რამეზე ნერვიულობ? - ვკითხე ეჭვნარევად როგორც კი თუთა და ნაინა გოგოების გასაცილებლად ადგნენ. ვცდილობდი მისი არცერთი მიმიკა არ გამომპარვოდა.
- რა მაქვს სანერვიულო? უკრაინა, ქერები... - ბოლო სიტყვას აშკარა ხაზი გაუსვა.
- არ ვიცი, რაც სახეზე გაწერია იმას ვამბობ...
- ყველაფერი კარგად მაქვს არ ინერვიულო, თუმცა რა გაქვს შენ მოსაწყენი, ერთი კვირაც და ჩაიცმევ თეთრ კაბას, გაყვები ვერის სიამაყე დევდარიანს. - აშკარად ზიზღით ლაპარაკობდა.
- კარგია რომ არ გისმენს, თორემ ცხვირ-პირს დაგინაყავდა. - გადავიკისკისე ისე თითქოს მართლა მეხუმრა.
- ოჰო, ბევრი მოგისწრიათ.
- რატომ მელაპარაკები ასე?
- აბა როგორ გინდა გელაპარაკო?
- როგორც ვიმსახურებ!
- შენ მართლა სულელი ხარ თუ თავს ისულელებ? - უკვე მეორედ ვისმენდი ამას და ნერვები მომეშალა.
- გეგა რა გინდა? რამე სხვანაირად გეგონა და არ მოხდა?
- სხვანაირად იყო, სანამ სვანი გამოჩნდებოდა!
- მეგონა მე შენ და ნიკუშა მეგობრები ვიყავით, - სპეციალურად ვახსენე ჩემი ძმა, მაგრამ სახე არ შეცვლია. - აბიელთანაც ხომ ძმაკაცობ, რა გჭირს, რა შურიანივით ლაპარაკობ?
- ნიკუშა სად წავიდა?
- თურქეთში.
- თურქეთში?
- მე ასე მითხრა.
- მე და შენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ მარიამ, - ამოიოხრა ბოლოს, - აი მე და აბიელი კი ვიყავით.
- იყავით?
- ხო, - მომიჭრა მიკლედ და სიგარეტის კოლოფს დასწვდა. - გავედი მე ჩასალაგებელი მაქვს.
- წადი...
- ქორწილში ალბათ ვერ ვიქნები.
- ალბათ ეგ უკეთესიც იქნება... - ისე ვიყავი ნერვებზე მოშლილი ბრაზი აღარც დამიმალია.
- ხო, არა?
- ასე ვფიქრობ...
- შეხვედრამდე მარიამ!
- ნახვამდის გეგა...

ქორწილის წინა დღეს ყველა ჩემთან დარჩა. ერთი აურზაური იყო ჩემს ოთახში.
- დავლიოთ რა! - ეშმაკები აათამაშა ნინამ.
- ხო, ძაან მაგარი ვიქნები - ,,პახმელიის პატარძალი!"
- გავილეშოთ და თავები მაგიდაზე დავდოთ თქო არ მითქვამს. გესმის შენ? ნაინა!
- რა გინდა? - თავი ამოყო ტელეფონიდან.
- არის წამი როცა თუთას არ ელაპარაკები?
- არა!
- ეს ვინ არის რა!
- იქნები შენც შეყვარებული და მიხვდები.
- ღმერთმა დამიფაროს შენსავით გამოვშტერდე. ოცდაოთხი საათი შეიძლება ერთ ადამიანს ელაპარაკო ყოველ დღე?
- შემეშვვი რა! - შეუბღვირა ნინას მაგრამ როგორც კი შეტყობინება მოუვიდა მაშინვე გაიბადრა.
- სად არიან? - ვკითხე ღიმილით.
- ბარში, სად იქნებიან?
- წამო დავადგეთ! - მაშინვე ახტა ნინა.
- ხო წამო, - მოეწონა აზრი ნაინასაც.
- კაით რა, დასვენება და გამოძინება მჭირდება!
- რა დროს ძილია, გგონია თვალის მოხუჭვას შეძლებ ამაღამ?
- არ ვიცი...
- მე ვიცი, ახლა ცოტა დავლიოთ, მაგრად გაიზმანე და დავადგეთ ბიჭებს, გაგიჟდება აბიელი.
- აუ... კაი... წავალ რამეს ამოვიტან... - წამოვხტი აჟიტირებული, გული საოცრად მიცემდა. ისე ვღელავდი რომ ხან მეცინებოდა, ხან მეტირებოდა.
არყის გარდა ვერაფერი ვნახე. ოთხი ჭიქა და ხილი მიმქონდა ნატალიამ რომ გამომიჭირა. ხალათი ეცვა, ალბათ უკვე წვებოდა.
- რას აკეთებ დედა?
- უნდა დავლიოთ.
- გაგიჟდი? დასიებული უნდა იყო ხვალ?
- მაგდენს კი არ დავლევ!
- დაწექი და დაიძინე ჯობია!
- მერე ბარში მივდივართ... - წინასწარ გამეღიმა მის რეაქციაზე.
- სად ბარში გოგო, ქორწილი გაქვს ხვალ!
- შემარგე დედა თავისუფლების ბოლო დღე, თანაც აბიელი და თუთაც იქ იქნებიან.
- ისინიც სვამენ?
- ჰო დედა, ახლა ასე ხდება ქორწილის წინა დღეს!
- დამირეკე იქ რომ მიხვალ!
- აუ დედა!
- დამირეკე! - დამიმარცვლა და ისე შევიდა საძინებელში.
- სულ არ უნდა მეთქვა! - ჩავიბურდღუნე და ოთახში შევედი. უკვე მოეწყოთ მაგიდა, ახლა მაკიაჟს იკეთებდნენ. - მე ღამის მაკიაჟი მინდა. - გავიღიმე ეშმაკურად.
- აბიელი გააფრენს!
- ზუსტად მაგიტომ ვაკეთებ ყველაფერს, - გარდერობი გამოვხსენი. - და ამ კაბას ვიცმევ!
- ნამდვილად გაგიჟდი, რა გინდა, დღესვე წაგიყვანოს სახლში?
- ხო, მინდა რომ შეიშალოს... არასდროს მცმია არც კაბა, არც მაღლები მასთან. არც მაკიაჟი მეკეთა. წარმოიდგინე ასეთს რომ მნახავს თან ქორწილის წინა ღამეს, უუ! - საწოლზე ავვარდი და პატარა ბავშვივით ვიწყე ხტუნაობა.
- მოიტეხავ რამეს ჯაში და მასეთიც არ ეყოლები ნანახი დარწმუნებული ვარ.
- ჩემი საყვარელი დაქალი, - ავატრიალე თვალები და ჩამოვჯექი. - ნუ მიფუჭებ განწყობას!
- თუთამ მომწერა, კოორდინატები შეიცვალა.
- სად არიან?
- ,,ეგოისტში" მიდიან.
- იციან რომ მისვლას ვაპირებთ?
- არა, არ მითქვამს.
- მაგარია!

კლუბში უკვე სასიამოვნოდ გაბრუებული ავედი. შავი, მოკლე გიპიური კაბა მეცვა, ზურგი მთლიანად ამოღებული ჰქონდა, ღამის მაკიაჟიც შავში გადავწყვიტე. ქერა თმა უკან იყო ჩახვეული, მკერდი კი მთლიანად დახურული მქონდა. პირველი მე შევედი, ხალხი მოვათვალიერე, საკმაოდ ბევრნი იყვნენ, რა თქმა უნდა, პარასკევი იყო, სხვანაირად როგორ შეიძლებოდა. მარცხნივ გავიხედე, მაგიდასთან თუთა იჯდა, კიდევ რამდენიმე ბიჭი, აბიელი მათში ვერ ამოვიცანი. გოგოები იქით წავიდნენ, ბარი მოვათვალიერე. ჩემი ჭორფლიანი მაღალ სკამზე იჯდა, პერანგი და ჟილეტი ეცვა, ჩემი საყვარელი ,,ზმანი". გვერდით ვიღაც პატარა გოგო ეჯდა, რაღაცას ღიმილით ელაპარაკებოდა, აბიელი ყურადღებას არ აქცევდა, აშკარად მოკლე პასუხებით იფარგლებოდა. ღიმილით წავედი მათკენ მიუხედავად იმისა რომ იმ შავგვრემანის გაწიწკვნა მინდოდა.
- რა იყო, ცოლი გყავს? - ახლოს მისულმა გავარჩიე გოგოს სიტყვები.
- დღეს არა საყვარელო, მაგრამ ხვალ ეყოლება. - ღიმილით მივუჯექი აბიელს მეორე მხრიდან და ფეხი-ფეხზე გადავიდე. ორივემ გაოცებულმა გადმომხედა. სიამოვნებისგან გავიბერე, ჭორფლიანმა რომ წვივებიდან ამაყოლა თვალი და შემდეგ ერთიანობაში ღიმილით დამაკვირდა. ჟრუანტელმა დამიარა.
- გამარჯობა, ექიმო.
- გამარჯობა, ჭორფლიანო. - შავგვრემანმა დაგვტოვა.
- დღეს ვსვავთ?
- ცოტას.
- კარგი, რას დალევ?
- რამე მსუბუქს... შენ?
- ანესთეზიას!
- ასე ძალიან გინდა დაგავიწყდეს ყველაფერი?
- ხო, თორე ვფიქრობ ჩვენი გეგმები ძირიანად შეიცვლება. - ღიმილით ამაყოლა თვალი კიდევ ერთხელ აბიელმა. ჩემთვის რაღაც უთხრა ბარმენს და ისიც საქმეს შეუდგა.
- ღელავ?
- ახლა უფრო. სად იყავი აქამდე?
- რას გულისხმობ?
- შენს დღევანდელ სტილს.
- გემალებოდი.
- სწორადაც მოქცეულხარ. - კიდევ ერთი ნერწყვი გადაყლაპა ჭორფლიანმა.
- ნუ მაკომპლექსებ. - შევუბღვირე და ბარმენს გადავხედე ჩემს წინ სამ მწკრივზე რაღაც ფხვნილს რომ ყრიდა.
- შეისრუტე. - საწრუპი მომაწოდა და გაიღიმა.
- აბიელ!
- მიდი მიდი, არაფერია!
- ექსპერიმენტები ქორწილის წინა დღეს, ძაან მაგარია!
თუ არ ვცდები შაქარი იყო, სასმელი ერთიანად ჩავაყოლე და ცრემლები გადმომცვივდა. სითხე? არა ის პირდაპირ ორთქლი იყო რომელმაც ყველაფერი ჩამწვა.
- აბიელ!
- ხო მაგარია?
- ეს არის რამე სლაბი? - ცრემლებს ვიწმენდდი, რამე მინდოდა რომ მიმეყოლებინა მაგრამ არაფერი იდგა.
- ეს კოკაინია.
- რაა? - შიშისგან გამიფართოვდა თვალები.
- დამშვიდდი, უბრალოდ ასე ქვია, ნაღდი კი არაა!
- სულელი ხარ... - ჩავიბურდღუნე ჩემთვის. ისე დამათრო ამ ერთმა ჭიქამ მთელი სუფრა რომ მესვა ამდენს მაინც ვერ მივაღწევდი.
- ნაღდს მერე გაგასინჯებ.
- შანსი არ გაქვს.
- ცხოვრებაში ერთხელ, ყველა კაი რამე უნდა გასინჯოს ადამიანმა...
- ეგ ერთია მერე ათში რო იზრდება!
- წამო ჩვენებთან.

სკამიდან ჩამოსვლისას წავბორძიკდი.
- ფრთხილად. - მითხრა ღიმილით და ხელი წელზე მომხვია. მისმა სიახლოვემ ისევ ბედნიერებაში დამაბრუნა. ისევ ერთი მთელი ვიყავით, ისევ გიჟივით მეცინებოდა. თავი მხარზე დავადე, სიარული აღარ გაუგრძელებია, შემობრუნდა და ჩემ წინ დადგა. ახლა უფრო მივეხუტე, მანაც ხელები მჭიდროდ შემომხვია. არ ვიცი რა მუსიკა იყო, ჩვენ ჩვენთვის ვცეკვავდით, ჩვენს ცეკვას... შიშველ წელზე ვგრძნობდი მის თითებს, აღარავინ და არაფერი მახსოვდა. მხოლოდ მე და ჩემი ჭორფლიანი ვიყავით მთლიან დედამიწაზე და ეს იყო ბედნიერება...
აღარ მახსოვს როგორ მივედით და სად. ვკოცნიდი დაუსრულებლად და ერთი წამით არ მინდოდა მის სხეულს მოშორება, ჩემი ტანსაცმელი მისას გაუყვა... ხელებით ვსწავლობდი მის განიერ ბეჭებს, მკლავებს, სახის თითოეულ ნაკვთს... რომლებიც სასიამოვნო ტალღებს გადმომცემდნენ და ანალოგიურად იბრუნებდნენ უკან. მიყვარდა? - ახლა ნამდვილად მიყვარდა!
ზურგზე ღიტინმა გამაღვიძა, გამეღიმა. მზე თვალებში მიჭყიტინებდა მაგრამ განძრევა არ მინდოდა.
- დილამშვიდობისა ჭორფლიანო. - მივესალმე კოცნების ადრესატს.
- შუადღემშვიდობისა, ექიმო.
- რა დრო გასულა...
- ინებებთ თვალის გახელას თუ აქ მოვატანინო შენი საპატარძლო კაბა?
- კაბა? - მოულოდნელად წამოვხტი. - ქორწილი... აბიელ რომელი საათია?
- არ ვიცი ალბათ ოთხი იქნება.
- აბიელ ჩვენი ქორწილი, ღმერთო, რა შტერი ვარ, რა დებილი რამ ჩამაძინა! - გიჟივით გადმოვხტი საწოლიდან და ჩაცმა დავიწყე. - ტელეფონი? სად არის ჩემი ტელეფონი? დედამ დამირეკა? ღვთისგულისთვის აბიელ ნუ ხარ ჩუმად! - უკვე ჩაცმული დავადექი თავზე მომღიმარს.
- ყავას გამიკეთებ?
- რა ყავას? ყველაფერზე დავაგვიანე აბიელ ადექი!
- დამშვიდდი, ჯერ შვიდი საათია. - ერთხანს დამუნჯებული ვიდექი. ისეთ ხმაზე ხარხარებდა მეგონა მთელმა სახლმა დაიწყო ზანზარი. არ ვიცოდი რა მეთქვა. ჩაცმული, გასასვლელად გამზადებული ვიდექი დილის შვიდ საათზე, ეს კიდევ სიცილს არ წყვეტდა. ბალიშები მოვხიკე და მიყოლებით დავუშინე გამწარებულმა. ჰაერში იჭერდა და ხარხარს განაგრძობდა.
- იდიოტო, დებილო, გამოშტერებულო, როგორ მომატყუე შე გაიძვერა! - იქამდე არ დავწყნარდი სანამ ხელში არ მეცა და მკლავებში მომიქცია. - ახლავე გამიშვი აბიელ, ვერ გიტან შე მატყუარა.
- რატომ ჩაიცვი, ვინ მოგცა უფლება? - მხრებზე ჩამომიცურა კაბა.
- აბიელ!
- ესენიც არ გჭირდება... მოდი ჩემთან... - და ჩემი ტანსაცმელი ისევ იატაკზე აღმოჩნდა...

ულამაზესი იყო ბეთანია... ის ყოველთვის და ყველა დროს განსხვავებულად ირგებდა. ახლაც, ამ სიმწვანეშიც კი ვერ იტყოდი დათოვლილს თუ ჯობდა. ბევრნი არ წავსულვართ, მხოლოდ ოჯახისწევრები და მეჯვარეები გვყავდა. მე ნინა, აბიელს გიორგი. გულდასმით ვუსმენდი ღვთის მსახურის ხმადაბალ ქადაგებას და ვგრძნობდი რამხელა პასუხისმგებლობას ვიღებდი უფლის წინაშე. მღელვარებისგან ცალი ხელი აბიელს ჩავკიდე, მანაც ისე მძლავრად მომიჭირა რომ მხნეობა ერთი ორად შემემატა.... მამაო მთავარ კითხვაზე გადავიდა და მეც ღიმილით დავიჩურჩულე, - თანახმა ვარ!
რესტორანში რომ მივედით სრული სიწყნარე იყო, ამდენი ხალხი და არცერთი ბგერა. გული უსიამოვნებისგან შემეკუმშა. დამფრთხალი თვალებით მიყურებდა ყველა, არავის სურდა ჩემთვის მზერის გასწორება.
- აბიელ, რა მოხდა? - ჩემი ჩურჩულიც კი მეხის ხმასავით ისმოდა.
- წამოდი... - ხელი ჩამკიდა და გოგოებისკენ წამიყვანა. არცერთი არ იხედებოდა მაღლა, ყველას თავი ჩაექინდრა, ნინა მგონი ტიროდა... ვეღარ დავინახე კარგად...
- ვაი, შვილო! - არაბუნებრივი ხმით დაიკივლა ვიღაცამ. უკან გავიხედე. ეს დედა იყო, დედაჩემი. მუხლებში მოკეცილიყო, მამას ეჭირა.
- უნდა გამაგრდეთ. - ამბობდა ვიღაცა.
- წყალი, წყალი...
- ეს რა უბედურება დატრიალდა...
- საწყალი ოჯახი...
- ჰაერი მიუშვით...
- მარიამ! - მანჯღრევდა აბიელი.
- რა მოხდა? ნიკა... ნიკუშას რამე მოუვიდა?
- მომისმინე... - ეტყობოდა რომ სიტყვების პოვნას ცდილობდა. - მის მკვლელს ვიპოვი და ყურებით მოგითრევ შენ თავს ვფიცავარ, ოღონდ ახლა მაგრად უნდა დადგე გესმის?
- მკვლელს? - ვიცოდი რაც მოხდა, უბრალოდ ფაქტის წინაშე დადგომა არ მინდოდა, სწორ აზრს გონებასთან მოსასვლელ ყველა გზას ვურევდი სადმდეც შემეძლო.
- ხო მარიამ... მკვლელს...
- ის, ვინმემ მოკლა? - სკამზე დამსვა თუ არა აბიელმა კაბაზე დავიხედე. - მე კიდევ... მე კიდევ მიხაროდა... ქორწილი მქონდა... ეს... ეს რა მაცვია აბიელ... სახლში წამიყვანე, უნდა გამოვიცვალო. შავი ტანსაცმელი მჭირდება... შავები უნდა მეცვას... თეთრის დრო დამთავრდა... არა აბიელ, არა! - ავყვირდი უცებ. - ამას ვერ გავიაზრებ გესმის? ვერ გავწვდები ამას... ოღონდ სიკვდილი არა... ოღონდ ეს უსაშველობა არა...
- დამშვიდდი გთხოვ...
- უნდა წავყოლოდი... არა, არა, არ უნდა გამეშვა... მე ვთხოვე წასვლა გესმის? მე ვითხარი წასულიყო... ვთხოვე რომ აღარ ეთამაშა, თურქეთში წასულიყო... ჩემი ბრალია აბიელ, ჩემი, მე ვთხოვე რატომ არ გესმის? - ვტიროდი გაუჩერებლად, ვერ მაწყნარებდა აბიელი... აღარ მაწყნარებდა. - რატომ ენა არ მომძვრა, რატომ არ დავმუნჯდი იმ დღეს სამუდამოდ... რატომ გავუშვი ეს რა ადამიანი ვარ, ეს როგორ ვერ ვიფიქრე... ჩემი ძმა, ჩემი პატარა ნიკუშა... როგორ მოკლეს, როგორ მომიკლეს, ღმერთო, მე კიდევ აქ ქორწილს ვიხდი... შავები მჭირდება აბიელ. შავი ტანსაცმელი... გლოვის ფერი... - ლაპარაკი აღარ შემეძლო, აღარც სუნთქვისთვის მქონდა ჟანგბადი. არ მესმოდა ლაპარაკი, მწუხარება, ვეღარაფერს ვხედავდი... უბრალოდ თვალწინ ღიმილიანი, მშვიდი ნიკა მედგა, რომელსაც დროდადრო დასისხლიანებული, დივანზე მიწოლილი სხეული ცვლიდა, შემდეგ გალურჯებული, გულხელდაკრეფილი, თავზე შვილმკვდარი შავოსნები რომ დამხობოდნენ, და შემდეგ ისევ მომცინარი, ოღონდ ამჯერად საფლავის ქვიდან და უფრო თავდაჯერებით.
,, მოსიყვარულე ძმა და შვილი,
ნიკა ჯაში".
სულში აღწევდა მიწის ხმა, თითქოს თითოეულ ჩვენგანში სათითაოდ ყრიდნენ ბიჭები. დედა ყვიროდა, არაადამიანურად, ღმუოდა, არ ემეტებოდა მისი პირმშო, მისი ერთადერათი ბიჭი მიწისთვის... მე კი უბრალოდ ვიდექი, ვაკეთებდი იმას, რაც უკვე ძლივს შემეძლო, - ვიდექი...


- ვიზიარებ მარიამ. - რამდენი მეუბნებოდა ამ სიტყვებს, მაგრამ მე მხოლოდ ერთს შევხედე თვალებში. ეს გეგა იყო. შავი პერანგი და პიჯაკი ეცვა, ასეთ კლასიკურ, სერიოზულ სამოსში პირველად ვხედავდი.
- მადლობა... გასვენებაში არ იყავი.. - აღვნიშნე სხვათაშორის და კარი მივხურე.
- ვერ ჩამოგისწარით, პირდაპირ აეროპორტიდან მოვდივარ.
- აეროპორტიდან?
- მე ხომ უკრაინაში ვიყავი. - დივანზე ჩამოჯდა, პიჯაკი შეიხსნა.
- უკრაინაში. ხო, ნამდვილად, შენ უკრაინაში იყავი... ნიკუშაც იქ იყო... თქვენ... გეგა შეხვდით ერთმანეთს? - დაინტერესებული ჩამოვჯექი მის გვერდით.
- ხო, რომ ჩავედი დავურეკე, ვნახე. ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივ იყო, არ ვიცი რა აკავშირებდა ასეთ ხალხთან ნიკუშას, ქურდებთან...
- კანონიერ ქურდებს გულისხმობ?
- ხო... ამბობენ რომ ვინც დაიჭირეს ხარკოველია. შავი სამყაროს წარმომადგენელი.
- და რა კავშირი ჰქონდა ჩემს ძმას მათთან? - დამშრალმა ცრემლებმა ვეღარ გაიარეს ჩვეული გზა.
- ეგ არავინ იცის, ის ტიპი ჩვენებას არ აძლევს, ეგენი ზოგადად ასე იქცევიან. მარა მოწმეებმა დაადასტურეს რომ ის იყო.
- ღმერთო, რა დააშავა ასეთი...
- ყველაფერი გაირკვევა დამშვიდდი... დედა სად არის?
- თავის ოთახშია... არ ლაპარაკობს, არ ჭამს. გურამი აქცევს ყურადღებას...
- შენ არ გათხოვდი? - ხელი ხელზე მომკიდა და თბილად გამიღიმა.
- შენ წარმოიდგინე და კი... გავთხოვდი, ჯვრისწერის შემდეგ გავიგეთ ეგ ამბავი...
- ნიკუშა ხომ წინა ღამით მოკლეს, არავინ არაფერი გითხრათ?
- როგორც ჩანს ბევრი კეთილისმოსურნე მყავს... არ ჩამიშალეს ქორწილი...
- და აბა აქ რატომ ხარ? ანუ...
- აბიელთან ერთად რატომ არ ვცხოვრობ?
- ხო.
- ცოტა ხანი დრო მჭირდება გეგა... ჩემებსაც სჭირდებათ, განსაკუთრებით ნატალიას. ახლა ვერ დავტოვებ, მამა მუშაობს ხომ გესმის... ცხოვრება გრძელდება...
- კარგია რომ ასე ფიქრობ...
- სხვა რა გზაა...
- ანუ მაინც გათხოვილი ხარ...
- გეგა გთხოვ, არ გვინდა ამ თემაზე, ჩვენ ხომ...
- მეგობრები ვართ? - სიმწრით ჩაიცინა გეგამ. - შენ ხომ იცი რომ მე ყოველთვის მიყვარდი და ახლაც გაგიჟებით მიყვარხარ?
- გეგა უნდა წავიდე, ნატოს ავხედო. - ვცადე თავი ამერიდებინა და წამოვდექი მაგრამ გეგამ არ გამიშვა.
- რატომ გაურბიხარ სულ ამ თემას? ნუთუ იმის ღირსი არ ვარ შენგან რომ ყველაფერი ამიხსნა?
- ასახსნელი რა არის?
- ჩვენ მეგობრები არ ვყოფილვართ მარიამ და ეს ჩვენ რამდენჯერმე ერთად დავამტკიცეთ!
- გეყოფა, მაშინ უბრალოდ მთვრალი ვიყავი!
- მეორედ რომ გაკოცე მაშინაც მთვრალი იყავი?
- გეგა რა გინდა?
- ყველაფერი უნდა მითხრა, აი რა მინდა, თუ ერთობოდი ჩემთან და დრო გაგყავდა სანამ შენი საქმრო კეთილს ინებებდა და გამოჩნდებოდა?
- მე უბრალოდ შეგეჩვიე და შევცდი როცა ვიფიქრე რომ მიყვარდი. - ისევ ვცადე ადგომა, მაგრამ გეგამ ხელი მაჯაში ჩამკიდა.
- მერე გამოჩნდა დევდარიანი და ნახ*ი გეგა, არა?
- მე შენთვის არასდროს მითქვამს რამე, შენ სულ იცოდი რომ დანიშნული ვიყავი და შენ ცოლად არ გამოგყვებოდი.
- ვიცოდი?
- არ იცოდი?
- შენ ხშირად ამბობდი რომ უარის თქმა შეგეძლო, და მართლაც თქვი უარი ოღონდ აბიელის გამო!
- უკვე გითხარი, რომ შენში შევცდი!
- შენში მე შევცდი, შენ ფულმა გადაგძალა, ისევე როგორც ყველა ქალი. დაინახე ,,კრაისლერი", ფულიანი, ტიპი და სად აბიელი და სად გეგა არა? საინტერესოა ახლა რაღას იზავ?
- გეგა სისულელეებს ამბობ უკვე და ნერვები მეშლება!
- არა, მაინტერესებს, რას იზავ ახლა, როცა მეც დავითრიე საკაიფო მანქანა, სახლი, ჩემი სამეები გამიჩნდა, ბიზნესი. იქნებ შეიცვალო ჩემზე აზრი? სანამ ერთად არ დაწოლილხართ არაა გვიანი, სიამოვნებით მოგიყვან ცოლად, რას იტყვი? ხო რა მოხდა, ასე რატომ მიყურებ? თუ თქვენ უკვე... თუმცა რას ვკითხულობ, შენნაირ გოგოს როგორ არ ჩაიწვენდა აქამდე აბიელი საწოლში! - საშინლად ამექავა ხელისგული და ერთი მოქნევით გავარტყი სახეში.
- გაეთრიე ჩემი სახლიდან! - ამას აშკარად არ ელოდა, ცოტა ხანი გაჩუმებული იყო, შემდეგ თვალები ზიზღით აენთო.
- რატომ არაფერს კითხულობ აბიელის შესახებ? არ გაინტერესებს რა ადამიანია შენი ქმარი? შენ მის წარსულზე წარმოდგენაც კი არ გაქვს, იქნებ სულაც მან მოაკვლევინა შენი ძმა?
- რაებს ბოდავ თვითონ მაინც თუ ხვდები?
- რატომ გამორიცხავ? შენ ქმარს ოდნავადაც არ იცნობ, ის სიტყვას არასდროს გადადის მარიამ, არასდროს. უთხრა მოგკლავო და აჰა, შენი ძმა ცოცხალი აღარაა! - მისმა სიტყვებმა ეჭვიანად დამიარა გულში, მაგრამ აბიელი, ჩემი ჭორფლიანი ამას არ იზავდა, ასე ვერ გამწირავდა...
- რაც ვიცი მასზე ისიც საკმარისია, რომ ასე არ ვიფიქრო. მხოლოდ ის ვერ გამიგია ასე რატომ გძულს?
- შენი თავი რომ წამართვა საკმარისი არაა?
- არა, კიდევ არის რაღაც, პირველად რომ გნახეთ ერთად მაშინვე ვიგრძენი. რა მოხდა ასეთი, ძმაკაცი რომ შეგაძულა და მის ცოლს ახლა სიყვარულს უხსნი?
- რატომ თვითონ არ ეკითხები?
- შენ გეკითხები და მიპასუხე, რა მოხდა წარსულში ასეთი? - გეგამ გვერდზე გაიხედა, აშკარად ყოყმანობდა. - გეგა მითხარი!
- კითხე და თვითონ გეტყვის, მაგრამ არა, ის ამას არასდროს გეტყვის.
- ხოდა შენ მითხარი!
- ოდესმე ალბათ გეტყვი... - ფეხზე წამოდგა, პიჯაკი შეიკრა, მერე ჩემსკენ დაიხარა ძალიან ახლოს და თვალებში ჩამხედა. - რითი მჯობია ის მე? - მკითხა გულწრფელად.
- თვალებით. - ვუპასუხე გაუაზრებლად.
- თვალებით?
- ხო, მისი თვალები სიცილის დროს გულწრფელია.
- ჩემი არა?
- შენი ყოველთვის რაღაცას მალავს...
აღარაფერი უთქვამს, იქვე დაგდებულ ტელეფონს დასწვდა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა სახლიდან.
ორმოცი დღე კოშმარულად გაიწელა, დედა სულ ამბობდა რომ ნიკას ხედავდა სიზმარში, მე კი ისე მშურდა მისი... არ მენახებოდა, უამრავ სიზმარში ერთხელ არ ჩნდებოდა. ალბათ ასე მსჯიდა, მართლაც ღირსი ვიყავი... მე გადავარჩინე და მევე წავართვი სიცოცხლე... მე გავწირე... მერე რა თუ შეუცნობლად, მაინც მე ვიყავი დამნაშავე. აბიელს ხელი ჩავკიდე, იგრძნო რომ გამხნევება მჭირდებოდა და მიმიხუტა. გეგასთან ლაპარაკის შესახებ არაფერი მითქვამს და სინდისი მქენჯნიდა. თუმცა დაშვება რომ აბიელმა ნიკუშა მოკლა, რომ ჩემი ძმის მკვლელი ახლა ჩემი ქმარი იყო და მის საფლავზე ერთად ვიდექით ჭკუიდან გადამიყვანა.
- აბიელ....
- რა?
- ნეტავ რას გრძნობს მკვლელი იმ დროს?
- როდის მოეშვები მასზე ფიქრს?
- მკვლელზე?
- ხო... უკვე გითხარი რომ მე გავარკვევდი ამ საქმეს.
- ორმოცი დღე გავიდა...
- იმის თქმა გინდა რომ არაფერს ვაკეთებ?
- არა, უბრალოდ რაც მეტი დრო გადის, მით ნაკლებია შანსი. თანაც მკვლელი ხომ უკვე დაიჭირეს?
- შენ ვინ გითხრა? - ჩემსკენ შემობრუნდა და თვალებში ჩამხედა.
- გეგამ...
- სად ნახე? - ბრაზი ჩაუდგა თვალებში.
- ჩემთან იყო, სახლში. მომისამძიმრა და წავიდა...
- ეგ როდის იყო?
- რა მნიშვნელობა აქვს აბიელ... - ჩემებს უკან გავყევი, მანქანებში ჯდებოდნენ.
- როგორ რა მნიშვნელობა აქვს? როდის იყო შენთან-თქო?
- გასვენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
- და მე ახლა ვიგებ მაგას? - გიჟივით გამოაღო კარი და მანქანაში ჩამსვა.
- რა მოხდა რამ გაგაცოფა?
- ესეიგი ტყუილად გენდობოდი არა?
- ვერ გავიგე რაში მადანაშაულებ?
- იმაში, რომ არაფერს მიმალავ, საერთოდ არაფერს, გარდა გეგასთან დაკავშირებული თემებისა! - იმხელა ხმაზე მიყვირა ყურებზე ინსტიქტურად ავიფარე ხელები. - აღარ გაბედო და აღარაფერი დამიმალო გასაგებია? გიკრძალავ საერთოდ მასთან მიახლოებასაც კი!
- გითხარი სახლში იყო ჩემთან მოსული თქო, სადმე კი არ შევხვდი, ან აქამდე არ გქონდა პრობლემა და ახლა რა მოხდა? გამაგებინე რატომ გძულთ ასე ერთმანეთი?
- საიდან მოიტანე რომ გეგას ვძულვარ? რა გითხრა მიდი, მოყევი თავიდან ბოლომდე! - გიჟივით ატარებდა მანქანას.
- მითხრა რომ... - როგორ არ მსიამოვნებდა ამაზე ლაპარაკი... - მითხრა რომ ჩემი თავი წაართვი და მაგიტომ ვერ გიტანს, მაგრამ მე ვიცი, რომ კიდევ რაღაც მოხდა თქვენს შორის ჩემამდე!
- საიდან მოიტანე?
- შტერი გგონივარ? აბიელ რა დაუშავე ასეთი?
- მე არაფერი, თვითონაა ს*რი და რაც მოსდის ყველაფერი თავისი უტვინობით. - მივხვდი რომ მარტო - რა მოხდას ძახილით ვერაფერს ვათქმევინებდი, ამიტომ პირდაპირ დაშვების კითხვებზე გადავედი.
- ფულზე მოგივიდათ რამე უთანხმოება?
- სად ჰქონდა მაგას ფული...
- აბა გოგოზე? - აბიელი გაჩუმდა და მივხვდი რომ სწორ საკითხს მივაგენი. - ერთი გოგო გიყვარდათ?
- მე არ მიყვარდა, პროსტა მევასებოდა. მერე გამოხტა ეს ს*რი, - მე მიყვარსო. მე კიდე მაშინ... ცოტა ისეთი ტიპი ვიყავი, არც მე დავთმე, არც იმან. იმ გოგოს მე უფრო დავევასე, ეგ იყო და ეგ.
- და თუ არ გიყვარდა ძმაკაცის გამო ერთი გოგო ვერ დაიკიდე?
- საქმე მაგაში არ იყო. გეგამ იმ პერიოდში მაგრად აურია, თამაშობდა, ეწეოდა, სვავდა. ფხიზელი არასდროს იყო, ბევრი საერთო საქმე გააფუჭა, ხოდა რაც დაიმსახურა ის მიიღო, ახლა დგას და მსხვერპლის როლს ირგებს შენთან ეგ ნაბი*ვარი!
- და ახლაც იგივე მოხდა... - ჩავილაპარაკე ჩემთვის, რაღაცნაირად მესმოდა გეგასი...
- რა მოხდა იგივე გოგო? - წამოწითლდა აბიელი და მანქანა გადააყენა. - რა გგონია, არ იცოდა რომ ჩემზე იყავი დანიშნული? თუ ყველაფერი უბრალოდ დაემთხვა? იმ დღიდან გეპათხოდება ეგ ს*რი რაც ის გოგო ავახიე. შენ გგონია ეს რამდენიმე თვეა რაც მე გაგიცანი? ან რა გგონია, რატო დავდე სიკვ.დილზე იმ საღამოს რომ გაკოცა? - ყველაფერი ამერია თავში იმის მაგივრად რომ დალაგებულიყო.
- ესეიგი შენ... შენ მე წლებია მიცნობ?
- იასნია, აქამდე ვერ მიხვდი მაგას?
- და იმ საღამოს გეგა შენ ცემე? - აბიელს თანხმობის ნიშნად აღარ უპასუხია. - თქვენ ორში ამდენი ხანია ომი მიდის და... ღმერთო მე თურმე სად ვზივარ...
- შენ არასდროს არაფერი არ დაგიშავდებოდა...
- აბა ნიკუშას რატომ დაუშვდა?
- გავარკვევ და გეტყვი... - თავი მიატრიალა აბიელმა და სიგარეტს მოუკიდა.
- რაღაც მოხდა, აქ, საქართველოში მოხდა... უკრაინა და ვიღაც ხარკოველი უბრალოდ თემის გადატანაა და მეტი არაფერი. რაღაც მოხდა და ამაში შენც ხარ გარეული აბიელ!
- მარიამ კმარა, რაც გავაკეთე ისინიც მეყოფა სხვისი ცოდვებიც რომ არ შემომტენო ახლა!
- მას შენი ვალი ჰქონდა! - თითქმის ვყვიროდი.
- და ის ვალი შენ გამოისყიდე იმ საღამოს, მისი სიცოცხლის სანაცვლოდ შენი შემომთავაზე, ვსიო მას შემდეგ ყველაფერი განულდა და აღარ გაბრდო ჩემთვის შენი ძმის მოკვლის დაბრალება! რატო გეგაზე არ ფიქრობ იგივეს?
- მასზე რა უნდა ვიფიქრო?
- ძაან საეჭვოდ ხომ არ დაემთხვა შენი ძმის უკრაინაში წასვლა და მისი უკან გაყოლა?
- იმის თქმა გინდა რომ, გეგამ, ბავშვობის ძმაკაცმა მოკლა ნიკუშა?
- ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ მალე გავიგებ, მანამდე კი უკვე გითხარი, აღარ გაბედო და გეგა არ ნახო, გასაგებია?
- და გოგოებთან ერთად თუ გაიჩითა?
- საზოგადოებაში არ მაქ პრობლემა, ცალკე არ ნახო ან მარტო არ დარჩე მასთან.
- შენ მართლა ფიქრობ რომ მკვლელია?
- მე ვიცნობ გეგას და ვიცი რაზეა წამსვლელი.
- კარგი რა აბიელ, გეგამ ვის რა უნდა დაუშავოს.
- საკმარისი დააშავა უკვე, რომ მის გვერდით შენი დანახვა არ მესიამოვნოს! - მანქანა დაძრა, აღარაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. აბიელის სახლში მივედით, უფრო სწორად ჩვენს სახლში. ჩემოდნებიდან ტანსაცმელების და სხვა ნივთების ამოღება დავიწყე. სულ არ მქონდა მაგის თავი, მაგრამ საქმე ყურადღების გადატანაში მეხმარებოდა. კლინიკაშიც მისასვლელი ვიყავი, ბიძაჩემი უკვე ბრაზობდა. როდამდე გამიწელვდა შვებულებას... ფანჯარა გამოვაღე, გარეთ ბევრად თბილოდა ვიდრე სახლში. შემოდგომამ ნელ-ნელა დაატყო ქალაქს თავისი ფერები. ვერც გავიგე ისე გავიდა ზაფხული. ასეთი ქაოსური წელი პირველად იყო ჩემს ცხოვრებაში... მახსოვს ახალწელს, თორმეტ საათზე, თორმეტი ყურძნის მარცვალი გადავყლაპე და ბედნიერება ვისურვე... ერთის მხრივ ამიხდა, აბიელთან გატარებული წუთები გამახსენდა და შემრცხვა ჩემი უმადურობის, შემდეგ ისევ ნიკუშა დამიდგა თვალწინ...
- მარიამ!
- რა მოხდა?
- სად დაფრინავ? - ღიმილით შემოვიდა ჩემი ჭორფლიანი.
- ბავშვობაში... მახსოვს როგორ მიშლიდა ნერვებს... დედა მის გარეშე არსად მიშვებდა, ისიც სიხარულით დამსდევდა უკან და ნორმალურად არ მათამაშებდა...
- შენზე პატარა იყო თუ დიდი?
- პატარა, ათი თვით. - გამეცინა ჩემ მშობლებზე. - ეგრევე მომაყოლეს უკან აქაო და გოგოა სასწრაფოდ ძმა ჭირდებაო. და მის მერე მაწყვეტდა ნერვებს... ერთხელ ისე ვცემე... - გულიანად გავიცინე, აბიელიც ამყვა. - მე ცოტა პუტკუნა ვიყავი, ის გაჩხნიკული. სისწრაფეში მჯობდა, მე ძალაში. ისე ჩავარტყი, მახსოვს, მერე ტირილი დავიწყე, ასე როგორ გავიმეტე-მეთქი. არადა თვითონ არც კი უტირია, წარბი არ შეუხრია... ასეთი იყო, სიკ.ვდილზე რომ დამედო მაინც ჯიუტად ადგებოდა და იგივეს გაიმეორებდა...
- მეც ასეთი ვიყავი...
- ძაან საამაყოა, არაფერს მთხოვნიდა, არასდროს... რაც მისი იყო, მისი იყო და მორჩა, დიდი ძახილის ნიშანი.
- მეც ასე ვარ. - გაიმეორა ისევ. - რაც ჩემია, ჩემია. - წელზე მომხვია ხელები და თვალებში ჩამხედა. - და რომ მოვკვდე, მაინც არ დავთმობ!
- არც მე დაგთმობ!
- არც მე...
- აბიელ...
- მარიამ...
- გიყვარვარ?
- ძალიან!
მომდევნო რამდენიმე დღემ მშვიდად ჩაიარა, კლინიკაში მივედი, მუშაობა გავაახლე, იქიდან დედაჩემი მოვინახულე, ბაღში იყო, ყვავილებს უვლიდა. აშკარად უკეთესობა ეტყობოდა, შეჩვეოდა გარდაუვლობას... ბევრი არ გვილაპარაკია, არცერთი არ ვეხებოდით ჭრილობას. სახლში მისულს აბიელი არ დამხვდა. ტელეფონი ამოვიღე.
- რას შვები?
- აეროპორტში მივდივარ მაარ, შენ რას შვები?
- რა გინდა მანდ?
- იტოკში, ჩემი საქმეც მაქვს და თან ნიკაზეც გაირკვა რაღაცეები. უეჭველი უნდა ჩავიდე რა უცებ დავჯავშნეთ წეღან ბილეთები და გამოვეშვით რა...
- და ეხლა მეუბნები მერე?
- კაი პრასწი რა, ხო გითხარი უცებ უცებ მოხდა.
- და როდის ჩამოხვალ?
- როგორც კი ყველაფერს მოვაგვარებ. მაქსიმუმ სამი დღე, არც კი რაა.
- აუ კაი რა აბიელ...
- არ მოიწყინო ჩემ თავს გაფიცებ. სკაიპი გქონდეს ჩართული, ხშირად გავიჩითები და დაგირეკავ. მალე გავა ძაან ეს დღეები. აი ნახავ.
- აუ რა ვაკეთო მე ახლა მარტომ?
- დაურეკე ნინაჩკას, ნაინას, ლანას, რა ვიცი მე ჩაუჯექით რამე ფილმს ვისკი მოწრუპეთ და მეც მოვალ რა...
- იცოდე ხშირად დაგირეკავ, რამე ნიტო და ხო იცი არა?
- რას გულისხმობ?
- ქერებს!
- ჩემი სულელი, - გაიცინა გულიანად. - შენ მაგაზე არ იდარდო, თავს არავის დავაჩაგვრინებ. აქ დააყენე ბიჭო სადღა მიდიხარ. - მიმართა ვიღაცას. - კაროჩე წავედი მაარ და დაგირეკავ რა ხაზზე იყავი.
- ჭკვიანად.
- შენც.
- მიყვარხარ.
- მეც!

დაჭრის დღე

- მოვიგე! - ყვიროდა ბოლო ხმაზე ნიკუშა და ძმაკაცს ხელით დაატარებდა. ყველა მას უყურებდა, ყველა იღიმოდა. ზოგი გულწრფელად, ზოგიც შურით. - ხო მოვუ**ანი დედა მაინც ა? ხო მაინც ვაჭამე?
- გეყოფა ნუ ყვირი. - შეუბღვირა ბიჭმა. - ეხლა აპარატები ვითამაშოთ.
- ხო არ ღადაობ, დევდარიანისთვის ფული მაქ მისაცემი, რაღა უნდა ვითამაშოთ?
- რამდენი უნდა მისცე?
- სამოცი.
- ხოდა ოცით ვითამაშოთ და ვსიო. აბა რა ჩემ ფეხებად გვეყოფა ათ-ათი?
- ამ ვალს მივცემ დღეს და მერე რაც გინდა ის გავაკეთოთ. - ქურთუკს წამოავლო ხელი ნიკამ და გარეთ გამოვიდა. ბიჭიც უკან მოყვა. ბევრი იარეს სახლამდე, დროდდრო უკან იყურებოდნენ ვინმე ხომ არ მოგვყვებაო, თითქოს თავიანთი კი არა, მოპარული ფული ედოთ ჩანთაში.
- რისთვის მოიგე, რომ მთელი ფული იმ ს*რს მივცეთ? - ვერ მშვიდდებოდა ბიჭი.
- როცა დამჭირდა მომცა ძმაო რა გინდა ვერ გავიგე? მაგისი ვალი მტერს ჰქონდეს, დღეს რომ არ მივცე მომკლავს შენ ძმობას ვფიცავარ, ავიდეთ გადავთვალოთ, მერე მე გავალ მივცემ და რო მოვალ დავიმხოთ ერთი კაი რესტორანი.
- გადააგდე და ეგაა, მოვხიოთ აქედან ხვალვე.
- არა მეთქი ძმაო, როდამდე მოვხევთ ტო, როცა იქნება ხო გადავეყრები სადმე მარიამის საქმროა ბოლობოლო!
- მოკლეებზე გადაჭერი.
- მინდა მე ეხლა გრეხები მაგასთან? - ბნელ ქუჩაში შეუხვია ნიკამ, იგრძნო რომ ძმაკაცი აღარ მოყვებოდა და მოტრიალდა. - რას შვები ტო?
- სხვა გზას არ მიტოვებ ნიკუშ, ეგ ფული მაგრად მჭირდება!
მთვარე არ იყო, არც ლამპიონი ანათებდა ქუჩას, მაგრამ ნიკამ მაინც დაინახა გაელვებული მეტალი, სიცივე და სიცხე ერთდროულად იგრძნო მუცელში, რომელმაც ტკივილნარევი ქაოსი მოიტანა, სისუსტემ დაუარა მთელ სხეულში და ჩაიმუხლა. არაფერი უთქვამს, რაღას ეტყოდა ბავშვობის ძმაკაცს, რომელმაც ფულის გულისთვის სასიკ.ვდილოდ დაჭრილი დატოვა ქუჩის ბოლოს. მთელი ძალები მოიკრიბა და როგორღაც მაინც აათრია დამძიმებული სხეული...
* * *
იმ საღამოს გოგოები ჩემთან დარჩნენ, ისე შევეჩვიე აბიელს, რომ მის გარეშე სახლი უავეჯოც კი მეჩვენებოდა. თითქოს სულ მარტო ვიყავი, ცარიელი, მაშინაც კი როცა ვუყურებდი დაქალების გულიან კისკისს, მე ყველაზე მარტოსული ადამიანი ვიყავი მთელ სამყაროში. წამდაუწუმ ტელეფონს დავყურებდი, მაგრამ აბიელი აგვიანებდა. ისე ჩამეძინა ვერ გავიგე. დილით მისი გამოტოვებული ზარი ვნახე, ოთხ საათზე დაურეკავს, გულზე მომეშვა. პარასკევი იყო, სამსახურის ბოლო დღე, როგორ მიყვარდა... ძალიან ბევრი პაციენტი გვყავდა, ფაქტიურად საოპერაციოს ვერ ვტოვებდი, გვიან გამოვედი, აბიელმა რომ დარეკა უკვე სახლს ვუახლოვდებოდი.
- გაგახსენდა რომ ცოლი გყავს? - მივახალე გაბრაზებულმა.
- რას შვები მარ?
- სახლში შევდივარ, შენ რას შვები რატომ არ დამირეკე აქამდე?
- იცი ახლა სად ვარ?
- სად?
- აეროპორტში, ნახევარ საათში ჩასხდომა იწყება და პირდაპირ სახლში მოვალ.
- სერიოზულად? - ისე გამიხარდა გაბრაზებამ მაშინვე გადამიარა. - აუ რა კარგია, მე კიდევ რა არ ვიფიქრე...
- ხომ ხედავ ვერ ვძლებ უშენოდ?
- რა უნდა ჩამომიტანო?
- ჩამოვალ და ნახავ.
- აუ აბიელ მითხარი რაა. - გული საოცრად ამიფართხალდა. გასაღები გადავატრიალე და სახლში შევედი.
- სიურპრიზია.
- ეგ სიურპრიზი დიდია?
- საკმაოდ.
- აუ მალე ჩამოდი რაა! - ისე ავჟიტირდი კარი აღარც ჩამიკეტია, იქვე მივყარე ყველაფერი და აბაზანისკენ წავედი.
- რამდენიმე საათიც და შენთან ვიქნები. ასე თუ მოგენატრებოდი რას ვიფიქრებდი!
- მართლა... გაარკვიე რამე ნიკუშას ამბავზე?
- კი და გეტყვი რომ მოვალ, ეხლა არ მკითხო არაფერი იცოდე.
- კაი...
- რომელი სუნამო გიყვარს?
- აეროპორტში უნდა მიყიდო?
- აუ შენ თავს ვფიცავარ იქ არ მქონდა ამის დრო!
- ხლოე.
- აუფ... რა ვიცი ეგ მე?
- კონსულტანტს ჰკითხე. აბაზანაში შევდივარ და გელოდები იცოდე, მალე ჩამოდი!
- უარს არ ვიტყოდი ჩემს ჩამოსვლამდე მანდ თუ დარჩებოდი.
- გარყვნილო!
- აეროპორტიდან კისრისმტვრევით მოვალ. - იცინოდა ჩემი ჭორფლიანი.
- წავედი, ჭკვიანად.
- შენც!
თვალები დავხუჭე და ცხელ სითხეში ჩავიძირე. საოცარი განტვირთვაა, მაგრამ სულ მეშინია არ ჩამეძინოს. დიდ ხანს ვინებივრე, სანამ წყალი არ გაცივდა. აბაზანიდან პირდაპირ საძინებელში შევედი და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. ბოლოს ნერვებმოშლილმა უბრალოდ თეთრი თავისუფალი სარაფანი გადავიცვი. საიდანღაც სიგარეტის სუნი ვიგრძენი. ფანჯარას გავხედე, ზუსტად ვიცოდი რომ ყველა დაკეტილი იყო. რაც უფრო მივდიოდი შემოსასვლელისკენ, მით უფრო იმატებდა კვამლი. კიბეებზე ფრთხილად ჩავედი. შემოსასვლელი მოვათვალიერე.
- როგორ ხარ მარიამ?
- გეგა? - შევხტი მის დანახვაზე, ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა. ინსტიქტურად დავიწყე ტელეფონის თვალებით ძებნა. - აქ რა გინდა, როგორ შემოხვედი?
- კარი ღია იყო. - უკან არც იყურებოდა, ისე არტყავდა ნაპასებს. გამახსენდა რომ ტელეფონი აბაზანაში მქონდა. მაგრამ რად მინდოდა? აბიელს ვერ დავურეკავდი, თვითმფრინავში იჯდებოდა. გადავწყვიტე თავი ისე დამეჭირა ვითომ მისი ნახვა ძალიან გამიხარდა და დრო გამეყვანა.
- როგორ ხარ, არ გელოდებოდი. დაჯექი, ყავა გინდა?
- ყავა აბიელმა დალიოს, - შემობრუნდა ცინიკოსი, - ვისკი გექნება.
- არ ვიცი... - ბარისკენ გავიხედე, რომელიც გადაჭედილი იყო აბიელის საუკეთესო სასმელებით. გეგას გაეღიმა და ნელი ნაბიჯებით წამოვიდა. - რას მივაწერო შენი სტუმრობა?
- შენი ნახვა მინდოდა. - პიჯაკი შეიხსნა და დივანზე მოკალათდა.
- ჩემი რატომ?
- არ იცი რატომ?
- არა არ ვიცი, და სიმართლე გითხრა არც მომწონს. - ვეღარ დავმალე სათქმელი.
- აქამდე ხომ მოგწონდა?
- აქამდე გათხოვილი არ ვიყავი.
- სიმართლე გითხრა შენმა გათხოვებამ ჩემთვის ბევრი არაფერი შეცვალა.
- სამაგიეროდ ჩემთვის გახდა მნიშვნელოვანი და გთხოვ წადი სანამ აბიელი მოსულა.
- ჯერ ადრეა. - მაჯის საათზე დაიხედა გეგამ. - თვითმფრინავი ჰაერშია. - შიშმა ერთიანად ამიტანა. მან იცოდა აბიელის ფრენის შესახებ და ზუსტად ის დრო შეარჩია როცა მასთან კონტაქტი ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა.
- რისთვის მოხვედი აქ, რატომ არ მანებებ თავს? ან ვერ გავიგე რაღა ახლა გააქტიურდი ასე ძალიან როცა გავთხოვდი, აქამდე სად იყავი?
- აქამდე ჩემ საქმეებს ვაგვარებდი მარიამ.
- ხოდა როგორც ხედავ შენმა საქმეებმა ჩემთან ძაან დაგაგვიანა.
- ვისკის არ დამისხავ?
- ისედაც გეტყობა რომ ფხიზელი არ ხარ.
- გეშინია?
- რისი?
- ჩემი.
- უბრალოდ მინდა რომ წახვიდე.
- ასე უბრალოდ ვერ წავალ მარიამ. თორე წასვლა ისედაც უკვე გადაწყვეტილი მაქვს.
- აბა როგორ წახვალ?
- ძველ ვალებს ამოვაგდებ და ისე! - ნამთვრალევი მზერა ამაყოლა ფეხებიდან, ტანში უსიამოვნოდ გამცრა. რამე უნდა გამეკეთებინა...
- თუ შენ არ წახვალ, მე წავალ! - ფეხზე წამოვდექი თუ არა გეგამ ერთი ხელით იარაღი ამოიღო, მეორეთი კი დაჯექი-ო მანიშნა. - რას აკეთებ, გააფრინე?
- დაჯექი! - იარაღის დამიზნებამ სწრაფად იმოქმედა ჩემზე და მის ნებას დავყევი. - ხომ გაინტერესებდა ვინ იყო შენი ქმარი? ხოდა ახლა ვარ მოყოლის ხასიათზე და გინდა თუ არ გინდა მომისმენ. - ბარისკენ წავიდა, ერთ-ერთ ვისკს საცობი მოხსნა და ჭიქაში ჩამოასხა.
- უკვე ვიცი, მომიყვა როგორ არ დაუთმეთ არცერთმა ერთმანეთს ვიღაც გოგო.
- ის ვიღაც გოგო არ იყო, მე მიყვარდა ანა!
- სამაგიეროდ მას არ უყვარდი. - ბოთლით და ჭიქით ხელში მომიახლოვდა და გვერდით დამიჯდა, ინსტიქტურად გავიწიე კიდისკენ.
- ხო, ისიც შენნაირი აღმოჩნდა, ფული მეტად უყვარდა ვიდრე ადამიანები!
- რატომ გგონია რომ საგნებით შეგაფასა ან მან, ან მე? რატომ ვერ ხვდები რომ პრობლემა შენშია და არა შენ მდგომარეობაში? - გეგამ ჭიქა გამოცალა და სიმწრით გაიცინა.
- ესეიგი შენ არასდროს გიყვარდი?
- უკვე გითხარი რომ არა, უბრალოდ შევცდი, ასე მეგონა!
- და აბიელი გიყვარს, არა?
- ხო, მიყვარს.
- მასაც ასე უყვარხარ?
- გეგა რა გინდა ჩემგან?
- იცი რომ შენი სარაფანი ძალიან მოკლეა და ლანდი გასდის? - ჩემსკენ გადმოიწია და ზემოდან დამხედა. მის სიტყვებზე მეგონა მთელი სხეული გამეყინა და მხოლოდ თვალებს ვამოძრავებდი.
- უნდა წავიდე... - ასადგომად წამოვიწიე მაგრამ გეგამ მკლავში ჩამავლო ხელი, მეორეთი კი ისევ იარაღი მოიმარჯვა და საფეთქელთან მომიტანა. ცივი მეტალის შეხებაზე ბუსუსებმა დამაყარა. კმაყოფილი მიყურებდა. როგორ მინდოდა ახლა აბიელი შემოვარდნილიყო და ეს ცხოველი ერთიანად გაესისხლა. იარაღი ლოყაზე ჩამოცურდა, ყელს დაუყვა და გულთან შეჩერდა.
- ვისია ეს გული?
- ჩემს მოკვლას აპირებ? - ხმა ამიკანკალდა ამის წარმოდგენაზე, დავიწყებულმა ცრემლებმაც მონახეს მიზეზი თვალებზე ასაბრწყინებლად.
- არ ვიცი, იქნებ ვაპირებ კიდეც... - სახე ძალიან ახლოს მომიტანა.
- გეგა გთხოვ, ჩემს მშობლებზე მაინც იფიქრე... ერთი შვილი მოუკლეს, ახლა მეც რომ... - არ მინდოდა დასრულება, ვეღარც დავასრულე, ცრემლებმა არ მომცა საშუალება.
- იცი აბიელთან რომ მოვედი, - ისე დაიწყო თითქოს ჩემი სიტყვები არც მოუსმენია. - მინდოდა ყველაფერი გამერკვია, მინდოდა მეთქვა რომ ანა სერიოზულად მიყვარდა და მის ცოლად მოყვანას ვაპირებდი.... კარი მაშინაც ღია იყო, კიბეს ავუყევი და საძინებლის კარი შევაღე, იქ ალბათ ახლა თქვენ გძინავთ. - ჩაიცინა ირონიულად, მაგრამ ღიმილი სახეზე მალევე გაუქრა. - გაინტერესებს რა პროცესში იყვნენ?
- არა...
- შენ საყვარელ აბიელს რაფაზე შემოესვა და ....
- გაჩუმდი, აღარ გააგრძელო გესმის?
- მაშინ გავშეშდი, ადგილზე გავქვავდი, ვეღარც წინ მივდიოდი, ვეღარც უკან, ანამ დამინახა, უნდოდა სვანისთვის ეთქვა, მაგრამ მას არაფერი ესმოდა ისე განაგრძობდა მის ......
- შენი მოსმენა აღარ მინდა!
- მოგიწევს!
- გეგა მე რა შუაში ვარ გამაგებინე მე რა დავაშავე?
- მე რომ მეთამაშებოდი და დრო გაგყავდა ეგ ცოტა მიზეზია? შენც მასსავით გამომიყენე!
- მე ხომ აგიხსენი...
- ტყუი! - მკლავზე ხელი მაგრად მომიჭირა და იარაღი ნიკაპქვეშ მომაბჯინა რომ თავი ამეწია.
- შენც ხომ მეთამაშებოდი? შენც ხომ იცოდი რომ აბიელის საცოლე ვიყავი და ამიტომ დაიჭირე ჩემთან ურთიერთობა?
- თავიდან მართლაც ასე იყო, მაგრამ მერე შემიყვარდი!
- რას ეძახი სიყვარულს? იარაღი რომ გაქვს ჩემთვის მოდებული და უყურებ შეშინებული როგორ ვტირი? ესაა შენი სიყვარული?
- არა მარიამ, ესაა სიყვარულსა და სიძულვილს შორის ის ერთი ნაბიჯი! საინტერესოა რას იზავს შენი ქმარი იგივე მდგომარეობაში რომ დავხვდეთ მე და შენ, რაშიც თავისდროზე თვითონ დამხვდა?
- მანიაკი ხარ... - სიტყვის თქმა არ დამაცადა ისე მეცა ტუჩებზე და ზემოდან მომექცა. უკვე ფეხებზე მეკ*და იარაღი მოწყვეტით ვურტყავდი სადაც შემეძლო.
- გაჩერდი, ნუ ფართხალებ. - მე არ ვჩერდებოდი. - მარიამ გეყოფა არ მინდა რამე დაგიშავო!
- ამაზე მეტი რა უნდა დამიშავო? გამიშვი შე ცხოველო! - ხელები თავს ზემოთ ცალი ხელით დამიჭირა, ფეხებს ვურტყავდი და მოულოდნელად მათ შორის მომექცა. კმაყოფილმა დამხედა და თავისუფალი ხელი ფეხებზე ამაყოლა. განწირულად ავკივლდი, ვაკეთებდი ყველაფერს რაც შემეძლო მაგრამ მისი მარწუხებიდან თავი ვერაფრით დავიხსენი. არ ჩქარობდა, ტკბებოდა ჩემი ტანჯვით. ვფართხალებდი იქამდე სანამ ძლიერი გარტყმა არ ვიგრძენი სახეში.
- ხომ გთხოვე არ იფართხალო თქო? - სარაფანს წაეტანა და უფრო ავკივლდი. - თუ არ გაჩერდები გესვრი მარიამ!
- მესროლე შე ნაბი*ვარო, მესროლე, შენ შეხებას სიკვდილი მირჩევნია, გულს მირევ, ყველაზე საზიზღარი ადამიანი ხარ, ნიკუშას მკვლელიც კი შენზე უარესი ვერ იქნება!
- რა თქმა უნდა, ვერ იქნება. ის ხომ მე ვარ? - გაიღიმა. ენა ჩამივარდა. თითქოს მთელ სხეულზე დამბლა დამეცა. გამახსენდა აბიელთან დიალოგი, მისი უკრაინაში ყოფნა მკვლელობის დღეს. ამით ისარგებლა და ტუჩებზე კვლავ დამაცხრა. გულისრევის შეგრძნებამ ახლა ორმაგად შემიპყრო, იმ წუთას ნიკას მკვლელი მეწვა ზედ, მკოცნიდა, მთელ სხეულზე დაათარეშებდა მის საზიზღარ ხელებს, ცხოველურად მეფერებიდა და ადგილს არ მიტოვებდა შეუხებელს. იმხელა ზიზღი ვიგრძენი და მისგან გამოწვეული ძალა, რომ დღესაც არ მახსოვს როგორ გავითავისუფლე თავი და გადმოვაგდე დივნიდან. მაგიდაზე დადგმული ბოთლი და ჭიქა ერთდროულად დავეცი თავზე და კარისკენ გავიქეცი, შემდეგ იყო გასროლის გამაყრუებელი, შემზარავი ხმა და საშინელი ტკივილი ზურგის არეში... ხელებზე დავეცი, ბოლო ძალებით გადმოვტრიალდი და თავზე მდგარი გეგას დანახვაზე სიმწრით გამეცინა.
- ეს გული აბიელისა, გესმის გეგა? ჩემი ჭორფლიანის, ჩემი სიყვარულის და ტყუილად ცდილობ მის გაჩერებას... - კიდევ მინდოდა რაღაცეების თქმა. ვგრძნობდი უკანასკნელად ველაპარაკებოდი. მაგრამ ძალა არ მეყო, ეგეც ძლივს ამოვიხრიალე, მერე გეგა გაბუნტდა, ირგვლივ ყველაფერი დადუმდა და ჩამუქდა...
გონს რომ მოვედი თეთრმა სინათლემ თვალები მომჭრა. მიმოვიხედე, ირგვლივ არაფერი იყო გარდა მოწრიპინე აპარატებისა. აშკარად პალატაში ვიყავი და გამიხარდა. გამეღიმა როცა წარმოვიდგინე როგორ უთხრა ექიმმა ჩემ მშობლებს რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ისინიც ბედნიერები ელოდებოდნენ ახლა ჩემს ნახვას. საათს გავხედე, საღამოს რვა საათი იყო, რატომ არ მოდიოდა არავინ? ექთნის გამოძახების ღილაკი მოვიძიე და დაჭერის შემდეგ დაველოდე.
- მარიამ! - ღიმილით შესძახა ლიკამ როგორც კი გაღვიძებული დამინახა.
- რა კარგია აქ რომ მომიყვანეს, ჩემს კლინიკაში... როგორ ხარ?
- კარგად, შენ როგორ გრძნობ თავს?
- ალბათ კარგად, გამაყუჩებლები მაქვს გაკეთებული?
- კი...
- მტერს, ეს რომ გაივლის. სად არიან ჩემები? - ლიკა შეცბა.
- შენები?
- ხო. დედიკო, მამაჩემი, აბიელი... შემოიყვანე რა...
- აქ არ არიან...
- რას ამბობ... როგორ არ არიან, აბა სად არიან...
- ნატალიამ შენი ამბავი რომ გაიგო, ინფაქტი მიიღო მარიამ... - თავი დახარა გოგონამ.
- მერე? როგორ არის ახლა?
- ვერ გაუძლო...
- რას ვერ გაუძლო, - წამოვიწიე თავზარდაცემული მაგრამ ლიკამ არ დამანება. - როგორ თუ ვერ გაუძლო... რისი თქმა გინდა, რომ დედიკო... დედაჩემი... ღმერთო... ღმერთო... სადაა გურამი?
- მარიამ უნდა გამაგრდე...
- მამაჩემი სადაა? - ჩემს ყვირილზე ექიმები შემოვიდნენ, ბიძაჩემიც შემოყვა. თვალები ჩაშავებოდა, გამხდარიყო, ერთი ორად დაბერებულიყო ეს ახალგაზრდა კაცი. - რეზი გურამი სადაა?
- არ ვიცი რა გითხრა, დამამშვიდებელი გაუკეთე რა ეკა. - სთხოვა ექთანს, მანაც უცებ მოამზადა ყველაფერი და ჩემს წვეთოვანს მოადგა.
- სიმართლე უნდა მითხრა... დედა, გურამი... აბიელი? ის სადღაა?
- გურამს რომ შეატყობინეს შენსა და ნატალიაზე საჭესთან იჯდა... ავარია მოუვიდა და...
- და?
- ძალიან მძიმედ იყო მარიამ, არცერთი ორგანო აღარ იყო მწყობრში, ოპერაციასაც კი ვერ გაუძლო.
კოშმარები თანდათან მატყდებოდა თავს, საკვირველი ის იყო, რომ არ ვტიროდი. ალბათ ვერ ვიაზრებდი შექმნილ მდგომარეობას.
- აბიელი კი უკვე რამდენი ხანია ციხეშია...
- რისთვის?
- გეგას მკვლელობისთვის, იმ ბიჭის, შენ რომ გესროლა... - სათქმელი აღარაფერი მქონდა და ვდუმდი.... წამის წინ ყველა მყავდა, ახლა აღარავინ. დამამშვიდებელსაც თავისი გაეტანა... - ამბობენ მალე გამოუშვებენო, მისი ადვოკატის თქმით თავს იცავდა და შემოაკვდა...
- შეიძლება მარტო დავრჩე?
- მარიამ...
- გთხოვ რეზი...
რამდენიმე წამში პალატა დაიცალა და ძალიან ვინანე, ეს ხალხი თითქოს ახერხებდა რომ ტკივილი ჩემთან არ მოეშვათ, როგორც კი გავიდნენ კი ხელები ავიფარე სახეზე და ბოლო ხმაზე ავღრიალდი... უყველაფრო, უსულო, ცარიელი სხეული დავრჩი, ახლა შვება მხოლოდ ცრემლებსღა მოჰქონდა... ხოდა მეც ვტიროდი, სადამდეც შემეძლო ვტიროდი და ვტიროდი...
* * *
აბიელი გაუჩერებლად რეკავდა მარიამთან როგორც კი მისმა ტელეფონმა კვლავ იპოვა სიხშირე. მთელი გზა გიჟივით მოქროდა და ზარებს არ წყვეტდა. საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები რომ გეგას შესახებ არ გააფრთხილა. უბრალოდ მაშინ ფიქრობდა რომ ამის გაგება მარიამზე შეუქცევადად იმოქმედებდა და შეეძლო რამე გამოუსწორებელი შეცდომა დაეშვა. ახლა ნანობდა, და უფრო ძლიერ ინანა როცა დაკეტილი კარი შეგლიჯა და მის წინ სისხლში მოცურავე თავისი ცოლი დაინახა. გულს ზემოთ პატარა სისხლისფერი წერტილი დატყობოდა მის მარიამს თოვლივით თეთრ სარაფანზე, სხეულქვეშ კი წითელი სითხე ბლანტად მოედინებოდა. აბიელმა გაგიჟებული მზერა გოგონას თავთან დამხობილ გეგაზე გადაიტანა, საიდანღაც სირენების ხმაც ჩაესმა...
- მისი მოკვლა არც მიფიქრია... - თავი ასწია ბერიძემ და შეშლილი გამომეტყველებით დევდარიანს მიაშტერდა. - ხომ იცი რომ მიყვარდა...
იმის გააზრებამ რომ მარიამი ცოცხალი აღარ იყო აბიელს ზარი დასცა. თვალებში წამიერად დაუბნელდა. გააფთრებული ეცა გეგას და ერთი მოქნევით შორს გაისროლა, ეს არ ეყო, ახლა მთელი სამყარო რომ დაენგრია გულს მაინც ვერაფერი მოუოხებდა. გიჟივით დაადგა ბერიძეს, ფეხზე ძალით წამოაყენა, ერთი ხელი პერანგში ჩაებღუჯა, მეორეთი კი გამწარებული მუშტებს ურტყავდა. ყველგან მიახეთქა სადაც შეეძლო. ყველა ძვალი სათითაოდ ჩაუმტვრია... პოლიციელების ყვირილმა ვერაფერი შეასმინა, იქამდე ურტყა უსულო სხეულს სანამ ძალა ბოლომდე არ გამოეცალა...
ღრიალით ჩასვეს ხელბორკილდადებული დევდარიანი საპატრულო მანქანაში, მთელი ბრიგადა ცდილობდა, მაგრამ ვერაფრით დაიმორჩილა გაცეცხლებული ბიჭი. მარიამისკენ იწევდა, რომელიც საკაცით მიყავდათ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს. მხოლოდ მაშინ მისცა სხეულს მოდუნების უფლება, როცა ექიმების მანქანა თვალს მიეფარა, პოლიციელებმაც ისარგებლეს ამით და სასწრაფოდ ჩასვეს მანქანაში.
თავი ჩახარა დევდარიანმა, სველმა სითხემ დაუნამა უტეხი თვალები. აღარც ამოუხედავს მის მერე... აზრს ვეღარ ხედავდა თავის ცხოვრებაში. უბრალოდ იჯდა და ჩაჰყურებდა მარიამთან ერთად აშენებული ოცნების ნანგრევებს. სიკვ.დილის შეუვალ ცელს მოენგრია ყველა კოშკი მისთვის და ერთადერთი სურათი, რაც გონებას წარმოედგინა იყო მარიამი, თეთრი კაბით, ოღონდ ქორწილის, ანთებული ბედნიერი თვალებითა და საოცარი ბავშვური ღიმილით.

* * *
რაც საავადმყოფოდან გამოვედი მხოლოდ ერთხელ ვიკითხე ამბავი, აბიელის შესახებ, რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ ადვოკათს უთქვამს რომ ჩემი გადარჩენა შეძლეს და ახლა უკვე გაორმაგებული ძალებით ცდილობდა ციხიდან გამოღწევას. ყველაფრით დაცლილს ჩემთვის მნიშვნელობა აღარაფერს ჰქონდა. უბრალოდ აღარ შემეძლო არც აბიელის და არც ჩემი მშობლების სახლში გაჩერება. გადავწყვიტე შვედეთში წავსულიყავი, ჩემ ბავშვობის მეგობართან, თათიამ სიხარულით მიიღო ეს ამბავი და ბევრი ხვეწნის შემდეგ დამპირდა რომ რამე პატარა ბინას მიშოვიდა. არ მინდოდა მის ოჯახს ტვირთად დავწოლოდი, თანაც ასეთი განადგურებული, არაფრისმთქმელი თვალებისთვის ეყურებინათ ყველას... ბარგი უკვე ჩალაგებული მქონდა, უჯრიდან რვეული და კალამი ამოვიღე, რამე მაინც უნდა მეთქვა აბიელისთვის, ასე უყველაფროდ ვერ წავიდოდი... თქვი ჩავხარე და ფურცელს დავაკვირდი, რა უნდა დამეწერა? არ ვიცი... რასაც მოვიფიქრებდი...

,, ჭ ო რ ფ ლ ი ა ნ ს
არ ვიცი რა გითხრა, რა დავწერო, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი აბიელ... პირველად რომ გნახე, მას მერე არ ყოფილა დღე, რომ შენზე არ მეფიქრა. შენი სიცილი, შენი თვალები... ჩემთვის ასეთი საყვარელი ჭორფლები... შემიყვარდი აბიელ, ჩემ თავზე მეტად შემიყვარდი... ალბათ ჯერ კიდევ მაშინ, რამდენიმე დღისას თავზე რომ დამხედე და ბალიშისქვეშ დამიტოვე ერთიციდა კალიცო... მე არ მახსოვს, მაგრამ მჯერა, რომ იმ დღიდან ხარ ჩემს გულში... შენ მაჩუქე უბედნიერესი წუთები, რომლებიც არასდროს განმიცდია მაგრამ, სწორად შენ მოგყვა თან ეს კოშმარები... სიკვდილი... სიკვდილი და უდიდესი ტკივილი... არ გამამტყუნო გთხოვ... მე ადამიანი აღარ ვარ აბიელ, ფიტული ვარ, უსულო სხეული... როგორ მინდა ახლა ჩამხედო თვალებში... მითხრა რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს, რომ ისევ აივსება ჩვენი სახლი სიხარულით... რომ მალე ირბენენ ჩვენს ოთახებში პაწაწინა არსებები... რომ ,,ყველა ტკივილი წავა და ბედნიერება მოვა"', რომ გეყვარები კუბოს ფიცრამდე და ტკბილად შევაბერდებით ერთმანეთს...
მაგრამ...
შენ აქ არ ხარ...
მე კი მივდივარ...
მივდივარ აბიელ... აქ ვეღარ გავძლებ, აქ ვერ ვისუნთქებ... და თუ ოდესმე, სადმე შევხვდებით, ჩავთვლი, რომ შეცდომა დავუშვი, რომ ახლა, ამ წამს ყველაზე სულელი ადამიანი ვარ, მივხვდები, რომ... ტყუილად გავიქეცი და... ,,ადამიანები ვერ გაურბიან ბედისწერას"
სიყვარულით,
მ ა რ ი ა მ ი".
* * *
რამდენიმე წამი უხმოდ უყურა წერილს აბიელმა. შემდეგ ადვოკატის მიცემულ საბუთებს დახედა. პირობითი იმაზე დიდ ხანს უწევდა, ვიდრე თვითონ ფიქრობდა, ხელის მოწერის დღეს გადახედა, კვირაში ერთხელ... ერთი კვირა ეყოფოდა? აბიელს ალბათ არა, მაგრამ ჭორფლიანს ნამდვილად ეყოფოდა. გაეღიმა, წერილი ორად გადაკეცა და ტელეფონი მოიმარჯვა.


* * *
სუნდბიბერგზე მივსეირნობდი, მკაცრი, მშრალი ყინვები მზეს მოეტეხა. ველოსიპედისტების ზარი მიწვდა ჩემს სმენას, ცალი ყურსასმენი გამოვიძრე. შუქნიშანს დაველოდე და გზა გადავკვეთე. რამდენიმე წამი გავჩერდი, უაზროდ მივშტერებოდი მონიტორინგის მანქანას და ვერ გამეგო რატომ არ მინდოდა წინ წასვლა. უეცრად ჩემთვის საოცრად ტკბილი, მონატრებული სურნელი ვიგრძენი და შემოვბრუნდი. გზასთან გაჩერებულ ,,კრაისლერთან" მძღოლს ჩაემუხლა და საბურავს უშვებდა, ბიჭის თეთრ პერანგს შავი ჟილეტი ძალიან შვენოდა განიერ მხრებზე, თმა უკან გადმოეწია. მომენტალურად თავი ანება მანქანას და შემობრუნდა. მე უკვე თვალები მქონდა აწყლიანებული და აბღავლებას ცოტაღა მაკლდა. ჭორფლიანმა გაიღიმა.
- ვიღაცას პრობლემები აქვს. - ვითხარი და სიხარულისგან გადმოვარდნილი ცრემლი ჟაკეტით შევიმშრალე.
- რა ქერა თმა გაქვს...
- შუა გზაზე მანქანა გაგიფუჭდა, საბურავი გაქვს შესაცვლელი და შენ მხოლოდ იმაზე ფიქრობ რომ ქერა თმა მაქვს?
- დამეხმარები? - თავით მანქანაზე მანიშნა ჭორფლიანმა და წამოდგა.
- დანკრატი გაქვს?
ორივეს გაგვეცინა. აბიელი მომიახლოვდა, წინ ჩამოყრილი თმა გადამიწია და თვალებში ჩამხედა.
- ყველაფერი კარგად იქნება ჩემო პატარავ, სიყვარულს ძალიან, ძალიან დიდი ძალა აქვს, ტკივილს მალე შეცვლის ბედნიერება, ჩვენი სახლი კვლავ აივსება სიხარულით და პატარა არსებებიც ირბენენ ხშირად...

ე პ ი ლ ო გ ი
თვე ზუსტად არ მახსოვს, გაზაფხული იყო, ალბათ აპრილი, ნამდვილად, ჰაერში ყვავილების სასიამოვნო სუნი ტრიალებდა და თბილოდა, საიდანღაც ბავშვების ჟრიამულიც მესმოდა. ლურჯი ჟაკეტი მეცვა, გრძელი, გამომშრალ ასფალტს დავყურებდი, ყურსასმენები მეკეთა და ალან ვოლკერის ,,Faded-ს" ვუსმენდი. არ ვიცი რატომ გამოვედი იმ დღეს გარეთ ასე უბრალოდ, რატომ არ ჩავჯექი მანქანაში და ისე გადავწყვიტე მეგობართან მისვლა. თუმცა როგორ არ ვიცი, ეს ჩემი წინათგრძნობა იყო, წერა... უფრო სწორად დაწერილი... იქ, ზემოთ... ან ქვემოთ, (ვიცინი). რადგან აბიელი ყოველთვის ამ ორის გასაყარზე იდგა...
ეძღვნება მათ, ვისაც სჯერა, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს, რომ მოსახდენი მაინც მოხდება, რომ ვერანაირი ძალა აღუდგება წინ დაწერილს და რომ ის უბრალოდ დაჯდება და დაწერს, - ,,ადამიანები, ვერ გაურბიან ბედისწერას!"

...............................................
ავტორი: მარი მაყიშვილი.



№1  offline წევრი goddess

ძალიან კარგი იყო სიუჟეტიც,პერსონაჟებიც და ისტორიაც.მომეწონა და გელოდები ახალი ისტორიით

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რატომ გაწყვიტე მთელი ოჯახი? სულ სხვა განწყობით დავიწყე ამ ისტორიის კითხვა, მაგრამ მე იმედები გამიცრუა. ნამდვილი მეგობარი რაღაც სპორტული ჟინის გამო მეგობარს გოგოს არ აახევს. ჭორფლიანზე ზუსტად იმ ადგილას გამიჩნდა გულისრევის შეგრძნება, როდესაც გეგამ ყველაფერი მოუყვა. ასეთ კაცებს სიყვარული არ შეუძლიათ. ვერც იმ აზრს ჩავწვდი, თუ ჭორფლიანმა იცოდა ნიკუშას სისუსტე (თამაშისკენ მიდრეკილება) სხვანაირად დახმარებოდა და არა ძველბიჭურად.

 


№3  offline მოდერი Marry Amm

goddess
ზალიან კარგი იყო სიუჟეტიც,პერსონაჟებიც და ისტორიაც.მომეწონა და გელოდები ახალი ისტორიით

მადლობა, მადლობა, ზოგადად ვერ ვძლებ რომ არ დავწერო ამიტომ მოსალოდნელია უახლოეს მომავალში ❤️

Chikochiko
რატომ გაწყვიტე მთელი ოჯახი? სულ სხვა განწყობით დავიწყე ამ ისტორიის კითხვა, მაგრამ მე იმედები გამიცრუა. ნამდვილი მეგობარი რაღაც სპორტული ჟინის გამო მეგობარს გოგოს არ აახევს. ჭორფლიანზე ზუსტად იმ ადგილას გამიჩნდა გულისრევის შეგრძნება, როდესაც გეგამ ყველაფერი მოუყვა. ასეთ კაცებს სიყვარული არ შეუძლიათ. ვერც იმ აზრს ჩავწვდი, თუ ჭორფლიანმა იცოდა ნიკუშას სისუსტე (თამაშისკენ მიდრეკილება) სხვანაირად დახმარებოდა და არა ძველბიჭურად.

პროლოგში აღვნიშნე რომ აბიელი არ იყო წმინდანი და ის მუდამ ბოროტისა და კეთილის გასაყარზე იდგა, ჭორფლიანი არ არის ანგელოზი პერსონაჟი, ბოლოსდაბოლოს კაცი მოკლა, ვფიქრობ ისტორია სრულიად შეესაბამება რეალობას და როგორც ავტორმა ასე გადავწყვიტე მოქმედი გმირების ბედი. მაპატიე თუ სხვა ემოციით დაიწყე და დასასრული შენს წარმოდგენას არ შეესაბამა ❤️

 


№4  offline მოდერი Marry Amm

meocnebe avadmyopi
ეს რა იყო
იცი მაინც რამდენი ხანი ველოდი ამ ისტორიის შემდეგ თავს
სწორედ ასეთი დასასრული მჭირდებოდა
მჭირდებოდა იმიტომ რომ დავრწმუნებულიყავი იმაში რომ მე ეს ისტორია შემიყვარდა
ძალიან ძალიან ძალიან,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,მაგარი იყო
სასწაული,უბრალოდ საოცრება heart_eyes heart_eyes

როგორ მიხარია რომ ასე ძალიან მოგეწონა, მადლობა შენ ჩემი გახარებისთვის ❤️

 


№5  offline მოდერი ენემი

ვუიმეეეე heart_eyes რა კარგი იყოოო heart_eyes ნიკუშა? ჩემი ნიკუშა? არ მინდოდა რომ მომკვდარიყო მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო. არ ვიცი რა ვთქვა ამეტირა მაგრამ მაინც ბედნიერ ვარ რომ ასეთი შეუდარებელ გვყავხარ ჩვენ kissing_heart

 


№6  offline მოდერი Marry Amm

ენემი
ვუიმეეეე heart_eyes რა კარგი იყოოო heart_eyes ნიკუშა? ჩემი ნიკუშა? არ მინდოდა რომ მომკვდარიყო მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო. არ ვიცი რა ვთქვა ამეტირა მაგრამ მაინც ბედნიერ ვარ რომ ასეთი შეუდარებელ გვყავხარ ჩვენ kissing_heart

ჩიკომ ისე მიმტუქსა დღეს სულ დაღვრემილი დავდივარ, სიამოვნებით გავიბერე შენ კომენტარზე, ყველაზე მაგარი მკითხველები მყავხართ <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

Marry Amm
goddess
ზალიან კარგი იყო სიუჟეტიც,პერსონაჟებიც და ისტორიაც.მომეწონა და გელოდები ახალი ისტორიით

მადლობა, მადლობა, ზოგადად ვერ ვძლებ რომ არ დავწერო ამიტომ მოსალოდნელია უახლოეს მომავალში ❤️

Chikochiko
რატომ გაწყვიტე მთელი ოჯახი? სულ სხვა განწყობით დავიწყე ამ ისტორიის კითხვა, მაგრამ მე იმედები გამიცრუა. ნამდვილი მეგობარი რაღაც სპორტული ჟინის გამო მეგობარს გოგოს არ აახევს. ჭორფლიანზე ზუსტად იმ ადგილას გამიჩნდა გულისრევის შეგრძნება, როდესაც გეგამ ყველაფერი მოუყვა. ასეთ კაცებს სიყვარული არ შეუძლიათ. ვერც იმ აზრს ჩავწვდი, თუ ჭორფლიანმა იცოდა ნიკუშას სისუსტე (თამაშისკენ მიდრეკილება) სხვანაირად დახმარებოდა და არა ძველბიჭურად.

პროლოგში აღვნიშნე რომ აბიელი არ იყო წმინდანი და ის მუდამ ბოროტისა და კეთილის გასაყარზე იდგა, ჭორფლიანი არ არის ანგელოზი პერსონაჟი, ბოლოსდაბოლოს კაცი მოკლა, ვფიქრობ ისტორია სრულიად შეესაბამება რეალობას და როგორც ავტორმა ასე გადავწყვიტე მოქმედი გმირების ბედი. მაპატიე თუ სხვა ემოციით დაიწყე და დასასრული შენს წარმოდგენას არ შეესაბამა ❤️

ანგელოზ პერსონაჟებს ვერც მე ვიტან ისტორიაში, რა თქმა უნდა უნაკლო ვერანაირად იქნება ადამიანი. მაგრამ აბიელის ცუდი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ვერ შევატყვე მას სინანული. როცა ბედნიერ ცხოვრებაზე ჰქონდა პრეტენზია,საპასუხოდ რაღაც უნდა გაემეტებინა. ისე ბედნიერებას არ აქვს ფასი.
მომწონს შენი წერის მანერა და ამიტომაც სულ ინტერესით ველი ახალ ისტორიებს. ეხლაც მინდა უფრო და უფრო უკეთესი ისტორიებით გაგვანებივრო, და უკვე ველი ახლებს. წარმატებებს გისურვებ

 


№8  offline წევრი Chameleon ))

მთელი დღე ვეძებდი ჩანიშნულ ისტორიებში "რამე ისეთს" მახსოვდა, როგორ არ მახსოვდა რომელი მოთხრობა იყო. დავიწყე და ისე ტკბილად წავიკითხე უკვე მერამდენედ...
ძალიან მომწონს ♡

 


№9  offline მოდერი Marry Amm

Chameleon ))
მთელი დღე ვეძებდი ჩანიშნულ ისტორიებში "რამე ისეთს" მახსოვდა, როგორ არ მახსოვდა რომელი მოთხრობა იყო. დავიწყე და ისე ტკბილად წავიკითხე უკვე მერამდენედ...
ძალიან მომწონს ♡

მიხარია <3

 


№10  offline წევრი Papuna

ძალიან მომეწონა რაღაც თბილი ემოციები დამიტოვა❤

 


№11  offline მოდერი Marry Amm

Papuna
ძალიან მომეწონა რაღაც თბილი ემოციები დამიტოვა❤

მიხარია რომ მოგეწონა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent