შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელად სადღაც


5-02-2017, 19:46
ავტორი nimi
ნანახია 1 519

იცი რამახსოვს? გზაზე გადავდიოდი, შუქნიშანი წითელს აჩვენებდა, მე ყურსასმენები მეკეთა და ჩემს სამყაროში ვიყავი, მუსიკა ძალიან ხმამაღალი იყო, მაგრამ მაინც გავიგე შენი ხმა. მახსოვს როგორ დაიყვირე ჩემი სახელი. მახსოვს ისიც, როგორ მოვტრიალდი და როგორ მოვიშორე ყურსასმენები, თითქმის გადავლილი მქონდა გზა, მაგრამ უკან მოვბრუნდი, მანქანებმა გზა დამითმეს და შენთან აღმოვჩნდი.ვერც კი ავღწერ რა ვიგრძენი იმ წამს, ზუსტად ვიცი სხვას რომ დაეძახა, ვერ გავიგებდი მაგრამ შენი ხმა გავიგე. გამიკვირდა, არველოდი, მწვანე ფორმა გეცვა და თავზე შავი პატარა ქუდი გეხურა, იცი ძალიან გიხდებოდა, ძალიან. თუმცა ვერ გავბედე ეს შენთვის მეთქვა, ვიდექი და თვალებში გიყურებდი ჯიუტად. გამიხარდა შენი ნახვა ერთი წლის შემდეგ . ისევ ისეთი იყავი ზუსტად ისეთი მაგრამ გაზრდილი და უფრო დასერიოზულებული . შენს თვალებში ტკივილს ვხედავდი და მიზანს, აუხსნელს.ნეტავ კიდევ ბევრი იყოს მსგავსი შემთხვევა, ნეტავ ყოველ წამს ასე ხდებოდეს, ყოველ წამს. საიდანღაც ჩნდებოდე და მეძახდე გაუჩერებლად. ნეტავ მეხუტებოდე და არ მიშვებდე. ვიცი, ძალიან ბევრს ვითხოვ ვიცი. მაგრამ შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ, შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია. ხოდა ესეც უნდა შეძლო იმიტომ რომ შენი ბრალია, ესე არანორმალურად რომ მიყვარხარ, ზოგჯერ ისეთ სიგიჟეებზე ვოცნებობ, მეშინია არ გავგიჟდე, მეშინია უშენოდ არ გავგიჟდე!



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ყველაფერი კარგად იქნება... ჩაგიხუტებს და აEარ გაგიშვებ ს

 


№2  offline წევრი nimi

terooo
ყველაფერი კარგად იქნება... ჩაგიხუტებს და აEარ გაგიშვებ ს

ვიცი, მჯერა ❤

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent