გაყინული წუთები.თავი 5
მოლოდინი ძნელია,ძნელია ლოდინით დაღლილი თვალები და უძილობით გატარებული ღამეები,როცა ერთ ზარს ელოდები და ტელეფონი ხელში გიჭირავს.ავადმყოფობად ექცა ტელეფონთან ყოფნა,ხელიდან არ უშვებს და ზემოდან დაჰყურებს,რადგან ელოდება,ელოდება თუნდაც ერთ ზარს,ერთ შეტყობინებას მაგრამ არ არის,არ რეკავს არც არანაირი მინიშნება, აპარატი დუმს დღეები კი გადის,ასევე კვირეები და უკვე ერთი თვე გავიდა რაც არ იცის არაფერი და უკვე იმედგაცრუების გრძნობა იპყრობს,მიუხედავად იმისა იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ და კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს,ასევე ორივეს უყვარდათ ძლიერ და გრძნობდნენ იმდენად ახლოს ერთმანეთს,რომ ორივე ფიქრობდა ისინი ერთმანეთისთვის გაჩნდნენ,მაგრამ აღმოჩნდა,რომ თურმე არც არაფერი არ ყოფილა ასე იდეალურად როგორც ეგონათ.სამწუხაროდ, დიახ ეგონათ.გაცრუვდა ლოდინი,გაცრუვდა იმედებიც და ლამაზი სიყვარული მხოლოდ ზღაპრებში არის მიღებული და არა რეალურ ცხოვრებაში და აი აქ დასრულდა ბედნიერება,როგორც ზაფხულის მოკლე რომანი.ვეღარც სიცივეს გრძნობდა,ვეღარც წვიმას,იჯდა შუქს მოფარებულში მისი საყვარელი ხის ძირში და ცას უცქერდა,ასევე ჩუმად და უხმოდ ტიროდა,წამოდგა და ნელი ნაბიჯებით წელში მოხრილი ტკივილისაგან და სიცივისაგან ჩუმად,ფეხაკრებით შევიდა მის ოთახში.კიდევ ერთხელ დახედა ტელეფონის ეკრანს და გულნატკენმა დადო საწოლთან მდებარე ტუმბოზე.გაიხადა,მისი საყვარელი საღამური ჩაიცვა და შეწვა საწოლში.ცოტა ხანში კარები გაიღო და მის საწოლთან ფეხაკრებით მივიდა შვილის ტკივილით თავადაც შეწუხებული მამა. -არ გძინავს ჩემო პრინცესა? -კარებზე უნდა დააკაკუნო შემოსვლის წინ. -როდის მერე გადაწყვიტე ეს?გაუკვირდა მამას. -მამა ცუდ ხასიათზე ვარ და უნდა დავიძინო. -რა გჭირს შვილო,რა გემართება. -არაფერი არ მემართება,მხოლოდ ის რომ მინდა დავიძინო. -გგონია ვერ ვხვდები?გგონია არ ვიცი რატომ ხარ ასე? -რას ხვდები და რა იცი,არაფერიც არ იცი. -ვიცი შვილო,შენ ის ბიჭი გჭირს ხანდახან რომ მოყავხარ სახლში მანქანით.დიანა გაფითრდდა,მაგრამ არ შეიმჩნია. -არა,ის არაფერ შუაშია. -რა გეგონა,გეგონა ეს მდიდარი ბიჭი ბოლომდე შენთან ერთად იქნებოდა? -რატომ გგონია და არ იქნება ჩემთან ერთად ბოლომდე,იქნებ რა შეემთხვა,იქნებ რა უჭირს და ამიტომ ვერ მეხმიანება. -დიანა შვილო დედასავით გულუბრყვილო ხარ,ღმერთმაც ჰქნას რომ ვცდებოდე,მაგრამ ამ სახლის სიმაღლე და მყარი კედლები გარედან ჩანს მდიდრულად,მაგრამ ჩვენ ღარიბი ხალხი ვართ,ჩვენი სიმდიდრე და დიდება ჩვენი სინდისია,ჩვენი კეთილი განწყობა ყველას მიმართ და იცი რა არის ჩვენში ყველაზე დიდ სიმაღლეზე? -რა?კითხა მამას და მოლოდინით სავსე თვალებით მიაჩერდა მის წინ მჯდარ მამას. -ჩვენ ღარიბმა ხალხმა უფრო მტკიცე მეგობრობა ვიცით და უფრო დიდი მგრძნობიარეა ჩვენგან წამოსული სიყვარული.გინდა მკითხო ალბად,მდიდრებმა რა არ იციან სიყვარულიო?იციან,მაგრამ მათმა დროებითი სიყვარული უფრო იციან,ეს მათ ხასიათშია რადგან ეს თვისება ყველა მდიდარის თვისებაა და გეტყვი,რომ არც ის ბიჭია მათ შორის გამონაკლისი. -არა,დამიანე არ არის მასეთი. -კარგად იცნობ? -საკმაოდ კარგად ვიცნობ,რომ არ ვიცოდე რას ვამბობ. -მე მამა ვარ შენი და რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში,მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები,მხოლოდ საკმარისია მითხრა რა გტკივა შვილო.მუშაობ,ხანდახან გადატვირთულადაც კი და ეს შენთვის დამღლელია. -მინდა ჩემი ფული მქონდეს მამა,ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ეს მახარებს. -გაქვს ფული,მინდა გითხრა რომ გვაქვს საკმარისად თავი რომ გავიტანოთ.დაგტოვებ,დაიძინე და თუ დამელაპარაკები მე მოგისმენ.პლედის უსწორებს შუქს აქრობს და გადის,ოთახში კი ტოვებს ჩაფიქრებულ შვილს და ისიც მარტო რჩება თუ არა,მარტო და ეულად გრძნობს თავს.უნდა რომ დაელაპარაკოს მამას,მაგრამ რიდი აქვს,მას ხომ არასოდეს არ უსაუბრია მამასთან მის გრძნობებზე,არადა არავის არ აქვს წარმოდგენა რას განიცდის თავად და გულში უფრო და უფრო ემატება ტკივილი.ერთ დილით როცა თავბრუსხვევა იგრძნო და ამას ღებინების შეგრძნებაც დაემატა,წამოდგა და ტუალეტისკენ წავიდა,მაგრამ გულის ფრიალიც იგრძნო თვალებში დაუბნელდა და ძირს დავარდა მოცელილი და ძალა გამოცლილი.მამამ ცრემლიანი თვალებით შეეცადა დიანას გონზე მოყვანას და ხელში აყვანილი შეიყვანა მის საძინებელში.როგორც იქნა თვალი გაახილა ძალა გამოცლილმა და შეშინებულ მამას შეხედა,რომელსაც სუსტად გაუღიმა და ხელით ანიშნა. -ნუ გეშინია კარგად ვარ,უბრალოდ გადავიღალე. -მართლა კარგად ხარ,ექიმი არ გჭირდება,არ დაუძახო სასწრაფოს? -არა მამა,მართლა კარგად ვარ. -ღმერთო როგორ შემაშინე.უთხრა და დიანას გაცრეცილ სახეზე მოეფერა.ხელზე მოეფერა მამას და ჯერ კიდევ სუსტად მყოფმა გაუღიმა მამას და უთხრა. -მეძინება,უნდა დავიძინო. -არ მინდა გაბრაზდე და არც მინდა გული გატკინო,მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს რაღაცას მიმალავ,მითხარი რა გჭირს შვილო მე ხომ მამა ვარ შენი. -მამა გადაღლილი ვარ,უბრალოდ ზედმეტ საათებს ვმუშაობ და ვეღარ გაუძლ ორგანიზმმა ამ დატვირთვას. -კარგი,მჯერავს მაგრამ თუ რამე გინდა მითხრა,მითხარი მე მოგისმენ შვილო.პლედი გადააფარა უკვე ნახევრად ჩაძინებულს და დაფიქრებული გავიდა გარეთ,რამოდენიმე საათი იძინა და თითქმის უკვე შუადღე იყო რომ გაიღვიძა,გარეთ გავიდა და მამას მიუჯდა გვერდით,რომელიც სადღაც შორს უცქერდა ალბად მომავლის ბედნიერ სურათს და დიანას ბედნიერი ღიმილით უთხრა. -იცი ახლა რა წარმოვიდგინე? -აბა გისმენ, სად მოგზაურობ მინდა ვიცოდე. -ისევ აქ ვზივარ,როგორც ახლა და აი ამ საოცრად მწვანე ეზოში ჩემი შვილიშვილები დარბიან,მეც მაწვალებენ და ამაზე გულიანად იცინიან.ყოველ დღე ეს ერთი და იგივე სურათი იშლება ჩემს გონებაში და იცი?ძალიან მომწონს მე ეს,ძალიან ლამაზი სურათია. -რა შორს მოგზაურობ ფიქრებით მამა. -რატომ?ალბად მიზეზი ისაა,რომ ყველა სხვადასხვა გვარად ფიქრობს,მაგრამ რეალურად რა უნდათ არ აღიარებენ. -რა გჭირს,მაგის დროც დადგება,მაგრამ ჯერ არა.მამას აკოცა ლოყაზე,ადგა და ისევ თავბრუხვევა იგრძნო ვეღარ მოასწრო დაჯდომა და მამას ფეხებში ჩავარდა.დაიბნა,რა ექნა არ იცოდა ხელში აიყვანა და პირდაპირ ქუჩაში გაიჭრა და მოულოდნელად მის ფეხებთან ვერცხლისფერი მერსედესი გაჩერდა და შეშინებული გოგონა გადმოვიდა ძირს. -რა გჭირთ,რა დაემართა. -შვილო ძალიან გთხოვ,უახლოეს საავადმყოოში მიმიყვანე.არც დაფიქრებულა ისე გამოაღო უკანა კარი და მამა-შვილი მოათავსა,შემდეგ თავადაც დაჯდა და სარკეში უცქერდა ატირებულ მამას,რომელიც გულწასულ შვილს ეფერებოდა და თხოვდა გამოფხიზლებულიყო.გული აუჩუყდა და ცრემლი მოერია,გაახსენდა დედა როგორ თხოვდა დემეტრეს გამოფხიზლებულიყო,სიჩქარეს მოუმატა და უახლოეს საავადმყოფოშიც მივიდა,თავადაც შეყვა ატირებულ მამაკაცს და არ მოშორებია მანამ,სანამ არ გაიგო რომ ყველაფერი კარგად იყო.ერთი საათის ლოდინის შემდეგ ექიმი ღიმილით მიუახლოვდა ჯერ კიდევ დამწუხრებულ მამაკაცს და შიში რომელიც დაინახა მამის თვალებში,ბედნიერების ცრემლმა შეცვალა. -გოგონას მამა ხართ ალბად. -დიახ,მამა ვარ ექიმო. -გოგონას დამამშვიდებელი გაუკეთეთ,მაგრამ თქვენ კი ნუ ხართ დამწუხრებული რადგან არ გაქვს მიზეზი მწუხარების. -ექიმო ხომ კარგად არის ჩემი შვილი. -შვილიც კარგად არის და შვილიშვილიც,გილოცავთ თქვენ პაპა გახდებით. -რა თქვით?დაიბნეული და თან გაოცებული მიაჩერდა ექიმს. -სულ რაღაც შვიდი თვე და ხელში პაწიას დაიჭერთ.გული აუჩუყდა,ხმა დაუთბა,თვალზე ცრემლმა იმატა.ხვდებოდა,ხვდებოდა რომ დიანა შეიცვალა,არ გაბრაზებულა,არ შემოურტყამს თავში ხელები და არც ის უთქვია რას იტყვის ხალხი,მტკიცედ გადაწყვიტა დაეცვა შვილი და შვილიშვილი,მისი მამობრივი სიძლიერე ურყევად დადგა შვილის სიყვარულის საძირკველზე.შემდეგ მის გვერდით მდგარ უცხო გოგონას გადაეხვია გაუცნობიერებლად და უთხრა. -დღეს არსად არ ვარ საჭირო ისე ძლიერ,როგორც ჩემი შვილის გვერდით ან სად უნდა ვიყო სხვაგან უკეთესად თუ არა მათ გვერდით,ჩვენი სიყვარული ხომ ჩვენივე ოჯახის შუა გულში დგას. -მიხარია,გილოცავთ.პატარას მამას არ დაურეკავთ,დარწმუნებული ვარ მასაც გაუხარდება მამა რომ გახდება.მოხუცს ღიმილი გაუქრა სახიდან,სახე შეეცვალა და წყნარად უთხრა. -არ ვიცი შვილო,ეს თავად მან უნდა გადაწყვიტოს. -რატომ ასე მოწყენილი? -შესაძლებელია უთხრა კიდეც მამა რომ გახდებოდა და აგერ უკვე ერთ თვეზე მეტია არ გამოჩენილა. -როგორ,როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი არაკაცი იყოს.აღშფოთდა გოგონა.-მე ანკა მქვია,აქ ვიქნები სანამ არ გამოიღვიძებს და არ დავრწმუნდები რომ კარგადაა. -მადლობა შვილო,მაგრამ არ გევალება აქ იყო,ვინ იცის რა საქმეზე მიდიოდი.საღამო იყო დიანამ რომ გაიღვიძა,ამ დრომდე კი ანკამ და ძია შოთიმ კარგად გაიცნეს ერთმანეთი. -რა მჭირს,აქ ვინ მომიყვანა.იკითხა დიანამ სუსტი ხმით. -ყველაფერი კარგადაა,გახსოვს შვილიშვილს რომ ვნატრობდი და მითხარი ჯერ ადრეა მაგ დროც დადგებაო?ჰოდა დადგა დრო და აი აქ შენს სხეულში შენსავეთ ლამაზი პატარა გვყავს. -პატარა მყავს?მე,მე,მე დედა გავხდები? -არ იცოდი?გაუკვირდა შოთას. -არა,არ ვიცოდი.მამა მაპა......... -არ ინერვიულო,გესმის?არ გაქვს მიზეზი ინერვიულო.ხელი დაიდო მუცელზე და ყელში მოწოლილი ცრემლი ვეღარ შეიკავა,არ უნდოდა სისუსტე გამოეჩინა,მაგრამ ვეღარ დაფარა ყელში მოწოლილი დარდი. -არ ინერვიულო,ყველა კაცი ხომ კაცი არ არის.უთხრა ანკამ და ფრთხილად დაადო ხელზე ხელი. -არ ვნერვიულობ,არ ვიცი რა დაემართა.არ არის უყურადღებო ადამიანი,იქნებ რა ჭირს.მი ნდა კარგად იყოს,არც ძებნას დავუწყებ და არც ველოდები,უკვე აღარ ველოდები.ანკას შეხედა და ყურადღება მის შავ ტანისამოსზე გაამახვილა. -ანკა შავი რატომ გაცვია,რატომ გაქვს სახე ასე დარდიანი და სევდიანი. -ცოტა ხნის წინ ძმა გარდამეცვალა,ახლა უნდა წავიდე ჩემები შეშინდებიან აუცილებლად მოგინახულებ უახლოეს დღეებში,რადგან შემდეგ ლონდონში მივდივარ და ვეღარ შევძლებ გნახო. -მეც მინდა წასვლა,ახლა მხოლოდ ეს შანსი მიტრიალებს თავში.სალონში სადაც ვმუშაობ თავად სალონი მგზავნის სამი თვით და ვერ ვიტყვი უარს ამ შანსსაც გამოვიყენებ და აქედანაც წავალ.ხვალვე ვეტყვი ჩემს უფროსს რომ თანახმა ვარ,მე ახლა ჩემს მოვალზე და ჩემს შვილზე უნდა ვიფიქრო.სხვა არანაირი ახსნას არ ვსაჭიროებ არავინის წინაშე.შეეძლო,დაერეკა და აეხსნა,უბრალოდ ეთქვა რომ ვერ შეძლებდა დროებით შეხვედრას ან უბრალოდ ეკითხა თუ როგორ ვყავი,მაგრამ როგორც სჩანს არც არასდროს ვყოფილვარ მისი ცხოვრების ქალი როგორც თავად ამბობდა. -რა გითხრა არ ვიცი. -არაფერი არ მითხრა,ანკა მჭირდება ეს წასვლა და უნდა წავიდე. -მჯერა შენი,შენს თვალებში ტკივილს ვხედავ და ვიცი ტკივილი რას ნიშნავს.შენ დარწმუნებული ვარ იპოვი ადრე თუ გვიან შენი ტკივილის მიზეზს ვინც გატკინა,ისევ შეერთდება თქვენი გზები,ჩემთვის კი არ არსებობს უკან დასაბრუნებელი გზა,ჩემს ირგვლივ მხოლოდ ,,გაყინული წუთები'' დარჩა ლამაზ მოგონებებთან ერთად.ვეძახი მაგრამ არ ესმის,მივდივარ და ვესაუბრები,მაგრამ პასუხს არ მიბრუნებს,ვიხედები გარშემო ხალხში ვათვალიერებ იქნებ მისნაირი თვალებს წავაწყდე,მაგრამ არ არის,არსად არ არის ჩემი ძმა. -ვწუხვარ,ვწუხვარ რომ ასეთმა პატარამ ასეთი დიდი ტკივილი გამოიარე. -კარგი საკმარისი ტკივილზე საუბარი,აი ეს ჩემი ნომერი დაგიწერე,ლონდონში თუ ჩამოხვალ მომწერე და აუცილებლად გიპოვნი.წასასვლელად მოემზადა რომ ექიმი შემოვიდა,მიულოცა ღიმილით აუხსნა რა უნდა გააკეთოს და საავადმყოფოდან გაწერა.ისევ ანკამ წაიყვანა სახლში და მთელი ის დრო თითქოს მანქანაში ნაცნობ სურნელს სცნობდა,მაგრამ არ გაამახვილა ყურადღება.მეორე დღესვე მოაგვარა მის უფროსთან ყველაფერი და ორ დღეში დაემშვიდობა ცრემლებით ატირებულ მამას. -რა გატირებს,ნუ გამატან გზაზე ცრემლებს მამა მე ხომ მხოლოდ სამი თვით მივდივარ და არა წლობით.სამ თვეში აქ ვარ,გპირდები ერთ დღესაც არ გადავაცილებ თუ რაიმემ არ დამაბრკოლა. -აი,აი ვიცი რომ რაღაც ჩაიფიქრე.მასთან თუ არ გინდა შეხვედრა,მე რას მერჩი შვილო.დიანას გაეცინა და მამას ჩაეხუტა,აეროპორტში ანკამ წაიყვანა,გზაში კი ტელეფონმა დაურეკა და გაღიმებულმა უპასუხა. -გისმე,სანამ აყვირდები მე თავად გეტყვი,ვიცი ახლა ჩემს საძინებელში ხარ შესული და არ დაგხვდი,ინერვიულე და ვინ იცის რა არ იფიქრე.ყოველ შემთხვევაში არ გავთხოვილვარ,მალე დავბრუნდები სახლში და პირდაპის შენთან შემოვალ.გაკოცეეეეე. -სად ხარ,ეს რა ხმაა სად მიდიხარ ანკა. -ნუ ბრაზობ მე არ ვიპარებითქო ხომ გითხარი,მეგობარი მიმყავს აეროპორტში და მალე მოვალ,აუუუ არ იყვირო არ შემეძლო რომ არ გამეცილებინა. -მოხვალ თუ არა ჩემს ოთახში შემოდი. -არის ბოს,დავბრინდები და შენთან შემოვიდე,ასევე დღის განვლილი შედეგები მოგახსენო. -ანკა ნუ მაიმუნობ,გცემ იცოდე. -არა გეკადრება,მე და მაიმუნობა?უყვარხარ შენს დაიკოს სიგიჟემდე უჟმურო.უთხრა და გაუთიშა. -როგორც მივხვდი ძმამ გაგაკონტროლა,ალბად ხშირად იპარები ღამე გარეთ.გაეცინა დიანას. -ჩემი ძმაა,ჩემი სულის ნაწილი და მტკივა მისი მდგომარეობა,მაგრამ ძლიერია და ვიცი ის დაძლევს ამ ყველაფერს. -რა ჭირს,რა უნდა დაძლიოს. -ის ინვალიდია,ერთი ძმა დაიღუპა და ერთი ინვალიდი დარჩა. -ექიმი?რას ამბობს ექიმი. -თუ სრულ რეაბილიტაციის მკურნალობას გაივლის შესაძლებელია გაიაროს,მაგრამ ჯიუტია. -ჩვენც მოვედით,ანკა ძალიან დიდი მადლობა.შენს ძმას გამოჯამრთელებას ვუსურვებ,შენ კი საუკეთესო და და მეგობარი ხარ. -დიანა ძალიან კარგი გოგო ხარ,ეს დღეები შენს ყველა სიტყვაში,შენს ყველა ქმედებაში მე ძალიან დიდ სიყვარულს ვხედავ,მოთმინების აღსავსე გრძნობა გაქვს და ვფიქრობ მოსმენის დიდი უნარიც გაქვს.დადგება დღე,რომ მოგიწევს მის წინ დადგე და მას მოუსმინო,სიყვარულს ყოველთვის ვერ ჩაკლავ და ვერც დამალავ,მოგიწევს გამოაშკარავო ის და ისევ თავიდან შეიყვარო. -ისეთი გრძნობა მაქვს,რომ თითქოს ამ ტკივილის უკან დგეხარ და ძალიან კარგად იცი მისი ყველაფერი. -არა,ეს საიდან მოიტანე.კარგი,მეც მალე მოვალ და იქ გინახულებ მანამდე კი გაფრთხილებ ჩემს ნათლულს კარგად უნდა მიხედო.დიანას გაეცინა და ანკას გადაეხვია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.