ჩამეხუტა...
მათ ერთმანეთი უყვარდათ,იმაზე მეტად, ვიდრე გარშემომყოფებს ეგონათ. მათი მონატრება სიყვარულზე ძლიერი იყო და ეს ორივეს სწამდა. იფიქრეს დრო გავა, ერთმანეთს ვეღარ ვნახავთ, დავივიწყებთ და ეს ძველ სიყვარულად დარჩებაო, მაგრამ არა... წლების შემდეგ ერთმანეთის ნახვისას, ორივეს გაოცებული და ამავე დროს გახარებული სახე ჰქონდათ, ჩაეხუტნენ, მაგრამ ეს უბრალო ჩახუტება არ იყო, აი ისეთი, ადამიანი დიდი ხანია, რომ არ გინახავს და ძალიან გენატრრება, მერე უცებ გმოჩნდეა, ჩაეხუტები და იგივე სითბოს იგრძნობ, ისევ იგივეს, მაგრამ უფრო სევდიანს, ცივს, მისი ჩახუტება უფრო თამამი და გაბედული აღარ არის და თითქოს ეს უბრალოდ მეგობრული მისალმებაა, მონეტრებულ ადამიანს, ძველ მეგობარს რომ ეხუტები და გრძნობების გადმოცემა გიჭირს... ერთმანეთს ისევ ეხუტებიან და ვერ ხვდებიან დრო რა სწრაფად გადის, ვერ შორდებან, მაგრამ არცერთს არ ჰქონია ამ ჩახუტებაზე ოცნების უფლება, ერთმანეთზე ოცნების უფლება, ერთმანეთის გახსენება, კოცნის სუვილი, რადგან ორივემ უღალატა... უღალატეს იმ სიყვარულს, რომელიც ყველაზე ნამდვილი და გულწრფელი ეგონათ, იმიტომ რომ გაიზარდნენ, შეიცვალნენ, სხვა ადამიანები გამოჩნდნენ მათ ცხოვრებაში,თითქოს იფიქრეს ბავშვური ძველი სიყვარულიო და აღარაფრად ჩააგდეს, ალბათ ესეც თავის მოსაჩვენებლად და გულის დასამშვიდებლად, თორემ ორივემ კარგად იცოდა, როგორ ძლიერ უყვარდათ მათ ერთმანეთი, რა სამომავლო გეგმები ჰქონდათ, რა არ გადაიტანეს, რას არ გაუმკლავდნენ, მათი დაშორება იმდენად რთული იყო, რომ ეს ყველამ იცოდა და ყველა მათკენ იყო, მაშინ რამ შეუშალა მათ ხელი, რატომ დაშორდნენ, დაივიწყეს გრძნობები და ორივე სხვა მხარეს წავიდა... ერთი შეხედვით ერთმანეთი დაავიწყდათ, მაგრამ არა, ორივე, ყოველ ღამით ძილისწინ, ფიქრობდა იმ ბოლო, უკანასკნელ ჩახუტებაზე და ამ ოცნებაზე ფიქრში იძინებდნენ, დღისით კი, ორივეს სხვა ცხოვრება ჰონდა, თითქოს ის წარსულის ადამიანები მოკვდნენ, აღარ არიან, იქამდე სანამ არ დაბინდდება... ახლა დგანან და ეხუტებიან, ეცინებათ, ეტირებათ, არ ვიცი, რა გრძნობა აქვთ მათ გულში, რადგან თვითონაც გაურკვევლად არიან, მოენატრა, ჰო აშკარად მოენატრა და თვალზე ცრემლებმა იწყეს დენა, ერთდროულად ტკივილიც იგრძნო და სიხარულიც, ის ხომ გოგოა, რომელიც ყოველთვის ფიქრობდა იმაზე, თუ რა მოხდებოდა, როცა მას შეხვდებოდა, პასუხები მზად ჰქონდა, თავს ამაყად დაიჭერდა, ანახებდა, რომ შეიცვალა, უფრო ლამაზი, ჭკვიანი და თავდაჯერებული გახდა, მაგრამ როცა შეხვდა მხოლოდ მივიდა და ჩაეხუტა, მისი "თავდაჯერებულობა" და "სიამაყე" სადღაც გაქრა, უგზოუკვლოდ დაიკარგა, არაუშავს, მაინც ყველამ იცის, როგორია ის სინამდვილეში, მას ნიღაბი არ სჭირდება... დასასრული კი, ამ ისტორიის,არამგონია მოსაყოლად საჭირო იყოს, რადგან ნათელია, რომ ჩახუტების შემდეგ ერთმანეთს გამოელაპარაკნენ და შემდეგ დაემშვიდობნენ, უბრალოდ როგორც ნახვამდის.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.