შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთჯერადი სტუმარი 18+ (თავი 2)


14-04-2018, 09:29
ავტორი naattii
ნანახია 3 723

დილით ჩვეულებრივ სამსახური წავედი, არ გეგონოთ რომელიმე კომპანიის მფლობელი ან ცნობილი ვინმე ვიყო, უბრალო კომპანიის უბრალო ბუღალტერი ვარ. გზაში საცობში მოვხვდით, ამიტომ მინდოდა თუ არ მინდოდა ფიქრებმა გამიტაცეს... ფანჯრიდან ვიყურებოდი და გამვლელებს ვათვალიერებდი, ზოგი ისე ბედნიერი გამოიყურებოდა, ერთმანეთს უღიმოდნენ, ეფერებოდნენ, ზოგი თავჩახრილი მიიჩქაროდა, ზოგი სიცივიდან მობუზული სწრაფი ნაბიჯებით ცდილობდა დანიშნულების ადგილამდე მიეღწია, მათი მშურდა, წარმოიდგინეთ ლამის იმ მათხოვრისაც კი მშურდა მოწყალებას რომ ითხოვდა. ნეტა ბოლოს გულწრფელად როდის გავიღიმე? ალბათ 6 თვის წინ? ბოლოს მეგობარი როდის ვნახე? ალბათ 6 თვის წინ? ბოლოს ოცნებაში როდის ჩამეძინა? პასუხი ისევ იგივე ალბათ 6 თვის წინ... ნეტა გვერდიდან ჩემი ცხოვრება როგორი ჩანდა? პასუხი ისევ და ისევ იგივე, უკვე 6 თვეა აღარ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს. ჩემივე დეპრესიულ აზრებზე გამეცინა და გამიხარდა სამსახურთან მისვლა, ქაღალდებში ფიქრებს კარგად ვმალავდი. უკვე რამდენიმე თვეა ჩემ ცხოვრებაში ახალი არაფერი ხდება, დილიდან დაღამებამდე დამატებითი საათებით მუშაობა, საღამოს ერთი საათი ჩემ დასთან წასვლა და ღამით როგორც ყოველთვის ბარში ხალი საკბილოს ძიება.
კარგი იქნებოდა იმდენი სამუშაო მქონოდა საღამოსაც ვერ მომეცალა, მაგრამ დას სულ ბოლომდეც ვერ მივატოვებდი. როგორც ყოველთვის სრულ 8 საათზე ჩანთას ხელი დავავლე და მისი ბინისკენ გავწიე.
-ნანო, დღეს როგორ ხარ?
-მე კარგად ნინელი შენ?
-როგორც ყოველთვის. ცოტა ხნით შენთან ვიქნები.
-ისევ იგივე? აღარ მოგბეზრდა? არ გინდა ძველი ნინელი დააბრუნო?
-რომელი ნინელი? მიწასთან რომ გაასწორეს? მე არაფერში მჭირდება.
-მე მჭირდება ნინელი მე, ასე როდემდე გიყურო როგორ ინგრევ ცხოვრებას? გამოფხიზლდი ბოლოსდაბოლოს.
-რაც ისედაც დანგრეულია მეორედ ვერ დავანგრევ ნანო, როგორც ჩანს დღეს საუბარი არ გამოგვივა, წავედი.
-ნინელი, ნინელი მოიცადე_უნდოდა დამწეოდა, მაგრამ ეტლში მჯდარს ნამდვილად გავასწრებდი. სადარბაზოდან გასულს ცივი ჰაერი ცრემლების გადაყლაპვაში დამეხმარა და სახლისკენ წავედი. ნანოსთან ჩხუბის შემდეგ აღარც ვინმეს აკიდების, აღარც სექსის და აღარც დალევის თავი მქონდა, დღეს ძილის დღე მექნებოდა. შხაპის შემდეგ საძილე აბიც გადავყლაპე და დავწექი. ყველა ექიმს უკვირდა, მაგრამ არცერთი დამაძინებელი მშველიდა, ყოველ გამთენიას 7ს რომ 15 დააკლდებოდა გაოფლილი ვიღვიძებდი და კოშმარსაც ვასრულებდი. არც დღევანდელი რიჟრაჟი იყო გამონაკლისი. ლოგინზე წამოვჯექი და ხელები სახეზე ჩამოვისვი, ნანოს სიტყვები ამომიტივდივდა „-ოდემდე უნდა გააგრძელო ასე?“ ღმერთო როგორ მშურდა ბედნიერი ადამიანების, ალბათ ჩემი წილი ბედნიერება ღმერთმა სხვას არგუნა, მაგრამ მე ვისგან მერგო ასეთი სიმწარე? წამოვდექი და სამსახურისთვის მოვემზადე, უკვე ერთი სული მქონდა ბარში განტვირთვას როდის მოვიწყობდი და ჩემ საშინელ თავსაც დავივიწყებდი...
-----------------------------------------------------
ვიცი რომ პატარაა და ისიც ვიცი, რომ პირველმა თავმა დიდი მოწონება არ დაისახურა, მაგრამ მინდა კიდევ რამდენიმე თავი შემოგთავაზოთ და თუ ისევ იგივე რეაქციები მოყვება შევწყვეტ და იმის წერას გავაგრძელებ რაც შედარებით უკეთ გამომდის :)))



№1  offline წევრი Tskrialashvili Mariami

მართალია თითოეული მკითხველის აზრი უნდა გაინტერესებდეს, მაგრამ "წერა" შეწყვიტო ზოგიერთი უარყოფითი კომენტარების გამო არ გინდა რა.
მაგალითად მე მომწონს.
ინტრიგა დატოვე წინა თავშიც და ახლაც.
რამოხდა 7ს რომ 15აკლდა! და ეხლა რო შეწყვიტო წერა არ ვიცი რა ვიიზაავ! :D

 


№2 სტუმარი Ninii

Mecmomwoons karggia

 


№3  offline წევრი Kalina

არავის გამო არ უნდა შეწყვიტო წერა.
თუ არ უნდათ, ნუ წაიკითხავენ.
მე ველოდები შენგან რაღაცას.
დიდს.
საინტერესოს :)
წარმატებები და არ იდარდო იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები :)))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№4 სტუმარი natia

pirveli tavic magari iko da esec kaia

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

არაფერიც არ უნდა შეწყვიტო,ყველა ყველაფერს ნულიდან იწყებს,ნელნელა შენც დაიხვეწები და რაც მაგალითად ახლა არ გამოგდის მერე ნელნელა გამოგივა,თავი ცოტა გაადიდე თორემ ძალიან პატარააა,კარგი გოგო ხარ და წარმატებები.

 


№6 სტუმარი ლია

დაწყებული უნდა დაამთავრო,არასდროს მიატოვო.

ისტორია მომწონს კარგი გოგო ხარ❤❤❤

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ რა პატარა იყო მაგრამ საინტერესო ის არის რომ ინტრიგით დაიწყე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent