შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური ქორწინება თავი 2


14-04-2018, 16:07
ავტორი ana_aneta
ნანახია 5 410

დღეს ძველით ახალი -წელია. ჩვენთვის სასტუმროს გახსნის დღე. როგორც იქნა ამდენი შრომის შემდეგ სათანადო შედეგს ვიხილავთ. საღამოაზე ყველა დაგვპატიჟეს ვინ პროექტზე ვმუშაობდი. მე გოგოებთან ერთად ვიყავი სამზადისში ჩართული. კაბებს ვარჩევდით, ფეხსაცმელს ვარცხნილობას. ერთი გაწამაწია გვქონდა.
-გოგო. ნინომ შეპარვით დაიწყო-აბელს აღარ მოუწერია.
-არაა. არხეინდა ვუპასუხე მე. არც გამოჩენილა. ხო გითხარი ჩვეულებრივი იდოტია რომ არ ავყევი ინტერესიც გაუქრა.
-რაღაც არამგონია ეგრე მარტივად დაგნებდეს. ოთახიდან გამოგვძახა ლიკამ. აუუ ჩაიცვით? --მე კი.
-აბა დამენახე. ოთახიდან ნახევრად გახსნილი კაბით გამოვიდა. ვაააა კარგად გამოიყურები.
-შენც, მაგრამ ელვას თუ შეიკრავ უკეთესი იქნება.შავი კლასიკური შარვალი და წელშიგამოყვანილი კოსტუმი მეცვა. შიგნით კი ყელიანი სრულიად გამჭვირვალე შავი ზედა. ნინოს ტანზე მომდგარი წითელი კაბა, ლიკას კი დაახლოებით მსგავსი შავი კაბა მოხსნილი მხრებით. მაკიაჟი დიდად არცერთს არ გვიყვარდა ამიტომ მხოლოდ ტუჩსაცხითა და ტუშით შემოვიფარგლეთ.
სასტუმროს ვესტიბიულში უამრავი ხალხი ირეოდა. ბიზნესმენები, მათი ცოლები, სიმპატიური მარტოხელები, ჩვენი თანამშრომლები. ანდრეამ უკვე მოგვახსენა, რომ ამ კომპანიის ქართველი მეწილეებიც გამოჩნდებოდნენ დღეს. დაინტერესდება აბა რა ხო უნდა გაიგოს ვის უნდა შეუძვრეს სამომავლოდ. კიდევ უამრავი ხალხი მოვიდა.,ყველა ერთმანეთში ლაპარაკობდა.იცინოდნენ. ჭორებს ავრცელებდნენ. მაგრამ მაინც საშინელი მოწყენელობაა, ამას დამატებული საშინელი მუსიკა, უკვე საათნახევარია აქ ვარ და გაქცევა მინდა. ისეთი ზუზუნი იყო, ცოტა ხანში თავი საშინლად მტკიოდა. დარბაზი მოვიარე მაგრამ წყალი ვერსად ვიპოვე, მიმტანმა ყურადღება არ მომაქცია, ამიტომ პირდაპირ სამზარეულოსკენ წავედი. იმედია იქ მაინც არ დამაიგნორებდნენ.ხალხით სავსე დარბაში გზა ძლივს გავიკვლიე, კლადჩიდან წამალი ამოვიღე და თითებში ავათამაშე.სამზარეულოს კარი დაუკაკუნებლად შევაღე და იქ მდგარ ერთ-ერთ მზარეულს წყალი ვთხოვე. აბი ტუჩეს შორის მოვიქციე და წყალს დაველოდე. წამიერად ნაცნობ მზერას მოვკარი თვალი,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ისიც კი ვერ გავიხსენე ვისი შეიძლება ყოფილიყო. ცოტა ხანს იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი და წამლის ამოქმედებას დაველოდე.ნახევარი საათის შემდეგ უკან დავბრუნდი, იქაურობას თვალი მოვავლე, მაგრამ გოგოებს ვერსად მოვკარი თვალი. ფეხის წვერებზე ავიწიე, მაგრამ ისევ ვერაფერს გავხდი. რა ჯანდაბაა ამ განათებასაც ვერ აუწიეს, რა რომანტიული გარემო მოუნდათ. შესასვლელს გავცდი და მეღირსა როგორც იქნა ორივე დავინახე. მოიცა. ეს ის ტიპი არაა? აბელთან ერთად რომ იყო. იმ დღეს. აქ რა უნდა. ნინოს ელაპარაკებოდა. ლიკას გვერდით კი მეორე უცნობი ტიპი იდგა, მას ნამდვილად არ ვიცნობდი. მათკენ წავედი, ხალხის მასას წრე დავარტყი, მაგრამ მათი ადგილი აღარ ჩანდა. რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან რომ ისევ დამენახა სად იდგნენ. მანამ მივდიოდი უკან სვლით სანამ ვიღაცას ან რაღაცას არ დავეჯაზე, რაღაც არამგონია ადამიანის სხეული ასეთი მაგარი იყოს....
-ვის ეძებ? თავი ზემოთ ავწიე და ყურებამდე გაღიმებულ აბელს გავუსწორე მზერა.
-ჩემს მეგობრებს რომლებიც შენს მეგობრებს ელაპარაკებიან. წასვლა ვცადე, ვინ მომცა ნება, მკლავზე მომიჭირა ხელი.
-ჩემთან დარჩი. ერთმანეთის კარგად გაცნობა ვერ მოვასწარით იმ დღეს.
-აქ რას აკეთებ საერთოდ?
-როგორ გიყვარს თემის შეცვლა, ოსტატი ხარ პირდაპირ. მამაჩემისაცაა ეს სასტუმრო, კიდევ ჩემიც გამოდის.- შენ რა გინდა აქ.
-მე და ჩემმა დაქალებმა დავაპროექტეთ.
-ლამაზი გამოვიდა. არ გინდა სადმე ცალკე ვისაუბროთ?
-გამიშვი ბოლოს და ბოლოს. არ მინდა შენთან სიმარტოვე და რომანტიკები. შეხედე, რამდენი გოგოა არცერთი არ გეტყვის უარს. რაღა მე დამეტაკე. -ბიჭს ჩაეცინა. კიდევ ერთხელ გავიბრძოლე. -ნამდვილი გორილა ხარ. კარგი რა ჩემი წვალება გსიამოვნებს?
-თვითონ იწვალებ თავს, არადა შეგეძლო უკეთესად გამოგეყენებინა დრო. ისე ასეთი მოკლე დიალოგებით შორს ნამდვილად ვერ წავალთ.ხელი ნაზად შემიშვა. მე გოგოებისკენ გავწიე ის კი უკან გამოგვყვა. ბიჭებთან ჩამოდგა, მე კი მისგან შორს დავდექი. აქეთ-იქით ვიყურებოდი, ისინი მხიარულად საუბრობდნენ, პერიოდულად აბელის მწველ მზერას ვგრძნობდი.ჩემი უარყოფა აშკარად აღიზიანებდა.
-წავიდეთ რა. ნინას ვუჩურჩულე ყურში. მან მაშინვე გაამახვილა ყურადღება.
-აუუ არ მინდა, ჯერ ადრეა.
-კარგი რა ხო ხედავ რო უაზროს ვდგავართ უკვე ორი საათია.
-ლიკუ, შენ?
-მეც დავრჩები რაა.
-კარგი მე წავედი. ძალიან მომწყინდა და თავის ტკივილმაც არ გამირა. გოგოებს დავემშვიდობე, პორტიეს მანტო ვთხოვე და გასასვლეთან დაველოდე. ტელეფონი მოვიმარჯვე და ტაქსი გამოვიძახე. სასტუმროს ეზოსი დავყურყუტებდი. კიდევ კარგი ძალიან არ ციოდა, თორემ აქამდე ლოლოდ ვიქნებოდი ქცეული.
-შიგნით რომ მოგეცადა რამე დაშავდებოდა? ისევ ის, ვიცოდე მაინც რა უნდა.
-შენი პრობლემა ნამდვილად არაა.
-ცოტათი ენაგრძელი ხარ, მაგრამ არაუშავს ყველაფრის გამოსწორებაშეიძლება. ჯიბიდან სიგარეტის შავი კოლოფი ამოიღო, ერთი ღერი ნელა ამოაძრო და გაუკიდა.-მე წაგიყვან სახლში.
-შენ აქ უნდა იყო. მფლობელი ხარ და ასე ადრე ვერ დატოვებ წვეულებას.
-ეგ ჩემი პრობლემაა. ჩემივე სიტყვები გაიმეორა.
-და კიდევ იმ გოგოების ვისი გულებიც გამოიყოლე.
-არ იდარდო არცერთს არ დავტოვებ უყურადღებოდ. ღრმა ნაფაზი დაარტყა თავი გვერძე გადახარა და ისე დამაკვირდა. ჩემი ტაქსი დავინახე. სასტუმროს ეზო გადავჭერი და ისის იყო ტაქსში უნდა ჩავჯდარიყავი, მისმა ხელმა შემაჩერა, რომელიც იდაყვში ჩამფრენოდა.
-გამომართვი მეგობარო, ტყუილად შეგაწუხეთ. კაცმა თავი დაუკრა და მანქანა ადგილიდან დაძრა. მე სრულიად ჭკუიდან აწეული ვიყავი.
-რა გააკეთე?
-სახლში გავუშვი.
-ვინ გთხოვა? არ მინდა შენთან ერთად წამოსვლა.ძალიან მშვიდად ვუთხარი.სხვას გამოვიძახებ. ტელეფონი მოვიმარჯვე, მაგრამ წამის მეასედში მის ჯიბეში გაჩნდა.
ჯერ სცადა როგორმე დავეყოლიებინე და მანქანემდე ნებით მივსულიყავი. არ გეგონოთ თავს ვიფასებდე, ან სპეციალურად ვაკეთებდე ამას, ეს უკვე პრინციპის საკითხი იყო. რომ ვერაფერს გახდა ფეხებში ხელი წამავლო და მხარხე მომიგდო.
-ჩამომსვი შე იდიოტო, გორილა, ველურო. მის მხარზეც არ ვისვენებდი. ზურგზე ხელებს ვურტყავდი და ვჩმეტდი. რეაქცია არაფერზე ჰქონდა. მოხერხებულად დამსვა სკამზე და თვითონ დაიკავა ადგილი, ღვედი შემიკრა და მანქანა დაძრა. ისტერიკების მოწყობა არასოდეს მიყვარდა, თან აზრიც არ ჰონდა. ამიტომ მთელი გზა ჩუმად ვიყავით. ის ნერვიულად ათამაშებდა თითებს რულზე. საშინლად სწრაფად მივქროდით. დიდად არ მეშინოდა ამიტომ არც ამაზე მქონია რეაქცია. სავარძელში უფრო კომფორტულად მოვეწყვე და ტელეფონში ჩავძვერი. ნახევარ საათში უკვე ბებიაჩემის კორპუსთან ვდექით. ძილი უკვე მორეული მქონდა ამიტომ ზანტად გადმოვედი მანქანიდან. კოდი ავკიფე და უზარმაზარი კარი შევაღე ისიც უკან მომყვა. კიბე სწრაფად ავირბინე..
-ანა მომიცადე.ყურადღება არ მიმიქცევია სახლის კარს გასაღები მოვარგე და ბინაში შევედი. ოთახში შესვლაც კი არ მაცადა, მაშინვე დამირეკა. გავუთიშე და ტელეფონი საწოლზე მივაგდე. კიდევ რამდენჯერმე დარეკა. „გაბრაზებული ვარ შენზე“ მხოლოდ ეს მივწერე და ტელეფონი გამოვრთე.
დილით გვიან გამეღიძა პიჟამათი გავფრატუნდი სამზარეულოში, მაცივარზე წერილი დამხვდა მიკრული. „ მე და ბაბუაშენი, დადიანებთან წავედით აგარაკზე. საჭმელი მაცივარშია. საღამოს დავბრუნდებით“ ნეტავ ეს დადიანები ვინ არიან. რა აზრი აქვს. კარზე ზარმა დაიწკარუნა, სანამ ზღურბლამდე მივედი, თმის შეკვრა მოვასწარი და კარის საკეტი გადავატრიალე. ახალგაზრდა ბიჭი იდგა ყვავილებით ხელში.
-ანა კანდელაკი თქვენ ხართ?
-დიახ.
-ეს გზავნილი თქვენს სახელზეა. ხელი მომიწერეთ. ბიჭს ყვავილები ჩამოვართვი და თაიგულის გულში ჩარჭობილ ბარათს დავწვდი. „გუშინდელისთვის ბოდიშს გიხდი“ აბელი. მხოლოდ ეს ეწერა, მეტი არაფერი.
ზუსტად ერთი თვე გავიდა იმ დღის მერე რაც ყვავილები გამომიგზავნა და გაქრა. ვერ ვიტყვი რომ ვდარდობდი, პირიქით ძველებურად მშვიდად განვაგრძობდი ცხოვრებას. ერთი თვე ვცხოვრობდი ჩემებთან. საბოლოოდ კი დამშვიდებული და დაწყნარებული დავუბრუნდი ოჯახურ ცხოვრებას. თათას გამოხტომებს ყურადღებას აღარ ვაქცევდი.მართალია ჩემი ნივთები და ტანსაცმელი არ დამხვდა ადგილზე და ცოტა ბრძოლა მომიწია მაგრამ მაინც. მე და გოგოები ახალ პროექტზე ვმუშაობდით.ახლადგამდიდრებულ კაცს და მის საყვარელს უზარმაზარ ვილას ვუშენებდით წყნეთში. ჩემს ცხოვრებაში რამოდენიმე საყვარელი მინახავს, ეს კი მათ შორის ყველაზე უპრეტენზიაო იყო. ასე მარტივად მგონი არც არავისთან გვიმუშავია.
იმ დღეს სახლში ადრე დავბრუნდი. ტანსაცმელი გამოვიცვალე და სამზარეულოში მოფუსფუზე ოჯახის წევრებს შევუერთდი.
-დედა რამე განსაკუთრებული ხდება.
-შენმა ძმამ დამავალა კარგი ვახშამი მოამზადეო.
-ჰო აბა რა, ისე როგორ. მე ყავასაც არ მიმზადებ...
-როდის უნდა დაამთავრო ეს ეჭვიანობა და შენს ცხოვრებას მიხედო. იპოვე ვინმე და გექნება შენც ბედნიერი ოჯახი.
-აბა რა.
-არცერთი არ გიშავებს არაფერს შენ ვერ ისვენებ ყოველთვის ასეთი იყავი. შენ თუ არ გეხება რამე ყველაფერი და ყველა გაღიზიანებს. რას ველოდი? რას მეტყოდა? შევეშვი. მაგიდის გაშლაში დავეხმარე. ისინიც მალე მოვიდნენ.
-დედა, ანა ჩვენ კარგი ამბავი გვაქვს თათა ბავშვს ელოდება.
-რაა. ცრემლები წამოუვიდა დედაჩემს. მეც ძალიან გამიხარდა. ჩემს ძმას გადავეხვიე. მიუხედავად ყველაფრისა ის მაინც ძალიან მიყვარდა და ალბათ მის ბავშვზეც გავგიჟდებოდი.
- ძალიან მიხარია არ მჯერა რომ დედა უნდა გავხდე. სულელივით წამოიყვირა თათამ. -აუუ რაღაცა აქ ცუდი სუნია.თქვენ ვერ გრძნობთ? ყველამ თავი გავაქნიეთ უარის ნიშნად. კიდევ კარგად დაყნოსა და დაასკვნა. -ანას სუნამო არ მომწონს. აქამდეც საშინელი იყო მაგრამ ახლა გული მერევა. ყველამ მე გადმომხედა. უსიტყვოდ ავდექი, თეფშს ხელიმოვკიდე და ჩემს ოთახში გავედი. ჯერ სად ვარ მთელი ცხრა თვე წინ მაქვს.
ნინა: რას შვრები ან?
ანა:რავი გოგო არაფერს ვჭამე და ვწევარ. შენ?
ლიკა:არ გინდა ხვალ სადმე წავიდეთ?
ანა:მაინც სად?
ნინა:რავი რუმსში გვინდოდა. შენ ჰო გიყვარს მაგათი ცეზარი.
ანა: ისე მაპარებ ამ რაღაცეებს მგონი რო ჩემი მიტყუება გინდათ იქ.
ლიკა: ოო ნუ მოიგონებ ხოლმე რაღაცეებს.
ანა:კარგი კარგი წავიდეთ არ აქვს მნიშვნელობა. უი მართლა მალე მამიდა გავხდები. მივახარე გოგოებს.
ნინა: რა გიხარია შე საცოდაო, წარმომიდგენია ის ალქაჯი რას გიზავს, მთელი ორსულობის განმავლობაში.
ანა:ვიცი. წარმომიდგენია. მეშინია სახლიდანაც არ გამაგდონ. ბებერი გამოუსადეგარი ძაღლი მგონია თავი. ცრემლები წამომივიდა.
ლიკა: ნუ სულელობ გოგო. ჩვენ შეგიფარებთ.
ანა: კაი დიკიდეთ.ხვალ რომელზე გავდივართ.
ნინა: შვიდზე გამოდი რაა და ჩემს სახლთან შევხვდეთ.
ანა: კიდევ მოდის ვინმე?
ლიკა:მარიამი. ჩვენი. გოგოებმა გააგრძელეს,მე ტელეფონნი გვერდით გადავდე და ფეხები კედელზე ავალაგე. ვიწექი და ჭერს ვუყურებდი. ნეტავ მამა ცოცხალი ყოფილიყო ალბატ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ცრემლებმა იმატა, ისეთი გრძნბა მქონდა ყოველთვის რომ დედაჩემისთვის არ ვარსებობდი და სულ ვკამათობდით. მამა კი სულ სხვა იყო..ისევ ტელეფონმა დაიწკრიალა. მოგონებების მორევიდან ისევ ჩემს ოთახში დავეშვი და თითებით მოვაჩოჩე ჩემსკენ. დაკარგული ბიჭი გამოჩნდა. ზუსტად ამის თავი მქონდა ..
-როგორ ხარ ან.
-ცუდად. პირდაპირ მივწერე, პასუხს დაველოდე, მაგრამ მესიჯის მაგივრად ზარის ხმა გაისმა. არ მინდოდა მასთან ლაპარაკი.
-ტელეფონი აიღე ანა! ნუ ბავშვობ. ისევ მომწერა. და ისევ დაიწკრიალა ტელეფონმა. რამოდენიმე ზარის შემდეგ ზანტად გადავბრუნდი გვერძე და ტელეფონი ყურზე დავიდე.
-რა გჭირს. სასიამოვნო ბარიტონი ჩამესმა ყურში.
-არაფერი. ცოტა მოწყენილობა.შენ როგორ ხარ?
-კარგად.
-სად იყავი?
-საფრანგეთში. საქმე მქონდა. არ მეგონა გაქცეული თუ დამხვდებოდი. მთელი დღეა შენს აივანს ვზვერავ. ხახვიც კი ვისესხე. სიცილი ამიტყდა.
-ღმერთო რა სულელი ხარ.
-სად წახვედი? ისევ აქ გადმოდი რა?
-ნუ მესაყვარლები. შენთვის რა აზრი აქვს მე აქ ვიქნები თუ მანდ. ორივე გავჩუმდით. -ხედავ სალაპარაკო თემაც კი არ გვაქვს. მისი ჩაცინება ჩამესმა ყურში. ძილინებისა აბელ. არც კი დაველოდე მის პასუხს ისე გავუთიშე ტელეფონია.
-ასე თუ გავაგრძელეთ ვერც ვერასოდეს გამოვნახავთ საერთოს.
-უი მართლა სოციალური ქსელი არ გაქვს.
-მეტი საქმე არ მაქვს ამხელა კაცს.
-ვაუ. ბატონო აბელ რა სერიოზული ხართ? აბა გოგოები სად გზვერავენ.
-შევეშვი დიდი ხანია ეგეთებს, ბევრი ქალები და კლუბები აღარ მიზიდავს. შევეშვი მეტი არაფერი მიკითხავს გადავბრუნდი და პირდაპირ ჩაცმულმა დავიძინე..
დილით საწოლიდან გიჟივით წამოვხტი. მაღვიძარას დაყენება დამავიწყდა და სამსახურში მაგვიანდებოდა. თავმოჭრილი ქათამივით დავრბოდი აქეთ-იქით.
-აუუ არ შეიძლება ეს გოგო ისე მოემზადოს რომ დილიდან თავი არ გამიხეთქოს დაიწუწუნა თამთამ.
-ჰო დედა ცოტა ჩუმად არ შეგიძლია მართლა.
-რაღა მოგივიდათ ბოლოს და ბოლოს. შეეშვით. დაიყვირა ჩემმა ძმამ.-რამეს გიშავებთ?
-მაწუხებს. ჩაიბურტყუნა გოგომ. მე არცერთისთვის არ მიმიქცევია ყურადღება სახლი დავტოვე და მანქანაში შევხტი. ისე სწრაფად ვიარე სამსახურში მაინც არ დამგვიანდა. სწრაფად გავატარე ბარათი და კიბეს ავუყევი.
-ანა. შიშისგან შევხტი.
-ანდრო შეგიძლია ერთხელ მაინც ისე მოვიდე სამსახურში რომ გული არ გამიხეთქო?
-კაი ბოდისი რა. ხო იცი რომ ვღელავ თავს ვერ ვაკონტროლებ ჩაიცინა ბიჭმა. მოკლედ მასალების კატალოგები მოვიდა. ის გოგო ზემოთ გელოდებათ.
-კარგი და ეგ ისედაც ვიცოდი.აბა რისთვის დამახტი ამ დილაუთენია თავზე.
-ეს პროეექტი მალე უნდა მორჩეთ რაა. მარტის ბოლო რიცხვბში დიდი პროექტი გექნებათ და მინდა რომ რამოდენიმე დღე თავი დაასვენოთ და ისე შეუდგეთ საქმეს, რაც მალე მორჩებით თქვენთვის უკეთესი.
-მოიცა შენ რა გვასვენებ? ანდრო მაშინებ? სიცხე გაქვს?
-ოო ნუ მაიმუნობ გოგო თვალებ გადმოყრილები დადიხართ სამივე. თან ზამთრის შვებულებაც ვერ აიღეთ და მარტში დაგასვენებთ. მეტი რა გავაკეთო?
-აუუ რა კარგი ხარ/
-მომშორდი აფერისტო. ჩემი ხელი მოიშორა და ისევ კაბინეტში შეიმალა.. მეც ჩემსას მივაშურე. გოგოები უკვე იქ იყვნენ.
-სად ხარ?
ჩამეძინა. კატალოგს დავწვდი და კლიენტს წინ დავუდე. სატითაოდ ვუხნიდით ყველა მასალის დადებით და უარყოფით მხარებს. პერებს ვარჩევდით. მან კი მხოლოდ ის გვიპასუხა, თქვენ რომელიც მოგწონთ და რომელიც ლამაზი იქნება ის გააკეთეთო. თბილად დაგვემშვიდობა და ოთახი დატოვა. სამივე გაშტერებულები ვუყურებდით ერთმანეთს.
ანა:ისე სიმართლე გითხრათ ცოტა მეცოდება ეს გოგო.
ლიკა:ვერ ხარ შენ რა აქვს საცოდავი.
ანა:ტიპს თავისი აზრიც კი არ გააჩნია.
ნინა: ჰო გოგო საშინელებაა. აუუ ისე მიხარია დღეს გასართობას რომ მივდივართ.
ანა: უი მართლა ანდრო გელაპარაკათ? მარტის ბოლოსკენ ცოტას დაგასვენებთო.
ნინა: აუუ რა მაგარია, სად წავიდეთ?
ლიკა: სად უნდა წავიდეთ?
ანა: აუუ მართლა გავიქცეთ სადმე თორემ მე ძალიან დასტრესილი და დანერვოზებული ვარ და შეიძლება ამასხას.
ლიკა: ნერვოზს იცი რა შველის?
ანა:რა?
ნინა: კაცები. ორივემ გადაიკისკისა.
ანა: ისე ამბობთ თითქოს ყოველღამე კამასუტრას აბულბულებდეთ. ანდრომ ფანჯარაზე მოგვიკაკუნა და საქმის კეთებისკენ მოგვიწოდა.
დღემ სწრაფად გაიარა. ექვს საათზე უკვე სახლში ვიყავი და საღამოსთვის ტანსაცმელს ვარჩევდი. ჩემი საყვარელი პროცესია. შავი ტყავის შარვალი, თეთრი ოდნავ გამჭვირბალე ზედა და კუბოკრული კოსტუმი ჩავიცვი ფეხზე, ბათინნკები ამოვცი. თმა უკან გადავიყარე. ღია წითელი ტუჩსაცხი წავისვი. ჩემი „საზიზღარი“ ვერსაჩე დავიპკურე და სახლის დასატოვებლად მოვემზადე.
-სად მიდიხარ ანი? მკითხა ჩემმა ძმამ.
-გოგოებთან ერთად.
-იცი გიორგიმ ცოლი მოიყვანა.
-ვინ გიორგიმ?
-ჩვენმა ბიძაშვილმა.
-რააა? მართლა. რა კარგია.
-ჰო. აპრილში აქვთ ქორწილი, სიყვარულის დღეს. დაამატა თათამ. -აი უმაგრესი დღე აარჩიეს.
-ბანალურია. ნიშნის მოგებით გადავხედე რძალს და სახლი დავტოვე. შვიდზე უკვე ნინოს სახლთან ვიდექი. გოგო სწრაფად ჩამიხტა მანქანაში. ლიკაც დავიმგაზავრეთ და დანიშნულების ადგილისკენ გავწიეთ.
ბევრი ხალხი ნამდვილად არ იყო. ალბათ ჯერ ადრეა. ალაგ ალაგ ისხდნენ წყვილები, მეგობრები და აბელი. გოგოებს გადავხედე.
-მართლა არაფერი არ ვიცოდით. დაქალებს დავუჯერე რადგან უცნობებეთან ერთად იჯდა, ნიკა და გიგი არ ახლადა. სამაგიეროდ ქერა სილიკონის გოგო ახლა რომელიც ცოტაც და პირდაპირ შარვალში ჩაუყოფდა ხელს. რეაცია როგორ არ ქონდა გამიკვირდა. ის საწყალი კი როგორი აღგზნებული იყო. მე კარგად დავაკვირდი, საბედნიეროდ თვითონ ვერ შემამჩინია.
-მოდი მეორეზე ავიდეთ რაა. კიბე ავირბინეთ და ცარიელ მაგიდასთან დავსკუპდით.
ლიკა: რატო გაურბიხარ ვერაფრით ვერ ვიგებ.
ნინა: არ უნდა და მორჩა.
ლიკა: არადა ძალიან მაგარი ტიპია, რა ტუჩები აქვს.ძმაკაცებიც მაგარი ყავს.
ნინა: მე ნიკამ მომწერა. ცუდი არაა მარა ისეთი გრძნობა მრჩება, თითქოს მე უნდა ვიჩენდე ინიციატივას.
ანა:ეგეთი ტიპები მიჩვეულები არიან რომ გოგოები ზედ ახტებიან, თან საფრაბგეთში სწავლობდნენ თურმე და წარმოგიდგენია რა პოპულარულები იქნებოდნენ.
ლიკა: არც აქ აკლიათ
ანა: ჩვენ შევხვდით მარტო ძველმოდური ნაშები. სამივემ გადავიკისკისეთ. რას ვიზავთ.
მე და ნინამ ცესაზრი შევუკვეთეთ, ლიკამ ქათმის სალათი, წვენიც და პიცაც. ამდენი ჭამისგან არ დავიხოცოთ მეშინია.
ნინა: ამ პროექტს მალე მოვრჩებით.თან ეგ გოგო თუ სულ ასე გვენდო ყველაფერში და არ გინდათ ყაზბეგში ავიდეთ რამოდენიმე დღე?
ანა: აუუ რა კარგია. ავიდეთ ჰოო.
ლიკა: ჰოო რამდენი ხანია არ ვყოფილვართ არსად ერთად. თითქმის ზაფხულის მერე. ახალ- წელსაც კი ვერ შევხვდით წესიერად.
ანა: იმედი მაქვს იქაც ეს არ დამხვდება თორემ თავს ჩამოვიკიდებ. კიდევ ძალინ ბევრი ვილაპარაკეთ კურსელები გავიხსენეთ. ჩვენი თეთრად ნათენები ღამეები გამოცდებისთვის რომ ვემზადებოდით, რამდენი სისულელე გვქონდა ერთად ნაკეთები..
უკვე სახლში წასასვლელად გავემზადეთ, მე ქვემოთ გადავწვიტე მოცდა. ლიკა და ნინა თავის ნაცნობს ესაუბრებდნენ.პირველი სართული კარგად მოვათვალიერი ის არსად ჩანდა. კიბის მოაჯირს მივეყრდენი და იქვე მიგდებულ მოდურ ჟურნალს დავწვდი, სანამ მოვიდოდნენ დროს გავიყვანდი.
-შენ გეგონა ვერ დაგინახე? რატომ ამარიდე თვალი. იდაყვზე ნაზად მომიჭირა ხელი. -ცუდი საქციელია. მე ხმა არ ამომიღია. ისევ ჟურნალის პრიალა გვერდებს ვფურცლავდიო და დიზაინერების უახლოეს კოლექციებს ინტერესით ვათვალიერებდი.
-შემეშვი აბელ და იმ გოგოს მიხედე გვერდით რო გყავდა დასკუპებული.
-ჩემი არაა ის გოგო.
-ლამის ადგილზე გაგაუპატიურა და ახლა არაა შენი. სიცილი ამიტყდა.
-გიხდება სიცილი, ლოყები რომ გეჩუტება ისეთი საყვარელი ხარ. საჩვენებელი თითი პირდაპირ ჩაღრმავებაზე დამისვა. თავი გვერდით გადახარა და ისე განაგრძო დაკვირვება. ეს რა ჩვევა ჰქონდა? არადა როგორი იყო ამ დროს. იმ გოგოსი ნამდვილად არ მიკვირს. მისი ხელი მოვიშორე, ჟურნალი ადგილზე დავაბრუნე და გასასვლელისკენ წავედი. ვინ მაცალა.-სულ როგორ გარბიხარ?
-შენ სულ როგორ მომდევ. ტუჩზე იკბინა. არ ელოდა პასუხს. თითქოს იუკადრისა. წამში გამიშვა ხელი. გოგოებიც მალევე მოვიდნენ და იქაურობა დავტოვეთ.
ლიკა: რ უნდოდა?
ანა: არაფერი უბრალოდ მომიკითხა.
სახლში მისულს შინ არავინ დავხვდა. მეც პირდაპირ ოთახს მივაშურე და საწოლში შევძვერი.
მეგონა აბელი მომწერდა, როგორც ცვევა ხოლმე ყოველი შეხვედრის შემდეგ, მაგრამ შევცდი. ისევ დაიკარგა. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ინტერესის გაღვივება უნდოდა ჩემში. მაგრამ რატომ? პროექტზე ძველებურად თავდაუზოგავად ვმუშაობდით. უკვე ავეჯის შერჩევაზე ვიყავით გადასულები. აქაც რათქმა უნდა ჩვენი გემოვნებით ავარჩიეთ ყველაფერი. კიდევ ერთი კვირაც და.. სახლი პატრონს ჩავაბარეთ და კუთვნილ შვებულებაში გავედით.
ნინა: მოკლედ ზეგ დილას ყველანი ვიკრიბებით ჩემ სახლთან და მივდივართ, ყაზბეგისაკენ.
ლიკა: აუუ ისე მარშუტკით ხომ არ წავსულიყავით?
ანა: აუუ ხო იცი ვერ ვიტან მარშუტკით მგზავრობას.
ლიკა: ოოო რაა. შენ საით დღეს
ანა: ბებიაჩემთან, ბარგი იქ მაქვს დატოვებული.
ნინა: მერე ის აქ არაა?
ანა: არ ვიცი არ გამოჩენილა იმ დღის მერე და საერთოდაც მაგრად . იქ რომ იყოს რა? მისი კი არ მეშინია.
ნინა: კაი დამშვიდდი უბრალოდ გკითხე. მთელი გზა მხოლოდ ლიკა ტლიკინებდა, მომავალ შვებულებაზე, კიდევ კარგი სახლთან მალე მიმიყვანა თორემ თავი მისკდებოდა უკვე. სახლი შევაღე და ჩანთა შესასვლელში მივაგდე. ველოდი რომ რომელიმე გამომხედავდა, მაგრამ ბებოს ისევ წერილი დაეტოვებინა მაცივარზე, თეატრში იყვნენ. რა შეყვარებლებივით დასეირნობენ ესენი აქეთ-იქით. სასუსნავები მოვიმარაგე დატელევიზორის წინ დავსკუპდი. რატომღაც ხატვა მომინდა იმდენი ხანი არაფრისთვის მიხლია ხელი, ალბათ ისე აღარ გამომდის როგორც ადრე. ფურცლები ფანქრები და საღებავები მოვნახე, მაგიდაზე დავალაგე და საქმეს შევუდექი.



ძალიან გამიხარდა რომ პირველი თავი მოგონათ, იმედია ესეც მოგეწონებათ მადლობა რომ კითხულობთ, ველი თქვენს გამოხმაურებას<3



№1  offline მოდერი N1penguin

ძალიან საინტერესო თავებია, მოცულობითაც ნორმალურია. იმდენად საინტერესოა, რომ ძალიან სწრაფად იკითხება blush არადა არ მინდა, რომ დამთავრდეს laughing laughing მოუთმენლად ველი შემდეგ თავს heart_eyes

 


№2  offline მოდერი Mathew

საინტერესო ჩანს ძალიან .არც ძალიან პატარაა და არც დიდი,საინტერესოცაა.ველი შმედეგს

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

მომწონს საინტერესო ჩანს☺მალე დადე შემდეგიც..

 


№4 სტუმარი მარი. ელ❤

ძალიან საინტერესოა ყველაფერი მომწონს იმედია მალე დადეებ❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

მესამე თავს როდის დადეებ?ძალიან მომწონს მაიმტერესებს

 


№6  offline წევრი ana_aneta

ხვალ საღამოს იქნება ახალი თავი <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ლიზი

მესამე თავი სადაა?

 


№8  offline წევრი khatia khatia

კაია ძააან მართლა მაგარ0ი მოთხრობაა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent