შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დვალიშვილი & ახვლედიანი {4}


14-04-2018, 16:14
ავტორი likaloka
ნანახია 1 387

საღამო ძალიან კარგად გავატარეთ. ხშირად ვგრძნობდი ლაშას დაჟინებული მზერას მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია. გვიან დავიშალეთ. სახლში მივედი თუ არა დასაძინებლად დავწექი... მაგრაამ ალბათ თქვენც ხვდებით ხომ რომ ეხლაც არ დამაძინებდნენნ... ღმერთო შენ მიშველე.
შეტყობინება იყო მოსული უცხო ნომრიდან **მიხვედი?** , მართლა ვერ მივხვდი ვინ შეიძლება ყოფილიყო.
**რომელი ხარ?**
**ჰმ...დავიჯერო ეხლა რომ ვერ მიცანი?**
**აუ იტყვი?**...ტვინში მასხამდა უკვე მისი გამოცანებით სავსე შეტყობინებები
**ყველანაირად ცდილობ რომ ჩემს ერთად ყოფნით გამოწვეული დაბნეულობა ვერ შევამჩნიო, თუმცა საერთოდ არ გამოგდის...შეიძლება სხვებს აცურებ მაგრამ მე ვერ გამაცურებ საყვარელო... ტკბილი სიზმრები <3 **
არააა, არა ,არა!!! გამორიცხულია შანსი არ არის! აიიი ეს ლაშა ვერ იქნებოდა...არაა რა ღმერთო ოღონდ ეს არაა, გეხვეწებიი... თუმცა საიდან მოვიტანე რომ ლაშა იყო? იქნება და საერთოდ სხვა ვინმე მწერდა? ან ვიღაცეები ღადაობდნენ? არა ლაშა ნამდვილად ვერ იქნება, მოიცა.....
**შენ შვილო ალაოდ ხარ? ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე... აზრზე არვარ ვინ ხარ და არც მაინტერესებს! და ეგ შენი უაზრო აზრები შენთვის შეინახე!**
**ოჰ...ფეთქებადიც ყოფილხარ შენ :D**
აღარაფერი მიმიწერია, დასაძინებლად დავწექი თუმცა ძილს თავი ვერ მოვაბი. გამუდმებით მეფიქრებოდა უცნობზე თუმცა შესაძლებელია ნაცნობზეც. ტვინს ვიჭ...ტდი იმაზე ფიქრით თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, ბოლოს კი ჩემი ფიქრები მაინც ლაშამდე მიდიოდა, მაგრამ ფიქრები უკუვაგდე და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.
..................................................................................
დილით ადრე გამეღვიძა და უნივერსიტეტში წასასვლელად მოვემზადე. რადგან კარგი ამინდი იყო გადავწყვიტე ფეხით წავსულიყავი. ფიქრებში ვიყავი გართული რომ გვერდიდან მანქანის სიგნალის ხმა მომესმა. გავიხედე და...... ლაშა იყო
- ჩაჯექი გაგიყვან_ არა ამქვეყნიურად გამიღიმა
-აა...არა იყოს ჩემით წავალ_ დაბნეულმა გავუღიმე
-რომ გეუბნები ჩაჯექი!_ მკაცრად მითხრა
მისმა ასეთმა ტონმა ნერვები მომიშალა.
-გითხარი ჩემით წავალ თქო_მეც არ დავაკელი სიმკაცრე
-ელენე, რომ გეუბნები ჩაჯექი მეთქი ესეიგი უნდა ჩაჯდე_ მკაცრად ჩაისისინა
-რომ გეუბნები ჩემით წავალ მეთქი ესიგი წავალ ჩემით და არ მინდა შენს ერთად წამოსვლა!
შევატყვე როგორ დაებერა ძარღვები, ხელები საჭეს მაგრად მოუჭირა, მანქნის კარები გამოგლიჯა, ჩემთან მოვიდა ხელი ჩამავლო და მანქანისკენ წამიყვანა
-რას აკეთებ იდიოტო მეტკინა_საწყლად ამოვიკნავლე
მანქანაში ძალით ჩამაჟინა, მან კი მძღოლის სავარძელს მიუჯდა
-ღირსი ხარ! _იგივე ტონით მელაპარაკებოდა_რო არ გაჯიუტებულიყავი არც გეტკინებოდა!
არაფერი მიპასუხია, ნერვები მეშლებოდა საშინლად და ეხლა რომ რამე მეთქვა უეჭველი ცრემლად დავიღვრებოდი ( ვინმე რო ესეთი ტონით მელაპარაკება ესე მემართება ხოლმე)ამიტომ გაჩუმება ვარჩიე
მანქანა დაძრა თუ არა ისევ მე მომიბრუნდა
-ღვედი შეიკარი!
ააუუუ არა რა... ღვედის შეკვრა ჭირივით მეზიზღებოდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ისიც შეიძლება ჩაითვალოს რომ ღვედს ვერა და ვერ ვიკვრავდი. ჩემი ყოველი მცდელობა კრახით სრულდებოდა, და ღვედში ვიხლართებოდი.
-ელენე! მისმენ?
-ხო გისმენ_ჩუმად ჩავილაპარაკე
-მერე?
-ღვედი უნდა შევიკრა_საწყლად ველაპარაკებოდი. არა რაა ვერ უნდა მიხვდეს ამხელა კაცმა რომ ღვედის შეკვრა არ მეცოდინება? უუფ...იდიოტიი!
-ხოდა მერე?_ჩაიცინა
ღვედის შეკვრა დავიწყე იმ იმედით რომ ეხლა მაინც გამიმართლებდა და ნორმალურად შევიკრავდი თუმცა ჩემი ბედის ამბავი თქვენთვის ცნობილია..... ამჯერადაც ჩავფლავდი
-მოიცა მოიცა_სიცილის ნოტები შეეპარა ხმაში_ღვედს ვერ იკრავ?_ეხლა უკვე მართლა იცინოდა
-ვერა!_ გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე
-კაი?ღადაობ ხო?_იცინოდა
-მეტყობა რამე ღადავის?_ნერვები მეშლებოდა უკვე
-არაა არ გეტყობა_კვლავ განაგრძობდა სიცილს
-ლაშა კაი რა...დაგვაგვიანდება_ ვეცადე თემა სხვა რამეზე გადაგვეტანა
-ხო კაი მაგრამ ეს არასდროს დამავიწყდება_ უკვე ცოტათი დაწყნარებულმა ამოილაპარაკა
მანქანა აამუშავა...ჩემსკენ გადმოიწია, ღმერთოო ისე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, უცებ მისი თვალები ჩემსას შეხვდა და თითქოს მის კუპრივით შავ თვალებში ჩავიძირე. უცებ თითქოს გამოფხიზლდა, ღვედი შემიკრა და უნივერსიტეტისაკენ დავიძარით.
..................................................................................
1 კვირა ჩვეულებრივად გავიდა. ჩემი და ლაშას ურთიერთობა მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა. ლაშას მეგობრებიც გავიცანი, მოულოდნელად შევხვდი ოთოს სახლში. ძალიან კარგი ადამიანები არიან, ილია და ნინა ჩემთვის უკვე სამაგალითო წყვილს წარმოადგენენ მათი პატარა ბარბარე კი გასაგიჟებელი ბავშვია. ოჯახის შექმნის მიუხედავად სწავლას ორივე აგრძელებს.ტყუპებს დათოს და ტატოს რომლებიც სასწაულად ჰგავან ერთმანეთს, მოლოდ ხასიათით ვანსხვავებ. დათო, მისტერ უჟმურობაა, აი მეორე ოთო, დარწმუნებული ვარ ესენი ძალიან კარგად შეეწყობიან ერთმანეთს. ტატო? აი ტატოსთან საქმე სულ სხვაგვარადაა. ადამიანი რომელიც სულ პოზიტიურობას ასხივებს და რომელსაც არარსებული რაღაცეების სჯერა. მაგალითად, ტატოს აზრით მალე დედამიწაზე უცხო პლანეტელები ჩამოვლენ და ყველას ამოგვხოცავენ, ამიტომაც დადის სულ მომღიმარი და გიჟურ რაღაცეებს აკეთებს, ამბობს მათ ჩამოსვლამდე სიცოცხლეს ვირგებო . ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს გადავწყვიტეთ რომ 1 კვირის შემდეგ, სააღდგომო არდადეგებზე ყველანი ყაზბეგში წავსულიყავით 1 კვირით. ნუუ ის სამი დღე გაგვეცდინა უნდა უნივერსიტეტი.
..................................................................................
მანქანებში გავნაწილდით და ყაზბეგისაკენ დავიძარით. მე,ლუკა,ნინი,ტატო და ლაშა ერთი მანქანაში ვისხედით საჭესთან ლაშა იჯდა, ხოლო დანარჩენები ილიას მანქანაში.
დამღლელი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ყაზბეგამდეც მივაღწიეთ და....ღმერთო ჩემო...ჩემს წინ ულამაზეს ბუნება გადაიშალა. ყაზბეგში არასდროს ვყოფილვარ, იქ მოხვედრა კი ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო. და აი ეხლა ვიდექი შუა ყაზბეგში, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. აი ეს არის ბედნიერება!
-აუ რა ძალიან მაგარიაა_აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი
-აუ ხოო,გასაოცარია_ჩემს მსგავს მდგომარეობაში იყო ნინიც
-პირველად ხართ აქ?_იღიმოდა ლაშა
-ბავშვობაშიც ვიყავი ერთხელ ჩემი ოჯახის ერთად თუმცა არაფერი არ მახსოვდა_იცინოდა ნინი
-მე კი, პირველად ვარ_მომღიმარმა ჩავილაპარაკე
-არ ინანებთ აქ ჩამოსვლას, სასწაული ადგილებია_გველაპარაკებოდა ლაშა.
მე კი უაზროდ ვიღიმოდი
..................................................................................ოთახები გადავინაწილეთ...გოგონები ერთ ოთახში ვიყავით, ბიჭებს რადგანაც ბევრნი იყვნენ ორი ოთახი დავუთმეთ....უნდა ვაღიარო შესანიშნავი სახლი ჰქონია ლაშას.
მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავედი. ჩემსდა გასაკვირად არავინ არიყო, ალბათ სძინავთ. სავარძელში ჩავჯექი და პლედი მოვიხვიე. დიდხანს ვიჯექი და ვფიქრობდი, ვხვდებოდი რომ მალე ძილი თავს წამართმევდა თუმცა მაინც ჯიუტად ვახელდი თვალებს. მალე ჩემს ზურგს უკან ცხელი სუნთქვა ვიგრძენი.დამეფიცება ის იყო.სუნამოს და სიგარეტის გაჯერებული სურნელით ვიცანი.ვხვდებოდი რომ თანდათან მიახლოვდებოდა.
-ცხოვრებაში პირველად...ერთად ყაზბეგში._ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში, საფეთქელზე მაკოცა და იქაურობას ისე ჩუმად გაეცალა როგორც მოვიდა. მე კი დამტოვა, აქ სავარძელში პლედში გახვეული და არეულ-დარეული.
........................................................................................................................................................................

მაპატიეთ... : ვიცი რომ დამაგვიანდა..... : გავაგრძელო?



№1 სტუმარი მარი. ელ❤

გააგრძელე აუცილებლად მაგარიაა❤❤❤

 


№2  offline წევრი likaloka

მარი. ელ❤
გააგრძელე აუცილებლად მაგარიაა❤❤❤

მადლობაა heart_eyes

 


№3  offline წევრი ანაბელი

რომ დაგინახე გამიხარდი <3 შემდეგს ველოდები მალე მალეეე<3

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

Gaagrdzeleეეეე

 


№5  offline მოდერი abezara98

კი, ნამდვილად კარგია, გააგრძელე და იქნებ თავები გაზარდო confused confused

 


№6  offline წევრი likaloka

ანაბელი
რომ დაგინახე გამიხარდი <3 შემდეგს ველოდები მალე მალეეე<3

ვაიმეეე relaxed heart_eyes მე შენმა კომენტარმა გამახარა ძალიან ძალიაან heart_eyes ვეცდები რო მალე დავდო შემდეგი heart_eyes

სტუმარი ანი
Gaagrdzeleეეეე

heart_eyes heart_eyes

abezara98
კი, ნამდვილად კარგია, გააგრძელე და იქნებ თავები გაზარდო confused confused

მადლობაა heart_eyes ვეცდები რო გავზარდო heart_eyes

 


№7 სტუმარი ana

დადებას აღარ აპირებ? (((

 


№8  offline წევრი anns

აღარ აგრძელებ? რამდენი ხანია გელოდები უკვე

 


№9  offline წევრი anns

რა უპასუხისმგებლობააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent