შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენამდე (თავი-5)


14-04-2018, 21:12
ნანახია 1 704

მომყევი მკითხველო!ვინ გითხრა,ქვეყნად ნამდვილი ურღვევი,სამარადისო სიყვარული არ არსებობსო?იმ ცრუს ეგ ბილწი ენა უნდა ამოჰგლიჯო.
მომყევი,ჩემო მკითხველო, მხოლოდ მე მომყევი და ასეთი სიყვარულის ამბავს თვალწინ გადაგიშლი.





დამიანეს კაბინეტში შევედი იქ შესულს კი ის დავინახე რასაც ან ვისაც მთელი წელი გავურბოდი.
-ოჰჰ ევა,დიდიხანია ერთმანეთი არ გვინახავს.
-ართქვა რო მოგენატრე.
აგდებულად ვუპასუხე და თავი გავაქნიე.
-თქვენ ერთმანეთს საიდან იცნობთ?
საუბარში დამიანე ჩაერთო
-ჩვენ?ჩვენ ისეთი ისტორია გვაქვს.
-მე ჯერ კიდევ მაშინ როდესაც მშობლები გარდამეცვალა,ამ საქმის შესწავლას ვიწყებდი...ვიცოდი რომ ეს უბედური შემთხვევა არ იყო.მიზანს თითქმის მიღწეული მქონდა, მაგრამ მოულოდნელად ეს ვაჟბატონი გიორგი გამოჩნდა.ყველაფერი ყველა დოკუმენტი,ფაქტები ყველაფერი გაანადგურა რაც კი მე მაჩნდა.როცა მიზანს ვუახლოვდებოდი ყველაფერს მინადგურებდა და თავიდან მაწყებინებდა თითქმის მიღწეულს.რასაკვირველია მე მაშინ ასეთი ძლიერი არ ვყოფილვარ.არც რეპუტაცია მქონდა საერთოდ არაფერი და ლოგიკურად გიორგი მოიგებდა ყველაფერს მე კი მივხვდი მისი ხელი რომ ერია ამ საქმეში.მით უფრო დავინტერესდი და ყველაფერი ვცადე რათა სიმართლე გამეგო.ესკი ისევდაისევ ხელს მიშლიდა მერე ჩემი მოკვლაც გადაწყვიტა.ვატყობდი როგორ დამსდევდნენ,მითვალთვალებდნენ მაგრამ როგორღაც ნიკას წყალობით გავითამაშე ვითომ მოვკვდი და ჩემს საქმეს მშვიდად გავნაგრძობდი მაგრამ დღეს აქ ზის და მხედავს.დასასრული!
-შეენ?!მასაც იგივე გაუკეთე?!
დამუანე მივარდა გიორგისთან და საყელოში ხელი ჩაავლო.
-ოჰჰ ვალაა ძლივს მიხვდა.ჰომ იცი რომ ვერ მომკლავ?მანამ ვერ მომკლავ სანამ დამამტკიცებელ საბუთებს ვერიშივნი ეს კი ძაიან გაგიჭირდება.
-რას ნიშნავს მასაც?
საუბარში ჩავერია და სახეგაბადრული შევყურებდი დამიანეს.
-მეც იგივე გამიკეთა რაც შენ!
-ჰეი ძუკნ* ცუდს რას ვაშავებ განგსტერობანას ვთამაშობ.
თქვა გიორგიმ მე კი სიბრაზისგან არციცოდი რა გამეკეთებინა.
-განსგტერობანა არა?!განგსტერობანა გინდა?მე შენ გიჩვენებ.ამიერიდან ჩემი წესებით ვითამაშებთ საყვარელო!
ვთქვი და მაშინვე გიორგისთან მივედი.სილა უნდა გამეწნა მაგრამ ხელი დამიჭირა.ისე მეტკინა ლამის ვიწივლე
-ხელი გაუშვი!გითხარი ხელი გაუშვი თქო!
დამიანე მივიდა და გიორგის სახეში მუშტი უთავაზა.
კაბინეტში დამიანეს დაცვა შემოვარდა და გიორგი მოაცილა აქაურობას.
ერთ ადგილას მივედი.ვერაფერს ვაკეთეი ვერ ვიჯერებდი რომ დამიანესაც იგივე გაუკეთა.მიზეზი არვიცი რაუნდა გაეკეთებინა ჩემსა და დამიანეს ოჯახს რომ გიორგიმ სიკვდილი მიუსაჯა,რომ მოკლა.
-კარგად ხარ?
დამიანე ჩემთან მოვიდა და ჩემი სახე მის ხელებში მოიქია.
-კარგად ვარ.შენ?
-მეც...ევა არ მინდა გავრისკო.თუ გიორგი კიდევ გამოჩნდება შენს გარემოცვაში მაშინვე დამირეკე.დაცვას გამოგიყობ.გიორგი ვერაფერს დაგიშავებს.
ჩამეხუტა...ამ ჩახუტებამ მთელი აურზაურობა დამავიწყა...არვიცი რას ვგრძნობ დამიანეს მიმართ,ასე არავისმიმართ არაფერი მიგრძვნია.
-ყველაფრისთვის მადლობა.
ხელები შემოვხვიე და მისი სურნელი შევიგრძენი.
რმოდენიმე წუთი ასე ვიდექით,შემდეგ კი ხელი გამიშვა და თვალებში შემომხედა.
-აბა როგორია პირველი დღე?
გაიღიმა და ლოყა სასწაულად ჩაეჩხვლიტა.
-რომ გითხრა არაჩვეულებრივი თქო დამიჯერებ?
-ეჭვი მეპარება.
ისევ გაიღიმა.
-რომ იცოდე ჩვენზე რა ჭორები დადის.
ვუთხარი და გადავიხარხარე.
-მოიცა გამოვიცნობ:გონიათ რო ან შენ მოგწონვარ ან ერთად ვართ ხო?!
-ხოო.
ერთდროულად გავიცინეთ და წამშივე დავსერიოზულდი.
-ამ კომპანიაში ნწ არასდროს მოვიწყენ.
ისევ ვიცინოდით.
-კარგი.მოდი საქმეს მივხედოთ რაიმე ხომარგჭირდება?
-ხოო ევა შეგიძლია ეს გადააქსეროქსო?
-ხო რათქმაუნდა.
-შენს კაბინეტშია ყველაფერი.
-კაბინეტში?
-ხოო რაიყო?
-არვიცოდი ასისტენტებს კაბინეტი თუ ქონდათ.
-არც ააქვთ.
დოკუმენტები გადავაქსეროქსე,ყველაფერი შევასრულე რაც დამავალა და რაც არ დაუვალებია,ახლა უკვე სახლში უნდა წავსულიყავი,სახლში რა სასტუმროში.საკმაოდ გვიანი იყო 12ხდებოდა კომპანიაში კი არავინ აღარიყო.
ლიფტში დამიანე შემხვდა გაკვირვებული ჩანდა
რომ დამინახა გაიღიმა და დაბლა დაიხედა.
-ასე გვიან აქ რაგინდა?
-რაღაც დოკუმენტები იყო მოსაწესრიგებელი და თან ხვალ ალექსანდრა ახვლედიანთან მაქვს ფსიქოლოგიური გასაუბრება.და დოკუმენტებზე ხელი უნდა მმეწერა და ასეშემდეგ.
-ქართველი ყოფილა
-ხოო ქართველია
-შენ რასაკეთებ აქ?
-მე როგორც უფროსს საე თავზე საყრელად მაქვს.ასერომ...
-გასაგებია.
ლიფტის კარი გაიღო.ჯერ მე გამატარა შემდეგ კი თვითონ გამოვიდა.
-მე წაგიყვან.
-არა არმინდა.მძღოლი მელოდება.
-ეჭვი მეპარება.
-რატომ?არა ართქვა არა და არა!შენ გაუშვი ხო?
-ხოო როგორმიხვდი ვალაა!
ამოვიხვნეშე და გზა განვაგრძე.
-სადმიდიხარ?
-ტაქსი უნდა გავაჩერო და სასტუმროში წავიდე.
-მე შენ რაგითხარი?
-რამითხარი?
-ხომ ვთქვი ვერ ვიტან რიცა დამოუკიდებლად დადიხარ ქუჩაში მითუმეტეს ღამით თქო!
-უუპს
ხელი ჩამავლო და თავის მანქანასთან მიმიყვანა.
-არჩავჯდები ტყუილად ცდილობ!
-მიზეზი?
-რომელი ერთი ჩამოგითვალო?1სასწალად ჩქარა და საშინლად ატარებ 2შენ არ...
სიტყვის დასრულება არ დამაცადა,რასაც ქვია ამიღო და მანქანაში ჩამტენა.
-რასაკეთებ ველურო?
-ახლა სამსახურში ხომ არ ვართ?არ მომიწევს არც თავის არიდება და არც არავინ ილაპარაკებს ჩვენზე.
-რატომ ხარ მასეთი დარწმუნებული?აი ნახე...
თითი იქიტ გავიშვირე საიდანაც პირზე ხელ აფარებული 3გოგო გვიყურებდა.
-ჰმმ ეგენი...ნუ მაგათ ხვალ მივხედავ.
-ვაიი ხვალ თუ ჩვენზე რაიმე ჭორი დაყარეს,გეფიცები მოგკლავ!
-ჰოკაი ნუნერიულობ.
გაიცინა,მე კი ხელები გადავაჯვარედინე და ფანჯარაში ვიყურებოდი.
მანქანა დაძრა და წავედით.
-ხვალ რომელ საათზე გაქვს შეხვედრა?
-ოთხზე
-კარგი.
არ დავინტერესებულვარ თუ რატომ მკითხა.მართალია მის გვერდით პულსი საგრძნობლად მივარდებოდა, მაგრამ არმინდა დამიანეს სხვანაირად შევხედო სხვანაირადში სიყვარულს ვგულისხმობ.ვიცი ჩემი გადასაწყვეტი არ არის მაგრამ უბრალოდ ასე მინდა ჯერ-ჯერობით მაინც.
-მძიმე დღე გქონდა?
საუბარს ვიწყებ
-საშინლად მძიმე...შენ?
-არცისე
-მოგეწონა კომპანია?
-კი ძალიან კარგია.
-ირაკლის დამსახურებაა
-მხოლოდ ირაკლის არა.შენი დამსახირებაცაა
შემომხედა წუთით თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, შემდეგ გაიცინა.
-ხვა რამოდენიმე შეხვედრა მაქვს უნდა გამომყვე შეგიძლია?
-კი რათქმაუნდა ჩემი მოვალეობა ეგაა.
გავიღიმეთ
-შენზე რასმეტყვი?რაიმე ისეთი მითხარი რაც არ ვიცი
-ჰმმ მე პატარაობაში მოცეკვავე ვიყავი 6წელი დავდიოდი ქართულ ცეკვებზე,ხატვა მიყვარს და სავარაუდოდ დანარჩენი ყველაფერი იცი
-ცეკვა?გიყვარს?
-მიყვარდა...დიდიხნია რაც არმიცეკვია.
-ერთ დღეს შენი ნახატები აუცილებლად უნდა მაჩვენო
-ბრძანებაა?
-როგორც გინდა ისე მიიღე.
გაიღიმა და ეშმაკურად გამომხედა.
სასტუმროსთან მივედით...
-ნახვამდის დამიანე
-ნახვამდის ევა
-მადლობა რომ მომიყვანე
მანქანიდან გადმოვედიდავემშვიდობე და სასტუმროში შევაბიჯე.ლიფტით ჩემს სართულზე ავედი და ოთახში შევედი.
შხაპი მივიღე,საღამურები ჩავიცვი,ერთი ჭიქა ღვინო დავლიე და თქნ საწოლში ავწექი და თან ტელევიზორს ვუყურებდი რაღაც ანიმაცია გადიოდა.მალევე გავთიშე ტელევიზორი და ახლა უკვე დღევანდელი დღის გადახარშვა დავიწყე.
თავში სულ დამიანე მიტრიალებს...არადა არც კი ვიცნობ.
____________
დამიანე.
ევა სასტუმროში მივიყვანე მე კი სახლში წავედი.დამღლელი დღე მქონდა,მაგრამ არვიცი ევა...ის ისეთი საყვარელია ისეთი საუცხოოა.ყოველთვის მინდოდა მისნაირი ადამიანი მყოლოდა გვერდით.მომბეზრდა ეს ერთჯერადი და ერთღამიანი ბოზ*ბი.ევა ის ადამიანია ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარებას ვისურვებდი,მაგრამ როცა გაიგებს რა ცხოვრებითაც ვცხოვრობ ვფიქრობ ეს შეუძლებელი იქნება...
___________________
ევა.
დილით ტელეფონის გაბმული ზარი მაღვიძებს...
ზლაზვნით ავიღე მობილური და არც კი შემიხედია ისე ვუპასუხე.
-ჩემი გაღვიძებისთვის გირჩევნიათ სერიოზული მიზეზი გქინდეთ!!
ამოვიკნავლე და ჩემი ხმა ძლივს ვიცანი.
-დილამშვიდობის ევა!შენი შეხვედრა 2საათზე გადავიტანე
დამიანეს ხმის გაგონემისას საწოლიდან წამოვფრინდი.
-დამიანე?ისა...ბატონო დამიანე...
-ევა გთხოვ...არგვინდა ეს ქალბატონო და ბატონო.მხოლოდ სამსახურში...ეგეც იმიტომ რომ შენ არ იგრძნო თავი უხერხულად.
ორივე ჩუმათ ვიყავით.
ეს სიჩუმე კედლებს ანგრევდა,ჩამყვიროდა მაგიჟებდა სასწაულად გამაღიზიანებელი იყო.სიჩუმე...
დიდი ხნის პაუზის შემდეგ ისევ თვითონ განაგრძო.
-მოკლედ შენი შეხვედრა 2საათზე გადავიტანე,იმიტომ რომ 3საათზე მე მაქვს შეხვედრა სადაც შენ უნდა იყო.
-მაგრამ...კარგი
-შეხვედრამდე.
___
შაპი მივიღე,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე:კანისფერი კონტური წავისვი,წამწამები ავიპრიხე და ახლა ტანსაცმელი მოვირგე.
შავი ჩვეულებრივი კაბა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი.
______
კომპანიაში ამაყად მივაბიჯებდი.შეიძლდბა ითქვას რომ ისევ ყველას ყურადღება მივიბყარი რაც არმესიამოვნა.
ლიფტთან მისულს დამიანე შემხვდა...ზურგით იდგა ცალი ხელი ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი,ცალი კიდე კედელზე ჰქოა მიბჯენილი.
-გამარჯობა ბატონო დამიანე
-გამარჯობა ქალბატონო ევა.
ლიფტის კარები გაიღო.
-მიბრძანდით.
დამიანემ გზა დამითმო მე კი ამაყად შევედი
-გმადლობთ
...
როდესაც სასურველ სართულზე მივედით კარების გაღებისთანავე,ვიღაც ქერა თმიანი,გოგონა დამიანეს პირდაპირი მნიშვნელობით ლამის ზედ შეაფრინდა.ნუთუ ვერ ხვდება ეს ტუჩსაცხი ტუჩების იქით რომ აქვს გადაცილებული?!უკვე ვერვიტან ამ გოგოს.
-საყვარელო!
ამოიკნავლა და დამიანეს მოეხვია.
საყვარელოო?!
-მეგი!გაჩერდი ხალხია!
დამიანემ სასტიკად მკაცრი მზერა სტყორცნა.
-მერე რა მე ხომ შენი საცოლე ვარ!
ღმერთო ჩემო.საცოლე?საცოლე...ექოსავით ჩამესმოდა ეს სიტყვები.გულს მტენდა,მანადგურებდა.



№1 სტუმარი Jsbx dj

Ee sad waxvedi amdenixani rato agvianeb ra wesia :-( ar vicodi es istoria ufrosworad tavidanve ar mogyvebodi magram ertianad wavikitxe 5 tavi da moutmenlad velodebi axal tavs ar daiwyo exla shenc muzebis momizezeba tore gavafren

 


Jsbx dj
Ee sad waxvedi amdenixani rato agvianeb ra wesia :-( ar vicodi es istoria ufrosworad tavidanve ar mogyvebodi magram ertianad wavikitxe 5 tavi da moutmenlad velodebi axal tavs ar daiwyo exla shenc muzebis momizezeba tore gavafren

Didi madloba da bodishis gixdit dges davdeb aucileblad????

 


№3  offline წევრი .M.A.R.I.

დადებ შემდეგ თავს ძალიან დავინტრიგდი ... innocent

ძალიან გთხოვ მალე დადე რა heart_eyes innocent

 


.M.A.R.I.
დადებ შემდეგ თავს ძალიან დავინტრიგდი ... innocent

ძალიან გთხოვ მალე დადე რა heart_eyes innocent


Bodishit vegardavde gushin chemi dabadebisdge iyo da armecala

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent