მოჰყევი დათოვლილ ნაკვალევს
მოჰყევი დათოვლილ ნაკვალევს, ვიაროთ ამაყი მთებისკენ, ნისლების სიანცე მახარებს, მწვერვალთა სიშორეს ვერ ვითმენ. მომყევი, ვიაროთ, ვიაროთ, როგორც ცას არწივნი დადიან, ფიქრებში შენი ხმა ტრიალებს, ქარაფზე ლექსობა მწადიან. მოჰყევი დათოვლილ ნაბიჯებს, ვიპოვოთ პატარა სამყოფი, ვეწვიოთ ზეცის ღრმა ნაპირებს, სანამდეც უფალი გვამყოფებს. მერე კი მივბაძოთ არწივებს, გავშალოთ ფრთები და გავექცეთ სამყაროს, ასე რომ გვამძიმებს, სამყაროს, ასე რომ გვაფერხებს. მანამდე, თოვლისგან საფარად გვეყოფა ქოხი და ნაბადი, სასმელად — მთის წყარო ანკარა, საკვებად — გრძნობების საბადო. ნისლების სიანცე მახარებს, მწვერვალთა სიშორეს ვერ ვითმენ, მოჰყევი დათოვლილ ნაკვალევს, ვიაროთ ფერდმრუდი მთებისკენ! ~ბ.ბ~ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.