შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყინული წუთები.თავი 6


15-04-2018, 05:11
ავტორი zia-maria
ნანახია 2 487

იმ წუთიდან როცა ფეხი შედგა თვითმფრინავში მასში დაიბადა შიში, შიში სიცივის, მის მიმართ მტრულად განწყობილი გარემოსი.სახლის,ნაცნობი ადგილების დატოვების შიში.რა თქმა უნდა ეს ხომ ბუნებრივი რეაქციაა,ინსტიქტია.გული აღარ აქვს საგულეში,სუნთქვა შეეკრა,ფართოდ გაახილა თვალები და მისმა გონებამ რამდენი საშინელი ფოტო წარმოიდგინა ვინ იცის.დამამშვიდებელი დალია და არ გაუგია მგზავრობა ისე მშვიდად ეძინა.ხელის შეხება იგრძნო ძილში და ფრთხილად გაახილა თვალი,გვერდით მჯდომი იყო რომელიც უღიმოდა.
-მალე ჩავალთ,დროა გაიღვიძო.
-მადლობა.გაბრუებული იყო და ფეხი დადგა თუ არა მიწაზე ტაქსით წავიდა იმ მისამართზე რომელიც საქრთველოდან წამოიღო,უკვე ელოდნენ ქართველ სტუმარს მასპინძლები და ღიმილით შეეგებეს მხიარული სახეებით,თავის ოთახი აჩვენეს დიანას და ასევე ღიმილით უთხრა.
-დაისვენე დაღლილი ხარ და შემდეგ ვახშამზე გელოდებით.
-დიდი მადლობა.ისეთი დაღლილი იყო არც ვახშამი გახსენებია,დაეძინა და შუაღამისას გაეღვიძა,წამოდგა და ფანჯრიდან გაიხედა წვიმდა ჩაეღიმა და ჩურჩულით თქვა.
-რად ტირი ცაო,ნუთუ შენც მისტირი დაკარგულ სიყვარულს?ცრემლები წამოუვიდა,ერთს მეორე მოყვა,მეორეს მესამე და გულამოსკვნილი ტიროდა,ტირილში ისევ ჩაეძინა და დილით ისე იყო თითქოს მას არა,სხვას ეტიროს მის გვერდით და ის შორიდან უცქერდა.იმ დღეს დაისვენა და მეორე დღიდან შეუდგა სწავლას და დიდი მონდომებით სწავლობდა,არ თაკილობდა მკაცრ კრიტიკას,იღებდა შენიშვნებს და იმ შენიშვნებზე სწავლობდა უფრო მონდომებით.სულ რაღაც ერთი თვე გავიდა და ისე იყო გადართული ამ ყველაფერზე,რომ არანაირი ინტერესი არაფლის არ ჰქონდა.ერთ დღეს კი გიჟივით შემოაღო სალონის კარი ანკამ და დიანას უკნიდან მოეხვია,დიანამ სარკეში შეხედა ანკას ღიმილიან სახეს და სიხარულით აივსო.ისე მარტოსულად გრძნობდა თავს ამ ჩახუტებამ შეავსო და გაათბო.დიდხანს იყვნენ ჩახუტებული მეგობრები და შემდეგ ანკამ უთხრა.
-სად ცხოვრობ,მინდა ერთად ვიცხოვროთ და ეს გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
-დაფიქრების დრო მაქვს?
-არც ერთი წუთი.მკაცრად უთხრა ანკამ და შემდეგ ორივე ისე გულიანად იცინოდა ყველა მათ უცქერდა.
-მარტო ცხოვრობ?კითხა დიანამ როცა დამშვიდდა.
-მარტო ვარ,სულ მარტო და ღამე მეშინია.უთხრა მოწყენილმა,მაგრამ დიანამ მიხვდა რომ ანკა თავს აცოდებდა და ღიმილით უთხრა.
-აფერისტო,ნუ მაცოდებ თავს.აქ ახლოს ვცხოვრობ,ფეხით მოვდივარ და 20 წუთში უკვე აქ ვარ,ვდგები საწოლიდან და აქ მოვდივარ.
-წამოდი ჩემთან,იქნებ რა იცი და მე უფრო ახლოს ვარ?
-არ მგონია,შენ ასეთ ხმაუროან ადგილზე არ გაჩერდები,შენ გიჟი ხარ თორემ ისე სიმშვიდე გიყვარს.
-წამოდი,წამოდი.ხელი ჩაკიდა და ძალით წაიყვანა და სულ რაღაც ხუთ წუთში უკვე სახლში იყვნენ.
-ვერ ვიჯერებ,მართლა რა ახლოს ყოფილხარ,ფაქტიურად ბინები ერთმანეთის გვერდიდ დგას.
-ჰე რას იზამ,გადმოხვან ნებით თუ ძალა ვიხმარო?
-გადმოვალ,არანაირი პრობლემა არ მაქვს.აღარ დააჯინა და იმ დღესვე გადმოატანინა თავისი ნივთები,შეწუხდა და ეწყინა დიანას მასპინძელს,მაგრამ დაამშვიდა რომ ხშირად მოინახულებდა და მათმაც ღიმილით გააცილეს სტუმარი.უკვე სამი თვის ორსული იყო და მუცელი საყვარლად აჩნდა,ერთხელ სოციალურ ქსელში უცხო პიროვნებიდან წერილი მიიღო,რომ წაიკითხა სითბო იგრძნო და გული აუჩუყდა.
-,,ალბად ძლიერ მონატრებას განიცდით,ღირს კი რომ ატაროთ მისი მონატრება გულით?''დიანას გაუკვირდა და ჯერ გაოცდა და შემდეგ გადაწყვიტა,რომ არ ეპასუხა.უამრავი წერილი მოდიოდა,და ბოლოს ანკას შესჩივლა რომელიც სამზარეულოში იყო და ბლინებს აკეთებდა თავის ჭკუით.დიანამ შეხედა და გაეცინა.
-რად დამცინი?
-იქნებ მიშველო რა,არ ვიცი ვინ არის უკვე ღამეები ძილსაც კი მიფრთხობს.
-მომეცი აქ არ ვარ ექსპერტი,გავიგოთ ვინ არის.გამოართვა ტელეფონი და მიწერა.
-,,მონატრება სულის გავლით გულამდე ჩადის.''
-,,რატომ არ მწერდი,რამე გაწყენინე?''
-,,არა,უბრალოდ ცუდად ვგრძნობდი თავს ეს დღეები.''
-,,ეს არ არის სრული არგუმენტი თავის გასასამართლებლად.''
-არც ვცდილობ თავი გავიმართლო,ეს არ მჭირდება რადგან სიმართლეს ვამბობ.''
-,,დარწმუნებული ხარ,რომ სიმართლეს ამბობ?''
-,,არა.''იყო ანკას გულწრფელი პასუხი.
-გოგო რას წერ ამდენს.ხომ შეხედე მე არ ვპასუხობდი,ახლა ისევ არ მომასვენებს.
-დამაინტერესდა და მივწერე,ახლა შენ გააგრძელე თუ გაიჭედები მაშველი რაზმი აქ ვარ.
-,,ნდობა მაქვს დაკარგული ყველას მიმართ და ამიტომ ვიკავებდი თავს.''
-,,ერთის გამო არ არის საჭირო ყველას გადაუსვა ხაზი.''
-,,ჩემთვის ყველა ერთნაირი გახდა.''
-,,სანამ სინამდვილეში არ დარწმუნდები,ნუ იტყვი ისეთს,რომელიც შეიძლება თავად გეტკინოს.''
-,,თქვენ რა იცით,რომ არ ვარ დარწმყუნებული იმაში რასაც ვამბობ.''
-,,რამოდენიმე თვის წინ მეც მიყვარდა,ახლაც მიყვარს,მაგრამ მოულოდნელად გაუჩინარდა,ისე ადგა და წავიდა ჩემგან არაფერი არ მითხრა სად და რატომ,მე დარწმუნებული ვარ მიზეზი ჰქონდა,ალბად ოდესმე ამიხსნის ამ მიზეზს,მაგრამ შესაძლებელია გვიან იყოს ახსნის მიღება.''
-,,სამაგიეროდ გეცოდინება რატომ წავიდა,რატომ გაუჩინარდა უთქმელად.''
-,,ალბად,მაგრამ აზრი?''
-,,აზრიც სწორედ იმ გაუჩინარებაშია.''
-,,მე ვფიქრობ,რომ გაიგო ჩემი მდგომარეობა და წავიდა,ადგა და უხმოდ,დაუმშვდობებლად წავიდა.''
-,,რა მდგომარეობა.''
-,,არ არის საინტერესო სხვა,ისე დავტოვოთ როგორც არის.''
-,,შესაძლებელია არ უნდა ჩავერიო,მაგრამ ვფიქრობ ახლა თქვენ ფიქრობთ არასწორად.''
-,,იმედია თქვენი თავდაჯერებულობა უფრო მართებული იყოს.''მიმოწერა ყოველ დღე გრძელდებოდა,გრძნობა იღვიძებდა ორ ადამიანს შორის.ისე ღრმად შეიჭრნენ ერთმანეთში,რომ ერთმანეთის წერილებზე გახდნენ დამოუკიდებელი,მაგრამ არა აზარტული თამაშებით და არა ნარკოტიკით,ისინი ცოცხალი ადამიანები ერთმანეთზე გახდნენ დამოკიდებული.ხელი არ შეუქმნია დიანასთვის ახალ გრძნობას,პირიქით უფრო და უფრი დარწმუნებული იყო კარგი კარიერა შეექმნა,თავსაც ხედავდა უკეთესად და უკვე თვალები უბრწყინავდა,რადგან თითოეული წრილში რაღაც მისებურს ხედავდა და გრძნობდა.
-,,როდის ბრუნდები,აღარ დასრულდა შენი კურსები?''
-,,ჯერ არა,ორი თვე დავიმატე.''
-მართლა ნახავ რომ ჩახვალ?კითხა ანკამ გაკვირვებულმა.
-ვნახავ,რატომ არ უნდა ვნახო?თავადაც გაკვრვებულმა უპასუხა ანკას.
-ბავშვის მამას არ ნახავ,თუ დაგავიწყდა რომ ის ჯერ კიდევ არსებობს.
-მას რომ ვახსოვდე,შეეცდებოდა და მომძებნიდა ანკა.
-ესეც მართალია,ვერ შეგედავები სიმართლეში.
-იცი?ყველაზე დიდი ლომკა რა იყო ჩემთვის?
-ლომკა?თვალები გაუფართოვდა ანკას.
-ხო ლომკა,მას რომ შევხვდებოდი და მოვეხვეოდი მისი სუნის შევიგრძნობდი თუ არა ყველა დარდი და ფიქრი მეხსნებოდა,დაღლილობა და ტკივილიც კი მავიწყდებოდა.ჩვენ მხოლოდ ერთ სიტყვას ვწერდით ერთმანეთს ,,მომენატრე'' ან ,,იქ გელოდები''ან ,,მე უკვე მოვედი'' ან კიდევ ,,მოვდივარ''.ამ სიტყვებში იმდენი გრძნობა იყო ანკა ერთი სული მქონდა მის სუნს როდის შევიგრძნობდი.
-მომიყევი რა როგორ გაიცანით ერთმანეთი.წინააღმდეგი იქნები რომ ვიდეო გადავიღო?ვინ იცის როდის გამოვიყენებთ.
-არა,რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი.შემდეგ ერთი ღრმად ამოიხვნეშა და დაიწყო.
-წვიმაში,წვიმაში შევხვდით პირველად ერთმანეთს და ისეთი საშინელი წვიმა იყო,ის ღამე მის მანქანაში გავათენეთ.მეორე შეხვედრაც წვიმაში გვქონდა,სამუშაო საათები დასრულდა,საშინლად წვიმდა.მიყვარს წვიმა,ის ხომ გრძნობებს აცოცხლებს.თეთრი კაბა მეცვა ძალიან თხელი და სიფრიფანა,გაჩერებასთან უნდა მივსულიყავი და იქ მისვლამდე უკვე ერთიანად დავსველდი,გავრბოდი თითქოს წვიმას გავურბოდი და ვიღაცის მკვრივ სხეულს შევეჯახე,რომელმაც ძირს წაქცევისგან გადამარჩინა.დავიწყებულიც კი მქონდა ჩვენი პირველი შეხვედრა,თავი ავწიე და ორივე გაოცებული ვიდექით და უცქერდით ერთმანეთს.
-ჩვენი პირველი შეხვედრაც წვიმაში იყო.მითხრა ღიმილით.
-მახსოვსვ.მეც ღიმილით ვუთხარი,ვიდექით წვიმაში და სულ არ ვაქცევდით ყურადღებას ხალხის გაოცებულ წამოძახილებს,შემდეგ თავად მითხრა სიცილით.
-სულ მთლად გავიწუწეთ და გაცივება გარანტირებული გვაქვს.ჩემს თავზე დავიხედე და შემრცხვა კაბა ერთიანად შემოწებილი მქონდა ტანზე და შევკრთი.
-უნდა წავიდე,ხალხი გვიყურებს და ალბად გიჟები ვგონივართ.
-გაინტერესებს ხალხის აზრი?
-არც არასდროს მაინტერესებდა.ჩაეღიმა,ხელი მომკიდა და ჩემთვის საპირისპირო მიმართულებით წამიყვანა ხელ ჩაკიდებული.წვიმა კი არ ჩერდებოდა,უეცრად მომიბრუნდა და ჩამეხუტა.ანკა საოცარი იყო ის ჩახუტება,კოცნა?კოცნა რაღაც ზღაპრული.წარმოიდგინე,წვიმა შენს ტანზე დადის შენ კი ცხელ ტუჩებს გრძნობ და მთელი გრძნობით ხარ მასზე მინდობილი.აღარ მახსოვს რამდენი ხანი ვიდექით,მახსოვს რომ იმ დღეს ორივე ავყევით ვნებას და იმ ღამით ორივემ გადავირიეთ.ძალიან ძნელი იყო მისგან და მისი კოცნისგან თავი შორს დამეჭირა,შანსი არაა,ვერცერთი ქალი ვერ დააღწევდა მას თავს,მისი ხელები ამის საშუალებას არ მაძლევდნენ,რადგან ვგრძნობდი მის ძლიერ ხელებს ჩემს მხურვალე ტანზე.მკერდით მას ვეკვროდი და სხეულის ყველა ნაწილით ვგრძნობდით ერთმანეთს.ასე არეულმა ისევ ხელ ჩაკიდებული წამიყვანა და სასტუმროში შევედით,არავის ინტერესით სავსე თვალებს არ ვაქცევდით ყურადღებას,არავინ და არაფერი არ გვაინტერესებდა გარდა იმისა,რომ ვერცერთმა ვერ დავიოკეთ ვნება და თავი დავკარგეთ.ნომერში შევედით თუ არა ნაზად შემომაცალა სველი კაბა და მოსამსახურე პერსონალს გადასცა თავის სველ ტანისამოსთან ერთად.მომიახლოვდა,შიშველი სხეულით შემეხო,სველი და თან თბილი იყო,ამიყვანა ხელში და საწოლზე დამაწვინა.ტუჩები,სახე,ყელი,მკერდი,მთლიანად სველი ჰქონდა და ზედ წვიმის წვეთები ისევ აჩნდა,გავითიშე და მთლიანად მივენდე სხელით,სულით და გულით.ისეთი დიდი იყო გრძნობა ჩემში,რომ მინდოდა ბოლომდე დაცლილიყავი სიამოვნებაში.იგრძნო რომ მტკიოდა,რომ არ იყო იოლი და მივხვდი რომ ესიამოვნა,ხელები დამიჭირა და ყველაფერს დახვეწილად,პროფესინალის დონეზე აკეთებდა.როცა მკერდზე შემეხო მისი ხელებით,მისი გრძელი თითები შემომაჭდო თუ არა იქ დამიბინდდა თვალებში,შეეშინდა და სახეში შემომარტყა ნაზად.თვალებში ჩამხედა და თვალებით მკითხა,ხომ არ ვინანებდი,მეც თვალებით გავეცი პასუხი და ასე უხმოდ და უსიტყვოდ გავაგრძელეთ ვნების ჩახშობა,ვიგრძენი თუ არა მისი შეხება ავცახცავდი,თუმცა არ შევაჩერე და ვენდე,დავნებდი ანკა ბოლომდე დავნებდი.ძალიან ნაზად მექცეოდა და მეც ნელა-ნელა სიამოვნების მორევში ვიძირებოდი.მის ყოველ მოძრაობას სიძლიერე ემატებოდა და ჩემს სიამოვნებით სავსე ამოძახილზე გიჟდებოდა,უფრო ხელდებოდა.ჭკუიდან გადავედი ანკა ისეთი ნაზი და ამავე დროს მომთხოვნიც იყო და მისებურად უხეში.აღარ შემეძლო,თავს ვერ ვაკონტროლებდი და ჩემს ამ ქცევაზე ჯერ გაიცინებდა და მერე კი კოცნით მაჩუმებდა.ორივემ ავფრინდით სიამოვნების უმაღლეს მწვერვალზე,თუმცა ორივემ ერთად დავუბრუნდით რეალობას და ბევრი კოცნით,ჩახუტებით და მოფერებით გავატრეთ ის ღამე.
-დილით?რა მოხდა დილით.
-დილით რა მოხდა?მოხდა ის რომ შემრცხვა,წინა ღამით თავი დავკარგე არ ვნანობდი,მაგრამ მისი შეხედვის შემრცხვა.გამეღვიძა,მეგონა ეძინა და ჩუმად მინდოდა ადგომა,მაგრამ მუცლის ტკივილმა გამსერა და ყრუდ დავიკვნესე.თვალი გაახილა ხელი შემომხვია და მისკენ შემომაბრუნა,ჯერ მიყურა და შემდეგ ისევ ისე თბილად და ტვინ ასარევად მაკოცა.ყელიდან დაიწყო და ბოლომდე ჩავიდა,ისევ ამაკანკალა სიამოვნებისგან,ცუდად გავხდი,ისევ და ისევ დავიკარგე,თავადაც დაკარგა თავი და ისევ როგორც წინა ღამით სიამოვნება არ დავიკელით.
-ასეთი ცეცხლოვანი ორი ადამიანი,ამბობ რომ არ გააგებინებ ბავშვის შესახებ?
-არ ვიცი,მეც არ ვიცი ის უეცრად გაქრა ანკა.
-იქნებ არც ისეა როგორც შენ ფიქრობ,იქნებ არ არის არაკაცი და ტკივა რაღაც რაც არ ვიცით.
-უნდა დაერეკა ანკა და თუ ტკიოდა უნდა ეთქვა.
-იქნებ ჰქონდა მიზეზი და ამიტომ არ გითხრა.
-რა უნდა ვიფიქრო,გარდა იმისა რომ მან მიიღო ის რაც უნდოდა და ზედმეტი ვალდებულებებისგან რომ თავი არ ატკივდეს,გზა გამონახა,გაუჩინარდა.
-არ გიცდია მოგეძებნა და გაგეგო რატომ გააკეთა,რატომ წავიდა რას ნიშნავდა მისი მხრიდან ეს ყველაფერი?
-არა,არ დაუწყე ძებნა,რადგან წავიდა ესე იგი ასე ჩათვალა საჭიროდ და ჩემი ბედნიერებაც იქ დასრულდა.
-ორსულად ხარ დიანა და ეს რაც არ უნდა იყოს ბავშვის მამამ უნდა იცოდეს.
-როგორ მეთქვა გაქრა და წავიდა,ყველაზე ცუდი ის არის რომ გონებიდან ვერ ვიშორებ და სულ თან დამდევს,ჭკუიდან გადავყავარ მისი ღიმილი რომ მახსენდება.
-ნანობ?
-არა,არ ვნანობ რადგან ეს მეც მინდოდა რაც ჩვენს შორის ხდებოდა,ძალა არ დაუტანებია მას ჩემთვის,მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ ასე აუხსნელად,ასე უსიტყვოდ ადგა და წავიდა.
-შენ ძლიერი ხარ,არ უარყავი შვილი და დღეს ის შენს სხეულში იზრდება,მეც აქ ვარ და ყველანაირად მოგეხმარები.ჩვენ ერთად გავზრდით პატარას.
-შენ მართლა მონათლავ?
-ჰო,აბა რას ვიზამ მე მოვნათლავ ჩემს პაწაწუნას.ჯერ კიდევ დრო აქვს რომ გვიხილოს.გოგო თუ იქნა სულ კიკინებს გავუკეთებ და ისე ვატარებ დედოფალას კაბებით.ანკამ უეცრად მოიწყინა და დიანას შეეკითხა.
-დიანა გენატრება?ჩაეცინა დიანას და მის თვალებში ცრემლი გაჩნდა,ღრმად ამოიოხრა და უთხრა.
-მომენატრა,მართლა მომენატრა მისი ღიმილი,მისი ჩახუტება.ის ხომ ჩემი პირველი მამაკაცი იყო რომელმაც მაგრძნობინა სიამოვნება და შემამკო უდიდესი გრძნობით.
-მას შემდეგ გიყვარს წვიმა ალბად,რადგან თქვენი რამოდენიმე შეხვედრა წვიმას უკავშირდება.
-წვიმა,მიყვარს ძლიერი წვიმა ცაზე რომ ელავს,ფანჯრებზე ასხამს და თითქოს მიკაკუნებს გამოდი გარეთო,ამ დროს არ ვარ მარტო,ამ დროს ისიც ყოველთვის ჩემს გვერდით არის.
-არ შეხვედრიხართ მის მერე?
-როგორ არა,კიდევ რამოდენიმეჯერ და ისიც კი მითხრა ოჯახი უნდა გაგაცნოო.
-მერე?არ გაგაცნო?გაუკვირდა ანკას.
-პირველად მე შემეშინდა და დრო ვთხოვე,მაგრამ ვენდობოდი,მართლა ვენდობოდი.ერთხელ გამაბრზაა და თვალებზე ხელაფარებულმა მიმიყვანა სასტუმროდე.იცოდა მისი შეხება რომ მაბნევდა და ერთიანად მბურძგლავდა,დავინახე თუ არა წელს ზემოთ შიშველი,ხელები მაღლა ავწიე რაც იმის ნიშაი იყო,რომ ბრძოლოს გარეშე დავნებდი.მაგიჯებდა მისი ჩაცინება ჩემს ყელში,ამ დროს გული მიჩერდებოდა და მხოლოდ ჩემი გულის ცემის ხმა მესმოდა.მისი ხელები,სანამ მე გათიშული გონებით ვიყავი მასზე მინდობილი,ჩემს თმებში და ჩემს სხეულზე დათარეშობდნენ.ის ძალიან მამაკაცურია და ძლიერია,ისიც ჩემსავით ცახცახებდა ვნებისგან და მთლთოლვარე დამყურებდა ხოლმე ზემოდან.მასთან ყოფნისას ყოველთვოს ღრუბლებში დავფრინავდი,არ შემიძლია გადმოვცე სხვაგვარად მისი თითოეული შეხება და მოფერება.ერთად როცა ვიყავით დროს არ ვკითხულობდით,ვის ახსოვდა დრო,ან რა საჭირო იყო საათის ნახვა ჩვენ ხომ ერთად ვიყავით და ერთმანეთს ვავსებდით.ეს ყველაფერი დარჩა ჩემში,ანკა ეს ჩემი ყველაზე ლამაზი რამდენიმე თვე იყო,გონება არეული თვეები.მასთან ყოფნისას მავიწყდებოდა ყველაფერი სუნთქვაც კი მეკვროდა.რამდენჯერ გავსულვართ ვერანდაზე ღამე და ვარსკვლავები დაგვითვლია,ასე წყნარად მყოფი უეცრად ამოხეთქილ ვულკანს დაემსგავსებოდა,მე კი ჟრუანტელი დამივლიდა,ავკანკალდებოდი და ნელა-ნელა მეც ვემსგავსებოდი უკვე დაუოკებელს.ახლა კი მარტო ვარ,სულ მარტო ამ მოგონებებთან ერთად.
-ხოდა ამოავსე ეს მარტოობა.
-შენ იცი რამე წამალი სიმარტოვის დაძლევის და ამოვსების?
-ცხოვრება თავიდან უნდა დაიწყო,უნდა იგრძნო რომ ცოცხალი ადამიანი ხარ,მომავლით ცხოვრობ და არა წარსულით.
-მადლობა ანკა მაგრამ ჩემთვის უკვე გვიან არის ახალი ცხოვრების დაწყება,ახლა მხოლოდ ჩემს შვილზე უნდა ვიფიქრო.ის ჩემთვის პირველი მამაკაცია,პირველი ვნება,პირველი სიყვარული,პირველი შეხება. მაშინ შევფიცეთ ერთმანეთს,რომ მუდამ ერთმანეთის ვიქნებოდით.არ შემიძლია ის გრძნობები რომელიც მან გააღვივა ჩემში ახლა სხვას გავუყო.
-შენთვის არ არის და არც იცი იქნებით თუ არა ერთად.
-ვიქნებით,დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთად ვიქნებით,მაგრამ მე არ მოვძებნი.
-ღმერთო ახლა მეც გავგიჟდები,შენ არ იცი და ვერც ხვდები რამხელა გრძნობით ყვები იმ ადამიანის შესახებ თითეულ მის ნაჩუქრ წუთს,ვინც შვილი გაჩუქა.პირიქით,შეეშვი ამ უცნობს ვისი სახელიც კი არ იცი და ის იპოვე,იპივე დიანა მიეკარი და არასოდეს არ გაუშვა შენგან.ეს,ეს არ არის მარტო სიყვარული.
-აბა რა არის?
-ეს დიდი ვნებაა,ორი ადამიანის ერთმანეთისადმი ლტოლვა და შენ გინდა ჩაკლა ეს ლტოლვა,ცდილობ ჩაკლა,მაგრამ არა ვერ ჩაკლავ რადგან ეს შენია და შენშია გაფანტული.
-ვინ არის,რა ჰქვია,რა გვარია.კითხა ანკამ.დიანამ სევდიანად გაიღიმა და თქვა.
-დამიანე,ჩემი დამიანე გვარად კი დემეტრეძეა.ანკამ თვალებგაფართოვებულმა შეხედა დიანას და შემდეგ მუცელზე შემოხვია ხელები,რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ თითქოს ენა გადაყლაპა და შემდეგ ტირილით უთხრა.
-შენ არ იცი და წარმოდგენა არ გაქვს,მას როგორ ტკივა მთელი ეს დრო.
-შენ რა იცი,მას რა ტკივა.გაუკვირდა ანკას სიტყვები და მიაჩერდა.
-არა,არ ვიცი უბრალოდ ვფიქრობ,იქნებ შენ სცდები და როგორც შენ მასაც ტკივა უშენობა.დიანა ძალიან კარგად გაგიცანი და არც ის გამიკვირდება უკვე ერთ დღეს თუ აღმოვაჩენ,რომ ძალიან ახლობლები ვართ ერთმანეთისთვის.
-ეს შენი აკვიატება და ამოჩემებაა.არ გეკამათები,რადგან გეტყობა შეყვარებული არ ყოფილხარ არასდროს.
-მართალი ხარ,შეყვარებული არ ვყოფილვარ მაგრამ აღფრთოვანებული ვარ იმ ადამიანებით,რომლებსაც ასე ძალიან უყვართ ერთმანეთი.
-უყვარდათ,წავიდა გაქრა ეს ყველაფერი.
-იქნებ არ გამქრალა და აწი წინ არის ყველაფერი.
-გაქრა,გაქრა ისე როგორც საპნის ბუშტი,თურმე ვერ გამიცვნია ისე ღრმად როგორც საჭირო იყო.წავიდა გაქრა ჩემი ცხოვრებიდან,ჩემს ირგვლივ კი უამრავი კითხვა დაგროვდა.აღარ მაინტერესებს რა მოხდა,მე მხოლოდ იმას ვხედავ რომ ის აღარ არის ჩემი სივრცის და ცხოვრების ნაწილი.ხანდახან ვფიქრობ ჩემთვის თუ სად დავუშვი შეცდომა,მაგრამ ვერ ვპოულობ.
-წარსული დაბრუნდება,მე დარწმუნებული ვარ წარსული დაბრუნდება მაშინ როცა უკვე აღარ ველით.შენში ახლა ცრემლებს და ტკივილს სიძულვილის გრძნობა ცვლის,ასე გინდა დასაჯო,მაგრამ დამიჯერე ყველაფერი კარგად დასრულდება,ის დაბრუნდება.
-შესაძლებელია დაბრუნდეს ერთ დღეს,მაგრამ იმ ადგილას სხვა დახვდება.დრო,დრო მოიყვანს მას ჩემთან,მე ამ დროს კი ვერ დავაჩქარებ.
-დიანა დაიმახსოვრე,შენზე უმცროსი ვარ მაგრამ ერთს გეტყვი დიდი ბრძენი ბებია ქალივით.საყვარელო კარგი და ცუდი ერთმანეთს ცვლიან როგორც დღე და ღამე,მზე და მთვარე,სიყვარული და სიძულვილი,და ასე შემდეგ.დიანა დააფიქრა ანკას სიტყვებმა,მაგრამ უცნობს წერდა და არ შეუწყვეტია წერა.იმ ღამით კი ანკამ დამიანეს ესაუბრა.
-როგორე ხარ პატარავ.
-მე კარგად,შენ?
-მეც კარგად ვარ,მაგრამ მკურნალობა შევწყვიტე.
-რატომ?რატომ შეწყვიტე დამიანე ვერ დამაჯერებ,რომ არ გინდა გაიარო ფეხზე.
-რა აზრი აქვს,კომპანიაში ასეც დავდივარ და რაც საჭირია ვაკეთებ.
-შენთვის,შენთვის არის საჭირო და შენთვის აქვს აზრი.
-არა,არანაირი აზრი არ აქვს,დამიანე დემეტრაძე აღარავის აინტერესებს,ყველამ ზურგი აქცია და უგვერდა.
-ვინ ყველამ,ჩვენ ხომ შენს გვერდით ვართ.
-არიან ხალხი რონლებმაც უარმყვეს.
-მოძებნე,დაურეკე და დარწმუნდი,რომ მიგატოვეს?აუხსენი შენი მდგომარეობა?
-ვინ უნდა მომიძებნა,არც არავის არ ვეძებ.
-იცი შენ ვინც უნდა მოგეძებნა,იქნებ ისიც შენსავეთ ფიქრობს,იქნებ მასაც გაუტყდა გული შენზე.
-ნუ გადამრევ,ვისზე მელაპარაკები ანკა და რას მიმანიშნებ.
-იცი შენ ვიზედაც.შენ რა მე მართლა ისეთი პატარა გგონივარ,რომ ვერაფერს ვერ ვერ ვხვდები?
-როდის გაიზარდე ანკა.ლონდონში წასვლით გაზრდაც მოასწარი და ადამიანის სულში მატლივით შეღწევაც ისწავლე?
-კითხვებს ნუ არიდებ თავს,იცი სად ცხოვრობს?
-ვიცი,ერთხელ მივიყვანე სახლში.გავიარე იქ რამდენჯერმე,მაგრამ თვალი ვერ მოვკარი.ორი დღის წინ სალონშიც ვიყავი მისული და მითხრეს რომ საქართველოდან წავიდაო.
-რატომ?არ გითხრეს რატომ წავიდაო?
-აღარ ჩავძიებივარ,ანკა რა გინდა,რას ეძებ წავიდა წავიდა.გაიგო ალბად რომ ინვალიდი ვარ და ამიტომ წავიდა ასე უხმოდ და დაუმშვიდობებლად.
-ისევ შეცდომით ამბობ,არ გიცდია მოძებნო?
-სად ვეძებო გოგო,რომელი გზით წავიდე რომ შემხვდეს და შემომეგებოს.
-კარგი ეს შენი გადასაწყვეტია,მე ერთი კარგი გოგოს გვერდს გადმოგიგზავნი და მიწერე,ვიცი რომ ჩემი გემოვნება მოგეწონება.
-ვინ არის,კარგად იცნობ?
-გაგიკვირდება რომ გაიგო თუ როგორ კარგად ვიცნობ.
-კარგი გამოუშვი,გენდობი რადგან რაღაც ზედმეტად დაბრძენებული მეჩვენები ამ ორ თვეში.ანკამ დიანას პროფილი დააკოპირა და დამიანეს გადაუგზავნა,დამიანემ გახსნა და მერე ანკას შეხედა გაოცებულმა,თან გაღიმებულმა.
-ეს გოგო შენთან ცხოვრობს?კითხა წარბაწეულმა.
-აჰამ,და იცი რა საყვარელი გოგოა?
-ვიცი რომ საყვარელია,მაგრამ რატომ არ უდევს თავისი ფოტოები?
-არ უნდა,მოიცა შენ რა იცი რომ საყვარელია?
-გაგეცინება და უკვე თვეზე მეტია რომ ვწერ,მისმა სახელწოდებამ დამაინტერესა ,,მე ისევ მენატრები''.მივწერე და არ მომწერა,ასე რამდენჯერმე და ამან უფრო დამაინტერესა,ამიტომ არ მოვეშვი და როგორც იქნა მომწერა.შევატყვე გულგატეხილია,უფრო მეტიც მოტყუებულად გრძნობს თავს.
-გულგატეხილია დაგეთანხმები,ერთმა იდიოტმა ატკინა გული,მაგრამ ისე ძალიან უყვარს ცუდს მაინც ვერ ათქმევინებ.
-ისევ უყვარს?
-არ უნდა აღიაროს,მაგრამ უყვარს.არ მინდა უხერხულში ჩავაყენო და არ ვეკითხები არაფერს,ეს მისი საიდუმლოა და ასევე მისი გადასაწყვეტია მეტყვის თუ არა.ისე იცი რას ვფიქრობ?
-რას?აბა თქვი,გაეცინა დამიანეს.
-თქვენ ორივე გულნატკენი ხართ და დარწმუნებული ვარ,კარგად გაუგებთ ერთმანეთს.
-არ ვიცი ანკა.მე მართლა მიყვარდა,მისთვის მზად ვიყავი ყველაფერი მიმეცა,მაგრამ წავიდა,გაქრა და გაუჩინარდა.ანკას გაეცინა დამიანეს სიტყვებზე,რადგან დიანაც ხომ იგივეს ამბობს გაქრა და გაუჩინარდა.დამიანემ შეხედა და გაუკვირდა.
-რა გაცინებს,რა გითხარი სასაცილო.
-გამეცინა,ჩემი ძმა რომანტიკოსიც კი ყოფილა და არ ვიცოდი.
-ნუ დამცინი,ხედავ თურმე ვყოფილვარ რომანტიკოსი.
-დამიანე დაფიქრდი იქნებ იმ გოგონამაც მოგცა ყველაფერი და აწი უფრო მეტს მოგცემს,ისეთს რაც ძალას და სიხარულს მოგანიჭებს.
-მომცა,მართლა მომცა მთელი მისი გრძნობები მთლიანად მაჩუქა ჯერ კიდევ მაშინ,როცა კარგად არც კი მიცნობდა,მაგრამ ერთ დღეს ისევ უკან წაიღო ყველაფერი და დამტოვა ცარიელი.
-გიყვარს,ისევ გიყვარს მაგრამ ჯიუტი ხარ და შენი სიჯუტე დგას შენს წინ,არ გინდა გაიგო სად არის,წავიდა სად წავიდა.აქეთ ის მოძებნო,სხვას წერ და გრძნობებს უმჟღავნებ.
-სულაც არ არის უცხო,რაღც უცხოდ ვერ ვგრძნობ ამ გოგოს.თუ ვწერ დრო გამყავს ანკა რა ვქნა აბა სხვა ფეხზე ვერ ვდგები რომ გული გარეთ გასვლით გადავაყოლო.უყვირა დამიანემ.
-ნუ ყვირი გაიღვიძებენ,რამხელას ღრიალებ.ანკამაც არ დააკლო ყვირილი.
-მიყვარს,ხო მიყვარს და არც ვნანობ რომ ეს რამოდენიმე თვე იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დრო,მართლა ნამდვილი გრძნობებით ვიცხოვრე და ეს მაბედნიერებს.
-კარგი მეძინება,დილით ადრე უნდა ავდგე.
-გადმომიგზავნი მის ფოტოს?
-გადაუღებ და გადმოგიგზავნი.
-არ დაგავიწყდეს,წავედი უკვე მეც მეძინება.
-სანამ გათიშავ გეტყვი,რომ ორი ჯიუტი არსება როგორც თქვენ ხართ ჯერ არ შემხვედრია.ორივეს გიყვართ ერთმანეთი და ჯიუტობა კი არა,იბრძოლეთ ერთმანეთისთვის.
-შენ რა იცი რომ მას ვუყვარვარ,არც კი იცნობ.
-არ ვიცნობ,მაგრამ ვგრძნობ.
-რაღაცას მალავ,მაგრამ დაველოდები რას.დამიანემ გათიშას თუ არა კომპიუტერი გადაწყვეტილება მიიღო,რომ მეორე დილით წასულიყო დიანას სანახავად.დილით მოწესრიგდა და მძღოლის დახმარებით მივიდა დიანას სახლთან.გაოცებული უცქერდა დამიანეს ასაკოვანი თმაში ჭაღარა შერეული მამაკაცი,რომელმაც იცნო დამიანე.ჯერ ეტლს შეხედა.შემდეგ დამიანეს და იმდენად იმოქმედა დამიანეს მდგომარეობამ რომ იქვე ჩამოჯდა.რამოდენიმე წუთი იყო ასე მდუმარედ და შემდეგ სახლში მიიპატიჟა სტუმრები.დამიანემ მიიღო მიპატიჟება და მძღოლის დახმარებით შევიდა სახლში,თვალებს აცეცებდა და ეძებდა,ეძებდა მაგრამ ვერსად ვერ შეამჩნია მისი ცქრიალა სხეული.მიხვდა შოთამ დამიანეს მოუსვენრობას და შეკითხვის გარეშე უთხრა.
-არ არის აქ,წავიდა.წავიდა,გაიგონა და თითქოს გულზე მოუჭირეს ხელი ისეთი ძლიერი ტკივილი იგრძნო.
-სად,სად წავიდა ან რატომ წავიდა.
-სამ თვიან კურსებზე წავიდა ცოდნის ასამაღლებლად,მაგრამ ვფიქრობ კიდევ გაჩერდება ორი თვე.
-რომელ ქვეყანაშია წასული.
-ლონდონში,მე ასე მითხრა.
-ლონდონში,გასაგებია.დამიანემ მძღოლს დაუძახა,ამით შოთას აგრძნობინა რომ საუბარი დასრულდა.
-არ მეტყვი რა დაგემართა?
-ვისაც უნდა ეკითხა,მან არ იკითხა ისე წავიდა ახლა რა მნიშვნელობა აქვს ამის ცოდნას,თუ რა დამემართა.მადლობა მიღებისთვის.უთხრა და კარებისკენ შეაბრუნა ეტლი,რომ მამაკაცის ხმამ ადგილზე გააშეშა.მამაკაცი კი მიუახლოვდა და მის წინ დაჯდა თან თვალებში უცქერდა და ისე საუბრობდა.
-მეც ვიყავი თქვენი ასაკის,მეც მიყვარდა და ახლაც მიყვარს.შვილო სიყვარული ცისარტყელას ბოლოში დამალული განძია და მაინც,იგი ცისარტყელას ბოლოში დამალული განძზე დიდი,ბევრად დიდია.ის ცის კიდურიდან იწყება,რომელიც თაღივით არტყია ცას წვიმიან დღეს.სიყვარული არის ის,რის მისაღებადაც ბავშვები ტირიან,რისკენაც ახალგაზრდები მიისწრაფიან.წებო,რომელიც ქორწინებას იჭერს და საპოხი რომლის გამოც ოჯახში ხმაური არ წყდება.სიყვარული სიბერის სიმშვიდეა და სიკვდილში მანათობელი მზის შუქი.რაოდენ მდიდარნი არიან ისინი,ვინც ტკბებიან სიყვარულით ოჯახში,მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან.სიყვარული ადამიანის სულის ყველაზე კეთილშობილი თვისებაა,სიყვარული არის შერყეული ოჯახების ასევე უაზრიდ დაშლილი წყვილების შეერთების მალამო.სიყვარული ჩემო შვილო დიდი მსხვერპლი და დიდი თავგანწირვაა,მაგრამ მაინც ძალიან უყვარს ამ ძლიერ გრძნობას პატივისცემა,სათუთად მოპყრობა,ერთგულება,მადლიერება და მორჩილება.დამიანე გაოცებული უსმენდა მის წინ ჩამუხლულ მამაკაცს და შეამჩნია რომ მის თვალებში ოდესღაც დიდ სიყვარულს,დიდი და მტკივნეული კვალიც დაეტოვებინა,რომელიც დღემდე ამჩნევია მის სულს,სულს რომელიც მისთვის ფარულად ეთაყვანება გრძნობებს და ჯერ კიდევ ახალივით ხასხასათაა მასში შემორჩენილი.თვალებში შეხედა ვალდებულად ჩათვალა სიმართლე ეთქვა და უთხრა.
-ორი კვირა კომაში ვიყავი და შემდეგ ერთი თვე რეამინაციაში.თვალი გავახილე თუ არა და აზრზე მოვედი,იმ დღეს ჩემი სულის ნაწილი,ჩემი ძმა გარდამეცვალა,მე კი დავინვალიდდი.ასე ვერ გავბედე,ვერ შევძელი და ვერ დავენახე დიანას.ახლა მინდა ვნახო და დაველაპარაკო,ავუხსნა.
-უნდა ნახო,უნდა დაელაპარაკო მას იქნებ რა აქვს შენთვის სათქმელი,რაც ძალას მოგცემს და სიცოცხლის სტიმულს.
-რატომ არ მომძებნა,რატომ არ მნახა.
-ის ძალიან ამაყია,მას ეგონა რომ გაერთე მისით ერთმა მდიდარმა ბიჭმა.
-არასოდეს არ ყოფილა ჩემი გრძნობები ისეთი რეალური და სუფთა როგორიც იყო დიანას გვერდით.მიყვარს,მინდა თვალებში ჩავხედო და ისე ვუთხრა ეს სიტყვა.დავაშავე,აზრზე რომ მოვედი უნდა დამერეკა,რომ გაეგო დარწმუნებული ვარ დღემდე ჩემს გვერდით იქნებოდა.
-ყველა უშვებს შეცდომებს,თქვენ არ დაგიშვიათ შეცდომა,ღქვენ გაურკვევლობაში ჩავარდით,ეს კი ვფიქრობ გამოსწორებადია.
-მადლობა,მადლობა რომ მითხარით სიმართლე.
-მე გიხდი მადლობას რომ მოდი,ახლა დავრწმუნდი ჩემი შვილის სიტყვებში.მე ბერჯერ ვუთხარი ის სხვა წრის ადამიანია და წავიდა ნუ ელოდები აღრ დაბრუნდება,მაგრამ ერთი წუთით არ დაფიქრებულა და მითხრა.
-ის არ არის ცუდი ადამიანი,მას რაღაც უჭირს,მიზეზი აქვს და იმიტომ გაუჩინარდა.მართალი ყოფილა,მაგრამ თვეზე მეტი რომ გავიდა და ვერაფერი ვეღარ გაიგო,მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება აქედან წასულიყო.ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა სახლში,გზაში ფიქრობდა შითას და ანკას სიტყვებზე ,,შენ ის სასიხარულოს მოგცემს რაც ძალას მოგცემს და სიცოცხლის წყურვილს გაგიასმაგებს.''სახლში მივიდა და პირველი რაც გააკეთა კომპიუტერი გახსნა და ანკას შეტყობინება დახვდა,გახსნა და ქალის ფოტო ნახა რომელსაც მუცელზე უდევს ხელი,თვალი მუცელს დაასო და ლამაზი პატარა პეპელა დაინახა გაეცინა,ეს ხომ ის პეპელაა რომელზედაც ბევრჯერ უკოცნია.
-ღმერთო ეს დიანა არის,ის ორსულად?ჩაილაპარაკა და ისევ შოთას სიტყვებს მიუბრუნდა.
-უნდა ნახო,ვფიქრობ მანაც უნდა გითხრას რაღაც,რაც ძალიან გაგახარებს და გაგაბედნიერებს.შემდეგ ანკას გაბრაზებული წერილი მისწერა.
-,,ანკა აქ ხარ?''
-,,აქ ვარ,კი.''
-,,სახე დამანახე ამ გოგოსი.''
-,,თუ გიყვარს უნდა იცნო რომეო.''
-,,მიყვარს და ვიცი,რომ ის არის და მითხარი სიმართლე,ის ორსულად არის?''
-,,მართლა იცანი?''გაუკვირდა ანკას და თან გაუხარდა.
-,,ხო ვიცანი,მუცელზე პეპელა აქვს და ვიცანი.არაფერი არ უთხრა ჯერ მოვდივარ,ექიმს ვნახავ,გადავწყვიტე ვიმკურნალო.''
-,,აი ახლა ხარ შენ დამიანე დემეტრაძე,მისი დასახული მიზნისთვის რომ ბოლომდე ბრძოლობს ყოველთვის.''
-,,მანდ არ მოვალ,სასტუმროში მოვალ.იცოდე,რომ მაინც დაისჯები.''
-,,მეც სასტუმროში გნახავ და სასჯელსაც ავიტან,რადგან ვიცი არ იქნება მკაცრი სასჯელი.''
-,,ანკა არ უნდა გაუშვა უკან,რაღაც მოიფიქრე რომ არ წავიდეს.''ანკამ მიხვდა წინ რა დიდი ბრძოლა ელოდა,რაღაც უნდა მოეფიქრებინა თავზე მიირტყა ხელი და ბედნიერი ღიმილით დატოვა სახლი.



№1  offline მოდერი zia-maria

მარტო სახლში
ისტორიაზე დართულ ფოტოს ხშირად არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას მაგრამ ახლა რატომღაც თვალში მომხვდა და არც მომეწონა. შეურაცყოფად არ მიიღო შეიძლება ეს ჩემი აღქმის გამო არის მაგრამ ფოტოს გამო რატომღაც გული არ მიმივიდა რომ ეს ისტორია წამეკითხა. რათქმაუნდა ყველა ფეხმძიმე ქალი ულამაზესია და მეც ამ აზრის მხარეს დავრჩები ბოლომდე. მაგრამ... როდესაც ისტორიას ურთავ ფოტოს თან ძალიან საჯაროდ დადებულ ისტორიას ვფიქრობ ცოტა უფრო სხვა სტილის ფოტო უნდა დაგერთო თან.
პს: შეიძლება ბევრმა არც მიაქციოს ყურადღება მაგრამ მე რატომღაც ასე აღვიქვი.

flushed თუ სურვილი დაგიკარგეთ,ნუ წაიკითხავთ. pensive

 


№2 სტუმარი manana

მადლობა, საოცარი თავი იყო...

 


№3  offline წევრი mia15

ძალიან ძალიან კარგი იყო.მომეწონა საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.ველი შემდეგ თავს

 


№4 სტუმარი სტუმარი gega

male veli shemdeg tavs ❤️❤️

 


№5  offline მოდერი ენემი

მარტო სახლში
ისტორიაზე დართულ ფოტოს ხშირად არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას მაგრამ ახლა რატომღაც თვალში მომხვდა და არც მომეწონა. შეურაცყოფად არ მიიღო შეიძლება ეს ჩემი აღქმის გამო არის მაგრამ ფოტოს გამო რატომღაც გული არ მიმივიდა რომ ეს ისტორია წამეკითხა. რათქმაუნდა ყველა ფეხმძიმე ქალი ულამაზესია და მეც ამ აზრის მხარეს დავრჩები ბოლომდე. მაგრამ... როდესაც ისტორიას ურთავ ფოტოს თან ძალიან საჯაროდ დადებულ ისტორიას ვფიქრობ ცოტა უფრო სხვა სტილის ფოტო უნდა დაგერთო თან.
პს: შეიძლება ბევრმა არც მიაქციოს ყურადღება მაგრამ მე რატომღაც ასე აღვიქვი.

ნიკის შეცვლა ადამიანს არ ცვლის smirk

საოცრებაა heart_eyes დამიანე ფეხზე დააყენე და დიანასთან და პატარასთან ერთად მშვიდად აცხოვრე kissing_heart

 


№6  offline წევრი naniko mindia

Dzalian magari xar umagresi istoria kargad wer warmatebebi veli shemdegs, ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№7  offline მოდერი zia-maria

naniko mindia
Dzalian magari xar umagresi istoria kargad wer warmatebebi veli shemdegs, ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა ჩემო საყვარელო,ვცდილობ მოგაწვდინოთ მესამე დღეა სიცხიანი ვარ.

 


№8 სტუმარი marina

hesanihnavia hemo zvirpaso da mihiero gogo.sagapo poliii❤❤sarmatebebiiii

 


№9  offline მოდერი zia-maria

marina
hesanihnavia hemo zvirpaso da mihiero gogo.sagapo poliii❤❤sarmatebebiiii

κε εγω σαγαπω,χερυμε πωλι οταν σε νλεπο ισθε ενχαρηστμενη,σενχαρηστω. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent