მინდა
მინდა მოგხვიო უძღები ხელი და მინდა გერქვას უცვლელად ჩემი! ამ გულს უყვარხარ (ნეტავ, თუ ხვდები?) და იხურება უაზროდ გზები! მინდა გაგიყო ამ გულის სითბო, ეული სული უმალ გაგითბო, ჩემი სიცოცხლის ეს ბეწვის ხიდი გადავიარო და დღემდე გიცდი! მინდა ამბორი - უსაზღვროდ ტკბილი და ჩახუტება ძვირფასო, თბილი და ჩაძინება საღამოს, როცა მეალერსები და... უკვდავი კოცნა! მინდა შეგიგრძნო მთელი არსებით და შეგიყვარო გრძნობით, აზრებით... დროა, სურვილმა გაფანტოს შიში, თავდავიწყებით შევძახო: ქიში! მინდა გონებამ დახუჭოს თვალი, დავაფრთიანო ოცნების კვალი და გამოვიხმო ეს სანუკვარი უსიზმრო ღამე და „გზა უვალი“! მინდა მესმოდეს ნაზი ჩურჩული და შენი სუნთქვა - უნაკლოდ ჩუმი... მინდა, რომ ვიგრძნო: მუდამ მინატრებ, გეყვარები და ზურგს გამიმაგრებ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.