შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ახალგაზრდების წესებით [4]


15-04-2018, 17:31
ნანახია 1 501

ჩემს კოტეჯს მიახლოვებულმა ღრმად ჩავისუნთქე, სახეზე ღიმილი ავიკარი და დავაკაკუნე.კარები ძალიან საყვარელმა გოგომ გააღო.
-გამარჯობა!-ერთდროულად ვთქვით.
-ნია მაისურაძე.
-მარი ამაშუკელი.-ერთმანეთს ხელი ღიმილით ჩამოვართვით.
-შენზე ბევრი მსმენია.
-ჰოომ...მეც.-უხერხულად მოვიტყუე.
ოთახში შევედით. პატარა, მყუდრო ადგილი იყო. კარგად მოწყობილი. ორი პატარა საწოლი, მათ შორის კი ორუჯრიანი ტუმბო იდგა. მეორე ოთახში კი მოცუცქნული საპირფარეშო იყო. "სულ ესაა?"გავიფიქრე. პირველად ვიყავი ბანაკში და ამიტომ არ ვიცოდი ეს ცოტა იყო თუ ზედმეტი.
-კარგი...-გაწელილად ვთქვი.-იმედია ერთმანეთს შევეწყობით.-ოდნავ გავუღიმე.
-ჰო! ამის დიდი იმედი მაქვს.-გამიღიმა ნიამაც.
"აქ უეჭველი დედაჩემის ხელი ურევია, მაგრამ რაც არის-არის." წიგნები ამოვალაგე, დანარჩენი დამეზარა. 'ყველა ნათელ ადგილს' ხელი დავავლე და ჩემს დროებით საწოლზე წამოვწექი საკითხავად.
-"ყველა ნათელი ადგილი"?!-ნიას აღტაცებული ხმა გავიგონე.
-მმმ....ჰო.
-აუ მაგარია! წაკითხული მაქვს!ბოლოს...
-არა, არ თქვა!-წიგნი დავხურე და განწირული ხმით ვთქვი.ორივეს გაგვეცინა. ცოტა ხანი წიგნებზე ვილაპარაკეთ და საერთო ინტერესები აღმოგვაჩნდა. შემდეგ კი, ვიღაც გოგომ დააკაკუნა და განრიგი გადმოგვცა. 10 წუთში სადილზე უნდა გავსულიყავით. სწრაფად გამოვიცვალეთ და ერთად დავტოვეთ კოტეჯი.
საჭმლის ასაღებად გრძელ, შვედურ მაგიდაზე ჩამოვიარეთ.
-წავალ ადგილს მოვძებნი.-მითხრა ნიამ როცა საჭმლის არჩევა გავაჭიანურე.
-კარგი.-გავუღიმე. ამჯერად აჩქარებით დავალაგე ყველაფერი ფოდნოსზე, ხელში ავიღე და შემოვტრიალდი. მაგრამ რად გინდა! ვიღაცას დავეჯახე, თან ისე, რომ მთელი საჭმელი ძირს დამეყარა. ამჯერად დამნაშავე არ ვყოფილვარ. ვიღაც რიგის შუაში, ზუსტად ჩემს უკან დამდგარიყო. დამჯახებელს ავხედე და...დემეტრე შემრჩა. ისევ!!!
-სერიოზულად?!-შევუბღვირე.-სულ შენ როგორ უნდა მეჩეხებოდე?!
დემეტრემ თვალები გადაატრიალა.
-ეგ სათვალე რისთვის გიკეთია თუ არასდროს იყურები?
შურით გავხედე მის ფოდნოსს, რომელიც ცალ ხელში უვნებლად ეჭირა.
-ამჯერად შენი ბრალი იყო! ამხელა გოლიათი რომ ხარ მაგიტომ ვვარდები სულ მე! ასეთი უხეში რატომ ხარ?! ოჯახში საერთოდ როგორ გიძლებენ?!-ზედმეტი მომივიდა. ისევ. მაგრამ მობოდიშებისთვის უკვე გვიანი იყო. დემეტრემ თავისი ფოდნოსი ძირს დაახეთქა. ამაზე შევხტი. ძალიან შემეშინდა გაბრაზებული დემეტრესი. გარშემო სიჩუმე ჩამოწვა და გატეხვის ხმაზე ყველას ყურადღება ჩვენკენ მოეპყრო.დემეტრეს ჩემი შეშინებული სახის დანახვაზე გამომეტყველება შეეცვალა. სინანული მის თვალებში გარკვევით ჩანდა. თუმცა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. მე გამოვიწვიე. ნეტავ ოდესმე თუ ვისწავლი ენაზე კბილის დაჭერას?!
დემეტრე უეჭველი მობოდიშებას აპირებდა, როცა იქვე დაყენებულ ხმის გამაძლიერებლებში ჩვენი სახელები გამოაცხადეს და დირექტორთან დაგვიბარეს.
ამოვიოხრე. ნიასკენ წავედი და მომხდარი მოვუყევი. ის კიდევ სიცილით იგუდებოდა. არ მესმის, რატომ ეცინება ყველას ჩემსა და დემეს ამბებზე? მე კი ნერვები მაქვს მოშლილი! გავბრუნდი და ნიამ მომაძახა:
-ჩემი ძმის მაგივრად ბოდიშს გიხდი. სინამდვილეში კარგი ბიჭია.
-ვიცი..მოიცა რა?! ძმა? დემეტრე??-გამოვშტერდი. "მშვენიერია! თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი ნია როცა გამეცნო...ნია მაისურაძე!! როგორ ვერ გავიაზრე...ბედი მაქვსო მე უნდა ვთქვა." ამ ფიქრებით და სწრაფი ნაბიჯით გავეშურე დირექტორთან. მეორე სართულზე ავედი. დემეტრე კარებთან იცდიდა. როგორც ჩანს, ორივეს ერთად დაგველაპარაკებოდა. კაბინეტში შევედით. დირექტორი ძალიან მკაცრი კაცი იყო. მისი თქმის გარეშე დაჯდომაც ვერ გავბედე. მხოლოდ მაშინ დავჯექი მისი მაგიდის წინ, როცა მან მანიშნა. დემეტრეც ასე მოიქცა. ორივე თვალს ვარიდებდით ერთმანეთსაც, დირექტორსაც და ისე ველოდებოდით გაწელილი სიჩუმის დარღვევას.

დირექტორი ლაპარაკის დაწყებას არ ჩქარობდა. მშვიდად, დინჯად ჩაჰყურებდა რაღაც ფურცელს და ეს კიდევ უფრო უხერხულ სიტუაციას ქმნიდა. იმით განერვიულებულმა, რომ "სასჯელ ბანაკში" კიდევ რაღაც დავაშავეთ, ვეღარ მოვითმინე და დავიწყე:
-ბოდიშს გიხდით, ჩვენ არ...-დირექტორმა არ დამასრულებინა და ხელის აწევით გამაჩერა.
-არ გინდა. ყველაფერი საკუთარი თვალით დავინახე.
-ჰო, მაგრამ, ჩვენ არ გვინდოდა...-დემეტრეც ჩაერთო მაგრამ დირექტორმა მისი ნათქვამი განაგრძო.
-გამოსასწორებელ ბანაკში სცენის მოწყობა?! მართლაც, არ უნდა გდომოდათ. ასეთი არაფერი გამიგია!-ამ კაცის სიტყვები მიუხედავად მშვიდი ტონისა, დიდი სიმძიმით მესობოდა გულში. დასჯილ ძამიკოს გამოვყევი და ახლა თავად გავხდი დამნაშავე.-თქვენი სასიყვარულო დრამები ბანაკის გარეთ უნდა მოაგვაროთ!
-ჩვენ არ ვართ შეყვარებულები!-მე და დემემ ერთდროულად წამოვიძახეთ.
-არ მაინტერესებს რა ხართ და რა არა!-კიდევ უფრო გაუმკაცრდა ხმა.-თქვენთვის ჭკუის სასწავლებლად სხვა მეთოდს გამოვიყენებ! პირველ სართულზე ჩახვალთ და თქვენი ახალი კოტეჯის ნომერს აიღებთ. პირველივე დღეს გამოწვეული აურზაურის გამო ბანაკში დარჩენილ დროს ერთად გაატარებთ და დამატებით მოსამზადებელ გაკვეთილებს სრულად დაესწრებით. ყველაფერს ისე გააკეთებთ, როგორც "სასჯელშია" გათვალისწინებული. დილით ადრე ადგებით და დღეგამოშვებით განრიგს ზუსტად მიჰყვებით! იმედი მაქვს, ამ დროში ერთმანეთს შეეწყობით და მსგავსი რამ აღარ განმეორდება!
სიტყვები ზარივით ხმაურიანად ჩამესმა გონებაში. "დემეტრესთან რა გამაძლებინებს?! ის ჰომ თითქოს ჩემი ნერვების მოსაშლელადაა გაწვრთნილი!საშინელებაა!!!არა! ამას ვერ გადავიტან!" გაბრაზებული გავეცალე იქაურობას, მიმღებში კონსულტანტს გასაღების ერთ-ერთი ასლი ხელიდან გამოვგლიჯე და შენობიდან გავედი.
ჩემს უკვე-ყოფილ ნომერში შევაჭერი და ნახევრად ამოლაგებული ტანსაცმელი უკან, ჩემოდანში ჩავტენე. თან თავ-ბედს ვიწყევლიდი. გასასვლელში ბარგი უწესრიგოდ დავყარე და თან ნიას ვექოთქოთებოდი, ყველაფერი რაც შემეძლო მოკლედ მოვუყევი, დავემშვიდობე და წავედი.
გაბრაზებული მივიკვლევდი კოტეჯებში გზას როცა ისევ ვიღაცას გავკარი მხარი და ბარგი ჰაერში ავაფრიალე.
-შეჯახებებში სპეცი ვარ!-ბურტყუნით მოვაგროვე ძირს დაყრილი ნივთები და ვლოცულობდი, ისევ დემეს არ შევჩეხოდი. ავხედე და გოგონა დავინახე.
-მარი?!-გაიოცა ნაცნობსახიანმა გოგონამ.
-ჰო...-უკვე ტვინს ვიჭ....ტდი, ოღონდ ეს ნაცნობი სახე გამეხსენებინა.
-ელენე ვარ. აღარ გახსოვარ?-გამიღიმა და მაშინვე თავში გამიელვა. ჩემი ბავშვობის მეგობარი! მე-7 კლასამდე ერთმანეთს არ ვცილდებოდით. შემდეგ კი ბელგიაში წავიდა. მაშინ კი ერთმანეთთან დასაკავშირებლად არანაირი ხერხი არ გვქონდა. მხოლოდ ელენეს წასვლიდან 1 წლის შემდეგ შევძელით კვლავ კავშირის დამყარება. და ასე ინტერნეტით მოვედით დღემდე. ამდენი ამბით განერვიულებულმა და გადატვირთულმა უცებ ვერც ვიცანი... რადგან ვერ წარმომედგინა, აქ და ახლა, ჩემს წინ იდგა ჩემი ბავშვობის მეგობარი.
-ვაიმეე!!-ძლივს აკრეფილი ბარგი ისევ ძირს დავყარე და ელენეს ჩავეხუტე.-ელეეე!!! როდის ჩამოხვედი? ან აქ რა გინდა?
ელენეს ჩემს ჩვეულ, სწრაფად მიყრილ კითხვებზე გაეცინა და მითხრა:
-ორი კვირის წინ დავბრუნდი და რადგან ახალი ვიყავი დიდად არც არავის დავმეგობრებივარ. ამიტომ ვერც შენ გიპოვე. აქ კი იმიტომ ვარ, რომ კლასის ფანჯარა გავტეხე....
სიცილი ამიტყდა.
-შემთხვევით მომივიდა. მართლა!-ამაზე ორივემ სიცილი დავიწყეთ.
-კი, მაგრამ, რატომ არ მითხარი, რომ ჩამოხვედი?
-სიურპრიზის გაკეთება მინდოდა! ვიცოდი, რომ აქ იქნებოდი!
-რა?
-ყველაფერი სკოლის საიტზე დევს.
-სკოლის საიტი...სულ გადამავიწყდა!-შუბლზე გაშლილი ხელი მივირტყი და ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე.



№1  offline მოდერი N1penguin

ოო, საინტერესო თავი იყო, როგორი ინტრიგა იგრძნობოდა. ნეტავ რამდენი ხანი გააგრძელებენ ერთმანეთის დაჭმას მარი და დემეტრე? ველი შემდეგ თავს heart_eyes ჰო, მართლა, ფოდნოსი არა, ლანგარი.

 


N1penguin
ოო, საინტერესო თავი იყო, როგორი ინტრიგა იგრძნობოდა. ნეტავ რამდენი ხანი გააგრძელებენ ერთმანეთის დაჭმას მარი და დემეტრე? ველი შემდეგ თავს heart_eyes ჰო, მართლა, ფოდნოსი არა, ლანგარი.

ფოდნოსი სწორი ვერსიაა მითუმეტეს ისეთ ადგილებში, სადაცაა შვედური მაგიდები, ან რავი, fast food და ა.შ. სიტყვა “ფოდნოსი” უფრო გამოიყენება. ამით ვცადე ხაზი გამესვა იმისთვის, რომ პლასტმასის მასალა იყო. და მეტალის ლანგარი სხვაა. ანუ განსხვავდება რა. ნუ, მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს. მიხარია, რომ ამ მოთხრობას კითხულობ და გაინტერესებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent