ცხოვრება ახალგაზრდების წესებით [3]
[ორი კვირის შემდეგ] -ძლივს!! ბოლო პარასკევი!!-მადლიერმა ხელები ზემოთ აღვაპყრე და დრამატულად დავემხე საწოლზე. -ჯერ ნუ გაიხარებ, ქალბატონო.-ოთახში ღიმილით შემოვიდა დედა. -დეე!-გახარებული ჩავეხუტე დედას და ლოყაზე ვაკოცე.-მომენატრესავით.-დედაჩემს ამაზე ჩაეცინა და დაამატა. -რაც გითხარი იმაზე არ მიხუმრია. -რა?-გულუბრყვილოდ ვიკითხე. -შენმა ძმამ კიდევ რაღაც დააშავა სკოლაში...ამიტომ გამოსასწორებელ ბანაკში უშვებენ-თვალი ამარიდა და ისე თქვა. -ეგრეც მოუხდება.-ჩავიფხუკუნე და ჭიქიდან წყალი მოვსვი. -სულელო, შენც ჩემთან ერთად მოდიხარ.-გიგამ ოთახში თავი შემოყო და ამის გაგონებაზე წყალი კინაღამ გადამცდა. -რაა?!-ხველებით ვიკითხე.-შანსი არაა!.. დე! კატოსთან უნდა წავიდე. -ჰო მაგრამ გერმანიაში რომ მივდივარ, დაგავიწყდა? მაგდენ ხანს ჰომ არ გაჩერდები კატოსთან? თან შენს ძმასაც ვერ გავუშვებ მარტო. რა ვიცი კიდევ რას დააშავებს...-დედას პასუხმა დამადუმა. მართალი იყო...ყველაფერი ერთმანეთში გადაიხლართა. -აუუუუ....კარგი, ჰო.-გიგასაც და ნათიასაც შეეტყოთ შვება.-ოღონდ!-საჩვენებელი თითი ავწიე.-ავტობუსით არ ვიჯაყჯაყებთ! გიგას მანქანით წავალთ! -კარგი, სიხარულო.-მიპასუხა გიგამ. -ოჰ! ოჰ! აფერისტი.-ჩავიბურტყუნე. დედა ღიმილით გვიყურებდა. მე კი ორივე ოთახიდან გავყარე რომ ბარგი ჩამელაგებინა, რადგან გასვლა ზეგ მოგვიწევდა. კარადიდან მთელი ტანსაცმელები გამოვალაგე, საწოლზე დავახვავე და გვერდით ჩამომჯდარმა დავიწყე დახარისხება. ისე, რა უცნაურია, მე-12 კლასელი ბიჭის ასეთი ხერხით დასჯა... როგორც სკოლაში მქონდა მოსმენილი, "სასჯელ" ბანაკში მოსწავლეებს 14 დღით უშვებდნენ, თუმცა გააჩნია სასჯელსაც...რადგანაც მდიდარი ოჯახის შვილები სწავლობენ ამ სკოლაში, შესაბამისად სასჯელიც გასართობ ფორმას იღებს, უბრალოდ ზაფხულის 14 დღეს გპარავენ და დღიური რუტინის შესრულებას გავალებენ (დილით 8-ზე ადგომის ჩათვლით). დანარჩენი, უფრო სერიოზულ ფორმები, როგორიცაა გარემოს დასუფთავება, ვარჯიში და 1 საათიანი ლექციის მსგავს გაკვეთილზე დასწრება, უფრო ისეთი მოსწავლეებისთვისაა, ვისაც ამის გაკეთება სურს. -გიგაა!-გავძახე.-მოდი რა! ჩემი ძმა ოთახში შემოვიდა.-რა მოხდა?-გვერდით, უკვე ტანსაცმელებისგან გათავისუფლებულ ლოგინზე ჩამოჯდა. -გამოკითხვის დროა.-ფეხები ლოგინზე ავაწყვე.-რა დააშავე? გიგა საწოლზე ზურგით გადაწვა. -დოდო ჰომ იცი? სასწავლო ნაწილის დაქალი.-თავი დავუქნიე.-გუშინ ნერვები მომიშალა.უაზროდ დაგვიწყო ჩხუბი და მეორე დღეს სკამზე სუპერ-წებო დავახვედრე.-გამეცინა.-ჰოდა რომ ვეღარ აეხა სკამს თავის დაქალოშკას დაურეკა. -ესე იგი გიღირს ბანაკში წასვლა.-უკვე სიცილით ვიგუდებოდი.-მიკვირს სკოლიდან რომ არ გაგაგდეს. ამის შემდეგ რომ გამახსენდა, 14 დღიანი მოწყენილობისგან სიკვდილის თავიდან ასარიდებლად წიგნები დამჭირდებოდა,უცებ წამოვხტი. ერთი ტონა წიგნები იატაკზე დავახვავე და გიგას გავხედე. გიგაც მიმიხვდა ნამიოკს. ორივენი იატაკზე დავჯექით და წიგნების დახარისხება დავიწყეთ. საბოლოოდ 4 წიგნი შევარჩიე: ყველა ნათელი ადგილი, თეთრი ეშვი, დაკარგული სულების ქალაქი და დორიან გრეის პორტრეტი. მეორე დილას. -მარი. გიგა. ადექით ორივე.-პირველი სართულიდან ამოგვძახა დედამ. ნახევრადმღვიძარმა იგივე მდგომარეობაში მყოფი გიგას ზმუილი გავიგე მეორე ოთახიდან.წამოვიზლაზნე. ზანტად ჩავიცვი და ისე ნელა ჩავდიოდი კიბეებზე, რომ ნერვებმოშლილმა და გამოფხიზლებულმა გიგამ ლამის კიბეზე დამაგორა. თუმცა, შემდეგ გადაიფიქრა და ღუტუნით გამომაფხიზლა. -იცით თქვენთან ერთად ბანაკში სოფოს შვილებიც იქნებიან.-გვახარა დედამ. -ვისი შვილები?-ერთდროულად ვიკითხეთ მე და გიგამ. -სოფოს. ჩემი თანამშრომელია. ორი შვილი ჰყავს, და-ძმა. უმცროს გოგონას ნია ქვია. ძალიან კარგი გოგოა. უფროსს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ თქვენ გაიცნობთ. -მოიცა. ნია თუ კარგი გოგოა გამოსასწორებელ ბანაკში რა უნდა?-ჩაეცინა გიგას. -ოოჰ. თორემ მე მეკუთვნის, არა?-სიცილნარევი ირონიით ვუპასუხე. -ეტყობა ისიც ძმას მიყვება. თან მარიზე მხოლოდ ერთი წლით უმცროსია. "რა მნიშვნელობა აქვს." გავიფიქრე და ჩემებს ვუთხარი ოთახში ავალთქო. ერთ საათში უკვე მზად ვიყავით და გიგას ჯიპით ბორჯომის გზას დავადექით. ჰო, ჩემს აბიტურიენტ ძამიკოს ანებივრებენ. მე კი სკოლის დამთავრების შემდეგ მომეცემა ეგ სიამოვნება. 2 საათიანი მგზავრობით, გიგას ექსტრემალური ტარებით და ლაყბობის მოსმენით გადაღლილი ვიყავი.უკვე ვიფიქრე ცოტას წავუძინებთქო, მაგრამ გიგამ წამომაძახა რომ უკვე ახლოს ვიყავით. 15 წუთში მივედით კიდეც ბანაკში. მანქანიდან ზმორებით გადმოვედი და იქაურობა მოვათვალიერე. მშვენიერი ადგილი აღმოჩნდა. გიგას ბარგი ამოვალაგებინე და ადმინისტრაციისკენ გავწიეთ. ჩემი კოტეჯი #25 აღმოჩნდა, გიგასი კი #12. -უუჰ, რა კარგია აქ მაინც რომ არ მომიწევს შენი ყურება.-შვებით ამოვისუნთქე. ჩემს ძმას კი არ ესიამოვნა ჩვენი კოტეჯების სიშორე. გიგას ჩემი ჩანთები კოტეჯამდე მივატანინე, ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ჩვენ-ჩვენს საქმეს მივუბრუნდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.