შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Après nous le déluge à venir - ჩვენს შემდეგ თუნდაც წარღვნა მოსულა. თავი 5.


16-04-2018, 00:05
ავტორი annalisa
ნანახია 1 216

12 ის ნახევარზე უკვე ლისზე მყავდა მანქანა გაჩერებული. სწრაფად დავიწყეთ ცელოფნებისა და პლედების გადმოტანა. იმის მიუხედავად რომ სანდროს არაფერი არ უთქვია, მე ჩემი ,,ჟურნალისტიკური" გონებით მივხვდი დაახლოებით რა სიტუაციაც იქნებოდა და შესაბამისად მოვემზადე. ელენე ბავშვის გამო ვერ წამოვიდა, ამიტომ მისი ადგილი მანქანაში ლიზიმ დაიკავა. მოკლედ შევკრიბე მთელი სასტავი და იმ ადგილისკენ გავემართეთ სადაც სანდრო იყო. გზაში მომწერა ზუსტად სად ისხდებოდნენ და ჩვენც იქით მივემართებოდით. და აი ისინიც გამოჩნდენ, ჰო მემგონი ნიკოლოზსაც ვხედავ და კიდე სანდროს დასაც. არა მათ გარდა სხვებიც არიან უბრალოდ მათ არ ვიცნობ. ლიზი სახეს მანჭავს ამდენი ადამიანის დანახვისას, აი ნიცამ კი ბედნიერებისგან აღარ იცის რა ქნას და ხტუნვა-ხტუნვით მიდის მათკენ. სანდროს დას ჩემი დანახვისას თვალები ეშმაკურად უნათდება ზუსტად ძმასავით ცალმხარეს იღიმის. კოცონის დანთებას ცდილობს ერთ-ერთი რომელიც ჩვენკენ ზურგითაა ჩაცუცქული. კი მემგონი ყველა აქაა ნაცნობი თუ უცნობი სანდროს გარდა. ვეცდები ჩუმად მოვახერხო პერიმეტრის დათვალიერება და მისი პოვნა.
--მე რო ამოვედი ჩემი ძმა და გიორგი უკვე გასულები იყვნენ მანქანების მოსაყენებლად და სავარაუდოდ მალე მოვლენ. --მხიარული ხმით მეუბნება სანდროს და და ფეხზე დგება. -- მე ბარბარე, თქვენ კი ანნა -- მემგონი გენეტიკის ძალა ვირწმუნე. ზედგამჭრილი თავის ძმაა. სანდროსავით კითხვის მაგივრად ჩვეულებრივ წინადადებად ამბობს.
--სასიამოვნოა.ნიინ გადი რა ჩემი მანქანაც მოაყენე თუ შეგიძლია. --სწრაფად ვეუბნები ნინას და გასაღებს ვესვრი. ამ დროის განმალობაში გოგოებმა ცელოფნები ამოალაგეს და პლედებზეც დასხდნენ. ოჰ უკვე გაუცნიათ მთელი სამეგობრო და რაღა უჭირთ.
--ქალბატონო ანნა როგორ გიკითხოთ ჩემი ღმერთკაცი ძმაკაცის ხელში ?? -- ღიმილით მოემართება ჩემკენ ნიკოლოზი და მეხვევა.
-- ჯერ-ჯერობით ვუძლებ ექიმო და თუ გაუარესდა სიმპტომები იმედია წამალსაც ვიშოვი -- ეშმაკურად ვათამაშებ წარბებს და ანდრეაც ხარხარებს.
--აუ მევასები რა -- თან მხარზე მხვევს ხელს და თან დანარჩენების გასაცნობად მივყავარ.
-- ხაალხო !! გაიცანით ანნა -- მასწავლებელი ბავშვებს ახალ მოსწავლეს რომ აცნობს ზუსტად ის სიტუაციაა. დებილივით ვდგავარ ვიღიმი.
--სასიამოვნოა -- სწრაფად ვეუბნები და გოგოებთან ვჯდები. აი მერე დაიწყო რაც დაიწყო. სათითაოდ გამაცნეს საკუთარი თავები. ამას დამატებული ყოველი მეორე სიტყვის მერე ბჟირდებოდნენ და ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდა სამი მანქანაც რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით გაჩერდნენ ჩვენს ირგვლივ. ნინამ სწრაფად გააღო კარი და ჩვენთან მოირბინა. აი დანარჩენი ორი მანქანიდან კი ნელი მოძრაობით გადმოვიდა სანდრო და სავარაუდოდ ზესიმპატიური გიორგი. არა ნამდვილად ყველა ძმაკაცი დამამუნჯებელი გარეგნობის ჰყავს. სხვათა შორის არც ჩემი მეგობრები ჩამორჩებიან სილამაზით. მოკლედ ავდექი ფეხზე და მასთან შესახვედრად გავემართე.
-- გამარჯობა -- ღიმილით მივესალმე. ჩემმა ბრწყინვალე გონებამ არ იცოდა უნდოდა თუ არა სანდროს ტუჩებში ეკოცნა ამიტომ სრაფად დავიხარე და ლოყაზე ვეამბორე.
--ანნა სერიოზულად ?! -- გაბრაზებული მეუბნება და ბაგეებზე მეძგერა. ხელი წელზე მომხვია და მის სხეულს ამაკრო. ჯანდაბა ისეთ დღეში მაგდებს ირგვლივ მყოფი ხალხიც კი მავიწყდება და მეც ვყვები კოცნაში.
-- ჰეეეეი !! პორნოს ყურება ჩემს თბილ სახლშიც შემეძლო ან უფრო უკეთესი მეთვითონ შემეძლო სექსით დაკავება, მაგრამ გამარჯობა შემომხედეთ ლისზე ვიყინები ამ ტრადიციის გამო. ამიტომ ჯანდაბა შეწყვიტეთ ერთმანეთის კოცნა მორჩა -- არა თუ აქამდე მეგონა რომ ჩემი მეგობრები იყვნენ გიჟები თორნიკემ ყველას გადაუჯოკრა. ამ სიტყვების მერე წამებში ჩვენ შორის ჩადგა და ერთმანეთს დაგვაცილა დაჭყანული სახით.
--გამარჯობა, სასიამოვნოა თვქენი გაცნობა, გიორგი -- სანდროსთან ერთად მოსული ბიჭი მეცნობა და მიღიმის.
--ესე რომ უღიმი ყოველ მეორეს ამიტომაც ხარ ზედმეტად დაკავებული, ალბათ დროც არ გქონდა ჩემს სანახავდ -- სასწაული ხმით ეუბნება ბარბარე და ფეხზე დგება.

ბარბარეს P.O.V.
და აი 5 წლის შემდეგ ვხედავ მას რეალურად. მემგონი ყველა საცოდავი ხმა მაქ რა კი მქონია ოდესმე. ჯანდაბა რომ არა ამდენი ადამიანი ალბათ აქვე წამივიდოდა გული ან შეუჩერებლ ტირილს დავიწყებდი. ამდენი წლის შემდეგაც კი ისევ ისე ცუდად ვარ მისი დანახვისას. არაფერს არ აკეთებს საერთოდ არაფერს. არადა ზუსტად ვიცი რასაც გრძნობს.
-- გამარჯობა ბაბი როგორ ხარ ? -- უთხარით ნუ მეძახის ბაბის და ნურც მეხვევა. არ მჭირდება მე ამის უბრალო ჩახუტება.
-- არაჩვეულებრივად. მაგრამ იგივეს ვერ ვიტყოდი თქვენზე. ფერი არ გადევთ სახეზე. სანდრო უშველე შენ ძმაკაცს გული არ შეუწუხდეს -- დემნონსტრაციულად ვტრიალდები და ისევ ჩემ ადგილს ვიკავებ. ღმერთო ჩემო ვერ ვიტან იმის გამო რომ როგორც მეგობარს ისე მიწევს მოქცევა. ვერ ვიტან იმის გამო რომ წასლა მაიძულა. ვერ ვიტან იმის გამო რომ სხვა უყვარს. დღემდე არ მჯერა ბოლომდე ამ ყვეალაფრის მაგრამ მიწევს თავის მოკატუნება.
-- თქვენი სატრფო როგორ ვიკითხო ? საცოლე ხომ არ გახდა შემთხვევით ? -- ირონიული ტონით ვეკითხები და ღვინით სავსე ჭიქას მაღლა ვწევ.
-- კარგიი რა ბარბარე რას გვაღადევ რა დროს ამის საცოლეა საუკუნის წინ დაშორდა -- სიცილით მეუბნება ბექა და მხარზე ხელსმირტყამს გასამხნევებლად.
-- სამწუხაროა, არადა კარგი გოგო იყო, სასწაული ბავშვები გეყოლებოდათ -- მე და გიორგის სარკისებრი ეფექტი გვაქვს. რაც მას სტკივა იგივე მტკივა მეც. ამიტომ ოდნავ ვიჩენ მგონი მაზოხიზმს და ვაგრძელებ ჩვენთვის ტკვილის მოყენებას.
-- საკმარისია -- ისევ გიორგი ჩაერთო და გაბრაზებული თვალებით გამომხედა. სავარაუდო დიაგნოზი: პიროვნების გაორება. თუ ერთ ბარბარეს უნდება გაიქცეს და ეს აბრდღვიალებული თვალები დაუკოცნოს ტუჩებთან ერთად, მეორე ბარაბრე ოცნებობს დათხაროს ეს თვალები და ჭკუა ასწავლოს ჩემი წამებისთვის…

***
აგიზგიზებული კოცონის ირგვლივ შემომსხდარი ახალგაზრდები ძალიან მხიარულად ატარებდნენ დროს. ძალიან ბევრჯერ გაიჟღერა ქართულმა ჰანგებმა გიტარის თანხლებით და გაათბო ეს სიყვარულით გაჟღენთილი ჰაერი. არა ეს არ იყო მხოლოდ გოგოსა და ბიჭის გრძნობა, ეს იყო მეგობრობისა და მონატრების სიყვარულიც. ამ დროის განმალობაში ზედმეტად ხშირად ითქვა სანდროს ,,სადღეგრძელო” რაც ანნას აეჭვებდა მაგრამ რადგან საკუთარ მოსაზრებაში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო არც არაფერს ამბობდა. აკვირდებოდა ირგვლილ მყოფ ხალხს, გარემოს ამ ურთიერთობებს და ხვდებოდა: მათთან ერთად და ამ ყველაფრის გამო მთებსაც კი გადადგავდა. საბაზე მიხუტებულმა სოფიომ უხერხულად ამოიხედა ტელეფონში შეტყობინების წაგიკითხვის შემდეგ და ახალი ამბავი სასწრაფოდ სატრფოს გაუზიარა.
-- სანდრო -- ომახიანად შესძახა საბამ და მეგობარს გახედა -- ნიას და ლიკას უნდათ ამოსვლა და პრობლემა ჰო არ იქნება ?--უცებ დაუსვა შეკითხვა და საუკეთესო ღიმილით შეეგება.
-- ნორმალური ჰო ხარ ბიჭო ? რას კითხულობ მომენატრა შენი სატრფოს ქაჯანა დისშვილი -- ხარხარით უპასუხა სანდრომ ნიას გახსენებისას.
-- ისაა….. უბრალოდ ნატაც მაგათთან ერთადაა რა -- და აი თქვა ის რაც სოფიომ უთხრა ჩურჩულისას.


Anna’s P.O.V.
ოპა !!!! აუცილებლად უნდა დავინტერესთდეთ თუ ვინ არის ნატა, რომლის სახელის ხსენებაც ესეთი უხერხული სიჩუმე გამოიწვია.
-- ჩამოვიდა ? -- ჩახლეჩილი ხმით იკითხა სანდრომ და გადახვეული ხელი მომაცილა.
-- 1 კვირაა რაც ქალაქშია -- ვითომ არაფერი ისე პასუხობს თორნიკე და ყველის დაჭრას აგრძელებს.
-- ჰო… ამოვიდეს აბა რა უნდა ქნას, ხო არ დატოვებენ ბოლოს და ბოლოს -- ვითომ გასწორებული ხმით პასუხობს სანდრო და ფეხზე დგება -- მანქანიდან წ....ბს გადმოვიტან და მოვალ 5 წუთში.
ძალიან არ მომწონს მე ეს სიტუაცია, საერთოდ არ მომწონს ესეთი სანდრო. თავს ვალდებულად ვთვლი ავდგე და უკან გავყვე მას. ფეხზე როგორც კი წამოვდექი ბექას ხმაც გავიგე.
-- ჰო მიდი რა ანნა გაყევი თორე გაბუტული და მოწყენილი იუბილარი არ გვაწყობს -- აი მიყვარს სიტყვა - ჯანდაბა. თითქმის ყველა შემთხვევაში ჯდება. აი მაგალითად ახლა. ჯანდაბა !!!! დაბადების დღე აქვს და არც კი წამოცდა…. ან აქამდე როგორ არ თვქეს რაიმე მსგავსი რომ მივხვედრილიყავი. დარეტიანებული ვაგრძელებ გზას და ვცდილობ სანდროსთან დასახიჩრების გარეშე მივაღწიო. და აი დგას თვით ღმერთკაცი, ადამიანი ზევსი, მხრებში სულ ოდნავ მოხრილი და შეკრული წარბებით. ოჰ როგორი დიდი სიამოვნებით გავუსწორებდი სახის ნაკვთებს სულლ კოცნა კოცნით მაგრამ უფრო მნიშნვნელოვანი მისია მაკისრია.
-- აბა იუბილარო, რა ხდება თვქენს თავს? -- თან წავკბინე და თან შეკითვა დავუსვი.
აბა რა ეგონა საკუთარ დაბადების დღეს რომ მიმალავდა. ოოუუ და იმედია თვითონ მომიყვება ვინ ჯანდაბა არის ნატა, დიახ რაც არ უნდა კარგი გოგო აღმოჩნდეს მაინც ჯანდაბად დარჩება ჩემთვის.
-- რომ არ გამომყოლოდი საშინლაად მეწყინებოდა -- სიცილით მეუბნება და ჩემკენ ტრიალდება მთელი ტანით. -- მოდი ჩემთან -- ისე უცებ მითხრა გააზრებაც კი ვერ მოვასწარი -- ღმერთო ჩემო ერთხელ მაინც გააკეთე რასაც გეუბნები -- ხელს მკიდებს მხრებზე და ჰოპ !! ჩვენ ერთმანეთს ვეხუტებით. არასდროს არ გადაწყვიტოთ რას იგრძნობთ როცა შეგიყვარდებათ ან რას იგრძნობთ როდესაც საყვარელ ადამიანს შეეხებით. რადგან ამ წუთას სანდროზე ჩახუტებულს ყველა ის აზრი რა აქამდე გამჩენია აბსურდად მეჩვენება.ხელებს ნელ-ნელა უფრო ძლიერად მიჭერს. ალბათ იმ გრძნობების გადმოცემას ცდილობს ამ ჟესტით რომელიც აწუხებს.
-- ნატა ჩემი ყოფილი შეყვრებულია -- ნამდვილად დამიდასტურა ჩემი აზრები. და იმის მიუხედავად რომ მეგონა ეს ინფრომაცია გაცნობიერებული მქონდა მაინც შემეკრა სუთქვა.
--კარგი… არ გაბედო და არ მითხრა რომ მისი სახელის გაგონებისას გული აგიჩქარდა და ისევ გიყვარს თორემ ახალგაზრდა გოგოს მკვლელად მაქცევ. -- სიმწრის სიცილით ვეუბნები და ვცდილობ სიტუაცია განვმუხტო. სანდრო კი ისევ მკოცნის. მემგონი საჭიროა ლაპარაკი ვასწავლო თორემ ნამდვილად შემიწირავს.
--თუ გაუძლებ რამდენიმე საათი და ციხეში არ ამოყოფ თავს აუცილებლად დაგასაჩუქრებ-- ეშმაკური ღიმილით და ვნებით ანთებული თვალებით მიყურებს. ჰოო კაპლიტ უნდა დავიწყო სიარული..
--მართლა მართლა არ გრძნობ არაფერს ნატას მიმართ ? იმიტომ რომ თუ ესე არ არის, არ გვინდა, გავჩერდეთ. ერთხელ მაინც რომ შეხედო სულ ცოტა სითბოთი ან სიყვარულით მე ვერ გავუძლებ, ხუმრობის გარეშე არც ისტერიკას მოგიწყობ და არც ნატას მოვკლავ თუ შენ მართლა გიყვარს და თუ შენ…-- წინადადების დასრულებას არ მაცდის გულზე მიკრავს.
--წავიდეთ უკან დავბრუნდეთ -- და ჩვენც დავბრუნდით უკან. როგორც კი მივუახლოვდით კოცონს დავინახე ჩვენი ახალი სტუმრებიც. ოჰ როგორ შეეფერება ამ სიტუაციას ჩემი საყავრელი სიტყვა. ჯანდაბა !! ნებისმიერი შეამჩნევს იმ შავგრემან გოგოს გამოხედვას ესეთი სევდითა და სიყვარულით რომ უყურებს ჩემს ბიჭს. დიახ ჩემი ბიჭია და.. 1,2,3,4,5,6…… ღრმად ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ. იმაზე რთულია ყოფილა ვიდრე მეგონა.
-- ჩემოო ვარსკვლავთ ბიჭუნაა გილოცააავ დაბადების დღეს -- კივილით გადმოხტა რიჟა გოგო და სარეველასავით შემოეხვია სანდროს.
-- ჩემოო ჟღალოო თაგუნაა მადლობაა ნია -- ეს ბიჭიც ეხვევა და ტრიალებეენ.
-- მადლობელი დაგრჩეები თუ მეც დამიტოვეებ და სულ არ გადაყლაპაავ იუბილაარს -- ტაკ ტაკ…. გამორიცხვის მეთოდით ეს უნდა იყოს ლიკა. რა თქმა უნდა ისიც დიდი სიყვარულით ულოცავს დაბადების დღეს. და დადგა ეს დაწყევლილ მომენტიც, აი ნატაც მოდის თავისი შველის შავი თვალებით და აკანკალებული ეხვევა სანდროს.
-- გილოცავ -- ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა და დენდრატყმულივით მოშორდა. ოჰ კი თუ სანდროს არ უყვარს ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდით ნატაზე. დაიჯერებთ რომ 2 წლის ბავშვივით მეშინია სანდოსკენ გახედვა. ნამდვილად მოვკვდები მის თვალებშიც თუ დავინახავ რამეე გრძნობას. ვიცი რომ ზედმეტად ტრაგიკულად აღვიქვამ ამ სიტუაციას მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია.
-- მადლობა ნატა -- მშვიდი ხმით ეუბნება და ერთი ხელით გვერდზე მიკრავს. ჯანდაბა ამ წამს დავიწყებ ტირილს ბედნიერებისგან და ვეღარ გამაჩერებენ. ოჰ არა !! არა ანნა შენ არ შეგეცოდება ნატა თავისი წყლიანი თვალების გამო. სახეს და კისერში ვუყოფ სანდროს და ერთი ცრემლი მაინც მივარდება თვალიდან. ზუსტად ვერ აგიხსნით რის გამო მაგრამ ეს მაინც მოხდა. შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივ გაგრძელდა. სვავდნენ, იცინოდნენ, მღეროდნენ. როგორც კი მზემ დაიწყო ამოსვლა ბიჭები წამოიშალნენ და გამოცვლა დაიწყეს. სადღაც 15 წუთში უკვე მოედანზე ვიყავით და მათ თამაშს ვუყურებდით. ოჰ ამისთვის ნამდვილად ღირდა მთელი ღამის გათენება. სიცივის მიუხედავად მოთამაშეები მოკლემკლავიან მაისურებსა და შორტებში იყვნენ გამოწყობილნი. ცეცხლი მეკიდა თქო რომ გითხრათ მსუბუქადაა ნათქვამი. ლამის მეც შემოვიხიე ტანსაცმელი. იმდენად მოხდენილად თამაშობდა სანდრო, იმდენად ცეცხლოვანი იყო მისი თითოეული მოძრაობა და გამოხედვა, იმდენად სექსუალური მეჩვენებოდა მისი მხრების მოძრაობა მაშინ როდესაც კალათში აგდებდა ბურთს, რომ … სავარაუდოდ ამ დღეში მხოლოდ მე არ ვიყავი. არანაკლები აღტაცებით უყურებდა სანდროს ნატა, რომელიც ემოციების დამალვას ვერ ახერხებდა, აშკა მცდელობის მიუხედავად. კი, გეთანხმებით უფრო სწორი იქნება თუ დავაიგნორებ მაგრამ ჩემს ჟურნალისტურ გონებას ეს არ შეუძლია. თამაშის ბოლო 5 წუთი სულ სიმღერ-სიმღერით გავიდა. ხან ქართულს მღეროდნენ ხან ინგლისურს. დაახლოებით 8 საათისთვის დავიწყეთ დაშლა. საბოლოოდ სასწაულებრივად ჩემთან და სანდროსთან ერთად მანქანაში აღმოჩნდა გიორგი, ბარაბარე და ნატა. ოჰ ეს სიტუაცია ზედმეტად მაგონებს ჩემი საყვარელი სერიალის სიუჟეტს. ჩემს სუპერ დაძაბულ სხეულს მხოლოდ და მხოლოდ სანდროს ხელი შველოდა რომელიც ფეხზე დასრიალებდა.
-- ოდნავ თუ არ მოეშვები ნამდვილად ხეს შევასკდებით -- ირონიული სიცილით მეჩურჩულება და ხელს ოდნავ მიჭერს ბარძაყზე.
-- ძალიან ძალიან ცუდი ბიჭი ხარ, შეგრცხვეს შენი დის მაინც -- წარბების თამაშით გადავუჩურჩულე სანამ შუქნიშანზე ვიდექით.
-- დამიჯერე შენზე უკეთეს დღეში არც ისაა -- სიცილით მეუბნება და უკან იყურება. მეც მას ვბაძაბ და უკანა სავარძელზე, გვერდი-გვერდ მჯდომ ბარბარეს და გიორგის ვუყურებ. გოგოს სახე ნატასკენ აქვს მიბრუნებული, იმიტომ რომ უზომოდ გაწითლებულია. ჩუმად ვიცინავარ. არა ნამდვილად სასაცილოა ამხელა ქალი თინეიჯერივით არის გაწითლებული.
-- მაღაზიასთან გამიჩერე თუ შეიძლება -- მთელი ამ ხნის განმალობაში ჩუმად მჯდომმა ნატამ ამოიკნავლა. დიახ ეს უფრო კატის ხმას ჰგავდა ვიდრე ადამიანის. მეც რა თქმა უნდა შევასრულე თხოვნა. მანქანიდან გადასვლის შემდეგ, ნატამ სანდროს მხრიდან შემოიხედა.
-- დროებით -- ღიმილით დაგვემშვიდობა და სანდრო გადაკოცნა. შემდეგ კი ნელი ნაბიჯით გაუყვა ქუჩას. მემგონი მანქანის დაძრა დამავიწყდა მის ყურებაში.
-- დარწმუნებული ხარ რომ ნატასთან არ მიღალატებ ? -- შეკავებული სიცილისგან მოგუდული ხმით მეკითხება სანდრო.
-- ღმერთო ჩემო საშინლად საზიზღარი ადამიანი ხარ -- ვითომ გაბრაზებული ვეუბნები და გაზის პედალს ვაჭერ ფეხს.

***
ამ ამბების შემდეგ 3 კვირა გავიდა. აქედან 1 კვირა ანნას იტალიაში მოუწია ყოფნა, ისევ და ისევ სამსახურის გამო. დანარჩენი დღეები კი ცდილობდა სანდროსთან და მთელს სამეგობროსთან გაეტარებინა. თითქმის ყველა ერთობოდა ბარბარეს გარდა. და სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს შემოვარდა ოთახში საშინლად განადგურებული ბარბარე და გიორგი გაიყვანა.
--რამე ხდება ბაბი ?
-- სერიოზულად მეკითხები ? მთელი თვეა აქ ვარ და უკვე ეჭვი მეპარება ჩემს არსებობაში. მართლა სულ ერთი ვარ შენთვის ? მართლა მარტო ძმაკაცის დად მთვლი ? მე აღარ შემიძლია, ვერ გავუძლებ შენს გვერდით სხვას. გესმის ? -- ტირილით ეუბნებოდა ისტერიკაში მყოფი გოგონა და ბოლთას სცემდა აივანზე. -- ნუ მაწვალეებ, გთხოვ თუ რამეს მაინც გრძნობ მითხარი. არ გავიმეორებ იგივე შეცდომას, არ გავჩუმდები და ჯანდაბა არც სანდროსი შემრცხვება რომელმაც ისედაც კარგად იცის ყველაფერი.
--ბარბარე მომისმინე -- კანკალით დაადო ხელი გიორგიმ -- რაღაც უნდა გითხრა.



№1 სტუმარი ლინა

ძალიან კარგია..მომწონს <3 ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი annalisa

ლინა
ძალიან კარგია..მომწონს <3 ველოდები შემდეგ თავს

დიდი მადლობა <3

 


№3 სტუმარი down leo

Je veux vraiment apprecier Dr.Chamberc juste vouloir partager mon expérience avec le monde entier sur la façon dont j'ai obtenu mon mari et sauvé mon mariage ... Je suis marié depuis 5 ans avec 2 enfants et j'ai vécu heureux avec ma famille jusqu'à ce que les choses a commencé à devenir laide avec moi et mon mari qui nous fait quereller et se quereller presque chaque fois ... ça a empiré au point que mon mari a demandé le divorce ... J'ai essayé de mon mieux pour le faire changer d'avis et rester avec moi parce que je l'aimais de tout mon cœur et ne voulait pas perdre mon mari, mais tout n'a pas fonctionné ... Il a quitté la maison et est allé de l'avant pour demander le divorce ... J'ai plaidé et essayé tout mais toujours rien n'a fonctionné. La percée est survenue quand quelqu'un m'a présenté à ce merveilleux lanceur de sorts appelé: Dr.Chamberc qui m'a finalement aidé ... Je n'ai jamais été fan de choses comme ça mais j'ai décidé de l'essayer parce que j'étais désespéré et je suis parti sans aucun choix ... Il a fait le sort pour moi et les choses fonctionnent vraiment comme il le promet et mon mari change d'avis et revient à la maison pour rester avec moi et les enfants. Et promets de ne plus jamais me blesser. nous vivons heureux comme c'était avec l'aide de Dr.Chamberc IL EST SPÉCIALISÉ DANS LE SORT SUIVANT. (1) Si vous voulez votre dos ex. (2) si vous avez toujours de mauvais rêves. (3) Si vous voulez être promu dans votre bureau. (4) Si vous voulez que les femmes / hommes courent après vous. (5) Si vous voulez un enfant. (6) Si vous voulez être riche. (7) Si vous voulez attacher votre mari / femme pour être à vous pour toujours. (8) Si vous avez besoin d'aide financière. (9) Comment vous avez été victime d'une arnaque et vous voulez récupérer votre argent perdu. (10) si vous voulez arrêter votre divorce. (11) si vous voulez divorcer votre mari. (12) si vous voulez que vos souhaits soient accordés. (13) Sortilège de grossesse pour concevoir bébé (14) Garantissez que vous gagnez les affaires judiciaires troublantes et le divorce n'importe comment quelle étape (15) Arrêtez votre mariage ou relation de casser dehors. (16) si vous avez une maladie comme (H I V), (CANCER) (HERPES) ou toute maladie. encore une fois assurez-vous de le contacter si vous avez un problème, il vous aidera. son adresse email est [email protected] contactez-le immédiatement.

 


№4 სტუმარი Login

Вам доступно: +64444.00 rub. Войдите в личный кабинет с паролем 2M7p5T9h7

Подробнее по ссылке: https://bit.ly/86128?AAAAA4love.geBBBBB

 


№5 სტუმარი Login

Ваш аккаунт заморожен

Подробнее по ссылке: https://bit.ly/03307?AAAAA4love.geBBBBB

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent