შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Après nous le déluge à venir - ჩვენს შემდეგ თუნდაც წარღვნა მოსულა. თავი 3


28-03-2018, 17:19
ავტორი annalisa
ნანახია 1 175

სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე ახალ აშენებული კორპუსის წინ, მანქანში 2 ადამიანს ეძინა და ეს მათ დისკომფორტს არ უქმნიდა. არ ვიცი ალბათ სიზმარშიც კი გრძნობდნენ ერთმანეთის სიახლოვეს და ამიტომ. დილის 8 საათი იქნებოდა როდესაც ამ პატარა სივრცეში ტელეფონის გაბმული რეკვის ხმა გაისმა. სანდრომ თვალები მოჭუტა და ეცადა მზის სხივებს შეგუებოდა, რომელიც აქამდე საერთოდ არ აწუხებდა. სწრაფად ამოიღო ტელეფონი და მეგობრის ნომერს უპასუხა:

-სად ჯანდაბში აგდიხარ ? --გასიმა გიორგის დაღლილი მაგრამ მაინც მხიარული ხმა.

-სოლოლაკში, მანქანაში მეძინა რა იყო რა ჯანდაბა გაყვირებს.

-ვის მანქანაში ხარ ამ დილა უთენია შენ შიგ ხომ აქ გაქ ?

-გოგოს -მოკლედ უპასუხა სანდრომ და მძინარე ანნას გადახედა. იმდენად გაუთბა გული გოგოს საქციელის გააზრებისას რომ ყურებმადე იღრიჭებოდა.

-არა ძმობასგაფიცებ პროსტა მითხარი 6 საათი ფეხზე დგახარ და მერე გოგოსთან სექსის თავი როგორ გაქ? ან რა იყო შენობამდე ვერ მოითმინეთ თუ რა არი -- გაისმა გიორგის ხარხარი ყურმილის მეორე მხრიდან.

-აუ მაჭარაშვილი გააჯვი რა. ან ვაფშე საიდან იცი სახლში რო არ ვარ ?

-როგორც კი სმენა დამიმრთავდა შენთან წამოვედი მეთქი ძმაკაცს მარტოობისთბის არ გავწირავ თქო და აჰა გულაობს თურმე ეს აქ. ტფუი შეგირცხვა მეგობრობა. მე აქ შენ ლოგინზე წამოკოტრიალებული შენ გელოდები ჩემო ბარტყო შენ კიდე ვიღაც ნაშასთან ერთად გდიხარ სოლოლაკში. - ამ ყველაფერს გიორგი ისეთი ტონით ამბობდა თქვენც შეგეპარებოდათ მის ორიენთაციაში ეჭვი. გამაფებულ სიჩუმეში იმხელა ხმაზე ისმოდა გიორგი ხმა ანნაც კი შეიშმუშნა და გაღვიძება დაიწყო.

-ვსო მაჭარაშვილი წავედი და საღამოს გნახავ -სანამ მეორე მხრიდან პასუხს მოისმენდა სანდრომ ტელეფონი გათიშა და გოგოსკენ გადაბრუნდა. როგორც პატარა ორი წლის ბავშვი ისიც ორივე ხელით ისრსედა თვალებს. თან იღიმოდა და საერთოდ არ ცდილობდა ამის შეკავებას. სხარტად წამოიმართა და ბიჭს გაუსწორა მზერა.

Anna’s P.O.V.

-დილამშვიდობისა - ბედნიერი მივესალმე ბიჭს და აბურდული თმები კოსად შევიკარი. სანდროს ღიმილ შეპარულ სახეს ვუყურებდი და ვბედნიერდებოდი.- გუშინ მანქანაში დაგეძინა, შენი გაღვიძება დამენანა და აი ამიტომ ვართ ახლა აქ- მოკლედ ვუხსნი სიტუაციას და ფანჯარას ვაღებ.

-გასაგებია- უცებ მპასუხობს და ისიც აღებს ფანჯარას.

-უი ჰო არ გინდა სახლში გაგიყვანო? - ისეთი ენთუზიაზმით ვეკითხები, ალაბთ თვითონვე ხვდება რომ ,, არ არ შეწუხდე“ და ,,უიმე რას ამბობ“ ფრაზებს აზრი არა აქვს. თავს მიქნევს და მისამართას მეუბნება. მეც ვქოქავ მანქანას და მარჯანიშვილის გამზირისკენ ვიღებ გეზს. უკვე

კოლმეუნეობის მოედანზე ვართ და ვხვდები რო ფანჯრისკენ მიბრუნებული სანდრო ხმის ამოღებას არ აპირებს

- კარგი რა.. მთელი გზა ესე ჩუმად ხო არ ვიქნებით. ამინდზე მაინც ვილაპარაკოთ ან იმაზე რას ჭამ დილაობით - ჩემს სიტყვებზე სიცილს იწყებს და ჩემს შესაბამის რეაქციასაც იწვევს.

-დილაობით არ ვჭამ და გარეთ საშინელი ამინდია.- სიცილის მიუხედავად აი ესე, მოკლედ მპასუხობს და მეც იმ წამსვე წარბებს ვკრავ.

-არა, არა ჩემს მანქანაში აკრძალულია მოკლედ წინადადებებით ლაპარაკი. სასწრაფოდ უნდა განავრცო ეგ ყველაფერი თორე დაჯარიმდები.

-და დასჯის მეთოდი ძალიან მკაცრია? - თაფლისფერ თვალებში პატარა ეშმაკუნებ ათამაშებული მპასუხობს და ჩემსკენ იხრება.

- გააჩნია ადამიანს და აი ამ წამსვე უკან თუ არ დაიხევ გარწმუნებ სიცოცხლის ფასი დაგიჯდება ჩემს პირად სივრცეში შემოჭრის მცდელობა - ამ სიტყვებს ერთმანეთზე ვაყრი რათა ჩემი აფორიაქება და ჰიპერაჩქარებული გულის ცემა დავფარო. რა თქმა უნდა ეს გამომდის, უფრო სწორედ მე მგონია რომ ასეა, სინამდვილეში კი ბიჭის უფრო მეტად ახახრხარებას ვიწვევ.

-კარგი ანნა მოდი მე გავიწევი და მივცემ შენი ორგანიზმის უჯრედებს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას. და რადგან სიჩუმე არ გიყვარს მოდი მოვუსმინოთ მუსიკას. --გადმოიხარა ცალი ხელი ფეხზე დამადო, მოერეთი მაგნიტოფონი ჩართო და ხმას აუწია. ალბათ რთული წარმოსადგენი არ არის ის რაც ჩემში ამ პატარა ხელის დადებამ გამოიწვია. ალბათ უფრო იოლი იქნებოდა რაიმე არაამქვეყნიური ხმა გამომეშვა და არ შემეკავებინა მისი კოცნის სურვილიც, მაგრამ ამ ცხოვრების და ჩემი ტვინის უკუღმართობის გამო დარჩენილი გზა ხმა არ ამომიღია. ნერვები მეშლებოდა ეს წამებში რო გამცუმა და დამადუმა. ოდნავ შეკრული წარბებით ვატარებდი მანქანას და შიგადაშიგ ვაპარებდი მზერას სანდროსკენ, რომელსაც ღია ფანჯრიდან შემოსული ჰაერი თმებს ურევდა. გაბრაზებულზეც რომ მისი კოცნის სურვილი მიჩნდება არა ნორმალური ალაბთ ხო ?! ან საერთოდ ამ დღის გაცნოდბილმა ბიჭმა რო ამიფორიაქა ამ შინაბერა ქალს ეს ჰორმონები არც ესაა ნორმალური. მარა გულს და სხეულს ვერ უბრძანებო ნათქვამია. უკვე ვორონცოვის 7 ნომერთად ვართ და მეც ვამუხრუჭებ მანქანას.

- ძალიან დიდი მადლობა მოყავნისთვის და გუშინდელისთვისაც. იმედია კიდე შევხვდებით-აი ამ სიტყვებით აპირებს ეს ვაჟმატონი ჩემს დატოვებს. ჩვენს შეხვედრას იმედს და ბედს ანდობს. ნურას უკაცარვად ჩემი მანქანა და ჩემი წესებით ვითამაშებთ. მანქანიდან გადაის და მეც იმ წამსვე მივყვები უკან. სწრაფად შემოვურბინე ავტომობილს და წინ ავესვეტე, არა ავესვეტე ცოთა გადაჭარბებული ნათქვამია როცა ჩემზე 1 თავით მაღალ ბიჭზე ვლაპარაკობ -არაფრის, მაგრამ მადლობა არ იყო საჭირო იმისთვსი რაც ჩემთვისაც სასიმოვნო იყო. ჰო და ჩვენს შეხვედრას რაც შეეხება. არ მგონია რომელიმეს გვესიამოვნოს თუ ჩვენს ურთიერთობას მარტო იმედს მივანდობთ. ამიტომ ორშაბათამდე - ვუღიმი ჩემი ყველაზე ,,თვალისმომჭრელი“ ღიმილით სწრაფად ვეხვევი და სანამ ამ ყველაფრის გააზრებას

მოასწრებს უკვე საჭესთან ვზივარ და ჩემს რაშა მივაქროლებ. სასწრაფოდ შევირბინე მაღაზიაში და უკაან შოკოლადებით გატენილი ცელოფნებით ქეთის სახლის გზას დავადექი. ალაბთ 5 წუთის განმალობაში შეუწყვეტელი კაკნის მერე მაღირსა ჩემა უდაქალესობამ კარების გაღება და მეც შევიძურძე მის პატარ სამზარეულოში.

-ქეთევან მიდი აბაა ჰე გამოფხიზლდი დაა ერთ ძალიან მაგარი ბიჭი უნდა მოვიყვანოთ აზრზე და მივახვედროთ რო მოგვწონს - ამის მერე ქეთი ცოტა ხანი ჩუმად იყო და წამებში ატყდა ყვირილი, წივილი და სახლის თავზე დამხობა. სანამ ჩემი მეგობარი იცმევდა, ჭამდა და მოკლედ ემზადებოდა. მე ჩემს განუყრელ ნოუთბუქში დავიწყე იმ უზარმაზარი ფაილის გასწორება ნინო რო მთხოვა..

******

ამ დროს კი ვორონცოვის ქუჩის ერთ-ერთი იტალიური ეზოს სახლში, ორი ახალგზარდა ბიჭის იჯდა და ერთმანეთის პრობლემებს იზიარებდა. ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ ჩვენი საყვარელი სანდრო იყო, რომელიც გიორგის გაკეთებული ყავით სავსე ჭიქას უყურებდა და ფიქრობდა... ფიქრობდა იმ ახალ ქარიშხალზე ანნა რო ერქვა და ბიჭს გული უგრძნობდა მალე მთელს მის სამყაროს გადაატრიალებდა. განა შეიძლება ჩამოყალიბებული, პროფესიონალი ქალი შეჰყვარებოდა ამ 24 წლის ბიჭს რომელმაც უნივერისტეტიც კი არ დაამთავრა ფინანსური პრობლემების გამო. არა არ გეგონოთ თითქოს სწავლის ფული არ ჰქონდა, არა სწავლაში ფულის გახდა ისედაც არ სჭირდებოდა, თავის დროზე 100% დაფინანსებით ჩააბარა და ოთხი კურსიც ესეთივე წარმატებით დახურა სანამ.....

--სანდრო მართალია რა დედაშენი უნდა დაუბრუნდე სწავლას, მალე შენი დაც დაბრუნდება და დაგეხმარებათ...... მთელი ორი წელი იტანჯებოდი სწავლის წყურვილით და ორი წელი შეალიე ამ დედა ნატირები ვალების გადახდას. მორჩა რა... გადაწყვეტილია ხვალვე წავიდეთ უნივერსიტეტში და გავიგოთ რაც საჭიროა ყველაფერი -- გიორგი მთელი ამ დროის განმალობაში თან ხელებს იქნევდა და ხან ხმას უმაღლებდა.. რა ქნას არ შეუძლია ემოციების გარეშე უყუროს ძმაკაცის ესეთ მდგომარეობას, თან ხვდება ბიჭის დარწმუნება ესეთი იოლიც არ იქნება, მაგრამ ის ფაქტიც კი რომ სანდრო უნივერსიტეტში დაბრუნებაზე ფიქრობს უზომოდ ახარებს.

--მემგონი მართლა ღირს მისვლა იმას მაინც გავიგებ საერთოდ დამიბრუნებენ თუ არა... - ესეც თითქოს ხუმრობით თქვა სანდრომ, მაგრამ როგორც კი გიორგის ძლიერი მკლავები იგრძნო რომლებიც ეხვეოდნენ და დიდი ტორის ზურგზე რტყმა, აი მაშინ ჩაწვდა თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის ამ სიტყვებს მისი მეგობრებისთვის და ოჯახისთვის. ამ ამბიდან ნახევარ საათში მთელი სასტავი სახლში იყო და აღნიშნავდა მეგობრის სასწაულებრივ გადაწყვეტილებას. ყველას თავისებურად უხაროდა თუ ყველაზე მხიარული ბექა და თორნიკე დახტოდნენ პატარა ბავშვებივით და შეძახილებით ამხნევებდნენ ძმაკაცს, ამ დროს ნიკოლოზი და ანდრეა მთელ თავის სიყვარულს და ბედნიერებას ერთი ჩახუტებით გამოხატავდნენ. ბატონ საბას კი ამ ამბავზეც კი თავისი სატრფო გაახსენდა და აივანზე გავარდა რათა სოფიოსთვისაც გაეზიარებინა მათი ახალი ბედნიერების მიზეზი. მოკლედ შეიკრიბა ,,განუყრელ მეგობართა კომიტეტი" და დაიწყო მოლხენა და დროს ტარება. ეს

ოქროს ბიჭები ისე დატრიალდნენ და ისეთი სუფრა გააწყვეს ბევრ გასათხოვარ გოგოსაც შეშურდებოდა. არ სამზარეულოში ტრიალს და არც დალაგებას არ თაკილობდნენ. მთავარია ერთად ყოფილიყვნენ და დანარჩენი რა მოსატანია..

Anna's P.O.V

კვირას საღამოს 7-ზე რო გადავწყვიტე ბიჭს სახლში დავადგე ალბათ არ ვარ ნორმალური ჰო ?! მარა ეს ამხელა ჩამოყალიბებულმა ქალმა, პიროვნებამ ამ პატარა ბიჭის ჭკუაზე რო დავიწყე სიარული აი მაშინ უნდა მივმხვდარიყავი რო მთლად დალაგებული არ ვიყავი. ამხელა იტალიურ ეზოში ვაპირებ მივაგნო ერთი ბიჭის სახლს რომელიც 3 დღეა აღარ მაძლევს მოსვენებას. საუკეთესო საშუალებაა გამორიცხვის მეთოდი. მაგრამ მემგონი ამ შემთხვევაში ესეც არ მიშველის. და ვინ დამეხმარება თუ არა ზეკომუნიკაბელური ნიცა რომელსაც აუცილებლად ეცოდინება თავისი უსაყვარლესი თანამშრომლის სახლი. და რა თქმა უნდა ისევ ჩემმა ბრწყინვალე გონებამ გაიმარჯვა და მართალი აღმოვჩნდი. ალბათ მიხვდებით რომ სანამ გავიგებდი საჭირო ინფორმაციას ერთი საათი ვუსმენდი ყურმილში სათითაოდ როგორ დამცინოდნენ და ხარხარებდნენ ჩემი დაქალები და ბოლოს როგორც იქნა გავარჩიე ზუსტად სად ცხოვრობდა და სასწრაფოდ გავუთიშე ამ აცანცარებულ ხალხს. და აი ვდგავარ წაბლისფერ კარებთან, მესმის კედლის იქით ხმაური და თითქოს ზუსტად ვიცი რა სიტუაციაცაა მაგრამ კიდევ ერთხელ ჩემი ბრწყინვალე გონება ყველაზე საჭიროს აიგნორებს და მეც ვაკაკუნებ კარზე... გული გაჩერდა და აღალ გადაისროლასისხლი ტვინსკენ და აი მემგონი უკვე გული მიმდის, ადგილზე ვბარბაცებ როცა კარი იღება. ბოლოს რასაც ვხედავ სანდროს გაფართოებული თვალებია და მერე.... მერე ალბათ გული წამივიდა როგორც დიდ ტარიელს ,,ვეფხისტყაოსანში". ყველაზე ყველაზე უბედო ადამიანების სიაში პირველ ადგილს დავიკავებ. ჰო კარგი პირველს თუ არა მეორეს მაინც. ჯანდაბა, ჯანდაბა არა ეხლა არ გავახელ თვალებს და არ დავინახავ სანდროს და მისი მეგობრებით სავსე ოთახს. ხომ შეიძლებოდა დილით მეჭამა და ესე არ მენერვიულა.

--ჯანდაბა ნიკა ახლავე უნდა გამოფხიზლდეს თორე ჩემი ხელით მოგკლავ -- სანდროს არანორმალური ღრიალი მესმის, რასაც აშკარად რაღაცის დავარდნის ხმა მოჰყვება.

--შეჩემისა ესე თუ იღრიალენ ბებიაჩემსაც გამოაფხიზლებ ვაკის სასაფლაოზე

--დავაი ორივე გარეთ სასწრაფოდ -- ჩურჩულით ნიკოლოზი და არც კი მჯერა რომ მართლა გადიან. ჰო მთელი ამ დროის განმალობაში მძინარე მზეთუნახავის როლიდან არ გამოვსულვარ, ესე თვალებ დახუჭული ვიწექი და ვცდილობდი მომავალი საშინლად უხერხული სიტუაცია თავიდანაა ამერიდებინა.

--აბა გულწასულო ქალბატონო გაახილეთ თვალები. აღარავინ აღარ არი ოთახში ჩვენ გარდა და აღარაა საჭირო დახუჭობანას თამაში -- ოდნავ სიცილ ნარევი ტონით მეკითხება ბატონი ნიკოლოზი და მეც ვახელ თვალებს.

--გამარჯობა. -- ვცდილობ ჩემი ყველაზე საყვარელი ღიმილით გავუღიმო და გამომდის კიდეც. ზუსტად იმავეს ვიღებ ბიჭისგანაც.

--დავიწყო ჩემი ექიმის უნარ-ჩვევების გამოვლენა და ლექციის კითხვა თუ შენთვითონ მიხვდები და შემოწმებაზე წახვალ ?! -- ოდანაც გამხიარულებული ხმით მეკითხება და წარბას წევს. --არა ბატონო ექიმო ლექციის წაკითხვა საჭირო არ არის უბრალოდ დღის განმალობაში ყავის გარადა რამით უნდა ვიკვებო და ვეცადო თქვენი აპოლონი ძმაკაცის დანახვისას ნაკლებად ამიფართხალდეს ეს ერთი ციდა გული -- ისევ 2 წლის ბავშვისავით ვუღიმი და საწოლიდან დაბალ ვწევ ფეხებს. ჩემს სიტყვებს მისი ხარხარი მოყვება და ისიც ფეხზე დგება.

--სანამ კიდე ერთხელ შემოვარდნილა ის არანორმალური და მართლა ვუცემივარ გადი და დაენახე საღსალამათი -- მეც მეტი რა მინდოდა სწრაფად ავდექი და.. მოიცა მოიცა ეხლა მე სანდროს ოთახში ვარ ჰო აშკარად ?! კი კი ნამვილად ასეა. ჩემი ჟურნალისტის თვალით წამები მჭირდება ყველაფრის შესასწავლად და ვოალა უკვე ოთახიდან გამოვედი, მაგრამ ზუსტად ვიცი სად რა იდო - არანაირი არაფერი უბრალოდ ფოტოგრაფიული მახსოვრობა. კიდევ კარგი ამ ბიჭის ოთახი პირდაპირ მეგობრებით სავსე სასტუმრო ოთახში არ გადის და ჯერ კოლიდორი უნდა გავირო. მივდივარ ნელა თან ვცდილობ ყველაფერი დავათვალიერო. რა ვუყო ამ ცნობისმოყვარეობას ჩემი ბრალი არ არის გენებში მაქვს. მემგონი გულის უკმარისობა დამეწყო. თქვენ რა აზრის ხართ ? აბა რა უბედურება ვუყურებ აივანზე როგორ დგას ზურგით, ვაკონკრეტებ ზურგით და მთელი სხეული გაჰყვირის მასთან მიახლოების სურვილით. რომელი ღმერთი მე ვარ გონებას და სხეულს ვუბრძანო, ჰოდა მეც დავყვები დიად (ვ)ნებას და დაუფიქრებლად მივუდექი გვერდით სანდროს. ჰო მემგონი ძალიან ვანერვიულე. აი ესე დგას ჩემკენ არც კი იყურება, უბრალოდ დგას და წყნარად ეწევა. არ მოგესმათ ნამდვილად ეწევა. ვცდილობ ფრთხილად მოვიქცე, ნელა ვადებ ხელს ზურგზე და თითებით ვეფერები.

--გაბრაზებული ხარ ?!- ჩურჩულით ვეკითხები და გატრუნული ველოდები პასუხს

--რატო უნდა ვიყო გაბრაზებული ?! ცუდად რომ გახდი იმიტო ? უბრალოდ ძალიან შემეშინდა. ჯანდაბა... ხო ვიცოდი რო არაფერი იყო სერიოზული მარა არ შემიძლია საშინელება ისე მდგომარეობაში ყურება -- სანამ სანდრო ლაპარაკობდა და ხელებს აქეთ-იქით იქნევდა გვერდზე დავუდექი და თავი მხარზე დავადე. სანამ რამის თქმას მოვასწრებდი წამებში სანდროს მკლავებს შორის ამოვყავი თავი და მისი ცეცხლწაკიდებული ტუჩებიც ვიგრძენი ჩემს აკანკალებულ ბაგეებზე.



№1 სტუმარი Araaaa

Dzaaaaaaaan kargiaaaaaa momwons

 


№2  offline წევრი annalisa

Araaaa
Dzaaaaaaaan kargiaaaaaa momwons

დიდი მადლობა <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent