მაინც ჩემი იქნები(4თავი)
როდესაც ელენესთან მივედი,როგორც კი კარი გააღო ჯერ შესული არ ვიყავი ამბის მოყოლა დაიწყო: -მიკა თურმე იცი ასე რატომ გაცეცხლდა ლექსო? -რომ მცოდნოდა შენი აზრით ამბის გასაგებათ შენთან მოვიდოდი? -კარგი რაგჭირს!მოკლედ იმ ბიჭს ანდრის უძახიან და ლექსოს დაუძინებელი მტერია, მას შემდეგ რაც მისი და(სალომე) დატანჯა. მისი დის შეყვარებული იყო,რამოდენიმე თვის წინ დაშორდნენ!დაშორდნენ რა ლექსო ჩაერია,რადგან ნახა ის ბიჭი როგორი მექალთანე იყო,თანაც მის დას სულ სცემდა , მისი და,როდემდე დამალავდა მაკიაჟით ამ იარებს?,როდესაც ეს ყველაფერი ლექსომ გაიგო მაშნვე ის ბიჭი ცემა და მის დას სასტიკად აუკრძალა მისი ნახვა,ის კი მაინც არიშლიდა და იმდენად დააბრმავა ანდრის სიყვარულმა მალულად ხვდებოდა,სანამ თვითონ ფაქტზე არ წაასწრო,როდესაც ანდრის სახლში შეიარა იქ გოგო დახვდა შემდეგ ყველაფერს მიხვდა და მის ძმას ბოდიშ მოუხადა. ლექსომ ,როცა გაიგო, რომ სალომე მას მაინც ჩუმად ხვდებოდა გაბრაზდა და ისევ ცემა. ეს ანდრიმ არ მოითმინა და უჩვლა,ეს ბიჭიც საკმაოდ მდიდარი აღმოჩნდა და კიდევ რაღაცეები დააბრალა,მოკლედ 1 თვე ლექსომ ციხეი გაატარა. იქ კი ვიღაცეები შეუგზავნა საცემად.ასე რომ მისი დანახვისას ცხოველი ხდება აი ისეთი შენ,რომ აღწერ ხოლმე. -ისე ვფიქრობდი,რომ ის ბიჭი დალაგებული ვერ იქნებოდა! - ასეა თუ ისე შენ მადლობა უნდა გადაუხადო მიკა! - ვის? - იცი ვისაც, ბოლოს და ბოლოს იმ მსიქოპატის კლანჭებიდან გიხსნა,რა გჭირს ასეთი ამაყი როგორხარ? - მე ამაყი არვარ ,უბრალოდ იმ ბიჭს ვერ იტანდა და მიტომ სცემა მე რიომ დავენახე სხვასთან დარწმუნებული ვარ ხელსაც არ გაანძრევდა საშველად, პირიქით ალბათ იქ იდგებოდა და იცინებდა! -მიკა მადლობა გაქვს გადასახდელი, გაიგე ეს ადრე თუ გვიან მოგიწევს ამის გაკეთება! -კარგი ხო რო ვნახავ ვეტყვი. ისე გავიდა სამი დღე არც დამინახავს,როგორც ჩანს მიმართლებდა და ბოდიშის მოხდა არ მიწევდა,რადგან როდესაც ვინმეს დავპირდები, პირობას ყოველთვის ვასრულებ. ისიც კი ვიფიქრე უნივერსიტეტიდან ხომ არ გავიდათქო. მაგრამ ვინ დაგაცდის დიდხანს ოცნებას,როგორც ყოველთვის ბედი არაფერში მქონია თავის ეგრეთწოდებულ ბანდასთან ერთად მოდიოდა,ისე როგორ იკადრებს სიარულს,დაცვა თან ახლავს. - შეხედეთ აქ ვინ მოფრენილა(ირონია)(ლექსო) - არმახსოვ რაღაც ფრთები მქონდეს და დავფრინავდე,რავი ალბათ მე ვერ შევამჩნიე! - მოკლკედ შენ ენა რომ არ გქონდეს შენზე საცოდავი ადამიანი არ ქინებოდა! - ხო კარგი თუ მორჩი ჩემს მასხრად აგდებას სალაპარაკო მაქვს! - მოიცა ბიჭებო გაიგეთ? ჯიუტმა დედოფალმა რა თქვა? - მე სერიოზულად ვამბობ! - შენ რა სერიოზულიც ხარ? - კარგი მაშნ წავალ შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს! -კარგი მიდი მითხარი რისი თქმაც გინდოდა! -ცალკე გეტყვი! -რა შენ ჩემთან განმარტოება გინდა? -სულ,როგორ შეიძლება ასე არასერიოზული იყო. მეტჯერ ავიტყვი ცალკე გეტყვითქო გითხარი მგონი! -კარგი ხო ჯიუტმა დედოფალმა თავის გაიტანა,ბიჭებო თქვენ ადითით ლექციაზე და მეც ამოვალ! -ჩვენი რძლი აღარც ხუმრობს(დაიძახა ვაკომ)ნახე უკვე ემორჩლები ლექსო? -მე შენ გაჩვენებ გავეკიდე და ერთი კარგად ჩავარტი წიგნი,რომელიც ხელში მეჭირა,არ მიყვარს წიგნის უდიერად მობყრობა,მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა,რაც ხელში მომყვა ის ჩავარტყი. -შეხედე რა ბავშვიხარ და არასერიოზულს მე მეძახი? რისი თქმა გინდოდა იტყვი ბოლოსდაბოლოს? სულ შენთვის კი არ მცალია გოგონები მელოდებიან! -მოკლედდდდდდდდდდდდდ -რაიყო რა გინდა მითხრა ასეთი რომ ვერ მეუბნები ამ დროს ელენე გამოვიდა ლექციიდან და მანიშნა უთხარიო! მოკლედ ხელ-ფეხი შეკრული მქონდა რას ვიზავდი! -კარგი ხო მადლობა მინდოდა მეთქვა იმ დღეს რაც მოხდა,ოღონდ იცოდე თავში არ აგივარდეს ! ელენემ მაიძულა. -შენ თვით სიამაყის განსახიერება მე მიხდი ბოდიშს? -კარგი რა სულ როგორ უნდა დამცინოდე! - ხშირად უნდა მოუსმინო ხოლმე შენს დაქალს!და ისე სადმე ხომ არ წავსულიყავით,შენი არვიცი და მე სიამაყის დედოფალმა მადლობა გადამიხადა და უნდა ავღნიშნო! -იოცნება შენთნერთად არასდროს წამოვალ. და ასეც ნუ გაგიხარდება ჩემი მადლობა!იცოდე ჩემი სურვილით არ მითქვამს! -მაგასაც ვნახავ თუ არ წამოხვალ! ეხლა უნდა წავიდე,როგორც გითხარი მელოდებიან! იდიოტი,თავხედი,როგორ ბედავს!ჩემ თავს გიჟივით ვესაუბრებოდი,როდესაც უნივერსიტეტის მოპირდაპრე მხარეს ვაკო და ელენე საუბრობდნენ! არა აქ რაღაც ამბავია აუცილებლად გავარკვევ! -იმ დღეს მე და ელენეს ლექცია სხვადასხვა დროს გვქონდა ამიტომ,მე ლექციაზე შესვლა მომიწია ის კი სახლშ წავიდა. სახლშ რომ მივედი ვკითხე: -სად იყავი დღეს? -სად უნდა ვყოფილიყავი?(მითხრა ანერვიულებულმა) -ისე გკითხე რა მოხდა, მე ვიფიქრე სადმე ხომ არ იყავითქო.სახლში რაუნდა გეკეთებინა ამდენხანს? და უნივერსიტეტიდან პირდაპირ სახლში წამოხვედი? ისე გეკითხები ვიფიქრე ბიბლიოთკაში ხომ არ შეუვლია სამეცადინოდთქო. -როდის იყო ასე დეტალურად მეკითხებოდი ყველაფერს რაგჭირს?(მკითხა დაბნეულმა) მივხვდი,რომ თუ კიდევ გავაგრძელებდი შეკითხვების დასმას რაღცას იეჭვებდა, პირდაპირ რომ მეკითხა ნამდვილად არმეტყოდა რა ხდებოდა, ამიტომ მერჩივნა თივითონ გამერკვია. ამ დროს ელენეს ტელეფონი აწკრიალდა,ესემესის ხმა იყო,ზოგადად არასდროს ამიღია სხვისი ტელეფონი დაუკითხავად,თუმდაც ჩემი მეგობრის,მაგრამ ახლა ძალიან მინდოდა გამერკვია რა ხდებოდა და ესემესის კითხვა დავიწყე,დაფარული ნომერი იყო,ვიღაც წერდა:" ხვალ არ დაგავიწყდეს 8-ზე იმ კაფეში მოდი". მაშინ ვიფიქრე რომ ვაკოს ხვდებოდა. მეორე დღეს ელენე მეუბნება: - ხვალ რვისთვის საქმე მაქვს და სახლში არ ვიქნები. - კარგი არაუშავს თნ უკვე მესამე დღეა შენთან ვარ და მშობლები მომენატრა და წავალ. ვიცი,რომ კიდევ უნდა დავრჩენილიყავი,მაგრამ სხვადროს კიდევ გამოვალ კარგი? - კარგი (უბრალოდ კარგი? ადრე,როცა ვეუბნებოდი რომ უნდა წავსულიყავი ლამის ფეხ-ქვეშ მეგებოდა ოღონდ არ წახვიდეო) იმ დღესვე სახლში დავბრუნდი ,გამოვიცვალე , ცოტა დავისვენე და ვიმეცადინე.ამ დროს 8 საათიც მოახლოვდა, სასწრაფოდ ჩავიცვი და იმ ადგილას მივედი სადაც ელენე ვიღაცას უნდა შეხვედროდა. არც შემვცდარვარ,ვაკო იყო ,ისინი გარეთ დასხდნენ მე კიდევ შიგნით დავჯექი ისე,რომ კარგად მეთვალთვალა თან გაზეთი ვიყიდე და სახეზე ავიფარე,რომ არავის დავენახე,არვიცი ეს საიდან მომაფიქრდა,მაგრამ ალბათ სერიალებიდან სულ ასე აკეთებენ,როცა ვინმეს უთვალთვალებენ. კარგა ხანს ვუყურებდი,მაგრამ მათი საუბარი საერთოდ არ მესმოდა.ამ დროს ელენე სადღაც გავიდა ვერ დავინახე,მაგრამ სახლში ნამდვილად არ წასულა,რადგან ვაკო ისევ იქ იჯდა ამ დროს უკან ვიღაც მომეპარა და ზურგზე ხელი მკრა, მაშინვე ვიფიქრე,რომ საქმე ნამდვილად ცუდად მქონდა და ელენემ გამომიჭირა,თუმცა როდესაც უკან მივიხედე ვინატრე ისევ ელენეს გამოვეჭირე. - ჰაჰ ჯეიმს ბონდიც აქ ყოფილა(ლექსო) -შენ აქ რა გინდა?(მე) - შენი აზრით? (ლექსო) - არვიცი ვანგას ვგავარ?იქნებ როგორმე განმანათლოთ. -ჰო ვერც ვანგა იქნები და ვერც ჯეიმს ბონდი ამისთვის საკმაოდ ბავშვი ხარ. - ამას ვინ მეუბნება?ვითომ რატომ ვერ ვიქნები ჯეიმს ბონდი ძალიან კარგათაც გამომდის თვალთვალი,მაგრამ შენ რაიცი რომ ვინმეს ვუთვალთვალებ? -ბავშვიხართქო ხომ გეუბნები, ჯერ ესერთი რა მიხვედრა უნდა შენი დაქალი ჩემს ძაკაცს ხვდება შენ კი მარტო ზიხარ აქ ,მერე მეორე უფრო ბეჯითი მეგონე გაზეთი უკუღმა გიჭირავს. -რა? ეს,როგორ დამემართა. მოცა ელენე და ვაკო ერთად არიან? არა?! მეხუმრები ხომ?გთხოვ მითხარი რომ ვცდები? - და შენ ამდენხანს ვერმიხვდი?სერიოზულად? - რა როდის უნდა მიმხვდარიყავი სულ ორი თუ სამი კვირაა ერთმანეთს იცნობენ!ან მე როგორ არმითხრა!ვაკო და ელენე შანსი არაა,როგორ დამიმალა? -მიკა რატომ ფიქრობ,რომ ერთად ვერიქნებიან?ან ყველაფერი შენ რატომ უნდა გითხრას ის ხომ ზრდასრულია?აი მაგალითად ვაკოს ჩემთის არაფერი უთქვამს,როგორც შეხვდნენ ვაკოს მაშნვე შევატყვე,რომ ჩენი დაქალი მოეწონდა და მივხვდი რომ ერთად იქნებოდნენ.ნუ ჩემი ძმაკაცია და ჩემგან სწავლობს მე ვისაც დავადგავ თვალს ყველას ვიმორჩლებ და სწავლობს ვაკოც რა! -(ამან ვინ იგულისხმა ნეტა დამორჩლებაში, თვალის დადგმაში)და მაინც არ გითქვამს აქ რას აკეთებ! -ვაკვირდებოდი შესაფერისი სარძლოა თუ არა და შეეფერება ჩემს მეგობარს! -შენ რა მაჭანკალი ხარ? ვინ გეკითხება? და ჩემი ელენე ბევრად ჯობს შენს ვაკოს! -ცუდი გოგო ნამდვილად არჩანს ელენე დამჯერია და ჭკვიანი შენგან განსხვავებით ჭკუაც მოეკითხება,მაგრამ ვაკოც არაა ნაკლები! -იდიოტო ანუ მე არ მომეკითხება ჭკუა? -მიკა იცოდე მაინც მოგარჯულებ,გასწავლი როგორ მელაპარაკო გაიგე? -შენ მე რა უნდა მასწავლო, შენს მეგობრებს ასწავლე,მაგრამ შენ ვის რა უნდა ასწავლო თავში ტვინის,მაგივრად ფუჩეჩი გიდევს. -სულ რატო გადაგყავარ ჭკუიდან,რატომ მიშლი ნერვებს თუ სარგებლობ იმით,რომ გოგოხარ. -ბიჭი რომ ვიყო რასმიზავდი დამარტყავდი?მიდი დამარტყი და მერე ნახავ არც მე დაგტოოვებ უპასუხოდ. გიჟივით ვყვიროდი,როგორც ჩანს ელენემაც და ვაკომაც დაგვინახეს და ორივე შიგნით შემოვარდნენ. -თქვენ აქ რას აკეთებთ?ან როდემდე უნდა იჩხუბოთ ასე ბავშვებივით?(ვაკო) -ეგ შენს ცხოველ მეგობარს კითე(მე) -გოგო ერთხელ კიდევ ცხოველს დამიძახებ და არვიცი... -ლექსო დაწყნარდი შენც რა გჭირს(ვაკო) -კიდე მე რა მჭირს?ჭკუიდან გადავყავარ. -მორჩთ ახლა,თქვენ რა ჭკუას მარიგებთ შენ და ელენე ერთად ხართ და ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს და ასე იოლად გამოძრებით გგონიათ?(მე) -მიკაააააა გთხოვ არგამიბრაზდე ეს ისე უცებ მოხდა ვერგითხარი გთხოვ ჩემთან წამოდი და ყველაფერს მოგიყვები! (ელენე) -რას მომიყვები?რას? აი ახლა მეტყვი მე რომ გავიგე? რომ არ გამეგო როდემდე დამალავდი? -და შენ რას აკეთებ აქ ლექსო?(ვაკო)ეს გოგოა გასაგებია ცნობისმოყვარეა და ყველაფრის გაგება გადაწყვიტა და შენ? -მე სარძლოს ვაფასებდი -რა გჭირთ ორივეს?რა სარძო დაგვაცადეთ ჯერ სულ ერთიკვირაა ერთად ვართ და რა ამბები ატეხეთ?ახლა ჯობს დავიშალოთ და ყველაფერში გაერკვეთ.(ვაკო) -კარგი ასე იყოს და შენ ელენე ყველაფერს სიტყვა-სიტყვით მომახსენებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.