ღამის აჩრდილი (2თავი)
გაკვირვებული ვარ სადიან იცის ჩემი სახელი,მაგრამ გაკვირვებულზე უფრო გახარებული ვარ ამ ფაქტით.მიხარია,რომ ჩემი სახელი იცის.შეიძლება აღარ დამჭირდეს იმაზე ფიქრი თუ რა ქვია მას და ამ ყველაფერს დღესვე გავარკვევ. -ჩემი სახელი საიდან იცი?-მაინც მძლია ცნობისმოყვარეობამ და ვკითხე. -თბილისი პატარაა ქეთო. -არც იმენად პატარაა,რომ ჩემი სახელი რამდენიმე საათში გაგეგო. -მაშინ გეტყვი,რომ ინფორმაცია სანდო წყაროებიდან მივიღე. -აი ასე შეიძლება-მეცინება და ფეხზე ვდგები.საშინლად მინდა მისი სახის დანახვა და თითოეული ნაკვთის შესწავლა.მინდა რომ ვნახო როგორია ჩემი ღამის აჩრდილი მაგრამ ამის გაკეთებას ვერ ვბედავ.შიში და სირცხვილი თანაბრად მიპყრობს და ადგილზე ვშეშთები. -რა ხდება ქეთო? -შენი დანახვა მინდა. -დრო მოვა და ესეც მოხდება. -ანუ კიდევ შევხვდებით? -ხშირად ქეთო.-ისევ იღიმის და ხელი სახესთან მიაქვს.უეცრად ასანთს ანთებს და კარგად ჩანს მისი სქელი და წითელი ტუჩები რომლებშიც თეთრი სიგარეტის ღერი აქვს გარჭობილი და მომნუსხველად ათამაშებს კბილებით.თითქოს მიწვევდნენ მაგრამ თავი შევიკავე და ისევ სკამს დავუბრუნდი. -არც შენ სახელს მეტყვი? -გინდა ვითამაშოთ? -რა? თამაში რა შუაშია,მე ხომ სახელი გკითხე? -სახელთან დაკავშირებით გეუბნები.გეტყვი ჩემი სახელის პირველ ასოს შენ კი გამოიცანი რა მქვია. -კარგი-ვთანხმდები და გატრუნული ველოდები როდის ამოიღებს ხმას.რამდენიმე ნაბიჯი წინ დგამს და ჩერდება. -გადავიფიქრე-დუმლის არღვევს მაგრამ გულს მწყვეტს. -კი მაგრამ, რატომ? -რადგან,ადვილად გამოიცნობ.მე კი ეს არ მინდა. -ეს უსამართლობაა-ხელებს გულზე ვიჯვარედინებ და მთვარეს ვუყურებ.ციმციმებს,თითქოს ხვდებოდეს ჩვენ ნალაპარაკებს და რაღაცის თქმას ცდილობს.მე კი მასთან თვალებით საუბარს ვიწყებ. -რა არის უსამართლობა? -პირველი ის,რომ შენ ჩემი სახელი იცი მე კი არა.მერე კი ისაა,რომ პირობა არ შეასრულე. -მართალი ხარ. -შენ თქვი,რომ მთვარეს შენც მოწონხარ იმ ჩამონათვალიდან გამომდინარე,მაგრამ ახლა თვითონ იქცევი უსამართლოდ.ამას კი ვერც მე ვიტან. -გავითვალისწინებ.-ჩუმად მეუბნება და მეც ფეხზე ვდგები რადგან უკვე წასვლის დრო მოვიდა.დავემშვიდობე და აკისთან და თამოსთან მივედი,მართალია წყვილებს სიმყუდროვე დავურღვიე თუმცა ეს დიდად არ მადარდებდა.მანქანაში მოვთავსდით და სახლისკენ მიმავალ გზას დავუყევით.გზაში ხმა არ ამომიღია რადგან გაბრაზებული ვიყავი,მისმა ამ საქციელმა საშინლად მომიშალა ნერვები და ხასიათიც მომიშხამა.აკიმ მანქანა როგორც კი გააჩერა კარები გავაღე,წყვილს დავემშვიდობე და სახლში შევიკეტე. დილით ტელეფონის ზარმა ძილი დამირღვია. ნელა წამოვიწიე და იქვე დადებულ ტელეფონს დავწვდი.ჩავახველე რათა ხმა გამეწმინდა,შემდეგ კი ყურმილი ავიღე. -გისმენთ-შევეცადე რაც შეიძლებოდა კარგი ხმა მქონოდა,თან არც ნომრისთვის დამიხედავს. -ქალბატონი ქეთი ბრძანდებით? -დიახ-გაკვირვებული ვიყავი,ვინ შეიძლება ყოფილიყო. -ჩვენ განცხადების თაიბაზე გიკავშირდებით კომპანიიდან. -ყველაფერი კარგადაა?-მივხვდი,რომ სისულელე ვიკითხე მაგრამ ენა პირში ვერ გავაჩერე. -დიახ.მხოლოდ იმის თქმა მსურდა,რომ სამსახურში აყვანილი ხართ. -ძალიან დიდი მადლობა-გახარებულს ბოლო ხმაზე მინდოდა ყვირილი მაგრამ ახლა ამას ვერ შევძლებდი.ამ ქალბატონს შევაშინებდი და ალბათ სამეზობლოსაც გავაღვიძებდი. -შეგიძლიათ დღეს 12 საათზე მობრძანდეთ და ყველაფერს გაეცნოთ. -რა თქმა უნდა-თავს ძლივს ვიკავებდი. -ნახვამდის. -ნახვამდის-ტელეფონი როგორც კი გამოვრთე ფეხზე წამოვხტი და ცეკვა დავიწყე,შემდეგ საათს გავხედე და თავქუდმოგლეჯილი შევვარდი სააბაზანოში.წყალი გადავივლე,შემდეგ კარადა გამოვაღე და ტანსაცმლის ქექვა დავიწყე.დიდხნიანი ძებდის შემდეგ როგორც იქნა,მივაგენი სასურველ ვარიანტს.სწრაფად ჩავიცვი და ტელეფონს დავავლე ხელი.იქვე დადებული ჩანთაც ავიღე და სახლი დავტოვე.გასაღები ჩანთის ერთ-ერთ ჯიბეში ჩავაგდე და კიბეებზე დავეშვი. ნელი ნაბიჯებით მივუყვებოდი ქუჩას და ჩემ წარმატებას გულში ვზეიმობდი.როგორც იქნა სამსახური ვიშოვე და კარიერასაც ავიწყობ.სიმართლე,რომ ვთქვა სულ არ მახსოვდა ამ კომპანიის შესახებ.დღეს დილით კი მათი ზარი სრულიად მოულოდნელი იყო,მაგრამ საშინლად გამიხარდა. გზა გადავჭერი და საათს დავხედე.დრო მქონდა ამიტომ სვლა ჩვეული ნელი ტემპით განვაგრძე. თბილისის ქუჩებს ვაკვირდებოდი,რომლის უმეტესი ნაწილი კერძო სახლებს და კორპუსებს ქონდათ დაკავებული. ირგვლივ მაინც იყო შერჩენილი პატარ-პატარა ხეები რომლებიც ახლა იწყებდნენ ყვავილობას.მაგრამ მაინც,ქალაქის ქუჩებში ყველაზე მეტად ადამიანი ჭარბობდა. ყველა მათგანი განსხვავებული იყო.ზოგი ღიმილით მიაბიჯებდა ირგვლივ,ზოგიც კი წარბშეკრული.უმეტესობა მოწყენილი იყო.ან ასეთ ნიღაბს დაატარებდნენ რათა სხვებისთვის თავი შეეცოდებინათ.უმეტესობა მაინც ყალბი იყო.ზოგი ტკივილს მალავდა,ზოგი კი თავის სიმდიდრეს. უმეტესობის ღიმილში კი ირონია და ცინიზმი იგრძნობოდა.თითქოს ირგვლივ ყველა გამვლელს დასცინოდნენ,მაგრამ ამ დროს ყველაზე დაბალ ფენას წარმოადგენდნენ.მესმის იმ ხალხის ვინც ღიმილით ტკივილის დაფარვალ ცდილობს,რადგან ამით თავიანთ ძლიერებას წარმოადგნენ,მაგრამ არ მესმის მათი ვინც ირგვლივ მყოფებს დასცინის.ვერ ვხვდები რატომ მიაჩნიათ თავი მაღალ ფენათ,როცა ამით ბოლო დონის სიმდაბლეს გამოხატავენ.რატომ გონიათ თავი ყველაზე კარგები როცა არავის ფასს წარმოადგენენ.ამის გაგება შეუძლებელია.რაც არ უნდა გააკეთო,მათი ტვინიდან ვერ წაშლი ამ ყველაფერს. ეს ღრმად აქვთ დალექილი და თავს იწონებენ თავიანთი უცოდინარობით და სისულელით. ფიქრში გართული დანიშნულების ადგილზე მალე მივედი.ნელა შევაღე კომპანიის კარები და იქვე მდგარ გოგონასთან მივედი. -გამარჯობა,მე ქეთი გაფრინდაშვილი ვარ-გოგონას მივესალმე და ირგვლივ ყველფრის თვალიერება დავიწყე. -დიახ ქალაბტონო ქეთი,თუ შეიძლება წამობრძანდით და ყველაფერს გაგაცნობთ-ბევრი ბოდიალის და ყველაფრის დამახსოვრების შემდეგ სახლისკენ მიმავალ გზას დავუყევი.მაგრამ ამჯერად გადავუხვიე და მშობლებთან მივედი რათა მათთვისაც გამეზიარებია ჩემი ბედნიერება.თუმცა საშინლად გამოვიფიტე და ახლა უკვე,აღარ მინდა ზეიმი. კიბეები ავიარე და კარებზე გაბმულად დავიწყე კაკუნი სანამ ის ანერვიულებულმა დედაჩემმა არ გააღო. -რა ხდება ქეთო?ისე აკაკუნებდი თითქოს ქვეყნის აღსასრული დადგა. -ეჰ დედიკო,საშინლად ვარ დაღლილი-ხელები კისერზე მოვხვი და დავეკიდე. -რა ქენი ასეთი?სამსახური შენ არ გაქვს.ოჯახი შენ არ გყავს ბავშვებს,რომ დაეღალე.დავიჯერო გართობა მოგბეზრდა?-სახლში შემიყვანა,კარები ჩაკეტა და მისაღებისკენ წავიდა.მეც უკან გავყევი და გაღიმებული ვუსმენდი მის ლაქლაქს.ვაცნობიერებ,რომ ამ დროის მანძილზე საშინლად მომენატრა მისი შენიშვნები და ძილის წინ თმაზე ფერება. -ვინ გითხრა,რომ სამსახური არ მაქვს?-წარბაწეული ვუყურებ და იქვე სავარძელში ვთავსდები. -შენ ვინ უნდა აგიყვანოს სამსახურში ქეთო?-სიცილით მკითხა,მაგრამ წამში დასერიოზულდა. -მე რა ვიცი.ერეკლე გამყრელიძემ ამიყვანა-მხრებს ვიჩეჩ და სერიოზული სახით ვაკვირდები.ჯერ იღიმის,შემდეგ იცინის და ბოლოს მოდის და გულში მიკრავს მთელი ძალით. -ჩემი ყოჩაღი გოგო,ჩემი ჭკვიანი.როგორ მიხარია შენი წარმატება დე.უკვე ქალი ხარ…-აქ გაჩერდა.უკვე მივხვდი წინ რაც მელოდა და თვალები მობეზრებულად ავატრიალე-სამსახური გაქვს ქეთო ,მაგრამ ოჯახზე როდის უნდა იზრუნო?დაბერდი შვილო.შენხელა,რომ ვიყავი შენ ძმას ვატარებდი მუცლით. -დედა კარგი რა.რა მეჩქარება?ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ. -მასე იტყვი სულ და გახდები ბოლოს 80 წლის. -მამა სად არის?-თემის გადატანა ვცადე რაც აშკარად გამომივიდა. -სამსახურშია.წესით ერთ საათში უნდა მოვიდეს. -ჩემი ძმა? -ძმაკაცებთან-მოკლედ მიჭირის და სამზარეულოში გადის-არ გშია?-იქედან ყვირის ბოლო ხმაზე და გაზქურაზე რაღაცას დგამს. -კიი-მეც ბოლო ხაზე ვყვირი რათა ხმა მივაწვდინო.რამდენიმე წუთი ვზივარ ასე სანამ ისევ არ მეძახის და მეუბნება,რომ საჭმელი უკვე მზადაა.მეც ხელებს ვიბან და კომფორტულად ვთავსდები სკამზე. ჭამა როცა დავამთავრე მამაც მოვიდა.მასაც გავუზიარე ახალი ამბავი. გაუკვირდა მაგრამ ძალიან გაუხარდა.მეხუტებოდა და მილოცავდა.შემდეგ კითხვები დამაყარა და ასე დროც ჩქარა გავიდა.ისინი როცა დავტოვე სახლისკენ დავუყევი გზას.კარები გავაღე და შუქი ავანთე.გამოვიცვალე,პლედს ხელი დავავლე და მისაღებში გავედი.ცოტახანი წამოვწექი,მაგრამ სიმყუდროვე კარის ზარმა დამირღვია.მივხვდი,რომ თამარი იქნებოდა.მაშინვე მივირბინე და კარები გავუღე. -სად ხარ ქეთუ მთელი დღე? -ჯერ სამსახურში ვიყავი.შემდეგ ჩემებთან -სამსახურში და შენ…მოიცა სად?-მისაღებისკენ მიდოდა,როცა გაიზრა რა ვუთხარი შემობრუნდა და გაოცებულმა დამიწყო ყურება. -სამსახურში-ხმამაღლა ვუთხარი და რამდენიმეჯერ დავკარი მხარზე ხელი. -მერე,ამას ახლა მეუბნები? -აბა როდის მეთქვა? -რავიცი-მხრებს იჩეჩს და გზას აგრძელებს. -დღეს არ აპირებ მთვარესთან ლაპარაკს. -კი. -მერე,როდის წახვალ? -არა არ წავალ.სახლიდან დაველაპარაკები რადგან საშინლად დაღლილი ვარ. -და ღამის აჩრდილი? -სიმართლე გითხრა გუშინ გამაბრაზა და ახლა უჩემობას უნდა გაუმკლავდეს.-წამში ამომიტივტივდა გუშინდელი კადრები გონებაში და წარბები შევკარი. -რა მოხდა ასეთი,რომ ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტე? -პირველი ის,რომ მასთან სულ არ მქონდა “ურთიერთობა“ მეორე კი ისაა,რომ არაფერსაც არ ვწყვეტ.მხოლოდ დღეს მეზარება წასვლა.თან ასე დაფიქრდება და ალბათ რამეს მაინც ისწავლის. -გაბრაზებული სულ სხვანაირი ხარ ქეთუს. -სულ არ ვარ სხვანაირი.უბრალოდ იმას ვამბობ რაც არის. -კარგი-მიცინის და ლუყაზე მკოცნის. -დღეს ჩემთან დარჩები?-გახარებული ვეკითხები და დადებით პასუხს ველი. -დავრჩე?-დაწვრილებული თვალებით მიყურებს ქვემოდან. -მეკითხები? უნდა დარჩე,რა თქმა უნდა-გაბუტული ბავშვივით ხელებს გულზე ვიჯვარედინებ და გაბრაზებული შევყურებ მას. -კარგი ხო,არ უნდა მეკითხა-მიცინის და მქაჩავს რათა ისევ კომფორტულად მოთავსდეს. სიჩუმეში ვისხედით და ორივე ჩვენ ფიქრებში ვიყავით გართულები.პატარა ჩაბნელებულ ბინაში სადაც პატარა ნათურა მხოლოდ მისაღებს ანათებდა მე და თამო ვიჯექით.საშინლე სიჩუმეში მხოლოდ ჩვენი სუნთქვის ხმას თუ გაიგებდით.მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით ოთხ კედელს შორის რომლებზეც გახუმებული შპალერი იყო აკრული.კედელს მხოლოდ ორი სურათი ამშვენებდა.ორივე უცნობი მხატვრის მიერ იყო შესრულებული.გრაფიკული ნამუშევარი ჩვენ წინ კიდია და იქედან მოხუცი ქალი გვიმზერს.საშინლად სევდიანი თვალებით და დანაოჭებული სახით.ტუჩის კუთხეში ოდნავ ღიმილი აქვს შეპარული მაგრამ,თითქოს ვერ ბედავდეს გაღიმებას და მხოლოდ ამას სჯერდება.თითქოს რაღაც საშინელი ლოდი აწევს და ეს არ აძლევს მას გაღიმების უფლებას. აი მეორე ნამუშევარი კი კარებთან კიდიაა.მარინისტული პეიზაჟია.კარგადაა ასახული ის მომენტი თუ როგორ ეხეთქება ტალღები მაღალ კლდეს.თითქოს ტალღას მისი დაჭერა და დაპყრობა უნდა,თუმცა უშედეგოდ.ყველა მცდელობა მარცხით სრულდება,მაგრამ იქვე,კლდის ძირში მოთავსებულ რამდენიმე ლოდზე იყრის ჯავრს.კლდესთან ერთად მათაც ეხეთქება მთელი ძალით და შეუსრულებელ მისიას მათთან ასრულებს. -ქეთო-ძალაგამოცლილი თამუნა ჩემი ფიქრებიდან გამოყვანას ცდილობს,მეც მაშინვე მოვდივარ გონს და ზემოდან დავყურებ. -მოხდა რამე? -ოთახში შევიდეთ რა-თვალებჩაწითლებული ფეხზე წამოდგომას ცდილობს. -კარგი-მეც ფეხზე ვდგები და მასაც ვეხმარები ადგომაში.ოთახში ორივე ნელი ნაბიჯებით შევდივართ.საწოლზე მჯდომს პიჟამას ვესვრი და ლოგინის გასწორებას ვიწყებ.მომზადებული მაშინვე ეხვევა საბანში და თვალებს ხუჭავს,მე კი ფეხზე ვდგები და პლედით გავდივარ აივანზე.იქვე სკამზე ვიკავებ ადგილს და ცაში ვიყურები.მთვარე ისევ ისე კიდია კუპრივით შავ ცაზე,თითქოს მე მელოდებოდა,დამინახა და ციმციმი დაიწყო.ყელი გავიწმინდე და საუბარი დავიწყე. -რას ფიქრობ მთვარე?შენთვის იმდენი მოსაყოლი დამიგროვდა.დროს არ დავკარგავ და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები.გახსოვს ის დღე როცა ღამის აჩრდილი გავიცანი?! ან როგორ არ უნდა გახსოვდეს,ეს ყველაფერი ორი დღის წინ მოხდა.იმ დღიდან შემიპყრო მასზე ფიქრებმა.თავს ვერ ვაკონტროლებ და ვცდილობ ყველაფერი წარმოვიდგინო,მაგრამ უშედეგოდ,რადგან მეშინია.მეშინია იმის,რომ იმედი გამიცრუვდება და ისეთი არ აღმოჩდება როგორსაც წარმოვდიგენდი.ხომ გესმის ჩემი? გუშინ კი გამაბრაზა.მითხრა,რომ მეტყოდა მისი სახელის პირველ ასოს.შენც იქ იყავი და ყველაფერი გესმოდა.შეიძლება ბავშვად ჩამთვალო მაგრამ გავბრაზდი როცა მითხრა გეტყვიო და წამების შემდეგ სხვა აზრზეა.დღეს აღარ მოვედი შენთან სალაპარაკოდ,მაგრამ შენთან სასაუბროდ არსად წასვლაა საჭირო.მასთან არ მივედი,მინდა,რომ მიხვდეს თავის დანაშაულს.იმედია რამეს მაინც მივაღწევ.ძალიან დავიღალე,უკვე ყველაფერმა ამირია გონება და ვეღარ ვაზროვნებ.იმის ნაცვლად,რომ ღამის აჩრდილის მეშინოდეს მასთან მივიწევ.გული მასთან წასვლას მთხოვს. ამ ყველაფერს უკვე სამსახურიც ემატება.ხო,არ მოგესმა დამთანხმდნენ და უკვე საქმიანი ქალი ვარ-თავს გვერდით ვწევ და ვიცინი.-მაგრამ იცი რას ვერ ვხვდები? რატომ არის ხალხი ასეთი უგრძნობი?რატომ თამაშობენ სხვია გრძნობებზე და უკლავენ სხვებს გულს?რატომ იგდებენ მასხრად?არ შეუძლიათ ნორმალურად ცხოვრება?! არ მომწონს,როცა თავი გამორჩეულად მიაჩნიათ!არ მომწონს,როცა ფიქრობენ,რომ სხვაზე უკეთესები არიან.მაგრამ თავიანთი ქცევებით ამტკიცებენ იმას,რომ სულელები არიან. ზოგი კი იბვრძვის.რატომ არ იღებენ მაგალითს მათგან? რატომ არ იქცევიან ისე ,როგორც ძლიერები.რატომ არ ცდილობენ ყველაფრის მიუხედავდ გაიღიმონ?! ვიცი,რომ ეს ძნელია მაგრამ ის არაა გამოსავალი,რომ ყველას ხვევენ თავს თავიანთ ტკივილს.არავის აინტერესებს მათი პირადი პრობლემები. ყველას ნათქვამი-როგორ ხარ?-მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ნათქვამი სიტყვებია.სინამდვილეში არავის აინტერესებს შენი თავისტკივილი.შეიძლება შენი ცუდადყოფნა ახლო ადამიანს მართლა ეტკინოს და ეს სიტყვები მოვალეობის მიზნით ნათქვამი არ იყოს მაგრამ 90% ამას მოვალეობის მიზნით ასრულებს. რატომ ხდება ასე?! რატომ არ შეგვიძლია ნორმალურად ცხოვრება ?! მაგრამ ვიცი,რომ ამაზე არც შენ გაქვს პასუხი.ჩემების შემდეგ ერთადერთი ხარ ვინც ჩემ პრობლემებს ისმენს და ის აინტერესბს.მადლობა-ავდექი და ოთახში დავბრუნდი.აივნის კარები ჩავკეტე,შემდეგ პიჟამა ჩავიცვი და საწოლში კომფორტულად მოვთავსდი. დაღლილობამ თავისი გაიტანა და მალე ჩამეძინა. დილით თამუნას საუბარი მაღვიძებს.ჯერ ერთ თვალს ვახელ,შემდეგ მეორეს და ვჯდები. -გოგო,რამდენი ხანია ვცდილობ გაგაღვიძო. -მე მეგონა ვიღაცას ელაპარაკებოდი.-თავს ვიფხან და საათს დავყურებ.ღრმად ამოვისუნთქე როცა გავაცნობიერე,რომ არ ვაგვიანებდი მაგრამ თუ არ ვიჩქარებდი ეს აშკარად მოხდებოდა. ავდექი და სააბაზანოში შევიკეტე.დილის პროცედურები ჩავიტარე და შემდეგ ოთახში დავბრუნდი.მოვემზადე და სარკის წინ ჩამოვჯექი.სავარცხელს დავავლე ხელი და გრძელი შავი თმა წინ გადმოვიყარე.ნელ-ნელა ვივარცხნიდი მას და თან ჩემ თავს ვათვალიერებდი.თმის დავარცხნა როცა დავასრულე ის ცხენის კუდად ავიწიე და ახლა ფეხსაცმელს მივადექი.ოთახიც დავალაგე და სამზარეულოში გავედი სადაც ჩემი დაქალი ფუსფუსებდა.გაზქურასთან იდგა და რაღაცას აკეთებდა,გაუგებარი იყო რას მაგრამ მადისამღძვრელი არომატი ტრიალებდა მთელ სახლში.მაგიდა გავაწყვე და მალე თვითონაც შემომიერთდა. უხმოდ ვჭამეთ,მივალაგეთ და ორივემ დავტოვეთ სახლი. ნახევარი გზა ერთად უნდა გაგვევლო ამიტომ დღეს ხალხის შესწავლით არ მოვიკლავდი თავს. -ქეთო მუშაობას როდის ამთავრებ? -ექვს საათზე.რამე ხდება? -გავისეირნოთ სადმე.მე შენ და აკიმ. -თამო,შენ და აკიმ ისეირნეთ.არ მინდა ხელი შეგიშალოთ. -აუ რატო ამბობ მასე?ხომ იცი,რომ აკის უყვარს როცა შენ ჩვენთან ერთად ხარ. -კარგი დაღლილი თუ არ ვიქნები წამოვალ. -არ მაწყობს-წინ მიდგება და გზას მიღობავს. -აბა? -უეჭველი წამოხვალ-თითს მიქნევს ,შემდეგ ლოყაზე მკოცნის და მემშვიდობება.მეც თავს ვუქნევ და გზას ვკვეთ. სამსახურში როცა მივედი იქვე მჯდარ ნათიას მივესალმე და კუთვნილი ადგილი დავიკავე.იქვე დადებულ საბუთებს გადავხედე და მუშაობას შევუდექი.ნელ-ნელა მივყვებოდი ყველაფერს,მაგრამ გულს ვერაფერს ვუდებდი რადგან სულ აჩრდილზე მეფიქრებოდა. იმაზე თუ რა გააკეთა გუშინ ,როცა ვერ მნახა. შეიძლება მასაც ეწყინა.მაგრამ არამგონია წყენოდა,ასე ადვილად არ გაბრაზდებოდა.ან აქ გასაბრაზებელი რა იყო.რიცა ვნახავ ყვაფერს ავუხსნი. ფიქრების გასაფანტად თავი გავაქნიე და ისევ ფურცლებს ჩავაჩერდი.ყველაფერს ვკითხულობდი და ვცდილობდი,რომ შეცდომა არსად გაპარულიყო და ყველაფერი ჩამესწორებია.დაახლოებით ხათი სავსე ფურცელი იყო,რომელიც მინიმუმ ორჯერ უნდა გადამეკითხა,რათა ყველაფერი სწორი ყოფილიყო.მაგრამ ნაწერები იმდენად წვრილი იყო თვალები ამატკივა.ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია,ობლად ჩამოვარდნილი ცრემლი მოვიწმინე და ისევ კითხვა განვაგრძე. ასე იქამდე ვიყავი სანამ შესვენება არ დაიწყო.ვერც ამას გავიგებდი,რომ არა ნათია. -ქეთი,შესვენებაა და კაფეში არ მოდიხარ? -რა? შესვენება?არ ვიცოდი,კი წამივალ რა თქმა უნდა. -კარგი,წავედით.-ოფისის წინ პატარა და მყუდრო კაფე იყო.იქვე შევედით და ბართან ახლოს მდებარე მაგიდასთან დავიკავეთ ადგილი.მიმტანს შეკვეთაც მივეცით ხოლო სანამ ყველაფერს მოიტანდა ერთმანეთში საუბარი დავიწყეთ.კარგი გოგოა ნათია.განათლებული,ლამაზი,მეგობრული და საყვარელიც.მასთან საუბარი ადვილად მოგგვრის ღიმილს და ყველაფერს დაგავიწყებს.მხიარული გოგონაა. -ნათი,რამდენი ხანია რაც ბატონ ერეკლესთან მუშაობ? -კომპანია უკვე 10 წლისაა,აქ კი 3 წელია ვარ.-გამიცინა და თვალი ჩამიკრა. -შეგიძლია მითხრა.როგორია ბატონი ერეკლე? -ნუ ღელავ,ძალიან მკაცრი არ არის.უბრალოდ ვერ იტანს როცა სამუშაოს სერიოზულად არ ეკიდებიან. -მაგ მხრივ გამიმართლა. -კარგი კაცია,უბრალოდ დღეს რატომღაც ცუდ ხასიათზეა. -ანუ დღეს მოვერიდო? -ვერ მოერიდები რადგან მასალა უნდა შეუტანო.ისე ვერ წახვალ. -მართალი ხარ-ღრმად ამოვიოხრე და ჯერ კიდევ ცხელი სითხე მოვსვი. ასე საუბარში გავიდა შესვენება და ისევ ოფისში დავბრუნდით.თითქმის ყველაფერი დასრულებული მქონდა, მხოლოდ მეორედ გადაკითხვა დამრჩა.ესეც მალე დავასრუკე,ფურცლებს ხელი დავავლე და დირეკტორის კაბინეტისკენ გავეშურე.ფრთხილად დავაკაკუნე კარებზე და როცა შესვლის ნება მივიღე კარების შევაღე.ნელი ნაბიჯებით მუვუახლოვდი მაგიდას და მის წინ დავდექი,ჩავახველე რათა მისი ყურადღება მიმექცია.ამან გაჭრა და თავი წამოწია. რატომღაც სახეზე გაოცება გამოესახა,შემდეგ კი ტუჩის კუთხე ჩაუტყდა და წელში გასწორდა. -გისმენთ.-მისი ბოხმი ბარიტონი საიდანღაც მეცნობოდა და ტანში ჟრუანტელს იწვევდა. -დავასრულე-ჩუმად ვამბობ და საბუთებზე ვანიშნებ. -შეგიძლია დადო და გახვიდე-თავს ვუქნევ და წამით მის თვალებზე ვაჩერებ მზერას.ისინი იმდენად უჩვეულო და ლამაზია,არაამქვეყნიური.თითქოს მასში ყველაფერი იკითხება.ვშეშდები და ვცდილობ რეალობა ავღვითქვა,მაგრამ ეს შეუძლებელია რადგან მისმა სფეროებმა დამატყვევეს და მიმიჯაჭვეს.ფიქრებში და გრძნობებში არეულმა საბუთები იქვე დავაწყვე და კაბინეტი დავტივე.საპირფარეშოში შევედი და სახეზე წყალი შევისხი.ამან ოდნავ მიშველა, მაგრამ მინც ვერ ვიგდებდი თავიდან მის მუქ და ჭაობისფერ სფეროებს.მაგრამ ისინი არ იყვნენ მხოლო ჭაობისფერი,მაში სხვა ფერებიც ჭარბობდა.ერთმანეთში იყო არეული და სრულ კონტრასტს და ჰარმონიას ქმნიდა. თავი გავაქნიე და იქაურობდა დავტოვე.ჩემ სამუშაო მაგიდასთან მივედი და სკამზე დავჯექი.თითებს მაგიდაზე ვათამაშებდი სანამ ჩემი ყურადღეაბ მაგიდაზე ორად გაკეცილმა ფურცელმა არ მიიპყრო. თეთრ ფურცელზე ლურჯი კალმით და ლამაზი კალიგრაფიით ღამის აჩრდილი ეწერა.გულმა ორმაგად დაიწყო ძგერა,მისი ხმა კარგად წვდებოდა ჩემ სმენას.ასე მეგონა მთელ შენობაში ისმოდა ის.სწრაფად დავავლე ხელი წერილის და დაკეცილი ფურცელი გავშალე. “მაპატიე ჩემი უსამართოლბა.სიტყვა მოგეცი და არ შევასრულე.ვერ გავუმკლავდი უშენობას.იმედია დღესაც არ მიმატოვებ და მთვარესთან სალაპარაკოდ მოხვალ.მაგრამ აქ მთვარე არაფერ შუაშია.“ გულისცემა უფრო ძლიერდება,ტანში ჟრუანტელი არ აყოვნებს და ყველაფერი ერთმანეთში ირევა. დაგვიანებისთვის დიდი ბოდიში.იმედია ის გამომივიდა რაც ჩავიფიქრე ^^ ყველანაირად ვცდილობდი დიდი გამომსვლოდა. მაგრამ ძნელია როცა ტელეფონით წერ. გელით ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.