სიყვარული და ტყუილი (4თავი)
სიყვარული და ტყუილი (4 თავი) დაღამდა დაახლოებით 12 იქნებოდა, მელანო საწოლზე იწვა და წინგს კითხულობდა როცა ტელეფონზე ზარი გაისმა. -გისმენთ რომელი ხართ? -ვერ მიცანი? -გიორგი შენ ხარ? - უცებ გაუკრიალდა ხმა -ხო მე ვარ, მოგეწონა საჩუქრები?-კითხა ვნებიანი ხმით და მელანოზეც იმოქმედა -როგორ არა ძალიან მომეწონა, დიდი მადლობა -ძალიან კარგი მიხარია რომ მოგეწონა. ასე გავიდა ორი კვირა, გიორგი კი ისევ უგზავნიდა საჩუქრებს, ერთ საღამოს კი, შეხვედრა დაუნიშნა რესტორანში, რათქმაუნდა მელანოს ძალიან გაუხარდა,აღელდა კიდეც დიდხანს მოანდომა იმაზე ფიქრს თუ რა ჩაეცვა ბოლოს როგორც იქნა გადაწყვიტა და შავი, მოკლე, ზურგზე ამოღებული კაბა ჩაიცვა, ცოტა მაკიაჟიც გაიკეთა და აი გიორგიმაც მოაკითხა. -დღითიდღე ლამაზდები მელანო-ვნებიანი თვალებით შეხედა მელანოს -მადლობა გიორგი, შენც კარგად გამოიყურები და ხო მართლა ამდენი საჩუქრებიც არ იყო საჭირო, უხერხულად ვგრძნობ თავს-დამორცხვილმა შეხედა თვალებში -კარგი რა მელანო ეგ რა სათქმელია,მსიამოვნებდა და იმიტომ გიგზავნიდი-ჩაეცინა გიორგის და მანქანის კარი გაუღო,მელანოც შესკუპდა. -წავედით-გიორგიმ საჭეზე ხელები მოაწყო და მანქანა დაძრა. მოკლედ რომ ვთქვათ, რესტორანში ორივემ კარგი დრო გაატარა,თან ორივე სულ მარტონი იყვნენ, ერთმანეთით ტკბებოდნენ,გიორგის უფრო და უფრო უმძაფრდებოდა გრძნობები მელანოს მიმართ, მელანოც იგივეს გრძნობდა მის მიმართ. შუა ღამეს წამოვიდნენ რესტორნიდან, გიორგიმ მელანონმიიყვანა სახლში. -მადლობა დღევანდელი დღისთვის გიორგი-თვალი გაუშტერა მის წინ მდგარ სიმპატიურ ბიჭს,რომელიც გულს უჩქარებდა. -შენ ამ მადლობებს ვერ გადაეჩვიე,პირიქით მე გიხდი მადლობას შენნაირ გოგოსთან, რომ გავატარე საღამო-ნაბიჯი გადადგა და უკვე მელანოს თმებს ეხებოდა, ტუჩებით და ცხვირით -ნუ მაგიჟებ -საოცარი ხარ-ვნებიანი ხმით ჩასჩურჩულა გოგოს -შენც ძალიან კარგი ხარ,კარგი მე წავალ გვიანია უკვე-სწრაფად მოშორდა,მიხვდს რომ გიჟდებოდა და ერთი სული ჰქონდა მისი ტუჩების გემო გაეგო -მიდი,დროებით - გიორგი დაიბნა მაგრამ შემდეგ მიხვდა ეს რატომაც გააკეთა გიორგი ბარში წავიდა ლაშასთან ერთად, გიორგიმ ყველაფერი მოუყვა, მაგრამ ლაშა, ისევ იგივეს ამბობდა, რომ მელანოსთვის ყველაფერი ეთქვა. - გიორგი, შეცდომას უშვებ უთხარი სიმართლე - რატომ მო*ანი ტვინი,ხომ გითხარი, რომ არა თქო.! - შეგიზიზღებს, არ გაპატიებს, აი ნახავ - ლაშა, არ მინდა შენთან ჩხუბი, ამიტომ გაჩერდი. *** 10 დღის შემდეგ - კიდევ რამე გჭირდება ნუცა? -არა მადლობა,მეტი არაფერი მინდა. -კარგი,წავედი მე. -გიორგი -რაიყო? -მომენატრე-ნუცამ თავი დახარა და ჩუმად უთხრა, ისე, რომ თვითონაც ძლივს გაიგო -უკვე მერამდენეჯერ გაფრთხლებ, არ დაიღალე? -ვიცი, მაგრამ ჩემიც გაიგე. -მე წავედი, არ მაქვს შენი თავი. მეცოდება ნუცა, მარტო ის არ არის დამნაშავე,სამწუხაროა რომ გიორგის არ ადარდებს, მარტო ბავშვის გამო უვლის, მისთვის კი ნუცა არაფერია, თან როცა ეხლა მელანო არის... *** მელანო და ელენე სამსახურში იყვნენ, როცა გიორგი მივიდა რესტორანში,მისი დანახვით მელანო უზომოდ ბედნიერი იყო. -შენ აქ ,საიდან იცოდი, რომ აქ ვმუშაობ? -ჩემი რესტორანი ხომ არ არის შემთხვევით? -უი მართლა?არვიცოდი -დიახ,დიახ გიორგი ძლივს ითმენდა, რომ არ ჩახუტებოდა,ეკოცნა ნეტა გენახათ როგორები იყვნენ, ბოლოს კი ვეღარ მოითმინა გიორგიმ მელანოს ჩაეხუტა მელანოომ კი ყელში აკოცა, ამან უფრო გააგიჟა და საპირფარეშოში შეიყვანა,ნიჟარაზე შემოსვა, კოცნა დაუწყეს ერთმანეთს ისე ვნებიანად კოცნიდნენ, ნერწყვი მოგადგებოდათ, გაგიჯებით უნდოდათ ერთმანეთი,დიდი ხანი იყვნენ ასე, ბოლოს მიხვდნენ რომ შეიძლება შორს შეეტოპათ და უკან დაბრუნდნენ. *** 1 თვის შემდეგ გიორგი თავის კაბინეტში იჯდა და ლაშას ელაპარაკებოდა -გადავწყვიტე,ცოლობა უნდა ვთხოვო -და სიმართლეს არ ეუბნები? -არა, რათქმაუნდა! -როგორც გინდა, მე უკვე ბევრჯერ გაგაფრთხილე. გიორგი დარწმუნებულია რომ მელანო ვერაფერს გაიგებს. საღამოს უკვე დაურეკა მელანოს და უთხრა, რომ მასთანას სახლში მისულიყო,ისიც დათანხმდა,გიორგიმ მანქანა გაუგზავნა და ცოტახანში უკვე მასთან იყო. ისეთი სიურპრიზი დაახვედრა მელანოს, რომ გაოცებული დატოვა, სახლი ულამაზესად იყო მორთული და მაგიდაც იყო გაფორმებული. -გიორგი რა ლამაზია ყველაფერი - მოგეწონა? -ძალიან, როგორ შეიძლება ეს არ მომწონდეს - მოდი დავჯდეთ ცოტა დავლიოთ -კარგი,დავლიოთ ცოტაზე მეტი მოუვიდათ დალევა,უცებ სიმღერა ჩაირთო რაღაც სასიამოვნო გიორგი ამ დროს ერთ მუხლზე დადგა, მელანოს ბეჭედი გაუწოდა და უთხრა " შეგიძლია გამაბედნიერო და ჩემი ცოლი გახდე? " მელანო გაშტერდა, არ იცოდა რა ეთქვა, ცოტახანი ასე იყო, მერე მოვიდა აზზრზე და თქვა -თანახმავარ! ამ სიტყვებმა კი ყველაფერი შეცვალა. ორივე ისეთი ბედნიერები იყო,იჯდნენ და უკვე ქორწილს გეგმავდნენ,ელენესაც კი მოუყვა ყველაფერი ტელეფონით, იმ ღამეს მელანო გიორგისთან დარჩა, მაგრამ ჯერ ერთად არ დაწოლილან, მელანოს არ უნდოდა,გადაწყვიტა რომ ქორწილის ღამეს დაწოლილიყო მასთან. *** გათენდა სადღაც 9 საათი იქნებოდა ორივეს რომ გაეღვიძა,მელანომ საუზმე მოამზადა,შემდეგ ერთად დაჯდნენ ისაუზმეს, რომ მორჩნენ გიორგი კომპანიაში წავიდა, მელანო კი სახლში მიიყვანა,სახლში შესვლისთანავე მელანომ დივანზე მოკალათებული იცით ვინ დაინახა? -მოხვედი? -რა? შენ აქ რაგინდა?კი მაგრამ... როგორ? რანაირად?როგორ ხარ აქ, შენ ხომ მკვდარი ხარ? ეს შეუძლებელია-(მელანო საშინლად ანერვიულებული იყო, სულ კანკალებდა ) -მელანო დამშვიდდი, მე აქ ვარ, შენ წინ ვდგავარ,ცოცხალი ვარ, შენ წინ შენი ლექსო დგას. -არა, არა,შენ მკვდარი ხარ! -არ ვარ მკვდარი!!ცოცხალი ვარ!გონს მოდი გოგო!-ლექსო ფეხზე წამოდგა და ოდნავ შეანჯღრია - კი მაგრამ... როგორ? რანაირად? -ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ ეხლა არა, როცა საჭიროდ ჩავთვლი მაშინ გაიგებ) -შენ ნორმალური ხარ? მითხარი! - მელანო ძლივს იჯერებდა რომ ლექსო დაბრუნდა და არ მომკვდარა, მისთვის ეს საშინელება იყო, მის ცხოვრებაში ლექსო დაბრუნდა, ახლა კი ყველაფერი შეიცვლება -მელლანო დამიჯერე გთხოვ, მე ხომ დავბრუნდი,ჩვენ შეგვიძლია ისევ ბედნიერები ვიყოთ -ვერ ვიქნებით! -რატომ ვერ ვიქნებით? -იმიტომ, რომ მე უკვე საქმრო მყავს-თავდახრილმა უპასუხა -რათქვიი??-სიბრაზისგან ლექსოს ძარღვები დაბერვოდა -რაც გაიგე, საქმრო მყავს! -სახელი და გვარი? სწრაფად მითხარი -რა მნიშვნელობა აქვს? მითხარი თქო -გიორგი სვანიშვილი,და... სიტყვის თქმაც ვერ დაასრულა,რომ თავქუდმოგლეჯილი გავარდა ლექსო. ----------- -*ლე ხოარ ხარ ბიჭო? -ლექსო შენნ...-გაოგნდა გიორგი -ხო დავბრუნდი -და რამოხდა? -რა რამოხდა? ეხლა მელანოსთან ვიყავი, ყველაფერი მომიყვა. -რაა? მასთან, რატომ მიხვედიი? რა უთხარი? -რაც საჭირო იყო ის ვუთხარი და შენ მე ეგ გთხოვე? მითხარი ეგ გთხოვე? ცოლად მოიყვანეთქო? მითხარი შენ ძმაკაცი ხარ? თუ რა ხარ?მითხარი! -ახლა შენ მომისმინე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.