შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყინული წუთები.თავი 9


18-04-2018, 01:43
ავტორი zia-maria
ნანახია 2 654

ბედნიერება უნივერსალურ ღირებულებათა და სიკეთის ერთობლიობაა,ორივე ერთად კი ინდუვიდუალური კომფორტია.ეს კომფორტი უკვე გათვალისწინებული აქვს და განიცდის კიდეც მთელი თავისი შინაგანი სამყაროს სრულ ჰაეროვნებას,მაგრამ არის კი სრულყოფილი მისი ბედნიერება?უნდა ყველას აჩვენოს,რომ არის,მაგრამ არა,არ არის ის სრულყოფილად ბედნიერი,რატომ?ბედნიერების უდიდესი ნეტარება მაშინაა სრულყოფილი,როცა სავსე ხარ ბედნიერებით,ის კი უბრალოდ შეჩვეულია ამ ფრაზას,რომ ის ბედნიერია.აღიქვამს და აცნობიერებს კიდეც,რომ ის მარტოა და საკუთარ თავს როგორც ბედნიერს ასე აჩვენებს ყველას,მაგრამ მის სულშიც და თვალებშიც სიცარიელეა.გულს ვერ უბრძანებ,გული მაინც ელოდება იმ მიჩვეულ სითბოს,რომელიც დაინგრა,რომელიც მისი აზრით ტყუილებზე იყო აგებული,რაც უფრო გადის დრო უზარმაზარი ურდული დაედო გრძნობებს.ტკიოდა,ძალიან ტკიოდა მაგრამ ჩუმად მისთვის ყველასგან დაფარულად ეფერებოდა მასში შემორჩენილ ლამაზ მოგონებებს,განვლილ ლამაზ დღეებს,წუთებს და წამებს,საათებს.ბევრჯერ ვყოფილვართ ჩუმად რადგან აგვეტანა ხანდახან ძლიერი ტკივილიც კი,მაგრამ ახლა არ შეეძლო ჩუმად ყოფნა.დილით გათენებული არ იყო,რომ საქართველოდან შემოსულმა ზარმა გამოაღვიძა და შიშის კანკალით აიღო ტელეფონი ხელში.მოულოდნელმა ზარმა შიშისგან ერთიანად ააცახცახა და თვალები ცრემლებით აევსო.
-რა მოხდა დიანა.უკვე ზარზე ანკასაც გაღვიძებოდა და დიანას უცქერდა,მიხვდა რომ რაღაც ცუდი ამბავი უთხრეს,რადგან დიანა ერთიანად გაფითრდდა.
-მამა,მამა საავადმყოფოში წევს ანკა.
-მამა?რას შვრები უნდა წახვიდე?შენს მდგომარეობაში შეიძლება ფრენა?
-უნდა წავიდე,უნდა ვნახო.ვერ გადავიტან მამა რომ ვერ ვნახო,მე ხომ მის გარდა არავინი არ მყავს.მამა,მან ხომ ჩემი სიცოცხლისთვის ძალიან ბევრი გააკეთა,მას ტკივა ახლა და მეც მტკივა სხეულის ყველა ნაწილი და თუ არ წავედი ეს ტკივილი ქრონიკულ ტკივილად გადამექცევა.ახლა მხოლოდ მკერდის არეში ვგრძნობ ტკივილს,ყრუ ტკივილს.
-მე,მე რა გავაკეთო.დავრეკავ და ბილეთს დავჯავშნი,არ ინერვიულო რა ყველაფერი კარგად იქნება დიკო.ანკა ადგა და დამიანეს დაურეკა,გული დაწყდა დამიანეს რადგან სულ სხვაგვარად ჰქონდა ყველაფერი გათვლილი და წარმოდგენილი და ახლა სულ სხვაგვარად დატრიალდა ყველაფერი,ერთადერთი რაც თხოვა ანკას ის იყო,რომ მარტო არ გაეშვა.
-გთხოვ თან გაყევი და მარტო არ გაუშვა,მე დავჯავშნი ბილეთებს.
-დამიანე შემპირდი რომ იბრძოლებ და ბავშვების დაბადებაზე შენი ფეხით შეხვალ სამშობიარო ბლოკში.
-გპირდები ანკა ვიბრძოლებ,მართლა ვიბრძოლებ და დიანას მშობიარობაზე მეც იქ ვიქნები,მთავარია მშვიდობა დახვდეს და არ ინერვიულოს.
-წინ სამი თვე გაქვს,მე მივდივარ და მომენატრები.
-წადი იოანეს მე ვეტყვი.უთხრა დამიანემ ღიმილ შეპარულმა და ანკას ერთიანად დაუარა სითბომ იოანეს სახელის გაგონებაზე.მზადებაში იყვნენ,რომ დიანას მისმა სტილისტმა დაურეკა და გაუკვირდა კურსები უკვე დასრულებული იყო.
-გისმენთ მერიემ.
-დიანა უნდა მოხვიდე დღეს,სიგელების გაცემაა.
-მივდივარ,ვერ მოვასწრებ.
-მოსწრებ,საღამოსაა ფრენა.უთხრა ანკამ და სტილისტს დაეთანხმა.წავიდა ანკასთან ერთად და მის ბედნიერებას და სიხარულს საზღვარიც კი არ ჰქონდა,როცა უსმენდა მერიემს და მის მასწავლებელს,სტილისტს და მის საუკეთესო მეგობარს.
-ეს სიგელი ეძლევა ადამიანს რომელსაც ყველა ვაფასებთ და ყველას გვიყვარს,საუბარი მაქვს ჩემს საუკეთესო მოსწავლეზე დიანა დიაურიძეზე.მხურვალე ტაშის ხმა მისწვდა მის ყურს და დაბნეული წამოდგა ანკას დახმარებით.ღიმილით მიაცილა ყველამ ტრიბუნამდე ლამაზი ორსული და სიგელი დაიკავა ხელში თუ არა,ცრემლიც მოეძალა,შემდეგ კი მასზე მიჩერებულ საზოგადოებას მიმართა.
-ბევრს არ ვისაუბრებ,არ შეგაწყენთ თავს მხოლოდ ერთს გეტყვით,ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა და სიამოვნებას მანიჭებს როცა ჩემი კლიენტის ბედნიერებით სავსე თვალებს ვხედავ,ეს ჩემი სიხარულია და მადლობა რომ მე ამ ქაღალდში მომავალი თქვენით დავინახე.ეს ნიშნავს,რომ მე გპირდებით ვიქნები ჩემი საქმის ერთგული,ასევე მინდა ყველას გისურვოთ ულევი ენერგია,გამართლება თქვენი ჩანაფიქრის და თქვენი ოცნებების ასრულება.სიხარულით აღფრთოვანებული დაბრუნდა ბინაში და უკვე წასასვლელად გამზადებული ბარგი წვალებით გმიიტანა კარებამდე,შეხედა იქვე ასევე ორი ჩემოდანი იდგა.
-ეს რა არის,შენ სად მიდიხარ.
-მეც მოვდივარ,არც იფიქრო რომ გადამაფიქრებინებ.
-არა,წინააღმდეგი ვარ.შენ უნდა დაასრულო ის,აქ რისთვისაც ჩამოხვედი.წინ ჯერ კიდევ უამრავი საფეხურები გაქვს ასავლელი,შენ მხოლოდ იმას ეცადე რომ სიმაღლეზე ახვიდე და არც იფიქრო უკან დაბრუნდე.როცა ბოლო საფეხურზე ახვალ და ამაყად დადგები,თუ გაგახსენდე მაშინ მეც გამიხარდება შენი ნახვა,ჩვენ დაგელოდებით.დარჩი და გააკეთე ის,რაც გახარებს და რაც ძალიან გინდა,გთხოვ ნუ გამომყვები.ანკას ცრემლი მოერია,დიანას ჩაეხუტა და ტირილით უთხრა.
-მომენატრები,მე აუცილებლად გინახულებ.
-გახსოვდეს შენს გვერდით ყველა კარგი ადამიანი არ ან ვერ იქნება,იქნებიან ისეთებიც ვინ შესაძლებელია ხელი გკრას,შენს ჩამოგდებას შეეცადოს სიმაღლიდან,შენც შეეცდები სხვას ჰკრა ხელი რადგან დასახული მიზმის მისაღწევად ბრძოლაა საჭირო.ანკა ცხოვრება კიბეა,ის კიბე რომელზეც ვერ გავიართ იმ საფეხურებს რომლებიც ავიარეთ,ჩვენს გემოზე ვერ ვირბენთ ამ კიბეზე,ვერ ავივლით და ვერ ჩავივლით მხოლოდ ჩვენი სიამოვნებისათვის.ფრთხილად იყავი,ტალახიც შეგხვდება და ეცადე აუარო გვერდი.
-დიანა მე დავრუნდები და გპირდები ბედნიერებას თანვე მოგიტან,გპირდები რომ შენი სახე სულ ღიმილიანი იქნება.დიანას ჩაეცინა ხელი მოხვია ანკას და ამ დროს კარზე ზარი გაისმა,კარი გააღო და კარში გაღიმებული იოანე იდგა.
-წასვლის დროა,მე წაგიყვან აეროორტში.
-თქვენ?უკაცრავად,თქვენ..............
-მე დავურეკე.თქვა ანკამ და იოანეს თვალები დაუბრიალა.
-რატომ შეაწუხე ანკა ტაქსით წავიდოდი.
-წავედით?
-წავედით,მეც მოვდივარ.იოანემ ჩანთებს დაავლო ხელი და გარეთ პირველი გავიდა.უხმოდ მივიდნენ აეროპორტში და დამშვიდობებისას თავისი დაუსრულებელი სიტყვა უთხრა ანკას.
-ჩემო ანკა მე ვერ შემიცვლის ჩემს ბედნიერებას ვერც ფული და ვერც თანამდებობა.მე ჩემი პატარა ოჯახი მყავს,საუკეთესო მეგიობრები რომელიც იბრძვის თავისი მომავლისთვის,სხვა რა მინდა მეტი?მადლობა,რომ შენით ვარ ბედნიერი,წარმატებები საყვარელო.იოანე უკან-უკან იხედებოდა და როგორც იქნა შვებით ამოისუნთქა მაღალ სხეულს რომ შეხედა მისკენ ღიმილით მომავალს.
-ვააა,თაზო გვტოვებ?
-მივდივარ ძმაო.
-ხოდა ამ ქალბატონს გაბარებ,საქართველოში ჩასვლამდე თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდე.
-რას ამბობთ,არ არის საჭირო.
-თაზო ჩემი სახელი და წავედით,დავალება მიღებულია დაიკო ჩვენ ერთად გავფრინდებით.დიანამ ღიმილით შეხედა ახალ მეგობრებს ანკას კიდევ ერთხელ გადაეხვია,იოანესაც დაემშვიდობა და წავიდნენ.იოანემ თაზოს ხელით ანიშნა ტელეფონზე გელოდებიო.
-ეს დამიანემ გააყოლა ხო?კითხა ანკამ.
-დამიანემ არაფერი არ იცის,თქვენი საუბარი მოვისმინე კარებთან რომ ვიდექი შენი გაყოლის კატეგორიულად წინააღმდეგი რომ იყო და სანამ სახლში შემოვიდოდი მოვაგვარე კიდეც ყველაფერი.თაზოს დავურეკე და მანაც დათანხმდა უსიტყვოდ,ორ დღეში დაბრუნდება ისევ.
-მე არ გამიყოლა,არ მომცა მის გვერდით ყოფნის საშუალება.
-ძალიან ჭკვიანია,შენ ხომ სწავლობ ეს მანაც კარგად იცის და არ უნდოდა ხელი შეგეშალა.დამიანეს ძალიან ენატრება ეს გოგო,მაგრამ კარგია რომ წავიდა უფრო გაუმძაფრდება მისი ნახვის სიურვილი და გაძლიერებულად ივარჯიშებს.
-ვიცი და მისი მესმის,რადგან სიყვარული დასაწყისიდან დასასრულამდე ხომ მონატრებაა.
-შენ რა იცი რა არის სიყვარულისგან გამოწვეული მონატრება,ნუთუ უნდა ვიეჭვიანო?ანკამ მჭიდროდ შემოიხვია იოანეს ხელები მისივე ტანზე,თავი მკერდზე მიადო და უთხრა.
-მთელი არსებით რომ ჩაგიკრავენ,პლანეტების შეერთებას ჰგავს ეს ჩახუტება და სამუდამოდ,დაუსრულებლად უნდა გაგრძელდეს ეს წუთები.
-შენ გინდა რომ გაგრძელდეს?
-მინდა,მაგრამ ჯერ წინ დამიანე მყავს.
-სწორედ ამიტომაა საინტერესო ცხოვრება,რომ ერთ დღეს ადამიანს დიდი ხნის ლოდინის შემდეგ სურვილი და ოცნება ერთად აუსრულდება.ახლა წავედით და ჩვენი ლომი მოვინახულოთ.საავადმყოფოში ერთად მივიდნენ და დამიანემ ანკას დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.
-ნუ მომჩერებიხარ ისე თითქოს რამე დავაშავე,არ გამიყოლა.
-მაგრამ არც მარტო წასულა,თაზო გავაყოლე ორ დღეში დაბრუნდება.ისე უნდა ვაღიარო,რომ შენზე მეტი ჭკვიანია ის გოგო.
-იქ მარტო რომ იქნება?
-ნუ გეშინია ყველაფერი მოგვარებულია,ნიკოლოზს ველაპარაკე და ყველაფერს გაუკეთებს რაც კი დაჭირდება.
-არა,არ ენდობა მასე ადვილად,რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ.
-ნანკას რომ დაველაპარაკოთ,ავუხსნათ რაც ხდება და ინახულებს,გვერდში დაუდგება.
-კარგი უთხარი,მაგრამ გააფრთხილე რომ არაფერი არ წამოცდეს.
-დამიანე მალე შეხვდებით ერთმანეთს,თქვენ ერთად იქნებით.მართალია ტკივილის გავლა გიწევთ,მაგრამ შენზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული,უნდა იბრძოლო რომ ფეხზე დადგე.სულ რაღაც სამი თვე და შენს ბარტყებს ჩაიკრავ გულში.მიხარია,რომ ჩვენს სახლში ჩამქვრალი ნაკვერჩხალი აინთება.
-როგორ,რა ნაკვერჩხალზე ამბობ.
-დამიანე ჩვენს სახლში ისევ იარსებებს დემეტრე დემეტრაძე,ჩვენს სახლში ცეცხლი აგიზგიზდება,ახალი სიცოცხლეც ძალას და იმედს მოგვცემს ყველას.
-ჩემს გვერდით იქნებიან სამივე მალე.ანკა არასოდეს არ უთქვამს რა უნდა რომ გააკეთოს რითინაც თავის რჩენის წყაროც იქნება და მისი საყვარელი საქმიანობაც.
-სიმართლე გითხრა მაგ საკითხზე არასოდეს არ გვისაუბრია,მაგრამ ვფიქრობ თავისი სალონი რომ ჰქონდეს ეს ყველაზე მეტად გაახარებს,რადგან მისი საქმე ძალიან უყვარს.დამიანემ იოანეს შეხედა და ეს მისთვის უკვე გასაგები იყო თუ რა უნდა გაეკეთებინა.საღამოს ერთად დაელაპარაკა ორივე ნანკას და აუხსნეს ყველაფერი,სიხარულით ნანკა ვერაფერს ამბობდა და დამიანეს პირობა მისცა რომ ყველაფერს გააკეთებდა დიანასთვის.რამდენიმე დღეში ვარჯიშით დაღლილი დამიანე ისვენებდა,რომ იოანემ მივიდა და უთხრა.
-როგორ მიდის ვარჯიშის საქმე?
-ჯერ ვერაფერს გეტყვი,შენ რა ქენი გაარკვიე?
-კი ნიკოლოზს ველაპარაკე,ერთი კარგი ფართი ნახა მხოლოდ მასე არ გამოვა როგორც შენ ამბობ,ნანკას დახმარება გვჭირდება.
-რატომ?ნანკა რაში გჭირდება.
-აბა ამხელა ფართის ყიდულობ და პირდაპირ ეტყვი,რომ მისთვის იყიდე და მიდი სალონი გახსენიო?მოტვინე ცოტა,გაალღვე მაგ გაყინული ტვინი.ნანკა დაელაპარაკება,შეუჩნდება რომ კარგი იდეა აქვს და ერთად გახსნან სალონი,ისინიც თავის გემოვნებით გააკეთებენ ყველაფერს.
-თავის გემოვნებით რომ გააკეთოს სესხის გამოტანა დასჭირდება,დახმარება ანკამ რომ უთხრას ეკონომიურად არ მიიღებს ძალიან ამაყია.
-აიღოს სესხი,ჩვენს ბანკში მიიყვანს ნიკოლოზი და ადვილად მოგვარდება ყველაფერი.
-და ეგონოს რომ სესხი აიღო?შეიძლება ასეც.
-კარგია ამას მოვაგვარებთ,შენ კი თავი არ დაზოგო და გაზაფხულზე უკვე ფეხზე უნდა გაიარო,მაისში იქ უნდა ვიყოთ.დამიანე მართლა არ იზოგავდა თავს და ყოველ დღე რამდენიმე საათი ვარჯიშს უთმობდა,იმედი უფრო გაუძლიერდა,როცა ფეხებში შეგრძნება იგრძნო და მიხვდა მალე დადგებოდა ფეხზე.დიანა კი მამას დასტრიალებდა თავზე და ეფერებოდა,შვილის ნახვით გახარებული მოხუცი ყველაფერს ისე აკეთებდა როგორც დიანა ეტყოდა.გაიცნო ნანკა და დამეგობრდნენ კიდეც,ერთ დღესაც ნანკა აღფრთოვანებული მივიდა დიანასთან და უთხრა.
-ერთი კარგი აზრი მომივიდა.
-აბა გისმენთ.უთხრა დიანამ და იქვე ჩამოჯდა.
-დიანა როგორც ვიცი სალონში მუშაობდი და ძალიან კარგი სტილისტიც ხარ.
-მერე,გააგრძელე.
-მერე ის რომ,არ გინდა შენი სალონი გქონდეს?
-ეეე,როგორ ვოცნებობ ჩემი სალონი მქონდეს,ამას ვერავინი ვერ წარმოიდგენს.
-ხოდა,მოდი რა ვქნათ.ვიქირავოთ ერთი კარგი ფართი და სალონი გავხსნათ.დიანა ჩაფიქრდა და ნანკას უთხრა.
-კარგი აზრია,მაგრამ მას ხომ ბევრო ფული დაჭირდება.
-კრედიტი ავიღოთ და ნელა-ნელა დავფაროთ.
-კარგი იდეაა,მაგრამ მე რომ ვერ შევძლებ მუშაობას?ახლაც მიჭირს ნანკა აქ ორი პატარა ზის და უკვე მიძნელდება მათი ზიდვა.
-მე რას ვაკეთებ აქ?ადგილი შერჩეული მაქვს და მინდა შენც ნახო,თან ცოტას გავივლით და შენთვისაც კარგია.
-წადი შვილო გაიარე,კარგად ვარ მალე დავდგები ფეხზე.
-კარგი წამოვალ.უთხრა ნანკას და მოემზადა,მოეწონა ფართი რომელიც დიანამ აჩვენა.
-რას შვრებით ქირაობთ თუ სხვას მივცე,რადგან სხვაც ელოდება ამ ადგილს.უთხრა ახალგაზრდა მამაკაცმა გოგოებს,რომელიც მაკლერის სახით წარუდგა მათ.
-აქ საფიქრალი არაფერია,ძვირიც არ არის ასე რომ ვქირაობთ ამ ფართს.
-ნანკა მეშინია.
-ნუ გეშინია გავრისკოთ,ცხოვრება ხომ რისკია.
-მომწონს თქვენი შემართება და თუ დახმარება დაგჭირდებათ მე დაგეხმარებით.
-მადლობა.უთხრა ნანკამ და ცხვირი აუბზუა მამაკაცს რომელსაც ჩაეცინა.იქედან პირდაპირ ბანკში წავიდნენ,სადაც ნიკოლოზიც წაყვათ,უფროსმა შეხედა თუ არა დიანას მდგომარეობას,გაუღიმა და უთხრა.
-გპირდებით ამ დღეებში შეგეხმიანებით.გოგოები დაემშვიდობა ნიკოლოზს და დაიმედებულები წამოვიდნენ ბანკიდან.



მადლობა ყველას,შესაძლებელია დამაგვიანდეს ახალი თავის დადება,ვეცდები რომ მალე მოგაწოდოთ შემდეგი თავი და თან დასასრულიც,მაგრამ უკვე მეოთხე დღეს რაც სიცხიანი ვარ საშინელი ვირუსით ვზივარ კომპიუტერთან და არ მინდა გალოდინოთ.მინდოდა ამ თავში დამესრულებინა,მაგრამ ვერ შევძელი ისეთი იდეა მომივიდა ის უნდა დავწერო.მადლობა ყველას ვინც კითხილობთ,ვინც აკომენტარებს და აზრს მიზიარებს.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

მოკლედ დამიანემ ყველა მისიანი შემოუკრიბა ირგვლივ დიანას.იმედია ცუდი რეაქცია არ ექნება რომ გაიგებს ყველაფერს
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიან კარგი და უკარგესი ისტორიაა, ყოჩაღ, წარმატებები

 


№3  offline წევრი naniko mindia

Shen chemnairo, veli moutmenlat shemdet tavs ❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№4  offline წევრი mia15

ძალიან კარგი იყო მომეწონა.ველი შემდეგ თავს

 


№5 სტუმარი სტუმარი მაყვალა

გამოჯანმრთელებას გისურვებ გარგათ გახდი თავს გაუფრთხილდი რომანი მოიცდის ცოტას და ჩვენც გეფერები

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

Gamojanmrtelebas gisurvebtt, zalian kargia, moutmenlad davelodebi dasasrulsss

 


№7 სტუმარი სტუმარი მაკო

მომწონხარ მომწონს შენი ყველა ისტორია აზრიანია და საინტერესო მე თინეიჯერი დიდი ხანია არ ვარ დედი მაგრამ სიამოვნებით ვკითხულობ და ველოდები შემდეგ თავს

 


№8  offline მოდერი zia-maria

La-Na
მოკლედ დამიანემ ყველა მისიანი შემოუკრიბა ირგვლივ დიანას.იმედია ცუდი რეაქცია არ ექნება რომ გაიგებს ყველაფერს

მადლობა ჩემო ლანა მაკლდა შენი თბილი სიტყვები,რაც შეეხება დამიანეს ამას მომდევნო თავში ნახავ.მადლობა,რომ ისევ ჩემს გვერდით ხარ. kissing_heart kissing_heart kissing_heart

სტუმარი ნატა
ძალიან კარგი და უკარგესი ისტორიაა, ყოჩაღ, წარმატებები

kissing_heart kissing_heart მადლობა,მახარებს თქვენგან წამოსული სითბო.

mia15
ძალიან კარგი იყო მომეწონა.ველი შემდეგ თავს

ფერიავ,რამდენად შევძლებ მომდევნო და დასასრულ თავს მალე მოგაწვდენთ. kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart

სტუმარი მაყვალა
გამოჯანმრთელებას გისურვებ გარგათ გახდი თავს გაუფრთხილდი რომანი მოიცდის ცოტას და ჩვენც გეფერები

მადლობა ქ-ნო მაყვალა გაიხარეთ,მახარებთ თქვენი ჩემს გვერდით ყოფნით. kissing_heart kissing_heart

Qeti qimucadze
Gamojanmrtelebas gisurvebtt, zalian kargia, moutmenlad davelodebi dasasrulsss

heart_eyes არ მინდა ბევრი გალოდინოთ საყვარელო,დავიწყე შემდეგი თავის წერა და მინდა მოგაწვდინოთ და არ გალოდინოთ. kissing_heart kissing_heart kissing_heart

სტუმარი მაკო
მომწონხარ მომწონს შენი ყველა ისტორია აზრიანია და საინტერესო მე თინეიჯერი დიდი ხანია არ ვარ დედი მაგრამ სიამოვნებით ვკითხულობ და ველოდები შემდეგ თავს

heart_eyes არც მე ვარ თინეიჯერი საყვარელო,მაგრამ წერამ გადამატანინა ის,რასაც ჰქვია დიდი მონატრება,ოჯახის და საყვარელი ხალხის სიშორე.11 წელია ემიგრანტი ვარ და მთელი ეს წლები ნოსტალგიით,ლამაზი მოგონებებით ვცხოვრობ.მადლობა რომ დროს პოულობთ,კითხულობთ და ორიოდე სიტყვით ჩემს გულს ახარებთ. kissing_heart kissing_heart kissing_heart ამ საიტზე ყველაზე ბებერი თინეიჯერი მე ვარ. laughing laughing smiley kissing_closed_eyes

 


№9 სტუმარი marina

gamojamrteleba da sarmatebebi hemo zvirpasozalian kargad midis kvelaperi.momsons hemo zvirpaso.❤❤❤????????

 


№10  offline მოდერი zia-maria

marina
gamojamrteleba da sarmatebebi hemo zvirpasozalian kargad midis kvelaperi.momsons hemo zvirpaso.❤❤❤????????

მადლობა მარინა დეიდა. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent