შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის წვიმა (ნაწილი 10)


18-04-2018, 16:39
ნანახია 1 496

შუაღამით უცნაურმა სიზმარმა გამომაღვიძა. ამესიზმრა, მე და თეა სახურავზე ვისხედით, უცებ საიდანღაც სანაპირო გამოჩნდა და უზარმაზარმა ტალღამ ჩვენამდეც ამოაღწია. შეზლოგნზე წამოწოლილებბი ტალღამ აგვიტაცა და იქვე მოცურავე ნიანგს მოვკარი თვალი. ცურვით გავწიე ნიანგისკენ და ზურგზე მოვახტი (უცნაურია, რომ სიზმარი ძალიან რეალური მეჩვენა სანამ გავიღვიძებდი). საიმედოდ მჯდარმა, წყლის ზედაპირზე გამოჩენილ თეას თმის რამდენიმე ღერს ხელი ვტაცე და წყლიდან თმით ამოვათრიე გოგო. როგორც კი მეგობარი უკან მოვისვი, ქალის კვნესა მომესმა ნიანგზე მხედარივით შემომჯდარს და სულაც არ მიფიქრია, რომ ეს ხმაც არალოგიკური იყო, სიტუაციასთან შედარებით, სანამ არ გამომეღვიძა.
დერეფანში მართლაც ისმოდა საეჭვო ხმები, თანაც ისეთი, რომ ეტყობა თავს სულაც არ იკავებდნენ.
ნამძინარევი თვალებით (ნახევრად დახუჭული) წამოვდექი და ხალათი მოვიცვი. თითქმის თვალდახუჩული, ხელების ცეცებით მივედი კარამდე და სახელური რომ აღმოვაჩინე, გამოვაღე.
წყვილს ჩემი გამოსვლა არც გაუგიათ, კოცნა გააგრძელეს. თვალი ნელ-ნელა გავახილე, რომ კართან არ ჩამძინებოდა და ინერციით კედლისკენ გადავვარდი.
მოპირდაპირე კედელთან მაღალი, მხარბეჭიანი ბიჭის ფიგურა იდგა და კედელზე აკრულ გოგოს გამალებით კოცნიდა. მოიცა, ეს ხომ ის მიმტანი გოგო იყო, ანდრიას რომ უჟუჟუნებდა თვალებს? და ისიც გამახსენდა, რომ არც ბიჭი აკლებდა.
ანდროს ხელი გოგოს შიშველ ფეხზე ჩამოედო და შიგადაშიგ თითებს ათამაშებდა. დაღლილმა ამოვიხვნეშე და ძილისაგან დაბოხებული ხმით შევძახე:
-ანდრია, ხომ იცი როგორ ადვილად მიფრთხება ძილი?-და როგორც იქნა, ჩემს ხმაზე ბიჭმა კოცნა შეწყვიტა (ბევრი არაფერი დააკლდებოდა ორწამიანი შესვენებით) და გამომხედა. ტუჩთან გოგოს წითელი, გადღაბნილი პომადა დასტყობოდა-შეგიძლიათ ცოტა ჩუმად იზასაოთ?
-შენ ანდროს ბიძაშვილი ხარ, არა?-ქალმა წვრილი ჭრილის ცისფერი თვალებით მომაბყრო მზერა.
-ჩემი შეყვარებულია-სულმდაბლად გამოგვიცხადა ანრიამ და თვალი უნამუსოდ ჩამიკრა. იმდენად ამაყი და თავაწეული იდგა ორი გოგოს წინ, რომლებსაც ამცირებდა დ პირადი მიზნებისთვის ხელგაუნძრევლად იყენებდა, სახე სიბრაზემ გამიწითლა. ცოტაც და ყურებიდან ბოლს გამოვუშვებდი, ან თვითმფრინავის ტყვიასავით ავფეთქდებოდი.
-რა?-გოგომ გათხაპნილპომადიანი პირი ჩემ სიგრძეზე დააღო და ვიგრძენი, მალე ჩემი ირონია საზღვრებს გადმოკვეთდა-მართალს ამბობს?
-არა ჩემო კარგო, მე მისი საცოლე ვარ. ქორწინების პირველი დღეები გვაქვს და გასართობად გამოვუშვი, ხომ ხვდები-ცალყბად გავუღიმე და სიცილის პირას მისულ ანდროს მოვუტრიალდი-მოეთრიე აქ, სალაპარაკო მაქვს.
"მიმტანი" თუ "გოგო გამოძახებით", მაღალი და მოდური ფეხსაცმლის ქუსლების კაკუნით (გამარიაჟების საფუძველზე ან სულაც დადგმული სპექტაკლის მთავარი როლის მისატაცებლად) გაუყვა წითელი ხავერდის დერეფანში დაგებულ ხალიჩას, რომელიც კიბესაც მიუყვებოდა, მისნაირეს ფეხი რომ არ დასცდენოდათ და 500 ევროიანი ცხვირის პლასტიკური პოერაცია (მონიკა ბელუჩის ცხვირის დასაბრუნებლად), სასტუმროს რომ არ აენაზღაურებინა.
-რაო საცოლევ?-ანდრომ თავი დახარა და ტუჩებზე დამაკვირდა.
-გაიწიე, სანამ გაშლილი ხელი მიზანში მოგხვედრია.
-დამშვიდდი ლამაზო-ლოყაზე ხელის გული ჩამომისვა. "ლამაზო"-ს ჩემი გაღიზიანებისთვის, ან პირიქით, დამშვიდებისთვის გამოყენების ტაქტიკას მივუხვდი, მაგრამ არაფერი ვთქვი, სამაგეროდ, მისი შეხება და მის ლოყაზე ჩემი ხელის დამჩნევა ერთი იყო. სილის განწირული ტკაცანი მთელი სართულის ჰოლში ექოთი გავრცელდა და მის ტვინამდე გაცილებით გვიან მოაღწია, ვიდრე მის ყურამდე.
სახე დაემანჭა, ლოყაზე ხელი მიიდო და თვალები დახუჭა. გაბრაზებული, წამსვე დავმშვიდდი, როდესაც დავინახე სტკიოდა. შემეცოდა და აფარებული ხელი სახიდან ჩამოვაწევინე, რომ უკეთ შემეხედა.
-გატკინე?-არა, ნამდვილად არ ვაფერისტობდი, გაწითლებულ ლოყაზე თითები ინსტიქტურად დავუსვი და მანაც ამომხედა. თვალებში ვარსკვლავები ჩასცვენოდა, მის შავ გუგებში კი რაღაც თეთრი კრთოდა.
-იეჭვიანე?-დაბალი ხმით იკითხა.
-რა უფლებით?-ისე მივაჩერდი, თითქოს მის მიმართ არაფერს ვგრძნობდი, თითქოს მისი არც ერთი შეხება არ მადარდებდა, არაფრად მიღირდა.
ჩაიღიმა. ზუსტად იცოდა, როდის რას ვგრძნობდი. მინდოდა, არ სცოდნოდა, მინდოდა, ასე ახლოს არ ვყოფილიყავი მასთან და ჩემი გულის ძგერის სიხშირეც ვერ გაეგო, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩუმად უსმენდა და ლოყები ეჩვრიტებოდა. მას არაფერი გაუკეთებია იეთ, რომ მეეჭვიანა, რადგან თავიდანვე ვიცოდი, როგორი ბუნების ადამიანი იყო და არც არაფერი გაუკეთებია ისეთ, რომ შევენარჩუნებინე. ის ადამიანი იყო, რომელსაც მე არ ვყავდი, რაც შენი არ არის კი, ვერ წაგართმევენ.
-გტკივა?-თეთრი თითები ჩემკენ ისე ნაზად გამოიწვდინა და ძვალს შეახო, ვიფიქრე ეშინოდა, რამე არ ეტკინა.
-რა?
-გული.
გული? რა ხანია, ეს სიტყვა არ მიხსენებია და არც მომისმენია. და სწორედ ამ წამს ამიძგერდა გული ძლიერად, როცა მოვისმინე რაღაც უძვეულო, გადაჩვეული.
იქნებ ვადარდებდი ანდროს? იქნებ სულაც არ მეჩვენებოდა და მართლაც სიყვარული ძგერდა მის თვალებში ასე აშკარად? რადგან, ეს ან სიყვარული უნდა ყოფილიყო, ანდაც ღრმა ძიძღი.
-არ მტკივა-ვუპასუხე.
არ მტკიოდა, იმიტომ, რომ მე ისეთი მომწონდა ანდრო, როგორიც იყო და არ ვიცი, შევძლებდი თუ არა მის შეყვარებას სხვანაირს, შეცვლილს (თუნდაც უფრო კარგს).
ხელი ჩემს გულთან ჩააცურა და ჩემი დახორკლილი კანი რომ იგრძნო, გაეღიმა.
-როგორი პატარა და სასურველი ხარ. ახლაც, რომ წითლდები, საფეთქლებში სისხლი რომ გაწვება და ტუჩები გიცხელდება-თითები ტუჩზე გადამატარა და მომაშტერდა. მასზე კარგად არავინ იცოდა ჩემი სისუსტეები.-მაშინაც, პულსაცია რომ გიჩქარდება და თვალები გემღვრევა. ან, მთელი კანით რომ კანკალებ. მითხარი აბა, ვნებისგან კანკალებ თუ სიცივისგან? გინდა, შევამოწმოთ?
თვალებში ამომხედა. ისეთი თბილი მზერა ჰქონდა... მეშინოდა, რადგან არ ვიცოდი, რა მოხდებოდა. ჩვენ ხომ განსხვავებული მომენტების გვეშინია (მხოლოდ საკუთარი თავი გვაიძულებს გვეშინოდეს). თუმცა, სულაც არ მინდოდა, გამშორებოდა, რადგან ვიცოდი, სიცივეს აუცილებლად ვიგრძნობდი, თუნდაც ფანჯრიდან შემოპარული ნიავის სიგრილეს.
მისი სუნთქვა ლოყაზე რომ დამეცა, თვალები დავხუჭე და ვიგრძენი, როგორ დამიარა სისხლმა ვენებში.
ანდროს ტუჩები ლოყაზე მომეკრო, მერე ნელაგადაინაცვლა მარჯვნივ და ტუჩის კუთხესთნ სველი კოცნა დამიტოვა. ნერწყვი გადავყლაპე და ბაგე თავისით გამეხსნა. ამჯერად, ჩემი და ანდროს სუნთქვა ერთად ირეოდა და ორივე ვგრძნობდით< რომ ამაღელვებელი, მაგრამ ყველაზე მშვიდი და ნაზი მომენტი იყო ჩვენს არსებობაში.
თითები ჩემს დახუჭულ თვალებზე გადამატარა ისე, თითქოს ორქიდეას ნაზ ფურცლებს ეფერებოდა და მერე გახურებუ საფეთქელს შეეხო.
-გცხელა-თითქოს დასკვნა გამოიტანა, დარწმუნებით გადმომილაპარაკ. მეგონა, უკვე მეძნა და რეალობას ვეღარ შევუკავშირე მომენტი, რომელშიც ჩვენ ვიყავით.
ლავიწზე რომ შემეხო, ინერციით გადავქანდი გვერდზე და ანდრომ ხელი შემაშველა.
-მოდი აქ-ჩემი მკლავები მხრებზე გადაიდო და მიმიხუტა. მერე, თეძოებზე შემომაჭდო თბილი ხელები და ამწია. ვიგრძენი, როგორ შევედით ოთახში, როგორ ჩამაწვინა ცივ საწოლში და როგორ მოვქაჩე სახელოძე გაყინული თითებით, როცა წასვლა დააპირა. ჩემკენ დაიხარა, განაბულ შუბლზე მაკოცა (მიზეზი ჯერაც უცნობია) ცხელი ტუჩებით და ისე ჩუმად გავიდა ოთახიდან, არც გამიგია.



საყვედურების ღირსი ვარ, დავიგვიანე... გთხოვთ, მომიტევოთ, ვერ ვასწრებ ატვირთვას. მოკლედ, იმედია ეს თავი მოგეწონათ და დაველოდები კომენტარებს. ძალიან მიყვარხართ ჩემი მკითხველები <3



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ერთი კარგი შემოლაწუნება მოუხდება ანდრიას. როგორ თამაშობს ამ გოგოს გრძნობებზე, საზიზღარი.

 


სტუმარი ქეთი
ერთი კარგი შემოლაწუნება მოუხდება ანდრიას. როგორ თამაშობს ამ გოგოს გრძნობებზე, საზიზღარი.

კარგი, არ ინერვიულო, ანაც ითამაშებს მალე smile blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent