სამყაროს კალთას ვნებით ვემთხვიე
ცუდმა სიზმარმა" თავქვე წამიღო, ძალით მიმგვარა ძილის კარიბჭეს, უფორმო ღრუბლებს, შავ ნისლში ჩანთქმულს, თითქოს ბნელეთი მარწუხით იჭერს... გულს სიჩუმის ხმა შუაზე აპობს, მიწის ნაპრალებს ამოსდის ორთქლი, დამწვარ ხეებზე ნახშირის სამოსს არხევს ქარ-წვიმა ტირილით, მოთქმით... ერთხანს ვიფიქრე, ალბათ მოვკვდითქო, ჯოჯოხეთის კარს ძებნა დავუწყე, არავინ შემხვდა, ვერვის დავლანდე, ჩემი წადილი ვერვის ვაუწყე... ,,ცუდმა სიზმარმა" სრულად დამიპყრო, ჩანგრეულ ღობეს ხელი მოვხვიე, გამეღვიძა და მყის-ბედნიერი, სამყაროს კალთას ვნებით ვემთხვიე... , |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.