შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარი (თავი პირველი)


18-04-2018, 22:34
ავტორი Dead girl
ნანახია 1 713

ყოველთვის სხვადასხვა სიტუაციებში წარმოვიდგენდი უნივერსიტეტის პირველ დღეს,მაგრამ ისეთი,როგორიც რეალურად გამოდგა არასდროს წარმომედგინა.თხუტმეტ სექტემბრამდე,ანუ სწავლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჩემმა საამაყო ძმამ,რომ აიჩემა კლუბში წავიდეთ,ჩემს ნეინას,ანუ - მე, გამხნევება სჭირდებაო,აზრი ვერავინ შევაცვლევინეთ და ასე აღმოვჩნდი ჩემს ძმასთან,თორნიკესთან და მის თორმეტ ძმაკაცთან ერთად კლუბში ღამის პირველ საათზე.
როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე,არც კლუბი დაგვიმხია თავზე და არც ვინმე საინტერესოს შევხვედრილვარ.ვიჯექი,ვსვამდი და ხალხს ვაკვირდებოდი.სხვადასხვანაირი იყო ყველა.ზოგი,უბრალოდ მოსულიყო,ზოგს კი იმ ტკივილის ცოტახნით დავიწყება უნდოდა რაც რეალურად აწუხებდა.ხალხის თვალიერებისას,უცნაურ მზერას,რომ გადავეყარე მხოლოდ მაშინ ვიგრძენი თავი უხერხულად.მივხვდი,რომ ლოყები ამიხურდა და ხველა დამაწყებინა.საოცრად ლამაზი თვალები ჰქონდა უცნობს,თითქოს არაფრით,მაგრამ ამავდროულად ყველაფრით გამორჩეული.ხომ ამბობენ ხოლმე,ზოგის თვალებში მხოლოდ ფერი ჩანს,ზოგისაში კი მთელი სამყაროო.ისეთი შეგრძნება დაეუფლა ჩემს გუკს,თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაქრა და მხოლოდ მე და ის ბიჭი დავრჩით.მისი გაცნობის სურვილი ფეხის თითებში შემიძვრა,მთელი სხეული მოიარა და სულ რამდენიმე წამში გონებამდეც მიაღწია.
მალევე მომიყვანეს გონს,ის უცნაურად იღიმოდა,ისე,თითქოს ჩემს თითოეულ ფიქრს კითხულობდა და ფარულად დამცინოდა.
- ნეინა,გაიცანი,საბა გელოვანი - უცნობზე მიმითითა თორნიკემ.
ვერ მივხვდი მიხაროდა,თუ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი რეაქცია იყო.
- ნეინა არდოთელი - თითქოს გვარი,რომ არ მეთქვა არ იცოდა ვინ ვიყავი.ჩემს თავზე გამეცინა

თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და უკვე მერამდენე ჭიქა ავიღე დასალევად ღმერთმა უწყის.
- ბევრს სვამ - წარბაწეულმა საბამ უკვაყოფილოდ მიმითითა ჭიქაზე
- არ მიყვარს ხალხი,რომელიც სხვის საქმეში ერევა,საბა
მისი სახელი სხვანაირად წარმოვთქვი,ძალით კი არა,უბრალოდ ასე გამოვიდა.
იმ ღამემ,ავისმომასწავლებლად მშვიდად ჩაიარა.მეგონა გელოვანს ვეღარასდროს ვნახავდი,თან მიხაროდა,თან მწყინდა ეს ამბავი,მაგრამ თითქოს ცხოვრება გიჩალიჩებსო მეორე დილას ჩემი ოთახიდან გამოსულმა,დივანზე,მძინარეს,რომ მოვკარი თვალი ვიფიქრე,მეჩვენებოდა.
- დედა! - ვყვირი მთელი ხმით,მაგრამ ამავდროულად ფრთხილად.
სანამ ანინე ოთახიდან გამოსვლას მოასწრებს მანამდე ვათვალიერებ გელოვანის უნაკლო სხეულს.განიერი მხრები,ოდნავწამოზრდილი წვერი,შავი,უძირო თვალები ,დიდი ტუჩები და ოდნავ კეხიანი ცხვირი აქვს.

- რა ხდება? - ფიქრს დედაჩემის ნამძინარევი,ოდნავ ბოხი ხმა მაწყვეტინებს
- ამას აქ რა უნდა? - თავით ვანიშნებ ბიჭისკენ,რომელსაც უშფოთველად სძინავს.
- სტუმარია შვილო - წყრომით მეუბნება,მაგრამ ამავდროულად მის თვალებში მუდარას ვამჩნევ. ვერ ვხვდები რას მემუდარება საკუთარი დედა.
- რამდენი ხნით დარჩება?
- ერთი თვით - საუბარში თორნიკე ერთვება
ამ თემას გაგრძელება აღარ მოჰყოლია,მაგრამ შინაგანად მაინც მჭამდა ფაქტი,რომ მას ჩემს ჭერქვეშ უნდა ეცხოვრა ერთი თვის განმავლობაში.
არ ვიცოდი რას ვერჩოდი საბას,ვერც იმას ვხვდებოდი რა მინდოდა.ან მის მიმართ უზომო სიმპატიით ვიყავი განწყობილი,ან საშინლად არ მომწონდა და რატომღაც დარწმუნებული ვიყავი,რომ დიდად არც გელოვანს ვეხატებოდი გულზე.
აბაზანაში შევედი,თავი მოვიწესრიგე,კლასიკური პიჯაკი მოვირგე და სახლიდან გასვლას ვაპირებდი თორნიკეს და ანინეს საუბარს,რომ მოვკარი ყური.
- როგორ შეგეძლო მისი აქ მოყვანა? - თითქმის ყვიროდა ქალი
- კარგი რა,დედა! - თორნიკეც არანაკლებ გაღიზიანებული გახლდათ.
- ხომ იცი,რომ ავადაა,თორნიკე. - შემდეგ იყო სინანული,ტკივილი და ჩემი მწარე ჩაღიმება.
გზაში ათასჯერ გავლანძღე ჩემი ბედი,ცხოვრება,ავადმყოფობა და საერთოდ ეს დედამიწა.პირველივე ლექციაზე ათი წუთი ბედნიერად დავიგვიანე.გაცნობის რიტუალს უკვე ჩაეარა.საკუთარი ადგილის დაკავებიის შემდეგღა მოვავლე თვალი ოთახს.არაფრით გამორჩეული იყო.ისევ მოსმენილზე ვფიქრობ,ვერ ვიგდებ თავიდან ანინეს ხმას,რომელიც ტკივილით არის სავსე.
ლექციები უაზროდ გაიწელა,თუმცა ბოლოდან ზრდილობიანად მიკრეს თავი,რადგან ჩემი ტელეფონი ურცხვად ამღერდა.
- არდოთელი,დატოვე ოთახი თუ შეიძლება
მეც რა უნდა მექნა,ავდექი და ფეხაკრებით გამოვიპარე აუდიტორიიდან,თუმცა როგორც კი გამოვედი მუშტი მთელი ძალით გავუქანე კედელს.ბლანტმა,წითელმა სითხემაც არ დააყოვნა და იმწამსვე იფეთქა სისხლმა,რომელიც ილიას უნივერსიტეტის კედლებს უკვე ლაქად ეტყობოდა.შენობიდან ჩქარი ნაბიჯით გავედი.მხოლოდ ერთხელ დავაკვირდი უკან სისხლით დატოვებულ კვალს.
სამარშრუტო ტაქსში კუთვნილი ადგილი დავიკავე და სახლისკენ ავიღე გეზი.
ხომ არიც ხოლმე მომენტები,როცა საკუთარი სახლიც უცხოდ გეჩვენება,თითქოს იქ არავინ გელოდება,იქ არავის ჭირდები.
- დედა,მოვედი - ძლივსგასაგონად წარმოვთქვი და ოთახში ფეხაკრებით შევიპარე.
- ნეინა,ხელზე რა გჭირს?
- ჩემს ოთახში რა გინდა?
- ხელზე რა გჭირს?
- ჩემს ოთახში რა გინდა?
სანამ თორნიკე არ შემოვარდა ტაფების რახა-რუხით ბოლო ხმაზე ვუყვიროდით ერთმანეთს.
- გაეთრიეთ. - ვუღრიალე ბოლოს ტირილამდე მისულმა

სიმაღლის მიხედვით დაწყნენ და სხვა ოთახში გავიდნენ.წამლები დავლიე და საწოლში შევწექი.ვერ დავიძინე,თავში უცნაური ფიქრები მიტრიალებდა.ორი საათი ვიწრიალე ლოგინში,მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერი მოვუხერხე.სასტუმრო ოთახიდან ხმაური ისმოდა,შევცბი.ხალათი მოვიცვი და ოთახიდან გავედი. საოცარი არეულობა დამხვდა.ტელევიზორში ფეხბურთი იყო ჩართული.ემოციებში მყოფი მსაჯი უაზროდ ისროდა სიტყვებს აღტაცებისგან,მოთამაშეები კი აქეთ-იქით უაზროდ დარბოდნენ.მაგიდაზე ლუდის ბოთლები ეყარა,ერთ დივანზე ჩემი ძმა იჯდა,მის კალთაში ვიღაც გოგო მოკალათებულიყო,რომელიც უცნაურ,კრუტუნისნაირ ხმას გამოსცემდა.სავარძლებში, ერთში საბა იჯდა,მეორეში - ვაჩე.მათაც გოგონები ჰყავდათ გვერდით.ჩემს დანახვას აშკარად არ ელოდნენ.
- ნეინა - უაზროდ ამოილუღლუღა ჩემმა ძმამ,მეტი ვერაფრის თქმა ვეღარ შეძლო და გაჩუმება არჩია.
- ნეინაჩკა,როგორ მომენატრე - წამეაფერისტა ვაჩე,არადა მე ხომ ვიცი სულიერად რა ნაგავიცაა.საერთოდ რატომ მეგობრობს ჩემი ძმა მის ნაირებთან არ მესმის.
- ჩკას გარეშე თუ შეიძლება. - მიუხედავად იმისა,რომ არ მეძინა ხმა მაინც დამბოხებოდა.ჯერკიდევ წამლების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გაბრუებული ვიყავი.

მათი უაზრო სახეების დანახვაზე გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.მაგიდიდან მარლბოროს წითელი კოლოფი ავიღე და კვლავ ოთახში შევბრუნდი.არ მესმის ,როგორ შეუძლიათ აკოცონ ერთს და უყვარდეთ სხვა.შეეხონ სხვის სხეულს და მეორეს სამუდამო ერთგულებას ეფიცებოდნენ. ვერც იმას ვხვდები რაში სჭირდებათ გოგონებს ასეთი ურთიერთობები,ცივი,უსიყვარულო და მხოლოდ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე დამყარებული.
სიგარეტს მოვუკიდე,კვამლმა ყელი ჩამიწვა,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, ფილტვები კვამლით შევივსე და შემდეგ ისევ გარეთ გამოვუშვი.
მოულოდნელად ჰარმონიული სიჩუმე ძველი კარის ჭრაჭუნდა დაარღვია.
- ნეი,ბოდიში რა. - ჩემი ძმა იყო
ამ მომართვამ ძალიან იმოქმედა ჩემზე.
მე და თორნიკე პატარები,რომ ვიყავით დედამ და მამამ ზღვაზე წაგვიყვანეს.მაშინ, მე თერთმეტი წლის ვიყავი,თორნიკე - თექვსმეტის. ბავშვობიდანვე მიტაცებდა ცურვა,ამიტომაც ჩემს ძმაზე ბევრად კარგადაც ვცურავდი. ერთხელ,ცუდ ამინდში ზღვაზე გასული თორნიკე ტალღამ,რომ ჩაითრია მისი დაკარგვის შიშმა მთელი გულ-მუცელი ამიწვა.
- ნეი,მიშველე !
ისეთი დაუცველი იყო იმ წამს,ისეთი უსუსური,რომ ვერ გავუძელი მის ასეთ მდგომარეობას და მაშინვე მეც დიდ ტალღებში ჩავიკარგე.
იმ დღის შემდეგ თორნიკესთვის ნეინა მოკვდა და დაიბადა - ნეი.
ბოლოს ასე მამის დაკრძალვაზე მომმართა და სწორედ ის დღე იყო და დაბრუნდა ისე ნეინა.
ამ მოგონებების გახსენებაზე ჩამეღიმა.
- არაუშავს - მეტი ვერაფრის თქმა მოვახერხე,მოულოდნელად შევტრიალდი მისკენ და თორნიკეს გვერდით მდგომი საბა და ვაჩეც დავინახე.
ვაჩე ჩამეხუტა,მისი ყოველი სიტყვა,მოქმედება თუ გამოხედვა ზედმეტად ყალბაი იყო ჩემთვის.
გოგონები წასულიყვნენ,ოთახიც დალაგებული დამხვდა.ჩემს ძმასთან ძალიან,ძალიან ახლოს მივედი,ისე,რომ სხვებს ჩემი ხმა არ გაეგოთ და ვუთხარი :
- ნუ გეშინია,შევძლებ!
მამისგან,ერთადერთი სასარგებლო ის ვისწავლე,რომ ნებისმიერ შემთხევაში,ყველას,ყოველთვის უნდა დაანახო,როგორი ძლიერი ხარ.რა ირონიული არა?! ადამიანი,რომელიც სულიერ სიძლიერეს მასწავიდა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.ხშირად შემომიტევს ხოლმე ნიკა არდოთელზე,მამაჩემზე ფიქრები.მე ხომ მისი გაყინული სხეული,უსიცოცხლო თვალები პირველმა ვნახე.
მაშინ ცამეტი წლის ვიყავი,სკოლიდან დაბრუნებულს სახლის კარი ღია,რომ დამხვდა ეს საეჭვოდ მომეჩვენა,მაგრამ დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია ამაზე.სამზარეულოში შესულს კი ასეთი სცენა დამხვდა. მამაჩემი,ჩემი კერპი,ჩემი ყველაზე საყვარელი,მისაბაძი ადამიანი თოკზე უსიცოცხლოდ,გაყინული,მკვდრისფერდადებული ეკიდა და აღარ სუნთქავდა.მის ღაწვებს ბოლო ცრემლი შეჰყინვოდა.იქნებ ნანობდა თავის გადაწყვეტილებას,მაგრამ უკვე სინანულიც გვიან იყო.



№1 სტუმარი სტუმარი Eka

მგონი კარგი უნდა იყოს,გააგრძელე <3
პ.ს. იმედია თავებს საუკუნეში ერთხელ არ დადებ და არ დაგვავიწყებ რა ხდება ამ ისტორიაში და საერთოდ რომ ვკითხულობთ

 


№2 სტუმარი სტუმარი nataliko

ვაიმე, ლიზუ, ლიზუუ.
როგორ ძალიან მომეწონა შენ არ იცი ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent