შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთმანეთის გარეშე.


26-08-2017, 22:35
ავტორი gogona tbilisidan
ნანახია 1 616

ბოლოს ისეთი აუტანელი გახდა ერთმანეთის გარეშე ყოფნა,რომ ასეთი რამ მოვიფიქრეთ.ძილისწინ ყოველთვის ვწერდით ჩახუტებაზე და კოცნაზე,ისე როგორც ამას რეალურად ვიზამდით.მერე რა რომ სხვადასხვა სახლებში,სხვადასხვა ოთახში და საწოლზე გვეძინა და მერე რა რომ კილომეტრები გვაშორებდა ერთმანეთს,მაინც ერთმანეთის გვერდით ვიყავით.ზუსტად ვიცოდი,შუაღამისას რომ გამღვიძებოდა,მის გარდა მაინც ვერაფერს დავინახავდი.თვალებ გახელილს და მშვიდს,როგორ მიყურებდა მძინარეს და ეშინოდა ჩემი გამოღვიძების.რამდენჯერ ძილშიც გამიღიმია,ან რამე მითქვამს შუაღამისას ამოსული მზის შესახებ.მე კედლის მხარეს მეძინა,მისთვის ჩემი მხრები იყო ყველაზე საიმედო,მყარი კედელი.
რამხელა დრო გავიდა და მე,ჯერ ისევ ამაზე ვფიქრობ,თურმე იმის დავიწყება უფრო ძნელია რაზეც ფიქრობდი,რომ ახდებოდა და არ აგიხდა,ვიდრე იმის რაც იყო და აღარასდროს განმეორდება.თუ სიკვდილის წინ მთელი ცხოვრება გაივლის ხოლმე თვალწინ,დაშორებისას ის ცხოვრება გაივლის რომელიც მასთან ერთად უნდა გქონოდა,ვინც ყველაფერზე მეტად გიყვარდა



№1 სტუმარი beqa

Kargi sityvebia dasimartlec

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent