შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყინული წუთები.თავი 10-(დასასრული)


19-04-2018, 02:29
ავტორი zia-maria
ნანახია 3 906

ნამდვილი სიხარული ხომ ყოველთვის გულიდან მოდის, მთელი მისი შეგრძნებით გრძნობდა ბედნიერების განცდას,ვერაფერი ვერ შეუცვლიდა ამ სიხარულის მოზღვავებას და გაბადრული დადიოდა სახლში რაც ძალიან უკვირდა მარინას და მამუკას.განიცდიდა ტკივილს,უდემეტრობა უჭირდა რადგან აკლდა ძალიან მისი სითბო და სიყვარული, მაგრამ ამ მოულოდნელი ამბით გამოწვეულ სიხარულს მაინც არ კარგავდა.ახალი პატარა არსებები რომლებიც მალე მოევლინებოდნენ ქვეყანას შეცვლიდა მათ დაძაბულ აურას ოჯახში და გაახლდებოდა ის ძალა და სიხარული რომელიც წინ ელოდათ.ნერვიულობდა დამიანეზე და ნერვიულობდა დიანაზე ამიტომ მოთმინებით ელოდა მდგომარეობის შეცვლას.რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი სიხარულის მიზეზი, ვიდრე ოჯახში ახალი სიცოცხლის შემომატება,მთელი დღის დაღლილი მაინც დიდი ენერგიით სავსე წავიდა სახლში და თავისი წარმატებული დღის შესახებ დამიანეს მოახსენა პატაკივით,რომელმაც უკვე ყველაფერი იცოდა ნიკოლოზიდან მაგრამ მაინც გაღიმებული უცქერდა სიხარულით აჟიტირებულ ნანკას.ერთ კვირაში დიანას კრედო დაუმტკიცდა და თავით გადაეშვა სალონის მისი გემოვნებით მოწყობაში.ერთ დილით მოულოდნელად სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას წააწყდა და თვალები აუცრემლიანდა.
-ცნობილი ახალგაზრდა ბიზნესმენი დამიანე დემეტრაძის მკურნალობა შედეგიანი არის,ის სულ მალე ფეხზე გაივლის და უკან მოიტოვებს იმ ეტლს,რომელშიც გაატარა მისთვის ყველაძე ძნელი და რთული რამოდენიმე თვე.
-ღმერთო დამიანე,ჩემი დამიანე.იტირა და დამიანეს გაღიმებულ ფოტოს ეფერებოდა,ნანკამ შეხედა და გული ეტკინა დიანას უძილობისგან და ტირილისგან ჩაწითლებულ თვალებს რომ შეხედა.
-დიკო რა დაგემართა,რა გჭირს საყვარელო.
-ნანკა დამიანე,ჩემი დამიანე მთელი ეს დრო ინვალიდი ყოფილა,მე კი რას არ ვფიქრობდი,მე კი გაბრაზებული ვიყავი.ვერ ვპატიობ თავს,რომ მის მიმართ უსამართლო ვიყავი.ვიცოდი,ვიცოდი ისიც რომ ასე უეცრად უმიზეზოდ არ გაქრებოდა,ვიცოდი,ვხვდებოდი რაღაც რომ უჭირდა,მაგრამ ნუთუ ასე ძნელი იყო ერთი ზარი,ერთი შეტყობინება?
-იქნებ მასაც ტკივა და მასაც ენატრები,სწორედ იმიტომ არ მოვიდა შენამდე,რომ არ მიიღებდი ისეთს დიანა.
-რას ჰქვია არ მივიღებდი, ნანკა მას უჭირდა და არ მითხრა რა ეგონა ვერ გაუგებდი?ისევ ჩართო კომპიუტერი და ახლა დამიანეს და ანკას ფოტოები ნახა,თვალებგაფართოვებული უცქერდა ანკას ფოტოს და ჯერ დამიანეს დააკვირდა შემდეგ ანკას.
-ანკა?ღმერთო როგორ ვერ შევამჩნიე,ეს რა ბრმა ვიყავი მათი მსგავსებაა რომ ვერ აღვიქვი.ასე როგორ გამოვშტერდი ნანკა ისინი,ისინი და-ძმა არიან ხედავ?მთელი ეს დრო ანკამ არაფერი არ მითხრა,ასე რატომ მომექეცი ანკა.ნანკამ ცრემლიანი თვალებით შეხედა და შეეკითხა.
-ნანობ?
-რას ვნანობ ნანკა.
-ანკა რომ გაიცანი,ნანობ?
-არა,არ ვნანობ,მაგრამ შეეძლო ეთქვა.
-დიანა აღარ შემიძლია სიჩუმე,ვეღარ გავჩუმდები სიმართლე უნდა გითხრა.
-შენ?შენ რა უნდა მითხრა,სჯობს ახლავეს მითხრა ნანკა შემდეგში ძალიან რომ არ მეტკინოს.
-თუმცა არ ვიცი როგორ მიიღებ ჩემს ნათქვამს,მაგრამ მაინც გეტყვი.
-რა ხდება ნანკა ნუ ჭამ სიტყვებს და მითხარი.
-ანკა ჩემი ტყუპის-ცალია.თქვა და თვალები დახუჭა.
-არა,არა,არა ეს შეუძლებელია.მთელი ოჯახი ჩემს ირგვლივ ტრიალებთ და მე სად მძინავს,ნუთუ ჯერ კიდევ სიზმარში ვარ?
-დამიანე მალე დადგება ფეხზე,მალე დაბრუნდება მკურნალობა კარგად მიდის.
-ნანკა მადლობა ყველაფრისთვის,რაც შეეხება დამიანეს ჩვენი გზები გაიყო,მხოლოდ ვერ დავუშლი შვილების ნახვას.რაც ყველაზე ძალიან მტკივა,ისაა რომ უნდა ეთქვა,აუცილებლად უნდა ეთქვა რამდენადაც რთული იყო მისი სიტუაცია,მე უნდა მცოდნოდა.ნანკამ დაურეკა ანკას და ყველაფერი უთხრა.
-ძალიან ნაწყენია?კითხა ანკამ.
-ეწყინა,მართლა ეწყინა მაგრამ ხომ იცნობ,ჩემზე უკეთესად იცი მისი ხასიათი,მხოლოდ ის თქვა,უნდა ეთქვაო.ამ დროს დამიანეს ღრიალი გაიგონა და ანკას შეეკითხა.
-რა ხდება,რა აყვირებს.
-ვარჯიშებს აკეთებს და ტკივა,მაგრამ თავს არ იზოგავს.რაც უფრო გადის დღეები,უფრო უძნელდება,რადგან საათებს უმატებს ალექსანდრე.
-ალექსანდრე შემეშვი დავიღალე,მართლა დავიღალე.
-დამიანე ხვალიდან ვიწყებთ ნაბიჯების გადადგმას,რა გინდა ხალხი წლობით უნდება იმას რასაც შენ მიაღწიე და რითინ ხარ უკმაყოფილო.იქნებ გინდა იჯდე სულ და გვერდით გქონდეს ერთი პულტი და სადაც გინდა,როგორც გინდა იმ პულტით შენს ცხოვრებას შეცვლი.
-ეს რომ შეიძლებოდეს, მართლა ვისურვებდი ასეთ პულტს და პრობლემების გარეშე გავაგრძელებდი ცხოვრებას,ერთი პულტი რომელიც ფეხზე დამაყენებს და გავივლი.
-სულ მალე ეს ოცნებაც აგიხდება,გპირდები მეც შენთან ერთად ვიბრძოლებ რომ ეს დღე მალე დადგეს.
-ამიყვანე რა ჩემს ოთახში,დღეს აღარ შემიძლია წყალს გადავივლებ და უნდა დავისვენო.დამიანე იწვა და ჭერს მისჩერებოდა რომ იოანე მიუწვა გვერდით.
-რა ხდება,რამე გინდა მითხრა?თავი არ მოუბრუნებია მისკენ ისე უთხრა.
-არ მელაპარაკება, ან შენ დაარიგე რომ ნერვები მომიშალოს ან მართლა ვერ გავიგე რა უნდა.
-არ დამირიგებია და თუ არ გელაპარაკება ძალიანაც კარგი.
-რატომაა კარგი,რატომ ხარ ასეთი სადისტი.
-მეცადინეობა დააცადე,თორემ ავდგები ფეხზე და მერე შენ დაგაწვენ ამ საწოლზე.იოანეს გაეცინა და ისიც გულაღმა დაწვა.
-რომ მოკალათდი აქ წვები?
-მეზარება წასვლა,არ მიმიღებ?არაფერს არ ვიზამ,გპირდები არ ვიცელქებ.
-რომც დააპირო,გაქცევით მაინც ვერ გავიქცევი და ვერც წინააღმდეგობას ვერ გაგიწევ,მხოლოდ ვიყვირებ და ანკა დაგინახავს რა ჩიტიც ხარ,სამუდამოდ დაემშვოდობე მერე.
-წყალი გინდა?
-არა.
-მაშინ დაიძინე.იოანემ საწოლზე წამოჯდა და ჯვარი გადაისახა.
-რას აკეთებ.გაუკვირდა დამიანეს.
-შუუუუუუ.
-რა შუუუუ,რას აკეთებ გაგიჟდი?
-შუუუუუუ.
-სისულეები არ დაიწყო თორემ დაუფიქრებლად გადაგაგდებ საწოლიდან.
-შუქი უნდა ჩავაქროთ?
-არ მითხრა,რომ სიბნელეში ვერ იძინებ.
-სიგნალიზაცია ჩავრთო?
-შენს წასაყვანად არავინი არ შემოვა და აქ წასაღები არაფერი არ არის,დაწექი დროზე.
-არც არავის ველოდები,დავიძინოთ.
-ღმერთო ეს ტვინით ავადმყოფი რატომ წევს დღეს ჩემს გვერდით.
-მიყვარხარ,ჩემო სიცოცხლე ახლა თავი მტკივა არ შემიძლია,უნდა დავიძინო.
-მე ფეხები მტკივა და შენ ტვინი,რაზედაც ჩემზე მეტი მკურნალობა შენ გჭირდება შე ჩემ....სა.იცინოდნენ და ამ სიცილში ორივეს ჩაეძინა.ანკა შუა ღამით ადგა და დამიანეს შეუწვა,მის კისერში ჩარგო თავი კარგად მოემგვანა მის მკერდზე და გაღიმებულს ჩაეძინა.თითქმის თენდებოდა იოანეს რომ გაეღვიძა და მის მკლავებში ანკა რომ დაინახა,ჯერ დამიანეს შეხედა რომელსაც ჯერ კიდევ ეძინა და შემდეგ ისევ ანკას.ხელი გადაწია და დამიანეს უჯიკა.
-რა გინდა, რა არ გაძინებს ეს დედა აფეთქებული.ხელით ანიშნა ანკაზე და დამიანემ წამოიწია,შეხედა ანკას და შემდეგ იოანეს შეხედა თან იცინოდა.
-რა გაცინებს, შტერი ბავშვივით რომ იცინი.გაუბრაზდა იოანე.
-ჩემთან უნდოდა დაწოლა ამ შტერს და შენთან დაწვა.გაიპარე ახლა აქდან და მე ჩამეხუტება ჩემი და,შენ ჯერ არანაირი უფლება არ გაქვს მასზე ჩახუტების.
-ნუ ხარ ეგოისტი,არსადაც არ წავალ.
-წადი.
-არ წავალ.
-იოანე წადი.
-დამიანე არსადაც არ წავალ და დადე მაგ თავი ძირს სანამ წაგაცალე,დაიძინე ჯერ ადრეა.იოანემ ღიმილით შეხედა ანკას და შუბლზე აკოცა,შემდეგ კი თავადაც მოხვია ხელები და ჩაეძინა.დილით პანიკური კივილის ხმამ გამოაღვიძა ორივე და ჯერ კიდევ თვალებდახუჭული წამომჯდარი საწოლზე ერთმანეთს მიაჩერდნენ და კითხულობენ თვალებით,თუ რა მოხდა.მაგრამ ყველა კითხვას ფარდა ეხდება,ანკას რომ ხედავენ საწოლის გვერდით დოინჯებ-შემოწყობილს რომელიც თვალებდაკვესებული უცქერდა იოანეს.
-შენ,შენ გაკვირვებული რომ მიცქერ აქ რა გინდა.წუხელს თუ დარჩი შენი ოთახი და საწოლი დაგავიწყდა სადაც არის?
-არ მითხრა ახლა,შენ იწექი პირველი აქ და მე შემოგიწექი,შენ თავად შემომიწექი და ახლა რა პანიკებში ხარ.
-დამიანე მოვკლავ,ჩემი ხელით მოვკლავ.
-მე დამაძინეთ,ნებას გაძლევ მოკალი,მხოლოდ გვერძე გაიყვანე და ყოველგვარი ხმაურის გარეშე მოუყომარე დაო.
-დამიანეეეე.
-რა გინდა გოგო.
-როგორ ხარ ასე წყნარად.
-რომ ვიცოდე ძალა დაგატანა მის გვერდით დაწოლილიყავი,შენი თქმა არ მჭირდება თავად მოვკლავდი,მაგრამ როგორ დავადანაშაულო ეს უწყინარი ადამიანი,გვეძინა ორივეს შენ რომ შემობოდიალდი და თავად შეუწექი.
-ძმაც ასეთი უნდა,გრცხვენოდეს ძმაო.
-მეც მიყვარხარ დაო.სიცილით დააწია უკვე კარებში გავარდნილ ანკას და იოანეს გადახედა რომელმაც ცერა თითი აუწია მოწონების ნიშნად.
-რა გაცინებვს იდიოტივით რომ იცინი,დავრჩით დღეს მშივრები.
-შემოვირიგებთ.თქვა იოანემ და გაიბადრა,შემდეგ დამიანეს უჯიკა ისევ და მის გაბრაზებულ თვალებს რომ წააწყდა უთხრა.
-ნუ ბრაზდები,დღეს მნიშვნელოვანი დღე არის არ ავდგეთ?
-ვიცი,ვიცი და როგორ ფიქრობ გამოგვივა?
-რაც გულით გინდა ადამიანს,ის ყოველთვის გამოგვივა.იოანემ ადგა,ჯერ თავის თავი მოიწესრიგა და შემდეგ იოანეს შეხედა,წამოაყენა და სპორტულების ჩაცმაშიც მიეხმარა,შემდეგ კი სავარჯიშო ოთახში შეიყვანა სადაც უკვე ალექსანდრე ელოდებოდა.მთელი ორი საათი ვარჯოშობდა,გაუჭირდა პირველი ნაბიჯების გადადგმა,მაგრამ ძალა დაატანა და არ დანებდა.ძალას აძლევდა იოანეს და ალექსანდრეს გულიანი შეძახილები.
-მიდი,მიდი დამიანე შეგიძლია.
-შენ შეძლებ,არ დანებდე დამიანე.
-ერთი,კიდევ მეორე,კიდევ მესამე,მეოთხე,მეხუთე და საკმარისია დაისვენე.იოანემ ოფლი მოწმინდა დამიანეს და ხელი მოკიდა დასაჯენად,რომ ალექსანდრემ უთხრა.
-არა,არ დააჯინო,გაუჭირდება მერე ისევ ნაბიჯის გადადგმა.კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი და მერე დაისვენოს ერთი საათი.მართლაც მიყვა ალექსანდრეს დამიანე და შემდეგი ნაბიჯები არ გაჭირვებია ისე როგორც დასაწყისში.ორ კვირაში ნელა-ნელა დაიწყო სიარული იოანეს დახმარებით,შემდეგ კასტილები დაიკავა ხელში და როგორ უნდოდა მალე გაევლო დამოუკიდებლად ფეხზე,მაგრამ მადლობას უხდიდა უფალს რომ შეაძლებინა და ფეხზე დააყენა.დააბიჯებდა ნელა-ნელა და თავის თავს თავად ანუგეშებდა.
-მოთმინება დამიანე მოთმინება და სულ მალე ყველაფერი კარგად იქნება.8 თვე უშენოდ,როგორ გავძელი მთელი ეს დრო შენი სურნელის გარეშე.დავბრუნდები,აუცილებლად დავბრუნდები უკვე ახლოვდება ჩვენი შეხვედროის დროც,ჩვენ ისევ შეგვყრის ერთმანეთს ჩვენი ბედის ბილიკები.
-დამიანრე ყველაფერი მზად არის.უთხრა ანკამ და იოანეც შემოვიდა სახლში.
-მოხვედი,უკვე გავდივართ?
-გავდივართ,არაფერი არ დაგრჩეთ.დამიანემ ჩანთისკენ წაიწია და იოანემ შეაჩერა.
-კარგად ხარ?გუში რომ წავედი კარგად დაგტოვე და დღეს ტვინ ნაღრძობი დამხვდი?
-რა გინდა.
-ხელი გაუშვი,მე მივხედავ ბარგს.შენ კი ფრთხილად იყავი, მაინდამაინც ნუ გაშლი ფრთებს ასე ძალიანაც ჯერ ადრეა.
-ნუ იღრინები ამ წასვლისას,რომელ საათზე უნდა გავიდეთ.
-რაც შეიძლება მალე,ალექსანდრე მოვა და ის წაგვიყვანს.ბარგი ჩაალაგა ალექსანდრემ მანქანაში,სახლის კარები ჩაკეტა იოანემ და ანკასთან ერთად უკან მოთავსდდა.გაუფრთხილებლად დაბრუნდნენ სახლში,არც ნანკამ არ იცოდა არაფერი.უკვე სავახშმოდ ემზადებოდა ოჯახი,რომ კარზე ზარი გაისმა,კარი ნანკამ გააღო და სიხარულისაგან ლუღლუღი დაიწყო დამიანე რომ დაინახა კარებთან კასტილებით ფეხზე დამდგარი.
-რა მოხდა ნანკა.იკითა მამუკამ.
-მამააააა დამიანე,დამიანე მოვიდა თავის ფეხით.დედაააა დაბრუნდა,დამიანე დაბრუნდა.
-დამიანე,ჩემი შვილი დამიბრუნდა,ჩემი დამიანე დაბრუნდა.თქვა მარინამ და კარებისკენ წავიდა.
-ღმერთო რა ბედნიერებაა.ნანკა ტაშს უკრავდა და სიხარულისგან ხტუნავდა.
-როგორ ხართ,იციან ამათმა რამე პატარებზე?ჩუმად კითხა ნანკას დამიანემ.
-არა,არაფერი არ იციან,მაგრამ აუ რა მაგარია,შენც რა კარგ დროს დაბრუნდი.
-რა ხდება,ასე რა გიხარია.შეეკითხა წარბაწეულმა ნანკას და მოლოდინით სავსე თვალებით მიაჩერდა.
-ხვალ სალონის გახსნაა,დიკოს სალონი იხსნება და გამიხარდა შენც აქ რომ ხარ,არ მიულოცავ?
-ასე უცებ ვერ დავადგები თავზე,ისეთ მდგომარეობაშია რამე არ დაემართოს,მილოცვით კი მივულოცავ ჩემებურად,ჩემი ხერხებით.თვალი ჩაუკრა ნაკას და ორივე ღიმილით შესცქეროდა ერთმანეთს,მარინა კი ეჭვის თვალით უცქერდა შვილებს და მამუკას უჩურჩულა.
-იცი რაზე ჩურჩულებს ის ორი?
-არ ვიცი და აცადე ბავშვებს,არ იცნობ დამიანეს?ანკა იქ ყავდა გვერდით და ნანკას დაკითხვას მოუწყობს.ცოტა ხანში იოანე ბარგით შემოვიდა სახლში და დამიანემ მშობლებს წარუდგინა მეგობარი.
-მშობლებო გაიცანით, ჩვენი კომპანიის ახალი მეწილე იოანე ლეშკაშელი.მინდა იცოდეთ იოანე ჩემი და დემეტრეს ახლო მეგობარი იყო და მართლა მიხარია მისი ჩვენს გვერდით ყოფნა.
-იცნობდით ერთმანეთს?ძალიან კარგია და ვიმედოვნებ კარგი ურთიერთობა იქნება კომპანიაში.
-კომპანიას არ დაეტყობა უცხო სახე ბ-ნო მამუკა მე მინდა დემეტრეს იდეებს გავყვე,რაც ძალიან მომწონდა და მიზიდავდა მისი ყველა გადადგმული ნაბიჯი,მაოცებდა ასევე მისი სიღრმისეული ცოდნა და შევეცდები ყველაფერი ისე დარჩეს როგორც დატოვა თავად.
-როდის დაგირეკა დემეტრემ აქციების შესასყიდად.იკითხა მარინამ.
-დედა დროს უკან ვერ დავაბრუნებთ და არაა საჭირო,იოანეს უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება.
-არა,არა უშავს დამიანე.ჩამოსული ვიყავი საქართველოში რამდენიმე დღით,შემთხვევით ვნახე ნასვამი იყო ბარში შევედით და არ მივეცი საშუალება კიდევ დაელია.მაშინ მითხრა,რომ ქვეყნიდან წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი,ამიტომ ჩემს აქციებს ვყიდი და შენ ხომ არ დაგაინტერესდებაო.სიმართლე გითხრათ,მართლა გამიკვირდა და ვუთხარი.დემეტრე ნასვამი ხარ,გამოფხიზლდი და ამ თემაზე შემდეგ ვისაუბროთთქო.ჩემი სავიზიტო ბარათი მივეცი და იმ დღიდან მესამე დღეს დამირეკა,უკვე წასასვლელად ვემზადბოდი,არადა ვჩქარობდი დამიანეს ნახვა მინდოდა.მითხრა,ჯერ მე შემხვდი შენთან სალაპარაკო მაქვს და დამიანე მერე ნახეო.შევხვდი,ვისაუბრეთ და დრო გაგვეპარა,ვეღარ მოვახერხე დამიანეს ნახვა,აქციების პაკეტი კი იქვე გადმომცა და აეროპორტში თავისი მანქანით წამიყვანა,მეც მის მოცემულ ანგარიშზე დავაჯინე 300,00$ და ჩიკაგოში წავედი რამოდენიმე თვით,სოციალური ქსელით შევიტყვე დემეტრეს დაღუპვის ამბავი და მართლა ძალიან მეწყინა,ძალიან განვიცადე.მივხვდი რომ დემეტრეს რაღაც ძალიან ტკიოდა, დამიანეს ლონდონში ყოფნა ჩვენმა საერთო მეგობარმა დამირეკა და მითხრა,ყველაფერი მივატოვე ჩიკაგოში ჩავატოვე მეგობარს ხელში მნიშვნელოვანი შეხვედრებიც და დავბრუნდი ლონდონში,როგორც ხედავთ ერთად ვართ და ერთად ვიქნებით ბოლომდე.
-საკმარისია,დაიხურა ამ სახლში ამ თემაზე საუბარი დედა.მკაცრი იყო დამიანეს ხმა.
-მართალი ხარ,რაც იყო-იყო.მაგრამ ყველა მისებურად შეიგრძნობს ამ ტკივილს,ტკივილს რომლის გადმოცემა შეუძლებელია აღსაწერად თუ როგორ გტკივა.ჩემი სხეულის ნაწილი გაქრა უკვალოდ ჩემი,ჩვენი ცხოვრებიდან და დაგვიტოვა ძალიან დიდი და მტკივნეული იარა,რომელსაც მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე ვერავინ და ვერაფერი ვერ წაშლის.
-ცხოვრება ტკივილის გარეშე არ არსებობს მამა,მაგრამ დამიჯერე სულ მალე,სადღაც ერთ თვეში ამ სახლში ისევ გაჩნდება ადამიანი რომელსაც დემეტრე ერქვიება.
-რას გულისხმობ დამიანე.
-ეს სიურპრიზია და გთხოვ ნუ მომთხოვ მეტი გითხრა,ბ-ნო მამუკა დაელოდე დროს,დროს რომელიც ნელა-ნელა გვიახლოვდება.მამუკამ მარინას გადახედა და მარინამ თვალებით უთხრა,არაფერი ვიცი და ნუ მიცქერ ასეო.
-არ ვიცი რას გულისხმობ და რაზე ამბობ,მაგრამ დაგიჯერებ და დაველოდები დროს.
ყველაფერს აქვს თავისი დანიშნული დრო და მათ შორის ღამესაც,ის ხომ განთიადით იცვლება,შეცვლამდე კი ის წყნარი მთვარე ფხიზლად არის და დარაჯად დაჰყურებს ზემოდან სამყაროს,მთვარემ შეამჩნია რომ მხოლოდ დიანას არ ეძინა,რადგან მომდევნო დღის ემოციები და განცდები არ აძინებს.
-რა უცებ მოხდა ყველაფერი,მალე დედა გავხდები ჩემს პაწაწუნებს დავიჭერ ხელში,ორ თვეში მოვაგვარე და ჩემი ოცნება რაც იყო რეალობად იქცა.ყველაფერი კარგია,მაგრამ უშენობაა ყველაზე ძნელი,რა ბედნიერი ვიქნებოდი შენც რომ ჩემს გვერდით იყო,რა სრულყოფილი იქნებოდა ჩემი ბედნიერება შენს გვერდით.როგორ შევეცადე შენს დავიწყებას,მაგრამ ვერ შევძელი,არ შემწევს ძალა წინ აღვიდგე ამ ჩემს გრძნობებს.დღეს უშენოდ ვცხოვრობ და ვცოცხლობ,რომ იცოდე სუნთქვა როგორ მიჭირს დაუფიქრებლად მოხვიდოდი ჩემთან,მეც თვალებს დავხუჭავდი და ყველაფერს დავივიწყებდი.შენ არ ხარ ჩემს გვერდით,მაგრამ მიხარია,რომ ჩემში შენი გაგრძელებაა.ამ პატარა არსებებმა გამიმძაფრეს სიცოცხლის აზრი,მხოლოდ ამათი არსებობა გულს აიძულებს დაჩქარებით დაიწყოს ცემა როცა აფართხალდებიან.დილით ჩაეძინა ფიქრებით დაღლილს,მაგრამ ნანკა დაადგა თავზე და მოეხმარა ჩაცმაში,ღელავდა,ძალიან ღელავდა მაგრამ შინაგანად ბედნიერად გრძნობდა თავს.მთელი ეს დრო ნიკოლოზი გოგოებს დაუახლოვდა და მის თავისუფალ დროს მათ გვერდით ატარებდა.ახლაც მოაკითხა ნიკოლოზმა და ღიმილით მიესალმა უკვე გამზადებულ გოგოებს.
-დალევთ რამეს?იკითხა დიანამ
-დავლევთ,უნდა შევივსო არ დამილევია და ენერგია მაკლია.მეორე კი სახლიდან გასვლისას,გასვლამდე რამოდენიმე წუთი ჩამოჯექით,დღე რომ წარმატებული იყოს.ეს ბებიაჩემიდან მახსოვს.სახლიდან რომ გავდიოდი ხელს ჩამკიდებდა და მის გვერდით დამაჯენდა ორიოდე წუთით უხმოდ და შემდეგ მეტყოდა.ე ბებია წადი ახლა, დღე შენია და წარმატებული დაბრუნდი უკანო.გაეცინათ და დიანას მოდუღებული ყავაც მიირთვეს,თავად დიანამ კი მამის ხელით დაწურული წვენი მიართვა პატარებს და მართლაც რამოდენიმე წუთში სახლი დატოვა ოთხმა ბედნიერმა ადამიანმა.გულის ფრიალით მივიდა ნაცნობ ადგილზე,უკვე მოეყარათ თავი ნაცნობებს,ახლობლებს,მეგობრებს და ელოდნენ ახალი სალონის გახსნას რომელსაც ,,დიკო-ნანკა'' დააქვა ორივემ.ტაშითა და ოვაციებით შეხვდა ხალხი და აი გაიჭრა წითელი ლენტიც,ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო,მაგრამ მის თვალებში სიხარულთან ერთად სევდაც იყო.თავისი ჯადოსნური ღიმილით მადლობას უხდიდა ყველას მობრძანებისთვის,უეცრად თვალი უცნობ მამაკაცს მოკრა რომელმაც ულამაზესი,უზარმაზარი თაიგული შემოიტანა და ღიმილით მიართვა დიანას.ყველამ თვალი გააყოლა ჯერ თაიგულს და შემდეგ თვით ამ უსიმპატიურეს მამაკაცს.
-იოანე ლეშკაშელი აქვე ვცხოვრომ პირდაპირ ბინაში და არ შემეძლო არ მოვსულიყავი,გავბედე მოვედი და ახლოდან მოგილოცეთ.
-მადლობა,მობრძანდით.თავაზიანად მიიპატიჟა სტუმარი დიანამ და დარბაზის სიღრმეში შევიდა.უეცრად მამაკაცის სიტყვები მოესმა,რომელმაც ყურში უჩურჩულა.
-ყოველი წუთი შენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანისათვის,ვისაც სიგიჟემდე უყვარხარ.დიანამ თავი ასწია და მოულოდნელი სტუმარი უკვე კარებში გადიოდა.ცრემლი მოერია რადგან მიხვდა,მიხვდა რომ ის აქვე იყო,სადღაც მის ახლოს.ვერ ხედავდა,მაგრამ გრძნობდა მის სიახლოვეს.ყველას გაერიდა და ერთი მყუდრო ადგილი ნახა ამდენ ხალხში,ფოტო გრაფი დიანას დასდევდა და მოეჩვენა,რომ მხოლოდ მას უღებდა ფოტოებს,რადგან მხოლოდ მის სიახლოვეს ტრიალებდა,გაეცინა ერთი გაფიქრება ისიც კი გაიფიქრა დამიანეს მოგზავნილი ხომ არ იყო,მაგრამ ის ხომ ნიკოლოზმა მოიყვანა,რა იცოდა დიანამ ნიკოლოზიც თუ დამიანეს ახლო მეგობარი იყო.
-უკაცრავად,თქვენ ხართ დიანა დიაურიძე?
-დიახ,მე ვარ.
-ეს თაიგული თქვენთვის არის,უთხრა უცნობმა.
-გნადლობთ.ღიმილით მოუხადა მადლობა დიანამ და თაიგული ჩამოართვა.
-თუ შეიძლება აქ მოაწერეთ ხელი.დიანამ ნაჩვენებ ადგილზე მოაწერა ხელი და კიდევ მადლობა მოუხადა უცნობს.თაიგულში წერილიც ნახა,რომელიც გულის ფრიალით გახსნა.
-გილოცავ საყვარელო ოცნებების ასრულებას,ყველა შენი ოცნება სულ მალე აგსრულებოდეს.,,შეხვედრამდე''.სუნთქვა შეეკრა და ღრმად დაიწყო სუნთქვა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა თავის ფიქრებში,რომ არ იყო მარტო და ის მის გვერდით იყო.
-სად ხარ გამოჩნდი,დამენახვე,მჭირდები,რომ იცოდე როგორ მენატრები.ჩაიჩურჩულა და უეცრად ყველაფერი დაბნელდა,შუქი გაითიშა და მის ბაგეებზე შეიგრძნო ის ბაგეები რომლებიც ასე ძალიან ენატრებოდა და მონატრებულმა ხმამ ზედ ბაგეებზე დსჩურჩულა.
-როგორ მომენატრე,გილოცავ ახლოდან ჩემო გაბერილო ოცნებების ასრულებას.ისე გიხდება ორსულობა ყოველ წლის თავზე უნდა მაჩუქო პატარა.შუქი აინთო და თვალები რომ გაახილა მის წინ არავინი არ იდგა,კოცნა?ნუთუ ეს მოჩვენება იყო?იმდენად ენატრება რომ მოჩვენებებიც კი დაეწყო?არა,არა,არა ეს ისეთი რეალური შეხება იყო,რომ შეუძლია მოჩვენებად ჩათვალოს.ღრმად ამოისუნთქა და მოულოდნელად იმ წუთში მის გვერდით მდგარ ნანკას ცრემლიანი თვალებით შეხედა.
-რა გჭირს,რა დაგემართა.შეეშინდა ნანკას.
-მტკივააა,მტკივაააა ძალიან მტკივა ნანკააააა.
-ჯერ ხომ ადრეა,წინ კიდევ ერთი თვეა.დაიბნა ნანკა და მასაც შეეშინდა,მაგრამ შემდეგ ხელი მოკიდა და მთელი მისი ძალით იყვირა.
-ნიკოლოოოოოზ.
-რა მოხდა,რა გაყვირებს.
-სასწრაფოს დაურეკე ჩქარა.
-რატომ,დიანა უკვე დაიწყო?
- ნიკოლოოოოზ მტკივაააა,ძალიან მტკივააა.
-მოითმინე,ძალიან გთხოვ დიანა გინეკოლოგობას ნუ დამაწყებინებ ქუჩაში.
-ვაიმე რა უაზრო ადამიანი ხარ,ტკივა და შენ რას ეუბნები.უსაყვედურა ნანკამ მაგრამ რომ შეხედა ნიკოლოზის შეშინებულ სახეს გაეცინა.ნიკოლოზმა შეუბღვირა ნანკას და დიანა ხელში აიყვანა,თავის მანქანაშში ჩააჯინა და საავადმყოფოში წაიყვანა ნანკასთან და შოთასთან ერთად.დაძაბული მიდიოდა,ტელეფონი ამოიღო და რამოდენიმე სიტყვა უთხრა.
-იაშვილში ვიქნებით,უკვე დაეწყო მშობიარობა.დიანას გაუკვირდა ნიკოლოზის საუბარი,აინტერესებდა ვის ელაპარაკებოდა,მაგრამ შეკითხვების თავიც არ ჰქონდა მოვლითი ტკივილებმა ისევ შეახსენა თავი და საშინლად იკივლა.ნიკოლოზი რაც შეიძლებოდა ჩქარობდა,საავადმყოფოში მისვლისთანავე შეიყვანეს სამშობიარო ბლოკში რადგან მშობიარობა უკვე დაწყებული იყო,უკვე წ....ბიც კი დაეღვარა და ტკივილისგან ცრემლებიც კი სცვიოდა,უნდოდა არ ეტირა,არ ეკივლა და რაც შეეძლო თავს იკავებდა,მაგრამ უეცრად საშინელმა ტკივილმა რომ მოუარა განწირულად იყვირა და გონებაც დაკარგა.
დაღლილი დაბრუნდა სახლში,დაიღალა ფეხზე დგომით და თავის ოთახში ავიდა,ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა დამიანეს ასეთი დატვირთვა და დიდი ხნით ფეხზე დგომა.იოანეც მათთან იყო,მაგრამ ის მამუკას ესაუბრებოდა,რომ უეცრად ფეხის ხმა შემოესმა,უკან მიიხედა და შეხედა დამიანეს სახეს ფერი არ ედო,დიდი სისწრაფით დაფარა სამზარეულომდე გზა,წყალი ჩამოისხა ჭიქაში სულმოუთქმელად დალია,შემდეგ კი ანკას რაღაც უჩურჩულა ყურში და შეკივლებასთან ერთად გავარდა სახლიდან,უკან მიჰყვა დამიანეც და გაოცებული იოანე რომელმაც ჯერ არაფერი არ იცოდა.ნერვიულობდა,მაგრამ ეცინებოდა კიდეც.სიხარული იმდენად ძლიერი იყო მასში,ერთი შეხედა კიბის საფეხურებს და იოანეს დაუხმარებლად ავიდა კიბეებზე,ნანკასთან მივიდა რომელმაც დაინახა თუ არა დამიანე მოეხვია და ტირილით უთხრა.
-დამიანე მოხვედი,იცი რა ძალიან ტკიოდა ტიროდა და შემეცოდა.ნეტავ მალე დასრულდეს და განთავისუფლდეს ტკივილისაგან.მოეფერა ნანკას და მერე ექიმთან შევიდა,მალე ექიმთან ერთად აუარა გვერდი გაოცებულ ახლობლებს თეთრ ხალათში ჩაცმულმა და ექიმთან ერთად შევიდა სამშობიარო ბლოკში.ბლოკში შესული დიანას ხმა გაიგონა თუ არა კედელს აეკრა,შუბლი მოისრისა ხელით და მოულოდნელად დიანას გაუსაძლისი ტკივილით გამოწვეული ხმა მისწვდა თუ არა მის ყურს მასთან გაჩნდა,ხელზე ხელი მოჰკიდა და თვალებში შეხედა.
-აქ ვარ,შენთან ერთად შენს გვერდით და გაუძელი.
-მოხვედი?დამიანე შენ დაბრუნდი,მაგრამ შენ ხომ..............
-კარგად ვარ,მაგ საკითხზე აქ არა შემდეგ ვილაპარაკოთ.ახლა კი გთხოვ იბრძოლე,რომ ჯამრთელები და უვნებლები დაიბადოს ჩვენი პატარები.ეს ყველაზე დიდი ტკივილი ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანი გახდა და ორივემ გაიგონა ტირილის ხმა რომლებიც ხმა შეწყობილად ტიროდნენ და ერთმანეთს ულოცავდნენ სამყაროში მოვლენას.დამიანე გაშტერდა,როცა ერთმა ტირილი შეწყვიტა ფერი დაეკარგა და ექიმს მიაჩერდა.
-რა ხდება ექიმო.შეეკითხა შეშინებული ხმით.
-წყალი აქვს ბევრი ნაყლაპი,სასუნთქი ბალიშით ცდილობდა პატარას ესუნთქა,გულზე მასაჯს უკეთებდა,რომ გული ამუშავებულიყო მაგრამ ბავშვი ხმას არ იღებდა.დამიანემ ექიმს ხელი კრა,ფეხებით დაიჭირა ბავშვი და პატარა ზუტგზე უსობდა ხელს,ტაკუნებზე ხელი მოარტყა და ბავშვმა ერთი წამოიტირა,გაეცინა,გაუხარდა რომ ბავშვი ბრძოლობდა სიცოცხლისთვის და ექიმს შეხედა გაღიმებულმა.ექიმმაც მისი ადგილი დაიკავა რა რამდენიმე მასაჯური მცდელობით ბავშმა ომახიანი ხმა ამოუშვა პირიდან.
-ძლიერი ვაჟკაცია,გოგონამ დაჯაბნა ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება.დაიბნა როცა ექიმმა უკვე გასუფთავებული ბავშვები მიაწოდა,კანკალებდა შიშისაგან,მაგრამ ორივე დაიჭირა ხელში აქეთ-იქიდან და ხან ერთს უცქერდა და ხან მეორეს,შემდეგ შუბლზე აკოცა ორივეს და ჩურჩულით უთხრა.
-გავიგე თუ არა თქვენი არსებობა,იმ წუთიდან მიყვარხართ,ჯერ უნახავად შემიყვარდით.თქვენ ხართ ის ორი არსება რომლის გამო ჩემს ირგვლივ ,,გაყინული წუთები'' გალღვა.თქვენ მე მაბედნიერებთ და მავსებთ.შემდეგ დიანას მიუყვანა და გულზე დააწვინა პატარები.
-დამიანე სრულყოფილია დღეს ჩემი ბედნიერება.
-მეც უბედნიერესი მამაკაცი ვარ,დღეს დემეტრე დემეტრაძე დაიბადა.
-ემილი,დედაჩემის სახელია და ემილი უნდა დავარქვა.
-იყოს როგორც შენ გინდა.უთხრა დამიანემ და მხურვალე კოცნა დაუტოვა.შემდეგ კი ექიმის თხოვნით სამშობიარო ბლოკი დატოვა,გარეთ გასულს ყველამ მიულოცა დამიანეს და შოთას წინ დადგა,უცქირა მოხუცებულ მამას და შემდეგ გადაეხვია,ყურში კი უთხრა.
-ორი დაიბადა,დემეტრე და ემილი.ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება.
-დამიანე მადლობა,მჯერავს შენი და ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება შვილო.
-ჯერ არ გამოიყვანებენ და ცოტა ხნით გავალ.იოანესთან ერთად გავიდა საავადმყოფოდან და სახლში წავიდა,დაღლილი სახით დაჯდა მარინას წინ,ეღიმებოდა და უთხრა.
-შეგიძლია მითხრა,რაში დევს დედა-შვილობის საიდუმლო?მარინას გაუკვირდა,წიგნი გვერძე გადადო ჯერ მამუკას შეხედა და შემდეგ დამიანეს უთხრა.
-ეს გრძნობა დამიანე არ შეიძლება აღწერო სიტყვებით,მხოლოდ ერთს გეტყვი,რომ დედა-შვილობის ძლიერი გრძნობა ჯერ კიდევ ამოუხსნელი ფენომენია.
-მე მჯერავს ასეთივე ამოუხსნელი და აღუწერელე ფენომენი იქნება ბებიის სიყვარული შვილიშვილის მიმართ.
-რაააა,რას გულისხმობ.ნუ მაწამებ დამიანე და თქვი რისი თქმაც გინდა.
-დედააააააააა,მამააააააააააა.სახლში ქარიშხალივით შემოვარდა ანკა.
-რა ხდება,ვინმე მოგდევს?ფეხზე წამოდგა მამუკა.
-დედა,მამა რამდენიმე წუთის უკან დემეტრე დემეტრაძე დაიბადა და კიდევ ემილი გვყავს.დემეტრე და ემილი დაიბადა ხალხოოო.
-რააააა?თქვა მამუკამ და მარინამ ერთობლივარ
-ანკა მე ვერ მიყურებ აქ? თუ ისეთი პატარა ვარ ვერ შემამჩნიე.
-უი,აქ ხარ?მაპატიე დაგასწარი,ეს მე უნდა მეთქვა.დამიანე მშობლებს მიუბრუნდა და ღიმილით უთხრა.
-გილოცავთ,თქვენ დღეს ბებია და ბაბუა გახდით.დემეტრე და ემილი დემეტრაძეები დაიბადა და ეს იყო ჩემი სიურპრიზი.
-ღმერთო ჩემო,რა ბედნიერებაა და რა სიხარულია. დამიანე ამას გვიმალვდი?
-როდის გაიგე,როდიდან იცი რომ მამა გახდებოდი.შეეკითხა მამუკამ.
-ეს ამბავი რომ გავიგე მამა გავხდებოდი, სწორედ მაშინ გადავწყვიტე მემკურნალა და თავიც არ დავზოგე.ჯერ კიდევ არ ვიცოდი ტყუპები თუ იყვნენ და ზოგიერთები ჩემს მდგომარეობაში რომ თვეები და წლები უნდებოდნენ,მე ორ თვეში გადავლახე ეს ყველაფერი,მონდომება ისეთი ძლიერი იყო.
-უნდა ვნახო,მამუკა პატარა ბარტყები გვყავს.უთხრა მამუკას და მოეხვია სიხარულისგან.შემდეგ ყველამ დატოვა სახლი და სიხარულით სავსე უცქერდნენ პატარებს ფანჯრიდან.დიანა ჯერ კიდევ სუსტად გრძნობდა თავს,გაახილა თვალი თუ არა მის გვერდით დამიანე დაინახა.
-როგორ ხარ,თავს როგორ გრძნობ.დიანამ შეხედა და უთხრა.
-დამიანე გუშინ...............
-რა მოხდა გუშინ.შეეკითხა დამიანემ და თან უნდოდა გაეცინა.
-გუშინ,როცა შუქი ჩაქრა.
-სად ჩაქრა შუქი ან რა მოხდა შუქი რომ ჩაქრა?
-დამიანე.............
-დიანა შუქი თუ ჩაქრება კიდევ,მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.
-დამიანე...............
-ჩემი დიანა.როგორ ძალიან მიყვარხარ, მთელი ეს დრო მხოლოდ შენზე ვფიქრობ.
-მაპატიე.
-რა გაპატიო,მე უნდა გთხოვო პატიება.
-მაპატიე,რომ შენში ეჭვი შემეპარა.თან გულში ვგრძნობდი,შენს გაუჩინარებას ახსნაც ექნებოდა.
-ყველაფერს აგიხსნი საყვარელო და ყველა შენს კითხვაზე მიიღებ პასუხს,ახლა კი სტუმმრები უნდა მივიღოთ.დამიანე წამოდგა და პალატის კარები გააღო და ექთანმა პატარები შემოიყვანა.დიანამ წამოიწია,დამიანემ მოეხმარა და ბალიში გაუსწორა,შემდეგ კი პატარები დაუწვინა გულზე და ფოტოც გადაუღო.
-კიდევ გვყავს სტუმრები,გპირდები ძალიან არ გადაიღლები.დიანამ კარებისკენ გაიხედა და ჯერ თაიგული შემოვიდა და შემდეგ დიანას შეხედა ცრემლიანი თვალებით და შეეკითხა.
-მაპატიებ?
-ხომ ხარ ღირსი რომ არ გაპატიო და გატირო.
-კარგი რა,გახსოვს რა შეგპირდი?
-რას შემპირდი.
-ხომ შეგპირდი,მე რომ დავბრუნდები ჩემთან ერთად ბედნიერებას მოგიტანთქო.
-იცოდი,იცოდი ყველაფერი თავიდან და როგორ არ დაგცდა არაფერი.
-არ ვიცოდი თავიდან,გეფიცები მაშინ გავიგე როცა უცნობმა დაგიწყო მოწერა და ეს უცნობი აი შენი დამიანე იყო,ეს იდიოტიც ისე გწერდა არ იცოდა შენ თუ იყავი სანამ შენი ფოტო არ გადაუგზავნე.
-რააააააააააა?შენ მწერდი?შენ იყავი ის გულგატეხილი,რომელიც აუხსნელად მიგატოვეს?
-ბავშვები არ გაგივარდეს ხელიდან,ფრთხილად იყავი.გაეცინა დამიანეს.
-კარგი რა, ახლოს არ მომიშვებ?როდემდე ვიდგე აქ მეზობლის ბავშვივით.დიანას გაეცინა და ხელით ანიშნა რომ ახლოს მისულიყო.
-ჩემი ბედნიერება უკვე სრულყოფილია.ანკამ ეშმაკურად გაიცინა და დემეტრეს რაღაც აჩვენა ტელეფონში,დემეტრემ გამოართვა და მოუსმინა, ცრემლები მოერია და დიანას შეხედა.
-როგორ დაგტანჯე,მაგრამ არც მე ვიყავი კარგ დღეში.ანკამ ის ვიდეო მოასმენინა როცა დიანა საუბრობდა დამიანეზე და გადაიღო.კარებზე ფრთხილმა კაკუნმა სამივე გაახედა კარებისკენ,მარინა და მამუკა ფეხაკრებით შემოვიდნენ ლამაზი თაიგულით და დიანას გადასცა.ფეხაკრებით მივიდა პატარებთან და უცქერდა,შემდეგ კი დამიანეს მოეხვია და უთხრა.
-მადლობა ამ ბედნიერებისთვის შვილო.
--მადლობა თუ ეკუთნის აქ მხოლოდ დიანას ეკუთნის,რომ ჩემი გაუჩინარების მიუხედავად პანიკაში არ ჩავარდა და გაბრაზებულზე ბავშვები არ მოიშორა,როგორც მისთვის ზედმეტი ტვირთი.მარინამ დიანას თბილად აკოცა და დემეტრე აიყვანა ხელში.
-შენ ისევ მოხვედი,ჩვენთან ხარ,ჩვენს გვერდით ჩემო პატარავ.ჩენო პრინცესა,ჩემი ორი თოჯინა.თქვა და პატარებს ხელები დაუკოცნა.დიანას კიდევ ერთხელ მოუხადა მადლობა.
-მადლობა,მადლობა ამ ბედნიერებისთვის.ყველა წავიდნენ და როგორც იქნა მარტოები დარჩნენ.
-შენ არ მიდიხარ?გამოიცვალე და შემდეგ მოდი.
-არსად არ ვაპირებ წასვლას,ძალიან კარგად ვგრძნობ თავს აქაც.
-დამიანე ბავშვები ჩემს გვარზე უნდა დაიწეროს.
-რატომ?ისინი ხომ დემეტრაძეები არიან და მიიღებენ ამ გვარს კანონით.
-როგორ,ხელი არ გვაქვს მოწერილი.
-მოწერილი გვაქვს,გუშინ მოვაწერეთ.
-როდის?როგორ.................გაუკვირდა დიანას.
-უნდა შეხედო რას აწერ ხოლმე ხელს.
-მართლა,როდის მოვაწერე ხელი.
-გუშინ როცა თაიგული მოგართვა უცნობმა და გითხრა ხელი უნდა მოაწეროო,შენც ღიმილით მოაწერე ხელი,მაგრამ ისეთი გახარებული იყავი არც კი მიაქციე ყურადღება რას აწერდი ხელს.
-შენ იციდი ყველაფერი ხომ?
-მე შენს გვერდით ვარ მთელი ეს დრო.
-რატომ,რატომ არ დამენახე ერთხელ მაინც.
-არ მინდოდა გენახე ინვალიდის ეტლში,მე ხომ ჩემით გადაადგილებაც არ შემეძლო.მამაშენსაც გაუკვირდა რომ შემხედა ეტლში ჩამჯდარი,მაშინ მითხრა,რომ აუცილებლად უნდა მენახე რადგან რაღაც მნიშვნელოვანი გქონდა სათქმეელი,სიმართლე გითხრა ვერ მივხვდი რა უნდა გეთქვა,მაგრამ როცა ანკამ შენი ფოტო გადმომიგზავნა,გამეხარდა,მეწყინა კიდეც რადგან მე არ შემეძლო შენს გვერდით ყოფნა.გახსოვს შემწვარი წიწილა რომ მოგინდა ღამე?იოანე გავაგზავნე და გავაფრთხილე სანამ არ იშოვნი უკან არ მოხვიდეთქო.
-ღმერთო რა ახლოს ყოფილხარ ჩემთან და მე ვერაფერს ვერ ვხვდებოდი.დამიანე ახლოს მივიდა და ნაზად აკოცა,დიანამ თვალები დახუჭა და ზედ ბაგეებზე უჩურჩულა დამიანეს.
-შენ არ იცოდი,მე როგორ ძალიან მჭირდებოდა ეს კოცნა.
-კიდევ უამრავ კოცნას დაგიტოვებ,შენ ჩემი ცხოვრება 300გრ-ით შემოატრიალე,შემცვალე დიანა.
-ვიცეკვოთ წვიმაში?
-ვიცეკვოთ წვიმაში და მოვუსმინოთ გაყინულ წუთები როდის ამოძრავდება რომ სიჩუმეში ისრების მოძრაობის ხმა გვესმოდეს მხოლოდ.
-არასოდეს არ ვინანებ იმ წვიმიან ღამეს.
-მე კი უკვე ვნანობ.
-რაააა?
-ხო ვნანობ,რომ ის სველი ლიფი არ შემოგაცილე ტანზე.მიკვირს შიშველი ქალი გვერდით მყავდა და როგორ შევიკავე თავი.მესამე შეხვედრაზე ისევ წვიმაში კი უკვე ჩემი გაგხადე და დღეს კი ჩვენ უკვე ოთხნი ვართ,ჩვენი ბედნიერებაც შეივსო.
-მასხარა ხარ,არც ახლა დაიხევ უკან რომ შეიძლებოდეს.
-მენატრები,მაგრამ არა ახლა ნაწამები ხარ,მაგრამ ამ წამებამ მოგიტანა ბედნიერება.მაგის დრო გვექნება საყვარელო.
-უბედნიერესი ვარ,რომ არ შევმცდარვარ არც შენში არც ანკაში და არც ნანკაში.
-ჩემთვის გაყინული წუთები იყო იმ დღის შემდეგ,როცა დემეტრე დავკარგეთ.დღეს კი გალღვა გაყინული წუთები,რადგან დემეტრე ისევ დამიბრუნდა.მე შენში ვიპოვე ჩემი ბედნიერება,შენ მე გამაბედნიერე.ყოველი ბედნიერი წუთი შენთან ერთად,თქვენთან ერთად მინდა დავხარჯო.ლამაზი ოჯახი მინდა,კიდევ ბევრი ბავშვით რომლებიც შენ დაგემსგავებიან შენი საყვარელი ნაკვთებით,ცისფერი თვალებით.
-შენ დაგემსგავსონ სიყვარულის უნარით და იმ უსაზღვრო სითბოთი ამ გულით რომ ატარებ დამიანე.ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები,ნაოჭიანიც და უკვე ჭაღარა-შერეულიც.მინდა ეს ცხოვრება შენთან ერთად რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
-შენთან ერთად ბედნიერად,უსაზღვროდ ბედნიერი ვარ რომ მყავხარ.დავბრუნდი და დღეიდან ერთი ოჯახი ვართ,მე მზად ვარ ქ-ნო დიანა დიაურიძე ჩემი სიყვარული დაგიმტკიცო და ერთმანეთში გაჩენილი სიცარიელე შეგივსო.
-გაყინული წუთები გავალღვეთ.
-დიახ,გაყინული წუთები გალღვა.

ერთი წლის შემდეგ.
დიანამ ბავშვები დააძინა და დაღლილი დაჯდა დამიანეს გვერდით.
-დაიღალე?
-ძალიან,არაფლის თავი აღარ მაქვს.
-გაეშმაკდნენ პატარები.
-ძალიან,კი არ გაეშმაკდნენ,გაველურდნენ.
-ანკას ხელში აბა რა გეგონა.გაეცინა დამიანეს.
-მარტო ანკა?იოანე,ნიკოლოზი,ალექსანდრე,ბებია და ბაბუები ყველა მაგათ მხარეს არის და მე ვეღარ ვუმკლავდები მარტო.როგორც გააველურა,წაიყვანოს და მიხედოს.
-წაიყვანს პარასკევს,შაბათს ჩვენ მივფრინავთ.
-რაა?სად მივფრინავთ.
-მივდივართ ლონდონში ერთი თვით,იოანეს დახმარება ჭირდება.
-ერთი თვით?შეიცხადა დიანამ.
-ხო რამოდენიმე დღე იოანეს მივეხმარები და შემდეგ დარჩენილი დღეებს სრულ ჰარმონიში გავატერებთ,მარტო ჩვენ და არავინ სხვა.
-არ მოვდივარ.
-რა თქვი?გაუკვირდა დამიანეს.
-არ მოვდივარ,ერთი თვე დავტოვო ჩემი ბარტყები?
-არჩევანი შენზეა,ან წამოხვალ ერთი თვით ან მე წავალ მარტო ექვსი თვით.
-6 თვით?სად მიბრძანდები 6 თვით
-არჩევანი შენზეა,ერთი თვე ერთად თუ ექვსი თვე ცალ-ცალკე.
-არ შეიცვლები ხომ?
-არა,შენ?
-ნწუ,არც მე.
-საუკეთესო ხარ,მაშ ასე ერთი თვე ერთად?
-ერთი თვე ერთად და 8 თვეში კიდევ ერთი პატარაც.
-რააა,არ მეხუმრები?
-არა,ამჯერად მოგიწევს ღამე ირბინო ჩვენს ბარტყს რაც კი მოესურვება.
-ჩემი ბედნიერება ხარ.დამიანეს ბედნიერებისაგან ცრემლიც კი დაედინა და დიანა ძლიერად ჩაიკრა მკერდში.გაყინული წუთები?აღარც კი მახსოვს ეს მომენტი როდის არსებობდა ჩემში,შენ ყველაფერი სითბოთ აავსე და ყველას გულში გაალღვე ტკივილი.მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად.
-მიყვარხარ და მაბედნიერებ.


დასასრული.
ავტორი მზია ფერაძე.
02,40.
4.19.2018.



დასრულდა,არ შემეძლო დამეღალეთ ლოდინით და ვეცადე მთელი ჩემი მუზა და ენერგია აქ ჩამედო.მინდოდა გეგრძნოთ სიხარული და იმედია არ ვიჩქარე ამ სიტორიის დასრულება,ვფიქრობ დასასრულიც ისეთივეა როგორიც მინდოდა.მადლობა ყველას იმ საოცრად თბილი გამოხმაურებისთვის რაც ამ დროის მანძილზე ვგრძნობდი ყველა თქვენთაგანისგან.ახალი ისტორიაც უკვე წერის პროცესშია,იმედია დიდი ხნით არ გავქრები.მიყვარხართ და მაბედნიერებთ,თქვენ არც კი იცით,ვერც კი ხვდებით რამხელა ძალას ვიღებ თქვენი გამოხმაურებით.



№1 სტუმარი Lia shukakidze

Dzalian momecona mziko. Dzalian didi diamovneba mivige. Carmatebebs gisurveb.

 


№2  offline მოდერი zia-maria

Lia shukakidze
Dzalian momecona mziko. Dzalian didi diamovneba mivige. Carmatebebs gisurveb.

მადლობა ლიაკო გაიხარე, heart_eyes მახარებს თქვენი კმაყოფილი კომენტარი. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Miyvars tqveni istoriebii, arasdros araa damglelad gacelili, esec droulad da lamazad daasrulet, imedia ar mogvanatrebt tavss

 


№4  offline მოდერი zia-maria

Qeti qimucadze
Miyvars tqveni istoriebii, arasdros araa damglelad gacelili, esec droulad da lamazad daasrulet, imedia ar mogvanatrebt tavss

მადლობა ჩემო ქეთი გაიხარე,მიხარია თუ დასასრული ისეთია როგორსაც ელოდით. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ნამდვილად იჩქარეთ,რა ვქნა ახლა მე რომ არ მინდოდა ჯერ დასრულებულიყო.ჩემი დამი და დიანა.ანკაზე და იოზე ბევრი ვიცინე.მალე დაგვიბრუნდით.ნამდვილად კარგი დასასრული იყო, მაგრამ მე არ მინდოდა ჯერ დაგესრულებინათ, ისეთი კარგი იყო ყველა
--------------------
ლანა

 


№6  offline მოდერი zia-maria

La-Na
ნამდვილად იჩქარეთ,რა ვქნა ახლა მე რომ არ მინდოდა ჯერ დასრულებულიყო.ჩემი დამი და დიანა.ანკაზე და იოზე ბევრი ვიცინე.მალე დაგვიბრუნდით.ნამდვილად კარგი დასასრული იყო, მაგრამ მე არ მინდოდა ჯერ დაგესრულებინათ, ისეთი კარგი იყო ყველა

heart_eyes მართლა მინდოდა იოზე და ანკაზე დამეწერა,იწქით ნიკოლოზი და ნანკაც ვიფიქრე,მაგრამ ზედმეტად გაიწელებოდა ლანა და ასე ჯობდა. kissing_heart მახარებ შენი სითბოთი და მატკბობ შენი სიტკბოთი.

 


№7  offline წევრი mia15

ყოჩაღ ძალიან კარგი იყო.სიტყვები არ მყოფნის.მომეწონა.ველოდები შენს ახალ ისტორიას

 


№8  offline მოდერი zia-maria

mia15
ყოჩაღ ძალიან კარგი იყო.სიტყვები არ მყოფნის.მომეწონა.ველოდები შენს ახალ ისტორიას

ვეცდები მალე დავასრულო. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№9 სტუმარი Marina

Martlas hesanihnavi dasasruli iko hemo zvirpaso.gisurveb sarmatebebs da uketesebis hemotavazebas????????????????

 


№10  offline მოდერი zia-maria

Marina
Martlas hesanihnavi dasasruli iko hemo zvirpaso.gisurveb sarmatebebs da uketesebis hemotavazebas????????????????

მადლობა მარინა დეიდა,გაიხარე და სულ გახარებული იყავით. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№11 სტუმარი ელეე

საოცრება იყო, სიტყვებით ვერ ავღწერ♥ ისეთია როგოტიც მეგონა თუმცა დემე არ უნდა მოგეკლა რა არ იყო სწორი♥
პ.ს გრამატიკული შეცდომა გაქვთ ბევრი თუ გამოასწორებთ უკეთესია♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent