როცა არ უნდა გიყვარდეს და შენ მაინც გიყვარს
არ თქვა, რომ სიყვარულის გემო ოდესმე გაგისინჯავს. არ თქვა, რომ შეხებაში უსასრულობა გიგრძვნია, სამუდამო ლტოლვა გიგრძვნია. არ თქვა, რომ გყვარებია იმაზე მეტად, ვიდრე წარმოედგინა ხალხს. არ თქვა,რომ შენი გრძნობები სიცრუეა. ტყუილი, რომელმაც არსებული სიხარული ფერფლად აქცია და ალტერნატიული გზების ძიებაში, გრძნობები გააქრო. არ თქვა, რომ შენი სიყვარული ნამდვლი არ ყოფილა, რადგან ნამდვილი ვარ მეც და შენც. არ თქვა, რომ უჩემობა არ გინანია, უდანაშაულო სული არ დაგიდანაშაულებია და თავი არ დაგიკარგავს... არ თქვა ! სიტყვებიც ზედმეტია. არ თქვა და არ გეტყვი, როგორ ძლიერად მიყვარხარ. არ თქვა და ვერ გაიგებ, რომ შენს გარდა გზა არასდროს მქონია. სიყვარული? საყვარელო ეს სიყვარულზე ბევრად მეტია. არა ამქვეყნიურად არსებულზე ბევრად მეტია. იმ ილუზიაზე ბევრად მეტია, რომელშიც ცხოვრება გვიწევს. მე მჯერა... მოიკრიბავ ძალას და ჩემს სახლთან დაგინახავ რაღაცის მოლოდინში, მაგრამ ეს რაღაც მოვალ. საყვარელო ვიცი, რომ მოხვალ. მოხვალ და მოიტან ვარდების სურნელს. მოხვალ და მოიტან ულევ სიხარულს. ბრძოლისგან გადაღლილები, ხალხისგან იმედგაცრუებულები ბოლოს დავდგებით ერთმანეთის პირისპირ და დავინახავ შენს თვალებში ზღვა სიყვარულს. თაფლისფერ თვალებში გარკვევით ამოვიკითხავ შენს ფიქრებს და დაუფიქრებლად ჩამიკრაგ გულში. წამი გაიყინება... ჩვემს გარშემო დრო გაჩერდება და ვიქნებით მარტო ჩვენ.- დაგპირდი და მოვედი. იტყვი გამარჯვებული იერით და ჩემს პასუხს დაელოდები. გონება გაყინული გულს დავემორჩილები, შენ დაგემორჩილები და გეტყვი:- "და სიყვარული იცი როდის არის ნამდვილი? როცა არ უნდა გიყვადეს და შენ მაინც გიყვარს!" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.