შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინუჟდენში დაქორწინებულები 5


19-04-2018, 10:46
ავტორი ubraloooo tipi
ნანახია 4 300

მზის სხივებმა გამომაღვიძეს, რომლებიც ონავრად დათამაშობდნენ ჩემს ქუთუთოებზე. თვალები არ გამიხელია, ჯიუტად გადავტრიალდი მეორე მხარეს და ძილის შებრუნება ვცადე. უცებ თავში ერთდროულად ამომიტივტივდა გუშინდელი დღის მოგონებები და თვალები ვჭყიდე. ლამის საწოლიდან გადმოვვარდი.
დისორიენტირებულს, წუთზე მეტი დამჭირდა მხედველობის გასაწმენდად და გარემოს მოსათვალიერებლად. ჩემს ოთახში ვიყავი, ჩემს საწოლში ვიწექი. თავს ძალა დავატანე, მაგრამ ვეჯრაფრით გავიხსენე, როგორ მოვედი სახლში. მეხსიერებაზე თითქოს ბინდი გადამფენოდა.
ოხვრით წამოვდექი საწოლიდან. იგივე კაბა მეცვა, რაც გუშინ. გავიზმორე, ხმამაღლა დავამთქნარე და გეზი აბაზანისკენ ავიღე.
ცხელ წყალში იქამდე ვინებივრე, სანამ თითები არ დამინაოჭდა. თან ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი დეტალი მახსენდებოდა გუშინდელი საღამოდან. თითოეული მოგონებების გახსენებაზე გაუაზრებლად მეღიმებოდა. ხო, მართალია-ალექსი თავისი მუდმივი სარკაზმით უზომოდ გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ რომ არა ის, არ მოხდებოდა ის რაც გუშინ მოხდა, გუშინდელი დღე კი ჩემთვის საუკეთესო იყო მამის გარდაცვალების შემდეგ. თითქოს ჩემს უღიმღამო ცხოვრებაშიც გამოიდარა. ყველაფრის მიუხედავად გუშინდელი საღამო მაინც სასიამოვნო მოგონებად დამრჩა.
აბაზანიდან გამოსულმა მალე ჩავიცვი და დაბლა ჩავედი. ცარიელ მისაღებს თვალი მოვავლე და პირდაპირ სამზარეულოში გავედი. აქაურობას წკრიალი გასდიოდა. აქაც სიცარიელე დამხვდა. უზარმაზარი, ორბრთიანი მაცივარი გამოვაღე, შევათვალიერე და სასურველი პროდუქტები გამოვიღე. მინერალური წყალი ბოთლითვე მოვიყუდე. თავს ჯერ კიდევ ცუდად ვგრძნობდი.
ნახევარ საათში ჩემი გაკეთებული ომლეტის ჭამა დავასრულე. წამოვდექი და გასარეცხი ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში შევაწყვე, როცა უკნიდან ნაბიჯების ხმა მომესმა.
-ახალი მოსამსახურე ავიყვანე-მომესმა დედაჩემის ხმა ზურგსუკან-ხვალიდან დაიწყებს მუშაობას.
-კარგია- ერთი სიტყვით შემოვიფარგლე. მივხვდი საუბრის წამოწყებას ცდილობდა, ამიტომ დავასწარი და ის კითხვა დავუსვი, რომელიც პირველი მომადგა ენაზე
-სახლში ვინ მომიყვანა?-მისკენ შევბრუნდი.
-შენმა მომავალმა საქმრომ- ეს სიტყვები ისე წარმოთქვა, თითქოს ძალიან ამაყობდა ამით.
-საიდან დაასკვენი რომ ჩემი მომავალი საქმროა?-წარბები ავწიე უკმაყოფილომ.
-ასეთ ბიჭს შენც კი ვერ ეტყოდი უარს ანა- მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა თეამ.
-დედაჩემი ხარ და საერთოდ არ მიცნობ!- მივახალე უხეშად და უკანმიუხედავად გამოვედი სამზარეულოდან. ვიცოდი, რომ გული ვატკინე, მაგრამ მე მხოლოდ სიმართლე ვუთხარი. თეა მართლა არ მიცნობდა. ჩემში ყოველთვის მხოლოდ იმას ხედავდა, რაც თვითონ უნდოდა რომ დაენახა. მუდამ ცდილობდა ჩემგან მისთვის მისაღები თოჯინა გამოეძერწა, რომელიც მუდამ მაღალ საზოგადოებაში იტრიალებდა და ოჯახის სახელს არ შეარცხვენდა.
,,მორჩა დედა, დროა ჩემი წესებით ვითამაშო!''


რამდენიმე დღე გავიდა. ჩემი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ყოველდღე ერთიდაიგივე-ძილი, ჭამა, კითხვა, ცხელი წყალი, ფიქრი, ძილი. გარე სამყაროს ისევ მოვწყდი. გეგასგან აღარაფერი არ გვსმენია. ვიცოდი თვითონ შემატყობინებდა ქორწილის თარიღს, მაგრამ ეს ჩემს დაბადების დღემდე არ მოხდებოდა, ამიტომ ამაზე ზედმეტი ფიქრით თავი აღარ შემიწუხებია.
დღეები ჩემს დაბადების დღემდე მალე გაილია. თეას აშკარად არ ახსოვდა მისი შვილის დაბადების დღე რომ ახლოვდებოდა. ცოტა მეწყინა, მაგრამ არაფერი არ მითქვამს.
,,-მერე რა მოხდა, შენი დაბადების დღე ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი დღე!''- გამუდმებით ვუმეორებდი საკუთარ თავს.
საბოლოოდ ჩემმა შეგონებებმა თავისი ქნა და მართლაც აღარ ვფიქრობდი ამ დღეზე. დიდი ამბავი, თუ 18 წლის წინ, ამ დღეს დავიბადე, დედამიწას დიდი არაფერი მომატებია მაინც... მერე რა, თუ უკვე სრულწლოვანი ვიყავი?! ოდესღაც ყველას ცხოვრებაში დგება ეს მომენტი.
ასე გათენდა ჩემი დაბადების დღე.
მთელი დღე, ოთახიდან არ გავსულვარ, საწოლში ვიწექი და ვკითხულობდი. საძინებელში არც მობილური არ მქონდა, ასე რომ არავისთან არ მქონია კონტაქტი. მეგონა დედაჩემსაც კი დაავიწყდა ჩემი დაბადების დღე, მაგრამ შუადღეს მოულოდნელად ჩემი ოთახის კარი გაიღო და ზღურბლზე დედაჩემი გამოჩნდა. ხელში მოზრდილი მაფფინი ეჭირა, რომელზეც ერთადერთი სანთელი ენთო. ვითომ არაფერი ისეთი, მაგრამ თეას ამ ჟესტმა გული მომილბო.
უგემრიელესი მაფფინის ჭამა დავასრულე და თეას გავხედე. ხელში ლამაზად შეფუთული ყუთი ეჭირა. მკრთალი ღიმილით გამომიწოდა საჩუქარი. უხმოდ გამოვართვი და გახსნა დავუწყე. ყუთში წვრილ ვერცხლის ჯაჭვზე ჩამოკიდებული წყვილი ფრთა ეკიდა. ყელსაბამი სულ ცოტა ასი წლის მაინც უნდა ყოფილიყო. ვერ მივხვდი რა დატვირთვა უნდა ჰყონოდა ამ ყელსაბამს. დედას გაკვირვებულმა ავხედე.
-ეს ყელსაბამი მამაშენს ეკუთვნოდა-დაიწყო თეამ. სუნთქვა შემეკრა. მაშინვე ყურები ვცქვიტე.-მამაშენს ის პაპაშენმა აჩუქა, მას კი მამამისმა, იმის ნიშნად, რომ არასდროს დანებებულიყო მიზნისკენ სწრაფვისას, მაგრამ ამ დროს საკუთარი ფრთები არ დაეკარგა. მამაშენს უნდოდა ეს შენთვის გადმოეცა, მაგრამ...-დედამ თვალი მომარიდა.
ყელსაბამს გაოცებული დავყურებდი. ეს უბრალო ძველი ვერცხლის ყელსაბამი, ახლა ჩემთვის მილიონებად ღირდა.
-მე...-ამოვიბლუყუნე-მადლობა.
მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. არც ყოფილა საჭირო. დედა ყველაფერს მიხვდა. მკვდარი ღიმილით გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.
ენაჩავარდნილი კიდევ დიდხანს დავყურებდი ბრთებს. შემდეგ ნაზად ვაკოცე და კისერზე დავიკიდე.
საწოლიდან წამოვდექი, წიგნების თაროდან ახალი წიგნი ავარჩიე და იქვე დივანზე კომფორტულად მოვთავსდი. იმდენად მოსაწყენი წიგნი აღმოჩნდა, რომ მალე ჩამეძინა.


-არა ალექს, ამას არ გავაკეთებთ!-ჩურჩულებდა ნაცნობი ხმა.
-კარგი რა ლუკა?! მაგრად გავერთობით-არ დააყოვნა ონავრულმა ხმამ.
-ჩვენ შორის მხოლოდ შენ გაერთობი-იყო პასუხი.
-როდიდან გახდი ასეთი მოსაწყენი?!-ამოიოხრა ბიჭმა.
-ეს ყველაზე საშინელი მილოცვა იქნება!-უჩურჩულა ლუკამ
-არა, ყველაზე საშინელი არა. გახსოვს ჩემი ძმას საკუთარ დაბადების დღეზე, საწოლში ბაყაყი რომ დახვდა?-ჩაიცინა ალექსმა.
-ანა დენიელზე ბევრად საყვარელია... შეხედე რა საყვარლად ჩასძინებია კითხვის დროს...
-ნწ! დენიელს ვერც კი შეედრება!-ხმაში გაღიზიანება ეტყობოდა-ჰა, გამიშვებ ახლა?
-ალექს არა! ანას საკუთარ დაბადების დღეზე წყალს არ გადაასხავ!
როგორც კი ლუკას ბოლო სიტყვები გავიაზრე, თვალები ვჭყიდე და ფეხზე წამოვვარდი. ბიჭები მოულოდნელობისგან შეხტნენ და უკან გაიწივნენ. ახალ გაღვიძებულს თავბრუ მეხვეოდა და მზერა დამბიდვოდა, მაგრამ მაინც მოვახერხე და საბრძოლო პოზაში დავდექი.
-არ გაბედო და არ მომეკარო ალექს, თორემ ხელებს მოგამტვრევ!-წამოვიძახე უკონტროლომ.
მზერა გამეწმინდა თუ არა, დავინახე ბიჭების გაფითრებული სახეები. ალექსი ლუკას ზურგს უკან იდგა და გაფართოებული ცისფერი თვალებით შემომცქეროდა. ხელში წყლით სავსე ჭიქა ეჭირა. დაძაბული შევყურებდი და ხელჩართული ბრძოლისთვის ვემზადებოდი. დაძაბულობა ლუკას ბოლო ხმაზე სიცილმა გააქრო.
-აუ, რა ჩაგიტარა!-სიცილს შორის ამოთქვა ბიჭმა.
ალექსმა ჭიქა იქვე დადგა და მეც მოვეშვი. ამასობაში ლუკა სიცილს მორჩა, ყურებამდე გამიღიმა და ხელები გაშალა.
-დაბადების დღეს გილოცავ! მოგესალმებით სრულწლოვანთა სამყაროში-მაგრად ჩამეხუტა. ვანილის სუნი ასდიოდა.
-მადლობა... აქ როგორ შემოხვედით? -გაკვირვებული ვიყავი.
-დედაშენმა შემოგვიშვა-გაიკრიჭა ლუკა- შენგან განსხვავებით, ალექსს მისი მოხიბვლა არ გასჭირვებია.
ალექსს გავხედე. სულ არ გვაქცევდა ყურადღებას. ჩემს ოთახს უკმაყოფილო სახით ათვალიერებდა. არც მე მომწონდა ჩემი ოთახი, დიდი სიამოვნებით შევცვლიდი ინტერიერს, მაგრამ ახლა არც ამის თავი მქონდა, არც დრო და არც ფული. პრინციპში, რამდენიმე თვეში მაინც ალექსთან ერთად ახალ სახლში მომიწევდა გადასვლა, ასერომ ამას მაინც აღარ ჰქონდა აზრი.
შევამჩნიე, რომ ბიჭმა მზერა წიგნების თაროზე შეაჩერა და კუთხის ტუჩე ჩატეხა. ყურადღება აღარ მივაქციე და ლუკას მივუბრუნდი.
-აქ რას აკეთებთ?
-დღეს ხომ შენი დაბადების დღეა!- მიპასუხა ვითომ აღშფოთებულმა ლუკამ.
-კიდევ კარგი უთხარი ლუკა, თორემ ალბათ თვითონ არ იცოდა-ჩაიცინა ალექსმა.
ლუკამ მის რეპლიკას ყურადღება არ მიაქცია:
-ამ დღეს საკუთარ ოთახში ჩაკეტილი ვერ გაატარებ! უნდა გავერთოთ!
-ლუკა არამგონია ეს კარგი იდე...
-ამას აღარ განვიხილავთ-შემაწყვეტინა ბიჭმა-დაბლა დაგელოდებით.-მიტრიალდა და ოთახიდან გავიდა. ალექსიც უკან მიჰყვებოდა, მაგრამ კართან გაჩერდა, შემოტრიალდა და სარკასტულად გაიღიმა.
-პიჟამოებში ძალიან სექსუალურად გამოიყურები.-ენის წვერი დაბლითა ტუჩზე გადაისვა.
გავწითლდი.
-გაეთრიე ჩემი ოთახიდან!-ვუყვირე ბოლო ხმაზე, საწოლზე ბალიშს ხელი დავავლე და ალექსს გავუქანე. ბიჭი თვალის დახამხამებაში გავიდა ოთახიდან და კარი გაიკეთა. ჩემი ნასროლი ბალიში კი დახურულ კარს მოხვდა.
სარკესთან მივედი და ჩემს გამოსახულებას მივაშტერდი. უბრალო, ბამბის თეთრი პიჟამა მეცვა, არაფერი განსაკუთრებული.
,,ალექსს უბრალოდ შენი გაბრაზება უნდა. არ დაგავიწყდეს, ცდილობს თამაშიდან ჩამოგაშოროს!''-შევუძახე ჩემს თავს.
მალე მოვწესრიგდი. ჯინსის შარვალი, ზოლებიანი ზედა და კედები ჩავიცვი. თმა უკან ჩავიწანი და სარკეში ჩავიხედე. გაოცებული დავრჩი. სარკიდან ის გოგო არ შემომცქეროდა რომელიც ასეთი ნაცნობი იყო ჩემთვის უკვე რამდენიმე თვეა, ჩამკვდარი, უსიცოცხლო თვალებითა და სევდიანი გამომეტყველებით. არამედ სრულიად ახალი, ცოცხალი გოგონა, რომელსაც სიცოცხლისთვის მიზეზი გააჩნდა.
ჩემს თავს გავუღიმე და დაბლა ჩავედი. მისაღები ტრადიციულად ცარიელი დახვდა. სამზარეულოში გავედი და გაოცებული გავშეშდი. ნამდვილად არ ველოდი იმ სურათს, რაც იქ დამხვდა. დედა გაზქურიდან ახლად გამომცხვარ ნამცხვარს იღებდა. ცხოვრებაში არასდროს მინახავს თეას რამე გამოეცხოს. მდიდარ ოჯახში გაზრდილს, მდიდარი ქმრის ცოლს, მოსამსახურეების წყალობით ეს არც არასდროს დასჭირვებია. ლუკა მასთან ახლოს იდგა და პომიდორს ჭრიდა. ალექსი კი ბარის სკამზე შემოსკუპებულიყო და ცხელ სითხეს სვამდა.
-ხოდა, იმის შემდეგ სკოლაში ვერცერთი ბიჭი ვერაფერს ვეღარ უბედავდა-გაიცინა თეამ. მისი სიცილი ისეთი უცხო იყო ჩემთვის და ამავდროულად ისეთი ნაცნობი... ვიცოდი რომელ ისტორიას ჰყვებოდა. სავარაუდოდ იმას, საშუალო სკოლაში ბიჭი რომ ვცემე, იმის გამო, რომ კლასელ გოგოს ჩაგრავდა.
-ვერასდროს ეგუებოდა უსამართლობას და ამის გამო ძალიან ხშირად ექმნებოდა პრობლემ... -ფირუზისფერი თვალები მე შემომანათა- ანა მოხვედი?
-არა, გეჩვენები.-უემოციოდ ვთქვი და კარის ჩარჩოს მივეყუდე.
-ანა შენი საჩუქრები მანდ დევს-თავით მანიშნა ლუკამ ყუთებზე და შემდეგი პამიდორის დაჭრას შეუდგა-მიდი, გახსენი.
-შენი რომელია?-ვკითხე ბიჭს
-მოზრდილი ყუთი-მიპასუხა უკან მოუხედავად.
ალექსის საჩუქარს ვერ ვენდობოდი, ამიტომ პირველი ლუკას საჩუქრის გახსნას შევუდექი. მოზრდილ ყუთში ოვალური ფორმის შავი ნივთი იდო, რომელსაც უამრავი პატარა ნახვრეტი ამშვენებდა. ბურთს დასადგამი და დენში შესაერთებელიც ჰქონდა. უაზროდ დავაცქერდი ამ უცნაურ ნივთს და ერთი იდეაც არ მომივიდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო.
-ამ... მადლობა.-ვთქი გაურკვევლობაში მყოფმა.
ლუკას გაეცინა.
-ძილის წინ შუქი ჩააქრე, ეს ოთახის შუაგულში დადგი და დენში შეაერთე.-ამიხსნა მან.
-კარგი.-ვუპასუხე და თვალი ალექსის საჩუქრისკენ გავაპარე.
-გახსენი, ბომბი არაა-უემოციოდ მითხრა ბიჭმა. ტონზე მივხვდი, რაც არ უნდა ყოფილიყო ამ პატარა ყუთში, გადმოცემა დიდად არ ეპიტნავებოდა.
უფრო მეტად მომაწვა ინტერესი. მაშინვე ხელი ვტაცე მომცრო ყუთს და შესაფუთი ქაღალდი შემოვახიე. თავი ავხადე თუ არა, ენა ჩამივარდა. ყუთში ულამაზესი ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი იდო.
-ულამაზესია-აღმოვთქვი
ალექსმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ყავის სმა განაგრძო. ცისფერი თვალებით ისე ჩაშტერებოდა ყავის ფინჯანს, თითქოს ადამიანთა სიცოცხლის არსზე ეგულებოდა შიგნით პასუხი.
ლუკამ ხელები შეიმშრალა და მე მომიბრუნდა.
-წავედით.
ალექსი მაშინვე წამოდგა.
-ცოტა ხანი ვერ დარჩებით?-აშკარად გული დაწყდა დედას.
-სამწუხაროდ ვერა-გულრწფელად უპასუხა ლუკამ-ჩემი შეყვარებული გველოდება.
-გაუბრთხილდით კარგი?
-მაგაზე ნუ იღელვებთ, სანდო ხელშია-გაიკრიჭა ლუკა.


-სად მივდივართ?-ვიკითხე მას შემდეგ, რაც ლუკას მანქანაში ჩავჯექით.
-კლუბში-იყო მარტივი პასუხი.
კლუბი. მაინცდამაინც არ ვიყავი კლუბების მოყვარული. არც ხმაური და გართობა მიზიდავდა დიდად, მაგრამ ლუკასთვის არაფერი არ მითქვამს.
-შენი შეყვარებულიც იქ იქნება?-გამახსენდა დედას რომ უთხრა.
-ხო...-ამოიოხრა ლუკამ-მგონი დღეს დავშორდები...-მთავარ მაგისტრალზე გადაუხვია.
-როგორც იქნა!-თვალები გაუნათდა წინა სავარძელზე მჯდომ ალექსს.-ან ამდენ ხანს როგორ უძლებდი ნეტა...
-კი მაგრამ, რატომ არ მოგწონს ეგ გოგო ასე ძალიან? მე გასაგებია, მაგრამ შენ რაღა დაგიშავა სოფიმ?-წარბი ასწია ლუკამ.
მომეჩვენა, რომ ალექსს ფერი გადაუვიდა სახიდან. საინტერესოა რა აკავშირებთ მას და ლუკას შეყვარებულს?
,,ამას მალე გავიგებ''-დავამშვიდე ჩემი თავი.
-რომელ კლუბში მივდივართ?ვიკითხე და ალექსიც გადავარჩინე პასუხის გაცემას.
-,,ბლექარეაში''.
ნაცნობი კლუბის სახელის გაგონებაზე თვალები ვჭყიტე. არა, შეუძლებელია. ქალაქში უამრავი კლუბია და რაღა მაინცდამაინც მანდ მოუნდათ წასვლა?!
-აუცილებელია მაგ კლუბში წავიდეთ?-ვიკითხე იმედით.
-რამე პრობლემაა?-მკითხა 8, რომელიც ეჭვით მიყურებდა.
-არა... უბრალოდ...
-რა?-წარბი ასწია.
-მანდ ჩემი ძველი ნაცნობები არიან ხოლმე ხშირად და...
-და მათთან შეხვედრა არ გინდა?-მკითხა ლუკამ.
-აჰამ-დავეთანხმე მაშინვე.
-კარგი, მაშინ სოფის მალე ვნახავ და წამოვიდეთ იქიდან, კარგი?
-კარგი.-შევეცადე გულის ათჯერ აჩქარებული ძგერა დამეიგნორებინა.


სანამ კლუბამდე მივიდოდით, წინა სავარძლიდან ხშირად ვგრძნობდი ალექსის მზერას.
-,,რაღაც იეჭვა''-გამიელვა გონებაში.
მალე ჩემთვის კარგად ნაცნობი კლუბის წინ ვიდექი. სახეზე იასამნისფერი და ლურჯი სინათლეები მეფინებოდა. ჩემი თავის მაღლა კი ციმციმა ასოებით ეწერა- ,,DARK AREA". დეჟავუს გრძნობა ერთბაშად მომაწვა. არ მეგონა თუ აქ მოსვლა ისევ მომიწევდა. ფიქრებში ვიყავი გართული, როცა მხარზე მძიმე ხელი ვიგრძენი.
-აბა, შევდივართ?-მკითხა ლუკამ.
ალექსს გადავხედე, რომელიც ჩვენს გარეშე გაუჩინარდა კლუბის შესასვლელში. ლუკას თავი დავუქნიე და ალექსს მივყევი.
შესვლისთანავე ვიგრძენი ალკოჰოლის, სიგარეტისა და ოფლის მძაფრი სუნი. ელექტრონულმა მუსიკამ მაშინვე ტვინის ნაწილაკებზე დაიწყო მოქმედება. გარშემო, ყველგან ოფლიანი მოცეკვავე სხეულები იყვნენ. ლუკამ პირდაპირ ბარისკენ წამიყვანა. მოცეკვავე ახალგაზრდებს შორის გზა გავიკვალეთ და ბარამდე მივაღწიეთ, სადაც ალექსს უკვე მოესწრო სასმლის შეკვეთა. მის გვერდით ცარიელი სკამი დავიკავე და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე რამდენიმე ნაბიჯში მყოფი მოკლეკაბიანი გოგონა, რომელიც როგორც ჩანს ამ ადგილზე დაჯდომას აპირებდა. გაღიზიანებული ჩანდა, არადა გარშემო უამრავი ცარიელი ბარის სკამი იყო.
-აი ისიც-ამოიოხრა ლუკამ. მის მზერას თვალი გავაყოლე. ლამაზ, ქერა გოგოს უყურებდა. ეს უნდა ყოფილიყო სოფი. გოგოს იმდენად ამოღებული ზედა ეცვა, სავსე მკერდი მთლიანად უჩანდა.-ცოტა ხანი დაგტოვებთ და ერთმანეთი არ დახოცოთ იცოდეთ!-ბავშვებივით დაგვარიგა.
-წარმატებებს გისურვებ.-უკან მოუხედავად უთხრა ალექსმა და სასმელი მოწრუპა.
-ხო, ეგ ნამდვილად მჭირდება.-ამოიოხრა ლუკამ და თავისი შეყვარებულისკენ დაიძრა.
შევამჩნიე როგორ მოატრიალა ალექსმა თავი და მტრული მზერა გასტყორცნა იქით, სადაც წესით სოფი უნდა მდგარიყო.
-,,არა, ნამდვილად რაღაც ხდება ალექსსა და ლუკას შეყვარებულს შორის''-დავასკვენი.
ბარმენს წყალი შევუკვეთე და ალექსს მივუტრიალდი.
-სოფი მოგწონს?-ვკითხე ყველანაირი მიკიბ-მოკიბვის გარეშე.
ალექსი გაოცებული მომაჩერდა. მომეჩვენა, რომ გუგებიც გაუფართოვდა. ენა ჩაუვარდა და მეგონა მიზანში გავარტყი, მაგრამ მოულოდნელად თავი უკან გადააგდო და გულწრფელად დაიწყო სიცილი. აშკარად არ თვალთმაქცობდა. ძალიან უხდებოდა სიცილი.
-საიდან დაასკვენი?-აგდებულად, დამცინავად შემომხედა.
-ლუკას სულ იმას ეჩიჩინები დაშორდიო... როცა ლუკამ გკითხა რას ერჩიო, ანერვიულდი. ახლა კი მათი მიმართულებით ისეთი სახით გაიხედე... საკუთარი ძმაკაცის შეყვარებული მოგწონს?-ისე ვკითხე, თითქოს ბრალდებას ვუყენებდი.
ალექსს ბრაზისგან სახეზე სისხლი მოაწვა. ხელები მომუშტა და თვალები ავად აუელვარდა. მივხვდი, დიდი შეცდომა დავუშვი რომ ეს ვუთხარი.
-ლუკა საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. მას ვერასდროს დაფარავს ვიღაც გოგო, რომელსაც ძუძუები ჭკუაზე ათჯერ დიდი აქვს. -კბილებში გამოსცრა-არა, სოფი არ მომწონს. არასდროს ყოფილან მისნაირი გოგოები ჩემი ყურადღების ეპიცენტრში.
-აბა რა ხდება?
ალექსი დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში. შემდეგ თვალი მომარიდა, სასმლის ჭიქა ერთი მოყუდებით გამოცალა და თითქმის ჩურჩულით დაიწყო ლაპარაკი ბარზე იდაყვებით დაყრდნობილმა.
-სოფი პირველად ნახევარი წლის წინ ვნახეთ მე და ლუკამ ერთ-ერთ კლუბში. როგორც უკვე ავღნიშნე, მისნაირი გოგოები ჩემს ყურადღებას არ იქცევენ და მაშინაც ასე მოხდა. იმ ღამით ჩემთან ლაპარაკის წამოწყება სცადა, მაგრამ დიდი არაფერი არ გამოუვიდა და შემეშვა. ჩემგან განსხვავებით, ლუკას ყურადღება მარტივად მიიქცია. მეორე ღამითაც იგივე კლუბში დაგვხვდა. ამჯერად ჩემზე დრო აღარ დაუკარგავს, პირდაპირ ლუკას დაკერვაზე გადავიდა. პირველი რამდენიმე კვირა ყურადღებას არ ვაქცევდი მათ ფლირტს, სანამ ოფიციალურ პაემნებზე არ დაიწყეს სიარული. მერე ლუკამ გამომიცხადა ჩემი შეყვარებული უნდა გაგაცნოო. დარწმუნებული ვიყავი, რომ სოფის აღარ ვახსოვდი. ასეც აღმოჩნდა (ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა). სოფი ჩვეულებრივად იქცეოდა. მეც დავივიწყე მისი უაზრო ფლირტის მცდელობა ჩემთან. ეგ გოგო დიდად არ მომწონდა, მაგრამ ლუკას გამო ყველაფერს შევეგუებოდი. სოფისგან თავს ყოველთვის შორს ვიჭერდი, რატომღაც მაღიზიანებდა, თუმცა ლუკას გამო მაინც ხშირად იკვეთებოდა ჩვენი გზები. ერთხელ, როცა ბარში ვიჯექით, ლუკას სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და წასვლა მოუწია. ვერც კი დაიჯერებ რა გააკეთა. ჩემი კოცნა სცადა და როცა უხეშად მოვიშორე იმის მტკიცება დამიწყო, რომ ძალიან მოვწონვარ. მითხრა ლუკასთან მხოლოდ იმის გამო ვარ, რომ შენი ნახვის მიზეზი მქონდესო. აღმოჩნდა, რომ ლუკა თავიდანვე ჩემი ყურადღების მისაქცევად დაკერა.-მწარედ ჩაიცინა ბიჭმა და კიდევ ერთი სასმლის ჭიქა გამოცალა-მე კი ვერ ვუთხარი... ჩემს საუკეთესო მეგობარს ვერ ვუთხარი, რომ მისი შეყვარებული მხოლოდ ჩემს გამო იყო მასთან.
გაკვირვებული ვუცქერდი. ალექსი, რომელიც ახლა ჩემს წინ იჯდა, არც ჩემს გაღიზიანებას იწვევდა და არც ზიზღს. ვფიქრობდი როგორ დამეწყნარებინა.
-ახლა დაშორდება, მთავარი ესაა-ვუთხარი თითქმის ჩურჩულით.
ალექსმა გადმომხედა და ცალი წარბი ასწია. შემდეგ ჩემთვის ასეთი ნაცნობი სარკასტული ღიმილით გამიღიმა.
-თუ ასე ძალიან გინდა ჩემი ნუგეში, მაშინ იცოდე, უკეთესი საშუალებებიც არსებობს-ტუჩზე იკბინა.
რამდენიმე წამში გავიაზრე რას გულისხმობდა ,,ნუგეშის უკეთეს საშუალებაში'' და სახეზე სისხლი მომაწვა.
-ნამდვილი ალექსი დაბრუნდა-ჩავილაპარაკე ჩემთვის.
მე ხასიათი გამიფუჭდა, მაგრამ სამაგიეროდ ალექსი დადგა შესანიშნავზე.
-იმ ნაცნობების ნახვა რატომ არ გინდა, წეღან რომ ახსენე?-მკითხა ალექსმა.
-დარწმუბებული ხარ რომ ეს შენი საქმეა?-მივუბრუნდი დაცინვით.
-რა უხეში ხარ პატარა!-თმა უკან გადაიწია- არაუშავს, როცა დავქორწინდებით, მოგარჯულებ.-ისე შემომხედა, მივხვდი, არ ხუმრობდა.
-სანამ დავქორწინდებით, შენს საცოლეს რამე უალკოჰოლო სასმელი უყიდე, ყელი დამიშრა.-ბარისკენ შევბრუნდი.
ალექსმა მხოლოდ ჩაიცინა და ჩემთვის უალკოჰოლო სასმელი შეუკვეთა.
-ანა!
მომესმა ხმა უკნიდან. გავშრი. მშვენივრად ვიცოდი ეს ხმა ვისაც ეკუთვნოდა და ახლა უკან შებრუნებას, სიკვდილი მერჩივნა. ვინატრე ცოტა ხნით გავმქრალიყავი, ოღონდ უკან არ შევბრუნებულიყავი. ალექსს ჩემი სახელის გაგონებაზე, ინტერესი გამოეხატა სახეზე. შებრუნდა და იმ ადამიანს მიაჩერდა, რომლის დანახვაც ასე არ მინდოდა.
ბარის სკამი ნელა შევაბრუნე:
-გამარჯობა კრისტოფერ-გავიღიმე ნაძალადევად.



№1  offline წევრი Tekla99

ძალიან ძალიან დავინტრიგდიიიი!

 


№2 სტუმარი მარი. ელ❤

ძალიან მაინტერესეებს მალე დადე შემდეგიი❤❤❤

 


№3  offline წევრი მართაა

დაიდოს ძალიან მალე რაა heart_eyes
შენ ხარ საოცარი, აიი ძალიან ძალიან ძალიან კარგიიი........... <3

 


№4  offline წევრი ubraloooo tipi

Tekla99
ძალიან ძალიან დავინტრიგდიიიი!

ასეც უნდა მომხდარიყო ❤️

მარი. ელ❤
ძალიან მაინტერესეებს მალე დადე შემდეგიი❤❤❤

შევეცდები ❤️

მართაა
დაიდოს ძალიან მალე რაა heart_eyes
შენ ხარ საოცარი, აიი ძალიან ძალიან ძალიან კარგიიი........... <3

მადლობა ძალიან ძალიან ძალიან დიდი ❤️

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიან კარგია... არ დააგვიანო და მალე დადდ რა.

საინტერესოა

 


№6  offline წევრი ubraloooo tipi

ანი ანი
ძალიან კარგია... არ დააგვიანო და მალე დადდ რა.

საინტერესოა

Didi Madloba ❤️

 


№7  offline წევრი ubraloooo tipi

meocnebe avadmyopi
ვინაა ეს ბიჭი?ანას რა აკავშირებს ამ კლუბთან?
კარგი თავი იყო ,კიდე კაი ის დაშორდა იმ გოგოს თორე მე მოვკლავდი
სად მყავს ასე გასაცემი ბიჭი,ჩემი ლუკა უკეთესს იმსახურებს

ის ბიჭი ვინაა შემდეგ თავში გავიგებთ :))) ლუკა მართლა უკეთესს იმსახურებს და დარწმუნებული ვარ იპოვის კიდეც ❤️ მიხარია, რომ მოგწონს ❤️

 


№8  offline წევრი ჟიზელი

მომწონს ^^ მე კი დიდი კრიტიკოსი ვარ და ამ დროს მომწონს

 


№9  offline წევრი ubraloooo tipi

ჟიზელი
მომწონს ^^ მე კი დიდი კრიტიკოსი ვარ და ამ დროს მომწონს

ძალიან მიხარია ❤️

 


№10 სტუმარი mari

sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs???? imedia ar gvalodineb da male dadeb ????

sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs imedia ar gvalodineb da male dadeb

sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs imedia ar gvalodineb da male dadeb[/quote]

 


№11  offline წევრი ubraloooo tipi

[quote=mari]sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs???? imedia ar gvalodineb da male dadeb ????

sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs imedia ar gvalodineb da male dadeb

sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs imedia ar gvalodineb da male dadeb[/quote][/quote]
[quote=mari]sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs???? imedia ar gvalodineb da male dadeb ????

sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs imedia ar gvalodineb da male dadeb

sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs imedia ar gvalodineb da male dadeb[/quote][/quote]
ძალიან ძალიან მახარებთ! ❤️ შევეცდები მალე დავდო ❤️

ხო მართლა... ამ ფოტოზე გამოსახული გოგო ისტორიის გმირი არ არის :DDD მეგობარია :DDD ❤️ უბრალოდ უცებ ისტორიისთვის ფოტო ვერ ვიპოვე და მისი დავადე XDD <3

 


№12  offline წევრი nathali lifhonava

[quote=ubraloooo tipi][quote=mari]sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs???? imedia ar gvalodineb da male dadeb ????

sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs imedia ar gvalodineb da male dadeb

sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs imedia ar gvalodineb da male dadeb[/quote][/quote]
[quote=mari]sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs???? imedia ar gvalodineb da male dadeb ????

sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs imedia ar gvalodineb da male dadeb

sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs imedia ar gvalodineb da male dadeb[/quote][/quote]
ძალიან ძალიან მახარებთ! ❤️ შევეცდები მალე დავდო ❤️

ხო მართლა... ამ ფოტოზე გამოსახული გოგო ისტორიის გმირი არ არის :DDD მეგობარია :DDD ❤️ უბრალოდ უცებ ისტორიისთვის ფოტო ვერ ვიპოვე და მისი დავადე XDD <3[/quote]
შესანიშნავი ფოტოა და შენი მეგობარიც ძალიან ლამაზია ხდდ (გოგო ვარ ბიიჭიი არ გეგოონოო joy ისტორიას რაც შეეხება ძააალიიან მომწოონს და მალე დადე რაა <3 მაიინტერესებბს იისბიჭიი ვინაააა ანნ ანნნასთან რაა აკავშიირებბს heart_eyes მალედადეგთხოვ <3
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№13  offline წევრი ubraloooo tipi

[quote=nathali lifhonava][quote=ubraloooo tipi][quote=mari]sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs???? imedia ar gvalodineb da male dadeb ????

sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs imedia ar gvalodineb da male dadeb

sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs imedia ar gvalodineb da male dadeb[/quote][/quote]
[quote=mari]sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs???? imedia ar gvalodineb da male dadeb ????

sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs imedia ar gvalodineb da male dadeb

sauleteso istoriaa rac ki odesme wamikitxaavs imedia ar gvalodineb da male dadeb[/quote][/quote]
ძალიან ძალიან მახარებთ! ❤️ შევეცდები მალე დავდო ❤️

ხო მართლა... ამ ფოტოზე გამოსახული გოგო ისტორიის გმირი არ არის :DDD მეგობარია :DDD ❤️ უბრალოდ უცებ ისტორიისთვის ფოტო ვერ ვიპოვე და მისი დავადე XDD <3[/quote]
შესანიშნავი ფოტოა და შენი მეგობარიც ძალიან ლამაზია ხდდ (გოგო ვარ ბიიჭიი არ გეგოონოო joy ისტორიას რაც შეეხება ძააალიიან მომწოონს და მალე დადე რაა <3 მაიინტერესებბს იისბიჭიი ვინაააა ანნ ანნნასთან რაა აკავშიირებბს heart_eyes მალედადეგთხოვ <3[/quote]
Shevecdebi ❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი უსახელო

არ იჩქარო დახვეწე.

 


№15  offline წევრი ubraloooo tipi

სტუმარი უსახელო
არ იჩქარო დახვეწე.

კარგი ❤️

 


№16  offline წევრი teengirllove

dzalian saintereso iyoo ,male dade shemdegi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent