ნეტავი გუშინ რა იყო...
არ ვიცი გუშინ რა იყო ფიქრები ქარმა წაიღო; ბინდი გაჰკვრია გონებას არ მახსოვს ადრე რა იყო! არ ვიცი თავში რა იყო, არ ვიცი გულში რა იყო; მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი წუთები ქარმა წაიღო! ადრე? სულ ადრე სულ სხვა რამ იყო, გულში ვარსკვლავთა ზღვა იყო, თოვლის სპეტაკი ფიფქების სითეთრე მუდამ აქ იყო! ადრე,სულ ადრე რა იყო? ენით უთქმელი რამ იყო, მზის და ბალახის სურნელის სისასწაულის ხმა იყო! გუშინ? გუშინ არ ვიცი რა იყო, გონის არევა დაიწყო, სულ აირია აზრები წუმპეში ფეხის ხმა იყო! წუმპეში ფეხის ხმა იყო უფსკრულის კარიც გაიღო ერთი ნაბიჯიც ერთიც და.. და უცებ სილის ხმა იყო! სირცხვილით სული აივსო, გულში ლახვარი ჩაისო... აი-მცოდნია რაც იყო მაინც ვერ ვხვდები რა იყო! ეხლა? ეხლა ის გითხრათ რა არის? არც ეხლა ვიცი რა არის; უბრალოდ სუნი იმ დროის და მონატრების ხმა არის!!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.