მთვრალი ზაფხული #1
-ძმებო ამიერიდან მე ვარ აქ უფროსი, დაგჭირდებათ რამე? მოდიხართ ჩემთან. დააშავებთ რამეს? -ჩაიცინა მარიამმა და ხელები გაატკაცუნა-დაისჯებით, დანაშაულის სიმძიმის მიხედვით. ახლა ყველამ მისი ბარგი ბარხანა აკრიფოს და სახლის დალაგებას შეუდგეს. კითხვები თუ გაქვთ შეინახეთ მაინც არ გიპასუხებთ. კრაფს, შენ მზეზე არ დარჩე არ აალდე და შარი არ ამკიდო. -მალი მშია.-დაბლიდან მოესმა წკმუტუნის მაგვარი ხმა როლებში შეჭრილ კაჭარავას. -მერე სიხარულო მებუფეტეს ვგავარ?-ამოიფშუტუნა მარიამმა და კეპი შეისწორა. -შენ ხომ არ დაგავიწყდა რომ ჩვენი ძიძა ხარ?-წამოიჭიმა გამხდარი ბიჭი. -ერთი შენი სახელი შემახსენე გიორგი?-აიფოფრა კაჭარავა. -გიორგი. -ხოდა ჩემო სქვითვორდ, აკრიფე შენი საგზალი და ააცვი აქედან. შენ კიდე ქალბატონო გამომყევი, მოვხრაკოთ რამე და ჩაგაყლაპოთ თორე მეშინია უკვე კრაფსი ისე იყურება. მარიამმა პატრა ნუცა სკამზე საგულდაგულოდ შემოსვა და მაცივარს მიუბრუნდა უცებ მოამზადა სალათი, კარტოფილი შეწვა და მაგიდაც გააწყო. დაახლოვებით ხუთ წუთში სააბაზანოში იდგა და ნუცას ხელებს ბანდა. -კრაფს მოეტიე ბიჭო!-კიოდა გამწარებული. -კაი მოვდივარ-დაუბრუნა მანაც პასუხი. -ნუ მორბიხარ შენი ჭირიმე თორე ასე მგონია ციკლონი გვიახლოვდება,-დრამატულად გაშალა ხელები კაჭარავამ და ნუცას ხელსახოცი მიაწოდა.-გიორგი ვეშაპო შენც მოდი და ლუკა ბულკაც წამოიყოლე. ორ წუთში დაბანილ და დავრცხნილი ბავშვები კაჭარავამ მაგიდასთან დასხა და ოთხივეს საკუთარი ხელით გადაუღო საკვები. -ჭადი რატომ არის მარიამ შავი?-იკითხა გიორგიმ. -სანამ თქვენ მოეტიეთ კი გაშავდა საწყალი, ვერ ხედავ როგორ ცხელა? აგერ ლუკიტო თეთრი იყო სანამ წამოვიდოდით მარა ახლა კი გავს ნიჩურინის ვაშლს.-თავის დაძვრენა სცადა კაჭარავამ და მაქსიმალურად ეცადა დახრუკული ჭადი გადაეყლაპა. -მალი ხინკალი მინდა.-გაბრწყინებული სახე მიანათა ნუცამ ძიძას და ნაზად გაუღიმა. -ხაშიც ხომ არუნდა ვინმეს?-დაიღრინა უფროსმა და წარბი მაღლა აქაჩა. -მოუნდათ კარგი სმა ჭამა, თქვენ ასაკში მანის ქაშის და გერკულესის მეტი სხვა საკვები თუ არსებობდა კი არ იცოდა ჩემმა კუჭმა! -ხინკალი გვინდა! -ხინკალი გვინდა! -ხინკალი გვინდა! -ხინკალი გვინდა!-ჩხაოდნენ მუტანტები ოთხ ხმაში და თეფშებზე ჩანგლებს ძალით ურახუნებდნენ. -საიდან მოვიტანო თქვე ოჯახ აშენებულენბო ამ მთაში ხინკალი?-ფეხზე წამოხტა აღშფოთებული კაჭარავა და აჯანყებულ ბავშვებეთან მორიგება ეცადა. -ჩვენით გავაკეთოთ მალიამ-გაიპრანჭა ნუცა და წამწამები უმანკოდ აახამხამა. დაახლოვებით ნახევარ საათში თავწაკრული მარიამი გამეტებით ურტყამდა მუშტებს ჯამში მოთავსებულ ცომს. მაგიდის თავში კი კმაყოფილი ღიმილით ისხდნენ, ნუცა, მისი ძმა გიო და ბიძაშვილები კრაფსი(ირაკლი) და ლუკა. -რა ცოდვა მაქ ასეთი,-დუდღუნებდა კაჭარავა და ფქვილიან ხელებს ცომში უზელდა. -ერთი შენ გაზრდას, ლუკა ტელეფონი მომიტანე და ასე გაწამებულს გადამიღე ფოტო გავუგზავნო ახლობლებს. ლუკამ მართლაც გადაუღო სურათი ძიძას და თვალებ გაბრწყინებულ გიორგის მიუჯდა გვერდით. მარიამის შრომამ, კილომეტრიდან ქვაბში ნატყორცნმა ხინკლებმა, რომლებიც რეალურად სულაც არ ჰგავდნენ ხინკლებს შედეგი გამოიღო და ბავშვები თუ ვერ გააძღო სურვილი დაუკმაყოფილა მაინც. საღამოს კი როცა ყველა დააწვინა, შვებით ამოისუნთქა და დივანზე გაწვა თუ არა თავი შეახსენა ბავშვების ბებიამ და დღის ანგარიშიც ჩააბარა. მარიამ კაჭარავა უკვე ექვსი თვე იყო რაც მეტრეველების ძიძად მუშაობდა. თავიდან კი გაუჭირდა მუშაობა თუმცა შეეჩვია ბავშვთა ოინებს და ხრიკებს,ბოლოს თვითონაც ერთობოდა კიდეც. როგორც კი სკოლა დასრულდა უფროსებმა გადაწყვიტეს ბავშვები სოფელში გაეშვათ თვითონ კი საზღვარგარეთ დაესვენათ (ირონიაა) მთვლემარე კაჭარავას ახლა გაახსენდა მისი მეხუთე აღსაზრდელი და გიჟივით წამოხტა ფეხზე. სამზარაეულოდან ძაღლის საჭმელი და წყალი გამოიტანა და კარის ზღურბლზე გაწოლილ დონქის გვერდით დაუწყო. -ეეჰ, ჩემო დიდო მეგობარო...-ამოიდუდღუნდა ძაღლის გვერდით მჯდომმა მარიამმა და კაი ძმაკავივით გადახვია ხელი ძაღლს. -ახლა ვხვდები რა მდგომარეობაში ხარ როცა ხან ერთი გექაჩება და ხან მეორე. შენ თავს ვფიცავარ აწი თუ გაწყენინო. *** დილაადრიან ბავშვები უჩვეულო ხმაურმა და სასიამოვნო სურნელმა გააღვიძა. წინსაფარ გაკეთებული მარიამი გაზქურასთან მხიარულად ღიღინებდა და ცხელ-ცხელ ბლინებს თეფშზე ანაწილებდა. იცოდა რომ მის ონავრებს ძალიან უყვარდათ დილით ჭამა, შოკოლადიანი ბლინები კი მითუმეტეს. ყურებამდე გაკრეჭილი დახვდა კიბეებიდან ჩამომავალ ბავშვებს და სააბაზანოსკენ უბიძგა. ყველაზე ბოლოს ნუცა მობოდიალობდა, გაწითლებული ლოყებით, გაჩეჩილი თმებითა და ჩაჩაჩული საღამურით. -მოდი ნუციკო შენ მე მოგხედავ.-ხელში აიტაცა ბავშვი კაჭარავამ და ბიჭებს შეასწორო სააბაზანოში შესვლა. -გიო ლუკას მიხედე, კრაფს შენ კიდევ შენს ღიპს და სამზარეულოში გამოდით. მარიამმა ნუციკო კომფორტულად დასვა სკამზე, ჩაი დაუსხა ბლინები გადაუღო და იმ წამს შემოსულ სამ მუშკეტერს მიხედა. -ვაა მარ,-გაიკრიჭა გიორგი_ნახშირის არომატიანი მჭადების მერე ეს დიდი პროგრესია! -ნუ მეტკიკინები შენი ჭირიმე-დაიჭყანა კაჭარავა და ყავა მოსვა. -დღეს აუზი გავასუფთავოთ და ეზო მივალაგოთ.-მოახსენა დღი გეგმა ბავშევებს. -ანუ ჩვენ დავალაგოთ და შენ დარეჯანივით წამოკოტრიალდე?-დაუბდღვირა გიორგიმ და მადიანად ჩაკბიჩა კარაქიანი პური. -სად ნახე ერთი ბებიაშენს სადმე ეკოტრიალოს?-გაოცდა კაჭარავა. -ამას იქეთ უნდა ძიძა.-თავი გააქნია გიორგიმ და საკუთარი თეფში ნიჟარაში ჩადო. -ლუარსაბის ცოლზე ვთქვი გენიოსო.-გაიცინა ბოლოს და სამზარეულო სასწრაფოდ დატოვა. შუა დღე იწერებოდა როცა ეზოს დალაგებას მორჩნენ. მარიამი კმაყოფილი უყურებდა გადაკრიალებულ ეზოს დოინჯშემოყრილი, გვერდით სამი დაოფლილი და აწითებული სამეული ედგა. -დაიბანეთ ახლა და მერე ნაყინს გაჭმევთ.-აფერისტულად გაიკრიჭა კაჭარავა და აწკმუტუნებულ ძაღლს საჭმელი დაუყარა. მართლაც საღამოს ხუთივე ქვედა სართულზე ისხდნენ, ტელევიზორს უყურებდნენ და დანაპირებ ნაყინს მიირთმევდნენ. გათენდა ახალი დილა. შუადღემდე მარიამმა და ბავშვებმა გასართობი რომ ვერაფერი ნახეს, კაჭარავამ გადაწყვიტა შვილობილები სტადიონზე გაეყვანა და ცოტა გაერთო. ყველა გაამზადა, თვითონაც უცებ ჩაიცვა თეთრი შორტები, შავი მაისური, კეპი დაიხურა და ჭიშკარი გააღო . ლუკიტო საჭესთან დამჯდარიყო და კმაყოფილი უყურებდა გაბრაზებულ ირაკლის. მარიამმა ლუკა უკან გადასვა ნუცასთან და გიორგისთან კარგად დაამაგრა. -ლას მიხოხავ მალიამ?-წინ გადმოიწია უკმაყოფილო ნუციკო. -რა არ გასვენებს შვილო?-ამოიღრინა მარიამმა.-მაინცდამაინც ამ ლარივით გზაზე გინდა ავიჩეხოთ? -დედას ჩქარა დაყავს.-ამოილუღლუღა გაბუტულმა. -ო ზუსტად მაგიტო ქონდა მის მანქანას მრავლობით დაჟეჟილობა, ჯართშიც არ მიიღეს უბედური... -ოხ ეს ქალები-ახორცოცდა გიორგი. -სქვითვორდ შემახსენე ერთი რომელ წლიანი ხარ?-სარკიდან გამოხედა ძიძამ. -12ის ვარ. -მერე დიდი ხანია ბაღი დავამთავრეთ? -შენ საჭეს მიხედე ჯობს, ნერვოზიანი ხარივით რო ხარ გზას მიშტერებული.-მოწამლა გიორგიმ. -ერთხელ იქნება მაგ ენას მუშტებზე დავიხვევ! გადაბრძანდით ახლა. მარიამმა ინტერესით მოათვალიერა გარემო და ბავშვები ცარიელი სკამებისკენ წაიყვანა. -ქაჯობებს არ ვართ, არსად წახვიდეთ ვისხდეთ და ვუყუროთ მატჩს.-ფეხი ფეხზე გადაიდო კაჭარავამ და სტადიონზე მოთამაშე ბიჭებს დააკვირდა. -ესეც არ იყოს ბარსა რეალი.-ამოიბუტბუტა ლუკამ. -სამაგიეროდ სასაცილოა!-აფხუკუნდა მარი და ბავშებს მიუბრუნდა.-აგერ ის ბიჭი მარცხნივ, რო დაგორავს აქეთ იქეთ, ნახეთ რა საყვარელია. *** -მარიამ, ვგრძნობ რომ შენ ის დამუხტული ნაწილაკი ხარ რომელიც მთელი ცხოვრება მაკლდა და ახლა როცა გიპოვე ვერსად გაგიშვებ!-კაჭარავას ხელები თავის მუჭში მოიქცია ბიჭმა და რამდენჯერმე აკოცა. მარი ნეტარი ღიმილით იდგა თან არც იდგა, სადაც იყო ინფაქტი დაარტყამდა და ფეხებს გაფშეკდა. "-ეს რას მოვესწარი ჩემო თავო, პოსეიდონივით კაცი მიხსნის სიყვარულს" ბიჭმა სითბოთი სავსე ყავისფერი თვალები მიანათა კაჭარავას დაგულებულ თვალებს და მზერა მის ტუჩებზე გადაიტანა. ფრთხილად გადაატარა საჩვენებელი თითი გოგოს ქვედა ტუჩზე და მისკენ დაიხარა... ბიურუსში მყოფმა კაჭარავამ ჯერ რაღაც ტკაცანი, შემდეგ კი ოდნავ წვა იგრძნო ლოყაზე. -გაიწიეთ,ჰაერი!-ღრიალებდა ვიღააც. მარიმ გაურკვეველი გრძნობით გაახლა თვალები და კინაღამ გააფრინა როცა მის წინ, ოფლით გალუმპლული ის მსუქანი ბიჭი დაინახა . გაოცებული თვალები მოატარა ირგვლივ, ნუციკო,ირაკლი, ლუკა და გიორგი გალახულებივით ატუზულიყვნენ, კიდევ რამდენიმე უცხო ედგა გვერდით. "ჩემი პოსეიდონი რა იქნა?" გაიფიქრა კაჭარავამ და ოდნავ წამოიწია. -ბურთი მოგხვდა შუბლში...-მორცხვად ჩაილაპარაკა პუტკუნამ. -და გაითიშე. მარიამმა ბავშვებს ხელი აუქნია ფეხზე წამოდგა, შორტები გაიფერთხა და მანქანისკენ დაიძრა შუბლის ზელვით. -დაუჩქარეთ ცოტა-მოუტრიალდა ბავშვებს და გაოცდა წინ წყლის ბოთლით იდგა მისი პოსეიდონი. გოგონამ უცნაური გრძნობით გაიღვიძა თან შუბლი ეწვოდა. მისაღებში დივანზე იწვა , მეტი კომფორტისთვის ვიღაცას პლედიც დაეფარებინა. როგორც კი ბავშვები ამოუტივტივდა გონებაში იმწამსვე წამოხტა . -ნუცაა, სქვითვორდ, კრაფს, ლუკიტოო-დაიწყო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.