შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება 16


23-03-2017, 21:18
ავტორი anonimiavtori
ნანახია 2 526

-როგორ არა,კაიფში ხარ - უთხრა გაღიზიანებული ტონით ზურამ.მარიამს კი შეეშინდა,რადგან ახლა გრძელი ლექცია და რაც მთავარია ძალიან სერიოზული ჩხუბი ელოდა ზურასგან,ამას კი მისი გამომეტყველება ეუბნეოდა.
მარიამმა ხმა არ ამოიღო
-რა გაიკეთე მითხარი
-არაფერი
-როგორ არაფერი,კაიფში ხარ
მარიამმა ისევ არ ამოიღო ხმა
-დალიე რამე?
ამჯერად თავი დაუქნია
-საიდან გქონდა?
-მე არ მქონდა
-ვის ქონდა?
-ჩემს მეგობრებს
-და შენც გამოართვი არა?ვის ქონდა?
-გიორგის
-მაგას კიდე არ ჩამოშორდი?
-დღეს შეგვხვდა მე და თეკლას და რა მექნა
-ესეიგი გიორგიმ მოგცა.შენ სთხოვე თუ თვითონ მოგცა?
-ქონდათ და შემომთავაზეც მეც და გამოვართვი
-რა სულელი ხარ.რამე რომ მოგსვლოდა?
-მგონი არაფერი მომივა
-მეორედ აღარ გააკეთო და ჩამოშორდი მაგათ საერთოდ.ვინმემ ხომ არ დაგინახათ?
-არ ვიცი,სასმელში ჩავყარეთ.მგონი არავინ
-იქვე ჩაყარეთ?ხალხში?
-ხო
-გაგიჟდი?ვინმეს რომ დაენახე?
-სხვებიც იყრიან იქ და არავის არაფერი უკვირს
-სხვებს რას უყურებ.დედაშენმა არაფერი შეგამჩნიოს
-ნწ
-აღარ დალიო მეორედ
-არა
რამოდენიმე დღის განმავლობაში მარიამი სრულიად ნორმალური იყო,აბები აღარ დაულევია.ერთ დღეს მეგობრის დაბადების დღეზე მიდიოდა,მოგვიანებით კი ზურა უნდა ენახა.მთელი მისი სამეგობრო დაბადების დღეზე იყო,მათ შორის გიორგიც.მოგვიანებით ზურამ მისწერა,რომ ნახვას ვეღარ შეძლებდა.როცა ყველამ დაშლა დაიწყო,მარიამმა ტაქსით წასვლა გადაწყვიტა.
-მე გაგიყვან მარი - შესთავაზა გიორგიმ
-არა იყოს,ტაქსით წავალ - ეუხერხულა მარიამს
-არა რა,გაგიყვან.გვიანია
-კარგი - დასთანხმდა მარიამი და მანქანაში ჩაჯდნენ.
მარიამმა მისამართი უთხრა.
-ცოტა ხანს ვიყოთ არ გინდა?
-არა რა,დავიღალე
-კაი რა მოხდა,ცოტა ხანს დავრჩეთ
-არათქო,დაღლილი ვარ,მეძინება
გიორგის ხმა აღარ ამოუღია.მარიამი მართლა ძალიან დაღლილი იყო და მალევე ჩაეძინა,თუმცა მანქანის უცნაურ გზაზე სიარულმა გამოაფხიზლა.როცა თვალები გაახილა,დაინახა,რომ სახლის გზას კარგა ხანია გაცდენილები იყვნენ.
-სად მივდივართ?
გიორგიმ შხედა და გაუღიმა
-სად მივდივართთქო? - შეეშინდა მარიამს
-კარგ ადგილას
-რა კარგ ადგილას,მივბრუნდეთ ეხლავე
-არა,ჯერ ჩემთან უნდა იყო
-ხო არ გაგიჟდი,მთვრალი ხარ.მივბრუნდეთ რა
-ჯერ ცოტა ხანი ვიქნებითმეთქი - უთხრა გაღიზიანებულმა გიორგიმ
მარიამს ძალიან შეეშინდა და ჯიბიდან ტელეფონი ჩუმად ამოსწია და ზურას ნომერი აკრიფა.ზარი გაუშვა,თუმცა არავინ იღებდა.რამოდენიმე ცდის შემდეგ მესიჯი ,,გიორგის მანქანაში ვარ და არ ვიცი სად მივდივართ“.მესიჯი არ მოსვლია ზურასგან და ახლა ნერვები უფრო ეშლებოდა,ვიდრე ეშინოდა.
გიორგიმ მანქანა მიყრუებულ ადგილას გააჩერა და მაშინვე მივარდა მარიამს და კოცნა დაუწყო.
-ხო არ გაგიჟდი,რას აკეთებ,თავი დანამებე - შეეწინააღმდეგა მარიამი და სახეში შემოარტყა.გიორგი ვერც ამან შეაჩერა და მარიამმა ძიერად უკბინა.გიორგი ამან გააღიზიანა და სახეში სილა გააწნა.მანქანიდან გადავიდა,მარიამის კართან მივიდა,გააღო და მანქანიდან გადმოათრია.



№1  offline წევრი proudly

ღადაობ?ძაან პატარა იყო :) ცოტა გაზარდე თავები

 


№2  offline წევრი anonimiavtori

proudly
ღადაობ?ძაან პატარა იყო :) ცოტა გაზარდე თავები

ვიცი და როგორც კი მოვახერხებ,დიდს დავდებ.შემდეგში შევეცდები დიდი თავი გამომივიდეს

 


№3  offline წევრი mia15

kargi iyo magram patara.male dade

 


№4  offline წევრი Bandu

Ra patara iyo eg.raaris martla
--------------------
S.miqeladze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent