ემიგრანტებს (სრულიად)
ლიანდაგების გასწვრივ ალვის ხეები ჩემწკრივებულან, ალბათ შემოქმედს ასე დაუწესებიაო. მაცხოვრებელი ბევრია აქ, მაგრამ არავის ახსოვს მათი ისტორია. გაზაფხულია ქარი ქრის. ქარს თავის ჭკუაზე მოუხრია ალვის ხეები. არც მინდვრებს და იქვე მიწაზე ამოსულ ნარცისებს უწევს ანგარიშს.შორიდან ქალი მოდის, მოდის შავად შესუდრული. პირმშოთი. ლიანდაგის რელსზე მოცანცარებს პატარა გოგონა, დედას მარჯვენა ხელზე ეყრდნობა და ხელზე მუდმივად კოცნის. მას შემდეგ ბევრი მშვიდი და ბობოქარი გაზაფხული განვლილა. უფროსწორედ, როგორც იტყვიან- ვისთვის როგორო. ახლა კი ცანცარა გოგონა ელოდება შორიდან მომავალ დედას. ლიანდაგის რელსებზე ცანცარებს და შორიდან გაჰყურებს ჰორიზონტს. დედა სტამბოლში სამუშაოდ მყოფი ახლა მოაბიჯებს სამშობლოს ხრეშიან მიწაზე. გოგონა ელოდება. ელოდება ხელებ დატვირთულს.- ცხოვრებას ვერანაირად მოედრიკა ახირებული გოგონა ვერც ქარს, ალბათ გენებში აქვს ან ცხოვრების მწარე რეალობამ ასწავლა ასეთი ხამი ყოფილიყო.წარსულში დედა ბევრჯერ ტირილით გაუცილებია, ბებიას კი მოუშორებია ტკიპასავით ჩაბღაუჭებული შვილიშვილი შვილისთვის და ასე ტირილით გამოსალმებიან სამშობლოს, მიწას, დედას, შვილს... თითქოს გოგონას მეხსიერებიდან ყველაფერი წაიშალა.-როგორც იქნა შეამჩნია ჰორიზონტზე დედა... ნინომ ქეთის წითელი კაბა ჩამოუტანა ქეთი უკმაყოფილებამ შეიბყრო და დაპირდა: ,, მე არასოდეს ჩავიცმევ ამას’’. დედა არც კი გაუცილებია ქეთის, მას მერე ისევ უამრავი გაზაფხული გავიდა, მას მერე არც კი გაუცილებია დედა შვილს. ნინო მუდამ აპრილში ჩამოდიოდა, შვილის გულში კი ისევ ანგარება ჩაბუდებულიყო და სიხარბე ვერა დაეძლია რა.ისევ აპრილია ისევ ქრის ქარი ისევ მატარებლის რელსებზე ელოდება შვილი დედას ისევ ანგარებით და ჩვეულად საყვედურობს, რომ მისი ჩამოტანილი მწვანე ჯინსი, არ მოსწონს. პირდება : ,,მე არასოდეს ჩავიცმევ ამას’’. დედა პასუხს არ სცემს და გაცრეცილ სახეს დაღონებული დაბლა იქცევს.წითელი კაბა ისევ კარადაში კიდია ხელუხლებლად , ძველ პალტოებთან ერთად და ,,ნაფტალინის’’ სუნად ჰყარს მწვანე ჯინსსაც იგივე მოელის ასე ფიქრობს დედა. ისევ ბრუნდება ახლობელ სტამბოლში. შვილი ამჯერად აცილებს, აცილებს ავტოსადგურამდე.ემშვიდობება დედას, უგულოდ. უეცრად კითხულობს დედის თვალებს, დედას წამებში მეტი ნაოჭი მიეხატა. თვალებიც უფრო ღრმად იყო დასერილი.ნინო სიყვარულით გამოემშვიდობა შვილს. მისი თვალები თითქოს ზღვა ცრემლში ტივტივებდა, ზურგი შეაქცია და მატარებელში ავიდა. შვილმა რაღაც სხვა იგრძნო, რაღაც არაამქვეყნიური. უკვე ბოღმა და ანგარება გაეწმინდა დედის სუფთად დასერილ თვალებს. სიყვარული გაღვივდა მასში, ნამდვილი სიყვარული. რომელიც ბავშვობის შემდეგ განელებულიყო. რა არის გაზაფხული?- მშვიდი ბობოქარი როგორც ამინდს სურს. გაზაფხული კიდევ არის- აღდგენის, გაცოცხლების მომასწავებელი. ლიანდაგებს მიუყვება, რელსებზე გაწვრთნილად მიაბიჯებს. ყელში დიდი ბურთი გაჩხერვია.როგორც იქნა, მის ლოყას შეეხო ცხელი სქელი წვეთი-ცრემლი. ჩამოგორდა და მოღეღილ მკერდს შეეხო, მკერდიდან_ გულში, გულიდან ტვინში შეაღწია თბობამ. აკვიატებით იმეორებდა ,, კიდევ მოვა გაზაფხული’’. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.