შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაპასკირი და ბაბუციძე 5


20-04-2018, 13:26
ნანახია 2 456

გიორგი მანქნაიდან გადმოვიდა და კატოსკენ გაემართა . კატომ ჯერ იფიქრა შევალ შიგნიტ იქ ვერაფერს გააკეთებსო მაგრამ მერე გაახსენდა რომ გიორგისთვის ადგილს და დროს მნიშვნელობა არასდროს ჰქონია, არც იქ მყოფნი ადარდებდა , აზრი არ ჰქონდა გაქცევას ამიტომ დაელოდა.
- მაინც მოხვედი?
-მაინც მოვედი.
- კატო ესე რატო იქცევი
-როგორ გიორგი?
-რატო არ გესმის რასაც გეუბნები რატომ არ მიჯერებ!
-რატომ არ გემორჩილები გინდოდა გეთქვა ? ხო აქამდე გემორჩილებოდი, რასაც მეტყოდი იმას ვაკეთებდი , იმას ვიცვამდი, იმას ვუსმენდი, მეგობრებს მირჩევდი, შენ წყვეტდი უდნა სშმყვარებოდა თუ არა ან ვინ უნდა შემყვარებოდა და ვინ არა . ! შენ წყვეტდი რაზე უნდა მევლო და რაზე არა , უნდა მეცეკვა თუ უნდა მემღერა გახსოვს სამეჯლისო ცეკვებზე რომ მინდოდა სიარული რა გამოაცხადე? არ ივლიო ! და რატომთქო რომ გკითხე რა მიპასუხე ის თუ გახსოვს? ხელებს არავის ვაფათურებინებ შენზეო, ღმერთო ჩემო გიორგი ვის უნდა ეფათურებიან ხელები ან რატომ , მე 12 წლის ვიყავი და ცეკვა მინდოდა მესწავლა ! მეტი არაფერი ! გავაგრძელო კიდე? , შენ იყავი კატო და არა მე ! მამაჩემიც კი არ ხარ გიორგი , შენ ჩემი ძმა ხარ ! და ძმობა არასდროს გაგიწევია იმიტომ რომ რაღაც ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო მამინაცვალს უფრო გავდი ! ეხლა აქედან წახვალ მე კიდევ შიგნით შევალ , იმიტომ რომ მე ასე მინდა ! მე იმ ხალხთან ურთიერთობა მინდა და მექნება კიდეც !
ხმაც არ ამოუღია გიორგის , უფროსწორად ვერ ამოიღო არ აცადეს. დინჯი და მშვიდი ნაბიჯებით შევიდა კატო კლინიკაში ისე რომ ერთხელ არ მოუხედავს უკან.
-გიო . მიუახლოვდა ნინი , შეეცოდა კიდეც გიორგი ზედმეტად ბევრის მოსმენა მოუწია ერთი დღისთვის , მისიც ესმოდა ! იცოდა რომ ძალიან უყვარდა და ასე იმიტომ ექცეოდა.
-რა ვუყო იმ შენს დაქალს ნინი მითხარი რა ? რა ვუყო ? არაფერი ესმის, არ უნდა იყოს იმ ხალხთან ერთად.
-გიო იქნებ რომ აუხსნა მიზეზი, რომ უთხრა უფრო გაგიგოს? არაფერს ეუბნები გარდა იმისა რომ არ უნდა იყოს მათთან ერთად , ეგრე ვერაფერს გახდები, ბავშვი ხო არაა არა ?
-ბავშვია ნინი სულელი ბავშვია.
-კარგი დამშვიდდი , შევალ მე . კარგიო ანიშნა გიომ და გაეცალა იქაურობას.
კატო კიბეებს მიუყვებოდა მეოთხე სართულისკენ და ერთი სული ჰქონდა დუდუს პალატაში როდის შევიდოდა. გაგიგიათ ვინმეს პალატაში ყოფნა მოსწონდეს? აი კატოს მოსწონდა, ბოლო დროს მისი საყვარელი ადგილი გახდა , მისი სიმშვიდის გარანტი იყო ეს პალატა. პალატა თუ იქ მყოფი დუდუ პაპასკირი ეგ კიდევ საკითხავი იყო. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ ის პალატა ისევე ეზიზღებოდა როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს , მას კი მხოლოდ დუდსთან ყოფნა ამშვიდებდა.
მიუჯდა გვერდით ისევ და ამ ხნის მანძილზე გადაწყვიტა პირველად შეხებოდა . შეეხო კიდეც! ლოყაზე ნელა ჩამოატარა თავისი გამხდარი გაყინული თითები , ჯერ ერთხელ , მერე მეორედ, მესამედ და გაჩერება არ უნდოდა. ახლა უფრო კარგად გრძნობდა , გრძნობდა იმ სიმშვიდეს, იმ ბედნიერებას რაც აქამდე იზიდავდა და ვერ გაეგო რა იყო. ! ხო ის ბედნიერი იყო , რომ ეშიგრძნო ის რაც არასდროს უგრძვნია აქამდე, შეიგრზნო ის ვისი შეგრძნებაც ასე უნდოდა თურმე! ახლა ისღა დარჩენოდა სახელი მიეჩინა ამ გრძნობისთვის.
დუდუს აპარატი აწრიპინდა, შეშინებული წამოხტა სკამიდან ეგონა რაღაც ატკინა და მისგამო აწრიპინდა . წამოხტა და გავარდა გარეთ.
-რა ხდება? რამე მოუვიდა?
-დაწყნარდით უკეთაა, წნევამ მოიმატა , მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის გილოცავთ. ანალიზებს გავაკეთებთ დდა ვნახავთ რა ხდება .
-მე მეგონა რამე დავუშავე.
-შვილო არ ვიცი შენ რა გგონია მაგრამ მასზე კარგად მოქმედებ , ყოვეჯერზე როცა მასთან ხარ , მერე ტვინში აქტივობას ვამჩნევთ, ახლა ნამდვილად დავრწმუნდი , ეგრე გააგრძელე და გაიღვიძებს, იმედი არ დაკარგოთ.
-მე ? რა ? არაფერი მესმის უბრალოდ შევეხე.
-ხომ გახსოვთ რა გითხარით, ზოგჯერ უბრალოდ მიზეზი სჭირდებათ ხოლმე რომ გაიღვიძოს.
ისედაც დაბნეული კატო უარესად დაიბნა . ! საერთოდ არაფერი ესმოდა რასაც ექიმი ამბობდა მხოლოდ ნიკას შეყურებდა დაბნეული , თვალებით სთხოვდა გამაგებინე რა ხდებაო !
წამოდი კაფეში ჩავიდეთ დავილაპარაკოთ.
-ნინი აქ დამელკოდე კაი ? მალე ამოვალ.
-ნუ ნერვიულობ არსად წავალ გელოდები.
- ნიკა ამდენი ხანია უკვე რაც ეს მოხდა და არასდროს მიკითხავს რა დაემართა დუდუს , არ მითხრა რომ არაფერი იცი იმიტომ რომ არ დავიჯერებ, მგონი უკვე საკმაოდ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს არა ?
- მთავარი იცი რა არის? ის კი არა რომ არ გენდობით , მთავარი ის არის რო შენ გიორგი ბაბუციძის და ხარ . დავიჯერო არ გიშლის ჩვენთან ურთიერთობას?
- მიშლის, მაგრამ მისი გადასაწყვეტი არ არის. არ მეტყვი ვის გამოა დუდუ ესე?
- უნდა მოვიფიქრო გითხრა თუ არა .
-ნიკა
-კატო გაიგე რა ეგრე ადვილი არ არის. იმას რატო არ მეკითხები რატომ ვერ გვიტანს ბაბუცა?
თუ იცი უკვე !
- არა არ ვიცი , არ მიკითხავს
-რატომ არ გაინტერესებს?
-მაინტერესებს უბრალოდ მაინც არ მეტყვის , გიორგი ეგეთია, კითხვებს მარტო თვითონ სვამს და პასუხებსაც იღებს, ვერ იტანს როცა აქეთ ეკითხებიან. სულ ეგეთი იყო. სულ მიცავდა , თვითონაც არ იცის რისგან ოღონდ. მოდი ახლა და რადგან იმას არ მიყვები რაც უკვე გკითხე , ახლა ის მომიყევი რატომ ვერ იტანთ ერთმანეთს.
- კაი რაა ეხლა?!
-ააბა როდის?
-მოდი ეხლა სახლში წაგიყვანთ შენ და ნინის. ხვალ საღამოს გამოგივლი სადმე დავსხდეთ და ყველაფერს მოგიყვები გპირდები.
-მპირდები?
-კაიბიჭურ სიტყვას გაძლევ.
- ეგ როგორია? სასწაული სიცილი ჰქონდა კატოს, წარმოუდგენელი იყო არ მოხიბლულიყო ადამიანი .
-აი ისეთი რაა , რო ვერ გატეხავ.
-მკლავს თქვენი კაიბიჭური ამბები მოკლედ.
-კაი ვხუმრობ რა კაიბიჭური , ერთი მშრომელი ბიჭი ვარ ,
-კაცი ნიკა კაცი, დაბერდი უკვე . იცი? ორ კვირაში 17 ის ვხდები.
-ოჰო გილოცავ დიდი გოგო ხდები?
-არც ეხლა ვარ პატარა .
-ეხ კატო კატო. წავიდეთ დაუძახე იმ შენს ტლიკინა დაქალს და გაგიყვანთ სახლში.
-იცოდე . თითი მოუღერა კატომ , არც გაბედო , ნინის თავი დაანებე.
-არც მიფიქრია რა იყო.
-ნიკა დანელია ვერ გადამირჩები იცოდე.
-კარგი ხო კარგი გოგო რა დაგემართა ძიებს ესე ნუ ემუქრები იცოდე.
-რა ძიებს ბიჭო,
-რა და ორი შენხელა ვარ თითქმის.
-თითქმის.
გზად ბევრი ილაპარაკეს , ნინი ენას არ აჩერებდა . ყოველთვის უყვარდა ლაპარაკი , მაგრამ ეს უკვე მისთვისაც ბევრი იყო, აი კატოს კი ჰქონდა უკვე ვარიანტი გონებაში ნინის ასეთ საქციელთან დაკავშირებით მაგრამ ........... მაგრამ ...........
ნიკამ გოგოები დატოვა და გაბადრული მიადგა ოფისს. დუდუს საქმეებსაც ის აგვარებდა და ბევრი მუშაობა უწევდა. თუმცა საერთოდ არ უშლიდა საქმე ხელს სიყვარულში, ის ხომ ნიკა იყო დანელია.!
დილა ჩვეულებრივად დაიწყო კატოსთვის, გიორგი სახლში არ ყოფილა ის ღამე და დილითაც ვერსად გადააწყდა კატო. ერიდებოდა სახლში მისვლას , მშვენივარდ იცოდა ქალბატონმა ბაბუციძემ რომ უკან ისეთი გადაწყვეტილებით დაბრუნდებოდა მისი ძმა რომ საშინლად არ მოეწონებოდა , ამიტომ დიდი სურვილი ჰქონდა რომ ცოტახანს არ გამოჩენილიყო. დღემ უღიმღამოდ ჩაიარა , ან როგორი უნდა იყოს ამ სიცხეში თბილისში გატარებული დღეები. ქალაქი ისევ ცარიელია , ასფალტს ისევ ბუღი ასდის და ის ჯართის მანქანა ისევ ისე უმოწყალოდ გაჰყვირის უკვე მერამდენედ რომ ჯართს იბარებს.
საღამოს ნიკასთან შესახვედრად გაემართა.
-სად მივდივართ ნიკოლოზ?
-რომ მივალთ გაიგებ.
-ეს გზა მეცნობაწყნეთისბავშვთასახლში?
-დაახლოებით
მართლაბავშვთასახლთანიყვნენ. ამჯერად შიგნით არ შესულან ეზოში ერთი ხის ძირში დასხდნენ.
-ეს ჩვენი ადგილია მე ვიპოვე, როგორც გამოუსწორებელმა რომანტიკოსმა , დუდუ მეძახის ეგრე .
-გენატრება არა ?
-ძალიან , მარტო მე კი არა ყველას გვენატრება .
-ვიცი გეტყობათ. გაიღვიძებს ხომ იცი არა ?
-ვიცი.
-აბაააააა , მიდი ეხლა და მომიყევი რა მოხდა თქვენს ახალგაზრდობაში.
ნიკა მართლაც მოუყვა კატოს რაღაცებს , ბოლომდე ვერ უყვებოდა , არასწორად მიაჩნდა ყველა დეტალის მისთვის თქმა მაგრამ იმდენი კი უთხრა რომ მას წარმოდგენა შექმნოდა.
- ნიკა დანელია შენ როგორი კაზანოვა ყოფილხარ , ნახეთ რაააა.
-ეე ეხლა შენც უნდა მეღადაო?
-კაი რაააა , რა საყვარელი ხარ , და მაინც როგორ ახერხებდი სულ ისეთი გოგოების შეყვარებას?
-რავიცი აბა , ბაბუცას ჯიბრზე ვარ გაჩენილი და მაგიტომაც ვერ მიტანს.
-ეგ დიდი ვერაფერი მაგრამ აი გეგას თემა ჩემი ძმისთვის წმინდააა. მახსოვს რა ხდებოდა მაშინ ბაბუცასთან გეგა რომ დაიღუპა. არამგონია დუდუს ასე მარტივად აპატიოს.
-კატო დუდუს არაფერი დაუშავებია, შეიძლებოდა მე ვყოფილიყავი დუდუს მაგივრად , ან გაბე , კვარა , ან ქებურია, შეიძლებოდა დუდუ დაღუპულიყო, შემთხვევა იყო რაა მეტი არაფერი , ჩვენც მაგრად გაგვიტყდა მაშინ გეგას ამბავი არ გვევასებოდა ბაზარი არაა მარა მაინც გგავიტყდა . აი წარმოიდგინე თითქმის ბაღიდან სულ ერთმანეთის გარემოცვაში ვტრიალებდით, კი სულ ვჩხუბობდით და თემებში ვიყავით და ვერ ვიტანდით ერთმანეთს მარა სიკვდილი ტო? სიკვდილისთვის მაინც არავინ გვემეტება.
-ვიცი ნიკა მარა ბაბუცას ეგ არ ემსმის და მეეჭვება ვინმემ გააგებინოს.
ნიკა იმედია არ გგონიათ რომ დუდუს ამბავი ბაბუცას მოწყობილია.
-არა ეგ უკვე გამოვრიცხეთ მაშინვე , შენი ძმა არაფერშუაშია, მართალია სიამოვნებით იქნებოდა მაგრამ ამჯერად არა .
-ეგრე ნუ ამბობ ბაბუცა არავის მოკლავს.
-კარგი მოვრჩეთ.
-მაშინ ვინ არის შუაში?
-აი მაგას ტყუილად მეკითხები
-კაი რააა მეც მინდა ვიცოდე.
- ეგ ჩვენი თემაა , დუდუ რო გაიღვიძებს მივხედავთ.
-მაინც გავიგებ .
-აბა შენ იცი. ჩაფიქრდნენ გაყურებდნენ ბავშვთა სახლის შენობას . ფიქრობდნენ , წარმოიდგინეთ რომ ამ ორის ფიქრები მარტო ერთი რამის გარშემო ტრიალებდნენ. არც ისე დიდი ხანი იყო ერთმანეთს იცნობდნენ , მაგრამ უკვე იმდენი საერთო ჰქონდათ, რომ ფიქრებითაც კი ერთი ადამიანის გარშემო ტრიალებდნენ. ფიქრში ხელი ნიკას ტელეფონმა შეუშალა. ნომერს დახედა თუ არა მაშინვე იცნო. კატოს მოშორდა და რომ დარწმუნდა მის საუბარს ვერ გაიგებდ აუპასუხა.
-გისმენ.
- ბაბუცა ვარ
-ვიცი ვინც ხარ რა გინდა.
-სალაპარაკო მაქვს.
-მოგენატრეთ?
-მე არა მაგრამ ეტყობა შენ მოგენატრეთ.
-სად და როდის.
-ეხლავე შეგიძლია?
-ერთ საათში.
- სად ?
-ისევ იქ .
გაუთიშა ნიკამ და კატოს დაუბრუნდა.
-წავედით კატო?
-აუ სანამ აქ ვართ ლუკა ვნახოთ რაააა.
-ვნახოთ მერე რა პრობლემაა.
შევიდნენ შენობაში დირექტორის კაბინეტისკენ აიღეს გეზი. ნებართვის მერე დირექტორმა ლუკას ოთახისკენ მიაცილა დაემშვიდობა და კაბინეტს დაუბრუნდა.
ლუკამ როგორც კი დაინახა კატო და ნიკა მაშინვე მათკენ გაიქცა და კატოს შემოეხვია.
-როგორ ხარ პატარავ?
-მერ არ ვარ პატარა დიდი ვარ უკვე . შენ როგორ ხარ ?
უპასუხა ლუკამ მკაცრად და კარისკენ გაიხედა . კატოს გული დაეწვა მაშინვე მიუხვდა ლუკას , ის ისევ დუდუს ელოდა.
-არ მოვიდა არა ?
-არა პატარავ მხოლოდ ჩვენ ვართ. თავზე აკოცა კატომ.
-აღარასდროს მოვა ხო?
-ეგ საიდან მოიტანე? აუცილებლად მოვა.
-მოკვდა ? ლუკას ცრემლი ჩამოუგორდა.
- კარგი რაა რატომ ფიქრობ ეგეთ რაღაცებს?
-იმიტომ რომ დედას და მამასაც ესე ველოდებოდი და მერე მანანამ მითხარ დაიღუპნენო.
-ვწუხვარ მათგაამო მაგრამ დუდუ ნამდვილად ცოცხალია , უბრალდო ავადაა და ექიმი ისევ არ უშევბს , ხომ გახსოვს რა გითხარი , როგორც კი გამოკეთდება მაშინვე მოვა.
- დუდუ რა იყო ტო? კატო ხო არ დაგევასა? როგორც კი მანანასთან მორჩა ნიკა საუბარს მაშინვე ერთმანეთზე მიკრულ კატოს და ლუკას მიუბრუნდა.
-კი არ დამევასა შემიყვარდა .
-კაი ტო მართლა?
-ხო , რომ გავიზრდები მერე ცოლად მოვიყვან .
-მაგარი ტიპი ხარ რააა. ხო არავინ გიჩმახებს?
-არავინ .
- კარგი ჩვენ უნდა წავიდეთ დუდუჯან , საქმეები მაქვს , მერე კიდე ამოვალთ და რაღაცებს ამოგიტან კარგი ?> ხო არაფერს დამავალებთ უფროსო?
-ჩემ შეყვარებულს შენ გაბარებ .
-არის უფროსო, გაეცინა ნიკას ხელი ჩამოართვა პატარა ლუკას და კატოსთან ერთად იქაურობა დატოვა . ბიჭებისთვის არაფერი უთქვამს ბაბუცას ზარის შესახებ პირდაპირ მის სანახავდ წავიდა მას შემდეგ რაც კატო ნინისთან დატოვა . უკვე წლები იყო იმ დანგრეული შენობისთვის არ მიუკითხიათ ბიჭებს , სადაც ყოველთვის იკრიბებოდნენ ხოლმე საქმის გასარჩევად. გაეღიმა დანელიას , ერთიანად ამოუტივტივდა გონებაში ყველა მოგონება. შევიდა შიგნით და ბაბუცა დაინახა როგორ გაყურებდა სივრცეს ჩაფიქრებული .



№1  offline წევრი blondeangel631

ბაბუცა და დუდუს სასტავები შეარიგე რა მაგარი გუნდი იქნება ძალიან საყვარელბი არიან შედეგს ველოდები heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი Waka

Au mec dzalian minda rom eg ori sastavi sherigdes dzaliam magari sastavi gamova nugar achxubeb ra ....

 


მიხარია რომ კითხულობთ და კარგია რომ მოგწონთ :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent