შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაპასკირი და ბაბუციძე 4


15-04-2018, 18:36
ნანახია 2 510

კატომ კლინიკაში სიარულს მოუხშირა. ზოგჯერ არც შედიოდა ხოლმე პალატაში , ბიჭებს ნახავდა ამბავს იკითხავდა და მოდიოდა. თითქმის ყოველდღე მიდიოდა, ყველას ძალიან შეეჩვია, დაუმეგობრდა , ახლა უკვე გიორგის გარდა მათი იმედიც ჰქონდა , უხაროდა ძალიან , კატოს უყვარდა ადამიანებთან ურთიერთობა, ბედნიერობდა მათთან ყოფნით და წამითაც არ უფიქრია გიორგი გერმანიიდან რომ დაბრუნდებოდა და გაიგებდა მის ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი ადამიანების ამბავს რა რეაქცია ექნებოა.
მგონი დროა ისიც მოგიყვეთ სინამდვილეში რა იყო იმის მიზეზი რომ ას ევერ იტანდნენ ერთმანეთ პაპასკირის და ბაბუციძის სამეგობროები. ყველანი ერთად ერთ სკოლაში დადიოდნენ , პარალელური კლასელები იყვნენ და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. თავიდან სისულელით დაწყებული დაპირისპირება ბოლოს სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა და დღემდე მოყვებათ ერთმანეთის სიძულვილი. ბავშვური საქმის გარჩევები გოგოს თემამ კიდევ უფრო გაართულა. ნიკა დანელია იყო ადამიანი რომელსაც ყოველთვის ის გოგო უყვარდებოდა რომელიც არ უნდა შეყვარებოდა. მაგრამ ვინ განსაზღვრავდა ვინ უნდა შეყვარებოდა ვინ არა ? ! არავინ რა თქმა უნდა , უბრალოდ ნიკა ბაბუციძის ძმაკაცების ახლობელ გოგოებს უმოწყალედ გამოერია! არ იფიქროთ რომ რომელიმე არ უყვარდა და სხვა თვალით უყურებდა, პირიქით და სწორედ ამიტომ არ თმობდა არასდროს , თავგანწირვით ცდილობდა . ბოლოს ყველაფერი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზრდებოდა ხოლმე, ისედაც ყოველ დალევაზე და დათრობაზე დაბარებულებივით ერთმანეთს მუშტებს უქნევდნენ, მიზეზები არ ელეოდათ არასდროს და მითუმეტეს დანელია რის დანელია იყო რომ მოწყენის საშუალება მიეცა ბიჭებისთვის. გოგოს თემაც რომ უკვე საკმაოდ მოუძველდათ და ნიკაც დაიღალა ამდენი სიყვარულით ჯერი ბიზნესზე მიდგა. დუდუ რომ რუსეთიდან დაბრუნდა და მამამისის ბიზნესი გადაიბარა გიორგის მამა ლადო ბაბუციძე მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. სანამ დუდუს მამაც ცოცხალი იყო მათი გზები ერთმანეთზე არასდროს გადაკვეთილა, დუდუც ცდილობდა მორიდებოდა მაგრამ როცა ლადო გარდაიცვალა და ოჯახის ბიზნესი გიორგიმ გადაიბარა ყველაფერი შეიცვალა. თავიდან თითქოს არაფერი მაგრამ დროდადრო ეძაბებოდათ სიტუაცია და ბოლოს დიდი აფეთქებაც მოხდა. მაშინ დაიწყო ძველი ჭრილობების გახსენება . ბოლო შეტაკება მაშინ მოხდა უნივერსიტეტის დამამთავრებელ ბანკეტზე მანქანებით შეჯიბრი რომ მოაწყეს და ბაბუციძის უახლოესი ძმაკაცი გეგა ნატროშვილი დაიღუპა. საიდან მოხვდნენ ერთ ბანკეტზე ? ეგეც მარტივია ერთ უნივერსიტეტში მოხვდნენ სხვადადხვა ფაკულტეტზე , ესე ხდებოდა ხოლმე ერთმანეთს ვერ იტანდნენ , მაგრამ მაინც არ შორდებოდნენ ერთმანეთს. როგორც აღმოჩნდა , სწორედ დუდუს ეჯიბრებოდა გეგა უცბად საჭე რომ ვერ დაიმორჩილა და დიღმის ტრასაზე დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანით ამოტრიალდა და ადგილზე დაიღუპა. მაშინ დამთავრდა გიორგისთვის ყველაფერი და დაუძინებელი მტერი გახდა დუდუ პაპასკირის, სინამდვილეში არც იყო დუდუს ბრალი, მაგრამ ვის აინტერესებდა. აი მერე იყო ზუსტად რომ კვარაცხელია დაჭრა გეგას ძმამ ზაზამ , იარაღით დაესხა თავს, კვარაცხელია გადარჩა , მერე ქებურიამ და კვარაცხელიამ სასიკვდილოდ ცემეს ზაზა და ისიც ძლივს გადარჩა. ხოდა აი ასე დაუსრულებლად გრძელდებოდა. ეს ბოლო რამდენიმე წელი იყო რომ ცოტა დამშვიდდნენ. გაიზარდნენ აღარ შეშვენოდათ 30 წლის ასაკში მუშტიკრივი და დანების ტრიალი. თუმცა მათ გულებში და გონებაში ბრაზი არ ცხრებოდა. გიორგის არასდროს დაავიწყდებოდა გეგა ნატროშვილი და კვარაცხელიასაც ზედმეტად კარგად ემჩნეოდა ტყვიის კვალი მუცელზე .
არც ზაზას აძლევდა ძმის საფლავი და ხელზე დაზიანებული მყესი რაიმეს დავიწყების საშუალებას.
და აი ახლა იყო კატო ბაბუციძე 16 წლის ლამაზი , კეთილი და სიცოცხლით სავსე გოგო , ამჯერად არ იყო ნიკა დანელია მაგრამ იყო დუდუ პაპასკირი , რომელსაც უკვე გულში ყავდა კატო და გაშვებასაც არ აპირებდა. თუ რა თქმა უნდა გაიღვიძებდა საერთოდ .

******************************

-გიო მეგონა აღარ ჩამოხვიდოდი და ის შენი ნაშა მამჯობინე მე . ფისოს თავლებით შეყურებდა კატო ძმას რომელსაც უკევ გაეგო მისი პაპასკირთან ვიზიტები და ბიჭებთან დამეგობრების ამბავი , ისეთი გაცოფებული იყო თავს ძლივს იკავებდა რომ არ გაეგლიჯა თავისი და შუაზე.
-დაჯექი. ისეთი მკაცრი და გაყინული სახით ეუბნება გიორგი რომ კატოს უკვე კანკალი იტანს.
-რა ხდებნა?
-ესეიგი პაპასკირი, დანელია კვარაცხელია ქებურია და გაბელაია არა ?
-ბევრი იააა არა ? კატო ცდილობს სიტუაცია განმუხტოს და სისულელეს აბრეხვებს , სიტუაციის განმუხტვა კი არა მგონი პირიქით დაძაბვა გამოუვიდა.
-კატო ! ყვირის გიორგი.
- არ მჯერა ერთ თვეზე მეტია არ გინახივარ , როგორც იქნა ჩამოხვედი და შეხვედრას ესე იწყებ?
-შენ სულ გაგიჟდი გოგო? რა გინდა სახლში ჩაგკეტო ??
-რაც გინდა ის ქენი გიორგი , შენ მგონი ადამიანიც არ ხარ, აღარ ხარ ! თორემ ადრე ნამდვილად იყავი , ყოველშემთხვევაში მე მეგონა რომ იყავი. მეც გამიხარდა შენი ნახვა და მეც ძალიან მომენატრე.
გულწრფელად ეწყინა კატოს, სიგიჟემდე ენატრებოდა გიორგი , ის კიდე მარტო პააპასკირზე და მათ შორის არსებულ რაღაც უაზრო დაპირისპირებაზე ფიქრობდა . სახლში გამოკეტვით ემუქრებოდა და დაყვიროდა თითქოს მართლა ორი წლის ბავშვი ყოფილიყოს. ავიდა და შეიკეტა თავის ოთახში. ზუსტად იცოდა რომ დუდუს და ბიჭების ნახვას არ შეწყვეტდა , ისიც იცოდა რომ გიორგი არ დათმობდა და არც აპატიებდა. გიორგი ბაბუციძე და სიტყვა პატიება იმდენად შორს იყო ერთმანეთისგან რამდენადაც ცა და ვარსკვლავები კატოსგან . გიორგისაც უნდოდა რომ მოწყალე ღმერთს მისთვის დაეყოლებინა თან დაბადებისას პატიების უნარი მაგრამ სამწუხაროდ ასე არ იყო. სინამდვილეში შეეეჩვივნენ კიდეც ოჯახის წევრები მის ასეთ ხასიათს და მისი შიშიც კი ჰქონდათ. ამიტომაც იყო რომ კატო ყოველთვის ემორჩილებოდა.
მთელი დღე კატოს ოთახის კარი არც გაუღია მანამ სანამ ნინიმ არ მიუკაკუნა.
-მე ვარ ჩემო ლამაზო გამიღე.
-ნინი?
-დედაშენმა დამირეკა მითხრა არავის გველაპარაკებაო და მეც მოვედი.
-კარგი ხარ რო მოხვედი , არ ველაპარაკები და არც დაველაპარაკები.
- რა მოხდა. კატომ ზედმიწევნით ზუსტად მოუყვა ნინის ყველაფერი და კონდიციონერს აუწია მის წინდ ადგა და გაგრილება სცადა .ს აშინლად ცხელოდა თბილისში, იწვოდა ირგვლივ ყველაფერი .
-ეხლა რას აპირებ?
-ეხლა ვაპირებ ჩაცმას , და კლინიკაში დუდუსთან წასვლას.
-გიორგის შემოაკვდები
-სახლში გამოკეტვას და მთელი ცხოვრება ჩემი ტირანი ძმის მითითებებით ყოფნას მირჩევნია მომკლას.
-გიყურებ და მიკვირს იცი? არც კი ვიცოდი ასეთი თუ იყავი,17 წელია გიცნობ სულ ყოველთვის მორჩილი და მშვიდი იყავი კატო ძალიან შეიცვალე.
-არც არასდროს ვყოფილვარ ნინი ისეთი, უბრალოდ გიორგი ძალიან მიყვარს და ვცდილობდი გამეგო მისთვის, მაგარმ ზედმეტი მოსდის უკვე. ამჯერად არ დავთმობ. არც ბიჭებს და არც დუდუს. კდიევ კაი გამახსენე რომ 17 ს ვარ თითქმის, ორი კვირა დარჩა არა ?
-დაგვატყდა ქარიშხალი სახელად კატო? ხოო ზუსტად 2 კვირა.
-ზუსტად. და აი კატოც ადგა გამოეწყო, ტელეფონი აიღო და ნინისთან ერთად სახლი დატოვა. სად მიდიხარო დედამ კი მიაძახა გზაში მაგრამ არც უფიქრია შებრუნება. დედაზეც გაბრაზდა , არასდროს უცდია გიორგის შეჩერება, ისიც ისევე ემორჩილებოდა გიორგის როგორც კატო, ზოგჯერ კი გამოესარჩლებოდა ხოლმე მაგრამ ისეთი არაფერი რომ აღსანიშნავად ღირდეს.
კლინიკაში რომ შედიოდა გიორგიმ დაურეკა.
-სად წახვედი.
-კლინიკაში დუდუ უნდა ვნახო. მაშინვე გაბმული ზარი გაისმა , გაუთიშა.
-ნინი კატო არა მაგრამ ქარიშხალი სახელად გიორგი კი ნამდვილად გვიახლოვდება .
-მგონი შენი სინოპტიკური პროგნოზი მართლდება, გაიხედე ? ნინიმ გიორგის მანქანისკენ ანიშნა , რომელმაც სწორედ მაშინ დაამუხრუჭა პარკინგზე .
-არაუშავს შევდივართ.
-დარწმუნებული ხარ ? გაცოფებულია.
-იყოს რას მიზავს მცემს? მცემოს!! შეუვალი იყო კატო. !



№1 სტუმარი gggg

Dagvianeba arc ganedo da arc ipikro magariaa♥♥

 


№2 სტუმარი Araaaaaa

Ra magariaa erti amosuntkvit wavikitxe gagrdzeleba rodis iknebaaaaa

 


დავდებ ხვალ , მიხარია თუ მოგწონთ :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent