შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იისფერი სიყვარული #6


20-04-2018, 16:16
ავტორი Nanaga
ნანახია 4 986

დემეტრეს და კესოს ურთიერთობა იმაზე კარგად გავითარდა, ვიდრე ეს კესოს, მე ან თქვენ წარმოგვედგინა. მამაკაცის უჩვეულო ცვლილება კი ნამდვილად არ იყო ასეთი მარტივი და უბრალო, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ზოგადად ადამიანები ხომ ვერ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს, მანამ სანამ არ დავკარგავთ. სწორედ ასე მოხდა დემეტრეს შემთხვევაშიც. საიდან ვიცი? იმიტომ რომ ვიცი! დემეტრე იყო ძალიან იმპულსური თუმცა მოსიყვარულე და ერთგული, გააზრება ფაქტის, რომ კესო შეიძლებოდა სამუდამოდ დაეკარგა, ჭკუიდან შლიდა. ამიტომაც მისი კომპლექსები გვერდზე გადადო და საბოლოოდ აგრძნობინა ის, რისიც ასე ძალიან ეშინოდა. გამოუტყდა კესოს ყველაფერში, საბოლოოდ გადაულოცა მისი გულის გასაღები პირდაპირ ხელებში.

კესო? კესო ამ ყველაფრით ბედნიერი იყო, მეტიც დემეტრეს აღიარებამ თითქოს ცა გააფერადა, წარმოიდგინეთ დადიხართ ქალაქში მაგრამ ყველაფერი არის ნაცრისფერი ან შავ-თეთრი, როგორც გენებოთ თქვენი ფანტაზიის მიხედვით. ამ დროს მოდის ვიღაც და გეუბნებათ, რომ თქვენ მისი სამყარო ხართ, გინდა არ გინდა ცისარტყელისებრი ფერები ციდან იწყებენ ჩამოსვლას და შემდეგ ირგვლივ ისე იფანტებიან, ყველაფერი რაც აქამდე უფერული იყო ფერადდება, რაც უაზრო იყო ხდება აზრიანი და რაც მთავარია ორი ადამიანი ბედნიერდება. საერთოდ ადამიანი ხომ მარცვალია, მთავარია სწორ ადგილას მოხვდეს და საკუთარი მეორე მარცვალი იპოვოს. კესოს აღარ აინტერესებდა რა მოხდებდა შემდეგ, მისთვის მთავარი იყო სცოდნოდა, რომ დემეტრეს ის უყვარდა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე ვიღაცას ვიღაც ჰყვარებია. ახლა უკვე ორივემ იციან სად არიან, რას აკეთებენ, როდის ნახავენ ერთმანეთს და ასე შემდეგ, ახლა უკვე ჩვეულებრივ შეყვარებულ წყვილებს დაემსგავსნენ თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ისინი ვერასდროს იქნებიან ისეთივე ჩვეულებრივები და სტანდარტულები როგორებიც სხვები.



უნივერსიტეტის დამთავრება იმაზე მეტად ეწყინა კესოს, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდა. რაღაცნაირად დამოკიდებული გახდა, ვერ წარმოედგინა როგორ უნდა დამჯდარიყო სახლში 24 საათი ან რა უნდა ეკეთებინა. ამიტომ ერთ-ერთ კომპანიაში მოძებნა სამსახური, გაიარა 2 კვირიანი სტაჟირება და მუშაობაც უპრობლემოდ დაიწყო. მართალია დემეტრე ხანდახან ეწუწუნებოდა ხოლმე ძალიან იღლები და გვიანობამდე ხარო მაგრამ კესოს პასუხი მზად ჰქონდა და შეტევით ახსენებდა დემეტრეს სამსახურს.



- რაღაც უნდა გითხრა - ერთ საღამოსაც ამოილაპარაკა დემეტრემ კესოს კუთვნილ საძინებელში და სიგარეტს მოუკიდა



- დემე რამდენჯერ უნდა გითხრა აქ არ ვე-წე-ვით - დაუმარცვლა და მისი ხელიდანვე დაარტყა ნაფაზი



- არაუშავს, ახალ სახლში რომ გადავალთ ერთად, იქ არ მოვწიოთ, აქ ხომ უკვე დაირღვა ეგ წესი - ჩაეცინა დემეტრეს და კესოს ხელს აკოცა



- ახალ სახლში? ცოლობა ხომ არ უნდა მთხოვო და წინასწარ მამზადებ? - კესოსაც ჩაეცინა



- ჩათვალე ახლოს ვართ - სახე დაისერიოზულა დემეტრემ



- თქვი რისი თქმაც გინდა დემე - საოცრად თბილი ხმით ჩაილაპარაკა კესომ



- მინდა რომ ჩემი მშობლები გაგაცნო, ჩემი ოჯახი და ყველაფერი რაც მე მეხება - სიგარეტი ისევ ბოთლში ჩააგდო და ოდნავ გაანჯღრია, კესოს გაკვირვება, სიამოვნება და რაღაც მესამე ჯერ-ჯერობით ენით აღუწერელი გრძნობები გამოესახა სახეზე. იმდენად ესიამოვნა დემეტრეს ეს ჟესტი, მოუთმენლად მოეხვია და სახეზე პატარა ბავშვივით დაუწყო კოცნა და თან იცინოდა



- როდის მივდივართ? - ისევ აკისკისდა და ამჯერად ტუჩებ დამანჭული თავი გვერდით გადააგდო ლოდინის რეჟიმში



- ასე თუ გაგიხარდებოდა არ მეგონა პოტენციური დედამთილ-მამათილი - იცინოდა დემეტრე - ხვალ საღამოს გამოგივლი და წავიდეთ



კესოს იმდენად უხაროდა დემეტრეს სამყაროში შებიჯება და კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადასვლა, მთელი დღე ადგილს ვერ პოულობდა. ტიპური ''არაფერი მაქვს, რომ ჩავიცვა'' დაემართა მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირადღირებული გარდერობი და აქსესუარები ჰქონდა, ასევე რა თქმა უნდა ფასთან შესაბამისად გემოვნებიანიც. მთელი დღე ხან ერთ კაბას ჩაიცვამდა, კარგად დააკვირდებოდა, მერე მეორეს. ბოლოს დაასკვნა რომ უბრალოდ გასუქდა და აღარაფერი აღარ ერგებოდა. ისიც ვეღარ გაიგო ოფიციალურად უნდა ჩაეცვა თუ სადად, ნეტავ ეკითხა დემეტრესთვის, ახლა ხომ ასეთ დღეში არ იქნებოდა... საბოლოოდ ძალიან სოლიდურ, კლასიკურ შავ შარვალზე და შიფონის პერანგზე გააკეთა არჩევანი. თმებიც ზემოთ აიწია უსწორმასწოროდ, ძალიან სადა მაკიაჟი გაიკეთა და სანამ დემეტრე მოვიდა აქეთ-იქით უაზროდ დაიწყო სიარული, თვითონაც ვერ გაიგო რატომ ნერვიულობდა ასე, მაგრამ მაინც ნერვიულობდა.

დემეტრეს გამოჩენა წვიმიან ამინდში მზის სხივივით იყო.

ბედნიერმა ჩაირბინა კიბეები და დემეტრეს მოწყურებული შემოეხვია კისერზე.

მამაკაცმაც იგივე ჟესტი გაიმეორა და ყელში ხმაურიანად აკოცა. შემდეგ დაატრიალა და ისევ ჩაიხუტა - ძალიან ლამაზი ხარ და ძალიან გიხდება ასე სადად ყოფნა - ისევ აკოცა რამდენჯერმე ლოყაზე, შემდეგ ტუჩებზე და მანქანაში ჩასვა.



- შენი აზრით მოვეწონები? - ნერვიულად ჩაიხითხითა კესომ

- რა გაქვს დასაწუნი გინდ ჩემების და საერთოდ ვინმესი? - მობეზრებულად აატრიალა თვალები დემეტრემ

- ოო კარგი რა, მითხარი როგორები არიან - არ ეშვებოდა კესო

- რომ მივალთ ხომ ნახავ როგორებიც არიან, დამშვიდდი რას ნერვიულობ? მათ შენს შესახებ უკვე იციან და მინდა გითხრა დიდი ხანია გელოდებიან - ცალყბად ჩაიღიმა დემეტრემ და სანამ კესო აზრზე მოვიდოდა და რამის თქმას მოასწრებდა მანქანაც გაჩერდა.

მოულოდნელობისგან კესომ ჯერ თვალბი გააფართოვა, შემდეგ დაიწვრილა და თავიც ერთი ორჯერ გაიქნია, ახლა კი ნამდვილად ინანა აქ წამოსვლა, დემეტრეს არასდროს მნოუყოლია მისთვის მის ფინანსურ შესაძლებლობებზე, არც არასდროს დაინტერესებულა რადგან უყვარდა დემე და არა მისი გასქელებული ჯიბე. თემას ავცდით და დავბრუნდეთ იმ სახლის წინ, სადაც კესო იდგა.

სახლი ძალიან ლამაზი, თანამედროვე აგურით იყო ნაშენები, ეზო მთლიანად სიმწვანეში იყო ჩაფლული, სამი ბილიკიდან ერთი პირდაპირ სახლთან მიდიოდა, მეორე სავარაუდოდ ბაღთან, საიდანაც ყვავილები მოჩანდა და მესამე კი სახლის უკან გადიოდა. არ ჰგავდა თანამედროვე თბილისურ სახლებს, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჰზე ნახავდი. ეზოში ძალიან ლამაზი შადრევანი იდგა, რომელსაც განათება ჰქონდა დამონტაჟებული და სავარაუდოდ საღამოს სასიამოვნო ფერებში ანათებდა. ეზოს ერთ ნაწილში მთლიანად ხეივანი იყო გაშენებული, აქაურობა იყო საოცარი ნაზავი თანამედროვეობისა და სიძველის. ყველაფერი იმდენად ლამაზი იყო რამდენიმე წუთი ხმასაც ვერ იღებდა.



- აი თურმე რატომ არსად არ დაგყავდი და რატომაც იქცეოდი ისე - გაეცინა კესოს და გემრიელი მუჯლუგუნი უთავაზა დემეტრეს



- გეყოფა კესო, ეგ რა შუაშია საერთოდ? - გაეცინა და ნატკენი მხარი დაიზილა



- ხო აბა რა, გასაკვირი რა არის, ყველას ხომ ასეთი სახლი აქვს - იცინოდა კესო და თან უახლოვდებოდა სახლს. დემეტრემ თვალები დანებების ნიშნად გადაატრიალა და სახლში ჯერ კესო შეატარა, შემდეგ თვითონაც მიჰყვა. კარებში ძალიან ლამაზი, ახალგაზრდ ქალი შემოეგებათ



- მოხვედი დემე? საყვარელო - ჩაეხუტა შვილს და შემდეგ კესოსკენ მობრუნდა - როგორც იქნა, შენ ალბათ კესო ხარ არა? - ახლა უკვე კესოს გადაეხვია ძველი ნაცნობივით და ლოყაზე აკოცა - რომ იცოდე როგორ მინდოდა შენი გაცნობა და როგორ მიხარია, მოდი რატომ დაიბენი მე ეკა ვარ, დემეტრეს დედა. - გაეცინა და გოგონას ხელში ხელი გაუყარა, თან მისაღებისკენ წაიყვანა.



- ძალიან სასიამოვნოა ქალბატონო ეკა, მეც მიხარია თქვენი გაცნობა - ბედნიერმა ამოილუღლუღა კესომ



- აი ძალიან გთხოვ, თუ გინდა რომ არ მაწყენინო, ნუ დარწმუნებული ვარ რომ არ გინდა - ისევ გაეცინა, საკმაოდ ჭკუა მხიარული ქალი იყო - აი ეს ქალბატონო არ დამიძახო და მითუმეტეს თქვენობით არ მელაპარაკო, ჩათვალე რომ მე და შენ დაქალები ვართ, შევთანხმდით? არ მაგრძნობინო რომ დავბერდი იცოდე - ჩაიკისკისა ეკამ და კესოს ისევ მოეფერა, მეორე სართულიდან ტყაპა ტყუპით ჩამორბოდა ვიღაც და უსაყვარლესი გოგონა აისვეტა კესოს წინ, ჯერ კარგად შეათვალიერა კესო, შემდეგ ბაგეები ყურებამდე გაწელა და ჩაეხუტა.



- მე ელენე ვარ, დემეტრეს და, შენ ალბათ კესო ხარ არა? უფ რადგან ჩემმა ძმამ გოგო და მითუმეტეს შენ მოგიყვანა სახლში, რაღა მომკლავს, უზომოდ მიხარია შენი გაცნობა - გადაკოცნა კესო და ჩაიხუტა.



- რა ლამაზია არა? მილიონჯერ უკეთესია ვიდრე მე წარმომედგინა - გადაულაპარაკა ეკამ შვილს და კიდევ ერთხელ შეათვალიერა კესო.



- გეყოფათ ამოასუნთქეთ ადამიანი - მხიარულად ჩაილაპარაკა დემეტრემ, რომელიც რამდენიმე წუთით ადრე გავიდა.



- უნამუსო მობრძანდა, ამ ბარბს მალავდი ამდენი ხანი? შენ ადამიანი ხარ? ასეთი კრასავიცა გვერდით გყავდეს და შენ კიდევ არსად არ აჩენდე, დურა დურა - გაჰკიოდა ელენე და აქეთ იქით დადიოდა



- რა თქმა უნდა, ჯერ კარგად უნდა შევყვარებოდი თორემ შენ რომ გაგიცნობდა შეიძლებოდა დამშორებოდა - ჩაეცინა დემეტრეს



- გეყოფათ ახლა ჩხუბი არ დაიწყოთ და არ გამიქციოთ ეს ანგელოზივით გოგო - დაუბრიალა თვალები ეკამ - ჩემს ქმარსაც ისე უნდოდა შენი გაცნობა კესო, თუმცა მოულოდნელი საქმე გამოჩნდა ევროპაში, არაუშავს ადრე თუ გვიან მაინც შეხვდებით ერთმანეთს.



ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძალიან მშვიდად და ლამაზად ჩაიარა ვახშამმა. დემეტრეს ოჯახი მართლაც უსაყვარლესი იყო, კესოსაც ისე ექცეოდნენ თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდნენ, თუმცა რაც მთავარია ყველაფერი გულიდან მოდიოდა და ამ ატმოსფეროში კესოც ისე გრძნობდა თავს, თითქოს სახლში იყო. წამოსვლისას ეკამ მინდა სამახსოვროდ დაგრჩეს რაღაცო, სპეციალურად შენთვის დავამზადებინე და იმედია მოგეწონებაო, კრემისფერი ვიწრო და გრძელი ბარხატის ყუთი გაუწოდა. ხელის კანკალით გახსნა ყუთი და ემოციებმა ერთი მეორის მიხედვით გადაურბინა სახეზე. ყუთში ძალიან ლამაზი ოქროს წვრილი ყელსაბამი და მასზე მიმაგრებული ერთი ბრილიანტის თვალი იყო. იმდენად ლამაზი იყო, კესოს ცრემლები წამოუვიდა. არა სამკაულზე, არამედ ეკას ამ ქცევაზე, ბედნიერი გადაეხვია და უამრავი მადლობა გადაუხადა.



- აბა კიდევ ნერვიულობ? - წამოსვლისას კითხა დემეტრემ, ერთი ხელი საჭეზე ედო, მეორეთი კი კესოს ხელს აწვალებდა



- არა, მეტიც ძალიან მიხარია ასე თბილად რომ მიმიღეს. ხომ გესმის მაინც საქართველოა - გაეცინა კესოს და დემეტრეს ხელს რამდენჯერმე ხმაურიანად აკოცა.



- მე ხომ გითხარი, განსხვავებულები არიან ცოტა გადარეულები მაგრამ მართლა კარგები



- განსხვავებული და გადარეული კი არა დემე, ინდივიდუალურები არიან. ძალიან კარგები და თბილები არიან.



სახლამდე აღარცერთს აღარ ამოუღია ხმა, კესო ბედნიერი იყო და თავისებურად დემეტრეც. მართალია არ იმჩნევდა და ძალიან კარგად იცოდა, რომ მის ოჯახს კესო თავიდანვე მოსწონდა, მაგრამ მაინც გულის კუნჭულში ჰქონდა განცდა, რომ რაღაც ისე ვერ იქნებოდა, თან კესოს ნერვიულ ქცევებს და სახეს რომ უყურებდა, თვითონაც იძაბებოდა. საბოლოოდ კი ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც მას სურდა. სახლში მისულს რამდენჯერმე აკოცა ყელში, ნელ-ნელა დაიწყო მისი დაგემოვნება.

_____________

აუცილებლად წაიკითხეთ!

მოკლედ დავწერე კიდეც ადრე, რომ ეს ისტორია დაწერილი მაქვს და პერიოდულად ავტვირთავ მეთქი მაგრაააამ :D ნუ ვინც ზოგადად ჩემი დასრულებული ისტორიები იცით და წაკითხული გაქვთ, შეამჩნევდით რომ მე ზოგადად არ მყავს პრობლემატური წყვილები და უბრალოდ ყველანაირი პრობლემის გარეშე არიან ერთად, ზედმეტი ტანჯვების და რაღცების გარეშე. ხოდა მოკლედ ერთი კომენტარი წავიკითხე ჩემს ისტორიაზე, რომ კარგია მაგრამ რაღაც მოსაწყენია და მუღამი დაკარგაო, ეს დაწერილი ვარიანტიც ასეთივე იყო, ზედმეტი პრობლემების გარეშე მიდიოდა სიუჟეტი, ვიფიქრე დავდო არ დავდო დავდო არ დავდო და ბოლოს გადავწყვიტე ხელახლა, ახალი ისტორია ვწერო ასე ნელ-ნელა და სრულიად შევცვალო. იყოს ექშენიც თუ ასე ძალიან გინდათ :D მოკლედ საბოლოოდ ასე გადავყვიტე და მგონია რომ ასე უფრო კარგი გამოვა, ზოგადად მომხრე ვარ რომ ცხოვრებაში მაინც პრობლემებია და ისტორიებში, ფილმებში მაინც ნუ ვნახავთ ამ პრობლემებს მეთქი მაგრამ თუ ექშენია ექშენი იყოს ინტრიგებითურთ. ხოდა პერიოდულად დავდებ ხოლმე <3 მთავარია წაიკკითხოთ და აზრი დააფიქსიროთ თორე მუზა გამექცევა :D :D



№1 სტუმარი სტუმარი ბარბარე

ძალიან მაგარია მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს, მალე დადე გთხოვ და არ დააგვიანო????♥♥♥♥♥♥????????????

 


№2 სტუმარი მარი. ელ❤

მე ძალიან მომწონს ძალიანაც ნუ დაძაბაავ ეს ისტორია მოსაწყენი არაა და ეს მახარებს ჩემი აზრით ყველა ისტორიაში პერსონაჟებს ცხოვრებისეულ პრობლემებთან ბრძოლა არ უნდა უწევდეთ თუ ასე იქნება ეს ჩემთვის არც ბანალური და არც მოსაწყენი არ იქნება ზოგ ისტორიას სჭირდება დაძაბულობა და ჩახლართვები თუმცა ყველას არა.... მიყვარს ეს წყვილი და ასე გააგრძელეე❤❤❤

 


№3 სტუმარი Tata

რამდენი ხანი ველოდი შენს ისტორიას
ნუ როგორც ყოველთვის (გა)საოცარი თავი იყო
მომწონს შენი წერის სტილი და არვფიქრობ, რომ მოსაწყენია მაგრამ რაღაც განსხვავებული მაინც კარგია. იმედია ძალიან არ შეცვალე და მთლიანად ჩახლართულობა არ იქნება
ვგიჟდები შენზე და მითუმეტეს შენს ამ ისტორიაზე და ნამდვილად არ მინდა იმედები გამიცრუვდეს
მიხარია, რომ რაღაცის შეცვლა გადაწყვიტე
წარმატებები❤️❤️❤️

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ცვლილებები კარგია მაგრამ ამას კარგი დასასრულის შეცვლა იმედია არ მოყვება

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მუზა არსად გააქციო, არ გადამრიო. მართლაც ვფიქრობდი, დაწერილია ეს ისტორია და რაატომ არ იდება-თქო, მაგრამ რადგან ექშენის ელემენტებიც იქნება, ხმას არ ამოვიღებ და მოთმინებით დაგელოდები:დდ
ისე შენს ისტორიებზე ისე ვარ შეყვარებული, ყველანაირი მომეწონება

 


№6 სტუმარი ლია

არავის უსმინო,საუკეთესოდ წერ❤❤❤

 


№7  offline წევრი tatuli)

me mgonia rom harmoniul urtiertobas araperi jobs da dzalian dzalian momcons!!! ert erti sauketeso istoria... ishvitad momcons da gamovxatav amas komentarit mitumetes magram martla ubralo magram didi grdznobit gajerebuli istoria kargi xar shen! <3

 


№8 სტუმარი სტუმარი Mariko

თუ ისტორიაში „ექშენი“ არაა,ის უფრო ზღაპარს ემსგავსება და მოსაწყენი ხდება.. კარგი გოგო ხარ,მომწონს როგორც წერ

 


№9 სტუმარი სტუმარი nata

ძაან მაგარიან ახალს როდის დადებ?

 


№10 სტუმარი სტუმარი თათა

ახლა წავიკითხე ექვსივე თავი და მინდა გითხრა რომ ახლა რა ისტორიებიც იდება ჩემთვის ეს ფავორიტია.
ძალიან კარგდ გადმოსცემ ამბავს

რაც შეეხება შენს გადაწყვეტილებას, ვფიქრობ,ისე უნდა წერო როგორც შენ გაგიხარდება და როგორც შენ გაქვს ჩაფიქრებული.
მე ის უფრო მგონია ბანალური სიტუაცია რომ აიხლართება ჩაიხლართება. წესით ბედნიერები რომ უნდა იყვნენ მერე რაღაც პატარა მიზეზს გამოჩხრეკენ და დაიწყება ვაება და გოდება.
მოდი ნურც პერსონაჟებს გააწვალებ ზედმეტად,ნურც ჩვენ და გაააგრძელე ისე წერა როგორც დაიწყე.
წარმატებები

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინა

არ გირჩევ სავყვარელო
ესე ბევრად უფრო კარგია დრამა ცხოვრებაშიც გვეყოფა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent