შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იისფერი სიყვარული +18 #4


6-04-2018, 11:36
ავტორი Nanaga
ნანახია 5 942

დილით დემეტრეს სხეულზე აკრულს, რომ გამოეღვიძა ჯერ ერთიანად აიტანა სიხარულმა, მასთან დარჩა მთელი ღამე, ეს რაღაცას ნიშნავს

თუმცა სიბრაზეც მოაწვა საკუთარი თავის მიმართ, როგორ აჰყვა ვნებებს და როგორ დაავიწყდა საკუთარი თავმოყვარეობა, თუმცა გულის ბნელ კუნჭულში მყოფი დემეტრესდამი აგიზგიზებული ნაპერწკალი მაინც გადმოძვრა და მთლიანად გულს მოედო, ბედნიერი იყო თუნდაც იმით, რომ დემეტრე ახლა მასთან იყო და ასე მჭიდროდ ეხუტებოდა. თუმცა ახლა ერეკლეზე დაფიქრდა და დანაშაულის გრძნობამ მოსვენება არ მისცა, ნათელია რომ კესო უყვარს, ეს ახალი ამბავი არ არის და არც რამე ზედმეტს ითხოვს მისგან, თუმცა მაინც არ შეიძლება ასე მოქცევა, მაგრამ რა გააკეთოს თუ გულს, გონებას და სხეულს დემეტრესთან უნდა?!

სცადა თავი გაენთავისუფლებინა დემეტრეს განიერი ხელებისგან, თუმცა საკუთარ თავს ძვრაც ვერ უყო, აფართხალდა სანამ დემეტრე შეწუხებული სახით არ გადაბრუნდა უკან.

ფეხზე წამოდგა, რატომღაც მგელივით შიოდა და გადაწყვიტა რამე გემრიელი მოემზადებინა. ისე იყო მზადების პროცესში გართული, ვერც კი შეამჩნია დემეტრეს შესვლა. მამაკაცმა მუცელზე ხელი მოხვია და მხარზე აკოცა, კესო კი დენდარტყმულივით შეხტა და სწრაფად მოტრიალდა, რაზეც დემეტრემ უბრალოდ ჩაიცინა

- რატომ დადიხარ აჩრდილივით? - გაბრაზებულმა ამოილაპარაკა და მსუბუქად გულზე ხელი მიკრა

- შენ ხარ ფიქრებში შეჭრილი და ჩემი მოსვლა ვერ შეამჩნიე - მხრები აიჩეჩა დემეტრემ და ყელში ხმაურიანად აკოცა - რას აკეთებ?

- ყიყლიყოებს და ყავას, ხომ ისაუზმებ? - ბედნიერმა ამოიჩურჩულა და ლოყაზე აკოცა

- ჩავიცვამ და კი - ქალს ხელი შეუშვა და უკან გავიდა, - ისე შენც რომ ჩაიცვა და უკანალი არ მიმზეურო დილით კარგს იზამ - ვნება მორეული ხმით ჩაილაპარაკა და ქურდივით გაუჩინარდა

- ძალიანაც კარგი, ყლაპე ნერწყვები - მხრები აიჩეჩა კესომ და ყავა ჭიქებში დაასხაა.



ისე ისაუზმეს სიტყვა არ უთქვამთ ერთმანეთისთვის.

როგორც კი ისაუზმეს, ერთად აალაგეს და დივანზე ჩამოსხდნენ.



- დღეს არ მუშაობ? - მორიდებით კითხა კესომ

- ვმუშაობ, ოღონდ ჯერ შენთან ერთად უნდა ვიყო

ამის გაგონებაზე კესო ერთიანად დაიძაბა, აქ კი ვეღარ გაარჩია რა თაამაშს თამაშობდა დემეტრე.



- რა ხდება დემეტრე? ჯერ საერთოდ არ რჩებოდი ჩემთან, მერე ვილაპარაკეთ და დავშორდით, უცბად გამოჩნდი ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარა - ხელები გადაიჯვარედინა და დემეტრეს წინ ჩამოდგა

- გადავწყვიტე ურთიერთობის წესები შევცვალო - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა

- ახლა მოგინდა წესების შეცვლა? - ირონიული მზერა ესროლა და ცალი წარბი აწია

- სჯობს გვიან ვიდრე არასდროს - ისევ მხრები აიჩეჩა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. კესო კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა

- გისმენ ერეკლე - მხიარულად ჩასძახა და სახელი კარგად გამოკვეთა, არ გამოპარვია დემეტრეს დაჭიმული ყბები და ცეცხლით აგიზგიზებული თვალები.



- ჰმმ დღესს? - ხმა მაქსიმალურად გაინაზა და გაკეკლუცდა, რა თქმა უნდა ყველაფერს დემეტრეს ჯინაზე აკეთებდა - მოვიფიქრებ და თავად შეგეხმიანები. გკოცნი ეკე - მხიარულად ჩასძახა და გაუთიშა.



- შენ დაელაპარაკები რომ თავი დაგანებოს თუ მე დაველაპარაკო? - ხელები უცახცახებდა

- რატომ უნდა დამანებოს თავი? მე არ მაქვს ბედნიერების უფლება? - ბრაზი მოაწვა კესოს

- ბედნიერების უფლება? რომელ ბედნიერებაზე ლაპარაკობ როცა ჩემს შეხებაზე გული მიგდის, ასე აპირებ ვიღაცასთან ყოფნას? - გულწრფელად გაეცინა დემეტრეს

- წუხანდელი ღამე შეცდომა იყო. - მხრები აიჩეჩა და იქვე ჩამოჯდა

- კესო, ცუდად დაამთავრებ ამ ყველაფერს იცოდე. გაუფრთხილდი ერეკლეს და მშვიდობიანად ჩამოშორდი - ღრენით უთხრა და მისკენ წავიდა

- არავის არ ჩამოვშორდები, შენ ვინ მოგცა უფლება რომ გადამიწყვიტო? დავიღალე შენთან ყოფნით არ გესმის? ნუ მტანჯავ და შემეშვი - თითქმის ხავილით ეუბნებოდა და ცრემლები ყელში ჩასდიოდა.

- ვერ შეგეშვები, არ შემიძლია. შენც ხომ იცი რომ ეგ ერეკლე უბრალოდ დროის გასაყვანია? - მაქსიმალურად ახლოს იდგა მასთან

- არა არ არის, ერეკლემ იცის რითი გამახაროს, აუცილებელი არარის სექსი და სიამოვნება, იცის რომ უბრალოდ სეირნობითაც კი კმაყოფილი ვარ, აი შენ კი - ხმა უწყდებოდა და თან დემეტრეს თვალებში არსებული სევდა უფრო შლიდა ჭკუიდან - შენ კი მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ.

- არ არის მასე კესო - გულწრფელი წყენით ჩაილაპარაკა დემეტრემ

- აბა როგორ არის? შენი საყვარელი ადამიანი წარმოიდგინე ჩემს ადგილზე, მითხარი გაწირავდი ასეთი ტანჯვისთვის? - არ ჩერდებოდა კესო და ცრემლებიც თავისით პოულობდნენ გზას - მითხარი რატომ გინდა ჩემთან? ხომ არსებობენ ჩემზე მაგარი გოგოებიც, რომლებიც დაუფიქრებლად იქნებიან შენთან - ემოციები უკვე იმდენად ახრჩობდა, ლაპარაკიც უჭირდა და თავიც უსკდებოდა

- იმიტომ რომ შენ მიყვარხარ - დემეტრეს ხმა მეხის ჩამოვარდნასავით გავარდა, ერთიანად დასჭექა და კესოს თვალების გაფართოებაც არ გამოპარვია. რამდენიმე წუთი მხოლოდ მათი მძიმე სუნთქვა ისმოდა. კესოს ტვინში და სხეულში რაღაც ჭია შემძვრალიყო და ერთიანად ღრღნიდა ყველაფერს, რამდენჯერ უოცნებია ამ სიტყვების გაგონებაზე დემეტრესგან, რამდენჯერ გონებაში გაუმეორებია როგორი იქნებოდა ეს სიტყვა დემეტრეს ხმით ან მისი ტუჩებიდან წარმოთქმული, თუმცა მოლოდინმა ყველაფერს გადააჭარბა. თითქოს რეფლექსი ჩამოუყალიბდა, გონებამ ვერ აღიქვა ეს სიტყვები.



- შეუძლებელია... - სვენებ სვენებით ამბობდა და თან სიტყვებს ცრემლებს აყოლებდა - ახლა უბრალოდ ეგოისტურად მეუბნები მაგ ყველაფერს, შენ მე არ გიყვარვარ - დემეტრეს შეშლილი სახე კიდევ უფრო შეშლოდა და სადაც არის იფეთქებდა



- რატომ არის ასეთი რთული ჩემი დაჯერება? მითხარი კესო რატომ არ გჯერა? ჰო მიყვარხარ, ერთადერთი ადამიანი ხარ ვისითაც ვცოცხლობ და საერთოდ ვსუნთქავ, ერთადერთი ნათელი წერტილი. შენ გინდოდა ჩემ წრეში ყოფილიყავი და მუდამ გეგონა, რომ მე შენი მრცხვენოდა მაგრამ ეს ასე არ არის. შენ იმდენად კარგი და სუფთა ხარ ჩემი სამყაროსთვის, ვერ გაგწირავ ასე, ჰო არ მინდოდა შეგყვარებოდი მაგრამ სულელი ვარ, მე თვითონაც არ ვიცოდი რა მინდოდა, მინდა ბედნიერი იყო მაგრამ არ მინდა ამ ბედნიერების მიზეზი სხვა იყოს, ვერ ავიტან ვიღაც სხვასთან რომ იყო, ვერ ავიტან სხვა რომ გეხებოდეს, სხვა გიყურებდეს მძინარეს და სხვა გეფერებოდეს. - მხრებში ხელი ჩაავლო და ოდნავ შეარყია - თუ შეგიძლია მაპატიე რა ტკივილიც მოგაყენე, მაგრამ არ შემიძლია შენი გაშვება.



კესო მომენილისგან იმდენად დაიბნა, სიტყვებს ვერ მოუყარა თავი და ისევ ძლიერად ატირდა, იმ წუთას ნუგეში მხოლოდ დემეტრეს მკლავებში ნახა და ძლიერად მოეხვია, დემეტრე კი კოცნიდა თმებზე და ძლიერად ეხვეოდა.

- მინდა რომ წახვიდე - ცივი და შეუვალი ხმით უპასუხა და უკან მიბრუნდა

- წავიდე?

- გთხოვ დემე, ახლა არ მინდა ლაპარაკი. მინდა რომ წახვიდე და რამდენიმე დღე მომცე



უკან აღარ მობრუნებულა, თუმცა გაიგო როგორ მოიხურა კარები და ეგონა თითქოს, მისსა და დემეტრეს შორის სამუდამოდ გაჩნდა ნაპრალი. უნდოდა მოესმინა ეს ყველაფერი თუმცა რეალობა იმაზე მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა.


___________

დიდი მადლობა რომ კითხულობთ <3



№1  offline წევრი Kalina

მე მომწონს როგორც წერ.
ხო და ბოლო კარგი იყო.
შანსი არ იყო, იმავე რომ ეთქვა ამ გოგოს. ვერ ეტყვის, ჯერ ვერ ეტყვის.
ხვალ-ზეგ შეიძლება.

იისფერია, ხო.
კითხვისას დამყვება ეგ ფერი :)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2 სტუმარი სტუმარი Waka

Dzalian momwons sheni weris stili saintereso istoria momwons, .tavari gmirebic dzalian momwons da dzalian minda mati urtiertoba dalagdes mesmis kesosi da momwons rom scdilobs shecvalos demetre magram imedia sul ar daashoreb magat :(

 


№3  offline წევრი blondeangel631

ძალიანნ მომეწონა ამას ველოდი იმედია შეარგებ და დიდი და ბედნიერი ოჯახი იქნება დემეტრე უკვე მიხვდა იმას რაც საჭირო იყო შემდეგს ველოდები heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი mariam m.k

Ubralod saocreba Demeter chemi deme xo chemi me ar davutmob sxvas p.s xo kargi iyo momewona

 


№5  offline აქტიური მკითხველი grafo

ღმერთო რა დებილი გოგოა...ისეთი რაღაც ჩაიდინა, დემეტრეს რაც არ უნდა გაეკეთებინა, გადაასწრო. ტიპთან ისეთი ცეცხლოვანი ამბავი დაატრიალა და მისი თანდასწრებით სხვა კაცს გაუბა კეკლუცი. ფუ, ასეთი ქალები...დ ე ბ ი ლ ი!
არც დემეტრეს და არც ერეკლეს არ იმსახურებს.

 


№6  offline მოდერი Nanaga

grafo
ღმერთო რა დებილი გოგოა...ისეთი რაღაც ჩაიდინა, დემეტრეს რაც არ უნდა გაეკეთებინა, გადაასწრო. ტიპთან ისეთი ცეცხლოვანი ამბავი დაატრიალა და მისი თანდასწრებით სხვა კაცს გაუბა კეკლუცი. ფუ, ასეთი ქალები...დ ე ბ ი ლ ი!
არც დემეტრეს და არც ერეკლეს არ იმსახურებს.


არ ვიცი სხვა თავები წაიკითხე თუ არა, მაგრამ კესო არარის დამნაშავე... <3 იმედია თუ გადახედავ მიხვდები, რომ ყველაფერი დემეტრეს უთქმელოა გამოიწვია

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

Hermann
grafo
ღმერთო რა დებილი გოგოა...ისეთი რაღაც ჩაიდინა, დემეტრეს რაც არ უნდა გაეკეთებინა, გადაასწრო. ტიპთან ისეთი ცეცხლოვანი ამბავი დაატრიალა და მისი თანდასწრებით სხვა კაცს გაუბა კეკლუცი. ფუ, ასეთი ქალები...დ ე ბ ი ლ ი!
არც დემეტრეს და არც ერეკლეს არ იმსახურებს.


არ ვიცი სხვა თავები წაიკითხე თუ არა, მაგრამ კესო არარის დამნაშავე... <3 იმედია თუ გადახედავ მიხვდები, რომ ყველაფერი დემეტრეს უთქმელოა გამოიწვია


უთქმელობა-თქმელობა რა შუაშია. მე ვსაუბრობ იმაზე რაც ახლა ქნა. ტიპთან სექსი ჰქონდა და თან სხვა კაცს დაუწყო "შებმა". ამაზე ვსაუბრობ. თორემ დემეტრე რომ ანგელოზია ეგ არც მიფიქრია. მაგრამ, დემეტრეზე იყოს გაბრაზებული მისი უთქმელობა-უმოქმედობის გამო, არ ამართლებს მის დებილიზმს. ვაიმე, სიყვარულს ავუხსნიდი კი არა, უნდა ეგინებინა დემეტრეს და წასულიყო თავის გზაზე. იფ, ქალბატონმა ჩაიცხრო ვნებები და აუშვა აფრები:)))).

 


№8  offline მოდერი Queenofmoon

ახლახანს წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა,კარგად გადმოსცემ პერსონაჟის ემოციებს და ვნებებს,ყოჩაღ, ასე გააგრძელე. <3 <3

 


№9 სტუმარი sofio modebadze

ძალიან კარგად წერ

 


№10 სტუმარი სტუმარი ანამარია

ძალიან კარგად წერ, მაგრამ ეს კესო ძალიან სულელი ქალია. აბსოლუტურად ვეთანხმები გრაფოს

 


№11  offline წევრი tatuli)

rogor momcons<3 imedia gaagrdzeleb da kargi dasasrulic ekneba:))

 


№12 სტუმარი სტუმარი nita

დღეს დადებ ახალს?

დღეს დადებ ახალს თავს

 


№13  offline მოდერი Nanaga

როგორც კი მოვახერხებ ავტვირთავ ????❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი ნიტა

ახალ თავს როდის დადებ?

 


№15  offline მოდერი Nanaga

სტუმარი ნიტა
ახალ თავს როდის დადებ?


დადებული მაქვს, დადასტურებას ველოდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent