შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყინულისფერი (ნაწილი 5)


20-04-2018, 20:46
ავტორი tamarka
ნანახია 909

მეორე დღე უცნაურად დაიწყო როცა ორგანიზმის სიმშრალემ გამაღვიძა და ჩემი ადგომისთანავე მასაც გაეღვიძა. თუმცა ნაკლებად მინდოდა. კიდევ მინდოდა მეყურებინა როგორ სძინავს. ვიცოდი აუცილებლად მომენატრებოდა მისი ყურება და ბოლომდე მინდოდა დრო გამომეყენებინა.
„დილა მშვიდობისა“-მითხრა და გამიღიმა.
„დილა მშვიდობისა“- ვუთხარი მეც და სულ დამავიწყდა რომ მწყუროდა. ლოგინისკენ მივბრუნდი და გემრიელად ვაკოცე. რა თქმა არცერთი არ გავჩერდით და საბოლოოდ ემოციებისგან დაღლილებს და გამოსულელებულებს ისევ ჩაგვეძინა. როცა გაგვეღვიძა უკვე სადილის დრო იყო.
„გინდა რამე ჩემი ჩაიცვი, ეჭვი მეპარება ამ კაბით გინდოდეს ქვევით ჩამოსხვლა“- ღიმილით ვუთხარი და პაუზის მერე განვაგრძე. „თუ გინდა ჩამოდი, არაა პრობლემა. ფურორი იქნება და თან ყველა პირს დააღებს ასეთ ლამაზ ლედისთან ერთად მე რომ მნახავევენ, ჰუდით, სპორტული შარვლით და ნაიკის ბოტასებით.“-ჩემ ნათქვამზე მეთვითონ გამეცინა.
„არა, მადლობა. მეყო გუშინდელი ფურორი და მომეცი რამე“-სიცილნარევი ხმით მითხრა და ლოგინიდან წამოიწინა. ამ მომენტში საბანი ლოგინზე დავარდა და მისმა ტანის სითეთრემ შუქი აირეკლა. ანათებდა, ღმერთმანი... ყველაზე წმინდას ვფიცავ, ანათებდა და არა გადატანითი მნიშვნელობით.
ბოლოს ისევ ჩემი ხუთი ზომით დიდი სპორტული ფეხსაცმელი, შარვალი და ჰუდი ჩაიცვა. არ ვიცი გინახავთ თუ არა როცა წყვილი ერთნაირი სტილით მოძრაობს ყურადღებას მარტივად იქცევს და ძალიან ბევრს იმ შეგრძენბას უჩენს რასაც „მეც მინდა ეგეთი“ ჰქვია. და ზუსტად მსგავსი რამ ვიხილეთ როცა სადილისთვის სასტუმროს პირველ სართულზე ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ოთახში ამოვყავით თავი.
„რა აპირებ წამოხვალ დავიდთან?“-ვკითხე მე და თვალებში შემომხედა მან.
„არ ვიცი. ცოტა რთული იქნება ჩემთვის. ექვსი საათი ათათურქის აეროპორტში უნდა ველოდო და არ მინდა ძალიან დავიღალო. მინდა დასვენებულზე გამიკეთოთ ანალიზები. არ ვიცი. შევხედოთ რისი გაკეთება შემიძლია“
„კარგი. შენ უკეთ იცი.“-ტელეფონზე დედამ დამირეკა და მომიწია მარტო დამეტოვებინა. მოვუბოდიშე და გარეთ გამოვედი.
„გისმენ დედა“
„როგორ ხარ?“
„როგორც ყოველთვის, თქვენ როგორ ხართ?“
„ნორმალურად...“ -პატარა პაუზის მერე, აშკარად ამოვუნთქვის პაუზა იყო, განაგრძო... „როდის გვესტუმრები შენს სახლში? აღარ არის დრო დაბრუნდე? ხომ შევთანხმდით, რომ რამდენიმე დღით ჩამოხვიდოდი? რითი ვერ ჩამოაღწიე?“-კიდევ გააგრძელებდა რომ არ გამეჩერებინა.
„ოთხშაბათს თქვენთან ვიქნები, მაგრამ რამდენიმე დღით. ისევ უკან უნდა დავბრუნდე და მერე არ ვიცი როდის ჩამოვალ.“
„კარგი გელოდებით მაშინ ოთხშაბათს“-ხმაზე შევეტყე რომ დამშვიდდა და თუმცა მე პირიქით.
მიუხედავად იმისა, რომ საუბარი მოკლე იყო, შიგნით შესვლა არ მინდოდა. ადამიანი რომელიც ასე ძალიან მომწონდა და მიზიდავდა, და მემგონი მხოლოდ კი არ მიზიდავდა თავისთან მითრევდა, უნდა დამეტოვებინა და ღმერთმა უწყის როდის შევხვდებოდი კიდევ. და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ უნდა მომეტყუებინა, ყველაზე საშინელი ადამიანი ვიქნებოდი ჩემი თავის წინაშე, ყველაზე საშინელი მე, რაც კი ოდესმე მინახავს და ალბათ არასდროს მეტჯერ. ალბათ ასე მეტად არასდროს შემძულებია ჩემი თავი, როცა ასეთ ადამიანის გაშვება დავუშვი.
უკან შებრუნება არ მინდოდა თუმცა მომიწევდა. სულ რომ არაფერი ის მაინც უნდა მეკითხა რას იზამდა დღეს, ან რა გეგმები ჰქონდა.
სადაც დავტოვე იქ აღარ დამხვდა და მიხვდი, რომ ოთახში ავიდოდა. მეც ზევით ავედი. რა თქმა უნდა იქ დამხვდა და ვიღაცას ელაპარაკებოდა, როგორც მერე გავიგე მამას.
„რა ხდება?“-გაკვირვებულმა ვიკითხე როცა მისი სახე დავინახე.
„ არაფერი. ტაქსი გამოიძახე, სახლში მივდივარ“
„მშვიდობაა?“
„კი... ტაქსი გამომიძახე. მამას უნდა შევხვდე“-ხმის ტონისთვის არა უწევია, უბრალოდ სწრაფად მითხრა და ნივთები მოიკრიბა.
მალევე მოვიდა ტაქსი და ისიც ისე წავიდა დიდად არაფერი უთქვამს. გული შემიწუხდა და გზაში დავურეკე.
„დარწმუნებული ხარ რომ მშვიდობაა?“
„კი,კი. ფრენის საკითხზე უნდა გავარკვიო რაღაცები.“-შედარებით უფრო წყნარად მითხრა და მალევე გამითიშა.
უკეთ მინდა გაიგოთ რა ტიპის ადამიანი იყო და მინდა მოგიყვეთ, რომ თუ თქვენ ერთხელ ასეთს ნახავთ ხელი ძლიერად ჩასჭიდეთ და არსად გაუშვათ, არსად!
ადამიანი რომელსაც დახმარება არასდროს ეზარებოდა და ყოველთვის თავის შესაფრის დროს ჩნდებოდა. ბევრი რამ მასწავლა და აუცილებლად გამოვიყენებ. არასდროს დავივიწყებდი არცერთ დეტალს მისი სხეულიდან, მისი საუბრის მანერიდან, მისი თვისებებიდან.
როცა წერა გადავწყვიტე, ვთქვი რომ მასზე ერთ სიტყვასაც არ დავწერდი თუმცა არ გამომივიდა, თავში მისი სახელი თითოეული აბზაცის ბოლოს აღასჯერ მაინც მიტრიალებდა და თავს არ მანებებდა. არავის მივცემდი ამის წაკითხვის უფლებას ძალიან რომ არ მტკიოდეს და ამავდროულად რომ არ მიხაროდეს, რომ ოდესღაც ასეთი სიმათლეც იყო ჩემს ცხოვრებაში.
მახსოვს მისი სიჩუმე და მახსოვს როგორ გაირბინა დრომ მასთან. ვოცნებობდი თვალებით სურათების გადაღება შემძლებოდა, რომ ჩემი შვილისთვის მენახებინა სილამაზის იდეალი, დედაჩემისთვის მეჩვენებინა ქალის იდეალი, და ჩემი ცოლისთვის ცოლის იდეალი. მაგრამ არა, ამ ფაქტის გახსენება მკლავს და მაძლიერებს ერთდროულად, ტვინიდან იწყებს და ძვლებამდე მიდის ის შეგრძნება რასაც მისი სახის და თვალების გახსენებიდან განვიცდი.
როგორც გითხარით, სულ ვეძებდი მისნაირებს, თუმცა არა, სადამდე არ წავუყვანივარ ფიქრებს და რამდენად არ ჩავღრმავებივარ ადამიანებს, მაგრამ არა, მისნაირი მაინც ვერ ვიპოვე და შევეგუე.
არის მომენტები ცხოვრებაში როცა ადამიანები რომლებიც ერთმანეთისთვის ძალიან ძვირფასები იყვნენ უცხოვდებიან და ერთმანეთს შორდებიან და მათ შორის წყდება ქიმია და ის ძადი, რომელის ერთ დროს ლითონის იყო და დროთა განმავლობაში გაიცრიცა, დაპატარავდა, დაპატარავდა და ბოლოს ვეღარ გაუძლო და გაწყდა. თუმცა იმ ასეთი არ იყო. დამამონებელი ძალა ჰქონდა და მისი წასვლით ჩემში მარტოობამ დაისადგურა. მეგონა გავაგდებდი ჩემი სხეულიდან ამ საშინელ გრძნობას და გავაგრძელებდი ცხოვრებას ამ სამყაროსთან ერთად. მაგრამ მართლები არ ყოფილან, როცა ამბობდნენ, რომ დრო ყველაფერს კურნავს. ოჰ, ღმერთმანი, ნეტავ მართლაც ასე იყოს. მარტოობა დაისადგურებს შენში და ყველაფერი სერი ფრით იმოსება.
რას ვლაპარაკობ, მე ხომ მის შესახებ ვაპირებდი მოყოლას, ბოლოს კი მაინც ჩემ თავზე გადავერთე და ისევ ამითვე ვამთავრე. ჩემი თავით...
საღამოს თვითონვე დამირეკა და მითხრა რომ ყველაფერი კარგად არის.
„ზეგ წამოვალ თუმცა მალევე წავალთ აროპორტში და მერე ორ დღეში ჩამოვალ“
„მეც გამოგყვები ათათურქამდე...“
„არ გითქვამს?“
„მოსკოვში უნდა გადავფრინდე და მალევე დავბრუნდები უკან. დედა უკვე მერამდენე დღეა შეშლილივით მირეკავს. ვნახავ და ჩამოვალ უკან.“
„შენ უკეთ იცი, თან მეც არ ვიქნები აქ და კარგი. წარმატებები, ვეცდები მალე დაგირეკო. დავამთავრებ შეხვედრას და დაგირეკავ.“
„წარმატებები ჩემო ყინულისთვალება“
ბილეთი მანამდე ვიყიდე სანამ დამირეკავდა და არ ვაპირებდი თქმას, თუმცა არ მინდოდა მოტყუება. არ იმსახურებდა ასეთი ადამიანი ნაწილებად დაშლას და ხელახლა აწყობას მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და ამის გამო ჩემი თავი მეზიზღებოდა.
კი, მართლაც დამირეკა მოგვიანებით და არც დამჭირდა თქმა, რომ მისი საყვარელი სასმლით გაბრუებული მელაპარაკებოდა. კარგი დრო იყო კიდევ უფრო მეტი რამ მოეყოლა თავის თავზე. ოჰ, არა არ იფიქროთ, რომ სიტუაციიდან სარგებლის მიღება მინდოდა, თუმცა დიახ, იფიქრეთ, ალბათ მინდოდა...
„მამას ეშინია რომ ანალიზის პასუხი შეიძლება ცუდი იყოს, ცუდი არა,უფრო სწორად ის რაც მას არ უნდა რომ, იყოს. მე უკვე აღარ მაინერესებს. მოსაბეზრებელია მთელი ცხოვრება იკვლევდე შენს თავს და წარსულით ცხოვრობედე, კი, ვიცი რომ მოსაბეზრებელია, თუმცა მე ასე ვცხოვრობ.
არ დაგანებებს შენი აჩრდილი თავს, არ დაგანებებს სანამ იმას არ მიიღებს რაც მას უნდა. მაგრამ მე ძლიერი ვარ, მე მას მოვერევი. ხომ დამეხმარები?-ბავშვური გულწრფელობით დასმული შეკითხა იყო და როგორ შეიძლებოდა მეთქვა არათქო. პასუხის მერე კი განაგრძო.
„ცხოვრება ალბათ თამაშიც არაა, რაღაც ამოუცნობია და ალბათ სიკვდილამდე გავლილი გზა მარადიულ ძილამდე მისასვლელი ძილბურანის ეტაპია და ამას წარმატებით გავდივართ, თუმცა რამდენად კმაყოფილები ვართ იმით რასაც უკან მოხედვის მერე ვხედავთ. მე დაგინახავ შენ და ალბათ ვიტყვი, რომ დიახ, გამომივიდა...
მაგრამ მისი გაქრობა და აორთქლება, რომელიც ამ ყველაფერს ელის გამანადგურებს, ძირს დამცემს და ვიცი რომ ყველა პეპელა ჩემს შიგნით სამართებლად გარდაიქცევა და დამსერავს, მაგრამ არ ვინანებ. ვერავინ დარჩება სამუდამოდ და ეს გათავისებული მაქვს.
მეშინია მარტო დარჩენის, მაგრამ ჯერ არ გავუწირივარ ღმერთს ისე, რომ სულ მარტო ვყოფილიყავი. თვალები რომელიც მაქვს სულს ამოაძრობს ნებისმიერ ადამიანს და მე მე ეს მარტო არ დამტოვებს.“
წარმოდგენა არ მაქვს რატომ ან რისთვსი მელაპარაკებოდა ამდენს, ან რა მიზნით. უბრალოდ არ ვაწყვეტინებდი და ვუსმენდი. უცნაურად მეჩვენებოდა, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი მოსმენას.~
„ყველაზე მნიშვნელოვან ფრაზებს ხმადაბლა ამბობენ, ყველაზე უცნაური ადამიანები ყველაზე ხმამაღლა ამბობენ თავის სათქმელს და ცვლიან სამყაროს. არ აქვს მნიშნველობა საიდან მოდიან ისინი, ან სად მიდიან, თუმცა ასეთი ადამიანები აუცილებლად ტოვებენ კვალს. ყველა უცნაურად მიყურებს და თვალებში მაშტერდება და ალბათ ფიქრობენ რომ, შეუძლებელია თვალები ასეთი ამოუცნობი და უბიწო იყოს, შეუძლებელია მან კვალი არ დატოვოს...“-ეს ბოლო ფრაზაა რაც მახოვდა როცა დილით გავიღვიძე და მახოვდა. საუბარი ღამის ოთხ საათზე დავამთავრეთ და როცა მეორე დღეს დამირეკა მივხვდი, რომ საუბრარი უბრალოდ ჩემს გონებაში იყო და წარმოდგენა არ მქონდა საიდან მომიფრინდა.
ლანჩზე შევხვდით და საბვეიში გემრიელ სენდვიჩებს ჩვენი სასიამოვნო საუბარი თან დაერთო და სიმართლე გითხრათ არ მინდოდა წამოსვლა, თუმცა სამსახურის საქმე არ მმოიცდიდა და შევთანხმდით, რომ საღამოს ვნახავდი.
არ მინდა დაგღალოთ ჩემი ყოველდღიური საუბრებით და მოგაბეზროთ კითხვა, ამიტო მხოლოდ თამარაზე გიყვებით და გაცნობთ. გიყვებით ისტორიას, რომელიც ალბათ თავისმხრის უცნაურია და დასასრულს მოგანდომებთ, რომ იგრძნოთ რას ნიშნავს ძალა, რომელსაც ქალი ფლობს და თავისში ატარებს.
სასტუმროში სამსახურის მერე მოვიდა და ვახშამი ერთად გვქონდა. თან ისევ ერთი ბოთლი წითელი ღვინო წამოიყოლა და მიმტანს თავაზიანად სთხოვა გაეხსნა.
თავიდან მეგონა, რომ ალკოლოლიკად ჩამოყალიბდებოდა და საბოლოოდ კი მივხვდი, რომ უბრალოდ ანემიის გამო სვამდა და ალკოჰოლის ერთგვარ დადებით მხარეს იყენება.
„თავიდან ამომვრდა რომ, ხვალ დავიდთან მივდივართ“
„ჰო, მართალი ხარ, დღეს კიდევ ეერთხელ მკითხა შენზე, ხომ მოდისო.“
„კი წამოვალ, და ერთად წავიდეთ აეროპორტში.“
„ჰო. მე დიდად არაფერი მიმაქვს და მხოლოდ ერთი ჩანთთით ვიქნები დავიდთან.“
„მეც ბევრი არაფერი მაქვს. და რა ვაჭუქოთ.“
„მოვიფიქრებ რამეს“
„ შევამჩნიე, რომ შაბათს საღამოს ტალისკერს სვამდა და თუ გინდა შეზღუდული რაოდენობის ტალისკერი ვაჭუქოთ. გაუხარდება და თან გამოადგება“-ღვინო მოსვა და ორაგულის ფილის გასაჭრელად დანას და ჩანგალს მოკიდა ხელი.
საერთოდ ვერ მოვიფიქრებდი რომ დავიდისთვის ტალისკერის ვისკი მეჭუქებინა. ამ გოგოს თვალები ყველაფერს ხედავს და ინახავს, აშკარად სწორედ ასეთ თვალებს შეუძლიათ სურათების გადაღება და მხოლოდ ასეთებს ძალუძთ ამ ყველაფრის საჭირო დროს გამოყენება. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს თან უნდა ახლავდეს გამაოგნებელი გონებისა და აზროვნების სინთეზი, თორემ სხვა შემთხევაში ყველაფერი წყალში ჩაყრილი უაზრო ცდაა და იმდენად ხელოვნური, რომ შეგზიზღდება მისი ყურება.
„გადასარევია. მითხარი თბილისში სად ვიყიდო ვისკები? იცი, რომ ნაკელად ვსვამ და არ ვიცი მსგავსი ადგილები.“-გამეღიმა იმ ყველაფერის გაფიქრების მერე და მასაც გაეღიმა.
„ვისკის მე წამოვიღებ შენ ლილიასთვის ყვევილები წამოიღე.“
„კარგი, ეგ მარტივია. დარჩები ჩემთან ხო?“
„არამგონია, სახლში მირჩებნია მისვალ და ხვალისთვის სულიერად მოზადება.“
„ყველაფერი კარგად იქნება...“
„გააჩნია შენთვის რა არის „კარგად“ და რა არის ჩემთვის „კარგად“, რომა“- ქვევიდან ამომხედა და მომანათა თვალები.
ხმა აღამ ამომიღია სანამ ნომრამდე არ მივედით და თვითონვე არ დაიწყო ლაპარაკი.
„მიხარია, რომ შეგხვდი. ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანი და ემოციები იმდენი მაქვს თავისუფლად შემიძლია გაგიყო შენ და კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს. მინდა არ დამთავრდეს. სურვილი არ მაქვს პატარა ოჯახზე მეოცნებე გოგოს ნათქვამისნაირად ჟღერდეს, მაგრამ მე არ ვიქნებოდი წინააღმდეგი დარჩენილი ცხოვრება შენთვის მეყურებინა“- როგორ მინდოდა მეც მსგავსივე პასუხი გამეცა და დამემტკიცებინა კიდეც, მაგრამ არანაირად არ გამოდიოდა. არც ამ გადასახედიდან და არც იმ დროს.
„გინდა გითხრა ის რაც არ მითქვამს? უბრალოდ არ მინდა რომ მწვავე რეაქცია გქონდეს და ამით ყველაფერი დავანგრიო.“
„ნუ მაშინებ... თქვი“
„მე შენ ცოლად ვერასდროს მოგიყვან, ვერც მე მიყურებ მთელი ცხოვრება. არავინ მომცემს უფლებას ჩემთვის საოცნებო ქალი მყავდეს გვერდით და ამით მეც ბედნიერი ვიყო და ისიც. დედაც, მამაც ჩემთვის რელიგიურად შესაფერის ადამიანს ეძებენ და ამავდროულად ისეთს, რომ მამას ბიზნესისთვის მომგებიანი გზა ნახონ. ამისთვის მე იარაღი ვარ და არავინ მაპატიებს ამის ჩაშლას.
მე შენ მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია შენთან დავრჩე და გიყურო, გეფერო და მსიამოვნებდეს როგორ ვბერდებით და ამით ერთმანეთსაც ვაბედნიერებდეთ. არა იმით, რომ ვბერდებით, არა... ეს მეორეხარისხოვანია.... არამდე იმით რომ ერთად ვართ და ნაკლებად გვაინტერესებს რა იქნება... შენ გგონია არ მინდა ვუყურო ჩვენს შვილებს, როგორ დატანტალებენ და დაბაჯბაჯებენ. შენი თვალებით და შენნაირი სიარულის მანერით. დაბუშტული ტუჩებით და გამოყვანილი თვალებით...
ვერ მოვიყვან ქალს, რომელიც უკვე ამდენი ხანია დამოუკიდებლად ცხოვრობს, ასეთი ძლიერია. შენ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას და იქნები ის, ვინც აუცილებლად დატოვებს კვალს, თუმცა ჩემს გვერდით არა. შენ არ გჭირდება ჩემნაირი კაცი. უბრალოდ არ გჭირდება. მე კი მეტად უფრო სუსტი ქალი მჭირდება, იმისთვის რომ მარტივად მიიღოს ის რასაც ეტყვიან. შენ გგონია არ ვოცნებობდი შენნაირ ქალთან ყოფნაზე? კი... თან დიდი ხანი და როცა აღმოგაჩინე სწორედ მაშინ შემეშინდა... მთელი გააზრებული ცხოვრება მეგონა რომ არ აესებობენ ასეთები.
მე შენ მიყვარხარ თამარა, ძალიან მიყვარხარ, მეყვარები კიდეც, მაგრამ ერთად იმ ყველაფერის გავლა რაც ფილმებშია არ გამოვა. დაე. იყოს როგორც განგება ინებებს, თუმცა შევირგოთ ერთმანეთი და ის დრო რასაც ერთად ვატარებთ.“-დავამთავრე, ამოვისუნთქე და მის პასუხს დაველოდე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent