შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარი (თავი მესამე)


21-04-2018, 00:27
ავტორი Dead girl
ნანახია 1 291

დილას,თვალებდასიებულს უზომო თავისტკივილით გამეღვიძა.არადა მახსოვს წინა ღამით არც მიტირია და არც დამილევია.ალბათ როგორც ჩემი ექიმი იტყოდა ფსიქოლოგიურად გადავიღალე,ან შეიძლება დიდი ხნის წინაც გადავიღალე,მაგრამ მხოლოდ ახლა მივხვდი.
როგორც წესი,საშინელი გულმავიწყობა არ მჩვევია,მაგრამ იმ წამს დამავიწყდა სახლში სხვების არსებობა და პიჟამოსამარა გავედი ოთახიდან.პირი იმდენად მიშრებოდა ქვეყნად ყველას არსებობა დამავიწყდა.ხმაურის გაგონებისას უსიამოვნოდ შევშმუშნე და მხოლოდ მაშინ დავბრუნდი სამწუხარო რეალობაში. უკან საბა მედგა,ირინკას მოხუტებოდა ზურგის მხრიდან და რაღაცას ეჩურჩულებოდა,გოგონაც დაუფარავად კისკისებდა. ჩემს დანახვაზე გაჩერდნენ.აშკარა იყო არ მელოდნენ. ირინკა გაბრაზდა,რადგან იდილია დავურღვიე,ხოლო საბა რას გრძნობდა ვერ ამოვიცანი,მაგრამ სიმართლე,რომ გითხრათ დიდად არ მიდარდია ამაზე.
- უკაცრავად - ეს მიმართვა ზედმეტად ოფიციალურად მეჩვენებოდა,მაგრამ რა უნდა მექნა?! წარმოიდგინეთ რა სასაცილო სიტუაციაა,როცა შენს ‘’მოსისხლე მტერს’’ შენივე სახლში ბოდიშს,რომ უხდი!
საათს,რომ დავხედე მხოლოდ გამახსენდა,რომ უნივერსიტეტში ვიყავი წასასვლელი.მალევე მოვემზადე,მოვწესრიგდი,ჯინსი ამოვიცვი,პერანგი მოვირგე,ჩანთა მოვიკიდე,ერთი დავიყვირე ,,დღეს გვიან მოვალ’’ - თქო და სახლი დავტოვე. რეალურად არსად წასვლას არ ვაპირებდი,მაგრამ მინდოდა შეემჩნიათ სახლში უჩემობა.მინდოდა მოვნატრებოდი,ან თუნდაც ვინმეს ეთქვა,რომ რამდენიმე საათის განმავლობაში დავაკლდი.
გზაში მხოლოდ იმას ვფიქრობდი,რომ ძალიან კარგი წყვილი იყო ლესელიძე და გელოვანი.მხოლოდ ოდნავ მშურდა ირინკასი.ის ხომ ჩემთვის უკვე ასე ძვირფას სხეულს ეხებოდა მაშინ,როცა სურდა და სადაც სურდა.თითქოს ერთი წამით გვალზე ცრემლი მომადგა,მაგრამ არ მივცემდი საკუთარ თავს მათ გამო ტირილის უფლებას. ეს ზუსტად ვიცოდი.
უნივერსიტეტში მისულმა ისევ შეუმჩნევლად დავიკავე ჩემი ადგილი.ტელეფონი შევამოწმე და დაველოდე ლექციის დაწყებას.

სხვათაშორის კურსელებიდან ორი ძალიან კარგი და თავაზიანი ბიჭი გავიცანი,ლევანი და დაჩი.
ლევანი - კარგი ბიჭია,ქერა,მაღალი ცისფერთვალება,აი ისეთი გოგონები,რომ გიჟდებიან და რა თქმა უნდა მასაც არ აკლია ყურადღება.რაც არ უნდა იყოს არასდროს იჩრდილება.
დაჩი - შავგვრემანი,მწვანეთვალება,მასაც არ აკლია ყურადღება,აი იცით როგორი ტიპია?! ბე ემ ვე,რომ ჰყავს და თავში აქვს ოდნავ ავარდნილი,მაგრამ საერთო ჯამში,მაინც კარგი ბიჭია.
ახლა კი,როცა ეს ორი ზემოთხსენებული მეტნაკლებად გაგაცანით,გეტყვით რა უნდოდათ ჩემგან და საერთოდ როგორ მოხდა,რომ მე,ყველაზე ჩაკეტილ ადამიანს უეცრად ორი ნაცნობი,შეიძლება ითქვას ორი ახალი მეგობარი შევიძინე.
- ეი,მომაწოდე რვეული! - ჩემი კურსელი გოგონა ( შემდეგ როგორც გავიგე თათუკა) უაზროდ მთხოვდა,რომ მისთვის შემთხვევით გადაგდებული რვეული მიმეწოდებინა,მაგრამ ადგილიდან არ ვიძვროდი,სიმართლე,რომ ვთქვათ არც მე ვიცი რატომ.
გოგონა ჩემთან მოვიდა,სათვალე მოიხსნა,თმა უკმაყოფილოდ გააქნია და კიდევ ერთხელ მომმართა
- ე,დაყრუვდი გოგო? - საფეთქელთან თითი,რომ ვიგრძენი გავშრი.ღრმად ვსუნთქავდი,ამ აუდიტორიაში მხოლოდ მე ვიცოდი რა ძალის პატრონი ვხდებოდი,როდესაც ზღვარს კიდევ და კიდევ ერთხელ ვაბიჯებდი,ამიტომაც ვეცადე გავჩუმებულიყავი.
- თათუკა! შეეშვი - ლევანი იყო.
გოგონას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.ვერ მიხვდა რატომ მიცავდა ჩემთვის ძალიან უცნობი,ხოლო მისთვის ახლობელი ორი ადამიანი.
ამ დიალოგის მერე იყო,რომ მივყევით-მოვყევით და საერთო ენაც გამოვნახეთ. გოგონები შურის თვალით მიყურებდნენ.ეს მზღუდავდა და თავისუფლად საუბრის საშუალებას არ მაძლევდა. ღმერთო,ნამდვილი კატასტროფა ისაა,რომ ის ადამიანები გაშტერდებიან,რომელთაც საერთოდ არ იცნობ და რატომრაც გგონია მაინცდამაინც შენზე ლაპარაკობენ.
აუდიტორიიდან გამოსვლას ვაპირებდით დაჩი რომ მომიბრუნდა მანქანის გასაღების ტრიალით :
- ყავა ხომ არ დაგველია? - თავაზიანად გამიღიმა. მომწონდა ეს ბიჭი,მაგრამ ვერანაირად შეედრებოდა საბას.მისი ქცევები,სიტყვები და თუნდაც თვალები სულ სხვანაირად მეტყველებდნენ. საკუთარ თავზე მეშლება ნერვები. ამ ბოლო დროს,ნუ,დაახლოებით უკვე ორი დღეა ასეთი რაღაც დამჩემდა. ყველას ვისაც გავიცნობ ან საბას ვადრი,ან ირინკას.
- დიდი სიამოვნებით. - ღიმილით ვპასუხობ მეც,მანქანაში ვჯდები და ველოდებიი როდის დაიკავებს დაჩი საკუთარ ადგილს. ოდესმე გქონიათ ბედის ირონიასთან საქმე?! მე კი. უფრო სწორედ უკვე - კი. ბედნიერი ღიმილი სახეზე მეყინება უნივერსიტეტთან საბას წითელ პორშეს,რომ ვხედავ და თან ვამჩნევ,რომ ზუსტად ჩემი მიმართულებით იყურება.
აშკარად თვალით მანიშნებს და გულიც მიგრძნობს,რომ არასწორად ვიქცევი,როდესაც არჩვაძეს მივყვები კაფეში,მაგრამ რა უნდა გავაკეთო?! ახლა ქაჯივით ხომ ვერ გადმოვუხტები მანქანიდან,უი,იცი რა? რაღაც სხვა საქმე გამომიჩნდა და სამწუხაროდ ვერ მოვახერხებ შენთან ერთად წამოსვლას - თქო. სანამ დაჩი ლევანს ელაპარაკება ჩემი ტელეფონი წკრიალს იწყებს
- გადმოდი. - საბას ვუყურებ.თვალებს მიბრიალებს და ისევ ამ ერთ სიტყვას იმეორებს. მეც დაპროგრამებულივით ვემორჩილები. დაჩი გაკვირვებული მიყურებს,მაგრამ როგორც კი გელოვანს ამჩნევს თვალები სიბრაზით ენთება და სახეზე წითლდება.
ჩემ გამო,რომ არ იყოს ასეთ მდგომარეობაში აუცილებლად დავცინებდი,მაგრამ სამწუხაროდ ისეთ მდგომარეობაში არ ვარ,რომ სიცილის დრო ან თავი მქონდეს.
- ეს იყო შენი საქმე? ამის გამო აპირებდი სახლში დაგვიანებას? - თავს უაზროდ აქნევს აქეთ-იქით.იმედგაცრუებული ჩანს,მე კი ყველაზე ნაკლებად მინდა,რომ ასე იყოს.
პასუხის დაბრუნებას ვერ ვასწრებ რადგან დაჩი გვიახლოვდება.



№1 სტუმარი სტუმარი nataliko

პირველ რიგში, ბოდიში ლიზაზუ!
დღეს გადარბენაზე ვიყავი, ანუ სახლში არც ვიყავი. ახლაც მალევე უნდა წავიდე, სასწავლი მაქვს. (შაბათს და კვირას ასე რატომ მაწვალებენ?)

კარგი რაც შეეხება მოთხრობას! ლი, (ყველანაირი სახელი მოგიფიქრე რა. ზოგჯერ ლის, ლიზაზუს, ლიზას, ლიზუს, ნეი და კიდევ რამდენს გეძახი, ღმერთმანი.
საოცრება ხარ, საოცარი ფანტაზიით.
მართლა მაინტერესებს რა ხდება საბას და ვაჩეს შორის.
ტელეფონს დავტენი რომ დღეს ღამე ახალ თავს ჩავუჯდე. (თუ დაწერ, რათქმაუნდა!❤️)

საბა, დააყენე ერთი ადგილი, ძმაო! ირინკა კისერზე გეკიდება და “შეყვარებულს” გეძახის. (ისევე როგორც შენ)
ხოდა, ან ნეის შეეშვი ან ირინკას.

შესაძლოა განვიხილოთ ის ფაქტიც რომ მის დასაცავად აკეთებდა, მაგრამ ნუ აწვალებს ნეის ან მის ახალდაბადებულ გრძნობებს. (ეს თხოვნა არაა ძმაო).

ნეიც ხომ შეუდარებელია, მაგრამ მგონი ავტორი ლიზა სჯობს. არვიცი არვიცი. ????????‍♀️
უნდა გავიქცე, ლავ იუ????

პირველ რიგში, ბოდიში ლიზაზუ!
დღეს გადარბენაზე ვიყავი, ანუ სახლში არც ვიყავი. ახლაც მალევე უნდა წავიდე, სასწავლი მაქვს. (შაბათს და კვირას ასე რატომ მაწვალებენ?)

კარგი რაც შეეხება მოთხრობას! ლი, (ყველანაირი სახელი მოგიფიქრე რა. ზოგჯერ ლის, ლიზაზუს, ლიზას, ლიზუს, ნეი და კიდევ რამდენს გეძახი, ღმერთმანი.
საოცრება ხარ, საოცარი ფანტაზიით.
მართლა მაინტერესებს რა ხდება საბას და ვაჩეს შორის.
ტელეფონს დავტენი რომ დღეს ღამე ახალ თავს ჩავუჯდე. (თუ დაწერ, რათქმაუნდა!❤️)

საბა, დააყენე ერთი ადგილი, ძმაო! ირინკა კისერზე გეკიდება და “შეყვარებულს” გეძახის. (ისევე როგორც შენ)
ხოდა, ან ნეის შეეშვი ან ირინკას.

შესაძლოა განვიხილოთ ის ფაქტიც რომ მის დასაცავად აკეთებდა, მაგრამ ნუ აწვალებს ნეის ან მის ახალდაბადებულ გრძნობებს. (ეს თხოვნა არაა ძმაო).

ნეიც ხომ შეუდარებელია, მაგრამ მგონი ავტორი ლიზა სჯობს. არვიცი არვიცი.????????‍♀️
უნდა გავიქცე, ლავ იუ????

კომენტარის გადახედვასაც ვერ ვასწრებ და შეცდომებისთვის სრი????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent