შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარი (თავი მეორე)


19-04-2018, 22:41
ავტორი Dead girl
ნანახია 1 421

ყოველთვის,როცა ამას ვიხსენებ,სინანულის კი არა,სიბრალულის გრძნობა მიჩნდება. სწორედ მამის სიკვდილით იყო გამოწვეული ჩემი ფსიქიკური აშლილობა,სამჯერ ნაცადი თვითმკვლელობა და საბოლოოდ სასოწარკვეთილი დედაჩემის ‘’მწარე’’ განაჩენი,ანუ - ფსიქიატრიული და ფსიქიატრიულში გატარებული ექვსი წელი.
ხალხი,რომელსაც არასდროს შეუგრძვნია ის,რასაც ჩვენ ვგრძნობთ ვერ აღიქვამს სწორად იმას,რაც ჩვენს,ანუ ე.წ. გიჟების ან ‘’არანორმალურების’’ თავს ხდება.ყოველთვის,ყველას,განსაკუთრებით კი ნათესავებს და ახლობლებს აქვთ იმედი,რომ გამოჯანმრთელდები,ისევ ნორმალური გახდები,მაგრამ დამიჯერეთ თუ ერთხელ სიგიჟის ზღვარს გადააბიჯებ ნორმალურ,ჩვეულ ცხოვრებას ვეღარასდროს დაუბრუნდები,რადგან შეიგრძნობ იმას,რაც შენ განსხვავებულად,არაორდინალურად გაქცევს. არც გინდა საყვარელ ადამიანებს გაუცრუო იმედი და ყოველდღიურად ცდილობ დაარმუნო,რომ მათნაირი ხდები.ხანდახან,ამის გამო ძალიან იღლები,რადგან გიწევს სიცილი,ტირილიც კი აკონტროლო.
საგიჟეთი,რეალურად არც მხოლოდ თეთრი კედლებია და არც ჩაკეტილი ხალხი.ბევრი კარგის აღმოჩენაც შეიძლება.მაგალითად იქ ყოფნის პირველივე წელიწადს,ჩემთან,ოთახში პატარა,ქერა გოგონა შემოიყვანეს. ხელში თოჯინა ჩაებღუჯა და ხმას არ იღებდა.ლურჯთვალება სათამაშოს ნიტატოს ეძახდა.როგორც მოგვიანებით გავიგე,უფროსი და გარდაცვლია,გოგონა კი მასზე მიჯაჭვული ყოფილა.ნიტატო კი საყვარელი თოჯინისთვის დის საპატივსაცემოდ დაურქმევია. ისეთი საყვარელი იყო,ისეთი ლამაზი და უცხო გარეგნობის პატრონი,რომ ცოტა შემეცოდა კიდეც იმ ადგილისთვის,მაგრამ ეგოისტურად მაინც გამიხარდა მისი ჩემთან მოხვედრა.
მე და ლაირა (გოგონა ჩემი ოთახიდან) ძალიან დავმეგობრდით,ხანდახან ნიტატოსაც კი მთხოვნიდა ხოლმე.საგიჟეთში მოსვლიდან ორი წლის შემდეგ პირველად დაიღიმა. ექიმები ამბობდნენ ‘’ანინეს დამსახურებაა ესო’’ და მეც გაჯგიმული,ყელმოღერებული ამაყად მივაბიჯებდი თეთრ კედლებს შუა,რომლებიც საერთოდ აღარ მეჩვენებოდნენ ისეთი საზარლები,როგორც ადრე. პირიქით,თითქოს მათ შევეჩვიე.
საბოლოოდ ისე მოხდა,რომ მე და ოთახის გოგონას დამშვიდობება მოგვიწია,რადგან ფსიქოტროპულების დახმარებთ ‘’გამოჯანმრთელება’’ მოახერხა.
ხშირად,ისეთ საინტერესო თემებზე მესაუბრებოდა ხოლმე,რომ ვერ ვხვდებოდი ასეთ პატარა,ნაზ არსებას,როგორ შეეძლო მსგავს რამეებზე ფიქრი.
- ნეინა,სიკვდილზე რას ფიქრობ? - ულამაზესი ლურჯი თვალებით მომაშტერდა
- არ ვიცი,ლაირა.არანაირად არ მჯერა ჯოჯოხეთისა და სამოთხის არსებობის - ცხვირი უაზროდ ავიბზუე და კვლავ ხატვას მივუბრუნდი
- მე კი მჯერა,რომ არსებობს,უბრალოდ იქ საერთოდაც არ არის ედემის ბაღი ან თუნდაც ანგელოზები არ დაფარფატებენ
- აბა? აბა რისი გჯერა? - ვერ ვხვდებოდი რისი თქმა სურდა და ეს კიდევ უფრო მაოცებდა
- მჯერა,რომ იქ ჩვენნაირები არიან
- ანუ?
- არაჩვეულებრივები და შეიძლება ცოტა გიჟებიც - გაიცინა,ჩამეხუტა,მეორე დღეს კი მისი წასვლის ამბავი გავიგე

როგორც გავიგე,ჩვიდმეც სექტემბერს,ანუ ხვალ საბას დაბადების დღეა და მე ვერ ვხვდები რა შეიძლება ვაჩუქო.კარგად არ ვიცნობ,მაგრამ ჩემი ოდნავი არანორმალურობა ყოველთვის მეხმარება იმაში,რომ ავარჩიო ან თუნდაც თავად შექმნა ორიგინალური საჩუქრები.
საღამო ისე მიილია ვერც გავიგეთ.თორნიკე და ვაჩე დიდი წვეულების მოწყობას აპირებდნენ და რადგანაც ანინე ორი კვირა სახლში არ იქნებოდა მე ადვილად დამიყოლიეს საბასთვის სიურპრიზის გაკეთებაზე. რა თქმა უნდა არც ზედმეტად გამოპრანჭვას ვაპირებდი და არც დიდად ‘’ელიტაში’’ გარევის სურვილი მქონდა. თერთმეტი ხდებოდა ჩემთან თორნიკე,რომ შემოვიდა და საღებავებში ამოგანგლული,რომ დამინახა უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- ნეი,გთხოვ მოეშვი ხატვას და გაემზადე,მალე თორმეტი გახდება. - ისეთი ხმა ჰქონდა და ისეთი თვალებით მიყურებდა არ შემეძლო შევწინააღმდეგებოდი.
აბაზანაში შევედი,ოც წუთში გავემზადე და კვლავ ხატვას მივუბრუნდი.დარწმუნებული ვარ ანინე მომკლავს ეს ზედა’ც,რომ დავალაქავო,მაგრამ რატომღაც მგონია,რომ ეს ნახატი განსაკუთრებულია,რადგან საბასთვისაა.
არ მინდა ზედმეტად ბანალურად გამომივიდეს,მაგრამ ხანდახან იმდენად პათეტიკურები და ბანალურები ვართ ადამიანები!
წვეულება,რომ დაიწყო მუსიკის ღრიალითა და არანორმალური ხმაურით გავიგე.წამლები დავლიე,საკუთარი თავი დავარწმუნე იმაში,რომ შევძლებდი ნორმალურ ადამიანებში გავრეულიყავი და ოთახიდან გავედი.
ალბათ ყველა,ვინც ამას კითხულობთ და ფეხდაფეხ მომყვებით იფიქრებთ,რომ ჩემს გამოჩენას ყველა დიდი აღტაცებითა და გაკვირვებით შეხვდა,მაგრამ სამწუხაროდ იმედი უნდა გაგიცრუოთ და გითხრათ,რომ თორნიკეს და ვაჩეს გარდა არავის შევუმჩნევივარ.
ესეც ასე. ისევ ისეთი შეუმჩნეველი ვარ,როგორიც აქამდე ვიყავი და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა წვეულებაზე ვარ,უნივერსიტეტში თუ ქუჩაში.იუბილარს მივუახლოვდი და საგულდაგულოდ შეფუთული ნახატი ჩავბღუჯე.
- საბა,გილოცავ. - ისე იდიოტურად და ჩვეულებრივად ჟღერდა ეს მილოცვა,რომ ჩემს თავზე მომეშალა ნერვები.
გაუკვირდა,არ ელოდა.
მე კიდევ მიყვარს როცა ადამიანებს ვაკვირვებ,ასე,რომ მის რეაქციას კმაყოფილი ვაკვირდებოდი.
- უი ხო,ეს შენ! - მივაწოდე საჩუქარი - დიდი ბიჭი გაიზარდე - დავაყოლე და გადავიკისკისე
მაშინვე გახსნა.სიმართლე,რომ გითხრათ არ ველოდი მისგან ასეთ საქციელს.ველოდი,რომ ისე მოისვრიდა სხვა საჩუქრებთან ერთად,როგორც უსარგებლო,მობეზრებულ სათამაშოს ისვრიან ხოლმე პატარა ბავშვები და მხოლოდ რამდენიმე თვის ან თუნდაც წლის მერე ახსენდებათ მისი არსებობა.ყველაზე საშინელ შემთხვევაში კი საერთოდ არ ახსენდებათ.
ჯერ გაუკვირდა,მერე თვალები გაუნათდა,გაეღიმა და გადამეხვია.ის დავუხატე,რამაც პირველად მიმიზიდა და მიმაჯაჭვა მასზე.
მისი თვალები.
- საბუ,კაი რა,ჩემი საჩუქარი არ ნახე და მისას ნახულობ? - ხელი აკრა ჩემთვის უცნობმა გოგონამ ნახატს.გული უსიამოვნოდ შემეკუმშა და წამიერად სუნთქვა გამიჭირდა.
ვიცნობდი ამ გოგოს,თან ძალიან კარგად.ირინა იყო,უფრო სწორედ ირინკა ლესელიძე.ღრმა ბავშვობაში ,მახსოვს ერთად ვთამაშობდით,შემდეგ თორნიკეს მოწონდა,მაგრამ ირინკასთვის ეს არასდროს გაუმხელია.მეც ეგოისტურად მიხაროდა,რადგან გულის სიღრმეში არასდროს ვიყავი ამ გოგოს მიმართ დიდი სიმპატიით განწყობილი.
გაკვირვებული,თითქოს შეშინებული ვაცეცებდი თვალებს იქით-აქეთ,მაგრამ რეალურად ამ შემთხვევაში საკუთარი თავის უფრო მეშინოდა.
- ნეი,გაიცანი ირინკა ლესელიძე,ჩემი შეყვარებული - საბამ ბედნიერად წარმიდგინა უკვე კარგად ნაცნობი გოგონა
შემაქანა.
გამაცია.
არ ველოდი.
მეხის გავარდნასავით გაისმა მისი ხმა.
‘’ნეი,ძლიერი ხარ’.’ ამას რამდენიმე წამის განმავლობაში საკუთარ თავს დაუსრულებლად ვუმეორებდი და გულში რაღაც,ყრუდ,მაგრამ ძალიან მტკიოდა.
- სასიამოვნოა,ირინკა - გავიღიმე და ოთახში შევბრუნდი.
პატარა ‘’ისტერიჩკა’’ გოგოსავით არც ბალიშში თავჩარგულს მიტირია და არც სა და დეპრესიაზე დამიწყია ფიქრი.უბრალოდ ერთხელ გამიელვა თავში მათზე ფიქრმა და მერე ისიც უკვალოდ გაქრა.
საბა და ირინკა.
ირინკა და საბა.
გელოვანი და ლესელიძე.
ლესელიძე და გელოვანი.
ჩემი ჯერკიდევ არ დაბადებული ან მხოლოდ ოდნავ გაზრდილი გრძნობები მაშინვე ჩაიფერფლა და იმ უაზრო,მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვან ნახატს გაყვა,რომელიც მალე ჩემგარდა აღარავის ემახსოვრებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი Eka

ძააალიან კარგია <3

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian grma da emociuriaaa, arvici cin ragvelodebaaaa, amitom arshecyvito ceraa, zalian magariaa

 


№3 სტუმარი სტუმარი nataliko

ელიზაბეთ, მანამდე არ ვამთავრებ წერას სანამ კლავიატურა არ მაგინებს!

საიდან ვიწყებ? არ ვიცი. მინდა ფეხდაფეხ მივყვე ყველაფერს (პირველ თავსაც ????) მაგრამ რითი დავიწყო..

გითხარი რომ პირველ თავზე ბევრი ვერ დავწერე - თქო, არ ვიცნობ ამ საიტს და არც ვიცოდი დარეგისტრირების გარეშე თუ დაწერდა კომენტარს.
დავფიქრდი და ნეინა საოცრად ძლიერი ადამიანია!
ხატავს მის გრძნობებს ნახატებში და ამდენი ტკივილის შემდეგ, ვიცი რომ მართლაც ძალიან განსხვავებული ნახატები ექნებოდა.
საბაც მგონია რომ არ არის ჩვეულებრივი ბიჭი, ანუ რას ვგულისხნობ,ლამაზი ტიპი რომ არის და ყველა გოგოს ერთი დღით რომ ხმარობს.
არ გამოვრიცხავ იმას რომ საბა და ნეი კარგი მეგობრები იქნებიან..რავიცი.. შეიძლება გრძნობებიც გაუჩნდეთ სრთმანეთის მიმართ.

კითხვის დროს ვცდილობდი, ყველა სიტყვას ჩავღრმავებოდი და მგონი გამომივიდა.
ძნელია საყვარელი ადამიანი რომ გიკვდება, გენატრება და შენ ვერაფერს აკეთებ მის დასაბრუნებლად.
ამას კი ვერავინ ხვდება ვ ე რ ა ვ ი ნ !

cultural note : არასოდეს არ დაპირდეთ დაქალს, რომ დიდ კომენტარს დაწერ და ამ დროს ტელეფონი 9% გაქ.

ლიზა, საოცრება ხარ. ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent