მოურჯულებელი თავი 15
-ტასო, ტასო, როგორ ხარ? - ჩაესმოდა ბურანში მყოფ გოგოს ხმები და სახეზე ხელების შეხებასაც გრძნობდა. იცოდა, რომ ერთი მხრიდან ანდრეა იდგა და ის ეძახდა, ხოლო მეორე მხრიდან - რეზი. „ჰაჰ, მხრებზე დასმული ანგელოზივით და ეშმაკივით არიან, ოღონდ ორივე ანგელოზი არაა. რეზიმ დაცემული ანგელოზობისთვის გასწირა თავი“, - გაიფიქრა გოგომ და გამორკვევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. მერე კი ვიღაცამ აიტაცა და რამდენიმე წამიანი სიარულის შემდეგ საწოლზე დააწვინა. გონზე მძაფრმა სუნმა მოიყვანა. მაშინვე სახე დამანჭა და თვალები ზანტად გაახილა. თავის ოთახში იწვა და თავზე მხოლოდ ანდრეა და დედამისი ედგნენ. -ოჰ, გამოფხიზლდა, როგორც იქნა, - ამოისუნთქა ქალმა და შვილს თავზე ნაზად გადაუსვა ხელი, - ხომ კარგად ხარ, დეე? -კი, ნორმალურად, - თქვა ტასომ და ყურადღება არ მიაქცია თავის ტკივილს. -ნუ გაქვს, გოგო, მასეთი მჟავე სახე, თორემ ვინ მოგიყვანს შენ ცოლად? - გაიხუმრა ანდრეამ და მეორე მხრიდან მიუწვა დას, - კესომ გაგსინჯა და დაადგინა, რომ ისევ ისეთი დარტყმული ხარ, როგორც აქამდე იყავი. -ანდრეაა, - ამოიბუზღუნა გოგომ. -მე გავალ და გავაგებინებ იმათ, რომ არაფერი გიჭირს, თორემ მოკვდა ერთი სულიერი ნერვიულობით, - უცებ წამოდგა ფეხზე ბიჭი და ოთახიდან გაიძურწა. ტასომ კი დედას ჩაუდო კალთაში თავი და ამოისრუტუნა. -დედას სიხარულო, რამე მოხდა? - თმაზე ხელს უსვამდა ქალი და ნაზად ეფერებოდა. -არაფერი, დეე, საერთოდ არაფერი. -ვის ატყუებ, ანასტასია? მე თუ შენს თავს? -მე თვითონაც არ ვიცი ეგ, - ამოიოხრა გოგომ და უფრო მეტად მიეკრა ქალს, - აუუ, თავი მტკივაა. -მოიცადე, წამალს მოგიტან, - უცებ წამოდგა ქალი და გავიდა, უკან კი წყლის ჭიქითა და წამლით დაბრუნდა. -მადლობა, დეე, - ისევ ჩაეხუტა ქალს და გაინაბა. -ჩემი გიჟი გოგო, - ეფერებოდა ტასოს, - მიდი, მითხარი, რა ხდება შენსა და იმ ბიჭს შორის. -მაინც შეამჩნიე, ხო? -მგონი გავიწყდება, ხო, ვის ელაპარაკები? - გაეღიმა ქალს. -სულელი ვარ, დედა, - დაიწყო ტასომ, - დებილი და გამოთაყვანებული. -ვაიმე, რას ბოდავ, გოგო? -ხოო, მასეთი ვარ. ის იდიოტი, რომ შემიყვარდა, მაგიტომ. -ვიცოდი, არა, ვიცოდი, - გაიცინა ქალმა და გულში მაგრად ჩაიკრა შვილი, - მისი დანახვისას სულ სხვანაირად გიბრწყინავს თვალები. ახლა გაბრაზებული ხარ, მაგრამ მაინც, როგორც კი დაინახავ, გადასხვაფერდები-ხოლმე. აი, ნახავ, ყველაფერი დალაგდება. -ვითომ? რაღაც არამგონია. იმ უნამუსომ, იმ დეგენერატმა, იმ... იმ... იმ... დამპალმა რა გაუკეთა მამას და თქვენ კიდევ იცავთ! რატომ ვერ ხედავთ ჩემგარდა ვერავინ მის ნამდვილ სახეს? -მგონი, შენ ხარ ის ერთადერთი, ვინც მართლა ვერ ხედავს რეზის ნამდვილ სახეს. -არა, რა გააკეთა და კიდევ უნამუსოდ მოდის აქ და ანდრეას დაბრუნებას ჩვენთან ერთად აღნიშნავს! -ანასტასია, გეყოფა და, სხვათა შორის, რეზი მას შემდეგ აქაა, რაც თამრიკოსთან ჩამოვედით. -რაა? - თვალები შუბლზე აუვიდა გოგოს, - აქ რა ჯანდაბა უნდა? -მამაშენმა სთხოვა მოსვლა. თავიდან უარზე იყო, მაგრამ, მერე როგორღაც დაითანხმა. -რაღაც იცით ყველამ და მიმალავთ. ასეა, არა? -ანასტასია, არც მე ვიცი შენზე მეტი, მაგრამ ვხვდები, რომ რეზი ძალიან კარგი ბიჭია, სწორედ ისეთი, შენ რომ შეგეფერება. -დედა! - წამოიძახა აწითლებულმა ტასომ, - მეჩვენება თუ მაჭანკლობ? -ნუ სულელობ ერთი! - გაიცინა ქალმა და წამოდგა, - მხოლოდ ერთს გეტყვი, ადექი და დაელაპარაკე იმ ბიჭს. შენც აღარ გაწვალდები! -მეტი საქმე არ მაქვს! - თავი შეაბრუნა გოგომ და უცებ გაუნათდა გონება, - დეე, შეგიძლია ნინი და გვანცა ამოუშვა? -კარგი დედიკო, მაგრამ, ხომ მშვიდობაა? სახლის განადგურებას ხომ არ აპირებთ? -არა, დამშვიდდი, მაქსიმუმ ერთი ოთახი შევიწიროთ, - გაიცინა ტასომაც და საწოლზე კომფორტულად მოთავსდა. 5 წუთში ოთახის კარები შემოხსნეს და გოგოს საწოლზე წამოწვნენ. -რა ხდება, ანუშკი? - ჰკითხა ნინიმ, - თავი ძლიერად დაარტყი და ახლა ჩვენს გახსენებას ცდილობ? -არა, საქმე მაქვს თქვენთან, თანაც ძალიან მიშვნელოვანი. -ოჰო, ვინმეს მოკვლა გინდა და ჩემი დახმარება გჭირდება? - წარბები აუთამაშა დას და გაიცინა. -ნუუ, მთლად მაგდენიც არა, - თავი გადააქნია ტასომ. -ვაიმე, ეს ამბავი უკვე არ მომწონს, გვანცა, შენ რას ფიქრობ? -დააცადე შენს დას ლაპარაკი, იქნებ და რისი თქმა უნდა? -აი, მართალია ბავშვი, - ხელი მოხვია გვანცას ტასომ, - იქნებ და რა უნდა გთხოვოთ? -გვთხოვო? - თვალები შუბლზე აუვიდა ნინის, - ანასტასია, ხომ კარგად ხარ? ძლიერად დაარტყი თავი? -ნინი გეყოფა, რაა. -კარგი, ხოო, ვჩუმდები, - გოგომ ხელები დანებების ნიშნად ასწია. -მოკლედ, გვანცას დახმარება უფრო მჭირდება, ვიდრე შენი. -აჰა, გვანცასი ანუ, კარგი, - განაწყენებულმა გოგომ გადაჯვარედინებული ხელები გულზე დაიკრიფა და ცხვირი აიბზუა. -ოოო, ნინი, კარგი, რაა, - დას გადასწვდა ტასო, - შენც ძალიან მჭირდები. ის დეგენერატი უნდა გაართო. -ვინ დეგენერა... აააა, რეზი? -ხოო, ეგ, - თავი დაუქნია გოგომ, - შენ კი გვანცა, როგორც IT-შნიკი ისე მჭირდები. მე იმ უსინდისოს ლეპტოპს მოვიტან და... -არა, არა და არა, - წამოიძახა გვანცამ, - არ მომწონს ეს იდეა. მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია. -გთხოვ, რაღაც მაინტერესებს და უნდა დავრწმუნდე. -ანასტასია ხვდები ახლა რას გვთხოვ? - თვით ნინიც კი გაოცებული იჯდა. -კარგი რაა, გთხოოვ, - ყელი გამოუწია ნინის და ისე შეევედრა, - მე, ხომ თქვენთვის არასდროს არაფერი მითხოვია? ძალიან მჭირდება ეს. მინდა ჩემი ეჭვები გადავამოწმო. -ოოოო, ჯანდაბა, - მალევე დანებდა ნინი, - მიდი, მითხარი, მე რა მევალება. -მოიცადე, ჯერ ეს დამრჩა მოსალბობი, - ახლა გვანცასკენ მიბრუნდა და მას დაუწყო საწყალი თვალებით ყურება. -გვანცა, დათანხმდი, თორემ ჩემს შვილს არ მოგანათლინებ, - დაემუქრა ბოლოს ნინი და გოგოს თვალები გაუფართოვდა. -კარგი, - ამოღერღა ნირწამხდარმა. -ხოდა ძალიან კარგი, - ტაში შემოჰკრა ტასომ და ტკივილისგან სახე დაემანჭა, - არაფერია, კარგად ვარ. ახლა, ნინი, შენ ჩახვალ და შეეცდები ის გორილა რაც შეიძლება დიდხანს გყავდეს ქვემოთ. როგორც კი თავის ოთახში ამოსვლას დააპირებს, მაშინვე მოგვწერე. -კარგი, - მაშინვე წამოდგა ნინი და ოთახიდან გავიდა. -ახლა, კი მე გავალ და მისი ოთახიდან ლეპტოპს მოვიტან. ანასტასია მალევე დაბრუნდა უკან და საწოლზე კომფორტულად მოთავსებულ გვანცას გაუწოდა. -ახლა შენი დახმარება მჭირდება. -ვერ მეტყვი, რატომ ვაკეთებ ამას? - ამოიოხრა გოგომ და კომპიუტერი ჩართო, რამდენიმე კომბინაციის აკრეფის შემდეგ კი უკვე თვითონაც ინტერესით შესცქეროდა ეკრანს და სისტემაში შესვლას ცდილობდა, - ეს უკვე საინტერესოა, - თქვა და კიდევ რამდენიმე კომბინაცია აკრიფა. -რა ხდება? რამეს მიაგენი? -არა, ჯერ ვერა. ძლიერი დაცვის სისტემა უყენია და თუ პაროლი არ იცი, ისე ვერ შეხვალ, - განუმარტა გვანცამ და სავარაუდო პაროლების აკრეფას შეუდგა. -გორილა სცადე ან კიდევ თვითკმაყოფილი იდიოტი, - მიაწოდა აზრები ანასტასიამ. -არა, - თავი გადააქნია გოგომ, - მხოლოდ ის გავიგე, რომ პაროლი 9 ასოსგან ან სიმბოლოსგან შედგება. -მართლა? -ჰო, მოიცა, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ პროგრამას ვცდი, იქნებ გამოგვადგეს, - გოგომ ჯიბიდან ფლეშკა ამოიღო და კომპიუტერს მიუერთა, - ახლა მხოლოდ დაცდაღა დაგვრჩენია. გვანცამ ლეპტოპი წინ დაიდო და ტასოსთან ერთად შეაცქერდა ეკრანზე გამოსულ პროგრამას, რომელიც პაროლის ამოცნობას ცდილობდა. -ისე, შენ და ნინი საიდან იცნობთ გორილას? - ჰკითხა 5 წუთიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ. -პირველ კურსზე ვიყავით, როცა ნინიმ ძალით წამათრია რაღაც წვეულებაზე. მეოთხე კურსელები მართავდნენ. ნუ, მე რეზიზე ადრეც მქონდა ხმები გაგონილი. ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენს კურსზე და მასზე ლეგენდები დადიოდა. -არ მეგონა, - გაიკვირვა ტასომ. -როცა წვეულებაზე მივედით, უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო. ჩემმა კურსელებმა მაშინვე დამავლეს ხელი და ყვიროდნენ, წამო ლეგენდა ამთავრებს წელს სწავლას და მივულოცოთო. ნინიც დაინტერესდა მისით. მითუმეტეს, როცა გაიგო, რომ ქართველი იყო. პირდაპირ მიაჭრა რეზის, რომელიც ვიღაც გოგოს კოცნიდა და ხელი ჩამოართვა, მე ნინი ვარ, სასიამოვნოა შენი გაცნობაო. -ვიღაც გოგოს კოცნიდა? - თვალები შუბლზე აუვიდა ტასოს, გვანცამ კი გაიცინა. -შენ მხოლოდ ეგ გაიგონე, არა? -არა, არა, - საკუთარ ეჭვიანობაზე გაბრაზდა ტასო და თავი გადააქნია, - გააგრძელე. -მოკლედ, მერე მთელი საღამო ერთად ვერთობოდით. ჩემი „ზემლიაკი“ ხალხი გიპოვეთ და ხომ არ დაგკარგავთო, - ისევ გაიცინა გვანცამ და ეკრანზე გამოტანილ რამდენიმე დამთხვევას შეხედა, - მაშინაც ძალიან კარგი ბიჭი იყო და მე თუ მკითხავ, ანასტასია, ის არც ახლაა ცუდი. უბრალოდ მის საქციელს რამენაირი ახსნა მოეძებნება. -არ მაინტერესებს. მან მამაჩემი დაამცირა და ახლა რას ცდილობს, ვეღარ ვხვდები, - ამოიოხრა გაბრაზებულმა და ტელეფონისკენ გააპარა თვალი. -არ არსებობს, - თვალები გაუნათდა გვანცას და უკვე მუხლებზე მოთავსებული კომპიუტერის კლავიატურაზე სწრაფად აკრიფა პაროლი, - ვერც კი წარმოიდგენ პაროლად რა უყენია, - ეშმაკური მზერით შეხედა ტასოს და უკვე განბლოკილი კომპიუტერი მას გადაულოცა, - ახლა შეგიძლია თავისუფლად მოძებნო ყველაფერი რაც გაინტერესებს. „ნეტავ, რა გიყენია პაროლად ასეთი, რომ გვანცა ასე მიყურებს და მიღიმის?“ - გაიფიქრა თავისთვის და საქაღალდეების თვალიერებას შეუდგა. მერე კი თავისთვის საინტერესო მასალებსაც გადააწყდა. აქ ყველაფერი იყო მამამისის საქმიანობის, მისი კომპანიის, თანამშრომლებისა და ქონების შესახებ. მერე კი კომპანიის საბუთებს გადააწყდა. იმ საბუთებს, წესით მამამისის გარდა სხვას ხელი რომ არ უნდა მიუწვდებოდეს. შემდეგ კი გაოცებული ადარებდა ამ საბუთების ასლებს ერთმანეთს, სადაც მონაცემები იყო შეცვლილი და სწორედ ეს საბუთები იყო გამოქვეყნებული პრესაში. -ვერაფერს ვხვდები, - ჩაილაპარაკა შოკში მყოფმა გოგომ და კვლავ გააგრძელა საბუთების თვალიერება, - საიდან მას ეს საუთები ან ეს ყალბი დოკუმენტების გამოქვეყნება რაღა იყო? გვანცამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ანასტასიას ამღერებულ მობილურს უპასუხა. -გისმენ ნინი, - სპიკერზე ჩართო და ორივემ კარგად გაიგონა ნინის ხმა. -გორილა კიბეებზე ამოდის, - ჩუმად თქვა გოგომ. -ნინი, თუ იმის თქმა გინდა, რომ რეზი მოდის, უბრალოდ გვითხარი, - უთხრა გვანცამ. -რეზი კიბეებზე ამოდის, - ისევ ჩურჩლით თქვა და მერე ორივემ კარგად გაიგონეს ნინის ძახილი, - რეზიკო, იცი რაღაც ატმის კამპოტი მომინდა და შეგიძლია სამზარეულოდან გამომიტანო? შენ იჯექი სანდრო, მე ვისაც დავავალე, იმან მინდა, რომ მომიტანოს, - მერე კი ტელეფონი გათიშა. -ვამაყობ შენით, ნინი, - გაიცინა ტასომ, საქაღალდეები სწრაფად დახურა, კომპიუტერიც გამორთო და რეზის საძინებელში შევიდა. კომპიუტერი თავის ადგილას დააბრუნა თუ არა, ფეხის ხმაც გაიგო და შეშფოთებული იმით, რომ გასვლას ვეღარ ასწრებდა, ფარდის უკან დაიმალა. კარგად დაინახა, როგორ შემოვიდა ოთახში რეზი და გულმა გაორმაგებულად დაუწო ძგერა. ბიჭმა მაშინვე ერთი ხელის მოსმით გადაიძრო პერანგი და ასე წელზევით შიშველმა დაიწყო ოთახში სიარული. „მე კიდევ ეს მინდოდა კიბეზე დაგორების მერე?“, გაიფიქრა ტასომ და შეეცადა ხელით ახურებული სახე დაენიავებინა, მაგრამ მაშინვე გაჩერდა, როგორც კი რეზი მისი მიმართულებით შეტრიალდა და ფანჯრისკენ წამოვიდა. -რატომ ვგრძნობ, ტასო, შენს სურნელს? - ხმამაღლა იკითხა ბიჭმა და გოგოს ეგონა, რომ რეზი გამოიჭერდა, მაგრამ ბიჭმა თავი გადააქნია, წვერმოზრდილ სახეზე ხელები ჩამოისვა და მოწყვეტით ჩამოჯდა საწოლზე, - რა თქმა უნდა, შენ ხომ ამ სახლში ხარ. უკვე ყველგან შენი სურნელია გამეფებული. თავის თავთან მოსაუბრე ბიჭმა ტასო დაზაფრა და მაშინვე მოუნდა მასთან მისვლა, მისი ჩახუტება. „არა, შენ ამას არ იზამ!“ - შეუძახა საკუთარ თავს და ისევ ბიჭს შეაცქერდა, რომელიც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში რაღაცნაირად შეცვლილიყო. ფიზიკურად არაფერი ეტყობოდა, მაგრამ ანასტასია ამ ნახევრადჩაბნელებულ ოთახშიც კი კარგად არჩევდა ბიჭის თვალებში ჩაგუბებულ ტკივილს და სევდას. ტასომ მჩხვლეტავი ტკივილი იგრძნო გულის არეში, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და ადგილიდან ფეხი იქამდე არ მოუცვლია, სანამ რეზი არ წამოდგა და სააბაზანოში შევიდა, მაგრამ კარი ღია დატოვა. ანასტასიამ ღრმად ჩაისუნთქა რეზის სუნამოს სუნით გაჟღენთილი ჰაერი, ტანში გასცრა და გული უფრო მეტად მოეწურა. ხვდებოდა, რომ უკვე ვეღარ უძლებდა მონატრებას. როგორღაც მოიკრიბა გამბედაობა, კარგად დაზვერა სიტუაცია და სულ სირბილით გადაჭრა ოთახი. კარში გაძვრომისას სააბაზანოდან თავის მშრალებით რეზი გამოვიდა და თითქოს ქალის სილუეტს მოჰკრა თვალი. მაშინვე აუჩქარდა გულისცემა, მაგრამ მერე თავი გააქნია და თავისთვის ჩაიბურდღუნა: -მგონი მოჩვენებები დამეწყო იმდენს ვფიქრობ შენზე! ამ დროს კი ტასო გულამოვარდნილი შევარდა საკუთარ ოთახში და კარი იმდენად ფრთხილად მიხურა, რომ თვითონაც კი ვერ გაიგო ხმა. -ამდენ ხანს სად იყავი, ქალბატონო? - ნინის ხმის გაგონებაზე შეშინდა და შეხტა. -ვაი, ნინი, შემაშინე! - გულზე ხელი მიიჭირა და ღრმად ჩაისუნთქა. -რა მოხდა, ანასტასია? - მშვიდად ჰკითხა გვანცამ და სავარძელში მოწყვეტით დამჯდარ მეგობარს გახედა. -კომპიუტერს რომ ვაბრუნებდი უკან, მაშინ შემოვიდა და ლამის გამომიჭირა. -კაიი? - გაიოცა ნინიმ, - და შენ რა ქენი? აკოცე, გააბრუე და ისე გამოვარდი? -ვაკოცე არა კიდე რა უნდა. მაგ გორილას ცხოვრებაში აღარასდროს ვაკოცებ! - წამოიძახა ხმამაღლა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ რეზი ისევ მის გვერდით ოთახში იყო დაბინავებული, თანაც ოთახებს შორის კედელი იმდენად თხელი იყო, რომ ხმა კარგად ისმოდა და მაშინვე ჩურჩულით განაგრძო, - ფარდის უკან ვიყავი დამალული და იქამდე ვერ წამოვედი, სანამ ვაჟბატონი სააბაზანოში არ შევიდა, მაგრამ, მგონი, გამოსვლისას დამინახა, - მერე კი ყველაფერს მოყვა. -ვაიმე, ანასტასია, რა დღეში ხარ! - იციოდა ნინი და თან წვენს მიირთმევდა. -დამცინე, ხო, დამცინე, მეტის ღირსი ვარ შენგან! -კი, ნამდვილად, - დაეთანხმა და, - კარგი იყო, მე და სანდროს რაც გაგვიკეთე? ხოდა, ახლა შენი ჯერია, დაიკოოო! -და, არ გაინტერესებს, წეღან რატომ ვიყავი ასეთი გაოცებული, - უცებ მიუბრუნდა გვანცა ნინის, - აი, მაშინ შენ რომ შემოხვედი და ეს კიდე რეზის ოთახში რომ იყო? -აუუ, კიიიი, მიდი, დროზე მითხარი! - აჟიტირდა უცებ ნინი. -ვერასდროს გამოიცნობ რა ჰქონდა რეზის პაროლად დაყენებული. -არ მითხრა, არაა, - თვალები გაუდიდდა და დაუმრგვალდა ნინის, - არ მითხრა, რომ ის ეყენა, რაც მე მგონია! -ნუ, გააჩნია, რა გგონია, - მხრები აიჩეჩა გვანცამ. ნინიმ თავისთვის თითებზე სწრაფად გადაითვალა რაღაც მერე კი ეშმაკური მზერით ჯერ ანასტასიას შეხედა, მერე კი გვანცას და ცალი წარბი მაღლა ასწია. -ანასტასია? - თქვა ნინიმ. -რა იყო, ნინი? - ჰკითხა დას ტასომ. გვანცამ მხოლოდ თავი დააქნია თანხმობის ნიშნად და წამოდგა. -რამე გინდოდა, ნინი? - კითხვა გაუმეორა დას. -არა, არაფერი. უბრალოდ ბატი ხარ! ანასტასიას რაღაცის თქმა უნდოდა, როცა პირველი სართულიდან ზარის ხმა შემოესმათ. -ნეტავ ვინ უნდა იყოს აქ და ასეთ ამინდში? - გაოცდა ნინი და მაშინვე პირველი სართულისკენ გაიქცა. გვანცაც მას გაჰყვა, ტასომ კი ამოიოხრა და საწოლზე გაწვა ვარსკვლავის ფორმაში. ********* კარზე რამდენჯერმე გაისმა ზარის ხმა, მერე კი დააკაკუნეს კიდევაც. -მე გავაღებ, - წამოიმართა თორნიკე და თამრიკო გააჩერა, - შენ იჯექი, ბე, დაიღლებოდი. -ჩემი ჯელტმენი ბიჭი, - ხმა გაინაზა დათომ და თვალიდან არარსებული კურცხალი მოიწმინდა. -მასხარა, - გამოსძახა უკვე დერეფანში გასულმა ბიჭმა და სწრაფად გამოხსნა კარი. ხელში კი სიცივისგან მობუზული ქალი შერჩა. ბიჭმა გაოცებით აათვალიერა გათოშილი სხეული და მზერა ჯერ მის წითლად მომზირალ ტუჩებზე შეაჩერა, მერე კი თაფლისფერ თვალებში შეხედა. -ანასტასიასთან ვარ, - დაილაპარაკა ქალმა თავისი წკრიალა ხმით და კარში გაჩხერილ ორმეტრიან ბიჭს შეაცქერდა, - იმედია, სახლშია. -ანასტასიასთან? - გაიოცა თორნიკემ და უკან გაიწია, - კი, აქააა. შემოდი, თორემ სულ გაიყინები. გოგომ სწრაფად შეაბიჯა სახლში, თოვლისგან დასველებული ქურთუკი და კაშნე იქვე დაკიდა და მასზე მიშტერებულ ბიჭს შეაცქერდა. -იქნებ მითხრა, ვინ ხარ? - ცოტა უხეშად გამოუვიდა თორნიკეს და ქალი შეკრთა, მაგრამ არ დაბნეულა. -მისი მეგობარი ვარ და სასწრაფო საქმე მაქვს. -ანასტასიას მეგობარი ხარ? - გაოცება კიდევ ერთხელ ვერ დამალა თორნიკემ. -ხო, რა, არ შეიძლება? - კითხვაზე კითხვითვე უპასუხა ქალმა, გრძელი სწორი ყავისფერი თმა უკან გადაიყარა და ბიჭს ზურგი აქცია, - დამავალებ თუ მასთან მიმიყვან. -თორნიკეე, - კიბეებიდან მოისმა ნინის ხმა, - ვინ იყო? -მოვალ ნინი და გაიგებ, - გასძახა მანაც და გოგოს ხელით ანიშნა წინ წასულიყო. მისაღებ ოთახში შესულს ყველა იქ მჯდომის მზერა შეეჩეხა და ქალი რატომღაც აწითლდა სახეზე, მერე კი მათ შორის ანდრეა რომ დაინახა, თავისთვის ჩაიღიმა, მასთან მივიდა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. -გამარჯობა, მიხარია, რომ ცოცხალი ხარ, ანდრეა. ბიჭმა გაოცებულმა ახედა და სწრაფად ჩამოართვა ხელი. დანარჩენები კი ისევ გაოგნებულები შესცქეროდნენ. -მადლობა, მაგრამ, გიცნობ? -არა, - უარის ნიშნად გააქნია ქალმა თავი, - მე ანასტასიას მეგობარი ვარ. -მართლა? - გაიოცა ანდრომ, - და აქამდე რატომ არ უხსენებიხარ? -არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა ქალმა და თორნიკეს მიუბრუნდა, - შეგიძლია მასთან მიმიყვანო? სასწრაფო საქმე მაქვს. -წამომყევი, - თქვა და კიბეებისკენ შებრუნდა, თან ფუტკრებივით აზუზუნებული ფიქრების ჩახშობა სცადა, რომლებიც ამ ქალის გამო იყვნენ გამოწვეულნი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.