შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის აჩრდილი (3თავი)


22-04-2018, 20:48
ავტორი Mathew
ნანახია 1 869

წერილი როგორც კი წავიკითხე კანკალმა ამიტანა,ჟრუანტელიც გაორმაგდა და გული საგრძნობლად აჩქარდა.ფეხზე წამოვდექი წერილი კი მუშტში მოვიქციე.კანკალით და ბარბაცით მივაბიჯებდი დირექტორის კაბინეტისკენ,თავს ძლივს ვიკავებდი,რომ იქვე არ წავქცეულიყავი.მაინც,ამ წერილმა ჩემში რამდენი რამ გამოიწვია.რატომ?
შეიძლება იმიტომ,რომ ღამის აჩრდილი ჩემთვის უკვე ბევრს ნიშნავს.მხოლოდ ორჯერ შევხვდი,მაგრამ უკვე მოახერხა და ჩემში რაღაც შეცვალა.
კარებზე დავაკაკუნე და შესვლის ნება ვითხოვე.ისევ გაისმა ნაცნობი ბარიტონი და არც ახლა უღალატია ჟრუანტელს.
-შეიძლება?
-კი,შემოდი-კარები შევაღე და ახლა უკვე კაბინეტში შევედი.
-ყველაფერი დავამთავრე და შეიძლება წავიდე?-მოუთმენლად ველი პასუხს და იმ იმედით ვარ,რომ ის დადებითი იქნება.
-მიზეზი?
-უკაცრავად?
-წასვლის მიზეზი რა არის?-უნებლიე მუჭში მოქცეულ წერილს დავაცქრედი და ღიმილი შემეპარა.დავიანხე,რომ თვითონაც იგივე გაიმეორა მაგრამ,წამებში დაიბრუნა სერიოზული სახე. თავი გავაქნიე და ისევ გავიტრუნე პასუხის მოლოდინში.
-არაფერი,უბრალოდ ყველაფერი დავასრულე რაც დღეისთვის უნდა გამეკეთებია.
-მე ვფიქრობ,რომ წასვლის მიზეზი შეყვარებულია-ირონიულ მზერას მტყორცნის.
-მე არ მიხსენებია,რომ შეყვარებულთან შესახვედრათ მივდიოდი.ასეც,რომ იყოს ჩემ პირად ცხოვრებას თქვენ არ მოგახვევთ თავს-გავკაპასდი,მაგრამ ვცდილობდი ხმის ტონი არ შემეცვალა.
-ანუ არ უარყოფთ?
-მიშვებთ თუ არა?
-მიბრძანდი-პასუხი აღარ გამიცია,შემოვბრუნდი და კაბინეტი დავტოვე.შემდეგ ჩემი ნივთები ავიღე და შენობაც დავტოვე.სახლისკენ მიმავალ გზას გავუყევი,რადგან მოწესრიგება მჭირდებოდა და სულ ცოტა განტვირთვა ამ დამღლელი დღისგან.
სახლის კარები გავაღე,ქურთუკი საკიდზე დავკიდე და ფეხსაცმელებიც იქვე დავდე.შემდეგ ჩემ ოთახში შევევდი.
კარადიდან საჭირო ნივთები გამოვიღე და სააბაზანოში შევედი.
წყალში ნებივრობის შემდეგ მომზადება დავიწყე და ვფიქრობდი მენახა თუ არა ღამის აჩრდილი.
ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე,რომ პატარა ბავშვივით არ უნდა გავბრაზებულიყავი და დღეს მე მას ვნახავდი.
მალე კარებზე კაკუნი გაისმა.მივხვდი,რომ თამო იქნებოდა.კარები გავუღე და წყვილს მივესალმე,შემდეგ ქურთუკს და ჩანთას დავავლე ხელო,სახლი ჩავკეტე და ერთად გავუყევით გზას.
-აკი როგორ ხარ?-სიძეს მივესალმე და გვერდით ამოვუდექი.
-კარგად ცოლის და,შენ?
-არამიშავს.აუ ერთი ის მითხარი თქვენ ქორწილს როდის მაღირსებთ?-მაშინვე წამოვჭერი სადავო თემა.
-არ მომყვება შენი დაქალი-მიცინის და შემდეგ თამოსკენ აპარებს მზერას.
-არ მახსოვს და ცოლობა მთხოვე?-გაცოფებული თამო წინ უხტება და ცდილობს არ გამოაჩინოს გაავება.
-მერე შენაც მოიტაცე-უცებ ვურჩიე რაღაც ახალი და ორივე ადგილზე გაშეშდა.ერთს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა,მეორე კი გაოცებული სახით იდგა.
-არა,არ მინდა მოტაცება-დუმილს აკაკი არღვევს-უკეთესი ვარიანტი მაქვს-თვალს მიკრავს და შეყვარებულს უბრუნდება.
-რა იდეა?-ისიც წამში აყრის კითხვებს.
-სიურპრიზია.
-აუ,აკი.
-მეც მიყვარხარ-ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე და გოგონა გულში ჩაიკრა.ის კი თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას.
ამ ორის შემყურე გული მითბებოდა და ეს მუდამ ასე იქნება,რადგან ამ ორ ადამიანს შორის არ არის სიყალბე და ყველა გრძნობა წრფელია.
არცერთი სიტყვა არ არის მოვალეობის მიზნით ნათქვამი.ეს გრძნობა ნამდვილია,ის მათი გულიდან მოდის.ცდილობენ,რომ ყველას დაანახონ მათი სიყვარულის ძალა და უნდათ,რომ ირგვლიმ მყოფებმა მათგან აიღონ მაგალითი.
ერთმანეთის მიმართ მხოლოდ სიყვარული არ აკავშირებთ.ისინი უკვე ერთ მთლიანს წარმოადგენენ.
-გვრიტებო სად მივდივართ?-მათი იდილია დავარღვიე და ერთმანეთს დავაშორე.
-არ ვიცი,სადმე კაფეში დავსხდეთ-თამომ თავისი აზრი გაგვანდო და ჩვენც დავთანხმდით.დიდ ხნიანი ბოდიალის შემდეგ ერთ-ერთ მყუდრო კაფეში შევედით და კუთხეში დავიკავეთ ადგილები.შეკვეთა მივეცით და ისევ დავიწყეთ საუბარი.
-აუ,ზაფხულში ქორწილი რა კარგი იქნებოდა-თამომ ხმამაღლა დაიწყო ფიქრი,ჩვენ კი ვუსმენდით და გეგმებს ვაწყობდით.
-თამო,რამე თქვი?-აკის თითქოს არაფერი გაუგონია.
-რა?აა...არა-დაბნეულმა ბლუყუნი დაიწყო.
-ახალი არის რამე?-თემის შეცვლა ვცადე.
-არაფერი ქეთო,შენკენ?-აკიმ უცებ გამცა პასუხი.
-სამსახური ვიშოვე,მაგრამ თამო გეტყოდა უკვე.-გავუცინე და მანაც თავი დამიქნია.
-ჭორიკანა გოგოა-ისევ იცინის აკი და გოგონას ცხვირზე კრგავს ხელს.
-არ ვარ -იბუსხება და ხელებს გულზე ბავშვივით იჯვარედინებს.
-პატარაც ხარ-ბიჭი ისევ არ ეშვება.
-არც პატარა ვარ.-ის კი იმავე პოზაში ზის და სადაცაა ატირდეს.
-ორივე ერთი ჭკუის ხართ-მეც სულელივით ვიცინი და ჩვენთან მოსულ მიმტანს გამოწვდილ ფინჯანს ვართმევ.თავს ვუქნევ მადლობის ნიშმად და ცხელი სითხის შეგრძნებისას თვალებს ვხუჭავ.
-გაფრინდაშვილის ქალო,შენი ძმა სადაა?
-არ ვიცი აკი,გუშინ ვიყავი ჩემებთან მაგრამ ვერ ვნახე-თვალებს ვახელ და ვსწორდები.
-არ ეხმიანები?
-რა გავკეთო აკი?არ უნდა ჩემთან საუბარი,მე კი ვერ დავაძალებ.
-კარგი რა ქეთო,ბოლო-ბოლო მოაგვარეთ ყველაფერი.
-ყველაფერი კარგად იყო,მაგრამ მას არ უნდა გაეკეთებია ასე-თვალებში ვგრძნობ მლაშე სითხეს და თავს არ ვაძლევ იმის უფლებას,რომ ისინის სხვებმაც დაინახონ.
-შენი აზრით მას უნდოდა?შემთხვევით მოხდა.
-შენც კარგად იცი,რომ გულში წყენას არ ვიდებ,ან დიდი ხნით არ ვბრაზდები,მაგრამ აქ ყველაფერი სხვაგვარადაა…-ხმა მიწყდება,ყელში დიდი ბურთი მეჩხირება და თვალები მეხუჭება.მიჭირს ამ ყველაფრის გახსენება.მიჭირს იმის გახსენება,თუ როგორ დამამცირა ჩემმა ძმამ ყველას წინაშე.საშინლად მთვრალი იყო,მე კი იმედი მქონდა იმის,რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სიმთვრალემ გააკეთებიამ,მაგრამ მეორე დღეს გამოფხიზლებულმა ორმაგად გამიტეხა გული.არაფერი უარყო და უარესადაც დამამცირა.ყველას წინაშე გამთელა,დამცინა და ჩემი გულიც ნაწილებად დაშალა.
ახლა კი ვცდილობ,რომ ზედმეტად არ მომყვეს თვალში.არაფერს ვეუბნები,თვითონ კი არ ვიცი რას ფიქრობს,მაგრამ ბოდიში,რომ მომიხადოს ისიც არ ვიცი რას ვეტყვი.
-ბოდიში-ფიქრებიდან აკის ხმას გამოვყავარ.თვალებს არ/ვერ ვახელ,რადგან არ მინდა ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით დაეშვან ლოყებზე.მხოლოდ მსუბუქად ვუქნევ თავს და ფეხზე ვდგები.
-უნდა წავიდე-ჩუმად ვამბობ,ახლა უკვე ნელა ვახამხამებ სფეროებს და ცრემლებ ვიმშრალებ.ბავშვებს ვუბრუნდები,ვემშვიდობები და ნელა მივდივარ პარკისკენ.
შინაგანად ყველაფერი მეწვის და მღრღნის.მტკივა,მაგრამ ამას არაფერი ეშველება.
ნერწყვს ვყლაპავ და ვცდილობ გაჩხერილი დიდი ბურთი გადავაგორი,მაგრამ ამაოდ.საშინლად მიჭერს და მახრჩობს.
ნაცნობ ადგილს როცა მივუახლოვდი ოდნავ გამეღიმა.სკამზე დავჯექი და ჩამავალ მზეს დავუწყე ცქერა.
ასე მანამ ვიყავი სანამ ნაბიჯების ხმა არ გავიგე,ამას კი საყვარელი და საშინლად ნაცნობი ბოხი ბარიტონი მოყვა.
-აღარ მიბრაზდები?-არაფერი მითქვამს,მხოლოდ თავი გავაქნიე.
არ მინდოდა ხმაში ტკივილი დამტყობოდა.ყელი გავიწმინდე და ღრმად ჩავისუნთქე.
-კარგად ხარ?
-კი-დავიჩურჩულე და თავი მისკენ მივაბრუნე.ისევ სიბნელეში იდგა.
-მაპატიე?-ისევ მეკითხება,ალბათ პასუხს აზუსტებს.
-კი-ვუღიმი-გთხოვ,შენი თვალები მანახე-გონებას ვძაბავ და ვცდილობ გავიხსენო დღეს ეს ხმა სად მოვისმინე.
-არა.
-რატომ?
-ადვილად მიცნობ,მე კი ეს არ მინდა.
-ესეიგი უკვე ნანახი მყავხარ?!-ჩემი ვარაუდი მართლდება და მეღიმება,მიხარია,მაგრამ რა არ ვიცი.ალბათ ის,რომ უფრო მეტი შანსი მაქვს მისი ამოცნობის.
-კი,დღეს მნახე-ხმაში ღიმილი ეტყობა.
-როდის შევძლებ შენ ნახვას?
-მაშინ როცა შენ თვალებში ყველაფერს ამოვიკითხავ.
-ახლა რასაც ხედავ მათში საკმარისი არაა?
-მაშინ იქნება საკმარისი როცა ამ გრძნობას სხვებიც დაინახავენ.
-ის არა არის საკმარისი,რომ შენ ხედავ?სხვები რა საჭიროა?
-მე ბევრს ვხედავ,სხვები კი ვერაფერს.მინდა,რომ მათ ეს გრძნობა არ ეგონოთ ყალბი და შენ თვალებში ყველაფერი იკითხებოდეს.
-შეიძლება შენ თვალებში არ იკითხება,თუ არ მანახებ აბა საიდან გავიგო?-ვიღიმი,თითქოს მიზანს მივაღწიე.
-შენ უკვე მნახე,გაიხსენე და მიხვდები ჩანს თუ არა ჩემ თვალებში ყველაფერი-ენა ჩამაგდებინა.დავმუნჯდი და აღარ ვიცოდი რა მეთქვა.
-ეს,რომ დროებითი იყოს?-კანკალით წარმოვთქვი წინადადება.
-მე და შენ?!არა ეს ყალბი და დროებითი არასდროს იქნება!-ეს არ იყო რბილად ნათქვამი.თითქოს მიბრძანა,მკაცრად მითხრა,რომ ამ ყველაფერს დასასრული არ ექნებიდა.მესიამოვნა,იმის ნაცვლად,რომ მისი მეშინოდეს მისკენ მივიწევ.
-აღარ მეშინია.
-ჩემთან არაფრის შეგეშინდეს-ისევ იღიმის.
-არასდროს მიმატოვებ?
-არასდროს!
-რატომ?
-იმიტომ,რომ ჩემთვის ბევრს ნიშნავ ქეთო-ფეხზე ვდგები და ვემშვიდობები.შემდეგ კი სახლისკენ მიმავალ გზას მივუყვები და ფიქრებში დავცურავ.მომავალზე ვფიქრობ,რომელშიც მე და ღამის აჩრდილი ერთად ვართ,თან ვცდილობ გავიაზრო ვინაა ის.
სახლში როცა მივედი ფეხსაცმელი და ქურთუკი შემოსასვლელში დავტოვე,კარები ჩავკეტე და ოთახში შევედი.საწოლში დავწექი,მაგრამ ვერ ვიძინებდი.ისევ ვფიქრობდი,ძალიან ბევრს და კარგს.ამ ფიქრებში კი ჩამეძინა,მაგრამ ისინი სიზმრის სახით გაგრძელდნენ.
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა.საწოლიდან წამოვდექი და ისევ დავიწყე სამსახურისთვის მომზადება .
ტანსაცმელი ჩავიცვი და სარკის წინ დავჯექი.ისევ დავიწყე თმების დავარცხნა,შემდეგ კი სადა მაკიაჟი გავიკეთე.
მზად რიცა ვიყავი ჩანთას დავავლე ხელი და სახლი დავტივე.კარები ისევ ჩავკეტე და გასაღებიც ჩანთაში ჩავიგდე.
კიბეები ჩავირბინე და კორპუსი დავტოვე.ქუჩას დავუყევი,მაგრამ არაფერზე და არავიზე ვფიქრობდი.არც ირგვლივ მყოფებზე ვამახვილებდი ყურადღებას,უბრალოდ გზას გავყურებდი, მანქნა რომ არ დამჯახებოდა.
დანიშნულები ადგილას როგორც კი მევედი ნელა შევაღე კარები,ნათიას მივესალმე და სამუშაოს შევუდექი.
ყველაფერს გულმოდგინედ ვკითხულობდი და ვასწორებდი.
შესვენებაზე ისევ ნათიასთან ერთად გავედი და ახლაც მასზე ვისაუბრეთ,მაგრამ ოჯახზე.
ამ თემაზე საუბრისას სახიდან ღიმილი არ შორდებოდა,თვალები კი უბრწყინავდა.ყველა სიტყვას სითბოთი წარმოთქვამდა და თითოეულ ადამიანზე აუღწერელი გრძნობით საუბრობდა.აშკარაა,რომ ოჯახი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.ცოტა რამ ჩემზეც მოვუყევი,ამ საუბარში კი შესვენებისთვის განკუთვნილი დროც ამოიწურა.ფული გადავიხადეთ და ისევ ოფისში დავბრუნდით.
საქმის გაკეთებას არ ვჩქარობდი,პირიქით,მინდოდა ყველაფერი ნელა და ხარისხიანად შემესრულებია.
თვალების ტკივილი ისევ დავაიგნორე.
როგორც კი ყველაფერი დავასრულე ისევ დავავლე საბუთებს ხელი და ბატონი ერეკლეს კაბინეტისკენ გავეშურე.
შესვლის ნება ვითხოვე და კარები შევაღე.საბუთები წინ დავუდე.
-დავასრულე-წყნარად განვაცხადე და თვალებში ჩავხედე.
ისევ ჩავიძირე უსასრულობის მორევში.ისევ გავფრინდი სხვა სამყაროში და ისე გაქრა ირგვლივ ყველა და ყველაფერი.
ვუყურებდი და ვხვდებოდი,რომ მასში ყველაფერი ჩანდა.ყველა გრძნობა დაწყებული კარგიდან დამთავრებული ცუდით.მაგრამ უმეტესი მაინც სიყვარული იყო.
ყველაფერი ჩანდა მის თვალებში და უნებლიე გამეღიმა კიდეც.
-შეგიძლია წახვიდე-თვითონაც იმავე ტონალობით მითხრა,თავი დავუქნიე და კაბინეტი დავტოვე.შემდეგ ჩემი ნივთები ავიღე,ნათიას დავემშვიდობე და შენობა დავტოვე.მთელი გზა თავში მხოლო ერთი რამ მიტრიალებდა,ერეკლეს თვალები,რომელშიც ყველაფერი ჩანდა…
სახლის კარები გავაღე და შუქი ავანთე.მოვწესრიგდი და ვჭამე.შემდეგ წამოვწექი და ტელევიზორი ჩავრთე.
ყუთში მორბენალ ადამიანებს ვაკვირდებოდი და ვიცინოდი.
მათ ყურებაში და სიცილში ჩამეძინა,როცა გამოვფხიზლდი მზე უკვე ჩასული იყო.ათი სრულდებოდა.
ოთახში შევედი,გამოვიცვალე და სახლი დავტოვე.ისევ წავედი პარკისკენ და სკამზე დავსკუპდი.მთვარეს ავხედე და თვალი ჩავუკარი,უცებ ისევ გავიგე ნაბიჯების ხმა.გამეღიმა და გულიც ამიჩქარდა,ამ ნაბიჯებს კი მისი ბოხი ბარიტონიც მოყვა.
-როგორ ხარ ქეთო?-მასთან მივედი,ახლოს მაგრამ მაინც ვერ ვხედავდი.მისი სუნთქვა სახეზე მეფრაქვეოდა.ღრმად ჩავისუნთქე და ჩუმად წარმოვთქვი.
-ბატონო ერეკლე,თქვენ თვალებში ყველაფერი ჩანს…


ვიცი,ვიცი რომ დავაგვიანე და არც ეს თავია დიდი მაგრამ პრობლემები მქონდა,გთხოვთ,რომ გამიგოთ.
და კიდევ ერთი,კომენტარებში არ დამიწეროთ “მალე დადე“ “ნუ აგვიანებ“ ან მსგავსი.არ ვბრაზდები,უბრალოდ ყველაფერს შეძლებისდაგვარად ვაკეთებ და ვცდილობ,რომ გამომივიდეს.
არ მიწყინოთ რა.



№1  offline წევრი Avrora-Gallagher

ჰაჰა პირველი ვარ❤️❤️შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე საუკეთესო ხარ ❤️❤️????✌️

 


№2 სტუმარი ani gafrindashvili

Super gogo xar dzalian yochagi da mixvedrili warmatebebi qetos da erekles
Rac shegexebaa shen Rac aq motxrobebs deb erti dges ar dagigviania da axla Cota dasveneba gchirdeba isedac yochag warmatebebi

ani gafrindashvili
Super gogo xar dzalian yochagi da mixvedrili warmatebebi qetos da erekles
Rac shegexebaa shen Rac aq motxrobebs deb erti dges ar dagigviania da axla Cota dasveneba gchirdeba isedac yochag warmatebebi
aux dzaan areulad davwere piradshi ganvagrdzot

 


№3  offline წევრი teengirllove

ეს რა იყო, დასასრულზე გავგიჟდი ,მართლა მოულოდნელი იყო smiley მალე დადე შემდეგი

 


№4  offline მოდერი N1penguin

მეტი ინტრიგა მინდოდა კიდე მე? მის ძმასთან რა მოხდა? ხო მშვიდობაა? joy ვაიმე, როგორც იქნა მოეგო გონს ქეთო და მიხვდა, ვინცაა ღამის აჩრდილი. ბოლო მონაკვეთის წაკითხვისას გამეღიმა და გული ამიფანცქალდა blush არავის არ მიაქციო ყურადღღება. ჯობია დიდი დრო დაგჭირდეს და ნორმალური დაწერო, ვიდრე ყოველდღე დადო და უემოციო გამოვიდეს kissing_closed_eyes

 


№5  offline მოდერი Mathew

Avrora-Gallagher
ჰაჰა პირველი ვარ❤️❤️შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე საუკეთესო ხარ ❤️❤️????✌️

მადლობა საყვარელოო ^^

ani gafrindashvili
Super gogo xar dzalian yochagi da mixvedrili warmatebebi qetos da erekles
Rac shegexebaa shen Rac aq motxrobebs deb erti dges ar dagigviania da axla Cota dasveneba gchirdeba isedac yochag warmatebebi

ani gafrindashvili
Super gogo xar dzalian yochagi da mixvedrili warmatebebi qetos da erekles
Rac shegexebaa shen Rac aq motxrobebs deb erti dges ar dagigviania da axla Cota dasveneba gchirdeba isedac yochag warmatebebi
aux dzaan areulad davwere piradshi ganvagrdzot

არაუშავს ან ^^
შენი არეული ნაწერიც მიყვარს <3
ძალიან შეგეჩვიე და მადლობა ასე,რომ მიგებ ^^
უშენოდ რა მეშვეკებოდა <3 ^^

teengirllove
ეს რა იყო, დასასრულზე გავგიჟდი ,მართლა მოულოდნელი იყო smiley მალე დადე შემდეგი

ასე იყო ჩაფიქრებული :P მიხარია,რომ გამომივიდა ^^

N1penguin
მეტი ინტრიგა მინდოდა კიდე მე? მის ძმასთან რა მოხდა? ხო მშვიდობაა? joy ვაიმე, როგორც იქნა მოეგო გონს ქეთო და მიხვდა, ვინცაა ღამის აჩრდილი. ბოლო მონაკვეთის წაკითხვისას გამეღიმა და გული ამიფანცქალდა blush არავის არ მიაქციო ყურადღღება. ჯობია დიდი დრო დაგჭირდეს და ნორმალური დაწერო, ვიდრე ყოველდღე დადო და უემოციო გამოვიდეს kissing_closed_eyes

ვაიმე,ახლახან გამოჩდი და უკვე შემიწირე შენი კომენტარებითტ ^^
ძალიან დიდი მადლობა ^^
მიხარია,რომ ჩანაფიქრი გამომივიდა ^^ <3
და მადლობა ასევე იმისთვის,რომ მიგებ <3

 


№6 სტუმარი თეკლე.

მეღირსა.უთხრა მიხვდა.ამოვისუნთქე.ჩემო გოგო.ძალიან კარგი თავი იყო.მომეწონა.მეშლებოდა ნერვები იმ გოგოზე რომ ვერ ხვდებოდა.მარა ახლა მომწონს.

დიდი სიყვარულით ჩემ ანა'კობრას

 


№7 სტუმარი სტუმარი shalo

chemi dzma tavs iklavs mishvelet

 


№8  offline წევრი Mtirala

კარგი გოგო ხარ შენ <3
ბევრი, ბევრი, ბევრი წარმატება შენ <3
პ.ს. ჩემს ძვირფასს დროს მპარავ, ანა :)))))
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№9  offline მოდერი Mathew

Mtirala
კარგი გოგო ხარ შენ <3
ბევრი, ბევრი, ბევრი წარმატება შენ <3
პ.ს. ჩემს ძვირფასს დროს მპარავ, ანა :)))))

ძალიან დიდი მადლობა შენ <3
დროსთან დაკავშირებით არ ვიცი რა გითხრა :დდ

 


№10  offline მოდერი ენემი

გამეღიმა
საოცრებაა
პატარა და ემოციური თავია
ჭკვიანი გოგოა ქეთო შენსავით wink
გელი ჩემო გოგო kissing_heart
მუდამ დაგიცდი heart_eyes
ენი'ს უხარიხარ ანნა kissing_heart

 


№11 სტუმარი სტუმარი tati

Wow ra sayvareli da uchveulo istoriaa <3 dzalian momwons <3

 


№12  offline მოდერი Mathew

mirandaa31
au dzalian magaria <3 bolo momenti iyo shoki <3 batoni erekles tvalebii saocrebaa )) <3

მიხარია თუ დაგშოკა :დდ ^^

ენემი
გამეღიმა
საოცრებაა
პატარა და ემოციური თავია
ჭკვიანი გოგოა ქეთო შენსავით wink
გელი ჩემო გოგო kissing_heart
მუდამ დაგიცდი heart_eyes
ენი'ს უხარიხარ ანნა kissing_heart

ჩემი ენი,ჩემი ტკბილი გოგო
როგორ მიყვარს ტკბილო შენი კომენტარი^^
შევეცადე და გამომოვოდა ^^
მიხარია თუ მოგეწონა ენნ,ანნას უყვარხარ ^^

სტუმარი tati
Wow ra sayvareli da uchveulo istoriaa <3 dzalian momwons <3

ყველანაირად ვცდილობ განსხვავებული იყის^^
მიხარია თუ შევძელი ^_^
მადლობა დიდი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent