სად ხარ?
ისევ უსასრულოდ გელოდები. ისევ... რა ძნელია გრძნობების სიტყვებად გადმოცემა. საოცრად ძნელი და მტკივნეულია. ლოდინი? უარესია. შევცქერი კარს. ველი როდის ჩმოწევ სახელურს. შენ არ ჩანხარ. არც კარის უკან დგახარ და ელოდები ხელსაყრელ მომენტს რომ ჩემს ატმოსფეროში შემოაღწიო. არც ოდნავ მოშორებით. საერთოდ არ ჩანხარ ჰორიზონტზე. შორს ხარ. მეუბნები რომ ახლოს გინდა. მაგრამ არ მოდიხარ. მე კი მოვდივარ და ვერ გიახლოვდები. სიარულისგან ფეხის ტერფებიც გადატყავებული მაქვს, სუნთქვა გახშირებული, გული ნაფლეთებად მექცევა და ვერ გიახლოვდები. სად ხარ? გეძახი. უსასრულოდ ვიმეორებ შენს სახელს და შენივე სახელი მახრჩობს... სად ხარ? კვლავ გიწერ დაუსრულებელ წერილს... „ჩემო სიყვარულო“... ვიწყებ ასე და მერე სიტყვებს მნიშვნელობა აღარ აქვს. ვწერ ერთსა და იმავეს. შენზე... ჩვენს წარსულსა და შესაძლო მომავალზე. როგორ გაგიჩენდი ხუთ შვილს, როგორ მოგიმზადებდი ყოველ დღე საჭმელს, როგორ დაგელოდებოდი გარეთ გასულს სახლში და ზამთრის სიცივეში როგორ დაგახვედრებდი ბუხარში ანთებული ცეცხლით გამთბარ ოთახს. წერილს კონვერტში ვათავსებ. აივანზე ვტოვებ, იმ იმედით რომ საიდანღაც ბუ გამოჩნდება და შენამდე მოიტანს. ვიცი, ეს აფსურდია. არც ბუ მოვა და თავისით წამოიღებს შენამდე კონვერტს. არც შენ გახსნი ამ კონვერტს და არც შენ წაიკითხავ ამ ჩემი მთელი გულით დაწერილ წერილს. აივნის კარებს ვკეტავ. კალამს იქვე ვდებ ფურცლებთან, ხვალაც რომ დაგიწერო თავიდან წერილი. თბილ პლედს ვიხვევ, ჩაის ვიმზადებ და გელოდები. სად ხარ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.