შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინუჟდენში დაქორწინებულები 6


22-04-2018, 22:30
ავტორი ubraloooo tipi
ნანახია 4 000

კრისტოფერის მწვანე თვალები გაკვირვებული შემომცქეროდნენ. ინტერესით მათვალიერებდა. ალბათ ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, ჩემში ცვლილებებს ეძებდა. მეც იგივეს ვაკეთებდი.
კრისი ბოლოს მამის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე. ვუყურებდი ბიჭს და ვხედავდი, როგორ შეცვლილიყო. ქერა თმა მოკლედ შეეჭრა და ოდნავ წვერიც კი მოეშვა. აშკარად უფრო ნავარჯიშები სხეული ჰქონდა. თითქოს სიმაღლეც მომატებოდა. სახის ნაკვთები უფრო გამოკვეთოდა, რაც ასაკს მატებდა. მხოლოდ მწვანე თვალები დარჩენოდა ისევ ისეთი. მწვანე თვალები, რომლებიც ახლა დაჟინებით მომჩერებოდნენ. ჩემთვის ერთ დროს ასეთი საყვარელი მწვანე თვალები.
-გამარჯობა ანა. შეცვლილხარ.
გაჩუმდა. მხოლოდ მიყურებდა. ალექსი ინტერესით გვადევნებდა თვალს და როგორც ჩანს, ახალი გასართობით ძალიან კმაყოფილი იყო.
-შენზეც იგივე შემიძლია ვთქვა.-მეტი ვერაფერი ვთქვი. მისი მწვანე თვალები მზერით მბურღავდნენ.
-დაბადების დღეს გილოცავ.-მკრთალად გამიღიმა.
გამიკვირდა, რომ ეს ახსოვდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
-მადლობა... მარტო ხარ?
მშვენივრად იცოდა, ჩემი ინტერესის კონკრეტული ადრესატები.
-არა, ისინიც აქ არიან-მიპასუხა და თავით WIP ზონაზე მანიშნა, რომელიც ასეთი ნაცნობი იყო ჩემთვის.-შენ ვისთან ერთად...-მხოლოდ მაშინ შეამჩნია ალექსი, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა და ამ დროის განმავლობაში ერთობოდა ჩვენი ცქერით.
-ალექსი-ხელი გაუწოდა ბიჭმა. ცისფერ თვალებში ონავრული ნაპერწკლები უკრთოდნენ, რამაც მიმახვედრა, რომ ყველაფერს ხვდებოდა.
კრისტოფერმა ეჭვით დახედა ალექსის გაწვდილ ხელს. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ ჩამოართვა და მტრული მზერა სტყორცნა. ალექსი ამან უფრო გაამხიარულა. თითქოს საკუთარ ეჭვებში დარწმუნდა, სარკასტულად გაიღიმა.
-კრისტოფერი-საკუთარი სახელი წარმოთქვა ბიჭმა. შემდეგ მე მომიბრუნდა-ძალიან გაუხარდებათ შენი ნახვა. წამოხვალ?-შემომთავაზა მხოლოდ მე.
-არ შემიძლია კრის... -თავის მართლება დავიწყე. ნამდვილად არ მინდოდა იმ ადამიანების ნახვა, დღეისათვის მარტო კრისტოფერიც საკმარისი იყო.
-კი, რა თქმა უნდა წამოვალთ-შემაწყვეტინა ალექსმა.
კრისმა ბიჭს ისე შეხედა, აშკარად აგრძნობინა, შენთვის არ შემომითავაზებიაო, მაგრამ ალექსს ეს საერთოდ არ ადარდებდა, ბედნიერმა გადამხვია ხელი და შემომცინა.
არ გამომჩენია, როგორი მტრული მზერა სტყორცნა კრისმა, ჩემს მხარზე გადახვეულ ალექსის ხელს. როგორც ჩანს ეს არც ალექსს გამოპარვია თვალთახედვიდან, რადგან ამჯერად ხელის გადახვევა აღარ იკმარა, ჩემკენ გადმოიხარა და ლოყაზე ნაზად შემახო ტუჩები. თბილი, ბამბასავით ნაზი ტუჩები ჰქონდა. შეხების ადგილას მაშინვე აფათურდა მილიონობით ჭიანჭველა.
-წავიდეთ საყვარელო.-მითხრა ხმამაღლა.
კრისს სახეზე სისხლი მოაწვა და სიწითლის დასამალად შებრუნდა, რათა წინ გაგვძღომოდა. როგორც კი კრისტოფერი შებრუნდა, მაშინვე უხეშად მოვიშორე ალექსის ხელი მხრიდან. საკუთარი თავით კმაყოფილს, სახეზე ცალმხრივი ღიმილი გადაჰფენოდა.
-შენ ხომ არ გაგიჟდი?!-გადავუჩურჩულე გაცეცხლებულმა.
-კარგი რა, პატარავ... ცოტას გავერთობი-თვალი ჩამიკრა, ბარის სკამიდან მოხერხებულად ჩახტა და კრისს მიჰყვა.
სკამიდან ჩავსრიალდი და ალექსს ავედევნე.
-ალექს ამას ინანებ, გპირდები!-კბილებში გამოვცერი.
-მაგამდე შენს ყოფილს უფრო ახლოს გავიცნობ-ჩემთვის არც კი შემოუხედავს, ისე მიპასუხა.
-ის ჩემი ყოფილი არაა!- ოდნავ ავუწიე ტონს.
ალექსმა ამჯერად ინტერესნარევი ირონიით გადმომხედა მხარს ზემოდან.
-ანუ მას ...?-აღარ დაასრულა კითხვა, მაგრამ მივხვდი რასაც გულისხმობდა.
თავი უხმო დავუქნიე.
-როგორი დაუნდობელი ქალი ყოფილხარ ანა - გაიცინა ბიჭმა.
-რა მექნა?! არ შემეძლო... მეგობრად ვთვლიდი... მან კი მომწონხარო და ამით ყველაფერი გააფუჭა.-თავი გავიმართლე.
-ანუ არც ისეთი ადვილია, შენთვის თავის მოწონება... კარგია, როცა უგონოდ შეგიყვარდები, გამარჯვება უფრო სასიამოვნო იქნება.
-შენ არასდროს არ შემიყვარდები ალექს-თვალები გადავატრიალე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიტყვებში.-ჩემს გემოვნებაში არანაირად არ ჯდები-მისი სიტყვები გავიმეორე.
-და მაინც როგორი ბიჭი ჯდება შენს გემოვნებაში?-სარკასტულად გახედა კრისს-მისნაირი?
-ხომ არ ეჭვიანობ მომავალო ქმარო?-მისი სარკაზმი მეც გადმომედო.
ალექსმა პირი გააღო სავაუროდ ირონიული პასუხის გასაცემად მაგრამ ,,VIP''-ის კართან მისული კრისტიანი შემოტრიალდა და მოთმინებით დაგველოდა. მალე მივედით ჩემთვის ასეთ ნაცნობ კარამდე. კრისმა მე და ალექსს კიდევ ერთხელ შეგვავლო მწვანე მზერა და რკინის კარში შეგვიძღვა.
მაშინვე ალექსს მივუტრიალდი.
-ალექს იქ ჩემი ძველი მეგობრები იქნებიან და იცოდე ნორმალურად მოიქეცი-ისე დავარიგე, როგორც სამი წლის ბავშვი.
-ბუ ღელავ პატარავ, ნორმალურად მოვიქცევი-სულისშემკვრელი, ცალმხრივი ღიმილით გამიღიმა. ეს ღიმილი კარგს არაფერს მიქადდა, მაგრამ ახლა მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა. ღრმად ჩავისუნთქე კლუბის მყრალი ჰაერი და იმ კარში შევედი, რომელშიც აღარ მეგონა, ცხოვრებაში კიდევ თუ მომიწევდა შესვლა, რომელსაც მხოლოდ კოშმარულ სიზმარში თუ ვნახავდი.


-ანა მოდი, შენც შეიყნოსე-შემომთავაზა დაჩიმ და ყავისფერი, ჩაწითლებული თვალები შემომანათა.
-მე... არ მიმდა-ვუთხარი დაუფიქრებლად. დაზაფრული დავყურებდი ჩემს მეგობრებს ზევიდან.
-მოდი რა... მაგრად იკაიფებ-არ მეშვებოდა დაჩი. ზედა გაეხადა და დაკუნთული პრესი მთლიანად უჩანდა. ოდესღაც სპორტს მისდევდა, საკმაოდ დიდი წარმატებებით.
-არ მინდა...-თავი ჯიუტად გავაქნიე. სახეზე იასამნისფერი შუქები მეფინებოდა. ადრე ამ ოთახში ლურჯი განათება იყო, მაგრამ მერე მოახსნევინეს, ლურჯ სინათლეზე ვენები არ ჩანს და წამალს ვერ ვიკეთებთო.
-არ ინანებდი-ამჯერად კრისმა მითხრა. შემდეგ ტყავის სავარძლიდან ჟურნალების მაგიდისკენ გადაიხარა და დახვეული ქაღალდის კუპიურით, თეთრი ფხვნილი შეისრუტა ცხვირში.
-შეეშვით რა! არ უნდა და ნუ უნდა, ჩვენ უფრო მეტი დაგვჩება-საზარლად გაიცინა ემილიმ და კრისს შეუერთდა. მანაც შეიყნოსა კოკაინი და სხვა სამყაროში გადაეშვა. ჩვეულებრივ დღეებში შესაშურად ლამაზი გოგონა, ახლა ღამის კოშმარის გმირივით გამოიყურებოდა. ლურჯი თვალები ჩასწითლებოდა და შავი თმა ასწეწვოდა.
ჩემი მეგობრების შემყურეს გული მომეწურა. აი ესენი იყვნენ ყველასთვის სანაქებო, მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი ახალგაზრდები. დედა ყოველთვის იმას მეჩიჩინებოდა მათთან იმეგობრეო. საინტერესოა რას მეტყოდა, რომ გაეგო, რას აკეთებდენ მისთვის ასეთი საყვარელი თინეიჯერები.
ვუყურებდი ,,კაიფში'' მყოფ ახალგაზრდებს და ვხვდებოდი, აქ ჩემი ადგილი არ იყო. ამ ადამიანთან ურთიერთობა ვერანაირ სიამოვნებას ვერ მანიჭებდა.
თვალი მოვავლე ჩემს მეგობრებს. მზერა კოკაინით გარბუებულ ემილიზე შევაჩერე, რომელიც ასევე გაბრუებულ კრისს მისჩერებოდა. და უცებ სინათლის სხივის სიჩქარით წამოვიდნენ მოგონებები ჩემს თავში.
ორი კვირის წინ კრისმა გამიმხილა, რომ მისთვის იმაზე მეტი ვიყავი, ვიდრე უბრალოდ მეგობარი. მისი სიტყვები ჩემთვის იმდენად მოულოდნელი იყო, რომ რამდენიმე წუთი ხმა ვერ ამოვიღე. საბოლოოდ ვუთხარი, რომ დრო მჭირდებოდა ამაზე საფიქრელად, თუმცა მშვენივრად ვიცოდი, რომ აქ დრო ვერაფერს გააწყობდა. რამდენიმე დღე, თვე, წელიც რომ გასულიყო, მაინც ვერასდროს ვუპასუხებდი გრძნობებზე. მეორე დღეს ყველაფერი ემილის მოვუყევი. მან ეს ამბავი იმაზე მეტად მიიტანა გულთან, ვიდრე მეგონა. მითხრა ერთმანეთს საერთოდ არ შეეფერებით, საშინელი წყვილი იქნებოდითო. თან მუდმივად კრისის უარყოფით მხარეებზე ამახვილებდა ყურადღებას. მეუბნებოდა, ეგ ბიჭი შენი ღირსი არაა, უკეთესს იმსახურებო. ემილის სიტყვები ძალიან გამიკვირდა. კრისთან ის ისევე მეგობრობდა, როგორც მე. არ მეგონა, რომ რეალურად ასეთი ცუდი წარმოდგენა ჰქონდა ბიჭზე.
ვუყურებდი ,,კაიფში'' მყოფი გოგოს გამომეტყველებას როცა კრისს უყურებდა და მივხვდი-ემილის კრისი მოსწონდა!
თავში ერთმანეთის მიყოლებით ამომიტივტივდა ყველა ის მოგონება, სადაც ემილის ,,შემთხვევით'' რაღაც შეემთხვა და კრისიც მაშინვე მასთან გაჩნდა მის დასახმარებლად. ადრე მეგონა ეს იყო ნამდვილი მეგობრობა, ახლა კი ყველაფერს სხვა თვალით შევხედე.
გამახსენდა ლაშქრობის დღეს ემილიმ ქვას რომ წამოკრა ფეხი და მთელი დღე კრისს მოუწია მისი ტარება. მახსოვს მომეჩვენა, რომ ემილიმ ქვას დახედა და ფეხი სპეციალურად წამოკრა, მაგრამ თავი დავარწმუნე, მომეჩვენა-მეთქი. გამახსენდა ყველა მისი ზიზღიანი გამოხედვა, როცა კრისი ჩემს მიმართ სიყვარულის გამომხატველ ჟეშტებს ავლენდა. ყოველთვის თავს ვირწმუნებდი, რომ რაღაცეები მეჩვენებოდა.
როცა ემილის ,,კაიფი'' უნდოდა, მუდამ კრისს ურეკავდა. როცა ემილის რაღაც სჭირდებოდა, მხოლოდ კრისს შეეძლო მისი დახმარება. როცა ემილის ,,შემთხვევით'' რაღაც შეემთხვეოდა, აუცილებლად კრისტოფერს უნდა გამოეძვრინა სიტუაციიდან.
მიხაროდა, რომ ემილის და კრისს ასეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ხანდახან მწყინდა, რომ ემილი კრისს უფრო ენდობოდა ვიდრე მე.
ახლა ყველაფერი ნათელი გახდა. მივხვდი, რომ აქამდე სიცრუეში მიცხოვრია. ჩემი მეგობრები არც ისეთი გულწრფელები იყვნენ ჩემს მიმართ, როგორც აქამდე წარმომედგინა.
კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ჩემს კოკაინის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ,,მეგობრებს''. ამჯერად ვეღარ ვმალავდი მათ მიმართ ზიზღს, თუმცა ისინი ვერც კი მამჩნევდნენ, უკვე სხვა სამყაროში გადაშვებულიყვნენ. მხოლოდ წყვილი მწვანე თვალი მომჩერებოდა.
კრისის ჩემთვის ოდესღაც საყვარელ მწვანე თვალებს, ჩემები გავუსწორე. ბიჭს სახეზე უაზრო გამომეტყველება აეკრა. თვალს არ მაშორებდა. ვუყურებდი და მახსენდებოდა ყველა მასთან გატარებული ძვირფასი მომენტები. ჩვენი საერთო ტკბილი მოგონებები გულს მიწვავდა. კრისს ოდნავ, სევდიანად გავუღიმე. ეს იყო ჩემი გამომშვიდობება.
მოვბრუნდი და წამოვედი. უბრალოდ წამოვედი. მე ყველაფერი მქონდა ბედნიერებისთვის. მყავდა ოჯახი, მამა რომელსაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად ვუყვარდი. თავზესაყრელად მქონდა ფული და არც ჯამრთელობას ვუჩიოდი. და რაც მთავარია მქონდა ოცნებები, მიზნები. ჩემი ცხოვრებით აბსოლუტურად კმაყოფილი ვიყავი. მაშინ რას ვაკეთებდი იქ?
ზურგს უკან კრისის ხმა გავიგონე, მე მეძახდა, მაგრამ აღარ შევბრუნებულვარ. კიბეებზე კი არ ჩავედი, ჩავფრინდი. ზუსტად ვიცოდი, რომ იქ აღარასდროს დავბრუნდებოდი.
არ მინდოდა მათნაირი გავმხდარიყავი. არ შემეძლო...!


უსიამოვნო მოგონებების დასავიწყებლად თავი გავაქნიე.
ჩემს გვერდით მყოფ ალექსს გავხედე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამ წამს მადლობელი ვიყავი, რომ ის ჩემს გვერდით იყო. ოღონდ ახლა მარტო არ ვყოფილიყავი, და ალექსსაც სიხარულით მივიღებდი.
ალექსმა ჩემი ნერვიულობა შეამჩნია და უფრო დაინტრიგდა. ვერ ფარავდა, რომ ინტერესი კლავდა. გაუაზრებლად გამეღიმა. არც კი ვიცი რატომ.
ნელა ავიარეთ მკრთალი სინათლით განათებული, ვიწრო კიბე. ხანდახან კრისი გადმოგვხედავდა ხოლმე. სახეზე გაურკვეველი ემოციები ეწერა, რის გამოც ალექსი ძალიან მხიარულდებოდა.
-ლუკა?- გამახსენდა უცებ.
-მაგაზე ნუ ღელავ, სოფისთან დაშორება ცოტა ხანს არ გასტანს-მიპასუხა ბიჭმა.
ამასობაში კიბეც ავიარეთ. გული ისე მიცემდა, მეგონა მალე ამომივარდებოდა. კრისი ისე მიგვიძღოდა წინ, თითქოს ეს ადგილი საკუთარი ხუთი თითივით არ ვიცოდი.
როგორც იქნა ავიარეთ დაუსრულებელი კიბე და რკინის კარებთან შევჩერდით. კრისი თვალს ვერ მისწორებდა. სახელური ჩამოსწია და ოთახში შევიდა.
-სტუმარი გვყავს- იყვირა მან. მაშინვე ყველა გაჩუმდა და კარისკენ გამოიხედა. ოთახში მხოლოდ ბოლო ხმაზე ჩართული უგემოვნო რეპი იღვრებოდა. მრავალწლიანი გამოცდილებით ვიცოდი ვისი ჩართული უნდა ყოფილიყო ეს მუსიკა. რა თქმა უნდა დაჩის! მუსიკას უმეტესწილად ის არჩევდა. მისი გემოვნება საერთოდ არ შეეფერებოდა ჩემსას, მაგრამ ის არასდროს ითვალისწინებდა სხვის აზრს და მუდამ ამ გამაღიზიანებელ, უსიამოვნო მუსიკას გვასმენინებდა.
ღრმად ჩავისუნთქე და ალექსთან ერთად შევაბიჯე ოთახში. ისევ იასამნისფერი სინათლე დამნათოდა თავზე. ღმერთო, როგორ ვერ ვიტანდი ამ განათებას! აქაურობა ზუსტად ისეთივე იყო, როგორც რამდენიმე თვის წინ, მხოლოდ კედელზე დაეკიდათ კიდევ რამდენიმე, დიდი ზომის სურათი.
ოთახი სავსე იყო ახალგაზრდებით. ყველას ვიცნობდი, რამდენიმს გარდა, რომლებიც აშკარად ასაკით უმცროსები იყვნენ. ესენი ალბათ ახლები იყვნენ ამ კლუბში, ალბათ ჯერ კიდევ ,,ნორჩ თაობას'' წარმოადგენდნენ.
აქ არავინ არ ეკუთვნოდა საშუალო ფენას. ყველა მდიდარი მშობლების შვილი იყო, ბიზნესმენების, პოლიტიკოსებისა და სხვადასხვა ცნობილი ადამიანების. ყველამ იცოდა ვინ ვიყავი, გარდა ახლებისა, რომლებიც ხან მე და ალექსს გვიყურებდნენ გაკვირვებულები, ხან ჩვენზე მოშტერებულ, ენაჩავარდნილ საზოგადოებას.
ალბათ მე ორმაგი ყურადღების ცენტრში ვიქნებოდი, რომ არა ალექსი, რომლის სილამაზეც, ჩემი გამოჩენით გამოწვეულ ფურორს ამსუბუქებდა. ყველამ იცოდა, რომ წავედი, თუმცა რეალური მიზეზი მხოლოდ რამდენიმესთვის თუ იყო ცნობილი. უმეტესობას ეგონა, რომ ჩემი წასვლა მამის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულმა დეპრესიამ განაპირობა. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, რომ რეალურად, მის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე წავედი აქედან. მხოლოდ რამდენიმემ თუ იცოდა, რომ ჩემი წასვლის ნამდვილი მიზეზი არა დეპრესია, არამედ ამ ყველაფრის მიმართ ზიზღი იყო.
ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნმა გულის რევის შეგრძნება გამიღვიძა. ვერ ვიტანდი ყურადღების ცენტრში ყოფნას. ალექსს უკვე მეორედ ვუხდიდი გულში მადლობას, რომ ასეთ რთულ მომენტში ჩემს გვერდით იყო.
,,ის რომ არა, აქ მოსვლა არც მოგიწევდა!''-შემეწინააღმდეგა მეორე ხმა ჩემს თავში.
ამდენი მზერისგან უხერხულად ავიწურე კარების ჩარჩოსთან. ალექსს, ჩემგან განსხვავებით, უხერხულობის კვალიც არ ეტყობოდა. რა თქმა უნდა, მისნაირი ბიჭი არ იქნებოდა ყურადღების ცენტრში ყოფნას მიუჩვეველი. ალბათ ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია.
გავიგონე, როგორ ჰკითხა ერთ-ერთმა ,,ახალბედამ'' ჩემს ძველ ნაცნობს, ესენი ვინები არიანო, მაგრამ საპასუხოდ სასტიკი იგნორი მიიღო.
როცა შოკის პირველმა ტალღამ გადაიარა, აქა-იქ ჩურჩული გაისმა, შემდეგ კი რამდენიმე ნაცნობი გამოეყო მათ და გადამკოცნა კიდეც. ზოგმა მომიკითხა და ზრდილობისთვის რამდენიმე კითხვაც დამისვა. ალექსი ამ დროის განმავლობაში, კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი, ცალყბა ღიმილით მადევნებდა თვალს.
მათი შენიშვნა არ გამჭირვებია. როგორც ყოველთვის, ტყავის სავარძელზე ისხდნენ, კიდევ რამდენიმე ნაცნობ თინეიჯერთან ერთად.
რა ირონიაა! ახლა მათ ნაცნობებს ვუწოდებ, ოდესღაც კი მეგობრები ერქვათ.
დაჩი წესისამებრ, წელს ზევით შიშველი იყო. თითქოს მისი კუბიკები ისეთივე კარგ ფორმაში ვეღარ იყო, როგორც რამდენიმე თვის წინ. კართაში ნია ეჯდა. გამიკვირდა, რომ ეს წყვილი ისევ ერთად იყო - დაჩი ხომ გოგოს მუდამ აგდებულად ექცეოდა. ნიაც გმირულად იტანდა მის ყველა უხეშ ქცევას და დამცირებას. მე მისი არ მესმოდა. არასდროს არავის არ მოვუთმენდი იმას, რასაც ნია ითმენდა დაჩის. ნია ზედმეტად სუსტი გოგო იყო. შეყვარებულის დამცირებებს მუდამ ყვაპავდა და მერე ჩუმად ტიროდა, როცა მარტო რჩებოდა. ამის გამო მის მიმართ სიბრალულს კი არა, ზიზღს უფრო ვგრძნობდი.
ემილიც იქვე იჯდა. ძალიან, ზედმეტად მოკლე კაბა ეცვა. გვერდზე ვიღაცისთვის თავისუფალი ადგილი დაეტოვებინა. დიდად არ გამკვირვებია, რომ იქ კრისი მოთავსდა, მაგრამ ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ემილიმ ბიჭს ტუჩებში აკოცა. შემდეგ ისევ ჩემზე გადმოიტანა ლურჯი თვალები.
თითოეული მათგანი მე მიყურებდა, გარდა კრისისა, რომელიც ალექსს ბურღავდა მზერით. ალბათ ფიქრობდა რატომ ავირჩიე ალექსი, რა იყო მასში ისეთი, რაც კრისტოფერში ვერ ვნახე.
სანამ მე ძველ ნაცნობებს ვესალმებოდი, ალექსმაც შეისწავლა გარემო და მიხვდა, რომ აქ ვთავარ ,,სასტავს'' ტყავის დივანზე მჯდარი ახალგაზრდები შეადგენდნენ. მარტივად მიხვდა, რომ ისინი იყვნენ ის ადამიანები, რომელთან შეხვედრასაც ასე ვუბრთხოდი. ბიჭმა აღარ დააყოვნა, ხელი ჩამჭიდა და პირდაპირ მათკენ წამიყვანა. თბილი, მშრალი ხელი ჰქონდა, ჩემი სველი ხელისგან განსხვავებით. არ გამომპარვია უამრავი მზერა, რომლებიც ჩემი და ალექსის ჩაკიდებულმა ხელებმა მიიპყრო. ყველას გაკვირვება აესახა სახეზე. ამ წრეში საკმაოდ ცნობილი ფაქტი იყო, რომ ბიჭებს ახლოს არ ვიკარებდი. ზედმეტსახელად ,,უკარებაც'' კი შემარქვეს. ახლა კი, რამდენიმე თვის შემდეგ გამოვჩნდი, სუპერ მოდელის აღნაგობის მქონე ბიჭთან ერთად, რომელსაც ჩემი ხელი მოექცია საკუთარში. რა გასაკვირია, რომ უკვირდათ. ერთი თვის წინ, რომ ეთქვათ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებიო, მეც გამიკვირდებოდა.
რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდით ჩემს ძველ სამეგობროს, მით მეტად მიჩნდებოდა სურვილი იქიდან უკანმოუხედავად გავქცეულიყავი, მაგრამ ალექსის ხელი მაკავებდა. ბიჭი თითქოს ხვდებოდა როგორ ვნერვიულობდი, ხელს მაგრად მიჭერდა. უცნაურია, მაგრამ ეს მშველოდა. საპასუხოდ მეც მოვუჭირე ხელი და მეტი თავდაჯერებულობით გადავდი ნაბიჯები.
ჩვენი მიახლოვებისას ემილიმ ნაძალადევად გაიღიმა. მე არა.
-გამარჯობა-ვთქვი გაუბედავად. წამით ისევ წარსულში დავბრუნდი, იგივე ადამიანებთან, იგივე ადგილას და გულში ჩხვლეტა ვიგრძენი.
ყველა სათითაოდ მომესალმა, მაგრამ მათი ღიმილი ზედმეტად ყალბად მეჩვენებოდა. მე და ალექსი მათ საპირისპირო მხარეს მოვთავსდით. ხელს ისევ არ მიშვებდა. ამდენი მოწმის წინაშე, წინააღმდეგობის გაწევა აზრადაც არ მომსვლია. შევამჩნიე, როგორი ბრაზით უყურებდა კრისი ჩვენს გადაჭდობილ თითებს. ეს ემილიმაც შენიშნა და სახეზე ეჭვიანობის ტალღამ გადაურბინა, თუმცა თავი მალე მოთოკა.
-აქ როგორ მოხვდი?-მკითხა გოგომ. ლურჯ თვალებს არ მაშორებდა.
-ალექსმა მომიყვანა-ვუპასუხე დაუფიქრებლად.
ემილიმ ინტერესით შეათვალიერა ალექსი. ახლა უკვე ყველა ალექსს უყურებდა.
-შენს მეგობარებს არ გამაცნობ საყვარელო?-ჩაერთო ალექსი.
სიტყვა ,,საყვარელო''-ზე კრისს სახეზე სისხლი მოაწვა. ალექსმა კი შეუმჩნევლად ჩაიცინა და მეტი ეფექტისთვის ხელიც გადამხვია. არა... ჩემი სხეული მართლაც უცნაურად მოქმედებდა ფიზიკურ კონტაქტზე.
-ალექს ეს ემილია-გოგოდან მზერა, მის გვერდით მსხდომ წყვილზე გადავიტანე-დაჩი და ნია.
კიდევ რამდენიმე მათგანის სახელი ჩამოვუთვალე, მაგრამ ალექსს ისინი არ აინტერესებდა.
-ეს ალექსია...-შევყოყმანდი. არ ვიცოდი როგორ გამეცნო ალექსი მათთვის.
ალექსმა მისი სავსე, ვარდისფერი ტუჩები გახსნა. მივხვდი რის თქმას აპირებდა და პანიკამ დამრია ხელი. მისი შეჩერება ვერ მოვასწარი, როცა მისმა ხმამ ელვასავით იჭექა.
-საქმრო-თქვა ზედმეტად ხმამაღლა.
აი ახლა კი მართლა ყველა და ყველაფერი დადუმდა. ვიღაცამ უგემოვნო რეპიც კი გამორთა, რომელმაც უკვე თავი ამატკივა.
გაკვირვებული ნია ლამის პირდაღებული დაჩის კალთიდან ჩამოვარდა. ემილის გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა. კრისი კი ყველაზე საშინელი სანახავი იყო იმ მომენტში. მის სახეზე ერთდროულად უამრავი რამ იკითხებოდა-მოულოდნელობისგან გამოწვეული შოკი, ბრაზი, იმედგაცრუება, წყენა, უიმედობა, ტკივილი.
თვალები დამნაშავესავით დავხარე. ალექსი მართლაც კარგად თამაშობდა. სათანადოდ ვერ დავაფასე.
,,შენ უბრალოდ მაცადე!''-ვემუქრებოდი გულში.
-ვაუ! ეს როგორ მოხდა?-სიჩუმე დაარღვია გონზე მოსულმა დაჩიმ.
-მამაჩემი ალექსის მამის მეგობარი იყო-მაშინვე დავიწყე მე, რადგან შემეშინდა ალექსს რაღაც სისულელეები არ წამოეროშა. - ერთმანეთი დაკრძალვაზე გავიცანით. ალექსი მუდამ გვერდში მედგა და ისე შემიყვარდა, ვერც კი მივხვდი-ზედმეტად მშრალად გამომივიდა ნათქვამი.
ალექსმა ინტერესით გადმომხედა. როგორც ჩანს ვერ მიხვდა ვის დაკრძალვას ვგულისხმობდი.
-ქორწინებისთვის ზედმეტად ახალგაზრდები ხომ არ ხართ-ფრთხილად გვკითხა ნიამ.
-ანა ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს და მასაც ვუყვარვარ, რა საჭიროა ლოდინი?-როლში შევიდა ჩემი საქმრო.
-ყველასგან წარმოვიდგენდი და ანასგან ვერა... ბიჭებს საერთოდ არ იკარებდა ახლოს, სულ იმას იძახდა სიყვარულზე საინტერესო რაღაცეებიც არსებობს დედამიწაზეო.- გულწრფელად იძახდა ნია.
-როგორც ჩანს მე მოვახერხე მისი გულის დაპყრობა- სარკასტულად გაიღიმა.- უნდა გენახათ პირველად სიყვარულში რომ გამომიტყდა, პომიდორივით წითელი იყო.
ცალწარბაწეულმა გადავხედე. ესეიგი სიყვარულში პირველი მე გამოვუტყდი არა?!
-მე იმიტომ გამოგიტყდი, რომ შენ ძალიან მორცხვი იყავი-ნიშნისმოგებით გავიღიმე. ალექსს ღიმილი სახეზე შეახმა-მე რომ არ მეთქვა, შენ მთელი ცხოვრება ვერ გაბედავდი. გახსოვს, დედას რომ უთხარი მხოლოდ მეგობრები ვართო, რადგან მისი რეაქციის შეგეშინდა?
ალექსის წაშლილ სახეზე, თავი ძლივს შევიკავა რომ ბოლო ხმაზე არ გადამეხარხარა. ჩვენს გარშემო მყოფები მათ წინ მჯდომ თავდაჯერებულ, სიმპათიურ ბიჭს უყურებდნენ და ვერ იჯერებდნენ, რომ ჩემს ისტორიაში მოქმედი მშიშარა ბიჭი ის იყო.
-და ის გახსოვს?...-არ დაიბნა ბიჭი- ვიღაც გოგოზე რომ იეჭვიანე, სამაგიეროს გადასახდელად მსახიობი ბიჭი დაიქირავე და რამდენიმე დღე შენს შეყვარებულად გაასაღებინე თავი?
გავწითლდი. აქა-იქ გაიცინეს.
-ჩემი ლეკვის გამო ჩემთან რომ ვეღარ მოდიოდი? -მომაფიქრდა ახალი ტყუილი- წარმოიდგინეთ პატარა ჩიხუახუამ ისე შეაშინა, რამდენიმე დღე ჩემთან ვერ მოდიოდა. საწყალი ჯესი, იმედია შეეჩვია ახალ პატრონებს-ვთქვი ვითომ დასევდიანებულმა.
ამჯერად მართლაც გაისმა ხმამაღალი სიცილი.
ალექსმა გაიღიმა. მივხვდი საბოლოო და ყველაზე ძლიერ დარტყმას ამზადებდა და გული შემეკუმშა.
-ჩემს შეცდენას როგორ ცდილობდი?!-ეს თქვა თუ არა, წითელი ამენთო-რამდენი ხანი ცდილობდი... და როგორ გამომწვევად იცმევდი... ფანჯრიდანაც კი გადმოძვრა ღამით ჩემს საძინებელში. კარგი ღამე იყო...-როლში შეჭრილმა, ისეთი სახე მიიღო, თითქოს უზომოდ სასიამოვნო მომენტს იხსენებდა.
ყველას სიცილი აუვარდა.
ალექსს მეტად უფლებას აღარ მივცემდი დავემცირებინე, ამიტომ საბოლოო დარტყმა მივაყენე:
-ეგ შენთვის იყო კარგი, თორემ აბა მე მკითხე!
და აქ აფეთქდა ყველაფერი. სიცილისგან ვინ სად ეყარნენ, ვერ გაიგებდი. ნია მართლა გადმოვარდა დაჩის კალთიდან, თან ახარხარებული, მუცელზე იჭერდა ხელებს. ემილისაც კი გაეცინა. კრისი კი მოღრეცილი სახით უყურებდა ალექსს, რომელსაც ამხელა დამცირებისგან სახე წაშლოდა. მივხვდი საპასუხო დარტყმას ამზადებდა, ამიტომ როგორც კი სიცილს მორჩნენ, ემილის და კრისს მივუბრუნდი:
-თქვენ რამდენი ხანია ერთად ხართ?
-უკვე ოთხი თვეა-სულმოუთქმელად მიპასუხა ემილიმ და გრძელი ლამაზი ფეხი გამომწვევად გაუხახუნა კრისის ფეხს.
-მიხარია თქვენი ამბავი.
-მეც მიხარია, რომ იმის მერე რაც მოხდა, მოახერხე ბედნიერების პოვნა-ემილის სიტყვები არც თუ ისე გულწრფელად ჟღერდა.
ალექსმა კითხვით სავსე თვალებით გადმომხედა.
,,რა მოხდა?''- მეკითხებოდა თვალებით.
თავი გავაქნიე.
-ანა შეგიძლია გამომყვე?-მკითხა ნიამ.
-კი, რა თქმა უნდა-ახლა აქედან გასვლის გარდა არაფერი მინდოდა.
გუნება წამიხდა, როცა ემილიც წამოდგა.
-მალე დაბრუნდი პატარავ, ხომ იცი გვეჩქარება.-მომაძახა ალექსმა.
პასუხი არ გამიცია.


გოგოების საპირფარეშოში შევედით თუ არა, მაშინვე კარი ჩაკეტა ნიამ.
-ორსულად ხარ?-მოუთმენლად მკითხა ემილიმ.
ამ კითხვას იმდენად არ ველოდი, რომ დავიბენი.
-რა? არა! საიდან მოიტანე?-აღვშგოთდი.
-ანა ცხოვრებაში არავინ არ მოგწონებია და მოულოდნელად 17 წლის ასაკში გადაწყვიტე დაქორწინება. აბა რა უნდა გვეფიქრა?-ამიხსნა მან.
-17-ის არა, 18-ის გავხდი. და არა, ორსულად არ ვარ.
-მართლა გიყვარს?-არ მეშვებოდა ემილი. ლურჯ თვალებში ეჭვი უკრთოდა.
-კი, მიყვარს.- უტიფრად მოვატყუე.
-ღმერთო რა სიმპატიურია!-ჩაერთო აღტაცებული ნია- ცნობილი მოდელია?
-არა, მოდელი არაა-ხმაში გაღიზიანება ძლივს დავმალე.
-ქორწილი როდის გაქვთ?
-ჯერ არ ვიცი.
-ჩვენს მოსაწვევებს დაველოდებით.-გამიღიმა ნიამ.
-და თქვენ?-თემა შევცვალე და ემილის გავხედე-თქვენ როდისღა მოასწარით?
ემილის ლოყები აუწითლდა. იქნებ სცხვენოდა კიდეც?
-არც კი ვიცი... ყველაფერი შემთხვევით მოხდა.-თვალს ვერ მისწორებდა.
-,,ხო, ხო. ვიცი შენი ,,შემთხვევით''!''-გავიფიქრე გულში.
-და შენ და დაჩი?- ნიას მივუბრუნდი.
-რავიცი... ადრინდელთან შედარებით ბევრად უკეთ მექცევა, უფრო ვუყვარვარ და უფრო მაფასებს...
-,,და შენ უფრო დებილი ხარ.''-გავიფიქრე.
-მიხარია, რომ კარგად ხართ.-ამჯერად ხმამაღლა ვთქვი- ახლა კი უნდა წავიდე, ჩემი საქმრო მელოდება. -ზრდილობისთვის გავუღიმე და იქიდან გამოვედი. ვიცოდი, ისინი იქ კიდევ დიდხანს დარჩებოდნენ და ჩემზე იჭორავებდნენ.
მბჟუტავი ნათებით განათებულ კალიდორში რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, როცა ვიღაცის ხელი მწვდა და ზურგით კედელზე ამაკრა. მოულოდნელობისგან ვიკივლებდი, ჩემთვის ხელი რომ აეფარებინა პირზე. მაღლიდან ნაცნობი თვალები დამნათოდნენ. ხელი ნელა შემიშვა და რომ დარწმუნდა არ ვკიოდი, კედელზე მიაბჯინა.
-რა გინდა კრისტოფერ?-პირდაპირ საქმეზე გადავედი სუნთქვაშეკრული.
-ის მართლა გიყვარს?-მკითხა ჩახრეწილი ხმით.
-ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?- შეტევაზე გადავედი
-აქვს!-მხოლოდ ეს მითხრა.
-კრის, შენ შეყვარებული გყავს!-მისი მკლავებიდან განთავისუფლება ვცადე.
-გიყვარს თუ არა?!-ტონს აუწია.
-ხო მიყვარს!-მეც შევუყვირე.-რომ არ მიყვარდეს ცოლად გავყვებოდი?
ისეთი სახე მიიღო, თითქოს სილა გავაწანი.
-კი მაგრამ... რატომ ის? -ხმა უკანკალებდა ბიჭს-შენ ხომ მისნაირი ბიჭები არასდროს მომწონდა...
-რა იცი როგორია ალექსი?!-თვალებში შევხედე.
-როგორც კი იქიდან გამოხვედი, მაშინვე ვიღაც გოგოსთან დაიწყო ფლირტი-თვალებში ბრაზი აუგიზგიზდა.
ხო, ეს ნამდვილად ჰგავდა ალექსის საქციელს... კარგი რა?! ცოტა ხანი ვეღარ მოითმინა? ჩავიდოდით დაბლა და ნებისმიერი გოგო დაეკერა, რაღა მაინცდამაინც იქ მოუნდა ნადირობა, სადაც ყველას ჩემი საქმრო ეგონა! ამისთვის აუცილებელად მოვთხოვდი პასუხს.
-ის მიყვარს!-მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და ბანალური არგუმენტი მოვიშველიე.
-სად წავიდა ძველი ანა?- იმედგაცრუება ისმოდა მის ხმაში.
-რომელი ანა? იმ ანაზე იძახი, რომ გიყურებდა როგორ ცდიდი ყველანაირ ნარკოტიკს შენს თავზე და ხმას არ იღებდა? იმ ანაზე იძახი, რომ არ უყვარდი და მაინც იმედს გაძლევდა? იმ ანაზე ხომ არ იძახი, მეგობრებს საკუთარი თავის განადგურებაში ხელს რომ არ უშლიდა?-თითქმის ვყვიროდი.
-ამის გამო წახვედი?-მკითხა კრისმა და თვალებში დაჟინებით ჩამაშტერდა.
-მე იმის გამო წავედი, რომ ასეთი ცხოვრება აღარ შემეძლო. ძველი ანა შეიძლება შენ მოგწონდა, მაგრამ მე არა!
-და ალექსი?-მისი სახელი ისე წარმოთქვა, თითქოს სალანძღავი სიტყვა იყო.
-რა ალექსი?-ვერ მივუხვდი.
-მასთან ბედნიერი ხარ?-დამიკონკრეტა და მწვანე თვალები შემომანათა.
-კი, ვარ.-უკვე თავი მომაბეზრეს ამ სახის კითხვებით.
-მე... შენთვის აღარაფერს ვნიშნავ?
-გამიშვი კრისტოფერ!-მის მკლავებში ავფართხალდი.
-ვიპასუხე! შენთვის აღარაფერს აღარ ვნიშნავ?-გამიმეორა თითქმის ყვირილით.
-კრის გამიშვი მტკივა!- მე კი უკვე მართლა ვყვიროდი. არ შემშინებია, ვიცოდი რომ კრისი არაფერს დამიშავებდა.
-მიპასუხე-მეთქი!-მანაც მიყვირა.
ამის მერე მოვლენები ისეთი სისწრაფით განვითარდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი. კრისის სხეული ჩემსას მოშორდა და სახეში მოხვედრილი მაგარი მუშტის შემდეგ, ძირს დაეცა. ცხვირიდან სისხლი მდინარესავით წამოუვიდა. ზევიდან ალექსი დაჰყურებდა. სახეზე არანაირი ემოცია არ ეწერა. კრისი გაკვირვებული უყურებდა ალექსს და ჯერ აზრზეც ვერ მოსულიყო, რა მოხდა.
ალექსი მე მომიბრუნდა:
-წავედით ანა, ლუკა გველოდება.-ისე მშვიდად თქვა, თითქოს იქ არც არაფერი არ მომხდარიყოს.
გაოცებულმა დავუქნიე თავი და უკან გავყევი. თავი ძლივს შევიკავე, რომ სისხლით დასვრილი კრისტოფერისკენ არ გამეხედა. ზურგიდან ვგრძნობდი კრისის მზერას, მაგრამ უკან არ მიმიხედავს.
ალექსმა მალე დაიბრუნა თავისი სარკასტული ღიმილი და ზევიდან გადმომხედა. გაოცებული ვიყავი, როგორ შეეძლო ასე მშვიდად ყოფილიყო, მას შემდეგ რაც მოხდა.
-ანუ შენთვის კარგი არ იყო არა?-მკითხა ცალყბა ღიმილით.-დამიჯერე კარგი იქნება.
დიდხანს ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. როცა გავიაზრე, სახეზე ავწითლდი და მუშტი გავუქანე, მაგრამ რა თქმა უნდა აიცილა.
რანაირი ბიჭი იყო ალექსი?!ვერაფერი გავუგე! მაღიზიანებდა, მაგრამ ჩემში კარგ ემოციებსაც იწვევდა. რა ემოციებს, ეს მეთვითონაც არ ვიცი.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

შესანიშნავია.... არ დააგვიანო

 


№2  offline წევრი blondeangel631

ვაიმე რა სასაცილო წყვილი ძალიან მომეწონა სა ბევრი ვიხალისე შემდეგს ველი ♡♡♡ ♡♡♡ ♡♡♡

 


№3 სტუმარი Nini

Kargia magram male dade da tavebi gazarde

 


№4 სტუმარი ნია

ყველაფერი მომეწონა ამ თავში გარდა ალექსის ფლირტის ანას სამეგობროში! ვერ ვიტან ასეთ ტიპებს და ეს ბიჭი ნელ-ნელა
მაღიზიანებს!

 


№5  offline წევრი ubraloooo tipi

ანი ანი
შესანიშნავია.... არ დააგვიანო

მადლობა ვეცდები ❤️

blondeangel631
ვაიმე რა სასაცილო წყვილი ძალიან მომეწონა სა ბევრი ვიხალისე შემდეგს ველი ♡♡♡ ♡♡♡ ♡♡♡

მიხარია რომ მოგწონს ❤️

Nini
Kargia magram male dade da tavebi gazarde

მადლობა, შევეცდები ❤️

ნია
ყველაფერი მომეწონა ამ თავში გარდა ალექსის ფლირტის ანას სამეგობროში! ვერ ვიტან ასეთ ტიპებს და ეს ბიჭი ნელ-ნელა
მაღიზიანებს!

ასეც უნდა ყოფილიყო ❤️ ჩემი მიზანიც ზუსტად ასეთი ტიპის შექმნა იყო. მიხარია რომ გამომივიდა ❤️

 


№6  offline წევრი Lindemann

ბანძი ხაააააააააააააარ
--------------------
Aus den Augen, aus dem Sinn.

 


№7  offline წევრი ubraloooo tipi

meocnebe avadmyopi
ძალიან მაგარი იყო,ბევრი რამ იყო მის მეგობრრებში გამაღიზიანებელი რაც გულზე არ მომხვდა მაგრამ ეს შენი ბრალი არ იყო,პირიქიტ უფრო კარგადა გავიგე ანას და მისი წარსულის შესახებ

ველოდებოდი შენს კომენტარს ❤️ მიხარია რომ მოგეწონა❤️

Lindemann
ბანძი ხაააააააააააააარ

მადლობა ❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი shalo

Lindemann
ბანძი ხაააააააააააააარ

bandzi mamashenia she klishvilo mogitkan ojaxs she bozis gagdebulo

 


№9  offline წევრი ubraloooo tipi

სტუმარი shalo
Lindemann
ბანძი ხაააააააააააააარ

bandzi mamashenia she klishvilo mogitkan ojaxs she bozis gagdebulo

არ ვიცი მადლობა გადაგიხადო თუ გისაყვედურო ცენზურის დარღვევისათვის :DDD

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

კაცზე ამბობდე მიყვარს , სადაცაა ცოლად გავყვებიო და უცებ ასე გააბანძო სხვების თვალში მარტო იმიტომ რომ ენა არ შეარჩინო ძაან სიდებილე მგონია. "ეგ შენთვის იყო კარგი, თორემ აბა მე მკითხეო" ხმამაღლა როგორ თქვა. ალექსზე რომ არაფერი ვთქვათ, საკუთარ თავს მიაყენა უუუშველებელი შეურაცხყოფა.

 


№11  offline წევრი nathali lifhonava

თავიი გაზარდე თქო ნამდვილად ვერ გეტყვი ძალიან დიდია ისედაცც joy შეყველაზემაგარო heart_eyes სააოოცარი ისტორიაა მართლაა <3 თავიდან არ მინდოდა წაკითხვა მარაა მერე ძაან დაიინტერესდიი<3 მალე დადე შემდეგი ჩემო საყვარელო heart_eyes heart_eyes
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№12  offline წევრი ubraloooo tipi

grafo
კაცზე ამბობდე მიყვარს , სადაცაა ცოლად გავყვებიო და უცებ ასე გააბანძო სხვების თვალში მარტო იმიტომ რომ ენა არ შეარჩინო ძაან სიდებილე მგონია. "ეგ შენთვის იყო კარგი, თორემ აბა მე მკითხეო" ხმამაღლა როგორ თქვა. ალექსზე რომ არაფერი ვთქვათ, საკუთარ თავს მიაყენა უუუშველებელი შეურაცხყოფა.

შენი კომენტარი რომ დავინახე, მაშინვე მივხვდი, რაღაც ისე ვერ იყო :DDD

nathali lifhonava
თავიი გაზარდე თქო ნამდვილად ვერ გეტყვი ძალიან დიდია ისედაცც joy შეყველაზემაგარო heart_eyes სააოოცარი ისტორიაა მართლაა <3 თავიდან არ მინდოდა წაკითხვა მარაა მერე ძაან დაიინტერესდიი<3 მალე დადე შემდეგი ჩემო საყვარელო heart_eyes heart_eyes

მადლობა ძალიან დიდი ❤️ შევეცდები ❤️

 


№13 სტუმარი Nini

ეს რა იყო??? გავგიჟდი! რაღაც სასწაული ხარ! ვგიჟდები ანაზე. ძალიან ძლიერი გოგოა. რამდენი გადაუტანია და მაინც შეინარჩუნა საკუთარი თავი. მაინც არ გაერია იმ საზოგადოებაში.
და ალექსი?! საოცარი ბიჭია პირდაპირ! ცინიკური, უგულო ბიჭის როლი აქვს მორგებული, მაგრამ რომ დავუკვირდეთ ძალიან მზრუნველია. თან რა კარგად აკონტროლებს ნერვებს ამასთან! სასწაული წყვილია. თან ვითომ ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ თითქოს ნელ-ნელა გრძნობები უჩნდებათ ❤️

 


№14  offline წევრი ჟიზელი

კითხვისას როგორი შეგრძნება მაქვს იცი? თითქოს თინეიჯერულ, სხვა ენიდან გადმოთარგმნილ წიგნს ვკითხულობ...სხვანაირი აურა აქვს ამ ნაწერს,არა-ქართული... და ძალიან მომწონს. დაველოდები შემდეგ თავს

 


№15  offline წევრი ubraloooo tipi

Nini
ეს რა იყო??? გავგიჟდი! რაღაც სასწაული ხარ! ვგიჟდები ანაზე. ძალიან ძლიერი გოგოა. რამდენი გადაუტანია და მაინც შეინარჩუნა საკუთარი თავი. მაინც არ გაერია იმ საზოგადოებაში.
და ალექსი?! საოცარი ბიჭია პირდაპირ! ცინიკური, უგულო ბიჭის როლი აქვს მორგებული, მაგრამ რომ დავუკვირდეთ ძალიან მზრუნველია. თან რა კარგად აკონტროლებს ნერვებს ამასთან! სასწაული წყვილია. თან ვითომ ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ თითქოს ნელ-ნელა გრძნობები უჩნდებათ ❤️

ზუსტად ასეთი გმირების შექმნა მინდოდა და ძალიან მიხარია რომ გამომივიდა ❤️ უღრმესი მადლობა ❤️

ჟიზელი
კითხვისას როგორი შეგრძნება მაქვს იცი? თითქოს თინეიჯერულ, სხვა ენიდან გადმოთარგმნილ წიგნს ვკითხულობ...სხვანაირი აურა აქვს ამ ნაწერს,არა-ქართული... და ძალიან მომწონს. დაველოდები შემდეგ თავს

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ❤️

 


№16  offline წევრი teengirllove

momwoms dzalian

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent