შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთჯერადი სტუმარი 18+ (თავი 8)


23-04-2018, 11:49
ავტორი naattii
ნანახია 3 180

მინდოდა თუ არა ძალაუნებურად მთელი დღე მის სიტყვებზე ვფიქრობდი... „გამომძიებელი... მკვლელი არ ხარ.... გამომძიებელი.... მკვლელი არ ხარ“ ეს სიტყვები გონებიდან არ ამომდიოდა და სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. ანუ ჩემი საქმე წაიკითხა? მერე ყველაფერს ასე იოლად შეეგუა? თუნდაც იმას რომ ბო*ი ვარ? ან იმას რომ ღამე ვერ ვიძინებ? ჩემს კოშმარებს? დავიჯერო ჩემთან სექსი ამდენად უღირს? არა ბოლო ორ დღეში მხოლოდ ერთხელ გვქონდა ასე რომ საქმე მხოლოდ სექსში არაა. აბა? უფროსი ქალები მოწონს? ჯანდაბა ახლა ტვინი ამიფეთქდება. უცებ თვალი მოვკარი მზის ჩასვლას, უკვე ბინდდებოდა, მზის სხივები ბოლოჯერ ცდილობდნენ დედამიწის განათებას და ფანჯრის რაფას უხალისოდ ტოვებდნენ. სახურავისკენ გავიქეცი და ცხოვრებაში პირველად მომინდა ამ სანახაობით დავმტკბარიყავი, მწეველთათვის გამოყოფილ მოაჯირს მივადექი და მზეს თვალი გავუსწორე. ოქროსფერს უხვად აფენდა შერჩენილი ძალით დედამიწის ზოგიერთ ადგილს და გარემოს აფერადებდა. მომეწონა ჩასვლისას თითქოს ბოლოჯერ მაინც რომ გაიბრძოლა, ჩასვლის წინ ბრძოლიდან გაწითლდა კიდევაც და ჩემთვის სისხლისფერი ნათებით მოიტანა ღამე. უცებ გამეღიმა და გვერდით ცარიელ სივრცეს გავხედე, საოცრად მომინდა ახლა ჩემთან მდგარიყო ხელი მოეხვია, მე კი თავი მისი ბეჭისთვის დამეყრდნო და ამ საოცარი სანახაობისთვის ერთად გვეყურებინა. ტელეფონი მოვიძებნე, ახლა მისი ხმა რომარ გამეგონა და სიმშვიდე ჩემთვისაც არ გადმოედო გავგიჟდებოდი. ჯანდაბა, ოთახში დამრჩენია. სანამ გადავიფიქრებდი ოთახისკენ გავიქეცი, არ დამცალდა, ოთახთან სადაც ვმუშაობდი ალექსანდრე ნერვიულად მიმოდიოდა, ცელი ხელი წარბებზე მოეჭირა, მეორეთი ტელეფონი ეკავადა ნერვიულად ლამის ჩაყვიროდა:
-არა არა გიორგი რატომ არ გესმის? ტელეფონის გარეშე არსად დადის, უკვე 25 წუთია კართან ვდგავარ, არც ჩანთა წაუღია და არც საფულე, მანქანის გასაღებიც ადგილზეა, იმ ნაბი*ვართან წადი და უთხარი რამე ხოარ დაუშავა თორემ მე თუ მივედი ენას ამოვაცლი.
-......................
-ახლავე გაჩერდი და ერთხელ მაინც გააკეთე რასაც გეუბნები_გაოგნებული მივჩერებოდი ჩემ ალექსანდრეს, ჯანდაბა ამ ჩემს ნაცვალსახელზე მერე ვიწუწუნებ როგორ წამომცდა, ახლა იმის დაკვირვება მინდა თურმე როგორია როცა ნერვიულობს და როგორი ხდება როცა სამსახურშია.
-ალექსანდრე_ჩუმად დავუძახე და მაშინვე ამოწია თავი
-დაივიწყე აქ ყოფილა_ტელეფონი მაშინვე მოიშორა და ჯერ თვალებში შვება დავუნახე, ანუ მიხვდა რომ კარგად ვარ, მერე გაცეცხლება, ანუ დავიღუპე და მომხვდება, მერე ისევ შვება და ეს ორი ემოცია 5 წუთის მანძილზე ერთმანეთს ენაცვლებოდა. ბოლოს ისევ მე გავბედე
-ჩანთას ავიღებ და წავიდეთ ხო?_ისევ გაბრაზებულმა დამიქნია უხმოდ თავი და გარეთ გავარდა. მის ნერვიულობაზე გამეღიმა, ისე მესიამოვნა ლამის ფრენით შევედი ოთახში და ნივთები ავიღე. ამჯერად მანქანაზე მიყუდებული დამხვდა.
-სამსახურისაა, შენი აქ დატოვე დილით მე მოგიყვან
-მიზეზს ეძებ ჩემთან რომ დარჩე არა? _ჩაეღიმა და ისე გამიქნია თავი.
-სად მივდივართ?
-ნანოსთან, საქმე გვაქვს.
მაშინვე ხელები ავწიე, -იმ ... იმ ცხოველზე არაფერი მაინტერესებს, წყნარად ვარ როცა ვფიქრობ რომ მოვკალი და გთხოვ შევწყვიტოდ.
-მე მაინც ნუ მატყუებ, თქვენი წამება 6 საათის შემდეგ დაიწყო, შენ კი ოფლში გაწუწულს კივილით 06:45 ზე გეღვიძება, ანუ როცა გგონია რომ მოკალი მაშინ და არ გინდა წყნარად ამოსუნთქვა შეძლო და სიმართლე გაიგო? _ჯანდაბა ჩვენი საქმე მართლაც წაუკითხავს.
-არ მინდა, მოვკალი და მორჩა, იმ წამს ღირსი იყო.
-არავინ გეწინააღმდეგება რომ ღირსი იყო. ისე ერთი კითხვა მაწუხებს, ჟანგიანი ლურსმნის პოვნის ისტორია გასაგებია, მაგრამ იმ მომენტში თავისი უხეშად რომ ვთქვათ საქმე დასრულებული ქონდა და რატო მაშინ?
ღრმად ამოვისუნთქე, ეს არავისთვის მითქვამს, ყველას თავდაცვა ეგონა და არც დროს დაკვირვებია ვინმე, ჯანდაბა, მისგან კარგი გამომძიებელი დადგება.
-არ მეტყვი?
-როცა ჩემთან მორჩა, ნანოსკენ გაიწია, არც ეს იქნება ცუდი ნადავლიო.
ხმა აღარ ამოუღია, გამწარება საჭეზე ხელის მოჭერით გამოხატა და გაზს მიაწვა.
ხუთ წუთში ნანოსთან ვიყავით და კარებს ვაღებდი, ხმაურზე ნანოც გამოგორიალდა სამზარეულოდან და ფაკვირვება მაშინვე აღფრთოვანებაში გადაუვიდა.
-ალექსანდრე არა?
-აჰა, ესეიგი ჩემზე უკვე მოგიყვა? ანუ უკვე იცი რომ ბავშვი ვარ და არამგონია ისიც დავიწყებოდა ეთქვა რომ საწოლშიც მოვახდინე შთაბეჭდილება. წარბები აათამაშა და ნანოს სიცილიც აუტყდა.
-ასე ზუსტად თუ გამოიცნობდი არ მეგონა.
-თითონ ვერ იჯერებს თორემ მე უკვე მემგონი მასზე კარგად ვხვდები როგორია._დივნისკენ წაგვიძღვა და სიარული დაიწყო. კიდევ ერთი დაკვირვება, ნერვიულობისას აქეთ-იქით დადის.
-მოკლედ, თქვენ საქმეს გადავხედე, ნუ ჯერ ვერ გამოვითხოვე, ორი კვირა კიდევ ამის უფლება არ მაქვს, ამიტომ მანამდე უბრალოდ დეტალებს გავეცანი, იქ ნანოს ჯამრთელობაზეც ყველაფერი ეწერა და ინგლისური ვერსია გერმანიაში გადავაგზავნე. ბევრი რომარ გელაპარაკოთ, ნანო გერმანიაში უნდა წახვიდე.
-კი მაგრამ შანსი არ არისო?
-გერმანიაში არის, 15მდე კლინიკაში დავაგზავნე და პასუხი მხოლოდ ერთიდან მოვიდა. ერთი საკმაოდ ცბიერი ნეიროქირურგია, რომელიც ასეთ შემთხვევებზე ნადირობს და მის კლინიკაში მიგიწვია.
-მაგრამ ეს ხომ დიდ თანხებთან იქნება კავშირში?_მის თვალზე ცრემლი შევამჩნიე და მაშინვე ჩავერიე.
-არა ნანო, თლად ვალებში ჩახჩობამ რომ მომიწიოს მაინც წახვალ. რა თანხებზეა საუბარი?
-საკმაოდ ბევრზე, დაახლოებით 50 000 ევრო.
-ჯანდაბა_ცოტა ხმამაღლა წამომცდა და ალექსანდრესავეთ სიარულს მოვყვი. -ფურცელი და კალამი მინდა_თავი ავწიე და მაგიდას ავხედე. ალექსანდრემ მომაწოდა და იქვე ჩამოვჯექი.
-კარგი დავიწყოთ, ჩემ ბინას გავყიდი, 35 000 დოლარს მაინც ავიღებ, კარგ უბანშია, 5000 დოლარამდე ბანკში მამას დანაზოგია, ეს 40, ეს ბინაც გავყიდოთ, სადმე ერთად ვიქირავებთ ან ბანკის სესხით ახალს ვიყიდით და ხელფასით გადახდას შევძლებ, ევრო არარის, მაგრამ 70000 დოლარი წესით 50 000 ევრომდე უნდა იყოს არა? ღმერთო ბუღალტრად ვმუშაობ და ახლანდელი ვალუტის კურსი დამავიწყდა ამ ნერვიულობაში.
-ცოტა დანაზოგი მეც მაქვს მაგრამ, მეორე შემოთავაზებაც მაქვს და ორივეს ერთად არ მიიღებთ, ამიტომ მეორეს ვარჩევ._გაოცებულმა ავხედე, კიდევ რა უნდა შემოეთავაზებინა, ჩემი დის ახალი სიცოცხლე მაჩუქა.
-ჩემი ოჯახი რეგიონში ცხოვრობს, ქუთაისიდან ვარ, აქ სასწავლებლად ჩამოვედი და ჩემებმა ბინა მიყიდეს. თუ ჩემთან ცხოვრებას შეეგუებით დროებით სანამ საყიდელის ფულს არ დააგროვებთ ჩემთან გადმოდით.
-გააფრინე?_გამეცინა
-რატო? ისედაც ორი კვირაა ერთად ვცხოვრობთ, მთელი დღეები სამსახურში ვართ, მხოლოდ დასაძინმებლად მივდივართ და დავიჯერო ჩემთან დაძინების წინააღმდეგი ხარ?_ თვალების ჟუჟუნით მომიახლოვდა და ტუჩზე იკბინა. მხოლოდ იმიტომ არ ვეცი იქვე და არ გავაშიშვლე, რომ ნანოს სიცილმა გამომაფხიზლა. ხელი ვკარი და ისევ დივანზე დავჯექი.
-კარგი, მხოლოდ იმიტომ, რომ სამსახურიდან რომ წამოვალ სანამ ახალს ვიპოვი ფული აღარ მეყოფა ქირაზე.
-კი მაგრამ, რატომ მოდიხარ, ასე მოგწონდა იქ და?_ გაოცებულმა გადმომხედა ნანომ
-ერთ თვიან შვებულებას არავინ მომცემს, მე კიდე შენ მარტო გაშვებას არ ვაპირებ. იქ დაგჭირდები.
-გაგიჟდი? არავითარ შემთხვევაში, მაშინ საერთოდ არ წავალ, უკვე 25 წლის ვარ, შენ კიდევ ძლივს მოხვედი ცხოვრების აზრზე, არ ვაპირებ კიდევ აგირიო, ხომ იცი მარიკო უკვე მე8 წელია იქ არის შაბათ-კვირას როცა შეძლებს მინახულებს, მე კი იმდენი მექნება გასაკეთებელი საჭორაოდ არ მეცლება ასე რომ არც კი შემეკამათო.
-ნანო...
-არა, ან მარტო მივდივარ ან საერთოდ არა, ისედაც ყველაფერს ყიდი ჩემ გამო.
-კარგი ჯანდაბას შენი თავი, მაგრამ ყოველ წუთს დამირეკავ.
-ჩემს საოცნებო ქვეყანაში მივდივარ_ტაში შემოკრა ნანომ და ბედნიერმა გაგვიღიმა.
-------------------------------------------
დიდი მადლობა მეგობრებო ასეთი თბილი სიტყვებისთვის <3



№1 სტუმარი Qeti

rogor momwons es motxroba <3 tan Yoveltvis male deb da moculobit did tavebsac,kargi gogo xar dzalian <3

 


№2  offline მოდერი abezara98

ძალიან, ძალიან კარგია blush ერთი სული მაქვს, გაგრძელებას როდის წავიკითხავ heart_eyes ნანოსაც სჭირდება ერთი ალექსანდრესნაირი ბიჭი joy ჩემი სრულყოფილებაა ეგ joy

 


№3  offline მოდერი naattii

abezara98
ძალიან, ძალიან კარგია blush ერთი სული მაქვს, გაგრძელებას როდის წავიკითხავ heart_eyes ნანოსაც სჭირდება ერთი ალექსანდრესნაირი ბიჭი joy ჩემი სრულყოფილებაა ეგ joy

იქნება გამოუჩნდეს :-D

Qeti
rogor momwons es motxroba <3 tan Yoveltvis male deb da moculobit did tavebsac,kargi gogo xar dzalian <3

დიდი მადლობაა ❤❤❤

 


№4  offline წევრი ბიბი

დედა, დედა, ეს რა ყოფილა, ძალიან კარგად წერ, მაგრამ ცოტა გაადიდე თავები თორე ამის ლოდინში მოვკვდები. :დ
მოკლედ ყველაფერი, ყველაფერი და პირველი თავი დიდად არ მომეწონა ასოს გიჟი მეგონა ეს გოგო და მეძავობაზეც კი ქონდა პრეტენზია, თუმცა ისტორიას ისე უხდება სექსუალური დეტალების აღწერა და თან ისე კარგად წერ ამის გარეშე ფასს დაკარგავდა, ყოჩაღ ძალიან მაგარია, ველი მოთმინებით <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია მომეწონა,ველი მომდევნო თავს.

იმედია ნანო გაივლის.საინტერესოა იმ ბიჭს რა ელის, როგორც მივხვდი ალექსანდრე არ გაახარებს ისედაც და
--------------------
ლანა

 


№6  offline მოდერი naattii

ბიბი
დედა, დედა, ეს რა ყოფილა, ძალიან კარგად წერ, მაგრამ ცოტა გაადიდე თავები თორე ამის ლოდინში მოვკვდები. :დ
მოკლედ ყველაფერი, ყველაფერი და პირველი თავი დიდად არ მომეწონა ასოს გიჟი მეგონა ეს გოგო და მეძავობაზეც კი ქონდა პრეტენზია, თუმცა ისტორიას ისე უხდება სექსუალური დეტალების აღწერა და თან ისე კარგად წერ ამის გარეშე ფასს დაკარგავდა, ყოჩაღ ძალიან მაგარია, ველი მოთმინებით <3

უღრმესი მადლობა ❤

 


№7  offline წევრი Mawerick

ამის გადმოწერა თუ შეიძლება ა სად ვნახო მთლიანად?

 


№8  offline წევრი mariam m.k

Am bijma yovel tavshi rogor unda gamaocos uime

 


№9  offline მოდერი naattii

Mawerick
ამის გადმოწერა თუ შეიძლება ა სად ვნახო მთლიანად?

ახლა ვწერ ჯერ სრულად არ მაქვს :)))

mariam m.k
Am bijma yovel tavshi rogor unda gamaocos uime

იმედია სასიამოვნოდ გაოცებთ :-D

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ხომ ვთქვი შემიყვარდებათწო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent