შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის წვიმა (ნაწილი 11)


23-04-2018, 17:34
ნანახია 1 480

-რაო, ვინ თქვა, რომ ლპარაკს ვერ ასწავლიო?-თეამ გამარჯვებული მზერით დაგვისვა თავისი შტერი თუთიყუში სამზარეულოს მაგიდაზე და ჩიტის ნაცვლად თვითნ დაიწყო ლაპარაკი.-თეა გამხდარია, მიდი თქვი, თეა გამხდარია.
-თია გამხდარი ა, თია გამხდარი ა, თია გამხდარი ა, თია...
-კარგი ახლა, ნუ ჩაიხვიე-ხელი აუქნია თუთიყუშს, მაგრამ მანამ ვერ გააჩერა, სანამ სული არ გააფრთხობინა ყვირილით გაჩუმდიო.
ყაზბეგიდან ახალი ჩამოსულები ვიყავით და ფიფქიასავით გათეთრებულ კანზეც გვეტყობოდა, ერთ თველი გაზაფხულიც დამთავრდებოდა, თუმცა წინ სიგიჟის სეზონი გველოდა.
-ნინისთან ავიაროთ, წამო-მკლავზე წამეპოტინა და სანამ თვითონ წამოვდგებოდი, ფეხზე ამათრია თავისი "ნაზი" ხელებით.
-რა დაგრჩენია ნინისთან ქალო?
-პამიდვრის კამპოტი, რა უნდა დამრჩენოდა?! წავედი მე, კეშა უნდა გავაცნო იმათ და შენი არ ვიცი.
ნინისთან ავედით და თეამ კარი ტორნადოსავით შეგლიჯა.
-რა იყო გოგო, რას ჩამომიღე ემზარი ძიას შეკეთებული კარი, ცუდ ფეხზე ადექი ხო?-ნინი თეას მივარდა, მაგრამ როგორც კი თუთიყუში დაინახა, გალია ხელიდან გამოგლიჯა.
-ვაიმე, რა სიცოცხლეა, ქალია თუ კაცი?
-ყმაწვილი კაცია ნინ, ყმაწვილი-შეწუხებულმა დავუმარცვლე (აბა როგორია ასეთ შერლოკებთან ცხოვრება) და სამზარეუულოს მივაშურე, თუმცა არ იქ დამადგა კარგი დღე. სანამ წყურვილი დამახრჩობდა, დახლთან მდგარი, საქმეში გართული ანდრიას დანახვისას ნერწყვი გადამცდა და ხველება ამივარდა. ბიჭმა ირონიულად გამომხედა და ტაფაზე ცხიმი დაასხა.
-საუზმეს მიმზადებ?-სკამზე ჩამოვჯექი და ბიჭს გავხედე.
-ვა, როგორ გამოიცანი?-სარკაზმში ამყვა და შემოტრიალდა-თუ შეიძლება, ეგ ნივთი მაგიდას მოაშორე-ჩემს დაგდებულ მარაოზე ამრეზით მანიშნა და სანამ დაჯღანვას მოვაწრებდი, ფრჩხილზე წასმულ ლაქზე გადაიტანა მზერა.
-მოგეწონა?-ხელი შევათამაშე და ჩავიღიმე-წაგისვამ თუ გინდა შენც, წითელი მოგიხდება.
-შინდისფერი-შემისწორა და მზარეულობას მიუბრუნდა.
თვალების ტრიალის მეტი რაღა დამრჩენოდა. თეა და ნინიც შემოლაგდნენ და მაგიდასთან ჩამოსხდნენ.
-ანუკი, სალონში ვაპირებთ ჩასვლას, შენც წამოხვალ?
ნინის თავი დავუქნიე და თეას თუთიყუშს მივუბრუნდი. არა რა, ბედი რომ არ გექნება ასეთ პატარა და საცოდავ არსებას! მაინც და მაინც თეას ხელში ჩავარდა საწყალი კეშა.
ჩემი ტელეფონი აზუზუნდა და ეკრანზე ლალის ნომერი რომ დააფიქსირეს თვალებმა, თავში ხელი გავიქანე.
-მომე, მე მოვატყუებ რამეს-თეამ ზრდილობიანად გამომგლიჯა ხელიდან ტელეფონი-ალო ლალი დეიდა, რავა ხართ?... რავიცი, მე პირადად არამიშავს, მაგრამ გოგოების რა გითხრათ... არა, ნუ, ჯერ არ მომკვდარან...რა?არ...ლალი დეიდა, ვერ დავიჭერ...ჯანდაბა, გამითიშა!
ნიშნისმოგებით გავუცინე და მივხვდი, რა შარშიც ამოყო თავი, თუმცა ლალისთან საუბრისას შარი არც არასდროს მთავრდება.
-რაო, რა გვითხრა ლალიომ? კამფეტებს მოგცემო?
-რა სასაცილოა?-უღიმღამოდ გამაჯავრა-სად ვდიო ახლა მე მაგის კატას?! ტფუი, რატომ არ გამიხმა ეს ხელები, ტელეფონს რომ ვუპასუხე...
-კაი, ნუ მოთქვამ ახლა, მე მივუყვან
-ვა, კატის ჭერაში გაწვრთნილი ხარ?-ეს ანდრია ხომ ვერ გავაჩუმე, არაადეკვატური კომენტირება რომ არ მომიწყოს.
-მოთვინიერებაში ძვირფასო-გავუღიმე და დავინახე, როგორ ასწია წარბი.
-სხვაგან ასე ხმამაღლა ნუ იტყვი, არ შერცხვე.
-და შენთან ვთქვა?
ჩაიცინა. მერე, ტაფიდან სოიოს კატლეტები თეფშზე გადმოალაგა და მაგიდა გააწყო. ნინი წამოდგა, რომ მიხმარებოდა, მე კი სხვებისგან შეუმჩნევლლად (ყოველ შემთხვევაში მე აე მეგონა) ანდროს მოძრაობას ვადევნებდი თვალს. ორჯერ გამომხედა, თვალი გამისწორა და ტუჩის კუთხე ჩატეხა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანში გამომიჭირა.
ბოლოს, დახლს დაეყრდნო და ხელები გადააჯვარედინა.
-არ შეჭამ?-თეას მივუტრიალდი, რომელიც თვალებით ჭამდა კატლეტს.
-დიეტაზე ვარ-"უმნიშვნელოვანესი" ამბავი გვახარა და ლამის ცრემლები გადმოსცვივდა, მე კი თავისი ცოდვით დამწვა.
ნინის რომ გავხედე, მიმოწერაში ისე იყო გართული, ჭამა სულ არ ახსოვდა! ყავს შეყვარებული და ემესიჯდება, რა ენაღვლება...
ხელი ჩავიქნიე და კატლეტი გადმოვიღე. ანდროსკენ არ გამიხედავს, მაგრამ ვიცოდი, რომ იმავე ადგილას იდგა და მიყურებდა. "თუ ასე დგომით და ჩემი ყურებით დანაყრდება, მიყუროს"-გავიფიქრე და კატლეტი გემრიელად ჩავკბიჩე.
თეამ მხარზე მიბწკინა და შევხტი.
-რა გინდა გოგო, რა გეტაკა?-მხარი თითებით დავიზილე და შევუბღვირე.
-ეგრე მადისაღმძვრელად ნუ ჭამ, თორემ ჩემ თავზე პასუხს აღარ ვაგებ იცოდე!-გაბუსხული შეტრიალდა.
-თეა, ხომ იცი, რომშენთვის არაფერი მენანება-აფერისტული ხმით დავიწყე-მსუქანი რომ არ იყო, საკუთარი ხელით გაჭმევდი.
თეას "მსუქანის" გაგონებაზე თვალები გაუფართოვდა და მზერით მკითხა-ეს როგორ მაკადრეო. ლამის ყურებიდან ბოლი გამოეშვა, მე კი სახალისოდ სულაც არ მქონდა საქმე.
-ანა, არ გირჩევ-ნინიმ გადაიკისკისა და მანდილი მოამზადა ჩვენს შორის ჩასაგდებად (თმცა, მგონი თეა წითელის დანახვაზე უფრო გაცოფდებოდა).
-მსუქანი? არა, ნამდვილად ღერა-ღერა დაგაცლი მაგ თებს-თეამ მუშტი მოიღერა და დიდისამბით დამემუქრა.
-ღირსიც იქნება-ანდრომაც დაუმოწმა ღიმილით და ჩემს დაბღვერილ სახეს ყურადღება არ მიაქცია.
-ნინი, რა ცუდი აურაა, ხომ არ აჯობებდა, ვიღაცისგან გაგვეწმინდა?-ერთადერთ ნორმალურს მივმართე.
-იქნებ ჯობია, ვიღაც გაჩუმდეს და უბრალოდ ჭამოს?-არც ანდრომ დამაკლო ირონია და ოთახიდან მშვიდად გავიდა.



მოვედი. თუ დიდხანს გალოდინეთ, მომიტევეთ. თუ მოგეწონათ, დააკომენტარეთ და მადლობა ყველას, ვინც კითხულობს და ემოციებსაც გამოხატავს კომენტარებით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent