შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის წვიმა (ნაწილი 2)


24-02-2018, 13:52
ნანახია 1 850

სადარბაზოში სანამ შევიდოდი, ლურჯ, საოცრად ლამაზ ცას ავხედე და ყველაზე მანათობელ ვარსკვლავს სურვილი ჩავუთქვი. სახლში ასულმა, თხელი შიფონის შორტი და ზედა ჩავიცვი და გაყინულ მკლავებზე ჟაკეტი შემოვიხვიე.
ჩემსა და ნინის ბინებს შორი ორი სართულია განსხვავება. მერვე სართულზე ფეხით ავირბინე და ტრადიციულად შევაღე რკინის კარი.
-რა არის გოგო ეს ღია კარი, არ მახსოვს შენ ოდესმე კარი ჩაგეკეტოს, რომ შემოგივარდეს ქურდი ან მანიაკი, რას იზამ მერე, ჩამოფრინდები ჩემს აივანზე?-კარის შეღებისთანავე ლექცია დავიწყე, თასმის შესაკრავად დახრილმა
-ამდენი ლაპარაკი ვინ გასწავლა?-ჩემთან საოცრად ახლოს ბუბუნა ხმა მომესმა და გაოცებულმა ავწიე თავი
-შენ ვინ ხარ?-წარბშეკრული დავუდექი წინ
-ანა, მოხვედი?-სამზარეულოდან ფქვილშ ამოვლებული გამოფრასტუნდა ნინი-მგონი შენი დახმარება მჭირდება
-ვხედავ-ღიმილით ავათვალიერე.
-დამხარება?!-ბიჭმა ირონიული მზერით დამაჯილდოვა
-ანდრო, გეყოფა!-ნინიმ ბიჭს შეუბღვირა და მომიტრიალდა-ანუკი, ეს ანდროა, ჩემი ბიძაშვილი, გაიცანი ალბათ უკვე.. აქამდეც გაგაცნობდი, საქართველოში რომ ყოფილიყო, საფრანგეთში იყო პრაქტიკებზე, შეფ-მზარეულია, შენნაირ ნამცხვრებს აცხობს
-ნინი, გეყოფა-ანდრომ გოგოს შეუღრინა და მისაღებისკენ გატრიალდა
-უზრდელი-ჩუმად ჩავიბუტბუტე, მაგრამ ავხედე თუარა, მზერაზე შევატყვე, რომ მშვენივრად გაიგო. "ძალიანაც კარგი"-გულში ჩავილაპარაკე და სამზარეულოში გავყევი ნინის.
-მგონი არ მოგეწონა ხო?-ნინიმ ჩემკენ გამოაპარა თვალი
-რა მნიშვნელობა აქვს-მხრები ავიჩეჩე გულგრილად და ნინის კრემიან ნამცხვარს რომ შევხედე, თვალები გამიბრწყინდა.
ცოტა ხანში თეაც დაგვადგა თავზე და ორივე ხელით იოგურტები ააფრიალა.
ნეტავ ოდესმე ვისწავლო რომ ტკბილეულს ადამიანის მოკვლა შეუძლია.
-ჩაო, ლამაზებო, კექსი გამოაცხვეთ?-თეა კომფორტულად ჩამოგვიჯდა წინ და ფეხი ფეხზე გადაიდო-უიმე, რამდენი კრემი აქვს, ჩემს ტანს ახლა ეს უნდა?
-ჭამე გოგო, რანაირად უყურებ, რქები კიარ აქვს-თეას საცოდაობის ყურებით მე დავიწვი და ამოვიოხრე-გოგოებო, დღეს ლალის მისიაზე გაგზავნილს, საოცარი აზრმა დამკრა
-წარმომიდგენია-ჩაიცინა თეამ-შენი წვეტიანი აზრი რომ დაგკრავდა, კი შეგახურებდა ცოტას
-სანამ ზაფხული მოვა, ყაზბეგში წავიდეთ არ გინდათ? ორი კვირა მაინც, თორემ აგიფეთქდათ თავი ამდენი მუშაობით-ნამდვილად არ იკლავენ თავს, მაგრამ სიტუაცია ხომ უნდა გამომეყენა
-აა, ვიცი შენ რაც გინდა-თეამ ეშმაკურად დამიქნია თითი-ჩაგვიყვან ყაზბეგში, გაგვაციებ და ჩვენც გამოგვყრიან სამსახურიდან, აი შენი სამსახურის საძებნელად კი აღარავის ეცლება
-ახლა ვის სცალია? თავს არ იკლავდე რა-გავუცინე თეას
-მეც მომწონს ყაზბეგი, თანაც რომ არ მოვიწყინოთ, ანდროც წავიყვანოთ ბიჭებთან ერთად.
-ხო, ძაან გაგვართობს-ირონიულად გავუღინე და წარბები შევკარი-დასვენება მინდათქო, ვერ გაიგე?
-ვაიმე დედიკო, შენ სიცხე ხომ არ გაქვს?-თეამ "მწუხარებით" მომადო შუბლზე ხელი-იჯექი მანდ, თერმომეტრს მოვიტან.
-სიცხე არა, მაგრამ ენა კი აქვს გასაზომი და დასამოკლებელიც- ოჰ, ვაჟბატონი გამოსულა და თანაც როგორ ამაყად დგას!
თეძოებამდე ლურჯი ჯინსი აცვია, აი წელსზემოთ კი მუქი ნაცრისფერი მაიკა ტანზე ასკდება. როგორ მინდა, პასუხი გავცე. ის კი ჯიბეში ხელს იყოფს, დახლს ეყუდება და მიყურებს. მეორე ხელში რაღაცას ამოძრავებს და ახლა მის ხელში ათამაშებულ სიგარეტზე გადამაქვს მზერა. სიგარეტის მაგივრად მე ვინთები, ბრეტელებიან მაისურში მისი მზერა აღწევს და ვიწვი, ისე მცხელა.
მაგიდაზე დაგდებულ ქაღალდს ვინიავებ და მზერას ვარიდებ. თეაკო ნინის ელაპარაკება, მე კი ჯერაც არ ვიცი, რაზე, იმდენად დაბნეული ვარ.
-რაიყო, გცხელა?-ანდროს ეღიმება, თავს გვერდზე ხრის და მიყურებს.
მალევე ვფხიზლდები და ალტერეგო მაიძულებს, ჩემი დაბნეულობა სადღაც მოვისროლო.
-სულაც არა-ყალბ ღიმილს ვიკრავ ტუჩებზე, მერე კი ანთებულ სიგარეტზე მიშტერდება მზერა.
ნელა ვდგები და ანდროსკენ მივდივარ. ორი თითით ვაცლი პირიდან სიგარეტს და გვერდით მდგარ საფერფლეში ვასრისავ.
-რას აკეთებ?-ხმას იმკაცრებს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ამ მომენტში სულაც არაა მკაცრი.
-აქ სიგარეტს არ ეწევიან-რაც შეიძლება თავაზიანად ვამბობ.
ანდროს ლოყა ეჩუტება, თავს ხრის, იღიმის და ქვემოდან მიყურებს. მერე, მეორე სიგარეტს იღებს და ნელი ნაბიჯებით ტოვებს ოთახს. უკნიდან თეას კისკისი მესმის.
-ვაუ, მე პირადად ვიზრუნებ ანდროს ყაზბეგში წამოსვლაზე-ტაშს შემოჰკრავს და ფუგურასთან ბოდიშის მოხდით ნამცხვარს აგემოვნებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent