შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომავალი ბედნიერება {2 თავი}


23-04-2018, 19:54
ავტორი Avrora-Gallagher
ნანახია 1 902

მხოლოდ მე და ლიზი დავრჩით ერთად. ერთმანეთის იმედათ. ამჟამინდელ მდგომარეობას ვეგუებოდით. მასშემდეგ ერთი წელი გავიდა. ჩვენთვის ძალიან რთული იყო, ამ ამბის გადატანა, მაგრამ გვერდში მიდგა პიროვნება, რომელიც სულ მამხიარულებდა, ცდილობდა კარგ ხასიათზე მოვეყვანე, ჩემთან რჩებოდა, ჩემზე ზრუნავდა, ეს იყო ნენე..გოგონა ზღვისფერი თვალებით, ცოტა პუტკუნაც კი, საშვალო სიმაღლის და ძალიან საყვარელი. ამ დროის მანძილზე ნენე მეხმარებოდა, რომ ის ტკივილი დამევიწყებინა და წარსულს მისცემოდა, რაც ერთი წლის უკან მოხდა.
-ლიზი ადექი!! უკვე 12 საათია სამსახურში გაგვიანდება. ვუძახი ლიზის და ბალიშს ვესვრი. ლიზი სულ რაღაც 6 თვეა მუშაობს, კლინიკაში ექთნად, ნუ რათქმაუნდა მას თავისი პროფესია ძალიან უყვარს. მე კი დავდივარ უნივერსიტეტში, ხოლო თავისუფალ დღეეებში კი ნენესთან ერთად ვატარებ დროს.
-ანამარიაა, მე მივდივარ, თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე.
-კარგი ლიზ, ისე ცოდნისთვის დღეს ნენე მოდის ჩვენთან.
-აჰამ, კარგი წავედი.
-კარგად. ვუთხარი და კარები გაიხურა.
ცოტახანში ჩემთვის ყავა გავიკეთე, სავარძელზე წამოვწექი და ფილმის ყურებას შევუდექი. იქვე ტელეფონს ვსწვდი და ნენეს მივწერე.
-ნენე! რაშვები? არ მოდიხარ?
-კი, ანამარიკო, გზაში ვარ და 2 წამში მანდ ვარ. და აი უეცრად ზარმაც დარეკა და ნენე შემოდის. სიხარულით ბოლოხმაზე ვყვირი და ნენეს ვეხუტები.
-ვაიმე, იცი როგორ მომენატრე?, ვეუბნები და თან ვიცინი.
-გოგო რა მოგენატრეგუშინ არ მნახე?
-ჰო კარგი! გეხუმრე.
-ანამარია, ხვალ რაიმე გეგმები ხომ არ გაქვს?.
-არა და რახდება?
-დაგავიწყდა? მეკითხება გაკვირვებული.
-რა დამავიწყდა ნენე?, ისეთი სახით ვუყურებ ვითომდა არაფერი მახსოვს.
-ჰმჰ! ხვალ ჩემი დაბადების დღეა, მეუბნება გულდაწყვეტილი.
-ოჰ, რაიყო ნენე მართლა კიარ დამვიწყებია ვიხუმრე, ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე, ისე რომ კინაღამ გავსრისე.
-აუ კარგია, და უნდა აღნიშნო?.
-კი,აბა! კლასელები მომენატრნენ, ესე მაინც თუ ვნახავ.
-აჰამ, ანუ წინ დიდი წვეულება გველოდება, და რის ჩაცმას აპირებ?, ვკითხრ ინტერესით.
-რავი, გუშინ ვიყიდე კაბა და წამოვიღე.
-ჰო, დღეს ხო დარჩები ჩემთან?, ვთხოვე ნენეს.
-კი, დარჩენას რომ ვაპირებდი მაგიტომ წამოვიღე კაბა, ვერ მიხვდი?.
-ჰო კაი, ნუ მიყვირიხარ. ვეუბნები და თან ვუცინი.
-ლიზიც ჰო წამოვა წვეულებაზე?
-ჰო რავი! რატომაც არა.
-და ნენე რაღაც უნდა გკითხო.
-რა? მიდი მკითხე.
-რა და შენი ამხანაგი....
-ჰო, გისმენ თქვი ანამარია!
-ალექსანდრე მეტრეველიც იქნება? მოვა?, ვეკითხები და ვიბუზები როგორც დასჯილი ბავშვი. რადგან ალექსანდრე მეტრეველი ნენეს ამხანაგი იყო. 21წლისაა, მაღალი, გრძელი სწორი თმით და მწვანე თვალებით. ალექსანდრე მომწონდა, მაგრამ ეს მხოლოდ ნენემ იცოდა, უეცრად მიბრუნდება ნენე და მეუბნება.
-კი მოვა! მაგრამ ანამარია, შენ ხო გაგაფრთხილე რომ მაგ ბიჭზე ნუ იფიქრებთქო, ძაან გასული ტიპია, თანაც მის მამაზე ამბობენ, რომ მაფიოზთა დაჯგუფების წევრია.
-აუ არადა ჰო იცი რომ ძალიან მომწონს?!
-კი, მაგრამ ეგეთიც არგინდა, ჩემი მეგობარი რომ ხარ მაგიტომ გირჩევ, ხოიცი?.
-ჰო კაი, თვითონაც არ იკლავს თან მოწონებაზე, რას ფიქრობს ჩემზე ეგეც არვიცი.
-ხო! კარგი რაც არის ის არის.. მეუბნება ნენე და ლოყაზე მჩქმიტავს. ამ დროს კარები ლიზიმ შემოაღო.
-ვაა, ნენეც აქ ყოფილა, როგორ ხარ?.
-რავი, ნორმალურად, შენ რასშვევი?.
-მე ვმუშაობ და როცა თავისუფალი დრო მრჩება ვცდილობა რომ დავისვენო. ამბობს ლიზი და სავარძელში ესვენება.
-ლიზ, გინდა ყავას გაგიკეთებ? ვეკითხები და თან ვუღიმი.
-არა! არა! არმინდა, მეთვითონ გავიკეთებ. მეუბნება შეშინებული.
-კარგი რა, ერთხელ შემეშალა და დიდი ამბავი ახლა, სმაგიეროდ მეორეზე უკეთესი იქნება. ენას ვუგდებ ლიზის და თან ვკისკისებ.
ნენე კი გაოცებული გვაკვირდება, მერე პირს ხურავს და ამბობს.
-ანამარია! საწამლავი ჩაუყარე? ამ სიტყვები გაგონებაზე კი სულმოუთქმენლად ვიცინივარ, ლიზი კი კისკისით ეუბნება.
-ნენე! წინა გაკეთებაზე რომ გააკეთა ყავა, შაქრის მაგივრად მარილი ჩაყარა. აი რა ტვინის უნდა იყო, რომ შაქარი და მარილი ერთმანეთისგან ვერ გაარჩიო რა. ლიზი ბუზღუნებს და თან თავის ოთახში მიდის. ნენე კი გაკვირვებული სახით მეკითხება.
-ანამარია, შეგეშალა თუ ზაკაზად გაუკეთე?.
-არა რა შემეშალა, არ დავკვირვებივარ რას ვყრიდი. ვეუბნები მოჭყანული სახით და მის გვერდით ვჯდები.
-ჰმ. ნენე რაღაც უნდა მეკითხა.
-რა აბა.
-შენსა და მიშოს შორის რამე ურთიერთობა ხომარაა?. ნელ-ნელა ვეუბნები და ვცდილობ სიტყვები შევაპარო.
-ანამარია! მეორეჯერ მიშო აღარ ახსენო, ეგ ადრე გვიყვარდა ერთმანეთი, გვიყვარდა რა ისი არვიცი მას ვუყვარდი თუ არა, ვერასდროს მიგებდა, ჩემი არ ესმოდა თუ არ უნდოდა რომ გაეგო, არვიცი რა. ეს არ მაკმარა და ისიც დაამატა საძმაკაცოსთან, რომ ნენე არასდროს არ მყვარებია და სულ ფეხებზე მეკიდაო. ბოლოს ჩამწყდარი ხმით ამბობს ნენე და ლოყაზე ცრემლი უგორდება.
-კარგი ნენე. ბოდიში არამინდოდა. ვეუბნები და ვეხუტები.
-არაუშავს, მისგამო რაც ვიტირე ეგეც მეყოს, ვფიცავ აწი მიშოს გამო ერთ წვეთ ცრემლსაც არ დავღვრი.
-ჰმ. კარგი კარგი ხვალ შენი დაბადების დღეა და გამხიარულდი. ამ დროს კი ლიზი ჩამოდის და ნენე ეკითხება..
-ლიზ, ხვალ ჩემი დაბადების დღეა და წვეულებას ვაწყობ, ხომ წამოხვალ?
-აბა რა მაგას დავაკლდები, მაგრამ რა ჩავიცვა მირჩიეთ, ამარჩევინეთ კაბა.
-ოჰოჰ. მოიცათ ჯერ მშია, უნდა ვჭამო ჯერ.. და თქვენ არ გშიათ?
-არა. მეუბნება ორივე ერთდროულად და სამზარეულოში გავდივარ. ტოსტი გავიმზადე და როდესაც ჭამას მოვრჩი, გოგონებთან გავედი. უკვე 12 საათი იყო.
-ნენე შენ ჩემთან იძინებ იცოდე!
-ჰო კარგი.
-კარგი, მე წავედი დავიძინე, ხვალ სამსახურში მივდივარ. ამბობს ლიზი და ოთახში შედის. მეც და ნენეც ვდგებით და ოთახში შევდივართ. ბალიშზე დავდე თუარა თავი, დავიწყე ფიქრი ნათიაზე, დათაზე, რაიქნებოდა რომ ახლა ისინი ცოცხლები ყოფილიყვნენ, რომ არ მოეკლათ, ან თუნდაც რატომ, რისთვის მიკლეს, ნუთუ ჯერ კიდევ ვერ გამოიძიეს და ვერ გაიგეს მკვლელის ვინაობა. ვფიქრობ ჩემთვის, თვალები მიცრემლიანდება და თან თავს ვიმშვიდებ რომ როგორმე ნაირად დავიძინო.
დილას მზის სხივებმა თვალი მომჭრა, უეცრად ავდექი, ოთახიდან გავედი და ბუშტებით ხელში და პირში საწრიპინოთი დავბრუნდი, მძინარე ნენეს კი თავზე დავახტი.
-გილოცავ.. სიხარულო...ვეუბნები და მაგრად ვეხუტები.
-ვაა ვაა! მადლობა, ეს როდისღა მოასწარი?. მეკითხება გაკვირვებული.
-შენ ნუ ჯავრობ მაგას, აბა რა გეგონა, ესე წყნარად შევხვდებოდი, შენს დაბადების დღეს?
-ჰო კარგი, კარგი, ჯობს ახლავე დავიწყოთ მომზადება, თორე მერე ჩვენი თავის ამბავი რო ვიცი, შუა წვეულებაზე მოგვიწევს მისვლა. ამბობს და 32-ვე კბილს ყრის ისე იცინის.
-ჰმ, ჯერ ჯერ მოვემზადოთ და მერე წავიდეთ სალონში.
-ჰო კარგი.
როდესაც დავამთავრეთ მომზადება ოთახიდან გავედით, ლიზი უკვე სამსახურში იყო წასული, მაგრამ წერილი დაუტოვებია ნენესთვის.
-ცოტა ადრე მომიწია წასვლა, გეძინა და არ გაგაღვიძე... ასერომ გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი ჩემო ლამაზო. წერს და ბოლოს წერილზე თავის ლურსმნულ ხელმოწერას ტოვებს, ლურსმნული ეს იმიტომ რომ საშინელი კალიგრაფია აქვს.
ნენეს ეცინება წერილზე...საჭმელს ვჭამთ და მალევე მივდივართ სალონში. წინასწარ ავიღეთ თადარიგი და ჩავეწერეთ. ორივე დავსხედით სკამზე და თმების გაკეთებას შუვუდექით. ნენემ თმები მაღლა ააწევინა და წინ ორი კულულა ჩამოაყრევინა. ხოლო მე კი თმები, რომელიც ბეჭებს ქვემოთ მსწვდებოდა მთლიანად დავისწორე. მალევე მაკიაჟის გაკეთებასაც შევუდექით, უკვე 3 საათი სრულდებოდა. მაკიაჟი ორივემ სადა გავიკეთეთ, რადგან გადაზედმეტებული არაფერი არ მიგვწონდა. მალე მოვრჩით ყველაფერს და სალონიდან წამოვედით. სახლში როდესაც მივედი კაბა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი გადმოვაწყვე. ნენემაც მოამზადა თავისი სამოსი. მალევე ლიზიც მოვიდა. უკვე 6 საათი იწყებოდა.
ნენე დადის აქეთ-იქით და თან ამბობს.
-ექვსზე იქ უნდა ვიყოთ, დროზე დროზე გავემზადოთ. სიცილსიცილით ამბობს და ერთი ოთახიდან მეორეში დარბის. მე ჩაცმას შევუდექი. კაბა ფრთხილად ჩავიცვი რათა თმები არ ამპუწვოდა. ფეხსაცმელიც ჩავიცვი და სარკეში დავიწყე ყურება, თაფლისფერი თვალები, შავი თმები, შავი კაბა რომელიც წინ სამკუთხედათ ჩაჭრილი გულით იყო. იგივე უკან, მაგრამ თმები ფარავდა. კაბა გრძელი იყო, მაგრამ გვერძე ჩახსნილი, მასზე შავი მაღალქუსლიანები. ჩემს თავს ვაცქერდები, ესე სარკეში და თან სიცილით ვამბობ:
-არა არა, მემგონი ძაან სიმახინჯერც არავარ, ვიცინი და ვიჭყანები.
-რა ცუდი გოგოო! შესანიშნავად ხარ! ძალიან ლამაზად, მაგ კაბას ძაან უხდები, მეუბნება უეცრად ნენე, რომელიც ისე ჩუმად შემოიპარა ოთახში, ვერც კი შევამჩნიე.
-ჰმჰ! ჩემი იუვილარიც უმშვენიერესია. ვეუბნები და თბილად ვუღიმი.
ნენეს ვარდისფერი კაბა ეცვა, ზედა და ქვედა სამოსი კი ერთმანეთისგან დანცალკავებული იყო. კაბა კი მუხლამდე ჰქონდა, რასაც უფრო სილამაზეს ჰმატებდა ვარდისფერი მაღალქუსლიანები. ერთ მთლიანობაში კი ბარბივით იყო.
-კაი, გავედით.
-ჰო, ჯერ ლიზიმ რა ჩაიცვა მაინტერესებს.
-აუ ხო მეც. ვეუბნები და ოთახიდა გავდივართ. მე და ნენე ერთმანეთს ხელს ვკიდებთ, რომ არ წავიქცეთ, ეს იმიტომ რომ ჩვენს წინ ლიზი იდგა, ისე მშვენივრად გამოიყურებოდა, კულულა თმებით, მოკლე ვერცხლისფერი კაბით, ეს დეტალები ერთად კი სრულს სილამაზეს წარმოქმნიდა. ნენემ კი ყვირილი დაიწყო.
-ანამარია და ლიზი! მე დღეს იუბილარი რომ ვარ არც კი დამეტობა, ისეთი ლამაზები ხართ.
-კარგი რა, ჩემო ლამაზო, შენზე უკეთესად არავინ იქნება იქ, ხო იცი რომ ყველაზე ლამაზი გვყავხარ. ენას ვუგდებ და ვუცინი.
-ოჰ, ანამარია რა, შენ რა ხარ ვინც არიცის რა!
-ჰო ეგ ვინაა ვინიცის. ამატებს ლიზი და იჭყანება.
-კარგით, კარგით გვაგვიანდება. ვამბობ და სახლიდან გავდივართ. ლიზის მანქანაში ვსხდებით. ლიზი საჭესთან, ნენე კი წინ დაჯდა, ხოლო მე კი უკან. რაღაც უხასიათოდ ვიყავი, ვიცოდი რომ იქ ალექსანდრეც იქნებოდა და საშინლად ვიძაბებოდი, გადმოცემის თანახმად, როგორც ნენემ მითხრა, ვიცოდი რომ მას ჩემი ამხანაგი მოსწონდა, სესილი.. ჩემზე მაღალი გოგოა, ზღვისფერი თბვალებით, ამიტომ არანაირი იმედის ნაპერწკალიც კი არ მრჩებოდა რომ ოდნავ რაიმეს მაინც გრძნობდა ჩემს მიმართ. და აი უკვე მივედით ამბობს ნენე და ლიზი. მანქანას აჩერებს და ორივენი გადმოდიან. გარეთ კი ნენეს ამხანაგები იყვნენ, როგორც კი ნენე დაინახეს ყველამ ჩაეხუტა, მიულოცეს. მე კი მანქანიდან არც კი გადმოვსულვარ, კარებს ვაღებ და თან ჩანთა გადმომაქ. კარები დავხურე და ჩანთაში დავიწყე ქექვა.. და უეცრად მახსენდება ტელეფონი. ვააა ტელეფონი სად წავიღეე. ოჰ ანამარია რა სულელი ხარ, სახლში დატოვეე. ვლანძღავ საკუთარ თავს და ბუტბუტით მივდივარ, თან ვუფიქრდები, და მახსენდება რომ ჩანთაში ჩავდე, მაგრამ სად წავიდა რატო ვერ ვპოულობ. უეცრად კი წინ ვიღაცას ვეჯახები, ჩანთა ხელიდან გამივადა. ძირს დავიხარე ასაღებად და რას ვხედავ, ჩემს წინ ალექსანდრე დგას. ის ისეთი სიმპატიური და ლამაზია, მე კი მას გაშტერებული ვაკვირდები და უეცრად უეცრად ფიქრებიდან გამოვდივარ და ბოდიშს ვუხდი.
-ალექსანდრე, ბოდიში, არც კი დამინახიხარ.
-აჰ, ანამარია, არაუშავს, ეხებდი რაიმეს?
-ჰო, იცი რა..,იცი.. ტელეფონი. ის ახლოს მოდის ჩემთან, სულ რაღაც მანძილო რჩება ჩვენს შორის. მაგრამ არა ანამარია, არ შეცდე აჩვენე რომ არხარ ესეთი ემოციური.
-ჰო, რა ტელეფონი?
-ტელეფონი დავკარგე.
-ნომერი მითხარი და დაგიტრკავ. მეუბნება გაღიმებული. მე კი ხელებით ვატრიალებ ჩანთას და
-აი ვიპოვეე.. ვყვირი და თან ვიცინი.
-ანამარია, ნომერი დამიტოვე რაიცი იქნებ კიდევ დაგერკარგოს ტელეფონი, მეუბნება და გვერძე ლოყას ტეხავს. მე კი მასზე ფიქრში არც შემიმჩნევია რა ვთქვი.
-და ნომერი რომ არ მაქვს?!
ვამბობ და უეცრად მივხვდი რა სისულელეც წამოვროშე და დავაპირე საკუთარი თავი მომეკლა, მაგრამ აჯობებდა ხუმრობის სტილში გადამეტანა.
-აბა ტელეფონს რისთვის იყენებ?
-თავდაცვია მიზნით, რომ ვინმე გამაბრაზებს, თავზე გადავალეწავ.. ვეუბნები და წინ ვუქნევ ტელეფონს, შემდეგ კი ჩემს მოქმედებაზე მეცინება, ამ ყველაფერზე კი ალექსანდრე მიყურებს და მაცდურად იღიმის.
-ანამარია, რა თავმდაბალი ხარ! მეუბნება ახლოს იწევა და ლოყაზე სველ კოცნას მიტოვებს. აი ანამარია ესღა გაკლდა რაა, მაგრამ ჰო გინდოდა არაა , არა რა რასიფიქრებდა სულელიაო. მე კი მზერა ცოტახანში მასზე გადავიტანე, ის კი მიყურებდა და ეღიმებოდა, რადგან პომიდორიცით წითელი ვიყავი.. და აი უეცრად მეორე ლოყაზეც მაკოცა და წავიდაა.. აიმეე.. ეს ბიჭი შემშლის ვფქრობ და ლამისაა გული წამივიდეს..
-ანამარია სად დაიკარგე?!
მეკითხება ნენე მე კი ვცდილობ გონს მოვიდე და ამქვეყნიურ არსებას დავემსგავსო.
-არსად, უბრალოდ მეეე ტელეფონი ვერვნახე დაა.
-აჰამ! და იპოვე?
-კი კი. ვეუბნები და ვცდილობ გავიღიმო.
-კარგი აბა, წამო შიგნით შევიდეთ. მეუბნება და მივდივართ. ყველა თავისთვის ერთობოდა, მე კი ლიზისთან მივედი.
-ანამარია არ გინდა დალიე სასმელი.
-კი, ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, რომ არ დავლიო ცუდად გავხდები. სახეს ვმანჭავ და ძლიერ ალკოჰოლს ვსვამ. ნახევარი საათი ჩვენთვის ვიყავით მე და ლიზი, შემდეგ ლიზიც მოვიდა და ჩვენთან ერთად განაგრძო დალევა. უეცრად სუფთა ჰაერზე მომინდა გასვლა. ჩვენი წვეულება, მეორე სართულზე იყო გამართული. კარები გავაღე და გარეთ გავედი. ყველაფერს ზემოდან გადავჰყურებდი, უეცრად ჰაერი ღრმად ჩავისუნთე და ადგილზე მივიყინე. ალექსანდრე რომელმაც რამდენიმე წუთის უკან მაკოცა... ეხლა კი სხვას დგას და კოცნის. უეცრად სიკვდილი ვინდომე. დიდი ტვირთი ვიგრძენი სულში და ტირილი დავიწყე....


ესეც ჩემი მომდევნო თავი..შეცდომებისთვის წინასწარ ბოდიში...მადლობა❤️❤️❤️



№1  offline წევრი Jane Rouse

საუკეთესოაა
მომდევნოს ველოდებიი❤️

 


№2  offline მოდერი ენემი

სწრაფად ვითარდება მოვლენები, ცოტა გრამატიკულად გაუმართავია და ყველგან "კარგი, ჰმმ, ჰო და აჰაამ"ი არაა საჭირო wink შინაარსი მომწონს ალექსი მივხვდი ვინც არის და იმედია ის არ იქნება გარეული მაგ ამბავში kissing_heart გელი და არ დააგვიანო

 


№3  offline წევრი Avrora-Gallagher

ენემი
სწრაფად ვითარდება მოვლენები, ცოტა გრამატიკულად გაუმართავია და ყველგან "კარგი, ჰმმ, ჰო და აჰაამ"ი არაა საჭირო wink შინაარსი მომწონს ალექსი მივხვდი ვინც არის და იმედია ის არ იქნება გარეული მაგ ამბავში kissing_heart გელი და არ დააგვიანო


და შენ მაინც ვინ გგონია ალექსი

ენემი
სწრაფად ვითარდება მოვლენები, ცოტა გრამატიკულად გაუმართავია და ყველგან "კარგი, ჰმმ, ჰო და აჰაამ"ი არაა საჭირო wink შინაარსი მომწონს ალექსი მივხვდი ვინც არის და იმედია ის არ იქნება გარეული მაგ ამბავში kissing_heart გელი და არ დააგვიანო


გავითვალისწინებ❤️❤️✌️მადლობა ვეცდები არ დავაგვიანო❤️

 


№4 სტუმარი anita

saukeetesoaa avrora????????

 


№5  offline წევრი Avrora-Gallagher

anita
saukeetesoaa avrora????????


ძალიან დიდი მადლობა❤️✌️

 


№6 სტუმარი ლევერი

მიყვარსა ეს ისტორიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent